გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> FT - ანუ Field Target, რა, როგორ, როდის
ja_ja
პოსტი Jun 30 2012, 09:40 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი





Field Target - ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო და სახალისო შეჯიბრი პნევმატური იარაღის მოყვარულთათვის. ძირითადი შინაარსი არის რამდენად მოახერხებთ ღია ცის ქვეშ თქვენი თოფის მეშვეობით სანადირო შესაძლებლობების გამომჟღავნებას. სანადირო არსებებში მოისაზრება წვრილი ფრინველები და ცხოველები. კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტი ეს არის ქართან მუშაობა, მაგალითად მიწის ზედაპირთან სულ სხვა ნაკადი უბერავს, ვიდრე მიწის ზედაპირიდან 2-3 მეტრში - ბრიტანეთში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, ამიტომაც, ლამის ბავშვობის ასაკიდან ხდება ყურადღების გამახვილება სხვადასხვა მიმანიშნებლებზე. როგორც ხვდებით თავიდან FT-ს იდეა ჩაისახა ბრიტანეთში, მოხდა ეს ბედნიერება გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში.



შეჯიბრი თავიდან სულაც არ ჰგავდა იმას რა სახითაც დღეს იგი წარმოგვიდგება. თავდაპირველად FT იყო BR-ის ნაირსახეობა. უბრალოდ მსაჯი სხვადასხვა დისტანციებზე დებდა პატარა ქაღალდის სამიზნეებს, ქაღალდზე დახატული პატარა ცხოველის პროფილით და ჩვეული ბადით, შუაში რა თქმა უნდა 10-იანი იყო მოხაზული. მსროლელები გამოდიოდნენ პოზიციაზე, უნდა განესაზღვრათ ოპტიკის მეშვეობით სამიზნემდე მანძილი გამოეთვალათ საჭირო ცვლილებები და უნდა გაეკეთებინათ გასროლა, მსაჯი აგროვებდა სამიზნეებს, ითვლიდა ქულებს და ბოლოს დიდი ზარ ზეიმით აცხადებდა გამარჯვებულს. ასე გაგრძელდა 1- მაქსიმუმ 2 წელი, რადგან ამ ახლად შექმნილ შეჯიბრს, უფრო სწორედ კი სახალისო შეხვედრას, რომელზეც ხალხი ერთმანეთს იცნობდა, აცნობდა თავის იარაღს საზოგადოებას, თვითონ რაღაც ახალს იგებდა და პლიუს თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებდა.... მოკლედ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ამ შეჯიბრმა, რომ 1 წლის თავზე 1 და 2 მსაჯი უკვე მონაწილეების შედეგების დათვლას და მინდორზე წინ და უკან სირბილს ვეღარ აუდიოდა smile.gif



შედეგად იმავე 80-იანი წლების შუა პერიოდში ჩნდება ახალი უფრო სახალისო გართობა, უფრო სწორედ მოდიფიცირებული FT შეჯიბრი. განახლებულ ვარიანტში მსაჯი აღარ დარბოდა მინდორზე, მსროლელები კი ქაღალდებს აღარ ესროდნენ, არამედ ესროდნენ რკინის ფიტულებს რომელსაც ჰქონდა თავისი სასიკვდილო ზონა, თუ მსროლელი ამ სასიკვდილო ზონაში მოარტყავდა ფიტულს, ის იქცეოდა დამახასაითებელი რკინის დეტალების ტყლაშუნის ხმით. დათვლის სისტემაც უმალ გამარტივდა ყოველი წაქცეული მიზანი არის 1 ქულა, ხოლო აცილება, ან ფიტულში მორტყმა ისე რომ ის არ იქცევა არის ნოლი ქულა.


ძირს მოყვანილია სამიზნის მუშაობის პრინციპი და ფორმები




სხვადახვა ზომის სასიკვდილო ზონის ჩამოსაცმელი





სამიზნეების პრინციპი უცებ ჩამოყალიბდა, მაგრამ ძირითადი ნიაუნსი როგორიც იყო ისე დარჩა, შინაარსი დაიყვანება იმაზე თუ რამდენად სწორედ მუშაობს მსროლელი ოპტიკასთან, ქართან, ბუნებრივ პირობებთან... ასე მაგალითად მჯდომიარე პოზიციიდან სულ სხვანაირად ისვრი, ფეხზე დამდგარის დროს, ოდნავი ნიავიც რომ გაჩნდეს და სამიზნე დიდ დისტანციაზე იყოს, ეს ავტომატურად კორექტივებს შეიტანს სროლაში. მაგალითად ბრიტანეთში ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ქარზე დიდი აქცენტირება იყო გაკეთებული, სამიზნეების 60 პროცენტი განთავსებული იყო მაღალ ადგილებში და წყლის პირას. ერთი შეხედვით დიდი რა პრობლემა ესაა, მაგრამ წყლის პირას ყოველთვის არის, ჰაერის მასების მოძრაობა ისევე როგორც სიმაღლეზე, თქვენ ძირს იმყოფებით და ვერ აკონტროლებთ მაღლა მოძრავ ჰაერის ნაკადს...








ასევე სპეციალურადაა მოფიქრებული 1 სამიზნეზე 1 წუთი, და ათვლა იწყება მაშინ როგორც კი მსროლელი ოპტიკაში გაიხედება. შედეგად გაიხედეთ და მიზანში მოსახვედრად ტოტი გიშლით ხელს... გინდათ გვერდზე გადაჯდომა... კიბატონი გადაჯექით, ისე რომ კარებს არ გასცდეთ, მაგრამ დროს არავინ აჩერებს... ამიტომაც გამოცდილი მონაწილეები, პირდაპირ კარებთან არ ჯდებიან, ჯერ აკვირდებიან ადგილს, გონებაში წარმოისახავენ ტრაექტორიას, ხელის შემშლელ ადგილებს, და მხოლოდ ამის მერე ჯდებიან კარებთან. თუმცა ეს ყოველთვის არ ამართლებს და გამოცდილი ორგანიზატორების ხელში ხანდახან საკმაოდ რთული პირობებია ხოლმე შექმნილი. ასე მაგალითად ბრიტანული FT და HFT ყველაზე რთულ შეჯიბრებად ითვლება. რთულ გარემოს მხოლოდ ორგანიზატორები არ ქმნიან, ტრადიციულად ბრიტანული ლანდშაფტი და ის პირობა რომ მთელი ბრიტანეთი ერთი დიდი კუნძულია რომელსაც გოლფსტრიმი ათბობს და შედეგად ჰაერის მასების გადაადგილებას იწვევს ავტომატურად ართულებენ პირობებს, ამას ემატება ბრიტანეთისთვის დამახასიათებელი ნისლი, წვიმა და...





რაც შეეხება გამოყენებულ იარაღს, შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პნევმატური იარაღის მფლობელს, ზოგიერთ ქვეყანაში ცალ-ცალკე კლასებადაა გამოყოფილი ზ.დ.პ და წ.დ.პ (PCP), ზოგან არა. პრაქტიკულად შეზღუდვა არაა იარაღის მოდიფიკაციაზე, კონდახის ფორმაზე, ამერიკის გარდა პრაქტიკულად არსად აი იზღუდება ოპტიკური სამიზნის ჯერადობა, მაგრამ არსად არ დაიშვება ოპტიკურ სამიზნეში ინტეგრირებული მანძილმზომი, ლაზერული მიმანიშნებელი და სხვა ამდაგვარი მოწყობილობა, რაც გაგიმარტივებთ მანძილის გამოთვლას, მხოლოდ ოპტიკის პარალაქსის გასწორებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.....

ამ შეჯიბრების სახეობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ჰპოვა გავრცელება (მარტო ბრიტანეთში 10 000 დარეგისტრირებული მოყვარულია, დანარჩენ მსოფლიოზე აღარაფერს ვამბობ) იმავე 80-იანებში ბრიტანეთში იქმნება პირველი ფილდ ტარგეტინგის ასოციაცია (BFTA) და აყალიბებს წესებს. მოგვიანებით ისევ ბრიტანეთში იქმნება მსოფლიო ფილდ ტარგეტინგის ფედერაცია (WFTF) რომელიც დღემდე საერთაშორისო წესებს აყალიბებს. ყველა შეჯიბრი ამ წესების მიხედვით მიმდინარეობს თუ საქმე მსოფლიო ჩემპიონატებს ეხება.









მაგრამ ფილდ ტარგეტინგის წესები საკმაოდ ლმობიერია და საშუალებას აძლებს ლოკალურ წარმომადგენლობებს და კლუბებს თავიანთ შეჯიბრებებზე გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. ასე მაგალითად 1987 წელის ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ კი შტატ ფლორიდაში ჩატარდა პირველი შეჯიბრება ამერიკელებისთვის FT-ში. ინტერესი იმხელა იყო რომ შეჯიბრების დამთავრებისთანავე შეიქმნა ამერიკული ასოციაცია AAFTA (ამერიკის ასოციაცია საველე პირობებში პნევმატიკური იარაღიდან სროლაში). ამერიკულ წესებში მაგალითად არ არის აკრძალული სპორტული ტყავის ქურთუკები და შარვლები, მუხლებზე ჩამოსაცმელი პოზიციის გასამაგრებელი ღვედები, და სპორტული ხელთათმანები, მაშინ როდესაც ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი კატეგორიულად იკრძალება.

გაგიკვირდებათ მაგრამ ამერიკის ასოციაცია, კიდევ სხვა კურიოზულ წესებს შეიცავს, მაგალითად არის ცალკე გამოყოფილი ზ.დ.პ კლასი, რომელშიც იარაღის შეზღუდვა მისი ენერგეტიკით კი არ ხდება, არამედ მისი ფასით ხდება... აკრძალულია შეჯიბრში მონაწილეობა ისეთი ზ.დ.პ კლასის იარაღით რომელის ფასიც 600$-ზე ნაკლებია. არ დაიშვება ოპტიკური სამიზნეები 20x ჯერადობაზე მეტი, თუ მეტი ჯერადობის გაქვთ მაშინ ოპტიკა უნდა დააყენოთ ნიშნულზე 20x.

მოკლედ ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა რომელიც თავის ვარიანტში ატარებს შეჯიბრებებს, რაც ამერიკელ სპორცმენებს ხელს უშლის მაშინ როდესაც ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე იწყებენ გამოსვლას. აქ უკვე ქამრები და სამოსი აკრძალულია (მიჩვეული სიმყარე უცებ ქრება და მხოლოდ საკუთარ სხეულზე ხარ დამოკიდებული), ოპტიკის ჯერადობა შეზღუდული არაა (ამასობაში ამერიკელებს პატარა ჯერადობის ოპტიკები აქვთ და აგებენ ევროპელებთან მიმართებაში) და შეიძლება მსროლელს 50$-იანი თოფიც კი ჰქონდეს. ამის გამო ამერიკელი TF-ს მოყვარულები აპროტესტებენ თავიანთ წესებს და მოითხოვენ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ საერთაშორისო წესებს. სხვათა შორის AAFTA-ც ხვდება რომ რაღაც შესაცვლელია, ამიტომაც 2010 წლიდან ნელ-ნელა შემოიღო ორმაგი წესები, ლოკალური შეჯიბრები ტარდება 2 კლასში, მსოფლიო სტანდარტებით და ლოკალური წესებით.



მუხლებზე და წელზე ჩამოცმული გასამყარებელი ღვედი


ეს არ არის ერთადერთი ქვეყანა რომელიც თავის ნიუანსებს ამატებს TF-ს შეჯიბრებებს, ასე მაგალითად FT საზოგადოებას 90-იანი წლებიდან უერთდება გერმანია თავისი საშინელი კანონებით. შედეგად ლოკალური შეჯიბრებები ტარდება იარაღით რომელის ენერგეტიკაც არ აღემატება 7,5 ჯოულს. მაგრამ ამასობაში აქვთ ცალკე კლასი მათთვის ვისაც აქვს ლიცენზია ძლიერი იარაღის გამოყენებაზე და აქ ჩნდება საოცარი კალიბრი... ნებადართულია იარაღის გამოყენება 6,35 კალიბრამდე... ასეთი ნიუანსი სხვა ქვეყნებში არ გვხვდება. ცოტა არ იყოს ძნელია წარმოიდგინო სამიზნე 6.35 მილიმეტრიანი ტყვიის მოხვედრის შემდეგ, ხშირად 5.5 კალიბრი აზიანებს საშინლად სამიზნეს, ალბათ ამიტომაცაა შემოღებული წესი, იარაღის მაქსიმალური ენერგეტიკა 25 ჯოული. ასეთ პირობებში კი 6.35 მილიმეტრს აზრი ეკარგება და ამიტომაც უმეტესობა ამჯობინებს 4.5 კალიბრს.

კიდევ ერთი კურიოზული ქვეყანა ეს არის პოლონეთი - სულ რაღაც 7-8 წლის წინ ამ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია იყო ხრახნლულიანი პნევმატიკა. შეიძლებოდა მხოლოდ გლუვ ლულიანი პნევმატიკის ქონა, და ისიც იმდენად რთული გაფორმების პროცედურასთან იყო დაკავშირებული რომ ქვეყანაში პნევმატიკა საერთოდ არავის არ გააჩნდა. ამასობაში ირგვლივ არის, არაერთი მშვენიერი ქვეყანა რომელსაც ვეებერთელა ტრადიცია გააჩნია პნევმატური იარაღის წარმოებაში (მაგალითად გერმანია, ჩეხეთი), ნელ-ნელა პოლონელებიც მოიწამლენ ამ საქმით, შექმნეს თავიანთი ფედერაცია და კანონმდებლებთან ერთად დაიწყეს მუშაობა, შედეგად მოახერხეს, და კანონები დღეს იმდენად შეიცვალა რომ შეშურდება გერმანიასაც და ბრიტანეთსაც. პოლონელებმა თავიანთი ეშხიც შემოიტანეს FT შეჯიბრში, ასე მაგალითად პოლონელები ერთადერთი ქვეყანაა სადაც 15 მილიმეტრიან სამიზნეებს იყენებენ ყველაზე დიდ შესაძლო დისტანციაზე (საუბარია 25 მეტრზე).

ასე თუ ისე შეჯიბრების ამ ტიპმა ნელ-ნელა დაიპყრო მსოფლიო, ჩააღწია ისეთ შორეულ ქვეყანაშიც კი როგორიცაა სამხრეთ აფრიკა...




2010 წელს უნგრეთში ჩატარებული შეჯიბრის ვიდეო მასალა.
არ დაიბნეთ, თავიდან ბევრი მონაწილე ერთად სწორ ხაზზე რომ ისვრის ეს არის მისასროლი ადგილი, სადაც მსროლელები ამზადებენ/ამოწმებენ თავიანთ თოფებს და ოპტიკებს


ფილდ ტარგეტის ჩატარების წესები 80-იანი წლების ბოლოს კიდევ უფრო გამარტივდა, შეჯიბრის დაწყებამდე ორგანიზატორების მიერ ხდება სასროლი ხაზის (ხაზების) მოწყობა, ხაზზე განთავსებულია 1-დან 3 სამიზნემდე, სხვადასხვა დისტანციებზე (8-დან 50 მეტრამდე), სიმაღლეებზე, შეიძლება სამიზნე განთავსებული იყოს ტოტზე, სოროში, მორებს მიღმა ისე რომ მხოლოდ სასიკვდილო ზონა ჩანდეს.... მოკლედ მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ სანადირო სიტუაციებს. ყოველ ასეთ სასროლ ზონაში გამოყოფილია ეგრეთწოდებული კარები, რომელთანაც ჩერდება მსროლელი და ესვრის სამიზნეს. სხვა ადგილიდან სროლა დაუშვებელია. იმისათვის რომ მსაჯების რაოდენობა კატასტროფულად არ გაიზარდოს, როგორც წესი თვითონ მსროლელებისგან იკრიბება 3-3 კაციანი ჯგუფები, რომლებიც იწყებენ ცეცხლის ხაზზე ერთად მოძრაობას. ერთი ისვრის, მეორე იწერს შედეგებს, მესამე ფეხზე აყენებს წაქცეულ სამიზნეს. ასე გრძელდება მანამდე სანამ პირველი მსროლელი კარებთან არსებულ ყველა სამიზნეში არ გააკეთებს თითო გასროლას, შემდეგ ჯგუფის მონაწილეები იცვლებიან და მეორე მონაწილე იწყებს სროლას, ასე გრძელდება მანამდე სანამ ჯგუფის ყველა წევრი არ გააკეთებს საჭირო რაოდენობის გასროლებს, შემდეგ ჯგუფი გადადის სხვა კარებთან, სადაც სხვა სამიზნეებია განთავსებული.






პირველი სამიზნეები გაკეთებული იყო ხისგან რომელსაც რკინის სიკვდილის ზონები ჰქონდა დატანილი, დღეისათვის ყველა სამიზნე კეთდება ფოლადის ფურცლისგან, ძირითადად შეღებილია შავ ფერად და მკაფიო ყვითელი ფერით არის გამოყოფილი სასიკვდილო ზონა, ამ ზონაში თუ ხვდება სამიზნეს ტყვია, იგი ვარდება, ყვითელი ფერი იმალება (აღარ ჩანს) და თან ამასობაში ისმის დამახასიათებელი ლითონის დეტალების ერთმანეთზე დავარდნის და ტკლაშუნის ხმა. ეს იმის მიმანიშნებელია რომ სამიზნე მოხსნილია. დაიწერა 1 ქულა smile.gif. ამის შედმეგ ჯგუფის მეორე მონაწილე სპეციალურ თოკს გამოქაჩავს, რომელიც წაქცეულ სამიზნეს წამოაყენებს და ის მზადაა სხვა მსროლელისთვის. შედეგად აღარაა საჭირო სამიზნესთან წარამარა მისვლა.





სამიზნის სასიკვდილო ზონები მერყეობს 10 მილიმეტრიდან 40 მილიმეტრამდე, ყოველ სასიკვდილო ზონას თავისი მაქსიმალური დისტანცია გააჩნია და შეჯიბრის წესებით განისაზღვრება, მაგრამ არის გარკვეული შეზღუდვებიც, ასე მაგალითად სამიზნე 10 მილიმეტრიანი სასიკვდილო ზონით არ შეიძლება 18 მეტრზე შორს იყოს განთავსებული (გამონაკლისი პოლონეთია სადაც ასეთ სამიზნეს 25 მეტრზეც კი აყენებენ), მაშინ როდესაც 40 მილიმეტრიანი სასიკვდილო ზონის მქონე სამიზნე შეიძლება განთავსებული იყოს როგორც ყველაზე ახლო 8 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ყველაზე შორ 50 მეტრიან დისტანციაზე.

თუმცა ხდება ხოლმე ისე რომ მსროლელი სამიზნესთან ერთად აზიანებს ხოლმე წამოსაწევ თოკს smile.gif ამ შემთხვევაში გინდა არ გინდა სამიზნე გასასწორებელია, მაგრამ მონაწილეებს ეკრძალებათ ამის გაკეთება, სამიზნის შემოწმების და გასწორებია უფლება მხოლოდ მსაჯს და მის დამხმარე პერსონალს გააჩნია.

შეჯიბრს კიდევ გააჩნია თავისებური წესები, მაგალითად ყველა მსროლელს ურჩევნია მჯდომიარედ სროლა (ეგრეთწოდებული FT -ს პოზიცია, ასევე მას ეძახიან ბედუინის პოზას), იმიტომ რომ ეს ყველაზე მოხერხებულია, მაგრამ აზარტი რომ უფრო მეტი იყოს, წესები ზღუდავენ მსროლელებს და მოითხოვენ რომ 10% საერთო სამიზნეების რაოდენობიდან დაზიანებული იყოს ფეხზე მდგომი პოზიციიდან, და კიდევ ერთი 10% დაზიანებული იყოს მუხლზე დაყრდნობილი პოზიციიდან. ანუ თუ სულ მონაწილემ საერთო ჯამში უნდა ესროლოს 50 სამიზნეს, გამოდის რომ ამ რაოდენობიდან 5 უნდა დააზიანოს ფეხზე მდგომმა, 5 კი უნდა დააზიანოს ჩამუხლული პოზიციიდან.





თითქოს და ეს საკმარისი არ იყოო ასევე მოითხოვება რომ იარაღი არ უნდა იყოს დაყრდნობილი რაიმე დამატებით საგანზე, ადამიანის სხეული ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს იარაღთან კონტაქტში. როგორც წესი ეს ყველაფერი წესებში არის, ხოლმე განსაზღვრული.

ნელ-ნელა სპორტის ამ სახეობამ ბევრი მოყვარული მოიკრიბა, მაგრამ ნელ-ნელა ამ მოყვარულებს უფრო მეტად გართულებულ პირობებში მოუნდათ სროლა, ასე წამოიქმნა HFT რაც ნიშნავს მონადირებიის ფილდ ტარგეტინგს და და NHFT (ანუ ღამის ნადირობის ფილდ ტარგეტინგი). თუ ჩვეულებრივი FT შეიძლება ჩაატრდეს როგორც ღია მინდორზე ასევე მსუბუქ ტყეში, HFT და NHFT გარანტირებულად ყოველთვის ტყის მასივში ტარდება. დისტანცია უკვე შემცირებულია 40 მეტრამდე 50-ის მაგივრად. ამ ტიპის შეჯიბრებაში უკვე შესაძლებელია გამოყენებული იყოს იარაღი 5.5 კალიბრით, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი FT არ სცნობს 4.5 მილიმეტრზე მეტ კალიბრს. ერთი შეხედვით ამაზე კარგი რა არის, კალიბრი გაიზარდა, დისტანცია კი შემცირდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, პირობებიც გართულდა, ასე მაგალითად ერთერთი პირობა არის ის რომ მსროლელი სროლის დროს, აუცილებლად უნდა ეხებოდეს, სპეციალურ ნივთს/საგანს, იქნება ეს მორი, ტოტი თუ სხვა რამ, რაც საკმაოდ ართულებს მსროლელის პოზიციას და აქედან გამომდინარე ნეგატიურად აისახება შედეგებზე. მაგრამ არის კიდევ ერთი დადებითი მომენტიც, მსროლელს უფლება აქვს სროლისას მაგალითად ხეს მიეყუდოს...

NHFT-ში კიდევ ერთი ნებადართული ნიუანსია, მსროლელს შეუძლია გამოიყენოს ფანარი სამიზნის გასანათებლად, ოღონდ იმ პირობით რომ ფანარი დამაგრებული იქნება თოფზე. ფანრის გამოყენების უფლება არ ნიშნავს რომ მსროლელს შეუძლია ღამის ხედვის, ან სითბური ხედვის ოპტიკური მოწყობილობის გამოყენება. მოკლედ ერთი შეხედვით ყველაფერი გადასარევია..





მთავარი საიდუმლოება ოპტიკასთან მიმართებაში იმალება, მსროლელს ეკრძალება, ოპტიკისთვის ხელის ხლება, ჯერადობის შეცვლა, პარალაქსის გასწორება, განათების ჩართვა გამორთვა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიბრტყის გასასწორებელი ბარაბნების დატრიალება , ასევე იკრძალება FT-ს პოზიცია, იგივე ბედუინის პოზიცია, ანუ დაჯდომილი პოზიციიდან სროლა გამორიცხულია, შეგიძიათ დაწვეთ, მუხლს დაეყრდნოთ, ან ფეხზე დადგეთ. ასევე აკრძალულია ქართული რეალობისთვის საყვარელი ბიპოდი და სხვა მრავალი წვრილმანი... საერთო ჯამში HFT-ს პრეტენზია აქვს გამოავლინოს რეალური მონადირის ჩვევების მქონე პიროვნება, რომელიც ბუნებაში მოხვდება დამატებითი ხელსაწყოების გარეშე და მოახერხებს მონადირებას.

თუმცა შეფასების სისტემაც უფრო ლოიალურია, ანუ FT-ში არის მხოლოდ 0 ქულა აცდენაზე, და 1 ქულა თუ წაიქცა სამიზნე. HFT-ში კი წაქცეულ სამიზნეზე არის 3 ქულა, სამიზნის პროფილში მორტყმა წაქცევის გარეშე 1 ქულა, ხოლო საერთოდ აცილება 0 ქულა. როგორც წესი HFT-ში გამოიყენება 40 სამიზნე შედეგად თეორიულად შეიძლება მაქსიმუმ 120 ქულის აგროვებს, მაგრამ ამას პრაქტიკულად ვერავინ ახერხებს, როგორც წესი 70-80 ქულა ეს კაი შედეგია, 90-100 ქულა მშვენიერია და 110 ქულა უკვე გადასარევი მიღწევაა...







ამ ბოლო დროს ფეხს იკიდებს კიდევ ერთი ნაირსახეობა, მაგრამ ჯერჯერობით სპორტის ეს სახეობა ოფიციალური ფედერაციების მიერ აღიარებული არ არის. ეს არის VFT ანუ ვარმინტ ფილდ ტარგეტინგი. დასახელებიდან გამომდინარეობს რომ ამ ტიპის ფილტ ტარგეტინგი არის, დიდი დისტანციებზე სროლისთვის განკუთვნილი. დისტანციები ამ შემთხვევაში მერყეობს 100-დან 150 მეტრამდე. ამ შეჯიბრებაში პრაქტიკულად არავინ არ იყენებს 4.5 კალიბრის იარაღს, ძირითადად ყველა იყენებს 5.5 კალიბრს, ან თუ ლოკალური შეჯიბრის წესები უფლებას იძევა, მაშინ შეიძლება 6.35-ის ჩათვლით იყოს გამოყენებული თოფები. ამ ტიპის შეჯიბრი უკვე ტარდება მაგიდასთან, არანაირი ფეხზე დგომა, მიწაზე ჯდომა, ან ჩამუხლვა, ნებადართულია ბიპოდების და ქვიშის ტომრების გამოყენება. სამიზნეებს როგორც წესი სასიკვდილო ზონა ყოველთვის 40 მილიმეტრი აქვს. ყველაფერი ეს ჯერ მერყეობს შეჯიბრიდან შეჯიბრებამდე, რადგან ამ ტიპის შეჯიბრს ოფიციალურად ფედერაციები და ასოციაციები არ აღიარებენ, ამიტომაც, მოყვარულები თავისი გადაწყვეტილებით ახდენენ წესების ჩამოყალიბებას.


როგორც ხედავთ სამივე ნაირსახეობას აქვს თავისი ეშხი და ხალისი. რაც არ უნდა იყოს, ყველა შეჯიბრი ძირითადად უფრო ემსახურება ემოციურ ტალღას, შეხვედრას, საუბარს დასვენებას, ვიდრე გარანტირებულ ბრძოლას პირველი ადგილისთვის, თუმცა შეჯიბრი რისი შეჯიბრია, თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა smile.gif. ამიტომაც როგორც ყველა ნორმალურ შეჯიბრში აქაც არიან თავიანთი გამარჯვებულები და დასაჩუქრებულები...




გადავხედოთ ქართულ რეალობას, ჩვენთან ჯერჯერობით იარაღის შესახებ კანონები გაუგებარია პნევმატიკასთან მიმართებაში, მიუხედავად ამისა ამ ტიპის იარაღის მოყვარულები ბლომად, ვართ, და ხშირად სიზუსტე იქნება, აზარტი, მატერიალური ხარჯი თუ მონადირების შედეგი, საკმაოდ სერიოზულად ვუგებთ ცეცხლსასროლის მოყვარულებს. არის შეჯიბრის აზარტით, უკვე რამდენიმე შეჯიბრი ჩატარდა ამა თუ იმ ტიპის, იყო ჯგუფებზე შეჯიბრი, BR-ში შეჯიბრი და როგროც ხვდებით ინტერესი ნელ-ნელა მატულობს და უკვე სხვა ტიპის შეჯიბრებებიც არის ჩასატარებელი.

წელს ზაფხულში იგეგმება პირველი ქართული FT შეჯიბრის ჩატარება, იმის გამო რომ აზარტი მეტი იყოს შეიძება FT შეჯიბრის მაგივრად ჩატარდეს HFT შეჯიბრი, მითუმეტეს რომ ჩვენთან სრულყოფილი სპორტის მოყვარულები ნაკლებად არიან უფრო ხალხს სისხლი უდუღს მონადირეობაზე, შედეგად სანადირო შეჯიბრი ბუნებაში საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს.

აქ მოყვანილი სტატია ემსახურება იმას რომ თქვენში გამოიწვოს აზარტი და სურვილი კიდევ ერთხელ ერთერთ საინტერესო სახეობაში შევერკინოთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ევროპულ ასპარეზზე არა მარტო ერთმანეთთან შეჯიბრისთვის, არამედ იმისთვისაც რისთვისაც ევროპელები ხვდებიან ერთმანეთს ამ ტიპის შეჯიბრებაში.. როგორც ხვდებით შეხვედრა, საუბარი სიახლეების გაზიარება ქართველებს არ გვეშლება, მთუმეტეს ამ ფორუმის მესვეურებს, ასე რომ ველოდებით თქვენს აზარს და კიდევ ერთხელ ლამაზად შეხვედრის სურვილს smile.gif.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   FT - ანუ Field Target   Jun 30 2012, 09:40 AM
- - Davitus   ჩემსა აზრს დავაფიქ...   Jun 30 2012, 10:04 AM
|- - name   ციტატა(Davitus @ Jun 30 2012, 11...   Jul 3 2012, 04:25 PM
- - TAMPLIER   წავიკითხე და ვეთან...   Jun 30 2012, 11:30 AM
- - geojorjika   აქ იმდენი წერია სა...   Jun 30 2012, 07:47 PM
- - ilariona   ნუ იდეაში მე ეს ყვე...   Jun 30 2012, 08:14 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 30th ...   Jun 30 2012, 11:48 PM
- - dawiti   საკმაოდ საინტერეს...   Jul 1 2012, 10:08 AM
- - ja_ja   dawiti იარაღზე პრაქტი...   Jul 1 2012, 10:13 AM
- - ilariona   ხალხო, ერთი კვირის...   Jul 1 2012, 12:13 PM
- - davil   ilariona მშვენიერი იდეა...   Jul 1 2012, 03:10 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ja_ja როგორც ხვდებით შ...   Jul 1 2012, 03:16 PM
- - ja_ja   რაცხა ხალხი პასიურ...   Jul 2 2012, 03:37 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(ja_ja @ Jul 2 2012, 04...   Jul 2 2012, 04:17 PM
- - davil   შეჯიბრის ჩატარები...   Jul 2 2012, 03:57 PM
- - iorama   ja_ja მონაწილეების ას...   Jul 2 2012, 08:34 PM
- - ja_ja   iorama ციტატა(iorama @ 2nd July ...   Jul 2 2012, 10:18 PM
- - koknar   ციტატა(ja_ja @ 2nd July 2012 ...   Jul 2 2012, 10:21 PM
- - ilariona   ჯაჯინსკი, ამ დღეებ...   Jul 3 2012, 04:37 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 3rd J...   Jul 3 2012, 05:26 PM
- - ilariona   ja_ja ხვალ საღამოთი შ...   Jul 3 2012, 08:56 PM
- - ja_ja   ilariona მოვიცლი ბატონო   Jul 3 2012, 10:02 PM
- - ja_ja   დღეს რასა ვიქმნთ?   Jul 4 2012, 03:19 PM
- - ilariona   დღეს მე და ჯაჯამ ცო...   Jul 4 2012, 11:03 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(ilariona @ Jul 5 2012, 12...   Jul 5 2012, 08:57 AM
- - ja_ja   მოკლედ გამოქვეყნე...   Jul 6 2012, 01:30 PM
- - kaka8079   ja_ja სადაა გამოქვეყნ...   Jul 6 2012, 01:40 PM
- - ja_ja   სპორტული სროლა პნე...   Jul 6 2012, 02:18 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   რა არ მომწონს ჯაჯა ...   Jul 6 2012, 02:26 PM
- - koknar   სტანდარტული მდგომ...   Jul 6 2012, 02:40 PM
- - ja_ja   ხ.მ.ე.ლ.ო ოდესმე გის...   Jul 6 2012, 03:30 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(ja_ja @ Jul 6 2012, 04...   Jul 6 2012, 04:32 PM
- - ja_ja   ხ.მ.ე.ლ.ო აგერ ინფორ...   Jul 6 2012, 08:45 PM
- - ja_ja   მოკლედ ჯიგრებო და ...   Jul 8 2012, 09:52 AM
- - davil   1) ilariona 2) Norica 3) ja_ja 4) Davil   Jul 8 2012, 10:05 AM
- - koknar   1) ilariona 2) Norica 3) ja_ja 4) Davil 5) koknar   Jul 8 2012, 10:06 AM
- - ja_ja   ასევე კიდევ გაგირთ...   Jul 8 2012, 11:55 AM
- - ochopintre   1) ilariona 2) Norica 3) ja_ja 4) Davil 5) koknar ...   Jul 8 2012, 12:13 PM
- - davil   მე მეხუთე სამიზნე ...   Jul 8 2012, 01:02 PM
- - ja_ja   ისე ამჯერზე ზ.დ.პ-შნ...   Jul 8 2012, 01:24 PM
- - ilariona   ja_ja აბა ჰანტერი მოვ...   Jul 8 2012, 02:35 PM
- - ja_ja   ilariona ციტატააბა ჰანტ...   Jul 8 2012, 02:51 PM
- - kaka8079   1) ilariona 2) Norica 3) ja_ja 4) Davil 5) koknar ...   Jul 8 2012, 03:01 PM
- - ilariona   ja_ja და შემოწმებაც გ...   Jul 8 2012, 03:03 PM
- - ja_ja   ციტატა(ilariona @ 8th July 2012 ...   Jul 8 2012, 03:43 PM
- - ilariona   ja_ja მერე ვინ შეუმოწ...   Jul 8 2012, 04:31 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 8th J...   Jul 8 2012, 04:53 PM
- - iorama   ეხლა კაი ნასვამი ვ...   Jul 8 2012, 07:19 PM
- - ilariona   iorama რომ გამოფხიზლდ...   Jul 8 2012, 07:38 PM
- - sekurifa   1) ilariona 2) Norica 3) ja_ja 4) Davil 5) koknar ...   Jul 8 2012, 08:02 PM
- - EnDeL   მოგესალმებით ყველ...   Jul 8 2012, 08:19 PM
- - ilariona   sekurifa კი შეჯიბრი ერთ ...   Jul 8 2012, 08:19 PM
- - sekurifa   ციტატა(ilariona @ 8th July 2012 ...   Jul 8 2012, 08:40 PM
- - ja_ja   წყნეთის დაბურულ ტყ...   Jul 8 2012, 10:10 PM
- - ilariona   EnDeL შეჯიბრამდე ღია...   Jul 8 2012, 11:40 PM
- - geojorjika   მდაა , ჯოულებს რა ვუ...   Jul 9 2012, 12:22 AM
- - Davitus   geojorjika ნიუტონებში გა...   Jul 9 2012, 12:24 AM
- - geojorjika   Davitus მუშაობაში ხომ ...   Jul 9 2012, 12:28 AM
- - gregory   1) ilariona 2) Norica 3) ja_ja 4) Davil 5) koknar ...   Jul 9 2012, 09:54 AM
- - ilariona   gregory ისე შენ, კოკნარ...   Jul 9 2012, 10:50 AM
- - norica_dragon   აა??   Jul 9 2012, 11:09 AM
- - ilariona   ციტატა(Avto @ 9th July 2012 ...   Jul 9 2012, 11:21 AM
- - norica_dragon   ეგ ჯოულები საიდან ...   Jul 9 2012, 12:14 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 9th J...   Jul 9 2012, 12:35 PM
- - ikaaa   მე 1 2 3 და 4 სამიზნეებ...   Jul 9 2012, 01:38 PM
- - norica_dragon   ენერგეტიკის რეგულ...   Jul 9 2012, 01:46 PM
- - kaka8079   norica_dragon პლომბი უნ და ...   Jul 9 2012, 01:47 PM
- - ilariona   kaka8079 თან ჯაჯას ხელმ...   Jul 9 2012, 02:46 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   1) ilariona 2) Norica 3) ja_ja 4) Davil 5) koknar ...   Jul 10 2012, 07:30 PM
- - ja_ja   მოკელდ მსურველი რო...   Jul 12 2012, 10:51 AM
- - TAMPLIER   მე კი ვარ მსურველი ...   Jul 12 2012, 11:30 AM
- - ilariona   TAMPLIER წამო კაცო, რისი ...   Jul 12 2012, 11:31 AM
- - TAMPLIER   რავი თქვეჩ ყველას ...   Jul 12 2012, 11:42 AM
- - ilariona   TAMPLIER შენ საუბარზე გ...   Jul 12 2012, 11:53 AM
- - TAMPLIER   ეხლა შენ თუ გინდა შ...   Jul 12 2012, 11:59 AM
- - ilariona   TAMPLIER მორჩი ოფს, წამო ...   Jul 12 2012, 12:00 PM
- - TAMPLIER   სულ თვალცრემლიანს ...   Jul 12 2012, 12:08 PM
- - ja_ja   TAMPLIER მე წამოვიღებ მ...   Jul 12 2012, 02:01 PM
- - TAMPLIER   ja_ja ეგ ისეთია ილოს რ...   Jul 12 2012, 03:22 PM
- - ja_ja   TAMPLIER ციტატა(TAMPLIER @ 12th ...   Jul 12 2012, 04:17 PM
- - TAMPLIER   ერთი ადგილი რაზნიც...   Jul 12 2012, 04:23 PM
- - dawiti   თუ 5 აგვისტოს იქნებ...   Jul 12 2012, 05:02 PM
- - ja_ja   მოკელდ ამ მომენტის...   Jul 13 2012, 08:35 PM
- - TAMPLIER   შაიძლება ერთი უაზრ...   Jul 14 2012, 10:55 AM
- - name   ცუდ დროს დაემთხვა ...   Jul 14 2012, 03:36 PM
- - koknar   ციტატა(TAMPLIER @ 14th July 2012 ...   Jul 14 2012, 03:43 PM
- - TAMPLIER   koknar ისეთი არაფერი ს...   Jul 14 2012, 04:02 PM
- - cz80   TAMPLIER ე ბიჯო თქვი აწი ...   Jul 14 2012, 05:49 PM
- - gregory   ციტატა(TAMPLIER @ 14th July 2012 ...   Jul 14 2012, 06:34 PM
- - sekurifa   დღეს დავრწმუნდი რ...   Jul 15 2012, 08:23 PM
- - ja_ja   sekurifa ციტატა(sekurifa @ 15th ...   Jul 15 2012, 08:37 PM
- - ilariona   ja_ja ჰებიჭო გავალ გუ...   Jul 15 2012, 10:18 PM
- - koknar   როგორც ვხვდები ყვე...   Jul 15 2012, 10:59 PM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 15th July 2...   Jul 16 2012, 12:04 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ლამის შეჯიბრზე გამ...   Jul 16 2012, 08:22 AM
- - koknar   ხოოო მე სხვა რამეს ...   Jul 16 2012, 08:26 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ჯაჯა ისე კარგი იქნ...   Jul 16 2012, 09:00 AM
- - ja_ja   ხ.მ.ე.ლ.ო კაცოუ ძებნ...   Jul 16 2012, 10:01 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ja_ja ციტატაკაცოუ ძებ...   Jul 16 2012, 10:21 AM
- - sekurifa   იქნებ ის მითხრათ 25 ...   Jul 16 2012, 03:10 PM
3 გვერდი V   1 2 3 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:09 PM
Hosted by Pro-Service