გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ნადირობა მტრედსა და გულიოზე
smekosmeko
პოსტი Nov 24 2012, 07:15 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 707
რეგისტრ.: 27-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 589



მეღირსა სანადიროდ გასვლა smile.gif ჩავედი დასავლეთში რამოდენიმე დღით და ეგ ამბავი არ ჩაივლიდა ნადირობის გარეშე. ხან ვფიქრობდი ქედანზე გავალთქო ხან იხვზე ხან ა.შ და საბოლოოდ გადავწყვიტე სადმე ახლო მანძილზე გავსულიყავი. ხელში ავათამაშე ჩემი at44w-10-ი და მიზანიც გავუსწორე 40 მეტრში. ხო მართლა ხელში ჩამივარდა ახალი ოპტიკა ბუშნელის 4x32eg ამაზე ცოტა მოგვიანებით. მოკლედ დავაყენე ეგ ოპტიკა, მაინტერესებდა როგორი პრაკტიკულობა ექნებადა.







სანამ უშუალოდ ნადირობაზე გადავიდოდე უცებ ვიტყვი რომ ვიზუალურად საშინლად არ მოუხდა ეგ ოპტიკა არ იარარს, საქმეში კი ოდნავ მოგვიანებით.

დღეს დაახლოებით 3 საათზე გავედი ერთ ადგილას სადაც არის შენობის ნანგრევები. დიდი შენობა რომელიც ქვევით ფოტოზე ჩანს არის 40 მეტრის სიმაღლის, მარცხნივ დაბალი მოგრძო შენობაში ინახება სიმინდი (საშრობად) კარგად თუ დააკვირდებით ფოტოს მარჯვნივ ქვემოთ კუთხეში არის აგრეთვე პატარა ოთახივით ნანგრევი, აი სწორედ მანდ ვიყავი ჩასაფრებული smile.gif



ქვევით კი ძირითადი შენობა (40მ) რომელზედაც სხდებოდნენ მრტერდა და გულიოთა გუნდები (გადაღებულია ჩემი საფარიდან)



ეს მოგრძო შენობა რომელშიდაც სიმინდი ინახება გამოსაშრობლად (გადაღებულია ჩემი საფარიდან)



შემოჯდა შენობაზე მტრედი, გადავტენე იარაღი დავუმიზნება ეგ რა ჯანდაბაა? სადაა მტრდეი? სადღაც წერტილივით მოჩანს რაღაც... (ჩემი საფარიდან ძირითადი შენობის სახურავამდე 50-დან 70 მეტრომდე იქნებოდა, ანუ ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე) ვიN თქვა 4x ოპტიკა სანადიროდ იდეალურიაო? რას ამბობთ ხალხნო ამით როგორ უნდა ესროლო? ლიჟბი სადღაც შუა კურპუსში დაუმიზნო და ვსიო? მე ჩასაფრებით ვნადირობ და მუდამ მაქვს იარაღის ფიქსაცია რაიმე საყრდენით, ჩემთვის 2კგ-აინი ოპტიკაც არაა დისკომფორტი ამ შემთხვევაში მაგრამ ეგ 4x საშინელებაა. კაი 40x ოპტიკას რა სჯობს სანადიროდ იფფ იფფ. დავუბრუნდეთ ნადირობას... დავუმიზნე და რამოდენიმე ხნის მერე გავისროლე უშედეგოდ (არც აფრენილა) მივაყოლე მეორე უშედეგოდ (არც აფრენილა) კიდევ მივაყოლე მესამე და ჩამოვარდა რა biggrin.gif ძალიან დიდი დისკომფორტი ვიგრძენი მე პირადად 4x-ით. ველოდე ამის შემდეგ ფრინველებს ესე 15 წუთი და მოფრინდნენ ძალიან მრავალრიცხოვანი გუნდები, მოკლედ შეიქმნა ფრონტი.. ემატება ჩემი ლანძღვა-გინება რადგან წესივრად ვერ ვიხედები 50-60 მეტრში, წერტილებს ვესროდი რა. ამასობაში დაიცალა რეზერვუარიც (პირველი შემთხვევა როდესაც ნადირობისას რეზერვუარი დამეცალა) გავისროლე 50 ტყვია (jsb) სულ მოვინადირე 7 ფრინველი აქედან 4 მტრედი, 2 გულიო და ერთი ყვავი (რავიცი მე დაჯდა უცებ ეს უკანასკნელი სახურავზე და ვესროლე თან თითქმის 70 მეტრში)



50 ტყვიაში 7-ი ფრინველი ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ არვიცი ალბათ მე ვერ დავუმუღამე 4x-ს. კარგად გავერთე, კმაყოფილი ვარ ნადირობით თან დიდი ხანია არ მინადირია და გამისწორდა მაგრად. მივიტანე ნანადირევი სახლში, გავპუტე და ფოტოც გადავუღე.



კერძი არ მომიმზადებია ჯერ, მაცივარში ნებივრობენ smile.gif

დასასრული.... ?



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
Der Rote Baron
პოსტი Dec 7 2012, 12:55 AM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



მშვენიერია! თუ რამე გემრიელი რეცეპტი იცი მერე ისიც გაგვიზიარე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:03 AM
Hosted by Pro-Service