დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ვყიდულობთ მაღალი წნევის კომპრესორს
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
ja_ja
მოკლედ ბევრი ვიფიქრე სად გამეხსნა ეს თემა და რადგანაც მაინც PCP-ს ეხება, გავხსენი PCP თემაში, როდესაც ყოლიფერი მორჩება გადავიტან სხვაგან.

ესეიგი სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რაზეცაა საუბარი. სანამ დეტალეზე გადავალ პაწა გაფრთხილება:

1) ვისაც PCP იარაღი არ გაქვთ და არ აპირებთ უახლოეს მომავალში გადასვლას აღნიშნულ სისტემაზე, გთხოვთ თავი შეიკავოთ დაპოსტვისგან ამ თემაში

2) თემა არის ფინანსურ საკითხზე, ამიტომაც დიდი თხოვნაა ყურადღება იყოს 10-მაგად გამახვილებული

3) საუბარი იქნება საერთო ნივთზე, რომელიც საბოლოოდ ამა თუ იმ ფორმით გადაეცემა ჩვენს კლუბს (მადლობა ღმერს უკვე დარეგისტრირებულია, მაგრამ რას შვება პრეზიდენტი არ ვიცი, მალჩიტ კაკ რიბა აბ ლიოდ ბლიაზ smile.gif ან ხანდახან რაცხას ისეთს დააბერტყებს რომ ყველა იფანტება smile.gif)

4) მჯერავს რომ მსურველი ბევრი იქნება, და მერწმუნეთ მოხარული ვიქნებით ყველა ვიხილოთ რიგებში, მაგრამ იმის გამო რომ ფინანსურად ცოტა არ იყოს მძიმე საკითხია და ყველას არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა... მოკლედ ბევრი ჭკუის დამრიგებლური სიტყვები რომ არ ვწერო - ძვირიანი საკითხია, და თუ ვერ წვდებით ფინანსურად ამ იდეას, არანაირი პრობლემა არაა ხალხნო, იგრძენით თავი თავისუფლად, არავინ არავის არ ავალდებულებს, სუფთა ინიციატივა, სურვილი და შესაძლებლობის თემაა. შეიძლება გქონდეს PCP, მაგრამ ვერ ახერხებდე მონაწილეობას, ამ საკითხში, ნუ დაიგრუზებით ყველაფერი წესრიგშია. ყველას ყველაფერი გვესმის.

ნუ ეს უხეში მონახაზები რომ ვინმემ თავი რაღაცნაირად შეზღუდულად არ იგრძნოს, ტიპა დავალებული, ან უხერხულად ან რაიმე მაგდაგვარი.

ახლა თვითონ საკითხთან დაკავშირებით:

1) ნუ აქტიურად გამოყენებადი და მოქმედი ბალონი ჯერჯერობით ერთია, რომელსაც ლამის მთელი ფორუმი ვხედნავთ smile.gif მიუხედავად იმისა რომ 3-მა ადამიანმა იყიდა ვითომ და თავისთვის.

2) ვიცი რომ ალაგ-ალაგ ხალხი ჩნდება ხოლმე რომლებიც ასევე თურმე იყენებენ ბალონებს, მარა მერე ქრებიან ხოლმე..

3) ამ ბოლო დროს ფორუმზე ამოტივტივდა რამდენიმე ბალონი (ძირითადად ახალ ჩამოტანილი), მაგრამ რამდენიმე კიდევ უტრიალებს ბალონებს და სავარაუდოდ ბალონ მფლობელთა რიგები კიდევ გაიზრდება

4) ყველაფერი ეს კაი, მაგრამ პარალელურად თავს იჩენს ერთი მამაძაღლური პუნქტი, ბალონის დატენვა 300 ატმოსფეროზე. სამწუხაროდ თბილისში ამ მომენტისთვის შესაძლებელია ბალონის მხოლოდ პეინტბოლისტებთან დატენვა. კაი ხალხი არიან, გულიანი, მაგრამ იმის გამო რომ არ უნდათ თავიანთი კომპრესორის კონფიგურაციაში ჩარევა, შეუძლიათ ბალონების მხოლოდ 275 ატმოსფეროზე დატენვა. დატენვისას ბალონი თბება და კი ჩანს რომ 275 ატმოსფეროა, მაგრამ რეალში 30-60 წუთში ბალონი გრილდება და წნევა თურმე სულაც არაა ხოლმე 275 ატმოსფერო. ვცადეთ დალოდება ადგილზე გაციება, მაგრამ ფაქტი ერთია, წამოსვლის მერე, ბალონში ყველაზე კაი შემთხვევაში 255-260 ატმოსფეროა ხოლმე. ანუ ბალონს სრული დატვირთვით ვერ ვიყენებთ (ეს ნახევრად დატენილი ბალონი კიდო ლამის 10 კაცს ატენინებს თოფებს და ლამის მართლა 50-60-ჯერ ახერხებს სხვადასხვა თოფის დატენვას).

5) პეინტბოლისტები საკმაოდ შორს არიან, წყნეთში 34 ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე. პრაქტიკულად წყნეთს გაცილებული ვართ და სულ ყველაზე მაღალ წერიტლში ვართ. შესაბამისად ასვლა ყოველთვის ვერ ხერხდება (დრო საწვევი, მანქანის არ ქონა), არადა ვინც ბალონის გემო ერთხელ მაინც გასინჯა, ნასოსისკენ მიბრუნება აღარავის აღარ უნდა smile.gif



ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოიკვეთა 1 დიდი საკითხი, საჭიროა ჩვენი ლოკალური კომპრესორი, რომელსაც ბალონს დავატენინებთ სრულად 300 ატმოსფეროზე, იქნება შედარებით ახლო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ერთერთ წევრთან. პლიუს მისასვლელიც გვექნება ამ წევრთან, პლიუს საჭიროების შემთხევაში შესაძლებელი იქნება დროებით თამამად ამ ადამიანთან ბალონის დატოვება, შესაძლებელი იქნება პირველადი დატენვა, მერე გაციება და საბოლოო დატენვა რომ გარანტირებული 300 ატმოსფერო იყოს შიგნით.

ეს საერთო კონცეფცია გასაგებია, იდეაც ამ კომპრესორის შესახებ ფორუმზე რომ რამდენიმე წელია ტრიალებს ეგეც ყველამ ვიცით, გადახედული იყო ყველანაირი ვარიაცია, იქ მხოლოდ თავაკის შეძენა და აქ აწყობა, ამერიკიდან ჩამოტანა, ჩინეთიდან გამოგზავნა და სხვა, ჯერჯერობით შედეგი არცერთმა არ მოგვცა, იმიტომ რომ ყველა თავისკენ ექაჩება და რაღაც ერთიანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს.

რაღაც 2 თვის წინ მე ილარიონა და ნორიკა ვიყავით ერთერთ დეჟურნი დატენვაზე ასული წყნეთში, დავკარგეთ აურაცხელი დრო, რის გამოც ბოლოს სასროლად აღარ გვეყო დრო და იმ დღეს ილარიონასგან წამოვიდა კვნესა - აუ გეფიცები ოღონდ დასატენად აღარ ვიყო წასასვლელი და თანახმა ვარ კომპრესორისთვის 500$-ი დავდოო.


სწორედ იმ დღიდან ცოტაოდენ უფრო აქტიურად დავიწყეთ რამდენიმე კაცმა ფიქრი კომპრესორზე, სამწუხაროდ, ჩემმა პირადმა მცდელობამ გავსულიყავი კავშირზე, ამერიკულ, იტალიურ, და ბერძნულ კომპანიებთან კავშირზე უშედეგოდ დამთავრდა, ზოგი მიშვებდა რუსეთში იქ გვაქვს წარმომადგენლობაო, ზოგი ვაბშე ამბობდა თქვენ ქვეყანა არ ხართ და ვერ გამოგიგზავნითო, ზოგმა კი უბრალოდ ფეხებზე დაიკიდა მათთან მიმართვა.

ილარიონამ მოშმონა გზები თურქეთში, იდეაში გამოჩნდა ერთი ვარიანტი, მგონი 3000$-ად, მაგრამ ზომით არის კოშმარული რამ, კომპრესორი არის ვეებერთელა ზომის, აი ადრე ასფალტის ასაყრელად რომ დაყავდათ ხოლმე რუსული ვეებერთელა მისაბმელი ვაგონი იმხელაა, ნუ შედეგად გასაგებია მაგხელა ოყნა არავის არ გვჭირდება, ვიცინეთ მე და ილომ გულიანად და ჩავიქნიეთ მაგ იდეაზე ხელი smile.gif



ამხელას ნაღდად ვერაფერში გამოვიყენებდით smile.gif


პარალელურად თენგო, ჩვენი ერთ-ერთი აქტიური წევრი ჩინელების ბაზარს თავდაყირა აყენებდა, მაგრამ ნუ მიწყენს თენგო და ჩინელების კომპრესორები ჩვენთვის არ გამოდგება, მაგალითად ის კომპრესორი რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ 9 ლიტრიან ბალონს 0-დან 275 ატმოსფერომდე ტენის 15-20 წუთში. ბოლო ასვლაზე დავინიშნე დრო და 180 ატმოსფეროდან 275-მდე დასჭირდა 4 წუთი (ნუ ბოლო 100 ატმოსფერო დატენა რა 1/3), ხოლო ჩინურები იგივე საქმეს, ანდომებენ სულ მინიმუმ 1 საათი (რეალში კი 80-90 წუთი), აღარაფერს ვამბობ ცვეთაზე, ფორმაზე, ნდობაზე, ხმაზე და ასე შემდეგ.

ამიტომაც გავჩერდით იტალიურ შედარებით იაფიან კომპრესორზე, რომლის შეძენაში დახმარება შემოგვთავაზა იგივე პეინტბოლის სასტავმა (მოკლედ ჯიგარი ხალხია). საუბარია ელექტრო კომპრესორზე, რომელიც იმუშავებს ან 220-ზე ან სამ ფაზაზე (220-იანს ბოლო-ბოლო ჩემთან დავაგდებთ გარაჟში და Welcom ყველას, აი 3 ფაზის შემთხვევაში ადგილი შესარჩევი იქნება), მაქსიმალური სამუშაო წნევა ექნება 300-330 ატმოსფერო წარმადობა 100 ლიტრი ჰაერის შეკუმშვა ერთ წუთში.

საუბარია Coltry Sub-ის მოდელზე, ვიზუალურად გამოიყურება მიახლოებით აი ასე



მოკლედ იმ დღეს როდესაც ილიამ გულის ტკივილით თქვა რომ თანახმაა 500$ გადაიხადოს, ოღონდ და ყოველკვირა წყნეთში არ იყოს ასასვლელი, მეც მივაყოლე რომ ბაზარი არაა მეც დავდებ 500$-ს მეთქი, შედეგად მინიმუმ 2კაცი და 1000$ უკვე არის, მაგრამ საჭიროა მეტი და აი აქ იქნება ჩასართავი ყველა მსურველი, ვინც რაფერაც შესძლებს დახმარებას, ნუ ახლა მთლად 20 ლარზე როგორც ხვდებით აქ საუბარი სამწუხაროდ არ იქნება, მაგრამ როგორც ზემოთხსენებულმა 2-მა კაცმა გავრეკეთ ეგეთი დიდი თანხებიც არაა საჭირო. მოდით ჩამოვწერ სრულად ფინანსების ხარჯებს და ....

ესე იგი პეინტბოლისტები გვაძლევენ შესაძლებლობას რომ კომპრესორი ვითრიოთ ფასდაკლებით 1950 ევროდ (პეინტბოლისტებისგან რაღაც წარმომადგენლობის პონტში ვთრეულობთ ფასდაკლებით, შეგახსენებთ საკმაოდ კაი ფასია, იმიტომ რომ პირდაპირ რომ გავდივართ იტალიელებთან კონტაქტზე ასახელებენ ფასად 2600-3000 ევროს). ამ თანხას დაემატება ჩამოტანის თანხა და თავისთავად გასაგებია განბაჟების თანხა.

ჩამოტანაზე ილარიონამ მშვენიერი აზრი შემოგვთავაზა, მისმა კომპანიამ რაღაც უნდა ჩამოიტანოს ევროპიდან და შეუძლია თავის კონტეინერში აკვრევინოს თავი ამ კომპრესორს, შედეგად ჩამოტანის საფასური არაფერი არ დაჯდება, ანუ დაემატება მხოლოდ განბაჟება, უხეშად ეს გამოდის შემდეგი თანხები:

1950 ევროს + განბაჟების 351 ევრო + მოსაკრებელი და სხვა ტუტუცობები, ალბათ 20-30 ევრო = სულ გამოდის მიახლოებით 2325 ევრო (ნუ საშუალოზე დავამრგვალე)

დღევანდელი კურსით ეს უხეშად არის, 4975-4985 ლარი, ესეც უხეშად დავამრგვალოთ და გამოვიდა 5000 ლარი, ნუ ჯერჯერობით თანხას დებს 2 კაცი, სულ გამოდის, 1000$ ანუ ლარებში ეს არის, უხეშად 1650 ლარი.

ახლა 5000-ს გამოვაკლოთ 1650 ლარი და გამოვიდა 3350 ლარი - რომელიც არ ყოფნის ამ ჩამოწერილი ვეფხისტყაოსნის რეალიზებას.

მგონი გავდივარ ფინიშისკენ smile.gif, მოკლედ თანხა სახუმარო არ გამოდის, მესმის რომ მონაწილეობის სურვილი ყველას ექნება, მაგრამ იმედია არ მიწყენთ რომ ვთქვა - 20-20 და 30-30 ლარით ეს თანხა 30000000000 წელი არ აგროვდება...

გვქონდა მცდელობა, აქტიური წევრებისთვის იგივე გვეთქვა, და პირდაპირი წესით სატელეფონო ზარებით გაგვერკვია ვინ რამდენს დადებდა რომ გაგვეგო ჰქონდა აზრი ამ საქმის რეალიზებას და საუბარს თუ არა, ნუ ნაწილობრივ პერსპექტივა ჩანდა, მაგრამ აქ უკვე ჩვენი საყვარელი კლუბის პრეზიდენტი და შეგნებით, სულით და ხორცით ევრეი ჩაერია smile.gif

დავდოთ ინფო ფორუმზეო და.... ესე იგი რა, არც ცოტას დადება არ უნდა, არც ჩამორჩენა, არც ის არც ეს და....

მოკლედ პრიმბულა გასაგებია, აზრიც იმედია გასაგებია, ამიტომაც, ვწერთ უკვე მიჩვეულ სიას და ყველა ვინც რამდენად თვლის რომ უღირს, ან არ უღირს ამ იდეის რეალიზება წერს რამდენის დადება შეუძლია, ან უღირს ამ საქმისთვის, შემდგომ გადავთვლით გადმოვთვლით და გავიგებთ ვხურავთ ერთხელ და სამუდამოთ ნებისმიერ თემას რომელშიც საუბარი იქნება კომპრესორზე (როგორც წინასწარ უკვე ცნობილ და განწირულ თემას), ან ერთხელ და საბოლოდ ვყიდულობთ ამ აგრეგატს და იმედია აღარ დაგვჭირდება ამ საკითხზე ახალი თემის გახსნა


იმედია სიაში ჩამატება არ უნდა შეგახსენოთ როგორ ხდება smile.gif სურვილის შემთხვევაში წინა დამპოსტველისგან აკოპირებთ სიას, ამატებთ შემდეგ ნომრად საკუთარ ნიკს და აწერს თანხას და ვალუტას რომელსაც დებთ

მაშ ასე:

1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $




P.S. ნუ პეინპოსისტები იგივე აგრეგატს 2 წელია ხმარობენ და ერთხელ ჰქონდათ გასარემონტებელი ბენზინის მატორი (ანუ კომპრესორს ვააბშე არაფერი მოსვლის 2 წელია), ჩვენ ელექტრ მატორიანს ვიღებთ და პეინტბოლისტებივით ვირივით მგონი არ გვექნება სამუშაო, ასე რომ იმედი გვაქვს რომ მინიმუმ იგივე 2 წელიწადს შეკეთების გარეშე იმუშავებს კომპრესორი, ან უფრო მეტსაც იმუშავებს შეკეთების გარეშე, ნუ ახლა ზეთის შეცვლა დიდ დანახარჯებთან არაა დაკავშირებული და მაგას არც კი ვახსენებ smile.gif

geojorjika
1) როდის არის თანხა დასადები?
2)+300 ლარი დაგავიწყდა საბაჟო მოსაკრებელი IMHO
ja_ja
ნუ თუ ილარიონას კონტეინერში გვინდა რომ ჩავარდეს, მაშინ ალბათ საბოლოო ვადებს ილარიონა გვერტყვის.

რაც შეეხება 300 ლარს, ეგ სულ ამერია, მე სტანდარტულად 12 ლარი და საბანკო გადარიცხვების საკომისიოები მეგონა sad.gif ბლინ ესეიგი 25 ევრო მქონდა ჩათვლილი და მაგ თანხას უხეშად 250 ლარი დაემატება
shonia82
გადასარევი იდეაა,გარკვეულ თანხას მეც დავდებ როცა შეგროვებას დავიწყებთ...ალბათ საბანკო ანგარიშს გავხსნით არა?
ja_ja
shonia82
არა საბანკო ანგარიშს არ გავხსნით.

ამწუთას თუ რაიმეს გეგმავ ჯობია დაწერა რას ფიქრობ, როცა ვნახავთ რომ საჭირო თანხა გროვდება, მერე ერთ-ერთი ფორუმელის ანგარიშზე გადაირიცხება თანხები, ან ვისთვისაც მოსახერხებელი იქნება ხელზე მისცემს.

სავარაუდოდ იქნება ის ვინც გადარიცხავს თანხას იტალიელებთან
giga-76
100 დოლარს ჩამოვდივარ, მიუხედავად იმისა რომ ბალონი არ მაქვს. საჭიროა რომ გვქონდეს
ja_ja
giga-76
შემდეგში სია გადააკოპირე ხოლმე smile.gif და მიამატე ჩანაწერი. თორემ ასე რომელიღაც გვერდზე დაწერილი პოსტი დაიკარგება და ვერ გავიხსენებთ ვინ რა სურვილი გამოთქვა smile.gif

1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
giga-76
Gავითვალისწინებ, მაპატიეთ არ ვიცოდი
geojorjika
300$ დავდებ მაგრამ საქმე ის არის რომ ეხლა არ მაქვს smile.gif და ის მაგიური რიცხვიც ცნობილია ზოგადად ფორუმელთა უმრავლესობისთვის რომ მაქვს ხოლმე biggrin.gif
ja_ja
geojorjika
აუ თუ შეიძლება მიგასექსავ რა! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა გჭირს, ბლიაძ სიაში ჩაწერა არ იცი? გიგა ახალია და შენ ყველ მეორე დღეს რაღაც სიაში წერიხარ და არ იცი სია როგორ იწერება?

ვაააა, ბლიადზზზზზზ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
monadire.
ციტატა
geojorjika
აუ თუ შეიძლება მიგასექსავ რა!

?????? ვაიმე....
ilariona
ციტატა(ja_ja @ 30th March 2013 - 09:49 AM) *
აუ თუ შეიძლება მიგასექსავ რა!

მე გაძლევ უფლებას. biggrin.gif

1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ

norica_dragon
1)ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ
5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი... smile.gif
ja_ja
ჰოო 1700$-მდე გროვდება ამ მომენტისთვის... 5000 ლარი + 250 საბაჟოს მომსახურება კი მიახლოებით არის 3180$ ანუ ჯერჯერობით იდეის განხორციელებას აკლია 1480 მარადმწვანე პრეზიდენტი, უხეშად 2450-2500 ლარი

მდაა... ჯერ კაი შორს ვართ იდეის განხორციელებისგან
bazuka
1)ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ
5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი...
6) ბაზუკა - 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ - ოღონდ ცოტა მეტი დროით თორე ჩემი ხელფასიდან 100 ლარს თუ გამოვალ ეგეც ხეირია, გავყიდი დიანას და მოგცემ (რავი ეგებ ზეგაც გაიყიდოს)
kaka8079
სოხას თხოვნით მე დავწერ.
1)ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ
5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი...
6) ბაზუკა - 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ - ოღონდ ცოტა მეტი დროით თორე ჩემი ხელფასიდან 100 ლარს თუ გამოვალ ეგეც ხეირია, გავყიდი დიანას და მოგცემ (რავი ეგებ ზეგაც გაიყიდოს)
7) soxa -200$
ja_ja
kaka8079
უკაცრავად ვერ გავიგე შენ სოხას მაგივრად რატომ წერ? smile.gif ერიდება თუ რა ხდება smile.gif
kaka8079
ja_ja
ნეტი მაქო გათიშული სახლში.
shonia82
1)ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ
5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი...
6) ბაზუკა - 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ - ოღონდ ცოტა მეტი დროით თორე ჩემი ხელფასიდან 100 ლარს თუ გამოვალ ეგეც ხეირია, გავყიდი დიანას და მოგცემ (რავი ეგებ ზეგაც გაიყიდოს)
7) soxa -200$
8)shonia82-100$
ilariona
bazuka
ოკ smile.gif
norica_dragon
700 დოლარი დარჩა??? smile.gif
ja_ja
norica_dragon
ოხ შენი მათემატიკის მასწავლებელი დავმარხე რა ბლიაძ smile.gif

ჩამონათვალში გამოდის 2300 ჩვენ კი მინიმუმ გვინდა 3180$ ანუ გვაკლია 880$ ნუ პაჩტი 900 მარადმწვანეა ჯერ კიდო საჭირო.
norica_dragon
http://www.ebay.co.uk/itm/high-pressure-ai...=item4d0b12b5e7

ამ აუქციონში ხომ არ მიგვეღო მონაწილეობა?? smile.gif

ჩვენი მომავალი კომპრესორი
http://www.ebay.co.uk/itm/Scuba-Diving-Hig...=item1c3166ab69
ამას ჯობია????

ნეტა ესენი დღგ-ს თუ ჩამოგივკლებენნნ
ja_ja
ნორიკ დაგშტრაფო ბალამურტისთვის?

პირველზე ყვითელი რომაა წაიკითხე კარგად სამუშაო წნევა აქვს 200 ბარი, სად გავიკეთოთ? თუ სად გაგიკეთოთ smile.gif, პლიუს აუქციონია და ეგ ლამაზე 150 ფუნტი 3 დღეში შეიძLება კაი 2000 გახდეს.

მეორე კი არის, 80 ლიტრიანი და თან მატორი შეცვლილი აქვს, ანუ გარდა იმისა რომ შეცვლილია ეგ იმის მაჩვენებელია რომ რაცხა სჭირდა და იმიტომ შეიცვალა, პლიუს რამდენიხნის ნამუშევარია კაცმა არ იცის, პლიუს ადამიანს უწერია რომ შიპინგი ვორლდ ვაიდი არ აქვს....

ან თუ ეძებ ნორმალური იპოვე და ისე დადე (ნუ რომ 330-იანი იყოს, კარგ მდგომარეობაში და აქეთ გამოგზავნის ვარიანტით), ანდა ტყიულა ნუ გამოიწვევ ბალამუტს, ისედაც გაუგებარ დღეში ვართ და სულმთლად აირევა თემა.

და ბოლოს ამ თემაში მიმდინარეობს კონკრეტული მოდელის შეძენის და თანხის აკრეფის საკითხი და არა ახალ- ახალი მოძიებული შტუკების შემოთავაზება, ეგ თუ ძეილება ძველ თემაში გააგრძელე, აქ ასეთი რამ აღარ დავინახო, გარანტირებული ვორნი იქნება (ეს კსტატი ყველას ეხება).
soxa
1)ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
4) ჟორჟიკა 300$
5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი...
6) ბაზუკა - 300$
7) soxa -200$ვადასტურებ
Power_VANO
1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
4) ჟორჟიკა 300$
5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი...
6) ბაზუკა - 300$
7) soxa -200$
8) shonia82-100$
9) ვანო - 100$
norica_dragon
2400$ დოლარი შეგროვდა, ცოტა დარჩა და ნუ ძირავთ ამ თემას.
ilariona
ამ სიას ბექა ბიძია აკლია, ტელეფონზე მითხრა რომ გამოდის ფუკებს, უბრალოდ ჯერ არ იცის რამდენს. ამ დღეებში გაარკვევს და ეგეც დასწერს.
ja_ja
ilariona
რაც არ უნდა დადოს სადრაც 800-მდე აკლია ვანოს დამატების მერე, მაგდებს ბექა ბიძია ვერ დადებს და არც უნდა დადოს, დანარჩენი ხალხი კი პასუირობს და რავი მგონი დავმარხავთ ამ საკითხს sad.gif
norica_dragon
დაიცა კაცო 800 დოლარის გულისთვის ამხელა პროექტის დაკარგვა არ ღირს... ნებისმიერ გასვლაზე 400 ლარი მაინც გროვდება ხოლმე....

ბოლობოლო კრედიტი ავიღოთ ან რამე და გასვლიდან მორჩენილი ფულებით დავფაროთ ნელნელა....
gregory
norica_dragon
ძაან საჩქაროა თანხის აგროვება?
მეც მინდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჯერ ვერ დავლაგდი და არ ვიცი რამდენს შევძლებ sad.gif
როდისაა ბოლო ვადა გადაწყვეტილების მისაღებად?

ja_ja
აი კრედიტზე ხომ იმენნა ჯერ მე დაგბრიდავთ ყველას smile.gif მერე აი ევრეი შემოვა და ის დაგვბრიდავს ყველას, და მერე ასე დაბრებილები მივალთ ბანკში და მესამეთ ისინი დაგვასამარებენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
აუ ჯაჯ რა პრობლემაა დარჩა 800 დოლარი ხო??? ეგ არის 1336 ლარი, ანუ 6 თვიანი კრედიტი რომ ავიღოთ გამოვა თვეში 241 ლარი, 5 კაცი უნდა ვინც 50 ლარს დადებს თვეში და ეგაა რა smile.gif, მე დავდებ.
ilariona
მოიცათ კაცო, დღეს თაზომაც თქვა დავდებ ფუკებსო, ბექაც და უკვე 800$ აღარ იქნება საჭირო.

დაველოდოთ და პანიკას ნუ აყვებით smile.gif

სიწყნარე პატივცემულებო.
monadire.
1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
4) ჟორჟიკა 300$
5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი...
6) ბაზუკა - 300$
7) soxa -200$
8) shonia82-100$
9) ვანო - 100$
10)მონადირე-200$
ja_ja
იტავო ამ მომენტისთვის არის 2600$ სულ გვინდა 3200-მდე ანუ 600$ ჯერ ჰაერში კიდია


norica_dragon
აუ კაი რა რა კრედიტი რის კრედიტი ბლიაძ... მე კრედიტს რომ არ გავეკარები 1000 წელი ვიცი, კრედიტი და სისულეები რომ არ მინდა იმიტომ ვდებ 500$-ს თორე რავა ფიქრობთ საფულე ბაქო ჯეიხანზე მაქვს მიერთებული, თუ ბიძინას შარვალზე ბლიაძ smile.gif

gregory
1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $
3) giga-76 - 100.00 $
4) ჟორჟიკა 300$
5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი...
6) ბაზუკა - 300$
7) soxa -200$
8) shonia82-100$
9) ვანო - 100$
10)მონადირე-200$
11) გრეგორი - 100$(ჯერჯერობით მეტს ვერ გავქაჩავ sad.gif )
ilariona
თქვენ კიდევ ნერვიულობდით smile.gif

ჰა დავურეკო შეკვეთაზე?
norica_dragon
დაურეკე smile.gif
ja_ja
ilariona
რა დაუკვეთო, მაიცა ..... ჯერ კიდევ 500$-ის ბედი ჰაერშია....
nxs027
1) ilariona - 500$
2) ja_ja - 500$
3) giga-76 - 100$
4) ჟორჟიკა 300$
5) ნორიკა - 300$
6) ბაზუკა - 300$
7) soxa - 200$
8) shonia82 - 100$
9) ვანო - 100$
10) მონადირე 200$
11) გრეგორი 100$
12) nxs027- 100$


p.s. კითხვა: ფული ხელზე მოგაწოდოთ თუ სადმე ჩავრიცხო?
ja_ja
ვაა smile.gif დარჩა მხლოდო 400$-ის ბედი გასარკვევი...

სიმართლე რომ გითხრად მაგარი სკეფტიკური განწყობა მქონდა და ვაბშე არ მეგონა თუნდაც აქამდე თუ მოგროვდებოდა თანხა, ნუ მეგონა ნახევარზე ცოტა მეტი აგროვდებოდა, მარა უკვე 2800-ზე ვართ მისული... ჰოოოო ინტერესტნო ინტერესტნო smile.gif



nxs027
ციტატა(nxs027 @ 2nd April 2013 - 03:24 PM) *
კითხვა: ფული ხელზე მოგაწოდოთ თუ სადმე ჩავრიცხო?

ეს ეს სია შედგეს იქამდე რომ თანხა გადაიფაროს და მერე უკვე წავა თანხის აკრეფვა.
norica_dragon
აუ დავუკვეთOთ რა და ეგ 400 მერე ვიჩალიჩოთ ეგ ხომ განბაჟების ფულია???
kaka8079
თუ მხოლოდ განბაჯების ფულის შეგროვება დარჩა და ახლა არსებული თანხა საკმარისია შესაძენად მაშინ ჯობია ახლავე აკრიფოთ ფული და შეიძინოთ თორემ რა იცი რა ხდება,დარჩენილ 400$ მგონი მე და ბექაც გავწვდებით,განბაჯება კი ჩამოსვლის დღეს დასჭირდება,ისე რამდენ ხანში ჩამოვა ყიდვიდან?ამ მომენტისათვის არა მაქ ფული და მიტომაც არ ვეწერები სიაში,ტუ ცოცხალი ვიქნები აუცილებლად დავდებ ფულს და თუ არა მაშინ გადაიხდის ვინმე biggrin.gif
gregory
ციტატა(giorgi @ 29th March 2013 - 10:51 PM) *
2)+300 ლარი დაგავიწყდა საბაჟო მოსაკრებელი IMHO

ციტატა(ja_ja @ 29th March 2013 - 10:57 PM) *
რაც შეეხება 300 ლარს, ეგ სულ ამერია, მე სტანდარტულად 12 ალრი და საბანკი გადარიცხვების საკომისიოები მეგონა ბლინ ესეიგი 25 ევრო მქონდა ჩათვლილი და მაგ ტანხას უხეშად 250 ლარი დაემატება

აი რა ვერ გავიგე: ეს კომპრესორი ილიას კონტეინერში წამოვა და ინვოისი სხვაზე იქნება თუ ისევ ილიას ფირმაზე? თუ სხვაზე იქნება ე.ი. გრუპირებული ტვირთია და მაშინ 300 ლარი მოსაკრებლის არ აგვცდება, ხოლო თუ ილიას სახელზეა, მაშინ თავის საქონელთან ერთად უნდა განაბაჟოს და არანაირი 300 ლარი აღარაა საჭირო ( მაქსიმალური მოსაკრებელი 400 ლარია)
მეშლება რამე თუ 300 ლარის ეკონომია შეიძლება?!
ja_ja
gregory
მაგდენი მე არ ვიცი smile.gif მართალი გითხრა ეგრე ნაღდად არ განმიხილია, მე მარტო კერძო პირებზე შემოტანილი ნივთები განმიბაჟებია, თუმცა ჩვენი სტანოკები მართლა ერთ დიდ კატლეტად გატარდა...

რავი ილო დაწერს ალბათ რაფრა იქნება, მარა რაც არ უნდა იყოს, ახლა ილოს ხომ არ შეეტენება მთლიანად ჩვენი საქმე, კაცი ისედაც ჩამოტანაზე ეკონომიას გვიკეთებს (ფულსაც დებს, ტრანსპორტირებას თავის თავზე იღებს და ახლა კიდევ რაღა ქნას ვაა smile.gif ), რაცხა მაინც იქნება გადასახდელი....
geojorjika
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 2nd April 2013 - 07:00 PM) *
ახლა ილოს ხომ არ შეეტენება მთლიანად ჩვენი საქმე, კაცი ისედაც ჩამოტანაზე ეკონომიას გვიკეთებს (ფულსაც დებს, ტრანსპორტირებას თავის თავზე იღებს და ახლა კიდევ რაღა ქნას ვაა ), რაცხა მაინც იქნება გადასახდელი....


+1 მეც მანდ ვარ ამხელა პატივისცემას აკეთებს და მეტი რა ქნას ეხლა smile.gif
gregory
ციტატა(ja_ja @ 2nd April 2013 - 07:00 PM) *
რავი ილო დაწერს ალბათ რაფრა იქნება

ციტატა(giorgi @ 2nd April 2013 - 07:07 PM) *
+1 მეც მანდ ვარ ამხელა პატივისცემას აკეთებს და მეტი რა ქნას ეხლა
კაცოუ, მე კი არ მითქვამს ილიკოს ესეც ავკიდოთ თქო smile.gif
უბრალოდ თუ მთელი კონტეინერი მისი საქონელია, ჩმა ეგ კომპრესორიც რომ მიაყოლოს მაგისთვისაც უფრო ადვილი იქნება საბაჟო პროცედურები. შეიძლება ვცდები blush.gif
beqa
1) ilariona - 500$
2) ja_ja - 500$
3) giga-76 - 100$
4) ჟორჟიკა 300$
5) ნორიკა - 300$
6) ბაზუკა - 300$
7) soxa - 200$
8) shonia82 - 100$
9) ვანო - 100$
10) მონადირე 200$
11) გრეგორი 100$
12) nxs027- 100$
13)
14) ბექა -500$


300$ ეხლა მაქვს. 200$ სანამ ჩამოვა .
ja_ja
beqa
და ჩვენ რომ მხოლოდ 400 გვჭირდება smile.gif 100$ ხურდა უნდა წაიღო smile.gif

ilariona
ციტატა(ilariona @ 2nd April 2013 - 10:51 AM) *
ჰა დავურეკო შეკვეთაზე?

აი ახლა დაუკვეთე, მზად ვართ და თანხა ვის სად მოვაწოდოთ? მგონი ჯობია შენ ჩაგახუტოთ და შენ მერე პეინტბოლისტებს, თან ჯობია ეს მოკლე ვადებში მოხვდეს, თორემ უსასრულოდ გაიწელება.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.