დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ნადირობა მტრედსა და გულიოზე
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით > სანადირო გასვლები
smekosmeko
მეღირსა სანადიროდ გასვლა smile.gif ჩავედი დასავლეთში რამოდენიმე დღით და ეგ ამბავი არ ჩაივლიდა ნადირობის გარეშე. ხან ვფიქრობდი ქედანზე გავალთქო ხან იხვზე ხან ა.შ და საბოლოოდ გადავწყვიტე სადმე ახლო მანძილზე გავსულიყავი. ხელში ავათამაშე ჩემი at44w-10-ი და მიზანიც გავუსწორე 40 მეტრში. ხო მართლა ხელში ჩამივარდა ახალი ოპტიკა ბუშნელის 4x32eg ამაზე ცოტა მოგვიანებით. მოკლედ დავაყენე ეგ ოპტიკა, მაინტერესებდა როგორი პრაკტიკულობა ექნებადა.







სანამ უშუალოდ ნადირობაზე გადავიდოდე უცებ ვიტყვი რომ ვიზუალურად საშინლად არ მოუხდა ეგ ოპტიკა არ იარარს, საქმეში კი ოდნავ მოგვიანებით.

დღეს დაახლოებით 3 საათზე გავედი ერთ ადგილას სადაც არის შენობის ნანგრევები. დიდი შენობა რომელიც ქვევით ფოტოზე ჩანს არის 40 მეტრის სიმაღლის, მარცხნივ დაბალი მოგრძო შენობაში ინახება სიმინდი (საშრობად) კარგად თუ დააკვირდებით ფოტოს მარჯვნივ ქვემოთ კუთხეში არის აგრეთვე პატარა ოთახივით ნანგრევი, აი სწორედ მანდ ვიყავი ჩასაფრებული smile.gif



ქვევით კი ძირითადი შენობა (40მ) რომელზედაც სხდებოდნენ მრტერდა და გულიოთა გუნდები (გადაღებულია ჩემი საფარიდან)



ეს მოგრძო შენობა რომელშიდაც სიმინდი ინახება გამოსაშრობლად (გადაღებულია ჩემი საფარიდან)



შემოჯდა შენობაზე მტრედი, გადავტენე იარაღი დავუმიზნება ეგ რა ჯანდაბაა? სადაა მტრდეი? სადღაც წერტილივით მოჩანს რაღაც... (ჩემი საფარიდან ძირითადი შენობის სახურავამდე 50-დან 70 მეტრომდე იქნებოდა, ანუ ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე) ვიN თქვა 4x ოპტიკა სანადიროდ იდეალურიაო? რას ამბობთ ხალხნო ამით როგორ უნდა ესროლო? ლიჟბი სადღაც შუა კურპუსში დაუმიზნო და ვსიო? მე ჩასაფრებით ვნადირობ და მუდამ მაქვს იარაღის ფიქსაცია რაიმე საყრდენით, ჩემთვის 2კგ-აინი ოპტიკაც არაა დისკომფორტი ამ შემთხვევაში მაგრამ ეგ 4x საშინელებაა. კაი 40x ოპტიკას რა სჯობს სანადიროდ იფფ იფფ. დავუბრუნდეთ ნადირობას... დავუმიზნე და რამოდენიმე ხნის მერე გავისროლე უშედეგოდ (არც აფრენილა) მივაყოლე მეორე უშედეგოდ (არც აფრენილა) კიდევ მივაყოლე მესამე და ჩამოვარდა რა biggrin.gif ძალიან დიდი დისკომფორტი ვიგრძენი მე პირადად 4x-ით. ველოდე ამის შემდეგ ფრინველებს ესე 15 წუთი და მოფრინდნენ ძალიან მრავალრიცხოვანი გუნდები, მოკლედ შეიქმნა ფრონტი.. ემატება ჩემი ლანძღვა-გინება რადგან წესივრად ვერ ვიხედები 50-60 მეტრში, წერტილებს ვესროდი რა. ამასობაში დაიცალა რეზერვუარიც (პირველი შემთხვევა როდესაც ნადირობისას რეზერვუარი დამეცალა) გავისროლე 50 ტყვია (jsb) სულ მოვინადირე 7 ფრინველი აქედან 4 მტრედი, 2 გულიო და ერთი ყვავი (რავიცი მე დაჯდა უცებ ეს უკანასკნელი სახურავზე და ვესროლე თან თითქმის 70 მეტრში)



50 ტყვიაში 7-ი ფრინველი ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ არვიცი ალბათ მე ვერ დავუმუღამე 4x-ს. კარგად გავერთე, კმაყოფილი ვარ ნადირობით თან დიდი ხანია არ მინადირია და გამისწორდა მაგრად. მივიტანე ნანადირევი სახლში, გავპუტე და ფოტოც გადავუღე.



კერძი არ მომიმზადებია ჯერ, მაცივარში ნებივრობენ smile.gif

დასასრული.... ?



ShalvaQ
მკერდზე რომ მუქი ფერი აქვთ, ეგ სილურჯეა თუ შუქი ეცემა მასე?
sekurifa
კარგია კარგი smile.gif კიდევ ბევრი მოგენადიროს. რაც შეეხება 4 ჯერად ოპტიკას, მეც ეგეთით ვნადირობდი ზაფხულში ოღონდ ჩევი 40 მმ-იანი ლინზით იყო. ახლო მანძილისთვისაა რა 30-40 მეტრისთვის, თუმცა 50 შიც კარგად მუშაობდა 10 სმ-იან ობიექტებზე.


smekosmeko
ციტატა(ShalvaQ @ Nov 24 2012, 07:27 PM) *
მკერდზე რომ მუქი ფერი აქვთ, ეგ სილურჯეა თუ შუქი ეცემა მასე?


40 მეტრიდან კი ენარცხებოდა მიწაზე მაგრამ არაა სილურჯე ეგ biggrin.gif სპიშკამ ქნა ალბათ. რატო იკითხე?smile.gif
ShalvaQ
ვიფიქრე რას ესროდა ესეთს რომ გააშავა თქო wink.gif
foxi
იდიალური ადგილი შეგირჩევია და თანაც საფარიც გემრიელი. გეთანხმები 4 სანადიროდ მაგ მანძილზე ვერ ქაჩავს. ეგ უფრო ახლო მანძილზე სანადიროდ თუ ივარგებს თორე მაგხელა მანძილზე ტანჯვაა ნადირობა კი არა.
koknar
ჩიტზე ოპტიკით ნადირობა ეგ პნევმატიკების მოგონილია, 4 იანი და 6 იანი ოპტიკა არის შველზე ტახზე და ეგეთებზე, მეტი კუთხური არეა ჭირდება. 40 იანი რო ქონდეს მაინც 6 ზე უნდა დააყენო.
geojorjika
smekosmeko
ყოჩაღ კარგად გინადირია

რეპორტისთვის დიდი მადლობა

მომენატრა სანადიროდ წასვლა
ReMiNgToN
smekosmeko
კარგია. და 50 ტყვია 200 დან 100 ბარამდე ისროლე?
smekosmeko
ჩემს რეზერვუარზე საბრძოლო კლაპნისკენ რომ ხვრელებია მანდ ეპოქსიდით აქვს ამოვსებული ხვრელები და დატოვებულია მხოლოდ 3-ი. ანუ ჰაერის გადახარჯვა შემცირებულია. 50 გასროლას ჩვეულებრივ აკეთებს. 100-ზე ზევით იდგა, ალბათ 130-მდე ზუსტად ვერ გეტყვი არ დამიხედავს.
Dave
როგორც ყოველთვის საინტერესო რეპორტია smile.gif მომილოცავს, კაი ნანადირევია ... ოპტიკასთან დაკავშირებით მართალი ხარ, ზურას რომ ეგ ოპტიკა ქონდა მეც ვერ ვისროლე და თან თუ მხედველობა ცოტა გიჩმახებს მითუმეტეს. რა ჯობია "ზურასი არ იყოს, მტრედებს რო თვალებში უყურებ" biggrin.gif biggrin.gif
smekosmeko
smile.gif მხედველობა არ მიჩმახებს მაგრამ ჩასაფრებით ნადირობისას უკეთესია უფრო დიდი ზუმი. ნუ მე დიდ ზუმს უფრო ვუმუღამებ.
CHICO30
8-10 X ყველაზე ოპტიმალურია ნადირობისას. სმეკო მეც ვაპირებ გასვლას სადმე კუმისისკენ და შეგეხმიანები. ზურაც წამოვა ალბათ თავისი ჰაჩიკათი.

როგორ ამზადებ ხოლმე მტრედს ან გულიოს? რა კერძს?
smekosmeko
PM-ში მოგწერ ნახე.
Der Rote Baron
მშვენიერია! თუ რამე გემრიელი რეცეპტი იცი მერე ისიც გაგვიზიარე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.