გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> მაღალი წნევის დასატუმბი ხელსაწყოები
tengo
პოსტი Jan 7 2012, 11:11 AM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ხალხნო
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
( გამაძლიერებელი) ვნახე ებაიზე. კარგა ხანია ასეთი ტიპის ნასიოსებს ვაკვირდები, გუგლით ნათარგმიდან შეიძლება ყველაფერი სწორად ვერ გავიგე , მაგრამ მგონია რომ ჩვენ გამოგვადგება. რამოდენიმე თემა რუსულ საიტებზეც მაქვს ნანახი და ტიპები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
რავიცი, აბა შეხედეთ რა და როგორ.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 7 2012, 12:15 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



tengo
თენგოჯან ჯერ მარტო სათაური უკვე პასუხს იძლევა

Paintball Gas Booster HPA Air Rifle Pump Fill Station 5000psi

ინგლისურში სიტყვა Booster-ს ბევრნაირი განმარტება აქვს, მაგრამ ამ კონკრეტულ კონტექსტში იგულისხმება როგორც, დამამატებელი, მომამატებელი, გამაძლიერებელი...

მოკლედ ახლა ყველაფერს გადავიკითხავ რასაც მანდ წერენ, რომ ზუსტად გიპასუხო, მაგრამ წინასწარ უკვე ვხვდები რაც არის, მოკლედ რამდენიმე წუთში ზუსტ დიაგნოზს დავწერ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 7 2012, 01:09 PM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ბოლომდე არ გადამიკითხია, მაგრამ სწორედ ისაა რაც ვიფიქრე, მოკლედ შევეცდები ახლა აგიხსნა რა ჭირი და დოზანაა და რაფერ შეიძლება მისი გამოყენება, მერე შენ და სხვებმა გადაწყვიტეთ ღირს ყიდვა თუ არა.

მაშ ასე ეს არის ბუსტერი, როგორც ავხსენი გამაძლიერებელი. ანუ გაქვს რაღაც წნევის ჰაერი და შეუძლია გაზარდოს მისი წნევა, ნუ ახსნილია რომ მინიმუმ გჭირდება 100PSI რომელიც შეიძლება გაძლიერებული იყოს 50-ჯერ და აწეული იყოს 5000-PSI-მდე, მაგრამ მთლად ეგრე არაა საქმე, ასევე მეორე ჰაერის წყაროც არის საჭირო რომ ეგ წნევა მიიღო.

ჯამში ეს არის დანამატი კომპრესორისთვის, ნუ შეიძლება მაღალი წნევის კომპრესორებში ესეთი შტუკები კაკრაზ აყენია, მაგრამ მე ვგულისხმობ, სტანდარტულ კომპრესორს, მაგალითად Beqa-ს რაც აქვს.

ბექას აქვს ტანკის კომპრესორი რომელიც მუშაობს 150 ატმოსფერომდე, და ამ წნევას იძლევა გადასარევად, მაგრამ ბექას გადაკეთებული აქვს და 200 ატმოსფერომდე ყავს აწეული, ეგ კი იმ კომპრესორს უკვე უჭირს, ბღუის, ცხელდება, დენს ჭამს და 2 ლიტრიან ბალონს მგონი 30 წუთი ტენის 200 ატმოსფეროზე. თან ეგ 200 ატმოსფერო პატალოკია.

აი თუ გაქვს ეგეთი კომპრესორი და გინდა 200-ზე კი არ იყო გაჩერებული, არამედ 300-350 ატმოსფერომდე ახვიდე, მაშინ ყიდულობ მაგ შტუკას, აყენებ კომპრესორზე როგორც დამატებით მე-4 საფეხურს და ის უკვე გიზრდის გამომუშავებულ 150 ატმოსფეროს (ამ წნევას კი კომპრესორი იოლად იძლევა) სასურველ 300 ატმოსფერომდე.

ნუ იქ შლანგებით მიაწვდი ჰაერს, ერთ ნაწილში 100PSI-ს ექვივალენტს, მეორე გვერდითა ხვრელში კი მიაწვდი 150 ატმოსფეროს, და გამომავალ პორტზე მოგცემს წვალების გარეშე 5000 PSI-ს. ახლა იმედია გასაგებია რაც არის. საინტერესო კი ამ კონსტრუქციაში ის არის, რომ დენი არ სჭირდებაო, არ ვიცი როგორაა მოწყობილი კონსტრუქცია, შეიძლება 2 მიწოდებული წნევიდან ანუ ერთ ძირა პორტში 100PSI მიეწოდება, მეორეში კი 500-დან 3000PSI-მდე.... მოკლედ შეიძლებ ერთერთი ამ მიწოდებული წნევიდან, მუშაობს მექანიკის ასამოძრავებლად....

ნუ ტიპა ხომ არის, გაკეთებული პნევმო მატორები, იგივე შიდა წვის ძრავის პონტია, უბრალოდ საწვავის აალების მაგივრად ხდება მაღალი წნევის ჰაერის შეშვება კლაპნიდან, შედეგად იგივე მოძრაობა იქმნება, შეიძლება ერთერთი ამ წნევებიდან სწორედ ეგეთი სამუშაოსთვის გამოიყენებოდეს და დენის გარეშე მექანიკური მატორის და კომპრესორის ნაწილების მოძრაობას ხმარდებოდეს რომ ერთი წნევა მეორე წნევამდე აქაჩოს, თორე, პროსტა ჰაერი შეუშვი და მაღალი წნევა გამოვიდეს, რაცხა პერპეტუმობილეს სუნი მცემს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



მოკლედ ახლა მოდი დეტალურად განვიხილოთ:

კომპექტაციაში არის აი ეს და ღირს 450 დოლარი.



მინი ინსტრუქციის პონტში აქვს ასევე სურათი თუ სად რომელი წნევა უნდა მიეწოდოს



უკვე გასაგები ხდება რომ დამოუკიდებლად ვერაფერს აწევს

და ბოლო მაგალითი ერთერთ მომხმარებელს როგორ აქვს ეგ საქმე გაკეთებული



აღებული აქვს, 2 ბალონი (უკანა და ძირა შლანგების ბოლოს დააკვირდი, სკუბა, ანუ მყვინთავების ბალონების ჩამოსაცმელი პორტი აქვს), ერთიდან ერთ წნევას აწვდის, მეორედან კი მეორეს, ზედა პორტიდან კი გამოდის სანატრელი 5000PSI smile.gif

ნუ იდეაში თუ იქნება შესაძლებელი სადმე 2 ბალონი დაიტენოს და მესამე ბალონიც იქნება შესაძლებელია ნორიკას ოცნების მიღწევა და ბალონის 300 ატმოსფერომდე დატენვა. მაგრამ ცალკე ეგ დეტალი 450$, ცალკე კომპრესორი, ან ცალკე 3 ბალონი, ნუ რა ფინანსებში გავალთ ქე არის გასაგებლარი smile.gif

ახლა კი თარგმანი რომ გუგული ბიძის თარგმანს არ დავეყრდნოთ (ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტები - ნუ ტიპა ცისფერი მთების პონტში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif )

ციტატა
It is used to BOOST the pressure of Nitrogen or Compressed Air UP TO 5000psi using shop air pressure (90 to 100psi) to drive it.


ეს შტუკა შეკუმშული ჰაერის ან აზოტის წნევას ზრდის 5000-PSi-მდე, ამისათვის იყენებს ხელსაწყოებში გამოყენებულ (ნუ ტიპა ვულკანიზაციაზე რომ იყენებენ რა პნევმო ბოლტების მომშვებში და პალიროვალშიკში, შეიძლება ასევე საბურავების დასაბერი ელექტრო შტუკის გამოყენებაც მაგრამ მაგაზე ძირს დავწერ) სამუშაო წნევას 90-100 PSI-ს წნევით



ციტატა
booster will not compress atmospheric air to fill your paintball tank. You need no less than 500psi of input air to start. Even though this booster will work with input air as low as 500psi, I really recommend 1500psi or more, to reduce the time it takes to fill a tank.


ბუსტერი არ შეკუმშავს თავისით ატმოსფერულ ნორმალურ წნევას რომ გაგივსოთ თქვენი ბალონი, თქვენ გჭირდებათ არანაკლებ 500 PSI შემავალი წნევა იმისათვის რომ მან დაიწყოს მუშაობა. მიუხედავად იმისა რომ 500PSI-ზეც მუშაობს ეს შტუკა მე გირჩევთ და რეკომენდაციას გიწევთ გამიყენოთ არანაკლებ 1500Psi ან მეტი, რომ შეამციროთ ის დრო რომელიც საჭირო იქნება ბალონის გასავსებად.



ციტატა
The simplest way I can explain the function of this gas booster is like this: 1500 to 3000psi compressed air or nitrogen + This Booster + your regular 100psi shop air compressor = 3000, 4500, or 5000psi Paintball HPA tank fills.


ყველაზე მარტივი მეთოდი ამ შტუკის გამოყენებისთვის რომელიც შემოძლია გირჩიოთ: 1500 ან 3000 psi-ზე შეკუმშული ჰაერი ან აზოტი + ეს გამაძლიერებელი + თქვენი სტანდარტული პნევმო ხელსაწყოების ჰაერის კომპრესორი = გამომავალი 3000, 4500 ან 5000 psi ბალონის შესავსებად.




და ბოლო შტუკა, დანარჩენი სარეკლამო ტექსტს, ან რომელი ბალონი რა აირი და როგორ გამოიყენო, ნუ ეგ ძირითად კონცეფციას არ ცვლის ასე რომ მაგას აღარ გადავთარგმნი

This booster requires no electricity. To operate this booster, you must have two things, a supply of compressed air or nitrogen which is 500 to 1000 psi or greater (like a SCUBA tank or bulk nitrogen/HPA tank), and a supply of compressed air at 100 psi to operate the booster. Any standard shop air compressor will work great for the drive air. I recommend that the the flow rate of the compressor is 5 CFM or higher. You can use a smaller air compressor, like the little $60 ones at Harbor Freight, but you will not be able to fill tanks as fast.

ამ ბუსტერს არ სჭირდება ელექტრო ენერგია. იმისათვის რომ ამუშაოდ ეს მოწყობილობა გჭირდებათ ორი რამ, შეკუმშული ჰაერი ან აზოტი რომლის წნევაც მინიმუმ იქნება 500-1000psi ან უფრო მეტი (მაგალითად უკვე დამუხტული დაივერების ბალონი) და შეკუმშული ჰაერის მიმწოდებელი 100psi-ს ვარიანტში რომ ამ ბუსტერმა იმუშაოს, ნებისმიერი სახელოსნოს მშრალი შეკუმშული ჰაერის კომპრესორი ამ საქმეს მშვენივრად გაართმევს, მე გირჩევთ რომ თქვენს კომპრესორს მინიმუმ ჰქონდეს 5 CFM-ი წარმადომა (CFM-ი არის, კუბური ფუნტი წუთში, ანუ გამართული მუშაობისთვის ეს კომპრესორი უნდა მიაწვდიდეს ბუსტერს 5 უბურ ფუნტ შეკუმშულ ჰაერს წუთში რაც ჩვენებულ მეტრულ სისტემაში არის 141.5 ლიტრი ჰაერი სტანდარტულ 1 ატმოსფეროზე წუთში), თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა კომპრესორი როგორც 60$-იანი შტუკა, მაგრამ მისი წარმადობა საკმარისი არ იქნება და ბალონის ავსებას დიდხანს მოუნდებით.



ნუ ბოლო ტექსტის გადათარგმნიდან კაკრაზ ჩანს მუშაობის ძირითადი პრინციპი, რომელიც მე ასე გავიგე და ასე ვხსნი:

1) გაქვს ბალონი რომელიც დატენილია 3000psi-ზე, ვთქვათ დაივერების სტანდატული ბალონი ვთქვათ 10 ლიტრიანი
2) ამ ბალონს აერთებ ძირა კორტში სადაც უნდა მიეწოდებოდეს 500-დან 3000 psi-მდე ჰაერი, მაგრამ თავისით ეს ბუსტერი მაგ ჰაერს ვერ ააწევინებს წნევას, იმისათვის რომ მექანიზმმა იმუშაოს გადავდივართ შემდეგ პუნქტზე
3) უკანა პორტში უნდა გათხარო კიდევ ერთი შლანგი და მიაწოდო ჰაერი 100psi წნევით, რომელიც მექანიზმს აამუშავებს და დაიწყებს იმ მიწოდებული 500-დან 3000psi-მდე ჰაერის დაჭირხვნას რომ აიყვანოს 5000-psi-ზე
4) ნუ პირველ პუნქტში ნახსენები 10 ლიტრიანი ბალონი რამდენ ლიტრიან ბალონს დაგამუხტინევს 5000-ზე ეგ ცალკე დასაანგარიშებელია, რადგან როდესაც იმ ბალონში 500-ზე დაბლა ჩამოვა წნევა ბუსტერი ვეღარ შეკუმშავს ჰაერს, ეგ კი გარკვეულ მოცულობას დაგაკარგვინებს, ნუ მოდი ასე ვიანგარიშოთ, 10 ლიტრიანი ბალონი უხეშად გადაგაკონვერტირებინებს წნევას და შეგავსებინებს 4500-ზე 5-6 ლიტრიან ბალონს, თუმცა რა თქმა უნდა ეს ბოლო ციფრები ჰაერიდანაა მოტანილი და რეალობასთან არაფერი არ ექნება საერთო.


P.S. პირველ სურათში ნაჩვენებია რეპკომპლექტის რეზინები, ერთი ვეებერთელა და 2 პატარა, ნუ მანდვე ჩანს, რომ დიდი არის, უკანა პორჩენის ტრაკისთვის და პატარები აშკარად წინა პორშენის თავისთვისაა, იმედია ხვდები მუშაობის პრინციპი როგორ პონტზე იქნება აწყობილი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 7 2012, 01:20 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



უი ახლა კიდევ ეს წავიკითხე

ციტატა
A full 80 cubic foot scuba tank should give you about 6 to 8 fills (from empty) for a 68 ci 4500 psi paintball tank, and about 10 to 12 for a 68 ci, 3000 psi tank.


ანუ 80 კუბურ ფუნტიანი ბალონით შეგიძლიათ დატენოთ 6-დან 8-მდე 1.1 ლიტრიანი ბალონი 4500 psi-ზეო (ანუ 300 ატმოსფეროზე), ან 10-12-ჯერ იგივე 1.1 ლიტრიანი ბალონი 3000 psi-ზეო (ანუ 200 ატმოსფეროზე). აი 80 კუბურ ფუნტიანი ბალონი რამდენია ეგ არ ვიცი smile.gif ეგაა გასარკვევი და წარმადობაც იასნი გახდება. ნუ მაგ ტექსტის მერე დაჟე წერია, 2 სკუბა ბალონი თუ გექნებაო (ალბათ ორივე 60 კუბურ ფუტიანიზეა საუბარი), შეგიძLია იგივე 1.1 ლიტრიანი ბალონი 0-დან 4500-მდე 6 ჯერ გაავსოო, ანუ უხეშად გამოდის, რომ ცარიელ ბალონს თუ ავიღებთ 6.6 ლიტრას გაძლევს, ამრა აი ის 80 კუბური ფუტი რამდენია ჩვენებურად ლიტრებში ხრენ ივო ზნაიტ smile.gif

თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ სადღაც 10.93 ლიტრი გამოდის, 80 კუბური ფუტიანი ბალონი ანუ 60%-ია მარგი ქმედება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jan 7 2012, 01:36 PM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
რომ არ გეზარება რა biggrin.gif

ციტატა
10 ლიტრიანი ბალონი უხეშად გადაგაკონვერტირებინებს წნევას და შეგავსებინებს 4500-ზე 5-6 ლიტრიან ბალონს,


სადღაც ვნახე ამის კალკულატორი, მოიცა დავძებნი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 7 2012, 01:46 PM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ციტატა(giorgi @ 7th January 2012 - 02:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სადღაც ვნახე ამის კალკულატორი, მოიცა დავძებნი

კაროჩე რთულადაა მანდ საქმე, რაღაც 2.3 ლიტრი ჰაერის მოცულობა გადაყვანილი რაღაცაშიო, ისაო ესაო, და ბოლოს ეწერა შიდა ბალონის მოცულობა ამ დროს უდროს 0.386 კუბურ ფუტსო.

ნუ მაგის გადაკონვერტირება უკვე იოლია, შედეგად 0.386 კუბური ფუტი უდრის 10.930303 ლიტრს ჩვენებურად smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jan 7 2012, 03:36 PM
პოსტი #7


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



იყო დრო როცა მაგის კონვერტაციამ სისხლი გამიშრო და ბოლოს ლიტრიანი ბალონი შემრჩა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jan 7 2012, 03:42 PM
პოსტი #8


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(Avto @ 7th January 2012 - 04:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ბოლოს ლიტრიანი ბალონი შემრჩა

არ შეგრჩა: მე მაქვს wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 7 2012, 03:48 PM
პოსტი #9


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ახლა ვიფიქრე და წარმადობა 60%-ი კი არა 30%-ია, ანუ მესამედი.

ანუ საჭიროა 2 ცალი 11 ლიტრიანი ბალონი იმისათვის რომ 0-დან 4500-ზე 6 ჯერ დაგიტენოს 1.1 ლიტრიანი ბალონი.

ნუ კი მესმის რომ 0-დან არ იქნება ხოლმე ბალონები დასატენი, მაგრამ საერთო წარმადობაზე ვამბობ. მოკელდ ეგ შტუკა უბრალოდ კაი დანამატი იქნება ელექტრო კომპრესორისთვის როგორც მე-4 საფეხური რომ მაღალ წნევაზე დაგატენინოს ბალონი, ცალკე მაგის დათრევა და მერე ბალონებით სექსაობა სრული უაზრობა გამოდის. მინიმუმ 3 ბალონი უნდა დაითრიო აქედან 2 დატენილი 200 ატმოსფეროზე და მესამე ვთქვათ და 6 ან 7 ლიტრიანი უნდა დატენო.

თითო ბალონის ფასი სადღაც 800 ლარს უკაკუნებს, პლიუს ეგ 450$-იანი და .... biggrin.gif მაგას ჯობია გამზადებული ელექტრო ან ბენინზე მომუშავე კომპრესორი გამოვიწეროთ სულ რაღაც 3600$ ღირს smile.gif, ამ ჩალიჩობებით 2000$ ქე ავდივართ ისედაც, პლიუს სექსაობა, პლიუს ბალონების დატენვა სადღაც, პლიუს შლანგები და ბალონის მისაერთებლები....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jan 7 2012, 04:00 PM
პოსტი #10


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



მეორდი არ არსებობს ეგ კომპრესორი??? smile.gif ეფად რო ვიყიდოთ?? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jan 7 2012, 06:05 PM
პოსტი #11


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ერთი კითხვა გამიჩნდა, ნასოსზე რომ შევაერთოდ არ შეგვიმსუბუქებს მოძრაობებს?

ნუ ნასოსზე ეგ შტუკა და ეგ შტუკა პირდაპირ თოფზე!?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jan 7 2012, 07:45 PM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ilariona
არა მგონია აოსმა გაქაჩოს , თან იმდენი კაჩაობა მოუნდება მოკვდები biggrin.gif , ბალონიდან ჰაესი სწრაფად გამოდის და ნასოს-ის სამივე საფეხურს სანამ გავლის ჰაერი ტიტუუუუუუუ smile.gif მაშIნ მესამე საფეხური სულ არ იქნება საჭირო )
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
beqa
პოსტი Jan 7 2012, 08:20 PM
პოსტი #13


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 362
რეგისტრ.: 9-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 108



ja_ja
ციტატა
ლექტრო კომპრესორისთვის როგორც მე-4 საფეხური რომ მაღალ წნევაზე დაგატენინოს ბალონი


მე-4 საფეხურისთვის ნამდვილად გამოდგება.

ფასი დიდი აქვს და თან თუ არ ვცდები საიდანაც 100 psi უნდა შევიდეს მანდ რიჩაგი აქვს რომელითაც მუშაობის პროცესს მართავ, მაინც ჩალიჩია smile.gif

ისე აგერ ორმაგი ფასი ღირს 4 საფეხურიანი კომპრესორი

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ამას მატორის მიერთება და რაღაც რაღაცეების დამატება დაჭირდება, სამაგიეროთ 4500 psi ტენის
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 7 2012, 09:43 PM
პოსტი #14


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



beqa
უჰ მაგას მინიმუმ კორპუსი უნდა, მატორი, ფილტრი.... ავოეე მაგასაც იმდენი დაემატება რომ... შლანგებზე და კონექტორებზე აღარაფერს ვამბობ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jan 8 2012, 02:50 PM
პოსტი #15


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ja_ja
მთავარი მაინც წარმადობა და დროა, რა დროში დატენის გარკვეული მონაცემებით, რომელიც მე ვერ აღმოვაჩინე გულით თარგმნისას. (მაგალითად 1000პსი, შემავალი 100პსი და ერთ ლიტრს რამდენი დრო მოუნდება 4500-ზე რომ დატენოს, ან პირდაპირ ვთქვათ მარადას,რამდენხანში დატენის)
დაახლოებით მეც ასე გავიგე ,როგორც შენ ახსენი მუშაობის პრინციპი.
ესეიგი გამოდის საჭიროა დამატებით ორი ბალონი , თუნდაც სამ ლიტრიანი იყოს, რომელიც უნდა იტენებოდეს 500-3000 პსი-მდე ( ამისთვის გამოდგება ნებისმიერი ბალოინი. არაა სავალდებულო 200 ბარზე იყოს გათვლილი, ასეთი ბალონი აკაკის და ბექასაც აქვს), რომლის შოვნაც არ გაჭირდება იაფად. საჭირო იქნება მხოლოდ ერთხელ დაიტენოს აღნიშნული ბალონი სადმე და მერე შეგიძლია კარუსელის პრინციპით ,შენ თვითონ ტენო და ტენო ეგ ბალონები (ამ ნასოსის მეშვეობით) რამდენიც გაგიხარდება.
ხოლო შემავალ წნევაზე რაც არის 90-100 პსი, ივარგებს იაფფასიანი კომპრესორი ან ნასოსი,რომელიც ასევე არ იღირება ძვირი.
რავიცი მე ვფიქრობ რომ არ იქნება ცუდი. გამყიდველი ყველა შეკითხვაზე გაგვცემს პასუხს, როგორც თვითონ ამბობს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 8 2012, 03:21 PM
პოსტი #16


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



tengo
თენგოჯან შენ მხოლოდ დატენვის დროზე აკეთებ აქცენტირებას და არ უკვირდები:

1) 2 ბალონი არის საჭირო იმისათვის რომ ერთით მიაწოდო 3000-იანი წნევა (ნუ თუ გინდა ნალები) და მეორეთი, ნუ ალბათ რაიმე რეგულატორი უნდა და უნდა მიაწოდო ის 100 psi-ნი წნევა

2) ან შეგიძლია ერთი ბალონი შეაერთო იმისათვის რომ დატენო (ანუ ცარიელია) და მეორე ბალონი რომელშიც რაღაც წნევა არის, ვთქვათ 3000 და მაგი აგყავს ზემოთ, აი ამ დროს მექანიზმის სამუშაოდ გჭირდება რაიმე დამარებითი კომპრესორი 100 psi ანუ 7 ატმოსფერო რომ გამოყოს, მაგრამ შენ არ უკვირდები მაგ ნასოსის წარმადობას, 1 წუთში 140 ლიტრი ჰაერი უნდა შეკუმშოს, მაგას დიშოვკა მანქანის ელექტრო ნასოსები რომ არის, ის ვერ გაართმევს თავს, ჩემი გათვლით საჭიროა რაღაც ისეთი ვულკანიზაციებში რომ უყენიათ ხოლმე, ნუ ნაკლები ბალონით, მაგრამ წარმადობა იგივე უნდა ჰქონდეს. ნასოსი რომელიც ახსენე საერთოდ არ იმუშავებს.... შეიარე ერთხელ ვულკანიზაციაში, მაგათ აქვთ პნევმო მინი ბალგარკა, ალუმინის და მონიკელებილი დისკებიდან ჟანგის მოსაცილებლად. მუშაობას რომ იწყებს ხმა აქვს, იმის ჭე ბზზზზზზზზზზზ!!!, მარა უკან იმოდება მალონები რომ აქვს ვულკანიზაციაში 30-60 წამში იცლება და კომპრესორი იწყებს ხელახლა მუშაობს რომ გაათანაბროს რეზერვუარში წნევა.

დარწმუნებული ვარ მაგ შტუკასაც იგივე ხარჯი ექნება, და ნასოსით მაგის აქაჩვა უბრალოდ....

3) წრეში ტრიალი, ნუ რაღაც ნაწილობრივ, მოსულა, მაგრამ არამგონია ვეჩნა გაამართლოს, პლიუს შენ ხარჯი გავიწყდება, ანუ თუ გაქვს, 1 ცალი 3 ლიტრიანი ბალონი რომელშიც არის 3000 psi მაგი ალბათ მაქსიმუმ მოგცემს 1-1.5 ლიტრიან ბალონს 5000 PSI-ზე, მერე მაგას გამოიყენებ დაიყვან 3000-ზე და დააპირებ ახლა იმ 3 ლიტრიანის დატენვას... რეალურად კი იმ 1.5 ლიტრიდან მხოლოდ 0.5-1 ლიტრას ეყოფა წნევა და ჰაერის მოცულობა რომ ის 3 ლირტიანი ბალონი შეავსოს (ნუ უფროსწორედ ის 5000-იან ბალონში რაცაა დარჩენილი ვერ გაავსებს პირველ ბალონს).

შედეგად მაინც გექნება ის 3 ლიტრიანი ბალონი დასატენი სადღაც სხვაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში პერპეტუ მობილე კი არა სულერ პერპეტუ მობილე გამოვა biggrin.gif. მუდმივი ძრავის კონცეპციაში ის არის, რომ თავის თავი ამუშაოს მუდმივად და იმყოფინოს ის ენერგია რასაც გამოყოფს (ეგ კი ჯერ ვარავინ გააკეთა ამ პლანეტაზე), შენს შემხთევვაში საერთოდ იმაზე კი არაა საუბარი რომ საკუთარ წარმადობას ამყოფნოს ჰაერი, არამედ იმედებს ამყარებ რომ იქეთ კიდევ ზედმეტობას მოგცემს biggrin.gif

ანუ მუდმივი ძრავის კონცეპციაში 1 ერთეული დახარჯული ენერგია იგივე 1 ერთეულს ვერ გაძლევს, იკარგება და ყველაზე კაი შემხთვევაში იღებ 0.99 ერთეულს, ეგ კი იმას ნიშნავს რომ თითო ციკლში 0.01 ერთეულს კარგავ, ბოლოს კი ენერგიის უკმარისობის გამო გაჩერდები. შენ ერთი ბაონიდან მეორე ბალონში გადავსებით საერთოდ იმედები გაქვს რომ 1:1-ზე კი არ გამოიმუშავებ ენერგიას, არამედ 1 ერთეულს 1.01-ს გამოამუშავებინებ კაკ მონიმუმ biggrin.gif

ოღონდ და ვინმემ რაიმე ეგეთი გააკეთეთ რომ სამყაროს დაუმტკიცოთ 200 წელია ცდებიან ფიზიკოსები smile.gif, მაგის დამტკიცება და მუშაობაში მოყვანა... ნუ რა დონის გადატრიალება იქნება იცი ფიზიკაში, ნობელის პრემია მოგონება იქნება იმდენ მაყუთს იშოვი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jan 9 2012, 11:23 AM
პოსტი #17


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ja_ja
გეთანხმები ყველაფერში, მართალიხარ. ამ დღეებში თავი მისკდებოდა, ნამეტანი მომივიდა ,ეხლა ცოტა რომ გამოვედი ამ სიტუაციიდან ვხვდები რომ სხვანაირად მეგონა.

ციტატა(ja_ja @ 8th January 2012 - 03:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ოღონდ და ვინმემ რაიმე ეგეთი გააკეთეთ რომ სამყაროს დაუმტკიცოთ 200 წელია ცდებიან ფიზიკოსები , მაგის დამტკიცება და მუშაობაში მოყვანა... ნუ რა დონის გადატრიალება იქნება იცი ფიზიკაში, ნობელის პრემია მოგონება იქნება იმდენ მაყუთს იშოვი

მთლად მუდმივ ძრავაზე არ მიფიქრია biggrin.gif ,მაგრამ ვიფიქრე რომ ძირითადი კვება 100 პსი-იდან ექნებოდა და ჰაერის ხარჯს მნიშვნელობა არ ექნებოდა. მერე მოგვიანებით კი მივხვდი რომ ძირითადი კვება 500-3000 პსი-იდან იყო. ეს ის არაა რაც ჩვენ გვაწყობს .
ამდაგვარი იყო რუსების ფორუმზე რომ ვნახე, მხოლდ უფრო დიდი იყო მოცულობით, ასე მახსოვს ბალონები არ ქონდა, მარტო ვულკანიზაციის კომპრესორით დატენა. თუ ვიპოვე დავდებ აუცილებლად.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Feb 4 2012, 03:37 PM
პოსტი #18


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(Avto @ 7th January 2012 - 04:00 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მეორდი არ არსებობს ეგ კომპრესორი??? ეფად რო ვიყიდოთ??

დატენვა მაინც ყველაზე დიდი პრობლემაა და ამიტომ ვეძებ მაღალი წნევის ნასოსებს ხშირად.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ავთო მეორადი, მაგრამ როგორ მუშაობს და შემავალი წნევა რამდენი უნდა ვერ გავიგე. ისე ამბობს რომ 5000 პსი-მდე ტენისო, მაგრამ ამისთვის რაა საჭირო კონკრეტულად არ წერია. მგონი ეს " ბოსტერის" პრინციპით არ უნდა იყოს .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Feb 4 2012, 05:04 PM
პოსტი #19


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



tengo
ეჰ ამ უდროობას რა ვუთხარი მე, თორე კაი რამეს კი ვაწყობდით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Feb 4 2012, 09:12 PM
პოსტი #20


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


რაცხა დიდი ფირმაა, თან მგონი შემავალი წნევა არ ჭირდება ამ პომპას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

18 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:02 AM
Hosted by Pro-Service