გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 26.06.2010 გასვლა ინ თჰე ქესალო!, ანუ El Ninio Del Gato
ja_ja
პოსტი Jun 27 2010, 11:16 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჰოო თემებს სათაურებს ვაძლევ ნუ იტყვი რომ, მოგინდეს ვეღარ იპოვი biggrin.gif

მოკლედ ასე იყო თუ ისე, მოიდა შაბათი, შესაბამის თემაში დაიწყო აბა რა ვქნათ სად გავიდეთ რა გავაკეთოთ... დამასწრო ატეხვა CZ-მ, თუმცა მაგას ვინ რას დაასწრებს smile.gif მერე მივყევი მე, დავტყუეთ დავითუსს გასვლა და ჯორჯიკაც შემოგვიერთდა. აბა სად გავიდეთ სად და... გადავწყვიტეთ სადმე ქალაქ გარეთ გავსულიყავით.

შეიარაღებაში 2 დისკო 2 მარადიორი, პლიუს პატარა ტექნიკური პრიბამბასები, ნუ იდეაში მანძილმზომი (თუმცა ელ-კვება დაცლილი იყო და ბატარეა გზად ვიყიდეთ). აქვე დავძენ, რომ გზად ვიყიდეთ პაწა საჭმელი და ცოტა წყალი, ეს უკანასკნელი საკმაოდ მწვავედ ვიგრძენით biggrin.gif იმიტომ, რომ დავარღვიეთ პრინციპი, მინიმუმ კაცზე 1 ლიტრი წყალი. კი ვიყიდეთ 8 ლიტრიანი ბახმაროს წყალი, მაგრამ სიცხეში უბრალო წყლის დალევა რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა, აი მინერალური წყალი კი.... მოკლედ ცოტა წავიღეთ და ვინანეთ

მოკლედ ასე იყო თუ ისე გავედით აღმოსავლეთისკენ, გავცდით რუსთავს, გავცდით მარნეულს და... და ჩვენს ნავიგატორ და მამოძრავებელ ძლას ბატონ დავითუსს გზა აერია biggrin.gif იქ არ შევუხვიეთ სადაც გეგმავდა, იძულებული გახდა უკან მობრუნებულიყო და ძირითად გზაზე დაბრუნებულიყო, მაგრამ ამ დროს ჩვენ გზის პირას არსებულ ხეებზე რაღაც დავინახეთ....



ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად მინახია biggrin.gif მწვანე ხეების კენწეროზე მოზრდილი შავი ნაყოფი ესხა biggrin.gif ნუ ჩვენ მანიაკებს სხვა რა გვინდოდა. მორიდება და ხალხის დაფრთხობა ვის გაახსენდა...

ვეცით კამერას, ვაჩერებთ ჩეზეს, ერთი იძახის ესროლე, მეორე არ ესროლო, მესამე იღებს, მეოთხე მანქანიდან ვერ გადმოდის, მოკლედ ჩვენ იქ საცოდაობაში ვიყავით biggrin.gif

მარა შავ კარდინალებს ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდათ. ჩეზემ ვერ მოითბინა და გავარდა პირველი ტყვია, აიშალა ხე და გაშავდა ცა biggrin.gif



ისე გამოსული ქალაქელი რუხი კარდინალებისგან განსხვავებით (ერთი დღეს დილით აივნიდან ავაყირავე ვესტერნის სტილში, ნათელი დაადგეს მის მჩხავანა ფრთებს biggrin.gif) ეს შავები ჯერ არ იცნობენ ადამიანს, მიჩვეული არიან, ძირს ხალხი რაცხას თოხნის ესენი კი ზემოდან ატრაკებენ და ვერავინ ვერაფერს ვერ ეუბნება. ამიტომაც ჩეზეს პირველ გამაზულ გასროლაზე კი აიშალენ, მაგრამ იმავე ხეზე დაიწყეს დაჯდომა



ჰაერში 80% ტრიალებდა მარა დანარჩენი 20% იქეთ აქედან ისევ ხეებზე ჯდებოდა, როგორც გაირკვა ბინათმშენებლობა ჰქონიათ იმ ხეზე, ალბათ უკანონოდ აივნების გაფართოებაზე ჩალიჩობდნენ და ჩაყრილი ფულის მიტოვეა არ უნდოდათ.

ასე იყო თუ ისე, წავიდა მეორე გასროლა მესამე და...



სხვათაშორის ჩავიწერეთ სადღაც 5 ვიდეო ფაილი მარა რათ გინდა biggrin.gif შედეგი ნოლია, ოპერატორი სხვა ყვავს უყურებს, მსროლელი სხვას, მეორე მსროლელი მანქანას წრეებს ურტყავს, ცვივა ხეებიდან საახალწლო სათამაშოები მარა კამერაში მგონი ერთი მოხვდა შემთხვევით biggrin.gif

მოკლედ აგერაა ეს გაუგებრობა, გთავაზობთ მხოლოდ ერთ ვიდეოს, რომ გაიგოთ რამდენად უაზრო იქნებოდა დანარჩენი ვიდეოები დამედო ან მათ დაჭრა გაკერვაზე მეჩალიჩა, ცარიელი ნერვების დაწყვეტაა



ბოლოს ყვალა გადმოვლაგდით მანქანიდან და ვისაც რომელი ყვანჩო მოეწონებოდა იქეთ ისროდა. დისტანცია საშუალოდ 50 მეტრი, ყვანჩოებიც მიმართავდნენ თავდაცვის მეთოდებს, ანუ ტყვიაგაუმტარ ტოტებს ეფარებოდნენ, მაგრამ მათი ბრონირებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებდა შედეგად ეს უბედურები ცვიოდნენ ვითარცა გადამწიფებული კარალიოკები... ან ლეღვები, რავიცი ვისაც რა უფრო მოგწონთ წარმოსადგენად biggrin.gif



პირველი აურზაურისა და მოსავლის ჩამოყრის შემდეგ დავითუსმა ყანებიდან პირველი მოსავალი გამოიტანა, აღმოჩნდა კაი 6 ცალი შავი ინდაური, კიდევ ჩამოვყარეთ და კიდევ დაემატე, ბოლოს მეც მომიწია ერთერთი მოსავლის ასაკრეფად გასვლა და ის ის იყო 5 ცალი ავაგროვე, უკან მობრუნებას ვაპირებდი, რომ საზიზღარმა დავითუსმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა გართობისთვის, აიღო და კიდევ ერთ მფრინავ ჯიხვს ჩაახუტა 10.5 გრანი, ამ დროს მწიფე კარალიოკი ძირს მოფრინავს, მე მოსავალს ვაგროვებ, ის ის იყო შევტრიალდი და ზურგს უკან.... კაიხანია დავიწყებული მქონდა რა ხმით ებერტყება ეს ლამაზი არსება, თან ვიცანი, თან გამიხარდა, თან გადავწყვიტე წამომეყვანა და ჩქარა გამოვცილებოდი ხეს, რომ შემდეგი ნაყოფი მე არ დამცემოდა ნისკარტ მომართულ მდგომარეობაში biggrin.gif

პირველი მონადირების შედეგის დროს გადავიღეთ აი ეს:



მარა რა ვიცოდით რომ კიდევ გავაგრძელებდით, შედეგად გადავიღეთ აი ეს სურათები ვიდეო კოლაჟის გარეშე



დავამატეთ თოფები





დავამატეთ მსროლელი, რომელმაც მისივე თქმით ამ ყვავიდან ვერცერთს ვერ გაარტყა, ასე რომ ჩავთვალოთ მასშტაბისთვისაა ჯორჯიკა აქინე biggrin.gif



და ბოლოს დავემატე მე



აქ ჩემს სახელზე სულ 2 ცალია, ნაწილი დავითუსის სახელზე და ძირითადი მასა სისხლისმხმელ CZ80-ზე biggrin.gif იმედია გუშინ გული მოიოხრე და 1 კვირის მარაგი ადრენალინი დახარჯე. სულ გამოვიტანეთ 16 ყვანჩო, თუმცა მინდორში ბუჩქებზე და ხეებზე კიდო დარჩა ასაგროვებელი.

სხვათაშორის ყველა გამვლელი მანქაა პირდაღებული გვიყურებდა, რას აკეთებენ აი აბდალა ქალაქელებიო smile.gif

სხვათაშორის ფოტო სესიების დამთავრების შემდეგ, გამოჩნდა ადგილობრივი მაცხოვრებელი, აუღწერელი ბედნიერი სახით (ამ დროს ჩვენ ნადავლს ცელოფნის პაკეტში ვალაგებდით), აშკარად ვერ ხვდებოდა თუ რისი მეშვეობით ჩამოიყარა ეს ფრინველები, მაგრამ აინტერესებდა, პატარა გამოკითხვის შემდეგ, ჩვენი მაცხოვრეელი გაემართა იმ ხის ძირს სადაც ძირითადი მასა იყო ჩამოყრილი, სავარაუდოდ იმ იმედად, რომ რამდენიმე თვითონ დაეთრია ერთი ორი ჩამოგდებული ნაყოფი. აი რათ უნდოდა ეგ უკვე მეორე საკითხია. ჩვენ კი ვხუმრობდით, რომ შაკიკის სამკურნალო მაზია გასაკეთებელი ამ ნადავლიდან, განსაკუთრებით კი ფასობს ყვავის ახლად მოხდილი ქონი.

ეს შაყირი ბოლოს CZ-ს ისე მოეწონა, რომ უკან დაბრუნებისას სერიოზულად განიხილავდა ყვავის ქონის გაყიდვას Mymarket.ge-ზე, მაინც ყველანაირი ნაგავი დევს მაგ საიტზე და რაც მთავარია იყიდება და ყვავის ქონი რატომ არ უნდა გაიყიდოს biggrin.gif, გამოჩნდება ვინმე შავი მაგი რომელსაც დიდი მოთხოვნა ექნება შავი ყვავის ქონზე biggrin.gif

ამ ნადირობის მერე გავაგრძელეთ ჩვენი შაბათის გასეირნება თუმცა ეს უკვე მეორე საკითხია და ამ თემის გაგრძელებას მხოლოდ დახურულ განყოფილებაში ვიხილავთ, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ვეღარ მოვასწრებ დადებას, ალბათ ხვალ დავდებ, ან დღის განმავლობაში ან საღამოს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   26.06.2010 გასვლა ინ თჰე ქესალო!   Jun 27 2010, 11:16 PM
- - iorama   ჯაჯა გენაცვალე,რუს...   Jun 27 2010, 11:42 PM
- - geojorjika   მადლობა ჯაჯ როგორ...   Jun 27 2010, 11:44 PM
- - Davitus   iorama მარნეულს არ მი...   Jun 27 2010, 11:45 PM
- - iorama   კარგად გაგიჯაზები...   Jun 28 2010, 12:14 AM
- - giga_st   მალადცი არლი! მივ...   Jun 28 2010, 12:34 AM
- - foxi   ყოჩაღ. ხო კიდევ დიდ...   Jun 28 2010, 01:09 AM
- - Der Rote Baron   საღოლ ბიჭებო კარგა...   Jun 28 2010, 03:31 AM
|- - Jah   ნუ მე ჩუმად ვარ გას...   Jun 28 2010, 07:57 AM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 28th June 2010 ...   Jun 28 2010, 09:00 AM
- - giga_st   ჯაჯა საიდან ჩითავ ...   Jun 28 2010, 09:29 AM
- - norica_dragon   ამხელა მსხვერპლი ჯ...   Jun 28 2010, 10:19 AM
- - bazuka   ვააახ, ჩემი თოფი მა...   Jun 28 2010, 10:37 AM
- - ja_ja   norica_dragon ციტატა(Avto @ 28th...   Jun 28 2010, 10:38 AM
- - parna   მაგარია თფუი მუღა...   Jun 28 2010, 10:50 AM
- - Power_VANO   ყოცაღ, ყოჩაღ, კარგი ...   Jun 28 2010, 11:08 AM
- - ja_ja   parna ციტატა(parna @ 28th June 2...   Jun 28 2010, 11:28 AM
|- - parna   ციტატა(ja_ja @ Jun 28 2010, 08...   Jun 28 2010, 08:31 PM
- - Pate   თემას ძაან მაგარი ...   Jun 28 2010, 08:35 PM
- - iorama   გაფიცებთ,პატრულს ა...   Jun 29 2010, 01:42 AM
- - Davitus   iorama ჩვენ ბატონო, მო...   Jun 29 2010, 04:09 AM
- - ja_ja   Pate ციტატა(Pate @ 29th June 201...   Jun 29 2010, 11:54 AM
- - Pate   რომელი ტყვიებით ნა...   Jun 29 2010, 04:34 PM
- - Der Rote Baron   მშვენიერი სახელი ა...   Jun 30 2010, 12:48 AM
- - tdtemo   გამარჯობათ, ახალი ...   Jan 13 2012, 06:55 AM
|- - geojorjika   ციტატა(tdtemo @ Jan 13 2012, 07...   Jan 13 2012, 08:02 AM
- - ja_ja   tdtemo მანდ ორი თოფი იყ...   Jan 13 2012, 11:37 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:04 PM
Hosted by Pro-Service