დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 17.06.2010 იმპროვიზირებული გასვლა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > პლინქი (Plink)
გვერდი: 1, 2
ja_ja
მოკლედ დისკოს თემაში აიწია არნახული საკითხი! დისკო ცუდად ისვრის, ლამის 4 სანტიმეტრიანი ჯგუფია 30 მეტრზე. მაშინ როდესაც მე ვამტკიცებ, რომ დისკო იდეალური თოდია და ეგეთი შედეგი უბრალოდ წამოუდგენელია.

საქმე დაიწყო Tengo-ს დისკოთი, რომელსაც არაფრის დიდებით ნორმალური ჯგუფების გაკეთება არ უნდოდა. დაემატა კიდევ ერთი გარემოება - რუსთავის გასვლისას აღმოჩნდა რამდენიმე დისკო, რომელიც დაბალი სიჩქარით ისროდა. მოკლედ წამოვიდა ყველანაირი თეორიები, მითუმეტეს, რომ Tengo ამბობდა, რომ მსუბუქი ტყვიებით უკეთესი შედეგი მიიღო და .....

მოკლედ ლეგენდების სფეროში ვიყავით, თენგო ტყვიებს აბრალებს ბაზუკა ლულას მე სროლის პოზიციას და შესაძლო დაბალ სიჩქარეს, პლიუს Power_Vano-საც ავკიდეთ იზმენა, რა სიჩქარით ისვრის მისი პოლონელი დისკო და.... მოკლედ შუადღისთვის გარანტირებული დომფხალი იყო. კიდევ კაი თენგომ მომწერა თუ გცალია სიჩქარე რომ გავზომოთო, მეც ოღონდ და რაიმე გამაზომინე - ამაწონინე და... biggrin.gif, პლიუს ჯორჯიკამ გამოთქვა სურვილი შემოერთებაზე....

მოკლედ სამსახურის შემდეგ ჩემს სალთან შევიკრიბეთ მე თენგო ჯორჯიკა და ვანო, მე და ჯორჯიკა თოფების გარეშე, ვანო და თენგო თოფებით. წავიღეთ გრეჩიხის ტომრები და იალაააა ვერის მთაზე biggrin.gif

რავარც იქნა ავედით და ავფოფხდით, ჩამოვჯექით ცნობილ აირგან რეპორტერის მაგიდასთან და....







პატარა მილაგ მოლაგება და ...

აქ ჯორჯიკა ამბობს: - იუ, რას ამბობ, ეი ის გემრიელი კამფეტებია??? biggrin.gif


დავაძრეთ ქრონი და დავიწყეთ პირველი ტესტები, ანუ სიჩქარე რამდენი აქვს დისკოს



რაც ჩვენ დისკოთი ქრონს ვსდიეთ biggrin.gif საქმე იმაშია რომ ქრონს განათება უნდა, რომ ფოტოელემენტმა ტყვია დაადეტექტიროს, მაგრამ როდესაც მთაზე ავედით მოიღრუბლა და მზე დაიმალა, შედეგად ქრონი უარზე იყო რაიმე გამოეანგარიშებინა. რამდენიმე ცდის მერე ლამის იყო ხელი ჩავიქნიე აღარაფერი გამოვა მეთქი და... რას ხედავს ჩემი თვალები, მზის ერთმა სხივმა ღრუბლებიდან მოასწრო გამოჭყეტვა!!!



ვეცით ქრონს სასწრაფოდ მივიტანეთ განათებულ ადგილზე და... Tengo-ს დისკომ ეგრევე ჩაგვახუტა 265.4 მეტრ წამი. დისკო ამ დროს დატენილი იყო 2000PSI-ზე. სანამ დრო იყო ვსინჯეთ Power_Vano-ს დისკოც და იმანაც ეგრევე 265.5 მეტრ წამი გვიჩვენა.

მინდოდა ამ შედეგის გადაღება, მაგრამ მოღრუბლულში, განათებით სურათის გადაღებამ გამოიწვია ის, რომ ფოტოელემენტები ქრონზე გაგიჟდნენ და ფოტოაპარატის განათება ტყვიის გასროლად ჩათვალეს biggrin.gif. იმისათვის, რომ გადაგვეღო ტყვიის სიჩქარე კიდევ რამდენჯერმე ვისროლეთ ვანოს დისკოდან და ბევრი ცდის მერე რავარც იქნა დაიწერა 273.3.

სურათი ცოტა ბანძი გამოვიდა, მაგრამ შედეგი ჩანს



ამ მომენტისთვის ვანოს დისკო იყო სადღაც 1800PSI-ზე ანუ ოპტიმუმზე იყო გასული. სავარაუდოდ Tengo-ს დისკოც იგივეს იზამდა. შედეგად ფაქტი სახეზეა ორივე დისკო მშვენივრად ისვრის, ანუ ისევე კარგად რავარც ჩემი პირველი დისკო. 265-273 არის იდეალური კალიდორი და იდეალური სიჩქარე. მაგრამ ეს მეორე კითხვას ბადებს... კიმაგრამ რაღაზე იძახის Tengo ჩემი დისკო CUM-ებს ცუდად ისვრისო???

სხვა რა გზა გვქონდა, დავაძრეთ სამიზნეები და დავაპირეთ 25 მეტრიან დისტანციაზე მიკრობა, მაგრამ ამ დროს გამახსენდა რომ მუყაოს კოლოფი სახლში დამრჩა და რაზე უნდა მიგვემაგრებინა სამიზნეები??? როგორც ყოველთვის იმპროვიზაცია გადაარჩენს სამყაროს biggrin.gif









ბრიგადირი... უკაცრავად პრეზიდენტი! მკაცრად აკონტროლებს სამიზნეების მიმაგრების პროცესს, შემთხვევით წინასწარ დახვრეტილი სამიზნე, რომ არ იყოს გაკრული biggrin.gif





დააჰა არის სამიზნეები biggrin.gif



სანამ მე ვანო და ჯორჯიკა ამ სამიზნეებს ვაკრავდით თენგომ იქვე მოკლე მანძილზე ხეზე მიაკრა პატარა ქაღალდი (ზომებით ასე 5x5 სანტიმეტრზე) და აპირებდა სროლას (სადღაც 10 მეტრიან დისტანციაზე), რომ გაეგო რატომ არ ისროდა მისი თოფი. მაგრამ როდესაც მოვტრიალდით შემომთავაზე მე გამესროლა.

დავიჭირე თოფი და 5 ცალი ჩემი CP გავუშვი სამიზნეში, ყველა ტყვია ქაღალდს ასცდა და ერთად დაჯდნენ ცოოტათი ძირს და მარჯვნივ. მივედით ვნახეთ ჯგუფი აშკარად არის, მაგრამ ცუდად ჩანს ხის მერქანზე, ამიტომ მივაკარით იგივე ხეს ცოტა დიდი ქაღალდი და tengo-ს თხოვნით ამჯერად გავუშვი 5 ცალი CUM-ი. აქვე დავძენ CUM-ები ჩემი არ იყო, ანუ Tengo-ს რომელ ტყვიებზეც ჰქონდა პრობლემა იმ კოლოფიდან ვისროლეთ.

შედეგი შემაძრწუნებელია, ამას არ დავიჯერებდი, რადგან შედეგი იყო 31.6 მილიმეტრი 10 მეტრიან დისტანციაზე!!!!

იმავე დისტანციაზე ცოტა გვერდით გავუშვი ჩემი კოლექციიდან CP-ები და მივიღეთ ჯგუფი 13.5 მილიმეტრი.



რაღაც დაუჯერებელი შედეგია, დავიადეთ BHP და ისევ 5 ცალი გავუშვი სამიზნეში, პლიუს ამჯერად სამიზნე გავასწორე, რომ გვერდზე არ წაეღო ტყვიები, მივიღე აი ასეთი შედეგი:



ჯგუფი გამოვიდა 8.6 მილიმეტრი, მართალია სულ რაღაც 10 მეტრია, მაგრამ მაინც სასიამოვნო ციფრი გამოვიდა თან BHP-ით

სამივე ტყვია მე რომ არ მესროლა... ვერ დავიჯერებდი. ვერავინ დამაჯერებდა, რომ CUM-ი ცუდათ მიფრინავს დისკოდან, არ ვიცი ცუდი პარტიაა, ცუდი კოლოფია... ახსნა არ მაქვს, პირადად არაერთი კოლოფი დავცალე და ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ამ ჯერზე....

ჯანდაბას იმავე სამიზნეში კიდევ 5 ტყვია გავუშვი, ოღონდ ამჯერად VANO-ს მოტანილი გერმანული ტყვიები H&N Field Target Troppy. ამჯერად მარჯვენა მხარეს არსებულ 4-იანს ვუმიზნებდი, რომ BHP-ის შედეგში არ აგვრეოდა, შედეგად მივიღე 10.3 მილიმეტრი



მოკლედ არ ვიცი ნიხტ კომენტუს, ყველა ტყვია მიფრინავს Tengo-ს დისკოდან გარდა CUM-ისა.

აგერ ვანიჩკა სწავლობს ნატყვიარებს, რომ დასკვნები დადოს ევრო კომისიის წინაშე smile.gif


შემდგომ გავერთეთ საუბარში და უაზრო სროლაში











მოვახერხეთ ოპტიკიდან ხედების გადაღებაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





ბოლოს 25 მეტრიან დისტანციაზე გაკრული 3 ცალი სამიზნეც მოვხსენით, თუმცა უკვე გემრიელად შებინდებული იყო და ძალიან ცუდად ჩანდა სამიზნეები. ამიტომაც ასეთ პირობებში სროლაზე ჯორჯიკამ უარი თქვა smile.gif







ისე თუ აკვირდებით Tengo-ს დისკოს, მოდერს ხედავთ??? საკმაოდ პაწუა და ამასობაში საკმაოდ ეფექტური მოდერია, მშვენივრად მუშაობს, ერთი ეგაა რომ Tengo-მ მოდერის ის ადგილი რომელიც ლულაზე მაგრდება რეზბისთვის გაამზადა და ამის გამო მოდერი მყარად არ ჯდება ლულაზე (მოდერის სამაგრშია რეზბა მოჭრილი და არა ლულაზე!!!), წამოსვლის წინ ბოლო გასროლა რომ გააკეთა თენგომ, მე რაცხა ხმით არ მომეწონა გასროლა, ისეთი ხმა იყო თითქოს და მოდერს გაედო ტყვია.

მოკელდ მოდერი ეფექტურია, პროსტა დამაგრების სისტემაა შესაცვლელი.

ესეც ექსტრემალური სროლა ბინდში (CP 10.5-იანებით) biggrin.gif



შედეგები შემდეგია:

Power_Vano - 18.3
Ja_Ja - 17.8
Tengo - 26.2

მერხევა ხალხნოუ biggrin.gif ვანო მჩაგრავს, აი რას ნიშნავს დიდიხანია მიზანში რომ არ მისვრია, სულ რაღაც ნახევარი მილიმეტირით გადავრჩი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მოკლედ აქედან მორალი სროლაში ვარჯიში მუდმივი პროცესია და არ არსებობს მიღწეულზე დაკმაყოფილება.

მოკლედ ვიტყოდი ჭირი იქა ლხინი აქა მეთქი, მაგრამ... რა ვთქვა CUM-ზე არ ვიცი, ყველა წაღებული ტყვია იდეალურად მიფრინავდა, მაგრამ აი Tengo-ს CUM-ები კი... 25 მეტრიან დისტანციაზე ეგ CUM-ები არ გვისვრია, მაგრამ სადაც 10 მეტრიანზე 3 სანტიმეტრზე იფანტება, 25 მეტრზე ალბათ არანაკლებ 7-8 სანტიმეტრზე გაიშლებიან....

მოკლედ მთავარი შედეგი ერთია, ვანოც და თენგოც წყნარად არიან, თოფები იდეალური სიჩქარით ისვრიან, ასევე იდეალურად ისვრიან მიზანშიც, უბრალოდ შესაბამისი ტყვიაა საჭირო. biggrin.gif

P.S. თენგოს ალბათ ზურგიდან ვეებერთელა ლოდი მოსძვრა როდესაც თვითონაც და ჩვენც დავრწმუნდით რომ ტყვიები ურევს და არა თოფი smile.gif
cz80
მშვენივრად გაგიტარებიათ დრო wink.gif

მაგ CUM-ებით ორივე თოფიდან ისროლეთ და ეგეთი შედეგი მოგცათ ტო?

რა პარტიაა მაგისთანა?
Jah
მშვენიერი გასვლა მოგიწყიათ smile.gif
შედეგებიც კარგია.

ციტატა(cz80 @ 18th June 2010 - 09:01 PM) *
ორივე თოფიდან ისროლეთ და ეგეთი შედეგი მოგცათ ტო?

25 მეტრია.
foxi
ყოველთვის ვიძახი რომ პრაქტიკული სროლა ყველა თეორიებს აქარწ*ლებს. ყოჩაღ მსროლელებს.

ჩემი თოფი დარჩა გასატესტი.
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 18th June 2010 - 09:46 PM) *
ჩემი თოფი დარჩა გასატესტი.

მაიტა მერე სადაა??

ოღონდ გაითვალისწინე სროლას და გატესტვას ქეიფობანა და ტრალი ვალი არ უყვარს, საკმაოდ მოსაწყენი და ერთგვაროვანი პროცესია, მაგრამ მხოლოდ მაგ შემთხვევაში მიიღება შედეგი, დანარჩენ შემთხვევაში ტილაობა და გართობაა smile.gif
foxi
ციტატა(ja_ja @ 18th June 2010 - 10:58 PM) *
მაიტა მერე სადაა??

ოღონდ გაითვალისწინე სროლას და გატესტვას ქეიფობანა და ტრალი ვალი არ უყვარს, საკმაოდ მოსაწყენი და ერთგვაროვანი პროცესია, მაგრამ მხოლოდ მაგ შემთხვევაში მიიღება შედეგი, დანარჩენ შემთხვევაში ტილაობა და გართობაა


საერთოდ არავსვავ! სპორტს მივდევ. სტუმრად რომ იყავით ჩვენ გაცნობის ამბავში ვთქვი სადღეგრძელოები.აუცილებლად
დაგიკავშირდები მალე.აი იორამას ველოდები რამე თოფს ითრევს და ბარემ ერთად დაგადგებით.
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 18th June 2010 - 11:15 PM) *
იორამას ველოდები რამე თოფს ითრევს და ბარემ ერთად დაგადგებით

მაიცა რას ქვია რამე თოფს????
geojorjika
ja_ja
მადლობა smile.gif

მანდ ჩემი ნასროლი აკლია ვანიჩკას დისკოთი smile.gif გაცილებით უკეთესი ჯგუფი იყო smile.gif
ja_ja
geojorjika

სახელი რომ არ ეწერა???

ბლინ.. ვერ გავიგე ვისი ნასროლი იყო ათიანი კი იყო ამოხვრეტილი და საკაიფო ჯგუფი იყო, მარა როდის და რა დისტანციაზე ესროლე???

სამწუხაროდ სამიზნეები უკვე გადავაგდე. ვერც მოვიფიქრე გამეზომა, მაგრამ აშკარად 10 მილიმეტრზე ნაკლები იყო, სადრაც 8 მილიმეტრი იქნებოდა.
geojorjika
ja_ja
აიტ smile.gif ჰო ეგ იყო smile.gif
Davitus
ja_ja

მოდერზეც გადაგეღო სურათები შე კაი აირგანელო biggrin.gif
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 19th June 2010 - 04:22 AM) *
მოდერზეც გადაგეღო სურათები შე კაი აირგანელო

მოდერში ავტორმა დადოს სურათები, მე ხომ არ წავართმევ საავტორო უფლებებს. თუ სურვილი ექნება დადებს ინფოს.
bazuka
სადაც JSB შეიძლება იყოს უვარგისი პარტია სხვაზე რაღატომ გვიკვირს ????
tengo
geojorjika
ციტატა(giorgi @ 19th June 2010 - 12:24 AM) *
მანდ ჩემი ნასროლი აკლია ვანიჩკას დისკოთი გაცილებით უკეთესი ჯგუფი იყო

კი ნამდვილად აკლია, მანძილი 10მ. 5 ტყვია და ათიანი გამოშიგნული.
მე სიხარულისგან, რომ ჩემი ვარაუდი დადასტურდა სულ ბოლოს ვისროლე ,უკვე ბნელოდა ,(სურათზეც ჩანს) პარალაქსიც ვერ გავასწორე და შედეგიც სახეზეა.
ხოლო მოდერზე ვისაც აინტერესებს ,ნახაზს დავდებდი,მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო.ხოლო პირად მისამაქრთზე შემიძლია გამოგიგზავნოთ.
geojorjika
tengo
geojorjika(ეთ)mail.ru აქ გამოუსჰვი დამედავდებ
tengo
geojorjika
ციტატა(giorgi @ 19th June 2010 - 01:58 PM) *
აქ გამოუსჰვი დამედავდებ

კი ბატონო მაგრამ ცოტა დრო მინდა,უნდა დავხაზო და გადავიღო.
tengo
geojorjika
ციტატა(giorgi @ 19th June 2010 - 01:58 PM) *
geojorjika(ეთ)mail.ruაქ გამოუსჰვი დამედავდებ

გაგზავნისას მიწერს,რომ მისამართი არისო არაკორექთული, მე ამ მისამართსე გავაგზავნე geojorjika@mail.ru თუ შენი არაა ვიღაცა მიიღებს.
gregory
ციტატა(tengo @ 19th June 2010 - 03:02 PM) *
გაგზავნისას მიწერს,რომ მისამართი არისო არაკორექთული, მე ამ მისამართსე გავაგზავნე geojorjika@mail.ru თუ შენი არაა ვიღაცა მიიღებს.

მისამართი მაგისია, მაგრამ ეტყობა ისეთი მაგარი რამე გადაუგზავნე, რომ შეეშინდა დადების: ცეერუ, მოსადი, მი 6 და კიდევ ბევრი ნადირობს მაგ ნახაზებზე :D
თუ გინდა გადმოაგზავნე და დავდებ: "მე არაფრის მეშინია: ტანკისტი ვიყავი ომამდე" :D
tengo
gregory
ციტატა(gregory @ 19th June 2010 - 10:28 PM) *
მისამართი მაგისია, მაგრამ ეტყობა ისეთი მაგარი რამე გადაუგზავნე, რომ შეეშინდა დადების: ცეერუ, მოსადი, მი 6 და კიდევ ბევრი ნადირობს მაგ ნახაზებზე biggrin.gif
თუ გინდა გადმოაგზავნე და დავდებ: "მე არაფრის მეშინია: ტანკისტი ვიყავი ომამდე" biggrin.gif

მემგონი შენ იყავი რომ გამოგვაფხიზლე ,მაგის შემდეგ ფრთხილები გავხდით .
geojorjika
მე არაფრის არ მეშინია , მეტანკისტი ვიყავი ომამდე biggrin.gif biggrin.gif
gregory
ციტატა(tengo @ 19th June 2010 - 09:37 PM) *
მემგონი შენ იყავი რომ გამოგვაფხიზლე ,მაგის შემდეგ ფრთხილები გავხდით .


მართალი ხარ კაცო:რას არ იზამს 6 ლიტრი "ნატახტარი" biggrin.gif

თავი V
იარაღის ბრუნვა

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და
ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამდამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;
soxa
geojorjika
ეგ კიდევ საკითხავია ვინ იყავი ომამდე biggrin.gif 24.gif
geojorjika
soxa
მაგი მეც ვიცი ვინც ვიყავი , ამამდე ჯარის კაცი და ომის შემდეგ დეზეერტირი biggrin.gif biggrin.gif
tengo
gregory
ციტატა(gregory @ 19th June 2010 - 10:46 PM) *
მართალი ხარ კაცო:რას არ იზამს 6 ლიტრი "ნატახტარი"

თავი V
იარაღის ბრუნვა

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და
ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამდამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;

კვარტალში ერთხელ მაინც საჭიროა ამ ტექსტის დადება , რომ გვახსოვდეს ყოველთვი თუ რას ითხოვს კანონი ჩვენგან.
gregory
tengo
ასე რომ : "რი ატამი,რა ატამი" და ყველას PM-ში
ja_ja
ახურებთ რა საქმეს, აბა სიჩუმის სახელოსნოში რომ გვიდევს ნამუშევრები და ნახაზები ის რა არის??

კარგით რა სად პნევმატიკა და სად სუპერ უაზრო პარალელები ცეცხლსასროლთან. არც აკრძალულ კალიბრზეა საუბარი და არც აკრძალულ მოწყობილობაზე. მოდერი რომ აკრძალული იყოს მაგნუმში ღიად არ გაიყიდებოდა ჰაცანის და ევანიქსის მოდერები. ასე რომ კანონმორჩილებას მივესალმები, მაგრამ უაზრო შიშებს არა!!!!
gregory
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th June 2010 - 10:22 PM) *
კარგით რა სად პნევმატიკა და სად სუპერ უაზრო პარალელები ცეცხლსასროლთან. არც აკრძალულ კალიბრზეა საუბარი და არც აკრძალულ მოწყობილობაზე. მოდერი რომ აკრძალული იყოს მაგნუმში ღიად არ გაიყიდებოდა ჰაცანის და ევანიქსის მოდერები. ასე რომ კანონმორჩილებას მივესალმები, მაგრამ უაზრო შიშებს არა!!!!

მართალი ხარ, მაგრამ ხომ იცი კანონს როცა უნდა მაშინ დაგიპირისპირებენ.
მაგნუმი თავის თავს მიხედავს... ქალაქში და mymarket-ზე ოხრად იყიდება კასტეტები, ღამის ხედვის ოპტიკა...
უბრალოდ თუ ს.პ.ი.მ.ა -ს ოფიციალური სტატუსი გვინდა რომ მივცეთ, მაშინ "უკანონო ბანდ. ფორმირების" იარლიკის მიწებების უფლება არავის არ უნდა მივცეთ...
ისე ვიცი რომ "გლუშიტელი" როგორც "дульный тормоз-компенсатор" ფორმდებოდა საბაჟოზე
soxa
gregory
თუ მასეა მარადიორზეც შარს მოგვდებენ თუ მოინდომეს? მთლად მასე ცუდად არ უბდა იყოს საქმე
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th June 2010 - 11:22 PM) *
მოდერი რომ აკრძალული იყოს მაგნუმში ღიად არ გაიყიდებოდა ჰაცანის და ევანიქსის მოდერები. ასე რომ კანონმორჩილებას მივესალმები, მაგრამ უაზრო შიშებს არა!!!!

soxa
ციტატა(lasha_74 @ 20th June 2010 - 12:46 AM) *
თუ მასეა მარადიორზეც შარს მოგვდებენ თუ მოინდომეს? მთლად მასე ცუდად არ უბდა იყოს საქმე

მახაზიაში რომ იყიდება ქარხნული წესით დამზადებული სხვაა, მაგრამ შენ კუსტარულად რაღაცა რომ დაამზადო და გაამრავლო სზვადასხვა მიზნებისთვის მაგის უფლება ნაღდად არაგაქვს , მითუმეტეს მოდერის. ნებისმიერი სახის პროდუქციის დამზადებას და გამრავლებას სხვზდსხვა მიზნებისთვის ჭირდება ლიჩენზია,ნებართვა და ასე შემდეგ.
iorama
ციტატა(gregory @ Jun 19 2010, 10:46 PM) *
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;


ა მოჟნა ია სვოიო მნენიე სკაჟუ?

მართალია აქ კონკრეტულად არ არის მითითებული,რომ ეს მოწყობილობა ცეხსასროლ იარაღისთვის განკუთვნილს ეხება,მარა მე მაინც დარწმუნებული ვარ არ ვრცელდება პნევმატურ იარაღზე.

გრიგოლის თქმის არიყოს ორაზროვნადაა დატოვებული.როგორც უნდა ისე შემოატრილებენ რა.


ასევე ვეთანხმები მარადიორზე გამოთქმულ ვარიანტს და დავამატებდი ნიტროს რომელსაც იგივენაირად აღჭურვილი ლულა აქვს
foxi
საინტერესოა,ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ვინმეს პრობლემა შექმნოდეს მოცემულ თემის გარშემო??? არა!თუ ასეა მაშინ
სადო მაზუხიზმთან გვაქვს საქმე. ანუ ჩვენ თვითონ ვქმნით ბუას და ჩვენვე გვეშინია.

ხალხო ამ ქვეყანაში პნევმატური იარაღი იქამდე იქნება კანონმდებლებისთვია "ტირის თოფი", სანამ მისმიმართ სწორი აზრი
არჩამოუყალიბდება ფართო საზოგადოებას.

ვინ უნდა ჩამოუყალიბოს ხალხს სწორი აზრი? და სწორი მიდგომა???, ჩვენ და მხოლოდ ჩვენ! მათ ვისაც სულ ცოტა რამ
მაინც გვესმის ამის შესახებ. ამიტომ უკეთესი ხომარიქნება რომ უფრო მეტი ინფორმატიულობა შევძინოთ ჩვენს მიერ დაწერილ
პოსტებს? მემგონი რაღაც შავ-ბნელი აზრები რომ საშიშია,გადვიჭერენ,ვაი-უი, უფრო მეტ ყურადღებას სწორედ კანონის დამცველე
ბისას მიიპყრობს ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებილსას.
cz80
ციტატა(kakha @ 20th June 2010 - 11:09 AM) *
მემგონი რაღაც შავ-ბნელი აზრები რომ საშიშია,გადვიჭერენ,ვაი-უი, უფრო მეტ ყურადღებას სწორედ კანონის დამცველე
ბისას მიიპყრობს ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებილსას.

იმენნა100% მართალი კაცი ხარ ფოქს smile.gif
foxi
ციტატა(cz80 @ 20th June 2010 - 12:11 PM) *
იმენნა100% მართალი კაცი ხარ ფოქს


friends.gif ასეთ დღეს სახში ზიხარ?
tengo
iorama
ციტატა(iorama @ 20th June 2010 - 11:43 AM) *
ასევე ვეთანხმები მარადიორზე გამოთქმულ ვარიანტს და დავამატებდი ნიტროს რომელსაც იგივენაირად აღჭურვილი ლულა აქვს

foxi
ციტატა(kakha @ 20th June 2010 - 12:09 PM) *
ვინ უნდა ჩამოუყალიბოს ხალხს სწორი აზრი? და სწორი მიდგომა???, ჩვენ და მხოლოდ ჩვენ! მათ ვისაც სულ ცოტა რამ
მაინც გვესმის ამის შესახებ. ამიტომ უკეთესი ხომარიქნება რომ უფრო მეტი ინფორმატიულობა შევძინოთ ჩვენს მიერ დაწერილ
პოსტებს? მემგონი რაღაც შავ-ბნელი აზრები რომ საშიშია,გადვიჭერენ,ვაი-უი, უფრო მეტ ყურადღებას სწორედ კანონის დამცველე
ბისას მიიპყრობს ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებილსას

გნსხვავებულ თემებზე ვსაუბრობთ. ის რაც ნებადართულია და მაღაზიაში იყიდება,მაგის ტარების შიშზე არაა საუბარი.
საუბარია ამ ნივთების კუსტარული წესით დამზადებასა და სხვადასხვა მიზნებისთვის გამრავლებაზე,რაც არ არის ნებადართული და საჭიროებს სპეციალურ ნებართვებს. ხოლო ხასანი და მმარადა რა შუაშია ,იყიდე და ატარე ნოუ პრობლემ.
foxi
განხვავებული მხოლოდ ჩვენი აზრებია მემგონი. თემა კი ერთი. ბევრს აქვს კუსტარული ნავაროტკები სხვადასხვა ნაწილების, მაგრამ
ამის ფართო აფიშირება ხდება მხოლოდ იმიტომ რომ სხვამაც შეძლოს ამით იასრგებლოს.ანუ აქ ხდება ცოდნის გაზიარება ამა თუ იმ
საკითხებში. აი შენ მაგალითად გაქვს თოფზე ის რასაც კარგახანია ბევრი ჩვენთაგანი ვეძებთ.მაგრამ სურვილიც კი არგაგჩენია
გაგვიზიარო. ნუ ეს შენი ნებაა.მაგრამ როცა გამოითქმება გარკვეული ვარაუდები და შიშები იმის შესახებ რომ ეს ცუდია თუ არა,
თხოვნა იქნება უფრო მკაფიოდ ჩამოვყალიბდეთ. თორემ ის კეთილი ხალხიც აღარ გაგვიზიარებს თავის გამოგონებებს.
tengo
foxi
ციტატა(kakha @ 20th June 2010 - 12:36 PM) *
განხვავებული მხოლოდ ჩვენი აზრებია მემგონი. თემა კი ერთი. ბევრს აქვს კუსტარული ნავაროტკები სხვადასხვა ნაწილების, მაგრამ
ამის ფართო აფიშირება ხდება მხოლოდ იმიტომ რომ სხვამაც შეძლოს ამით იასრგებლოს.ანუ აქ ხდება ცოდნის გაზიარება ამა თუ იმ
საკითხებში. აი შენ მაგალითად გაქვს თოფზე ის რასაც კარგახანია ბევრი ჩვენთაგანი ვეძებთ.მაგრამ სურვილიც კი არგაგჩენია
გაგვიზიარო. ნუ ეს შენი ნებაა.მაგრამ როცა გამოითქმება გარკვეული ვარაუდები და შიშები იმის შესახებ რომ ეს ცუდია თუ არა,
თხოვნა იქნება უფრო მკაფიოდ ჩამოვყალიბდეთ. თორემ ის კეთილი ხალხიც აღარ გაგვიზიარებს თავის გამოგონებებს

ნავაროტები დემონსტრაცია სხვა თემაა ,მაგრამ საგნის წარმოება სხვაა ,ჩვენს შემთხვევაში ეს არის ცალკე საგანი,რომლის დამზადება და გამრავლება,თუნდაც აგიტაცია,არაა ნება დართული. თანახმა ვარ სხვადასხვა ფორუმებზე ბევრი რამ არის საინტერესო და აკრძალული თემებიც,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი შეიძლება და ნებადართულია რაც კი ფორუმებზე დევს.
bazuka
როგორც იტყვიან სიფრთხილეს თავი არა სტკივაო.

მითუმეტეს საქმე გვაქვს იარაღთან, ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს ის ტირის ან კისტის თოფი აღარაა. ევროპაში გაცილებით უფრო მეტი შეზღუდვებია ვიდრე ჩვენთან
მარა იქ არიან ისეთები, რომლებიც არღვევენ ამ შეზღუდვებს და აჩქარებენ თავიანთ შაშხანებს.
ჩვენთან რა ხდება, რა ხდება და ხმის ჩამხშობი არის აკრძალული და მორჩა, ასევე აკრძალულია 5.5 კალიბრი, მარა გვინახავს მაღაზიებში, ხომ ასეა??
ჩვენთან კანონდარღვევაა მარადიორის გაყიდვაც, ევანიქსისაც და ჰაცანის მოდერატორისაც, უბრალოდ ეს ჯერ არ იციან, ეგ კიარადა ბევრი უფრო მარტივი რამაც არ იციან.
კანონში ცალსახადაა იარაღის ტიპები მითითებული, სახეობების ჩამონათვალში ერთერთი არის პნევმატური იარაღი, და
აკრძალვა ეხება ყველა ტიპს მათშორის პნევმატურსაც (პირიქით რომ ყოფილიყო ამ აკრძალვას ექნებოდა ქვეპუნქტი)
ამიტომაც ხმის დასახშობი და ღამის დამიზნება არის აკრძალული.

რამდენადაც ვიცი კანადაში შრაუდერიანი იარაღები არ იყიდება და არც ხმის ჩამხშობი მოწყობილობები, იქაც ანალოგიური აკრძალვაა კანონით.

gregory
მართალია bazuka !
პროვოცირებას ნუ გავუკეთებთ მავანს...
ისე კი
ციტატა(bazuka @ 20th June 2010 - 03:28 PM) *
ჩვენთან კანონდარღვევაა მარადიორის გაყიდვაც, ევანიქსისაც

კანონდარღვევა არაა:

4. შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს შეძენიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციას საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

და კლასიფიკაცია რა არის სპორტული, სანადირო და საპლინკაო დ ასშ პნევმატური იარაღი ჯერ კანონით განსაზღვრული არაა smile.gif
gregory
მითუმეტეს, პოსტები: "წამოდით ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილას ახალი მოდერ... გავსინჯოთ", მგონი საფრთხილოა: სულ უბრალო "ლეიტენანტმა" რომ მოინდომის მოსვლა? მერე რას შვებით? მინიმუმ თოფს დაემშვიდიბეთ და მაქსიმუმ ფუი,ფუი,ფუი...
dawiti
qaravani


გერმანული სანადირო ცეცხლსასროლი შაშხანები.
ცეცხლმაქრით, (ასევე კომპენსატორით და ხმის შემცველით) ცვლადი კონდახით. შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ოპტიკური თუ ლაზერული სამიზნის დაყენება

ეს როგორ გასვიგოთ? აგერ ქარავანი ყიდის ამ ყველაფერს თანაც ცეცხსასროლ იარაღზე.

P.s. აი კიდევ ერთი http://mymarket.ge/product_info.php?type_i...oduct_id=711437
tengo
daviti
ციტატა(daviti @ 20th June 2010 - 06:14 PM) *
გერმანული სანადირო ცეცხლსასროლი შაშხანები.
ცეცხლმაქრით, (ასევე კომპენსატორით და ხმის შემცველით) ცვლადი კონდახით. შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ოპტიკური თუ ლაზერული სამიზნის დაყენება

ეს როგორ გასვიგოთ? აგერ ქარავანი ყიდის ამ ყველაფერს თანაც ცეცხსასროლ იარაღზე.

მერ რა ყველაფერი იყიდება ,მაგრამ შესაბამისი ნებართვებიაა საჭირო.
dawiti
თუ კანონით აკრძალულია მაშინ რატომ იყიდება?
ja_ja
gregory
tengo
bazuka
მართალია ეს ის თემა არაა სადაც უნდა იხილებოდეს შესაბამისი საკითხი, მაგრამ...

მემგონი ჩვენ დასავლური წესით ვცხოვრობთ და არა რუსულით, რამდენადაც ვიცი რუსული იურისპრონდენცია არის შემდეგი ქვეტიპის:
- ყველაფერი აკრძალულია, ისიც კი რაც ნებადართულია.

სულ რამდენადაც ვიცი არის 3 ტიპის იურისპროდენცია, რუსული უკვე ვახსენე, არის კიდევ ფრანგული:
- ყველაფერი ნებადართულია, ისიც კი რაც აკრძალულია

და ჩვენთან მოქმედი პრინციპი, ანუ გერმანული პრინციპი
- ყველაფერი ნებადართულია რაც აკრძალული არ არის.

აქედან გამომდინარე სად წერია რომ აკრძალულია პნევმატიკაზე რაიმე მაგდაგვარი??? ცალსახად კანონში გამოყოფილია რომ პნევმატიკური იარაღი ცალკე თემაა და არც რეგისტრაციას ექვემდებარება და ვაბშე ტვინს ნუ გვიბურღავთო smile.gif

მოკლედ ეს არის ყველას პირადი საქმე. მე მაგალიტად არ მიმაჩნია დამალვად რაიმე იმ ინფორმაციისა რასაც ასე თუ ისე ინტერნეტში მოიძიებს ადამიანი, რაღა სხვაგან იპოვოს და პადვალში ჩუმად მეგობრებს გაუზიაროს, ბარემ აგერაა და განვიხილოთ.

ეს ბაასი მაგონებს ერთხელ მარეგულირებელის სხდომას რომ დავესწარი ინტერნეტ დომენების რეგულირებასთან დაკავშირებით. მაშინ დომენების ებარა SANET-ს და კერძოდ მის აღმასრულებელ დირექტორს (ერთი მაგის დედაც ჯეკ კვარი ვერ გავიხსენე), მოკლედ ეგ ტიპი ინტერნეტ განვითარების მაგივრად ინტერნეტ ტორმუზირებას აწვებოდა, ვისაც უნდოდა დაურეგისტრირებდა დომენს, ვისი სახელის მოეწონებოდა გაუწელავდა საქმეს და პრობლემებს უქმნიდა რომ მერე თვითონ დაეთრია, იყო ფაქტი როდესაც რამდენიმე მომხმარებელი მოატყუა შენამდე შემოიტანა სხვამ განაცხადი და ამიტომაც შენ ვეღარ დაგირეგისტრირებო (giga.ge იყო ეგეთი დომენი, შეიძლება ეხლაც არის)...

მოკელდ რატომ მოვაყოლე ახლა ეს ამბავი, იმ შეხვედრაზე ვითომ და შებრძოლება უნდოდათ ამ ტიპთან და აყალიბებდნენ წესებს თუ როგორ შეიძLებოდა და რომელი ნომენური სახელების დარეგისტრირება შეიძლებოდა. იცით რას იძახდა იქ შეკრებელი სულით ბებერი სასტავი:
- არ უნდა მივცეთ უფლება პორნოგრაფიული დომენის რეგისტრაციის
- ვეუბნები და აგერ გაქვს ქართული პოსტო საიტები პროსტა GE-ს მაგივრად COზონაშია, იმათ რას უშვებით მეთქი? სტრაუსის პოზას ვიყენებთქო? ყურებს მიღმა გაუშვეს

მეორე გამოდის:
- არსებითი სახელების რეგისტრაციის უფლება არ უნდა ჰქონდეთო, მაგალიტად msxali.ge უნდა ავკრძალოთო.... და ასე შემდეგ.

მოკლედ ან თავს ვიტყუებს ჩვენთან არ ვდებთ ინფოს, ვითომ და არ არსებობს, თუნდაც დამზადება, თუ მაღაზიაში ყიდვა შემიძლია რა?? მაგალითად შემიძლია ვინტის ყიდვა და მისი დამზადებაც, მერე რა???

ან მეორე სიტუაციას ვაწყდებით, ვიცით რომ არსებობს, ვიცით რომ იოლია დამზადება, ვიცით ინფო სხვა საიტებიდან, მაგრამ ჩვენ ისეთი სპეტაკი ხალხი ვართ რომ არ დავდებთ. არსებობს ფაქტია და პირადად მე მახატია საიდან გაიგებს კონკრეტული ტიპი რომ პორნოგრაფია არსებობს, COm დომენი იქნება თუ GE, იგივე ეხება მოდერსაც და ნებისმიერ სხვა მოწყობილობასაც.
Power_VANO
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th June 2010 - 07:54 PM) *
SANET-ს და კერძოდ მის აღმასრულებელ დირექტორს (ერთი მაგის დედაც ჯეკ კვარი ვერ გავიხსენე)

კაშია, გიორგი კაშია biggrin.gif მაგის სახელს რა დამავიწყებს biggrin.gif ქართული ნეტის პირველი დამსამარებელი biggrin.gif
gregory
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 20th June 2010 - 07:20 PM) *
კაშია, გიორგი კაშია მაგის სახელს რა დამავიწყებს ქართული ნეტის პირველი დამსამარებელი

რამდენი წლის ხარ რომ გახსოვს? biggrin.gif
ალბათ ნარინაც გემახსოვრება: ერთერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო მის კომპანიაში( ჯერ კიდებ BBS სისტემის დროიდან) smile.gif

ja_ja
რავიცია აბა მე ჩემი ვთქვი მხოლოდ და პანიკიორობაში ჩამეთვალა biggrin.gif
foxi
ეეეხ მე აქ იმიტომ გავწევრიანდი რომ ჭკვიანი ხალხის აზრი მაინტერესებს.თუ ასე გაგრძელდა ეს ფორუმი სამასხარაო ფიტულად
გადაქცევის რეალური კანდიდატი გახდება. სადაც ასეთ რამეებს ვნახავთ: მაქვს 20 ლარი მინდა ვიყიდო კისტის თოფი,ისეთი რომ
პოლიციამ არ დამიჭიროს. ან ასეთი:ვისროლე ჩემი თოფით ტირში, ჯგუფები გადასარევი იყო.... ათასი ბალამუტი კიდევ.

მშიშარა კაცი დღეში 3 ჯერ კვდება. ხომ არის ნათქვამი? საინტერესოა სად უნდა ვისაუბროთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე?
თუარა ამ ფორუმზე???! ან იქნებ ასეთია ქურდი კაცის ბედი, მოგუდულათ,სადმე პადვალში გვემღერა?

ერთი სიტყვით მე მომხრევარ იყოს სააშკარაოზე გამოტანილი საინტერესო თემები,თუარა და ყველანაირ აზრს კარგავს ჩემთვის
ეს საიტი.
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th June 2010 - 07:54 PM) *
აქედან გამომდინარე სად წერია რომ აკრძალულია პნევმატიკაზე რაიმე მაგდაგვარი??? ცალსახად კანონში გამოყოფილია რომ პნევმატიკური იარაღი ცალკე თემაა და არც რეგისტრაციას ექვემდებარება და ვაბშე ტვინს ნუ გვიბურღავთო

მოკლედ ეს არის ყველას პირადი საქმე. მე მაგალიტად არ მიმაჩნია დამალვად რაიმე იმ ინფორმაციისა რასაც ასე თუ ისე ინტერნეტში მოიძიებს ადამიანი, რაღა სხვაგან იპოვოს და პადვალში ჩუმად მეგობრებს გაუზიაროს, ბარემ აგერაა და განვიხილოთ.

ინტერნეტით შეიძლება თითქმის ყველა ინფო მოძიო,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ შეგიძლია აწარმოო და ამრავლო ესა თუ ის ნივთი,კი ბატონო აიღე სათანადო ნებართვები და აკეთე რაც გინდა. შეიძლება ეხლა ამას სათანადო ყურადღება არ ექცევა,მაგრამ საკმარისია პატარა ნაპერწკალი და მერე გადაიქცევა კოცონად და მისი ჩაქრობა ძნელი იქნება. ამიტომ არ გვინდა ფეხებზე დაკიდება ვიყოთ ფრთხილად,გრიგორიმ კარგ დროს გამოგვაფხიზლა მე მას 100%-იტ ვეთანხმები ,ეს მაგის მოწოდებაა,ჩემი კიარა.
ja_ja
tengo
ნუ მაშIნ მოდი ასე ვისაც უნდა იბაასებს, ვისაც არა არ იბაასებს smile.gif

მოდი ცოტახნით მოდერი გადავდოთ და.... ძალიან მაინტერესებს, ვთვქვათ პნევმატიკის კოლოფი რომ გავაკეთო გრეხია? ან ჩახმახი, ან დგუში, ან რედუქტორი, ან რვიანი ან რაიმე ნებისმიერი სხვა რამ?? მე კანონები ვიცი, ნუ დამიკოპირებთ თავიდან, მე მაინტერესებს თქვენი სუბიექტური აზრი.

ჩემის ღრმა რწმენით არის ზღვარი რომლის იქეთ გადაბიჯებაც არ შეიძლება და არის ზღვარი რომლემდე მისვლას სავალდებულოა. წინნაღმდეგ შემთხვევაში FOXY-ს მიერ ნაწინასწარმეტყველები ჭაობი გარანტირებულია!

საქმე იმაშია რომ ზუსტად ეგეთი მიდგომა იყო GUNS.GE-ზე, მე პირადად აიმიტომ დავახვიე იმ ფორუმიდან (ათასში ერთხელ შევდივარ) რომ სწორედ ეგეთი სუპერ შიშები იყო ყველაფერზე და ვინტზე რეზბის მოჭრაზეც ვეჩნა იწეოდა ერთიდ ა იგივე, არიქა არავინ გაგვიგოს, ავოე რეებს წერ...

ხალხნო ცეცხლსასროლზე არ ვსაუბრობთ, მე პირადად არ მინდა რომ ეს ფორუმი იგივე ბალოტა გახდეს. ღმერთმა დამიფაროს.
gregory
ციტატა(kakha @ 20th June 2010 - 07:51 PM) *
ერთი სიტყვით მე მომხრევარ იყოს სააშკარაოზე გამოტანილი საინტერესო თემები,თუარა და ყველანაირ აზრს კარგავს ჩემთვის
ეს საიტი.

ეხლა უკვე მე საფრთხე შევუქმენი ფორუმს smile.gif
foxi
რავქნა ძმაო მე იურიდიული პირი ვარ და მეტად ვიცავ თავს! თქვენ კი გააგრძელეთ, მაგრამ რჩევაა: ხომ არის დახურული თემები და იქsmile.gif (დარწმუნებული ვარ პაროლს მოგაწოდებენ biggrin.gif
Power_VANO
gregory
ციტატა(gregory @ 20th June 2010 - 08:38 PM) *
რამდენი წლის ხარ რომ გახსოვს?
ალბათ ნარინაც გემახსოვრება: ერთერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო მის კომპანიაში( ჯერ კიდებ BBS სისტემის დროიდან)

19-ის მხოლოდ smile.gif

არა, ნარინა არ ვიცი, მაგრამ კაშიას ღრმა ბავშვობიდან ინტერნეტის "ბუად" აღვიქვამდი biggrin.gif

ციტატა(ja_ja @ 20th June 2010 - 09:01 PM) *
ხალხნო ცეცხლსასროლზე არ ვსაუბრობთ, მე პირადად არ მინდა რომ ეს ფორუმი იგივე ბალოტა გახდეს. ღმერთმა დამიფაროს.

+1. აირსოფტიც პნევმატიკაა, რომელიც გარეგნულად ცეცხლსასროლის რეალური ასლია, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერზე ღიად საუბარი, დამზადება და ა.შ. მოსულა. პნევმატიკაა ჩვენი "ჰარდ" პნევმატიკაც და ჩემი ღრმა რწმენით, იგივე რვიანის, ჩახმახის, სასხლეტის და ა.შ. დამზადება არაა კანონდარღვევა.


+ კანონში წერია "სროლის დამხშობიო" biggrin.gif მე სროლის ხმის დამხშობი ვიცი, სროლის დამხშობი რაა? ლულაზე წინ რამე უკეთდება რომ ვერ ისროლო? biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.