სასხლეტების გაუმჯობესება, შეკეთება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
სასხლეტების გაუმჯობესება, შეკეთება |
Mar 12 2018, 02:24 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ვერა და ვერ დავადგი საშველი ამ პრობლემას, ეს ორი დეტალი გამიცვდა და ვერაფრით ვერ მოვახერხე ყიდვა. ორივე ერთად ერთადერთ მაღაზიაში ვიპოვე და არცერთი არაა სტოკში და რო ვეკიხთები როდის გექნებათთქო, სასხლეტის მთლიან სისტემას მთავაზობენ, რომელიც 350 ლარამდე ჯდება ეს ნაწილები კი დაახლოებით 30 ფუნტი ღირს ჯამში აქაც ვცადე ამ ნაწილების შეკეთება მაგრამ უშედეგოდ, გაცვეთილ ადგილებს თითო წვეთი ფოლადი დავადეთ კემპით და შემდეგ ქლიბით დავიყვანე საჭირო ზომამდე, პირველ ჯერზე შედარებით უკეთ გამომივიდა, ცოტა ხანი იმუშავა და მალე გაცვდა. მეორე ჯერზე კი იგივე რო გავიმეორე უკვე მკვეთღად ავცდი ზომებს. მკვეთრად აცდენაში მილიმეტრის მეათედებს ვგულისხმობ, მინიმუმ ასეთი სიზუსტით უნდა გაკეთდეს. წინააღდეგ შემთხვევაში სასხლეტი ან გაუხეშდება ან საერთოდ არ იმუშავებს, რაც ძალიან არ მაწყობს. მოკლედ პირველ რიგში ჩარხების მფლობელების აზრი მაინტერესებს. როგორ ან სად უნდა მოვიპოვოთ ზუსტი ზომები და საერთოდ შეძლებთ თუ არა ვინმე ამის გამოჩარხვას და რამდენი დამიჯდება ეგეც მაინტერესებს თუ მოეკიდებით ფოტოებზე კარგად ჩანს სად არის გაცვეთილი და შემდეგ დაშენებული მეტალი პ.ს მსგავსი თემა ვერ ვნახე და რავიცი იყოს მაინც, სასხლეტის პრობლემებზე, დარბილებაზე და სხვადასხვა დაზიანებული დეტალების მოძიებაზე აქ ვპოსტოთ ბარემ
| |
> |
|
|
Mar 12 2018, 05:57 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 526 რეგისტრ.: 24-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI წევრი №: 336 ქალაქი:თბილისი |
მეც მსგავსი პრობლემა მქონდა მეორე ცდაზე კარგად გავაკეთე, მაგრამ სასხლეტი გაუხეშდა, თუმცა თანდათან დარბილდა, აღარა ისეთი უხეში მაგრამ დეტალკები არ გაცვეთილა , ნაწრთობი მაქვს, მუშაობს ხოშიანად
| |
> |
|
|
Mar 12 2018, 08:06 PM
პოსტი
#3
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
okela84 ციტატა(aleqsandre @ 12th March 2018 - 03:24 PM) მოკლედ პირველ რიგში ჩარხების მფლობელების აზრი მაინტერესებს. როგორ ან სად უნდა მოვიპოვოთ ზუსტი ზომები და საერთოდ შეძლებთ თუ არა ვინმე ამის გამოჩარხვას და რამდენი დამიჯდება ეგეც მაინტერესებს თუ მოეკიდებით მაგის გაკეთება შეიძLება იოლად ჩანდეს და დადუღება შეიძLება გამოსავლად აღიქმებოდეს, მაგრამ რეალში სასხლეტის ეგ დეტალები და განსაკუთრებით ეგ შეხების ადგილები დიდ ცვეთას განიცდის დიდი ძალისა და შედეგად წარმოქმნილი ხახუნის გამო, ნუ ეგ მემგონი უჩემოდაც იცი აი საიდუმლო მანდ რაცაა არის გამწლეობა მაგ დეტალების, დადუღება გამოსავალი არაა რადგან ელექტროდებში რბილი რკინა გამოიყენება რომლის წრთობაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ყოველთვის რბილი იქნება და უცებ გაცვდება. მსოფლიოში არის შემდეგი მარტივი გამოსავალი: - იღებენ უკვე ნაწრთობ ლითონის ფირფიტას (ნუ მეტრობით რაც არის მთლიან ფურცელს) - ელექტრო ეროზირების დაზგით ხდება რამდენიმე ასეულის და ათასეულის ამოჭრა - იმის გამო რომ ასეთი ამოჭრისას ფოლადი ტემპერატურულ ცვლიებას არ განიცდის, ლითონი არ კარგავს ნაწრთობი ფოლადის თვისებებს და მაქსიმალურად დიდხნით უძლებს დატვირთვებს იმის გამო რომ ზედაპირი ლამის სარგესავით სუფთაა და ხახუნი მინიმალურია, პლიუს ზედაპირი არის ნაწრთობი და ლითონი ლითონზე შეხებისას არ განიცდის ზედაპირები ერთმანეთის დეფორმაციას ან ჩამოკბეჩას... სამწუხაროდ ელექტო ეროზირების დაზგა საქართველოში ალბათ სულ 1-2 ცალი იქნება შემორჩენილი ან ნაყიდი და სად აქვს და ვის აქვს მე პირადად არ ვიცი. თან ერთი და 2 დეტალისთვის მისი ჩართვას აზრი არ აქვს, მასიურად 1000 ცალს კი შენ ვერ დაუკვეთავ, არც ფასი გიღირს და სად ჯანდაბაში უნდა წაიღო.... პლიუის ფოლადის მარკაა გასარკვევი, რომელიც უცნობია და ძალიან ბევრი ინფორმაციაა გადასაქექი სანამ რაიმე შესაბამისს ნახავ. ამ ეტაპზე შეიძLება გამოიყენო შემდეგი გამოსავალი, აიღე მაგალითად პაჩებნიკის გარსი, ან ბურთულა ან რუსული სვერლო r15 (მგონი არარც მახსოვს სახელი და მარკა), მიიტანე სადმე სამჭედლოში ან შენით იშალიჩე და გაახურე სითეთრემდე, მერე ურტყი სანამ მიახლოებით ერთგვაროვან სწორზედაპირს არ მიიღებ (რაღაც პატარა ლისტის ნაჭერივით რომ გამოგივიდეს...) მერე უნდა დაამუშავო ზედაპირიც და ფორმაც ტაჩილით ან ზუმფარის ქაღალდის გრინდერის გამოყენებით, სასურველი ფორმეწბის მიღების მერე ისევ გინდა გაცხელება და მკვეთრი გაციება როპმ რკინის მდგომარეობიდან ისევ ფოლადში გადაიყვანო მასალა. ოღონდ მაგას 2 ეტაპი უნდა, პირველ ჯერზე ძალიან აწითლებ და აცივებ, იღებ იდეალურ ფოლადს მაგრამ ძალიან დაჭიმული კრისტალური მესერით, შედეგად ძალიან მყიფე და მსხვრევადია, ამიტომაც, მეორეჯერ უნდა გაცხელება, მაგრამ უფრო სუსრად და ისევ გაციება. ამ დროს კრისტალური მესერის გადაწყობა ხდება და გარეკანი ისევ სრიალა და გამძლეა, შუაშI კი ლითონი შედარებით რბილია, ამ ეფექტის გამო მყიფე აღარაა ფოლადი და დატვირთვებს უფრო იოლად იღებს მარკის და მიხედვით პირველი და მეორე გაცხელება გაციების და ტემპერატურების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შედარებით იოლია ინტერნეტში.... P.S. არის კიდევ მეორე მეთოდი, მაგას ლითონის ზედაპირის ცემენტირება ჰქცია. ანუ იღებ ნებისმიერ ლითონს და მისცემ სასურველ ფორმას, შემდეგ კი აცხელებ და დებ სპეციალურ ფხვნილში, ფხვნილი ეწეპება ზედაპირს და ისევ ამ ფხვნილიანად ხდება გაწითლება ლითონის, შედეგად კრისტალურ მესერში ემატება საჭირო ნივთიერებები და გაციების შემდეგ ზედაპირი რამდენიმე მიკრონი არის, მყარი და ფოლადივით სრიალა, თუმცა ამ მეთოდის დროს ჯკერ საშოვნელია ის ოხერი ფხვნილი და თან არასწორი გამოყენებისას ხაოიანი ზედაპოირი გამოდის, მილი აკესვა კი იწვევს ცემენტირებული ზედაპირის მოცილებას და შედეგად ისევ რბილ რკინას იღებ.... ასე რომ ჩემის აზრით ჯობია პირველი მეთოდის გზით წახვიდე....
| |
> |
|
|
Mar 13 2018, 09:49 AM
პოსტი
#4
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ja_ja ანუ უარეს შარში ვყოფილვარ ვიდრე მე მეგონა მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე დამაიმედებელი რაღაცეები მომწერე, მაინც მადლობელი ვარ რო რეალობის წინაშე დამაყენე. შენი პოსტის მერე უკვე 115 ფუნტის გადახდაც აღარ მენანება მთლიან სასხლეტში. მგონი ნედლეულის შოვნა ნაკლები პრობლემაა. დეტალის გამოჩარხვაზე უფრო გავიტანჯები.
| |
> |
|
|
Mar 13 2018, 11:46 AM
პოსტი
#5
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
) ცემენტირება მარტივად ხდება "გრაფიტის ფხვნილით და დენით". არის უთუბზე . ჭედვის და ფოლადის გამყარება- შემდეგ მოდუნების ამ სირთულეებში ჩაწვდომას, მაიმარკეტზე დანების განყოფილებაში გადადი და იქ არის სხვადასხვა განცხადებები, დანებს ამზადებენ საკისარი, რესორი, ინსტრუმენტალური ფოლადი და აშ მასალებისგან. დაუკავშირდი, აჩვენე შენი დეტალები და არამგონია ვერ დაგიმზადონ. წარმატებები.
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 10:00 AM
პოსტი
#6
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
vexam კი დაუმზადებენ მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით 15 ფუნქტზე მეტი დაუჯდება და მგონი ჯობია პირდაპირ ქარხნული იყიდოს
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 12:38 PM
პოსტი
#7
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
vexam მარტო მასალას დამიმზადებენ თუ სასხლეტის შეკეთებას აიღებენ თავის თავზე ?
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 12:40 PM
პოსტი
#8
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
გეთანხმებით, ქარხნული ჯობია, 15 ფუნტად თუ იყიდება. ეგ საკითხები მათთან უნდა დააზუსტოთ. სავარაუდოდ ფორმასაც მისცემენ დეტალს, და შენი მიტანილი ნახაზის შაბლონის მიხედვით გაგიმზადებენ. აბა მარტო მასალად, რკინის საჭრელი ხერხის დისკი ისედაც შეგიძლია ნახო ელიავაზე.
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 12:54 PM
პოსტი
#9
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
vexam 30 ფუნტი ჯდება ორივე დეტალი, მაგრამ სტოკში არ აქვთ თორე წამოვიღებდი აქამდე. ისე კი მთიანი სასხლეტი 115 ფუნტი ღირს ციტატა(vexam @ 14th March 2018 - 01:40 PM) და შენი მიტანილი ნახაზის შაბლონის მიხედვით გაგიმზადებენ შაბლონი როგორ მოვიპოვო ? სიტყვაზე გვერდითა ხედით ამოვიღე ფოტო და მერე ზუსტი მაშტაბი როგორ დავსვა ?
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 01:20 PM
პოსტი
#10
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
მე გავაკეთებდი შემდეგნაირად : როგორც თქვენი პოსტიდან გამოვიტანე დასკვნა - ამჟამად, გაცვეთილი დეტალი გაქვთ, რომელსაც "სხვარკის წვეთს " ამატებთ და ფორმას აძლევთ, მაგრამ ვერ უძლებს დატვირთვას და მალევე ცვდება. "სვარკის წვეთს რომ დაამატებ" და ფორმას მისცემთ, შემდეგ ეგ დეტალი დადეთ მუყაოზე, შემოხაზეთ გარშემო (ბრტყელი დეტალია, როგორც შევხედე) და რომ გამოჭრით ეგ არის შაბლონი. გექნებათ მუყაოს შაბლონიც და მეტალის დეტალიც. მერე მაგ დეტალით და მუყაოს შაბლონით მიხვალთ "ტოკართან" ან ასეთი დანების ხელოსანთან და დეტალის დამზადებისას გინდა მეტალის დეტალით ისარგებლოს და გინდა მუყაოსი. უნდა აუხსნათ, რომ დეტალს მუშაობა მოუწევს ცვეთაზე, რომ შესაბამისი მმარკის ფოლადი შეგირჩიოთ "ცვეთამედეგი" შეიძLება ე.წ. სამაკალისგანაც გამოგიჭრათ. ეგ უკვე ტექნიკური დეტალებია, რაზეც თავად "ტოკარი" უკეთეს რჩევას მოგცემთ.
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 01:39 PM
პოსტი
#11
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
ვაა..ამდენი ტყუილად ვწერე? წაიშალა ) მოკლედ რომ ვთქვათ- თუ ნაწილს ვერ ყიდულობ და ადგილზე გინდა მოაგვარო ეგ პრობლემა არის 2 გზა: 1. ვარიანტი: ეგ დეტალები ცალკე უნდა დაამზადებინო და შენით მოარგო მექანიზმს ("ტოკარი" დაამზადებს დეტალებს, მაგრამ სასხლეტი მექანიზმის გამართული მუშაობა არ არის "ტოკარის" საქმე და არც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა). 2. ვარიანტი: სასხლეტის შეკეტება იკითხე და სახლეტი მექანიზმის გამართული ფუნქციონირება მეიარაღის ("არუჟეინიკის") საქმეა. არ მქონია შეხება და კონკრეტულად ვერავის გირჩევ, ზოგადად, გამიგია, რომ გაგარინზე, რომ არის იარაღის მარაზია მანდ ჰყავთო და მოსკოვის პროსპექტზეც მამა-შვილი მეიარაღეების სხელოსნო. დეტალურად არ ვიცი, არ მქონია შეხება.
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 03:38 PM
პოსტი
#12
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
vexam დიდი მადლობა მეგობარო დეტალური ახსნისთვის. მგონი ეს ბოლო ვარიანტი იქნება ყველაზე ოპტიმალური, არუჟეინიკს ვგულისხმობ. ყველა დანარჩენის შემთხვევაში ბოლო და მთავარი ეტაპის გაკეთება მე მიწევს და ასეთ ვარინატში 50%-იც არ მიჭირავს რო სწორად დავსვავ ზომებს.
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 04:17 PM
პოსტი
#13
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
okela84 გამარჯობა. ერთი ძალიან ძალიან კარგი ხელოსნის ნომერი შემიძლია გაგიგო, თელაველია, "ჩახსეინას" ეძახიან ზედმეტსახელად. ეგ კაცი თავისი კონსტრუქციის კარაბინებს აწყობს მგონი ჩეზეს ლულაზე და ოფიციალურად ყიდის მაგნუმის ქსელში. "ბორბალო" ქვია მაგის კარაბინებს და თავისივე საკმაოდ ორიგინალური გადატენვის მექანიზმიაქვს შექქმნილი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ძალიან მაგარი ხელოსანია. თბილისიდანაც მაგასთან მიაქვთ სერიოზული თოფები შესაკეთებლად, მარა ერთი დიდი პრობლემაა. მოკლედ ცოტა უცნაური, თავისებური ტიპია. აი ძალიან, ძალიან ახლობელმა თუარ დაირეკაა და სიტყვა შეგაწია არათუ მიგიღებს, სიტყვასაც არ გეტყვის. ხმას არ გაგცემს საერთოდ.
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 05:23 PM
პოსტი
#14
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
vexam ციტატა(vexam @ 14th March 2018 - 02:20 PM) რაზეც თავად "ტოკარი" უკეთეს რჩევას მოგცემთ. ბრტყელი დეტალის ამოჭრა ტოკარის საქმე არაა, უფრო ფრეზირების საქმეა, მაგრამ თუ დამიჯერებთ არცერთს არ ეხება ეგ საქმე, ეგ არის იმენნა EDM-ის ოპერატორის საქმე ეს ჩვენტან აღიქმება ყველაფერი რაცხა სტრანნი გასაკეთებლად "ტოკარი", სინამდვილეში ტოკარის საქმე არის სილინდრული სხეულები, ფრეზირებაზე უფრო ბრტყელი ზედაპირები
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 08:19 PM
პოსტი
#15
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
aleqsa გაგიმარჯოს, მადლობა მაქვს მაგის ნომერი ეგ მგონი უკვე დელტასთანაც თანამშრომლობს და სავარაუდოდ ქართულ ჯარსაც ამარაგებს, რაც იმას ნიშნავს რო ასეთ წვრილმან რაღაცეებს ან ხელს არ მოკიდებს ან თუ მოკიდა ბევრს მეტყვის ja_ja ციტატა(ja_ja @ 14th March 2018 - 06:23 PM) EDM-ის ოპერატორის საქმე ??????
| |
> |
|
|
Mar 14 2018, 09:17 PM
პოსტი
#16
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
okela84 ციტატა(aleqsandre @ 14th March 2018 - 09:19 PM) ეგ მგონი უკვე დელტასთანაც თანამშრომლობს და სავარაუდოდ ქართულ ჯარსაც ამარაგებს, რაც იმას ნიშნავს რო ასეთ წვრილმან რაღაცეებს ან ხელს არ მოკიდებს ან თუ მოკიდა ბევრს მეტყვის მაგის დაწერა მინდოდა, მაგრამ მეთქი გული არ დავწყვითოთქვა და შენთვითონაც ქე მისულხარ მაგ აზრამდე EDM არის ეექტრო ეროზირებული დამუშავების სტანოკი, გაქვს ფრეზს, პროსტა ინსტრუმენტად იყენებს უწვრილეს მავთულს, წყალს და ელექტრო ძაბვას დამუშავების და სიზუსტის დონე ამ ვიდეოზე ჩანს ესეც მუსაობის პროცესი, დანარჩენს სენთვითონაც მოიძიებ, პროსტა ძვირი ღირს მაგი დაზგები და აქ მხოლოდ ძველი საბჭოთა თუ იქნება დარჩენილი 1-2 ცალი
| |
> |
|
|
Mar 16 2018, 12:12 AM
პოსტი
#17
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ციტატა(ja_ja @ Mar 14 2018, 10:17 PM) okela84 დამუშავების და სიზუსტის დონე ამ ვიდეოზე ჩანს მართლაც გამაოგნებელია, ზაზორები ფაქტიურად არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. პროსპექტის არუჟეინიკს დავუტოვე და იმედია მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი
| |
> |
|
|
Mar 16 2018, 11:30 AM
პოსტი
#18
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ja_ja @ Mar 14 2018, 06:23 PM) vexam ბრტყელი დეტალის ამოჭრა ტოკარის საქმე არაა, უფრო ფრეზირების საქმეა, მაგრამ თუ დამიჯერებთ არცერთს არ ეხება ეგ საქმე, ეგ არის იმენნა EDM-ის ოპერატორის საქმე ეს ჩვენტან აღიქმება ყველაფერი რაცხა სტრანნი გასაკეთებლად "ტოკარი", სინამდვილეში ტოკარის საქმე არის სილინდრული სხეულები, ფრეზირებაზე უფრო ბრტყელი ზედაპირები მართალი ბრძანდები, უფრო "ფრეზირებაზე" მომუშავე სპეციალისტის საქმეა ასეთ დეტალზე მუშაობა. "ტოკარი" ამ შემთხვევაში მოხსენებული იყო, როგორც კრებსითი სახელი ხელოსნებისა ვინც ამ მეტალის დეტალის დამზადებაზე იმუშავებდა.
| |
> |
|
|
Apr 1 2018, 11:34 PM
პოსტი
#19
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
პროსპექტზე გააკეთეს სასხლეტი 50 ლარად და რამდენიმე დღეა მუშაობს. ხარისხი დაიკარგა, მაგრამ ყვავებისთვის და კაჭკაჭებისთვის სრულიად საკმარისია ამ ეტაპზე ისე კი მე რასაც დავაკვირდი ძველი თაობის არუჟეინიკებისთვის PCP-ის მექანიზმი კვანტური ფიზიკაა.
| |
> |
|
|
Apr 1 2018, 11:52 PM
პოსტი
#20
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
okela84 ციტატა(aleqsandre @ 2nd April 2018 - 12:34 AM) ხარისხი დაიკარგა ანუ სასხლეტი გამაგრდა, გაუხეშდა თუ მთლიანად თოფის სიზუსტე გაუარესდა? თუმცა სასხლეტის გამაგრება რათქმაუნდა ტყვიების ჯგუფზეც იმოქმედებდა მარა, აი კონკრეტულად რა გაუარესდა ეგ მაინტერესებს?
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:15 AM |
Hosted by Pro-Service |