okela84 ციტატა(aleqsandre @ 12th March 2018 - 03:24 PM)

მოკლედ პირველ რიგში ჩარხების მფლობელების აზრი მაინტერესებს. როგორ ან სად უნდა მოვიპოვოთ ზუსტი ზომები და საერთოდ შეძლებთ თუ არა ვინმე ამის გამოჩარხვას და რამდენი დამიჯდება ეგეც მაინტერესებს თუ მოეკიდებით
მაგის გაკეთება შეიძLება იოლად ჩანდეს და დადუღება შეიძLება გამოსავლად აღიქმებოდეს, მაგრამ რეალში სასხლეტის ეგ დეტალები და განსაკუთრებით ეგ შეხების ადგილები დიდ ცვეთას განიცდის დიდი ძალისა და შედეგად წარმოქმნილი ხახუნის გამო, ნუ ეგ მემგონი უჩემოდაც იცი
აი საიდუმლო მანდ რაცაა არის გამწლეობა მაგ დეტალების, დადუღება გამოსავალი არაა რადგან ელექტროდებში რბილი რკინა გამოიყენება რომლის წრთობაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ყოველთვის რბილი იქნება და უცებ გაცვდება.
მსოფლიოში არის შემდეგი მარტივი გამოსავალი:
- იღებენ უკვე ნაწრთობ ლითონის ფირფიტას (ნუ მეტრობით რაც არის მთლიან ფურცელს)
- ელექტრო ეროზირების დაზგით ხდება რამდენიმე ასეულის და ათასეულის ამოჭრა
- იმის გამო რომ ასეთი ამოჭრისას ფოლადი ტემპერატურულ ცვლიებას არ განიცდის, ლითონი არ კარგავს ნაწრთობი ფოლადის თვისებებს და მაქსიმალურად დიდხნით უძლებს დატვირთვებს იმის გამო რომ ზედაპირი ლამის სარგესავით სუფთაა და ხახუნი მინიმალურია, პლიუს ზედაპირი არის ნაწრთობი და ლითონი ლითონზე შეხებისას არ განიცდის ზედაპირები ერთმანეთის დეფორმაციას ან ჩამოკბეჩას...
სამწუხაროდ ელექტო ეროზირების დაზგა საქართველოში ალბათ სულ 1-2 ცალი იქნება შემორჩენილი ან ნაყიდი და სად აქვს და ვის აქვს მე პირადად არ ვიცი. თან ერთი და 2 დეტალისთვის მისი ჩართვას აზრი არ აქვს, მასიურად 1000 ცალს კი შენ ვერ დაუკვეთავ, არც ფასი გიღირს და სად ჯანდაბაში უნდა წაიღო....
პლიუის ფოლადის მარკაა გასარკვევი, რომელიც უცნობია და ძალიან ბევრი ინფორმაციაა გადასაქექი სანამ რაიმე შესაბამისს ნახავ.
ამ ეტაპზე შეიძLება გამოიყენო შემდეგი გამოსავალი, აიღე მაგალითად პაჩებნიკის გარსი, ან ბურთულა ან რუსული სვერლო r15 (მგონი არარც მახსოვს სახელი და მარკა), მიიტანე სადმე სამჭედლოში ან შენით იშალიჩე და გაახურე სითეთრემდე, მერე ურტყი სანამ მიახლოებით ერთგვაროვან სწორზედაპირს არ მიიღებ (რაღაც პატარა ლისტის ნაჭერივით რომ გამოგივიდეს...)
მერე უნდა დაამუშავო ზედაპირიც და ფორმაც ტაჩილით ან ზუმფარის ქაღალდის გრინდერის გამოყენებით, სასურველი ფორმეწბის მიღების მერე ისევ გინდა გაცხელება და მკვეთრი გაციება როპმ რკინის მდგომარეობიდან ისევ ფოლადში გადაიყვანო მასალა. ოღონდ მაგას 2 ეტაპი უნდა, პირველ ჯერზე ძალიან აწითლებ და აცივებ, იღებ იდეალურ ფოლადს მაგრამ ძალიან დაჭიმული კრისტალური მესერით, შედეგად ძალიან მყიფე და მსხვრევადია, ამიტომაც, მეორეჯერ უნდა გაცხელება, მაგრამ უფრო სუსრად და ისევ გაციება. ამ დროს კრისტალური მესერის გადაწყობა ხდება და გარეკანი ისევ სრიალა და გამძლეა, შუაშI კი ლითონი შედარებით რბილია, ამ ეფექტის გამო მყიფე აღარაა ფოლადი და დატვირთვებს უფრო იოლად იღებს
მარკის და მიხედვით პირველი და მეორე გაცხელება გაციების და ტემპერატურების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შედარებით იოლია ინტერნეტში....
P.S. არის კიდევ მეორე მეთოდი, მაგას ლითონის ზედაპირის ცემენტირება ჰქცია. ანუ იღებ ნებისმიერ ლითონს და მისცემ სასურველ ფორმას, შემდეგ კი აცხელებ და დებ სპეციალურ ფხვნილში, ფხვნილი ეწეპება ზედაპირს და ისევ ამ ფხვნილიანად ხდება გაწითლება ლითონის, შედეგად კრისტალურ მესერში ემატება საჭირო ნივთიერებები და გაციების შემდეგ ზედაპირი რამდენიმე მიკრონი არის, მყარი და ფოლადივით სრიალა, თუმცა ამ მეთოდის დროს ჯკერ საშოვნელია ის ოხერი ფხვნილი და თან არასწორი გამოყენებისას ხაოიანი ზედაპოირი გამოდის, მილი აკესვა კი იწვევს ცემენტირებული ზედაპირის მოცილებას და შედეგად ისევ რბილ რკინას იღებ....
ასე რომ ჩემის აზრით ჯობია პირველი მეთოდის გზით წახვიდე....