გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და....
ja_ja
პოსტი Jun 4 2012, 09:34 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და.....

ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა smile.gif 3 წელია სახლში მიყრია 2 შეკვრა BB-ები საერთო მოცულობით 3 ათასი ცალი... და დადგა მათი გამოყენების დრო... მაგრამ პირველი რასაც აწყდები ამ დროს კაცი ეს არის, ბალონები, რომლებიც რავიცი... რაფერ აღვწერო... მოკლედ კატასტროფული სიჩქარით იხარჯება და ძირითადი გასავლის წყარო ყველა Co2-ი პნევმატიკის მოყვარულისთვის სწორედ რომ ეს პუნქტი არის.

რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ.

მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს smile.gif, მაშ ასე დრეს წარმოგიდგენთ პროტოტიპს, რომელსაც ჯერ სამუშაო დეტალები აქვს, და ბევრი მათგანი ისე არ გამოიყურება როგორც საჭიროა, მაგრამ პირველადი ექსპერიმენტებისთვის მისაღებია.

დავიწყეთ....

თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი






მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები



მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს.

თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა smile.gif, ამიტომაც მომიწია თითო ბალონის ცენტრირება და ნელ-ნელა თავის მოჭრა. ზემოთ რომ 5 ბალონს ხედავთ მათ გამზადებაზე სადღაც 4 საათი წავიდა smile.gif

შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს





ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას...



ბალონების სხვადასხვა ეტაპები






მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით smile.gif

ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს




ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული



მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან








ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება smile.gif, თუმცა შეიძლება არც არაფერი დაემართოს, დიდი ბალონები ხომ რკინისაა, თითქოს არ წყენს co2 რკინის ბალონებს, ასე რომ შეიძება რკინაც დავტოვო, არ ვიცი მოკლედ ამას ექსპერიმენტები გვიჩვენებს.

ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო




ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები smile.gif.

მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც smile.gif რომლის დროსაც რა თქმა უნდა კიდევ პატარა ხარვეზები ამოხტება.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
7 გვერდი V  « < 5 6 7  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (120 - 128)
gigi30
პოსტი Oct 9 2018, 09:59 PM
პოსტი #121


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 249
რეგისტრ.: 25-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,302



მგონი ნახშირორჟანგოვან ცეცხლმქრობებს გაზიანი წყლის დამამზადებელი სიფონივით მილი აქვს შუაში და ბალონის დატენვისას გადმობრუნება არ დასჭირდება.
ერთი შემოთავაზება და ექსპერიმენტის იდეა ბატონი jaja-სთვის: დიდი წნევის ტუმბო გაქვთ და 60 ატმ ჰაერით ხომ არ დაგეტუმბათ ეს ბალონუკები, რამდენადაც მახსოვს, ჰაერს ნახშირორჟანგზე მეტი გაფართოების სიჩქარე აქვს და ძალაც მეტი მიეცემა ტყვიას, პატარა პეცეპუნა გამოვა, იქნებ რაღაც პლატოც გამოინახოს, საპლინკაო იარაღისთვის საკმარისი, ერთ 15-20 გასროლას შეიძლება კიდევაც ეყოს. ჰა?
იქნებ ვინმემ მიმასწავლოთ(ლინკი) ყველაზე მინიმალური ზომის ცეო ცეცხლმქრობი, უფრო სასურველია ვიწრო და გრძელი, ვინემ ლოტოს კოჭივით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 20 2018, 10:15 PM
პოსტი #122


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gigi30
ჰაერით და 60 ატმოსფერომდე დატენვით მიიღებ 1 გასროლას…

გაფართოების კოეფიციენტი ერთია და რაოდენობა მეორე… co2- იმით არის კარგი რომ თხევად მდგომარეობაში უფრო მეტი აირია გადაყვანილი და გასროლის წინ პატარა პორცია სითხე აირად მდგომარეობაში გადადის… და ეს აირი ყოველი გასროლის მერე წარმოიქმნდება co2-ის სითხიდან.

თუ სითხე არ იქნება და პირდაპირ ჰაერი იქნება პროსტა პირველივე გასროლაზე დაიცლება ი ვსიო smile.gif

P.S. პატარა ცეცხლმაქრობები 2 ლიტრიანი იყიდება დომინოში, მანდ ვიყიდე 3 ლიტრიანი, მარა არ ვიცი ჩემი იყო სუპერ ეგზემპლარი თუ ყველა ეგრეა, მარა ერთი დაჭერა და მერე აღარც დაიკეტა სანამ ბოლომდე არ დაიცალა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
mister_io
პოსტი Oct 21 2018, 10:23 PM
პოსტი #123


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 340
რეგისტრ.: 6-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: qutaisi
წევრი №: 1,589
ქალაქი:ქ.ქუთაისი



ციტატა(ja_ja @ 20th October 2018 - 11:15 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ატარა ცეცხლმაქრობები 2 ლიტრიანი იყიდება დომინოში

მანქანებში და სასტუროს დერეფნებში რო ალაგია ეგ ბალონები გამოდგება თუ სულსხვაა ესენი და რამე კატეგორიებადაა დაყოფილი ეგ ცეცხლმაქრები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 22 2018, 09:27 AM
პოსტი #124


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



არ ვიცი რეები აყენია სასტუმროებში, მაგრამ მანქანებში co2 ბალონები როგორც წესი არ გამოიყენება, ზაფხულში ჩაკეტილ მანქანაში ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს რაც თხევადი co2-ის აგრესიულ დუღილს და რეაქტიულად წნევის ზრდას იწყებს, ბოლოს შეიძლება ბა-ბახი მოხდეს.

მაგ მიზეზის გამო როგორც წესი მანქანებში გამოიყენებს ფხვნილის ან ქაფის ცეცხლმაქრები.

ცეცხლმაქრები იყოფა 4 კატეგორიად, ცეცხლის და პირობების მიხედვით, ნუ არის ჩვეულებრივი ხანძრის, ცეცხლმაქრები, ნავთობის და ზეთების სხვა კატეგორიაა, ელექტრო ხანძრებისთვის და აპარატურისთვის სხვა კატეგორიაა და არის კიდევ აირადი თუ არავცდები.

ცეცხლი მეცნიერულად ითვლება რომ არის 3 ძირითადი კომპონენტის შემცველი რის გამოც მას ცეცხლის სამკუთხედსაც ეძახიან, კერძოდ: საწვავი, ჟანგბადი და ტემპერატურა....

საკმარისია ამ სამკუთხედიდან ერთი კომპონენტი გამოაცალო რომ ცეცხლი გაქრეს. უმეტესი ცეცხლმაქრები მინუმუმ 2 შემადგენელ ნაწილს ებრძვიან, ძირითადად ჟანგბადი და ტემპერატურა.... თუმცა არის კიდევ საწვავის გამოცლის ვარიანტებიც.

მაგალითად:

1) ფხვნილის ცეცხლმაქრები ავტომატურად გამოდევნიან გაფრქვევის ზომიდან ჰაერს და ჟანგბადს, შედეგად წვა უკვე ვეღარ მიმდინარეობს, გარდა ამისა ზედაპირზე გაფრქვეული ფხვნილი ქმნის ბარიერს და პირდაპირი მოკიდება ვეღარ ხდება, ანუ რაღაც დონეზე საწვავის გამოცლა ხდება

2) ქაფის თხევადი ცეცხლმაქრები, როგორც წესი თავისი თხევადობის გამო გაფრქვეული ზედაპირის გაგრილებას იწვევენ, პლიუს სითხის აორთქლება წარმოქმნის ბევრ ორთქლს რომელიც ცეცხლის ზონაში ჰაერის ჩანაცვლებას აკეთებს, შედეგად ალი ქრება, პლიუს ზედაპირზე გაფრქვევისას საწვავ მასალას ართმევს ალს, ანუ ზემოდან არის ქაფის სახით გადაფარებული მასალაზე და ცეცხლს რეალურად საკვები აღარ აქვს

3) co2-ის ცეცხლმაქრები მინიმუმ 2 საქმეს აკეთებენ ერთად, თავისთავად წარმოქმნიან co2-ის ღრუბელს და წვის ზონიდან ჰაერს დევნიან შედეგად წვა ვეღარ გრძელდება, პლიუს ფიზიკის კანონების მიხედვით შეკუმშული აირის გამონთავისუფლება და გაფართოება თხევადიდან აირად მდგომარეობამდე იწვევს მკვეთრად ტემპერატურის დაწევას, რჩება მხოლოდ საწვავი.

4) სპეციალიზირებული ცეცხლმაქრობები, ნუ ეს უკვე სპეც ტექნიკის ან შენობებისთვის არის შექმნილი, ისეთი რამ როგორიცაა ვთვქათ FM200 ან ეგრეთწოდებული "მშრალი წყალი", ესენი ძირითადად ჰაერის გამოცლას აკეთებენ, ნუ ეს თავისებური შენობებისთვის გამოიყენება, მაგალითად დატაცენტრებისთვის, სადაც ტექნიკა არ უნდა დაზიანდეს წყლით ან ქაფით, ხოლო co2-ის შემთხვევაში შეიძლება პერსონალი გაგუდო, ამიტომაც გამოიყენება შესაბამისი რეაგენტები, რომელიც ჟანგბადის მოცულობას მკვეთრად ამცირებს და წვას უკვე საკმარისი ჟანგვადი აღარ რჩება, მაგრამ ადამიანს გაჭირვებით, მაგრამ სუნთქვა შეუძლია და იმის დრო მაინც აქვს რომ უსაფრთხოდ დატოვოს შენობა სუნთქვის შეკავების გარეშე.

გამოყენების მხრივ ყველას თავისი ზონები აქვს, მაგქალითად ნავთობპროდუქტებისთვის უფრო ქაფი გამოიყენება, რომელიც ნავთობროდუქტებს ზემოდან ეფარება და საწვავს ართმევს ალს. co2-ი გამოიყენება იქ სადაც არ არის სასურველი დასველება მაგალითად ელექტრო გამანაწილებლები და ელ მოწყობილობები, მაგრამ ღია ადგილი უნდ აიყოს თორემ გაგგუდავს smile.gif ფხვნილი ძირითადად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ხანძრები, ნუ იქ ტახტი, ხე, ქაღალდი და სხვა ამდაგვარი...

რა თქმა უნდა ერთმანეთში არევა შეიძლება, მაგრამ არაეფექტურია ეგეთი საქციელი, მაგალითად ნავთობპროდუქტების ხანძრისას ფხვნილით ჩაქრობა არაეფექტური იქნება, რადგან ირგვლივ ყველაფერი გავარვარებულია და ნავთობპროდუქტი ლამის წყლის კონსისტენციაშია, ხოლო ბენზინი და დიზელი ისედაც თხევადია, შედეგად ფხვნილის ცეცხლმაქრი საწყის ეტაპზე გაამართლებს, მაგრამ თუ გაცხელებულია ყველაფერი, მაშინ ზედაპირს კი გადაეფარება და ერთი შეხედვით საწვავი წაართვა ცეცხლს, მაგრამ თხევადი ნივთიერებით უცებ გაიჟღინთება და პირიქით კაი ბაზა იქნება საწვავისთვის, ხოლო გავარვარებული ტერიტორიის გამო ან ირგვლივ აირადი ალის ნაკადების გამო ცეცხლი ისევ იოლად წარმოიქმნება და....

საერთოდ ყველა ცეცხლმაქრი შექმნილია პირველადი რეაგირებისთვის და ყველაზე დიდი ცეცხმლაქრებიც კი მაქსიმუმ 20-40 წამი მოქმედებენ, პატარები კი მაგალითად 2-3 ლიტრიანი რეალური მიშვებისას 15-20 წამში ფაფუ smile.gif ფხვნილის საერთოდ 10 წამში გაქრება, განსაკუთრებით მანქანებისთვის 1 ლიტრიანები რომ არის smile.gif....

პლიუს გასათვლელი ისაა რომ ხშირად მინახია გამოუცდელი ცეცხლს რომ უშვერს ცეცხლმაქრს, ცდილობს შორიდან და ზემოდან მიუშვიროს ცეცხმლაქრი, ამასობაში ძალიან ახლოდან არის მისაშვები, თორემ დისტანციის ზრდასთან ერთად პროგრესულად მკვეთრად ეცემა ცეცხლმაქრის ეფექტურობა ჰაერთან გაზავების გამო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
mister_io
პოსტი Oct 22 2018, 09:57 PM
პოსტი #125


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 340
რეგისტრ.: 6-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: qutaisi
წევრი №: 1,589
ქალაქი:ქ.ქუთაისი



ja_ja
ყოველმხრივ განათლებული როგორხარ რაა smile.gif ანუ სასტუმროებში რაც მინახავს აწერია გარედან B და ეგ მაინტერესებს კატეგორიებად არის ალბათ დაყოფილი და შესაბამისად მარკირებაც ექნება გარედან რომელი არის ცო2 რომელი ფხვნილი და რომელი ქაფი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 24 2018, 10:14 AM
პოსტი #126


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ნუ საერთოდ სრული კლასები არის 6, მაგრამ რეალში განიხილება ცეცხლმაქრისთვის 4 (ესენია A, B, C, და E კლასი, ზოგიერთ წყაროში აღწერილი და ნახსენებიცაა D კლასი, მაგრამ ეგ საკამათო თემაა, დაუცველი ადამიანის მივარდნა ცეცხლმაქრით მაგ კატოგირიის ხანძართან) და როგორც წესი მაგ 4-ის აღმნიშვნელი აქვს ხოლმე ცეცხლმაქრებს, მაგრამ ვთქვათ იიგვე B კლასის მიწერა არ ნიშნავს რომ გინდა თუ არა co2-ი უნდა იყოს ან ფხვნილის უნდა იყოს....

კლასები არის შემდეგი, ნუ ეს ვიცი იმიტომ რომ კაკრაზ 1 წლისწინ თავიდან გაგვატარეს ტრენინგები ჩვენს სამსახურში, ისე კი ლამის ყოველ წელს ან 2 წელიწადში ერთახელ მაგის ტრენინგებს გვიტარებენ

- «A» კლასის ხანძარი — მყარი ნივთიერებების წვა
• А1 — მყარი ნივთიერებების წვა, რომელსაც თან ახლავს ნაკვერჩხალი, (მაგალითად ხე, ნახშირი, ქაღალდი, ნაჭერი)
• А2 — მყარი ნივთიერებების წვა რომელსაც თან არ ახლავს ნაკვერჩხალის ეფექტი (მაგალითად პლასტმასი, ცელოფანი, ზეთის საღებავი და სხვა პლასტიკატის მაგვარი ნივთიერებები).

- «B» კლასის ხანძარი — თხევადი ნივთიერებების წვა
• B1 — თხევადი ნივთიერებების წვა, რომელიც არ იხსნება წყალში (მაგალითად, ბენძინი, ეფირი და ნავთობპროდუქტები). ასევე მყარი ნივთიერებები რომელიც წვისას გადადის თხევად ნივთიერებებში, მაგალითად პარაფინი და სხვა ამდაგვარი;
• B2 — თხევადი ნივთიერებების წვა, რომელიც იხსნება წყალში (მაგალითად სპირტი, გლიცერინი და სხვა).

- «C» კლასის ხანძარი — აირადი ნივთიერებების წვა
• • აირების წვა (მაგალითად პროპანი, ბუტანი, საყოფაცხვრებო გაზი მილიდან, ან ავზებში - ანუ ბალონებში).

- «D» — კლასის ხანძარი - ლითონების წვა, ნუ ეს ისეთი კატეგორიაა რომ ქე ხვდები საყოფაცხოვრებო პირობებში ყოველთვის არ წარმოიქმნება, ძალიან მაღალი ტემპერატურებია ამ შემთხვევაში და ცეცხლმაქრით მისვლა.... ნუ რავიცი smile.gif
• D1 — მსუბუქი ლითონების წვა, აქ არ იგულისხმება ტუტე ლითონები (მაგალითად, ალუმინი, მაგნიუმი და მისი შენადნობები);
• D2 — ტუტე ლითონების წვა (მაგალითად ნატრიუმი ან კალიუმი, ნუ აქ ცეცხლმაქრი რავიცი მე პირადად ვერ წარმომიდგენია, გარდა იმისა რომ ძალიან მაღალი ტემპერატურებია და გამოიყოფა აურაცხელი მომწამლავი აირადი ნივთიერებები, ასეთ ლითონებს ახასიათებთ ფეთქებადი რეაქცია ჰაერთან და მითუმეტეს წყალთან, თუ ქიმიის გაკვეთილზე არ უჩვენებიათ რეაქციები გადახედე იუტუბზე ვიდეოებს, პროსტა როგორ უნდა გაეკარო მაგ ადგილს ვერ წარმომიდგენია თან ცეცხლმაქრით რომელი პირველადი მოქმედების ხელსაწყოა და მაგალითად იგივე ნატრიუმის ან კალიუმის წყალთან შეხების დროს მილიწამებში ფეთქებადი არეალი წარმოიქმნება, მოგისვრის, იქედან აფეთქების ტალღა შენი ცეცხლმაქრიანად smile.gif );
• D3 — ლითონ შემცველი ნივთიერებების წვა (მაგალითად ლითონ ორგანული შენაერთები, ლითონების ჰიდრატები).

- «E» კლასის ხანძარი — ელექტრო მოწყობილობების ხანძარი,
• ნუ აქ ეხლა მე სადაც ვმუსაობ შესაბამის ტრენინგებს გვატარებენ, მაგრამ დაჟე აქაც მთლად მართებულად არ ითვლება ცეცხლმაქრით მივარდნა მაგალითად მაღალი ძაბვის ამომრთველთან რომელმაც დამოკლებისას შეიძლება მთელი ელვა და ელექტრო რკალი წარმოიშვას რომელიც აი ყველაფერს ადუღებს ირგვლივ... ნუ რავი ცეცხლმაქრიანად მიგადნობს მიწაზე smile.gif

- «F» კლასის ხანძარი — რადიოაქტიული ნივთიერებების და მისი ნარჩენების წვა...
• რავი აქ კომენტარი საჭიროა ცაცხლმაქრით მისვლაზე? smile.gif.....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
mister_io
პოსტი Oct 26 2018, 12:52 AM
პოსტი #127


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 340
რეგისტრ.: 6-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: qutaisi
წევრი №: 1,589
ქალაქი:ქ.ქუთაისი



როგორც ვხვდები წესების დაუცველად იყიდეს ის ცეცხლმაქრები, B ეწერა აშკარად არადა ხის და პლასტიკადის კონსტრუქციის საოჯახო სასტუმროს სტილის იყო smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 26 2018, 11:32 AM
პოსტი #128


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



mister_io
ციტატა(mister_io @ 26th October 2018 - 01:52 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
არადა ხის და პლასტიკადის კონსტრუქციის საოჯახო სასტუმროს სტილის იყო

ნუუუ პლასტიკატი კაკრაზ ნავთობროდუქტება, ასე რომ რაცხა ახლოს არის....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gigi30
პოსტი Oct 26 2018, 01:35 PM
პოსტი #129


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 249
რეგისტრ.: 25-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,302



პატარა. კომპაქტური ცეო ცეცხლმქრობით შეიძლებოდა პნევმატურის შექმნა დამრტყმელი მექანიზმის და ლულის დამატებით. მაგრამ ვერსად მოვიძიე შესაბამისად პატარა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

7 გვერდი V  « < 5 6 7
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 11:08 AM
Hosted by Pro-Service