გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 17.06.2010 იმპროვიზირებული გასვლა, ვამოწმებთ დისკოებს
ja_ja
პოსტი Jun 18 2010, 07:39 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ დისკოს თემაში აიწია არნახული საკითხი! დისკო ცუდად ისვრის, ლამის 4 სანტიმეტრიანი ჯგუფია 30 მეტრზე. მაშინ როდესაც მე ვამტკიცებ, რომ დისკო იდეალური თოდია და ეგეთი შედეგი უბრალოდ წამოუდგენელია.

საქმე დაიწყო Tengo-ს დისკოთი, რომელსაც არაფრის დიდებით ნორმალური ჯგუფების გაკეთება არ უნდოდა. დაემატა კიდევ ერთი გარემოება - რუსთავის გასვლისას აღმოჩნდა რამდენიმე დისკო, რომელიც დაბალი სიჩქარით ისროდა. მოკლედ წამოვიდა ყველანაირი თეორიები, მითუმეტეს, რომ Tengo ამბობდა, რომ მსუბუქი ტყვიებით უკეთესი შედეგი მიიღო და .....

მოკლედ ლეგენდების სფეროში ვიყავით, თენგო ტყვიებს აბრალებს ბაზუკა ლულას მე სროლის პოზიციას და შესაძლო დაბალ სიჩქარეს, პლიუს Power_Vano-საც ავკიდეთ იზმენა, რა სიჩქარით ისვრის მისი პოლონელი დისკო და.... მოკლედ შუადღისთვის გარანტირებული დომფხალი იყო. კიდევ კაი თენგომ მომწერა თუ გცალია სიჩქარე რომ გავზომოთო, მეც ოღონდ და რაიმე გამაზომინე - ამაწონინე და... biggrin.gif, პლიუს ჯორჯიკამ გამოთქვა სურვილი შემოერთებაზე....

მოკლედ სამსახურის შემდეგ ჩემს სალთან შევიკრიბეთ მე თენგო ჯორჯიკა და ვანო, მე და ჯორჯიკა თოფების გარეშე, ვანო და თენგო თოფებით. წავიღეთ გრეჩიხის ტომრები და იალაააა ვერის მთაზე biggrin.gif

რავარც იქნა ავედით და ავფოფხდით, ჩამოვჯექით ცნობილ აირგან რეპორტერის მაგიდასთან და....







პატარა მილაგ მოლაგება და ...

აქ ჯორჯიკა ამბობს: - იუ, რას ამბობ, ეი ის გემრიელი კამფეტებია??? biggrin.gif


დავაძრეთ ქრონი და დავიწყეთ პირველი ტესტები, ანუ სიჩქარე რამდენი აქვს დისკოს



რაც ჩვენ დისკოთი ქრონს ვსდიეთ biggrin.gif საქმე იმაშია რომ ქრონს განათება უნდა, რომ ფოტოელემენტმა ტყვია დაადეტექტიროს, მაგრამ როდესაც მთაზე ავედით მოიღრუბლა და მზე დაიმალა, შედეგად ქრონი უარზე იყო რაიმე გამოეანგარიშებინა. რამდენიმე ცდის მერე ლამის იყო ხელი ჩავიქნიე აღარაფერი გამოვა მეთქი და... რას ხედავს ჩემი თვალები, მზის ერთმა სხივმა ღრუბლებიდან მოასწრო გამოჭყეტვა!!!



ვეცით ქრონს სასწრაფოდ მივიტანეთ განათებულ ადგილზე და... Tengo-ს დისკომ ეგრევე ჩაგვახუტა 265.4 მეტრ წამი. დისკო ამ დროს დატენილი იყო 2000PSI-ზე. სანამ დრო იყო ვსინჯეთ Power_Vano-ს დისკოც და იმანაც ეგრევე 265.5 მეტრ წამი გვიჩვენა.

მინდოდა ამ შედეგის გადაღება, მაგრამ მოღრუბლულში, განათებით სურათის გადაღებამ გამოიწვია ის, რომ ფოტოელემენტები ქრონზე გაგიჟდნენ და ფოტოაპარატის განათება ტყვიის გასროლად ჩათვალეს biggrin.gif. იმისათვის, რომ გადაგვეღო ტყვიის სიჩქარე კიდევ რამდენჯერმე ვისროლეთ ვანოს დისკოდან და ბევრი ცდის მერე რავარც იქნა დაიწერა 273.3.

სურათი ცოტა ბანძი გამოვიდა, მაგრამ შედეგი ჩანს



ამ მომენტისთვის ვანოს დისკო იყო სადღაც 1800PSI-ზე ანუ ოპტიმუმზე იყო გასული. სავარაუდოდ Tengo-ს დისკოც იგივეს იზამდა. შედეგად ფაქტი სახეზეა ორივე დისკო მშვენივრად ისვრის, ანუ ისევე კარგად რავარც ჩემი პირველი დისკო. 265-273 არის იდეალური კალიდორი და იდეალური სიჩქარე. მაგრამ ეს მეორე კითხვას ბადებს... კიმაგრამ რაღაზე იძახის Tengo ჩემი დისკო CUM-ებს ცუდად ისვრისო???

სხვა რა გზა გვქონდა, დავაძრეთ სამიზნეები და დავაპირეთ 25 მეტრიან დისტანციაზე მიკრობა, მაგრამ ამ დროს გამახსენდა რომ მუყაოს კოლოფი სახლში დამრჩა და რაზე უნდა მიგვემაგრებინა სამიზნეები??? როგორც ყოველთვის იმპროვიზაცია გადაარჩენს სამყაროს biggrin.gif









ბრიგადირი... უკაცრავად პრეზიდენტი! მკაცრად აკონტროლებს სამიზნეების მიმაგრების პროცესს, შემთხვევით წინასწარ დახვრეტილი სამიზნე, რომ არ იყოს გაკრული biggrin.gif





დააჰა არის სამიზნეები biggrin.gif



სანამ მე ვანო და ჯორჯიკა ამ სამიზნეებს ვაკრავდით თენგომ იქვე მოკლე მანძილზე ხეზე მიაკრა პატარა ქაღალდი (ზომებით ასე 5x5 სანტიმეტრზე) და აპირებდა სროლას (სადღაც 10 მეტრიან დისტანციაზე), რომ გაეგო რატომ არ ისროდა მისი თოფი. მაგრამ როდესაც მოვტრიალდით შემომთავაზე მე გამესროლა.

დავიჭირე თოფი და 5 ცალი ჩემი CP გავუშვი სამიზნეში, ყველა ტყვია ქაღალდს ასცდა და ერთად დაჯდნენ ცოოტათი ძირს და მარჯვნივ. მივედით ვნახეთ ჯგუფი აშკარად არის, მაგრამ ცუდად ჩანს ხის მერქანზე, ამიტომ მივაკარით იგივე ხეს ცოტა დიდი ქაღალდი და tengo-ს თხოვნით ამჯერად გავუშვი 5 ცალი CUM-ი. აქვე დავძენ CUM-ები ჩემი არ იყო, ანუ Tengo-ს რომელ ტყვიებზეც ჰქონდა პრობლემა იმ კოლოფიდან ვისროლეთ.

შედეგი შემაძრწუნებელია, ამას არ დავიჯერებდი, რადგან შედეგი იყო 31.6 მილიმეტრი 10 მეტრიან დისტანციაზე!!!!

იმავე დისტანციაზე ცოტა გვერდით გავუშვი ჩემი კოლექციიდან CP-ები და მივიღეთ ჯგუფი 13.5 მილიმეტრი.



რაღაც დაუჯერებელი შედეგია, დავიადეთ BHP და ისევ 5 ცალი გავუშვი სამიზნეში, პლიუს ამჯერად სამიზნე გავასწორე, რომ გვერდზე არ წაეღო ტყვიები, მივიღე აი ასეთი შედეგი:



ჯგუფი გამოვიდა 8.6 მილიმეტრი, მართალია სულ რაღაც 10 მეტრია, მაგრამ მაინც სასიამოვნო ციფრი გამოვიდა თან BHP-ით

სამივე ტყვია მე რომ არ მესროლა... ვერ დავიჯერებდი. ვერავინ დამაჯერებდა, რომ CUM-ი ცუდათ მიფრინავს დისკოდან, არ ვიცი ცუდი პარტიაა, ცუდი კოლოფია... ახსნა არ მაქვს, პირადად არაერთი კოლოფი დავცალე და ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ამ ჯერზე....

ჯანდაბას იმავე სამიზნეში კიდევ 5 ტყვია გავუშვი, ოღონდ ამჯერად VANO-ს მოტანილი გერმანული ტყვიები H&N Field Target Troppy. ამჯერად მარჯვენა მხარეს არსებულ 4-იანს ვუმიზნებდი, რომ BHP-ის შედეგში არ აგვრეოდა, შედეგად მივიღე 10.3 მილიმეტრი



მოკლედ არ ვიცი ნიხტ კომენტუს, ყველა ტყვია მიფრინავს Tengo-ს დისკოდან გარდა CUM-ისა.

აგერ ვანიჩკა სწავლობს ნატყვიარებს, რომ დასკვნები დადოს ევრო კომისიის წინაშე smile.gif


შემდგომ გავერთეთ საუბარში და უაზრო სროლაში











მოვახერხეთ ოპტიკიდან ხედების გადაღებაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





ბოლოს 25 მეტრიან დისტანციაზე გაკრული 3 ცალი სამიზნეც მოვხსენით, თუმცა უკვე გემრიელად შებინდებული იყო და ძალიან ცუდად ჩანდა სამიზნეები. ამიტომაც ასეთ პირობებში სროლაზე ჯორჯიკამ უარი თქვა smile.gif







ისე თუ აკვირდებით Tengo-ს დისკოს, მოდერს ხედავთ??? საკმაოდ პაწუა და ამასობაში საკმაოდ ეფექტური მოდერია, მშვენივრად მუშაობს, ერთი ეგაა რომ Tengo-მ მოდერის ის ადგილი რომელიც ლულაზე მაგრდება რეზბისთვის გაამზადა და ამის გამო მოდერი მყარად არ ჯდება ლულაზე (მოდერის სამაგრშია რეზბა მოჭრილი და არა ლულაზე!!!), წამოსვლის წინ ბოლო გასროლა რომ გააკეთა თენგომ, მე რაცხა ხმით არ მომეწონა გასროლა, ისეთი ხმა იყო თითქოს და მოდერს გაედო ტყვია.

მოკელდ მოდერი ეფექტურია, პროსტა დამაგრების სისტემაა შესაცვლელი.

ესეც ექსტრემალური სროლა ბინდში (CP 10.5-იანებით) biggrin.gif



შედეგები შემდეგია:

Power_Vano - 18.3
Ja_Ja - 17.8
Tengo - 26.2

მერხევა ხალხნოუ biggrin.gif ვანო მჩაგრავს, აი რას ნიშნავს დიდიხანია მიზანში რომ არ მისვრია, სულ რაღაც ნახევარი მილიმეტირით გადავრჩი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მოკლედ აქედან მორალი სროლაში ვარჯიში მუდმივი პროცესია და არ არსებობს მიღწეულზე დაკმაყოფილება.

მოკლედ ვიტყოდი ჭირი იქა ლხინი აქა მეთქი, მაგრამ... რა ვთქვა CUM-ზე არ ვიცი, ყველა წაღებული ტყვია იდეალურად მიფრინავდა, მაგრამ აი Tengo-ს CUM-ები კი... 25 მეტრიან დისტანციაზე ეგ CUM-ები არ გვისვრია, მაგრამ სადაც 10 მეტრიანზე 3 სანტიმეტრზე იფანტება, 25 მეტრზე ალბათ არანაკლებ 7-8 სანტიმეტრზე გაიშლებიან....

მოკლედ მთავარი შედეგი ერთია, ვანოც და თენგოც წყნარად არიან, თოფები იდეალური სიჩქარით ისვრიან, ასევე იდეალურად ისვრიან მიზანშიც, უბრალოდ შესაბამისი ტყვიაა საჭირო. biggrin.gif

P.S. თენგოს ალბათ ზურგიდან ვეებერთელა ლოდი მოსძვრა როდესაც თვითონაც და ჩვენც დავრწმუნდით რომ ტყვიები ურევს და არა თოფი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
5 გვერდი V  « < 3 4 5  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (80 - 90)
foxi
პოსტი Jun 21 2010, 03:50 PM
პოსტი #81


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ის არკმარა რომ ჩვენი თაობა სულ შიშით გაიზარდა?! ეხლა ბავშვებიც ესე გავზარდოთ?! ბავშვი თუ აქ შემოდის ზუსტად მაგისთვისაა
ეს ფორუმი.ბავშვობიდან თუ სწორ ინფოს მიიღებს მაგას არაფერი აჯობებს. ვისაც მამაძაღლობაზე უჭირავს თვალი ინეტში ქვეყანა
ინფოა,ასერომ ბუზისგან სპილოს კეთებას მოვრჩეთ და მივუბრუნდეთ სიახლეებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jun 21 2010, 03:59 PM
პოსტი #82


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



foxi
ციტატა(kakha @ 21st June 2010 - 04:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ის არკმარა რომ ჩვენი თაობა სულ შიშით გაიზარდა?! ეხლა ბავშვებიც ესე გავზარდოთ?! ბავშვი თუ აქ შემოდის ზუსტად მაგისთვისაა
ეს ფორუმი.ბავშვობიდან თუ სწორ ინფოს მიიღებს მაგას არაფერი აჯობებს. ვისაც მამაძაღლობაზე უჭირავს თვალი ინეტში ქვეყანა
ინფოა,ასერომ ბუზისგან სპილოს კეთებას მოვრჩეთ და მივუბრუნდეთ სიახლეებს.

აი ამაში ვერ დაგეთანხმებია, ან არასწორად გავიგე შენი პოსტი.
მე პირველრიგში შემს შვილს და არამარტო პირველრიგში მოვუწოდებ და ვასწავლი კანონმორჩილებას.

აი ესაა ის მინუსი რაც ჩვენ ( და უფროს თაობას) არ გაგვაჩნია, ან ნაკლებობას განვიცდით და რის გამოც სანატრელი გვაქვს ევროპული სახელმწიფო
სულ მარტივი, მანქანა არ დადის საქართველოში დღეში რამოდენიმე დარჩვევას რომ არ აკეთებდეს (მათშორის მეც) . ესეთები ვართ ქართველები ბუნებით და ჰაა .....

ამიტომაც ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს კანონის შიში, სხვანაირად სოფელი არ აშენდება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jun 21 2010, 04:07 PM
პოსტი #83


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(bazuka @ 21st June 2010 - 04:59 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აი ამაში ვერ დაგეთანხმებია, ან არასწორად გავიგე შენი პოსტი.
მე პირველრიგში შემს შვილს და არამარტო პირველრიგში მოვუწოდებ და ვასწავლი კანონმორჩილებას.

აი ესაა ის მინუსი რაც ჩვენ ( და უფროს თაობას) არ გაგვაჩნია, ან ნაკლებობას განვიცდით და რის გამოც სანატრელი გვაქვს ევროპული სახელმწიფო
სულ მარტივი, მანქანა არ დადის საქართველოში დღეში რამოდენიმე დარჩვევას რომ არ აკეთებდეს (მათშორის მეც) . ესეთები ვართ ქართველები ბუნებით და ჰაა .....

ამიტომაც ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს კანონის შიში, სხვანაირად სოფელი არ აშენდება


განვავრცოფ: მე მხოლოდ ის დავამოწმე რომ ბავშვებს კიარუნდა დავუმალოთ ინფორმაციები... არამედ მივაწოდოდ სწორი ფორმით.
სწორედ ამაში ვხედავ მე ამ ფორუმის დანიშნულებას. ასე მაგალითად: რატომაც არუნდა იცოდეს ახალგაზრდამ რაარის მოდერი?
როგორ კეთდება? ამას თუ მოვაყოლებთ ჯანსაღ სჯაბაას თავისი კანონების განმარტებებით მემგონი სასიკეთოდ წაადგებათ.

ახლა შევხედოთ ამ ყველაფერს სხვა მხრიდან,ყველაფერი მივაჩუმათოთ,შიშისაგან კაკნკალით სახელები ვუცვალოთ ამა თუ იმ თოფის
ნაწილს.... რამოხდება? მოხდება არასცორი ინფოს ჩანერგვა,ეს კი გამოიწვევს მეტ ინტერესს,ვინაიდან რაც დამალულია უფრო
საინტერესოც არის.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი May 18 2014, 07:41 PM
პოსტი #84


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



ერთი კითხვა მქონდა ,ვთაქვათ 20 თეთრიანის ტოლა მიზანს, ოპტიკით რა მაქსიმალური მანძილიდან შეიძლება გავარტყათ 4.5 კალიბრი შაშხანით , წნევა 1500 პსი?????????????
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 18 2014, 07:59 PM
პოსტი #85


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



პერეფრაზირებას გავუკეთებ შენს კითხვაას ისე როგროც მე მესმის

რა მანძილზე შეიძლება მაქსიმალურად შედეგიანად სროლა 4.5 კალიბრის პნევმატიკიდან ოპტიკის გამოყენებით, ვთქვათ ასე 20-30 მილიმეტრიან ობიექტს რომ მოხვდეს

ამ შემთხვევაში პასუხი იქნება თან საინტერესო თან სასაცილო... დაწყებული 10-15 მეტრიდან დამთავრებული 120-150 მეტრით smile.gif

იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ფაქტორი თამაშობს, ისეთი როგორიცაა ლულა, თოფის საერთო კონსტრუქცია, გარე პირობები როგოიცაა ამინდი და სხვა... საერთოდ ჩემი გადასახედიდან კითხვა საკმაოდ არასწორია. იმიტომ რომ ყველა შედეგი შეჯიბრი და საერთო გათვლები ყოველთვის კეთდება 50 მეტრზე, თუ საუბარია გრძელ ლულიან შაშხანის პრინციპზე მომუშავე იარაღზე

პისტალეტები ეგრევე ჩამოვიყვანეთ 10-15 მეტრზე, შაშხანები კი... ნუ როგორი პონტია იცი ერთი გაარტყა მეორე სტაბილურად ერთი და იგივე შედეგი მიიღო, მაგისთვის კი მინიმუმ 5 ტყვიაა სასროლი ერთი და იგივე წერტილში და მაგ შემთხვევაში 20-30 მილიმეტრიან რგოლში დამიჯერე არც თუ ისე იოლია სროლა, 50-60 მეტრი საკმაოდ ბევრ იარაღს შეუძლია უზრუნველყოს, შემდეგ უკვე ლამის ფრჩხილის ქლიბით დავოდკა რომ უდა აი ეგეთი ტუნინგი ირთვება და არაადეკვატური თანხების ხარჯვა, მაგის მერე შეიძლება მიიღო 100-120 მეტრი...

თუმცა გამოდგომაზეცაა, მე ეგრე ქარხნული ხელუხლებელი DISCOVERY მქონდა რომლითაც 80-100 მეტრზე პინგ-პონგის და ბორძომის ბოთლის ხუფებს მიმდევრობით ვხსნიდი, ანუ ის კი არა რომ ერთი გაარტყი მეორე ააცილე, არამედ მიადგებოდი და მიმდევრობით 5 გასროლით 5 ხუფს მოხსნიდი, ან 10 და ასე შედმეგ, მაგრამ ეგეთი შედეგი სხვა დისკოებზე აღარ შემხვედრია, ნუ მოხდა რა ეგეთი სიტუაცია, დაემთხვა რაღაც ფაქტორები და გაამართლა, აი დანარჩენ შემთXვევაშI კი როცა გაამართლას პონტი არ მუშაობს აურაცხელი ფულის ჩაყრა იგულისხმება.

120 მეტრის მერე, ნუ სუფთა წყლის ლატარიაა, მანდ უკვე იმდენი ფაქტორი ერთვება რომ რავიცი ... მე რაცხა არ მახსენდება ეგეთი თოფი რომ მაგ მანძილზე სტაბილურად აკეთებდეს ჯგუფებს, შანსი არის,, შეიძლება მოარტყა მაგრამ აი სტაბილური განმეორადობა ცოტა არ იყოს ....

მოკლედ პასუხი ასეთია- სასურველია 50 მეტრს ზემოთ იარაღს არ დაუსახო ეგეთი მოთხოვნები smile.gif, ან ძვირად და ძნელად რეალიზებადი მოთხოვნაა, ან რავი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი May 18 2014, 08:57 PM
პოსტი #86


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



კაცო თოფი მაქვს 76სმ ლულით და სუმთლად თავი რომ გავიგიჯო მაგხელა მანძილზე მაგნუმის ტყვიებიც რომ ვესროლო ალბათ ვერ მოვარტყავ მიზანსsmile.gif))))))))
ესეიგი ჯაჯა პისტოლეტები და ამინდი გამოვრიცხოთ,,, გამოდის რომ უდიდესი მნიშვნელი აქვს თვითონ იარაღს თუ როგორი ხარისხით არის გამოშვებული ქარხნიდან,ანუ ერთი და იგივე ადგილას არ მოხვდება ნასროლი ტყვია რაც არ უნდა უზუსტესი ოპტიკა გქონდეს და რაც არ უნდა მაგარი მსროლელი იყო,,
ჩემი იარაღით 50 მეტრში 5-ჯერ ზედიზედ თუ გავარტყი ვთქვათ 20 მმ მიზანს ჩამეთვლება??? superstition.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ikaaa
პოსტი May 18 2014, 11:09 PM
პოსტი #87


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 343
რეგისტრ.: 28-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,502



ციტატა(gocha311 @ 18th May 2014 - 09:57 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
50 მეტრში 5-ჯერ ზედიზედ თუ გავარტყი ვთქვათ 20 მმ მიზანს ჩამეთვლება???



რა ლულა გიყრნია? თუ წესიერი ლულაა თუ სიჩქარე ნორმალური აქვს და სასხლეტს ვთქვათ 8კგ დაწოლა არ უნდა რო გაისროლოს, მაშინ გაარტყავ. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 19 2014, 07:08 AM
პოსტი #88


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gocha311
გოჩა შენ ნამეტანი იოლად უყურებ საკითხს.

ჯერესერთი გამეორებადი შედეგები არის კომპლექტი, ანუ ერთიანობა რამდენიმე ფაქტრის, მაგალითად თოფი, თოფის შესრულეის დონე, ლულა, ოპტიკა, ტყვია, სასხლეტი, მსროლელი, საყრდენი, პოზიცია, გამოცდილება და კიდევ მრავალი რამ

შენ გინდა აიღო მხოლოდ ერთი კომპონენტი და იმით მიიღო შედეგი, არ გამოვა ეგრე საკითხი. ცალცალკე ყველა კომპონენტი მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს და არა საბოლოო შედეგს.

ასე მაგალიტად ოპტიკა რომ აიღო 9 ჯერადი გადიდებით, 12-ით 16-ით 24 ით ან სულაც 32-ით, 40-ით და 50-ით ან 60-ით, აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ოპტიკური სამიზნე არ უზრუნველყოფს ზუსტად მიზანში მორტყმას, ოპტიკა არის იმისათვის რომ შორს არსებული ობიექტი ისე გაჩვენოს თითქოსდა ახლოსააო და გაგიადვილოს უფრო მეტი წვრილმანი დეტალის დანახვა.

მერე უკვე იმის და მიხედვით რამდენად იცი ოპტიკის გამოყენება, რამდენად სწორედ გაქვს გაყენებული, შეგიძლია თუ არა კომპენსირებები გათვალო, ან შეიძლება წინასწარ გქონდეს გათვლილი, აი მხოლოდ მაგის მერე გეხმარება ერთი და იგივე წერტილს მიუშვირო ლულა, მაგრამ ახლა სიტყვაზე ლულა თუ არის გაღუნული ნუ რაც გინდა ახლო მოიტანე სამიზნე, მაინც ვერ გაარტყავ.

თუ ლულა სწორეა, მაგრამ ტყვიებია უვარგისი, სხვადასხვა წონის, დაჭყლეტილი და ასე შემდეგ, მაშინ ყოველ მათგანს ლულიდან გამოფრენისას ექნება სხვადასხვა აეროდინამიკა, შედეგად ყველა სხვაგან გაფრინდება.

თუ ლულა ოპტიკა და ტყვია იდეალურია, მერე უკვე უნდა გაითვალისწინო მთლიანად თოფის კონსტრუქცია, პლიუს სასხლეტი, მაგალითად სპორტულ იარაღებს აქვს ძალიან რბილი და რეზკი სასხლეტი, ანუ პირველ საფეხური მოკლე, გაჩერდა სასხლეტი და თითის ბალიშით გრძნობ მინი წინააღმდეგობას, როგორც წესი ეს არის 50 ან მაქსიმუმ 100 გრამი. ოდნავ მეტ დაწოლას უზრუნველყოფ და მორჩა გასროლა გაკეთებულია

ხოლო შენ თუ სიტყვაზე Norica Dragon-ივით გექნება 11 კილოგრამიანი წინააღმდეგობის სასხლეტი, მაშინ ყოველ მოქაჩვაზე გინდა არ გინდა მთლიანად თოფს მოქაჩავ და ტყვია ყოველთვის წავა მარჯვნივ და ზევით.

და ასე შემდეგ რა, სწორად მიზანში სროლა არის მთელი მეცნიერება და ხელოვნება ერთად გადაჯაჭვული და არა რაღაც ერთი კომპონენტის დათრევა რომელიც კარგადაა გარეკლამებული ან ძვირი ღირს და ვითომ მაგის გამო კარგია smile.gif

აგე იდეალური თოფი მაქვს პრაქტიკულად ვეჩნა გამარჯვებულების სამეულში ვარ ხოლმე, მაგრამ შარშან დამეზარა ლულის გაწმენდა და ვიფიქრე კაი რა უნდა მოხდეს მეთქი და სამეულში კი არა მე-16 ადგილზე გავედი ისეთი საზიზღარი შედეგი მქონდა....

ასე რომ არ არსებობს აი მირჩიეთ თოფი, ოპტიკა ლულა ან რაიმე ერთი კომპონენტი რომ 50 ან 100 მეტრზე 20 მილიმეტრში ვსვა ვეჩნა ტყვიები. ეგ მიიღწევა შემთხვევით, ან აურაცხელი ვარჯიშით, და აურაცხელი ფულის ჩაყრით რომელიც არ განისაზღვრება ასეულობით, არამედ განისაზღვრება ათასეულობით ლარით, ზოგიერთ გამონაკლის შემთXვევაში კი ათეულობით ათასობით ლარით.

დღეს მე რა თოფიც მაქვს მაგი რომ გათვალი თავის ყუთიან ოპტიკიან სამაგრიან და სხვა პრიჩენდალებიანად კი ავა თავისუფლად 9-10 ათასზე. ზოგი მაგ ფასში მანქანას იყიდიდა, მე კიდევ... თან არაერთი თოფი მაქვს ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი May 19 2014, 11:29 AM
პოსტი #89


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



11.gif 11.gif ეპილოგი მომეწონა...

ეე თოფის შესრულების დონე იცი შენ კარგად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სასხლეტი გავსინჯე სასწორით და 2,6 კილოგრამზე ისვრის,,,,,ვფიქრობ რომ პატარა მუშაობის შემდეგ უნდა დაიკლოს კიდე ,გლეხურად რომ ვთქვა მოჯდება რა ცოტა,ანუ 2 კილოზე ჩამოვა,,თავიდან კი ვფიქრობდი აწყობის დროს რომ უფრო მგნობიარე გამეკეთEბინა მარა თან იმის შემეშინდა თვითონ არ დაიწყოს გასროლა მეთქი ,ტურეცკი თოფებივითsmile.gif ,,,ჩემთვის ნორმალურია იქიდან გამომდინარე რომ მაჯაში ძალა მაქ და ბევრი ბრტყელტუჩა (პლოსკო)მაქ დამტვრეული biggrin.gif biggrin.gif
ისე ტყვიებს რომ უზარმაზარი მნიშვნელი აქვს ძველ ზამბარიან თოფზე მაქ გამოცდილი.
მადლობა ჯაჯა ,მოკლედ შენ დაწერილ რამდენ პოსტსაც ვკითხულობ იმდენ საფეხურზე მაღლა ავდივარsmile.gif



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი May 19 2014, 12:09 PM
პოსტი #90


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



მთავარი თემა წავიკითხე, დანარჩენი პოსტები დამეზარა თვალები მტკივა biggrin.gif
ფოქსიმ ახსენა ჩემი თოფიც გასატესტიაო და მეც მინდა დავამატო, რომ ჩემი იარაღიც გასატესტია და ოპტიკა რომ ჩამომივა-აი მანდ წავიდეთ, ზუსტად მაგ ადგილას (მომეწონა, კარგი ადგილია) და გავტესტოთ. არ დამვიწყებია, შედეგებს მაინცდამაინც რომ არ უჯერებდით და იქნებ ეხლა გამოვიდეს რამე smile.gif თან ახალი ოპტიკით მეც მაინტერესებს შედეგების მომზადება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი May 20 2014, 11:42 AM
პოსტი #91


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



ციტატა(ja_ja @ 19th May 2014 - 08:08 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხოლო შენ თუ სიტყვაზე Norica Dragon-ივით გექნება 11 კილოგრამიანი წინააღმდეგობის სასხლეტი, მაშინ ყოველ მოქაჩვაზე გინდა არ გინდა მთლიანად თოფს მოქაჩავ და ტყვია ყოველთვის წავა მარჯვნივ და ზევით.


biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

5 გვერდი V  « < 3 4 5
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 09:58 PM
Hosted by Pro-Service