დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 26.06.2010 გასვლა ინ თჰე ქესალო!
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > მავნე ცხოველთა რაოდენობის რეგულირება (Pest Control)
ja_ja
ჰოო თემებს სათაურებს ვაძლევ ნუ იტყვი რომ, მოგინდეს ვეღარ იპოვი biggrin.gif

მოკლედ ასე იყო თუ ისე, მოიდა შაბათი, შესაბამის თემაში დაიწყო აბა რა ვქნათ სად გავიდეთ რა გავაკეთოთ... დამასწრო ატეხვა CZ-მ, თუმცა მაგას ვინ რას დაასწრებს smile.gif მერე მივყევი მე, დავტყუეთ დავითუსს გასვლა და ჯორჯიკაც შემოგვიერთდა. აბა სად გავიდეთ სად და... გადავწყვიტეთ სადმე ქალაქ გარეთ გავსულიყავით.

შეიარაღებაში 2 დისკო 2 მარადიორი, პლიუს პატარა ტექნიკური პრიბამბასები, ნუ იდეაში მანძილმზომი (თუმცა ელ-კვება დაცლილი იყო და ბატარეა გზად ვიყიდეთ). აქვე დავძენ, რომ გზად ვიყიდეთ პაწა საჭმელი და ცოტა წყალი, ეს უკანასკნელი საკმაოდ მწვავედ ვიგრძენით biggrin.gif იმიტომ, რომ დავარღვიეთ პრინციპი, მინიმუმ კაცზე 1 ლიტრი წყალი. კი ვიყიდეთ 8 ლიტრიანი ბახმაროს წყალი, მაგრამ სიცხეში უბრალო წყლის დალევა რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა, აი მინერალური წყალი კი.... მოკლედ ცოტა წავიღეთ და ვინანეთ

მოკლედ ასე იყო თუ ისე გავედით აღმოსავლეთისკენ, გავცდით რუსთავს, გავცდით მარნეულს და... და ჩვენს ნავიგატორ და მამოძრავებელ ძლას ბატონ დავითუსს გზა აერია biggrin.gif იქ არ შევუხვიეთ სადაც გეგმავდა, იძულებული გახდა უკან მობრუნებულიყო და ძირითად გზაზე დაბრუნებულიყო, მაგრამ ამ დროს ჩვენ გზის პირას არსებულ ხეებზე რაღაც დავინახეთ....



ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად მინახია biggrin.gif მწვანე ხეების კენწეროზე მოზრდილი შავი ნაყოფი ესხა biggrin.gif ნუ ჩვენ მანიაკებს სხვა რა გვინდოდა. მორიდება და ხალხის დაფრთხობა ვის გაახსენდა...

ვეცით კამერას, ვაჩერებთ ჩეზეს, ერთი იძახის ესროლე, მეორე არ ესროლო, მესამე იღებს, მეოთხე მანქანიდან ვერ გადმოდის, მოკლედ ჩვენ იქ საცოდაობაში ვიყავით biggrin.gif

მარა შავ კარდინალებს ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდათ. ჩეზემ ვერ მოითბინა და გავარდა პირველი ტყვია, აიშალა ხე და გაშავდა ცა biggrin.gif



ისე გამოსული ქალაქელი რუხი კარდინალებისგან განსხვავებით (ერთი დღეს დილით აივნიდან ავაყირავე ვესტერნის სტილში, ნათელი დაადგეს მის მჩხავანა ფრთებს biggrin.gif) ეს შავები ჯერ არ იცნობენ ადამიანს, მიჩვეული არიან, ძირს ხალხი რაცხას თოხნის ესენი კი ზემოდან ატრაკებენ და ვერავინ ვერაფერს ვერ ეუბნება. ამიტომაც ჩეზეს პირველ გამაზულ გასროლაზე კი აიშალენ, მაგრამ იმავე ხეზე დაიწყეს დაჯდომა



ჰაერში 80% ტრიალებდა მარა დანარჩენი 20% იქეთ აქედან ისევ ხეებზე ჯდებოდა, როგორც გაირკვა ბინათმშენებლობა ჰქონიათ იმ ხეზე, ალბათ უკანონოდ აივნების გაფართოებაზე ჩალიჩობდნენ და ჩაყრილი ფულის მიტოვეა არ უნდოდათ.

ასე იყო თუ ისე, წავიდა მეორე გასროლა მესამე და...



სხვათაშორის ჩავიწერეთ სადღაც 5 ვიდეო ფაილი მარა რათ გინდა biggrin.gif შედეგი ნოლია, ოპერატორი სხვა ყვავს უყურებს, მსროლელი სხვას, მეორე მსროლელი მანქანას წრეებს ურტყავს, ცვივა ხეებიდან საახალწლო სათამაშოები მარა კამერაში მგონი ერთი მოხვდა შემთხვევით biggrin.gif

მოკლედ აგერაა ეს გაუგებრობა, გთავაზობთ მხოლოდ ერთ ვიდეოს, რომ გაიგოთ რამდენად უაზრო იქნებოდა დანარჩენი ვიდეოები დამედო ან მათ დაჭრა გაკერვაზე მეჩალიჩა, ცარიელი ნერვების დაწყვეტაა



ბოლოს ყვალა გადმოვლაგდით მანქანიდან და ვისაც რომელი ყვანჩო მოეწონებოდა იქეთ ისროდა. დისტანცია საშუალოდ 50 მეტრი, ყვანჩოებიც მიმართავდნენ თავდაცვის მეთოდებს, ანუ ტყვიაგაუმტარ ტოტებს ეფარებოდნენ, მაგრამ მათი ბრონირებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებდა შედეგად ეს უბედურები ცვიოდნენ ვითარცა გადამწიფებული კარალიოკები... ან ლეღვები, რავიცი ვისაც რა უფრო მოგწონთ წარმოსადგენად biggrin.gif



პირველი აურზაურისა და მოსავლის ჩამოყრის შემდეგ დავითუსმა ყანებიდან პირველი მოსავალი გამოიტანა, აღმოჩნდა კაი 6 ცალი შავი ინდაური, კიდევ ჩამოვყარეთ და კიდევ დაემატე, ბოლოს მეც მომიწია ერთერთი მოსავლის ასაკრეფად გასვლა და ის ის იყო 5 ცალი ავაგროვე, უკან მობრუნებას ვაპირებდი, რომ საზიზღარმა დავითუსმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა გართობისთვის, აიღო და კიდევ ერთ მფრინავ ჯიხვს ჩაახუტა 10.5 გრანი, ამ დროს მწიფე კარალიოკი ძირს მოფრინავს, მე მოსავალს ვაგროვებ, ის ის იყო შევტრიალდი და ზურგს უკან.... კაიხანია დავიწყებული მქონდა რა ხმით ებერტყება ეს ლამაზი არსება, თან ვიცანი, თან გამიხარდა, თან გადავწყვიტე წამომეყვანა და ჩქარა გამოვცილებოდი ხეს, რომ შემდეგი ნაყოფი მე არ დამცემოდა ნისკარტ მომართულ მდგომარეობაში biggrin.gif

პირველი მონადირების შედეგის დროს გადავიღეთ აი ეს:



მარა რა ვიცოდით რომ კიდევ გავაგრძელებდით, შედეგად გადავიღეთ აი ეს სურათები ვიდეო კოლაჟის გარეშე



დავამატეთ თოფები





დავამატეთ მსროლელი, რომელმაც მისივე თქმით ამ ყვავიდან ვერცერთს ვერ გაარტყა, ასე რომ ჩავთვალოთ მასშტაბისთვისაა ჯორჯიკა აქინე biggrin.gif



და ბოლოს დავემატე მე



აქ ჩემს სახელზე სულ 2 ცალია, ნაწილი დავითუსის სახელზე და ძირითადი მასა სისხლისმხმელ CZ80-ზე biggrin.gif იმედია გუშინ გული მოიოხრე და 1 კვირის მარაგი ადრენალინი დახარჯე. სულ გამოვიტანეთ 16 ყვანჩო, თუმცა მინდორში ბუჩქებზე და ხეებზე კიდო დარჩა ასაგროვებელი.

სხვათაშორის ყველა გამვლელი მანქაა პირდაღებული გვიყურებდა, რას აკეთებენ აი აბდალა ქალაქელებიო smile.gif

სხვათაშორის ფოტო სესიების დამთავრების შემდეგ, გამოჩნდა ადგილობრივი მაცხოვრებელი, აუღწერელი ბედნიერი სახით (ამ დროს ჩვენ ნადავლს ცელოფნის პაკეტში ვალაგებდით), აშკარად ვერ ხვდებოდა თუ რისი მეშვეობით ჩამოიყარა ეს ფრინველები, მაგრამ აინტერესებდა, პატარა გამოკითხვის შემდეგ, ჩვენი მაცხოვრეელი გაემართა იმ ხის ძირს სადაც ძირითადი მასა იყო ჩამოყრილი, სავარაუდოდ იმ იმედად, რომ რამდენიმე თვითონ დაეთრია ერთი ორი ჩამოგდებული ნაყოფი. აი რათ უნდოდა ეგ უკვე მეორე საკითხია. ჩვენ კი ვხუმრობდით, რომ შაკიკის სამკურნალო მაზია გასაკეთებელი ამ ნადავლიდან, განსაკუთრებით კი ფასობს ყვავის ახლად მოხდილი ქონი.

ეს შაყირი ბოლოს CZ-ს ისე მოეწონა, რომ უკან დაბრუნებისას სერიოზულად განიხილავდა ყვავის ქონის გაყიდვას Mymarket.ge-ზე, მაინც ყველანაირი ნაგავი დევს მაგ საიტზე და რაც მთავარია იყიდება და ყვავის ქონი რატომ არ უნდა გაიყიდოს biggrin.gif, გამოჩნდება ვინმე შავი მაგი რომელსაც დიდი მოთხოვნა ექნება შავი ყვავის ქონზე biggrin.gif

ამ ნადირობის მერე გავაგრძელეთ ჩვენი შაბათის გასეირნება თუმცა ეს უკვე მეორე საკითხია და ამ თემის გაგრძელებას მხოლოდ დახურულ განყოფილებაში ვიხილავთ, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ვეღარ მოვასწრებ დადებას, ალბათ ხვალ დავდებ, ან დღის განმავლობაში ან საღამოს.
iorama
ჯაჯა გენაცვალე,რუსთავს თუ გაცდით,მარნეულს როგორ მიადექით? biggrin.gif

შტოტო უ ვას ს ნავიგაციეი biggrin.gif
geojorjika
მადლობა ჯაჯ smile.gif როგორც ყოვეთვის შესანიშნავი რეპორტია smile.gif
Davitus
iorama


მარნეულს არ მივადექით, მეორე ქესალოს გადასახვევთან იყო ეგ ამბავი
iorama
კარგად გაგიჯაზებიათ აი. ყოჩაღთ ბიჭებს. ეხლა აქ ხალხი არ არის თვარა ხვალ ნახეთ რა ამბავი ატყდება biggrin.gif
giga_st
მალადცი არლი! მივახრჩე ეს აბდალა დასკვნა რავარც იქნა და მომავალ შაფათ კვირას იმედია ამის მსგავსი იქნება რამეsmile.gif
foxi
ყოჩაღ. ხო კიდევ დიდი მადლობა,იმისთვის რომ რუსთავი გაიარეთ და კეთილი მოგონების ამბავში არც მე და არც იორამა არგაგხსენე
ბიათ! ცნობისათვის ბატონებო თქვენს მიერ მონადირებული ფრინველები ყორანია და არა ყვავი.ეს უკანასკნელი არგამოირჩევა ისეთი
ვე სიფრთხილით და საზრიანობით როგორც ყვავი.

რეპორტი კარგი გამოგივიდა ჯაჯა.გართობაც ისეთი გამოგსვლიათ რომ უსაბრთხოება საერთოდ დაგავიწყდათ.დღისით ზედ ცენტრა
ლურ ტრასაზე ისეთი ხოცვა ჟლეტვა აგიტეხიათ.საღოლ.
Der Rote Baron
საღოლ ბიჭებო კარგად გინადირიათ, მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწიილს biggrin.gif

ციტატა(ja_ja @ Jun 28 2010, 01:16 AM) *
ეს შაყირი ბოლოს CZ-ს ისე მოეწონა, რომ უკან დაბრუნებისას სერიოზულად განიხილავდა ყვავის ქონის გაყიდვას Mymarket.ge-ზე

lol2.gif lol2.gif უუუჰაჰაჰაააააააა lol2.gif
Jah
ნუ მე ჩუმად ვარ გასვლის არსზე biggrin.gif კაცია და გუნება... ანუ კარგად თუ გაერთეთ მიხარია...
მაგრამ ეს ფორუმი, ანუ "ფორუმის გასვლები" რომ შევქმენი განყოფილებაში "სპორტული სროლა პნევმატიკით",
ცოტა სხვანაირად წარმომედგინა მაგის შინაარსი biggrin.gif
თხოვნა მაქვს Ja_Ja-სთან, გიო იქნებ შექმნა "ნადირობა პნევმატიკით" -ში ფორუმი სახელად "სანადირო გასვლები"...
და იქ დაიყაროს ასეთი გასვლების რეპორტები... ან რაც უფრო სწორად მიმაჩნია ესეც შეიქმნას, ანუ ზემოდ რაც დავწერე, და მანდ რეალური ნადირობის გასვლები იყოს.
და კიდევ ერთი ფორუმი გააკეთე "Pest Control"-ში, აი სწორად ამ რეპორტის ადგილი სადაც უნდა იყოს...
რა ვიცი თუ არა ვარ მართალი მითხარით wink.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 28th June 2010 - 08:57 AM) *
ნუ მე ჩუმად ვარ გასვლის არსზე კაცია და გუნება... ანუ კარგად თუ გაერთეთ მიხარია...

რა ვქნა ბატონო სპორტულ გასვლას არ დაადგა საშველი და ასეთ გასვლებში სპორტული ბირთვი ნაკლებია, მინიმუმ აღჭურვილობაა საჭირო, და შედარებით მოწყობილი ადგილი, თორე მინდორში მხოლოდ თოფით გინდა არ გინდა პლინკაობას იწყებ.

არ დაადგა საშველი არც BR-ს და არც FT-ს, მინდა სულით და გულით მარა ნეტუ smile.gif

რაც შეეხება გადატანას და ახალ განყოფილებას, მივხედავ.
giga_st
ჯაჯა საიდან ჩითავ ამ თემების დასახელებეებს ერთ 7 - ჯერ წავიკითხე უკვე smile.gif სპორტული გასვლა მე მაინტერესებს დავგეგმოთ ან შაბათი ან კვირა და წავიდეთ. მე ორივე მაწყობს, თან ადგილებიც დავზვეროთ.
norica_dragon
ამხელა მსხვერპლი ჯერ არ მინახავს biggrin.gif (ვგულისხმობ აირგანით ნადირობას საქართველოში biggrin.gif )
საღოლ ძაან მაგრად გნადირიათ smile.gif

გუშინ ოჯახთან ერთად მეც გავაპიკნიკე ჟინვალისკენ და იქაც მქონდა შანსი რო რამოდენიმე ყორანი დამეგორებინა მაგრამ სისხლისღვრას მოვერიდე და მხოლოდ მიზანში სროლას დავჯერდი biggrin.gif

ისე მეც შევამჩნიე რო ყორნები ფრთხილები საერთოდ არ არიან, იმხელა სროლა მქონდა ატეხილი და ლამის სამიზნის გვერზე ჯდებოდნენ biggrin.gif
ხო მართლა არც ისე ძნელი ყოფილა 20 მილიმეტრიანი ჯგუფების გაკეთება როცა დაწოლილ მდგომარეობაში ისვრი 50 მეტრზე, ტან ცოტა ნიავი იყო. დაიცა ჩამოვიდეს ახალი ოპტკა biggrin.gif
bazuka
ვააახ, ჩემი თოფი მარტში ჩამომივიდა და მასმერე ტირი ტირის გავკივი და ვერავინ ვერ დაგძარით sad.gif




რაც შეეხება ამ გასვლას კარგად გართობილხართ და კარგადაც გისიამოვნიათ, საღოლ თქვენ smile.gif
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 28th June 2010 - 11:19 AM) *
ხო მართლა არც ისე ძნელი ყოფილა 20 მილიმეტრიანი ჯგუფების გაკეთება როცა დაწოლილ მდგომარეობაში ისვრი 50 მეტრზე, ტან ცოტა ნიავი იყო. დაიცა ჩამოვიდეს ახალი ოპტკა

აჰააა, უკვე დაიქოქა და გვემუქრება. smile.gif, მერე რას ისროდი ხეზე მიყუდებული მდგომარეობიდა? აკი გითხარი ეგრე არ გამოგივა მეთქი არაფერი, ნადირობა სხვაა და მიზანში სროლა სულ სხვაა.
parna
მაგარია თფუი მუღამში ჩავარდი sad.gif 30.gif

CZ vampire.gif
Power_VANO
ყოცაღ, ყოჩაღ, კარგი გასვლა გამოგსვლიათ smile.gif)
ja_ja
parna
ციტატა(parna @ 28th June 2010 - 11:50 AM) *
მაგარია თფუი მუღამში ჩავარდი

მერე შეეშვი სმას და კლუჩების ტრიალს smile.gif

დარჩით ჩვენთან ეს .... (© მეორე არხი)
parna
ციტატა(ja_ja @ Jun 28 2010, 08:28 AM) *
parna

მერე შეეშვი სმას და კლუჩების ტრიალს smile.gif

დარჩით ჩვენთან ეს .... (© მეორე არხი)

mega_shok.gif ვეცდები sad.gif
Pate
თემას ძაან მაგარი სახელი აქ რა biggrin.gif
iorama
გაფიცებთ,პატრულს არ გამოუვლია? მე ეგ ვირები შუა ტყეში მადგებიან ხოლმე biggrin.gif
Davitus
iorama

ჩვენ ბატონო, მობილიზებული სპეც დანაყოფი ვიყავით, ჩვენივე რაზვეტკა გვყავდა და "პლან ბე-ც" გვქონდა smile.gif
ja_ja
Pate
ციტატა(Pate @ 29th June 2010 - 02:42 AM) *
თემას ძაან მაგარი სახელი აქ რა

სტანდარტული სახელები ყელში არ ამოგივიდათ? გასვლა იქ, გასვლა ამ თარიღში.... ცოტაოდენ განსხვავებულია, მაგრამ რომ დაგჭირდეს მოძებნა მომენტალურად გაგახსენდება რაცხა სტრანნი სახელი ჰქონდაო
Pate
რომელი ტყვიებით ნადირობდით?
Der Rote Baron
მშვენიერი სახელი აქვს თემას!
tdtemo
გამარჯობათ, ახალი ვარ ამ ფორუმზე. თემაში ნაჩვენებ ვიდეოში რა პნევმატურ თოფს იყენებთ ყვავების დასახოცად? და რა ჯდება ასეთი თოფი ყველაფრიანად))
geojorjika
ციტატა(tdtemo @ Jan 13 2012, 07:55 AM) *
გამარჯობათ, ახალი ვარ ამ ფორუმზე. თემაში ნაჩვენებ ვიდეოში რა პნევმატურ თოფს იყენებთ ყვავების დასახოცად? და რა ჯდება ასეთი თოფი ყველაფრიანად))


Benjamin Marauder -ია ვიდეოში და თუ არ ვცდები სადღაც 1000$ ჯდება ნასოსიან ოპტიკიანად
ja_ja
tdtemo
მანდ ორი თოფი იყო გამოყენებული Benjamin Discovery და Benjamin Marauder-ი, ორივე თოფის ლინკიც დაგიგდე თუ გაინტერესებს გადახედე თემებს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.