გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ამაზონზე დაკვეთის მანუალი, პა პროსბე რაბოჩიხ ი ტრუდიაშიხსია :D :D :D
ja_ja
პოსტი Apr 20 2010, 11:16 PM
პოსტი #301


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები.

მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება.

მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის

a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება...

b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი biggrin.gif შოპოგოლიკები გახდნენ, მაგრამ პირველი დაკვეთისას ყველას აკანკალებდა რაღაც ქვეცნობიერად ელიან რო ფული დაიკარგება biggrin.gif

g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ

დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა.

ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი

1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს



ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას

2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები



და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ)

3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად



ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს

4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ



5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის



აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ

6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი



7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში



მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია

ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს.

ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ.

8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს



კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ.

9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს



ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს
ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით
ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე

ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი.

10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია



ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ
ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე
ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე
ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება

დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან

11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი



კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა biggrin.gif

12) ვავსებთ მისამართს



თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue

13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც.



ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს

14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD



15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა



ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს

16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას



17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ



აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი

საქონელი ჯდება 44,20
შიპინგი 7,40
სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60
პლიუს დაბეგვრა 3,60
სულ ხარჯი 55,20

სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს.

მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს

18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს



შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ

19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი



წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა.

20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში



ვაჭერთ ორდერს

21) გავდივართ ავტორიზაციას



22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს



ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება

------------------------------------------------
ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო.

ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.

ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია

კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს.

ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა.

სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება biggrin.gif

მოკლედ მეორე ან მესამე დღეს barami.us-ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი.



მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$

როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა.

გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ:
ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx

x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ


მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ

მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის smile.gif

ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები biggrin.gif თორემ დამეღალა ამ ბოლო დროს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
gela
პოსტი Nov 12 2017, 06:31 PM
პოსტი #302


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



კამექსისაგან ახალი ინფო; . გამოსადეგი თუ ვინმეს დაგჭირდებათ გამოწერა, იმეილზე მომივიდა

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ ინფორმაციას:
აშშ-ს საექსპორტო კანონმდებლობის გათვალისწინებით შეზღუდულია ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილის და/ან აქსესუარის, ოპტიკური ლაზერული სამიზნეების, ოპტიკური ბინოკლისა და საბრძოლო დანიშნულების მასალის ტრანსპორტირება.
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი აღნიშნულ პროდუქციას დაურთავს საექსპორტო ლიცენზიას (Export License) ან ინვოისში მითითებული იქნება, რომ შეძენილი ნივთის ტრანსპორტირება ნებადართულია აშშ-ს საზღვრებს გარეთ , შეზღუდვა მოიხსნება.
ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთების სიაში შედის:
ცეცხლსასროლი იარაღი;
პნევმატური იარაღი (გარდა 4.5მმ კალიბრისა ბალონების გარეშე);
არბალეტი/მშვილდ-ისარი;
ოპტიკური ლაზერული სამიზნე;
საბრძოლო დანიშნულების, ფეთქებადი მასალა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   ამაზონზე დაკვეთის მანუალი   Apr 20 2010, 11:16 PM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 5th July 2016 ...   Jul 6 2016, 09:38 AM
- - temo-777   gregory ციტატა(gregory @ 5th Jul...   Jul 6 2016, 01:03 PM
- - okela84   temo-777 ციტატა(temo-777 @ ...   Jul 6 2016, 02:05 PM
- - temo-777   okela84 ციტატა(aleqsandre @ 6th ...   Jul 6 2016, 03:43 PM
- - ja_ja   okela84 ციტატა(aleqsandre @ 6th ...   Jul 7 2016, 08:38 AM
- - Paatal   გამარჯობათ, ამაზონ...   Jul 12 2016, 10:50 AM
- - pilotina   Paatal აქედან სცადე გა...   Jul 12 2016, 11:02 AM
|- - Paatal   ციტატა(pilotina @ Jul 12 2016, 12...   Jul 12 2016, 11:39 AM
- - temo-777   გამყიდველზეა დამო...   Jul 12 2016, 11:52 AM
|- - Paatal   ციტატა(temo-777 @ Jul 12 201...   Jul 12 2016, 12:33 PM
- - ja_ja   ამერიკაში რამდენი...   Jul 12 2016, 02:30 PM
|- - Paatal   ციტატა(ja_ja @ Jul 12 2016, 03...   Jul 12 2016, 05:08 PM
- - ja_ja   Paatal ციტატა(Paatal @ 12th July...   Jul 12 2016, 07:45 PM
- - okela84   4gt.com-დან გამოგიწერი...   Mar 24 2017, 10:37 AM
- - ja_ja   okela84 ნუ კონკრეტულად ...   Mar 24 2017, 07:56 PM
- - giga2010   ვერ გამოვიწერე ვივ...   Mar 24 2017, 08:04 PM
- - pilotina   giga2010 ციტატა(giga2010 @ 24th ...   Mar 24 2017, 08:28 PM
- - giga2010   pilotina მადლობა. ალიექს...   Mar 24 2017, 08:41 PM
- - ja_ja   giga2010 ამერიკას აქვს ე...   Mar 24 2017, 09:51 PM
- - giga2010   ja_ja მადლობა ამომწურ...   Mar 24 2017, 10:13 PM
- - pilotina   giga2010 ციტატა(giga2010 @ 24th ...   Mar 24 2017, 11:18 PM
- - okela84   ja_ja OK მაშინ 1-2 დღეს კი...   Mar 24 2017, 11:49 PM
- - okela84   ვახ ესეიგი შარში ვ...   Mar 24 2017, 11:56 PM
- - okela84   ამათი დედა ვატირე ...   Mar 26 2017, 09:53 AM
- - ბაიკერი   okela84 რა შეუკვეთე რომ...   Mar 26 2017, 04:57 PM
- - okela84   ბაიკერი კომპენსატ...   Mar 26 2017, 06:32 PM
- - ბაიკერი   პმ მომწერე რა გინდ...   Mar 26 2017, 08:59 PM
- - okela84   ბაიკერი რეფანდი გ...   Mar 26 2017, 11:47 PM
- - ja_ja   okela84 ციტატა(aleqsandre @ 26th...   Mar 27 2017, 08:37 AM
- - momxre   pilotina ციტატაკი, ჩინე...   Mar 27 2017, 09:51 AM
- - okela84   ja_ja ჰო მაზელ ბრეიქი...   Mar 27 2017, 11:55 AM
- - ja_ja   okela84 ციტატა(aleqsandre @ 27th...   Mar 28 2017, 08:14 AM
- - okela84   ja_ja ერთხელაც ვცდი, ფ...   Mar 28 2017, 08:42 AM
- - okela84   ეს მომწერეს Apologies, but yo...   Mar 28 2017, 09:16 AM
- - koknar   მეც ეგრე დამბლოკეს...   Mar 28 2017, 09:40 AM
- - okela84   Благодарим Вас за интерес к...   Mar 28 2017, 04:52 PM
- - ja_ja   და მოიცა რა იყიდე მ...   Mar 29 2017, 08:06 AM
- - koknar   ფასი კანადურ დოლარ...   Mar 29 2017, 11:16 AM
- - okela84   ja_ja არა სულ რაღაც კო...   Mar 29 2017, 11:51 AM
- - koknar   ციტატა(aleqsandre @ 29th March 20...   Mar 29 2017, 01:21 PM
- - okela84   koknar აუ ნეტა მასე მა...   Mar 29 2017, 03:07 PM
- - koknar   okela84 არა მე არ გამომ...   Mar 29 2017, 04:59 PM
- - okela84   koknar ესენი ხო ყაჩაღე...   Mar 29 2017, 05:22 PM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 29th March ...   Mar 30 2017, 02:43 PM
- - okela84   ja_ja შენ ეგ რო მომწერ...   Mar 30 2017, 05:05 PM
- - ja_ja   okela84 თუ სელერი იგივე...   Mar 31 2017, 08:55 AM
- - nihontoman   სალამი ხალხო, როგო...   Jul 10 2017, 08:10 PM
- - ja_ja   მქონია და 2-3 დღის მე...   Jul 11 2017, 04:58 PM
|- - nihontoman   ციტატა(ja_ja @ Jul 11 2017, 05...   Jul 17 2017, 07:40 PM
- - giga2010   ხომ არ მოხსნილა შე...   Aug 24 2017, 06:37 PM
- - ja_ja   შეზღუდვა ამნერიკი...   Aug 24 2017, 08:32 PM
|- - giga2010   ციტატა(ja_ja @ Aug 24 2017, 09...   Aug 24 2017, 08:47 PM
- - okela84   giga2010 ასევე შეგიძლია...   Aug 25 2017, 12:19 PM
- - giga2010   მადლობა. გაიხარე   Aug 25 2017, 12:32 PM
- - ja_ja   okela84 ციტატა(aleqsandre @ 25th...   Aug 25 2017, 04:32 PM
- - giga2010   მაპატიეთ აქ რომ ვწ...   Aug 25 2017, 09:03 PM
- - ნიკა   ოპტიკის ამერიკაში ...   Aug 25 2017, 10:04 PM
- - giga2010   გაიხარე   Aug 25 2017, 10:13 PM
- - chefo   ამაზონი დელავერის ...   Nov 8 2017, 04:15 PM
- - pilotina   chefo ეგრეა კი. რასაც ...   Nov 8 2017, 04:22 PM
- - ja_ja   chefo ჭკუის სწავლებად...   Nov 8 2017, 04:40 PM
- - chefo   ja_ja მადლობა გამოხმა...   Nov 8 2017, 04:56 PM
- - chefo   საინტერესოა, airgundepot-ს...   Nov 8 2017, 06:01 PM
- - ja_ja   chefo ტყვიებზე პრობლე...   Nov 9 2017, 08:21 AM
- - gela   კამექსისაგან ახალ...   Nov 12 2017, 06:31 PM
4 გვერდი V  « < 2 3 4


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th June 2024 - 04:16 PM
Hosted by Pro-Service