დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: FT - ანუ Field Target
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > შეჯიბრებების სახეობები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
ja_ja


Field Target - ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო და სახალისო შეჯიბრი პნევმატური იარაღის მოყვარულთათვის. ძირითადი შინაარსი არის რამდენად მოახერხებთ ღია ცის ქვეშ თქვენი თოფის მეშვეობით სანადირო შესაძლებლობების გამომჟღავნებას. სანადირო არსებებში მოისაზრება წვრილი ფრინველები და ცხოველები. კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტი ეს არის ქართან მუშაობა, მაგალითად მიწის ზედაპირთან სულ სხვა ნაკადი უბერავს, ვიდრე მიწის ზედაპირიდან 2-3 მეტრში - ბრიტანეთში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, ამიტომაც, ლამის ბავშვობის ასაკიდან ხდება ყურადღების გამახვილება სხვადასხვა მიმანიშნებლებზე. როგორც ხვდებით თავიდან FT-ს იდეა ჩაისახა ბრიტანეთში, მოხდა ეს ბედნიერება გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში.



შეჯიბრი თავიდან სულაც არ ჰგავდა იმას რა სახითაც დღეს იგი წარმოგვიდგება. თავდაპირველად FT იყო BR-ის ნაირსახეობა. უბრალოდ მსაჯი სხვადასხვა დისტანციებზე დებდა პატარა ქაღალდის სამიზნეებს, ქაღალდზე დახატული პატარა ცხოველის პროფილით და ჩვეული ბადით, შუაში რა თქმა უნდა 10-იანი იყო მოხაზული. მსროლელები გამოდიოდნენ პოზიციაზე, უნდა განესაზღვრათ ოპტიკის მეშვეობით სამიზნემდე მანძილი გამოეთვალათ საჭირო ცვლილებები და უნდა გაეკეთებინათ გასროლა, მსაჯი აგროვებდა სამიზნეებს, ითვლიდა ქულებს და ბოლოს დიდი ზარ ზეიმით აცხადებდა გამარჯვებულს. ასე გაგრძელდა 1- მაქსიმუმ 2 წელი, რადგან ამ ახლად შექმნილ შეჯიბრს, უფრო სწორედ კი სახალისო შეხვედრას, რომელზეც ხალხი ერთმანეთს იცნობდა, აცნობდა თავის იარაღს საზოგადოებას, თვითონ რაღაც ახალს იგებდა და პლიუს თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებდა.... მოკლედ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ამ შეჯიბრმა, რომ 1 წლის თავზე 1 და 2 მსაჯი უკვე მონაწილეების შედეგების დათვლას და მინდორზე წინ და უკან სირბილს ვეღარ აუდიოდა smile.gif



შედეგად იმავე 80-იანი წლების შუა პერიოდში ჩნდება ახალი უფრო სახალისო გართობა, უფრო სწორედ მოდიფიცირებული FT შეჯიბრი. განახლებულ ვარიანტში მსაჯი აღარ დარბოდა მინდორზე, მსროლელები კი ქაღალდებს აღარ ესროდნენ, არამედ ესროდნენ რკინის ფიტულებს რომელსაც ჰქონდა თავისი სასიკვდილო ზონა, თუ მსროლელი ამ სასიკვდილო ზონაში მოარტყავდა ფიტულს, ის იქცეოდა დამახასაითებელი რკინის დეტალების ტყლაშუნის ხმით. დათვლის სისტემაც უმალ გამარტივდა ყოველი წაქცეული მიზანი არის 1 ქულა, ხოლო აცილება, ან ფიტულში მორტყმა ისე რომ ის არ იქცევა არის ნოლი ქულა.


ძირს მოყვანილია სამიზნის მუშაობის პრინციპი და ფორმები




სხვადახვა ზომის სასიკვდილო ზონის ჩამოსაცმელი





სამიზნეების პრინციპი უცებ ჩამოყალიბდა, მაგრამ ძირითადი ნიაუნსი როგორიც იყო ისე დარჩა, შინაარსი დაიყვანება იმაზე თუ რამდენად სწორედ მუშაობს მსროლელი ოპტიკასთან, ქართან, ბუნებრივ პირობებთან... ასე მაგალითად მჯდომიარე პოზიციიდან სულ სხვანაირად ისვრი, ფეხზე დამდგარის დროს, ოდნავი ნიავიც რომ გაჩნდეს და სამიზნე დიდ დისტანციაზე იყოს, ეს ავტომატურად კორექტივებს შეიტანს სროლაში. მაგალითად ბრიტანეთში ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ქარზე დიდი აქცენტირება იყო გაკეთებული, სამიზნეების 60 პროცენტი განთავსებული იყო მაღალ ადგილებში და წყლის პირას. ერთი შეხედვით დიდი რა პრობლემა ესაა, მაგრამ წყლის პირას ყოველთვის არის, ჰაერის მასების მოძრაობა ისევე როგორც სიმაღლეზე, თქვენ ძირს იმყოფებით და ვერ აკონტროლებთ მაღლა მოძრავ ჰაერის ნაკადს...








ასევე სპეციალურადაა მოფიქრებული 1 სამიზნეზე 1 წუთი, და ათვლა იწყება მაშინ როგორც კი მსროლელი ოპტიკაში გაიხედება. შედეგად გაიხედეთ და მიზანში მოსახვედრად ტოტი გიშლით ხელს... გინდათ გვერდზე გადაჯდომა... კიბატონი გადაჯექით, ისე რომ კარებს არ გასცდეთ, მაგრამ დროს არავინ აჩერებს... ამიტომაც გამოცდილი მონაწილეები, პირდაპირ კარებთან არ ჯდებიან, ჯერ აკვირდებიან ადგილს, გონებაში წარმოისახავენ ტრაექტორიას, ხელის შემშლელ ადგილებს, და მხოლოდ ამის მერე ჯდებიან კარებთან. თუმცა ეს ყოველთვის არ ამართლებს და გამოცდილი ორგანიზატორების ხელში ხანდახან საკმაოდ რთული პირობებია ხოლმე შექმნილი. ასე მაგალითად ბრიტანული FT და HFT ყველაზე რთულ შეჯიბრებად ითვლება. რთულ გარემოს მხოლოდ ორგანიზატორები არ ქმნიან, ტრადიციულად ბრიტანული ლანდშაფტი და ის პირობა რომ მთელი ბრიტანეთი ერთი დიდი კუნძულია რომელსაც გოლფსტრიმი ათბობს და შედეგად ჰაერის მასების გადაადგილებას იწვევს ავტომატურად ართულებენ პირობებს, ამას ემატება ბრიტანეთისთვის დამახასიათებელი ნისლი, წვიმა და...





რაც შეეხება გამოყენებულ იარაღს, შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პნევმატური იარაღის მფლობელს, ზოგიერთ ქვეყანაში ცალ-ცალკე კლასებადაა გამოყოფილი ზ.დ.პ და წ.დ.პ (PCP), ზოგან არა. პრაქტიკულად შეზღუდვა არაა იარაღის მოდიფიკაციაზე, კონდახის ფორმაზე, ამერიკის გარდა პრაქტიკულად არსად აი იზღუდება ოპტიკური სამიზნის ჯერადობა, მაგრამ არსად არ დაიშვება ოპტიკურ სამიზნეში ინტეგრირებული მანძილმზომი, ლაზერული მიმანიშნებელი და სხვა ამდაგვარი მოწყობილობა, რაც გაგიმარტივებთ მანძილის გამოთვლას, მხოლოდ ოპტიკის პარალაქსის გასწორებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.....

ამ შეჯიბრების სახეობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ჰპოვა გავრცელება (მარტო ბრიტანეთში 10 000 დარეგისტრირებული მოყვარულია, დანარჩენ მსოფლიოზე აღარაფერს ვამბობ) იმავე 80-იანებში ბრიტანეთში იქმნება პირველი ფილდ ტარგეტინგის ასოციაცია (BFTA) და აყალიბებს წესებს. მოგვიანებით ისევ ბრიტანეთში იქმნება მსოფლიო ფილდ ტარგეტინგის ფედერაცია (WFTF) რომელიც დღემდე საერთაშორისო წესებს აყალიბებს. ყველა შეჯიბრი ამ წესების მიხედვით მიმდინარეობს თუ საქმე მსოფლიო ჩემპიონატებს ეხება.









მაგრამ ფილდ ტარგეტინგის წესები საკმაოდ ლმობიერია და საშუალებას აძლებს ლოკალურ წარმომადგენლობებს და კლუბებს თავიანთ შეჯიბრებებზე გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. ასე მაგალითად 1987 წელის ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ კი შტატ ფლორიდაში ჩატარდა პირველი შეჯიბრება ამერიკელებისთვის FT-ში. ინტერესი იმხელა იყო რომ შეჯიბრების დამთავრებისთანავე შეიქმნა ამერიკული ასოციაცია AAFTA (ამერიკის ასოციაცია საველე პირობებში პნევმატიკური იარაღიდან სროლაში). ამერიკულ წესებში მაგალითად არ არის აკრძალული სპორტული ტყავის ქურთუკები და შარვლები, მუხლებზე ჩამოსაცმელი პოზიციის გასამაგრებელი ღვედები, და სპორტული ხელთათმანები, მაშინ როდესაც ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი კატეგორიულად იკრძალება.

გაგიკვირდებათ მაგრამ ამერიკის ასოციაცია, კიდევ სხვა კურიოზულ წესებს შეიცავს, მაგალითად არის ცალკე გამოყოფილი ზ.დ.პ კლასი, რომელშიც იარაღის შეზღუდვა მისი ენერგეტიკით კი არ ხდება, არამედ მისი ფასით ხდება... აკრძალულია შეჯიბრში მონაწილეობა ისეთი ზ.დ.პ კლასის იარაღით რომელის ფასიც 600$-ზე ნაკლებია. არ დაიშვება ოპტიკური სამიზნეები 20x ჯერადობაზე მეტი, თუ მეტი ჯერადობის გაქვთ მაშინ ოპტიკა უნდა დააყენოთ ნიშნულზე 20x.

მოკლედ ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა რომელიც თავის ვარიანტში ატარებს შეჯიბრებებს, რაც ამერიკელ სპორცმენებს ხელს უშლის მაშინ როდესაც ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე იწყებენ გამოსვლას. აქ უკვე ქამრები და სამოსი აკრძალულია (მიჩვეული სიმყარე უცებ ქრება და მხოლოდ საკუთარ სხეულზე ხარ დამოკიდებული), ოპტიკის ჯერადობა შეზღუდული არაა (ამასობაში ამერიკელებს პატარა ჯერადობის ოპტიკები აქვთ და აგებენ ევროპელებთან მიმართებაში) და შეიძლება მსროლელს 50$-იანი თოფიც კი ჰქონდეს. ამის გამო ამერიკელი TF-ს მოყვარულები აპროტესტებენ თავიანთ წესებს და მოითხოვენ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ საერთაშორისო წესებს. სხვათა შორის AAFTA-ც ხვდება რომ რაღაც შესაცვლელია, ამიტომაც 2010 წლიდან ნელ-ნელა შემოიღო ორმაგი წესები, ლოკალური შეჯიბრები ტარდება 2 კლასში, მსოფლიო სტანდარტებით და ლოკალური წესებით.



მუხლებზე და წელზე ჩამოცმული გასამყარებელი ღვედი


ეს არ არის ერთადერთი ქვეყანა რომელიც თავის ნიუანსებს ამატებს TF-ს შეჯიბრებებს, ასე მაგალითად FT საზოგადოებას 90-იანი წლებიდან უერთდება გერმანია თავისი საშინელი კანონებით. შედეგად ლოკალური შეჯიბრებები ტარდება იარაღით რომელის ენერგეტიკაც არ აღემატება 7,5 ჯოულს. მაგრამ ამასობაში აქვთ ცალკე კლასი მათთვის ვისაც აქვს ლიცენზია ძლიერი იარაღის გამოყენებაზე და აქ ჩნდება საოცარი კალიბრი... ნებადართულია იარაღის გამოყენება 6,35 კალიბრამდე... ასეთი ნიუანსი სხვა ქვეყნებში არ გვხვდება. ცოტა არ იყოს ძნელია წარმოიდგინო სამიზნე 6.35 მილიმეტრიანი ტყვიის მოხვედრის შემდეგ, ხშირად 5.5 კალიბრი აზიანებს საშინლად სამიზნეს, ალბათ ამიტომაცაა შემოღებული წესი, იარაღის მაქსიმალური ენერგეტიკა 25 ჯოული. ასეთ პირობებში კი 6.35 მილიმეტრს აზრი ეკარგება და ამიტომაც უმეტესობა ამჯობინებს 4.5 კალიბრს.

კიდევ ერთი კურიოზული ქვეყანა ეს არის პოლონეთი - სულ რაღაც 7-8 წლის წინ ამ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია იყო ხრახნლულიანი პნევმატიკა. შეიძლებოდა მხოლოდ გლუვ ლულიანი პნევმატიკის ქონა, და ისიც იმდენად რთული გაფორმების პროცედურასთან იყო დაკავშირებული რომ ქვეყანაში პნევმატიკა საერთოდ არავის არ გააჩნდა. ამასობაში ირგვლივ არის, არაერთი მშვენიერი ქვეყანა რომელსაც ვეებერთელა ტრადიცია გააჩნია პნევმატური იარაღის წარმოებაში (მაგალითად გერმანია, ჩეხეთი), ნელ-ნელა პოლონელებიც მოიწამლენ ამ საქმით, შექმნეს თავიანთი ფედერაცია და კანონმდებლებთან ერთად დაიწყეს მუშაობა, შედეგად მოახერხეს, და კანონები დღეს იმდენად შეიცვალა რომ შეშურდება გერმანიასაც და ბრიტანეთსაც. პოლონელებმა თავიანთი ეშხიც შემოიტანეს FT შეჯიბრში, ასე მაგალითად პოლონელები ერთადერთი ქვეყანაა სადაც 15 მილიმეტრიან სამიზნეებს იყენებენ ყველაზე დიდ შესაძლო დისტანციაზე (საუბარია 25 მეტრზე).

ასე თუ ისე შეჯიბრების ამ ტიპმა ნელ-ნელა დაიპყრო მსოფლიო, ჩააღწია ისეთ შორეულ ქვეყანაშიც კი როგორიცაა სამხრეთ აფრიკა...




2010 წელს უნგრეთში ჩატარებული შეჯიბრის ვიდეო მასალა.
არ დაიბნეთ, თავიდან ბევრი მონაწილე ერთად სწორ ხაზზე რომ ისვრის ეს არის მისასროლი ადგილი, სადაც მსროლელები ამზადებენ/ამოწმებენ თავიანთ თოფებს და ოპტიკებს


ფილდ ტარგეტის ჩატარების წესები 80-იანი წლების ბოლოს კიდევ უფრო გამარტივდა, შეჯიბრის დაწყებამდე ორგანიზატორების მიერ ხდება სასროლი ხაზის (ხაზების) მოწყობა, ხაზზე განთავსებულია 1-დან 3 სამიზნემდე, სხვადასხვა დისტანციებზე (8-დან 50 მეტრამდე), სიმაღლეებზე, შეიძლება სამიზნე განთავსებული იყოს ტოტზე, სოროში, მორებს მიღმა ისე რომ მხოლოდ სასიკვდილო ზონა ჩანდეს.... მოკლედ მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ სანადირო სიტუაციებს. ყოველ ასეთ სასროლ ზონაში გამოყოფილია ეგრეთწოდებული კარები, რომელთანაც ჩერდება მსროლელი და ესვრის სამიზნეს. სხვა ადგილიდან სროლა დაუშვებელია. იმისათვის რომ მსაჯების რაოდენობა კატასტროფულად არ გაიზარდოს, როგორც წესი თვითონ მსროლელებისგან იკრიბება 3-3 კაციანი ჯგუფები, რომლებიც იწყებენ ცეცხლის ხაზზე ერთად მოძრაობას. ერთი ისვრის, მეორე იწერს შედეგებს, მესამე ფეხზე აყენებს წაქცეულ სამიზნეს. ასე გრძელდება მანამდე სანამ პირველი მსროლელი კარებთან არსებულ ყველა სამიზნეში არ გააკეთებს თითო გასროლას, შემდეგ ჯგუფის მონაწილეები იცვლებიან და მეორე მონაწილე იწყებს სროლას, ასე გრძელდება მანამდე სანამ ჯგუფის ყველა წევრი არ გააკეთებს საჭირო რაოდენობის გასროლებს, შემდეგ ჯგუფი გადადის სხვა კარებთან, სადაც სხვა სამიზნეებია განთავსებული.






პირველი სამიზნეები გაკეთებული იყო ხისგან რომელსაც რკინის სიკვდილის ზონები ჰქონდა დატანილი, დღეისათვის ყველა სამიზნე კეთდება ფოლადის ფურცლისგან, ძირითადად შეღებილია შავ ფერად და მკაფიო ყვითელი ფერით არის გამოყოფილი სასიკვდილო ზონა, ამ ზონაში თუ ხვდება სამიზნეს ტყვია, იგი ვარდება, ყვითელი ფერი იმალება (აღარ ჩანს) და თან ამასობაში ისმის დამახასიათებელი ლითონის დეტალების ერთმანეთზე დავარდნის და ტკლაშუნის ხმა. ეს იმის მიმანიშნებელია რომ სამიზნე მოხსნილია. დაიწერა 1 ქულა smile.gif. ამის შედმეგ ჯგუფის მეორე მონაწილე სპეციალურ თოკს გამოქაჩავს, რომელიც წაქცეულ სამიზნეს წამოაყენებს და ის მზადაა სხვა მსროლელისთვის. შედეგად აღარაა საჭირო სამიზნესთან წარამარა მისვლა.





სამიზნის სასიკვდილო ზონები მერყეობს 10 მილიმეტრიდან 40 მილიმეტრამდე, ყოველ სასიკვდილო ზონას თავისი მაქსიმალური დისტანცია გააჩნია და შეჯიბრის წესებით განისაზღვრება, მაგრამ არის გარკვეული შეზღუდვებიც, ასე მაგალითად სამიზნე 10 მილიმეტრიანი სასიკვდილო ზონით არ შეიძლება 18 მეტრზე შორს იყოს განთავსებული (გამონაკლისი პოლონეთია სადაც ასეთ სამიზნეს 25 მეტრზეც კი აყენებენ), მაშინ როდესაც 40 მილიმეტრიანი სასიკვდილო ზონის მქონე სამიზნე შეიძლება განთავსებული იყოს როგორც ყველაზე ახლო 8 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ყველაზე შორ 50 მეტრიან დისტანციაზე.

თუმცა ხდება ხოლმე ისე რომ მსროლელი სამიზნესთან ერთად აზიანებს ხოლმე წამოსაწევ თოკს smile.gif ამ შემთხვევაში გინდა არ გინდა სამიზნე გასასწორებელია, მაგრამ მონაწილეებს ეკრძალებათ ამის გაკეთება, სამიზნის შემოწმების და გასწორებია უფლება მხოლოდ მსაჯს და მის დამხმარე პერსონალს გააჩნია.

შეჯიბრს კიდევ გააჩნია თავისებური წესები, მაგალითად ყველა მსროლელს ურჩევნია მჯდომიარედ სროლა (ეგრეთწოდებული FT -ს პოზიცია, ასევე მას ეძახიან ბედუინის პოზას), იმიტომ რომ ეს ყველაზე მოხერხებულია, მაგრამ აზარტი რომ უფრო მეტი იყოს, წესები ზღუდავენ მსროლელებს და მოითხოვენ რომ 10% საერთო სამიზნეების რაოდენობიდან დაზიანებული იყოს ფეხზე მდგომი პოზიციიდან, და კიდევ ერთი 10% დაზიანებული იყოს მუხლზე დაყრდნობილი პოზიციიდან. ანუ თუ სულ მონაწილემ საერთო ჯამში უნდა ესროლოს 50 სამიზნეს, გამოდის რომ ამ რაოდენობიდან 5 უნდა დააზიანოს ფეხზე მდგომმა, 5 კი უნდა დააზიანოს ჩამუხლული პოზიციიდან.





თითქოს და ეს საკმარისი არ იყოო ასევე მოითხოვება რომ იარაღი არ უნდა იყოს დაყრდნობილი რაიმე დამატებით საგანზე, ადამიანის სხეული ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს იარაღთან კონტაქტში. როგორც წესი ეს ყველაფერი წესებში არის, ხოლმე განსაზღვრული.

ნელ-ნელა სპორტის ამ სახეობამ ბევრი მოყვარული მოიკრიბა, მაგრამ ნელ-ნელა ამ მოყვარულებს უფრო მეტად გართულებულ პირობებში მოუნდათ სროლა, ასე წამოიქმნა HFT რაც ნიშნავს მონადირებიის ფილდ ტარგეტინგს და და NHFT (ანუ ღამის ნადირობის ფილდ ტარგეტინგი). თუ ჩვეულებრივი FT შეიძლება ჩაატრდეს როგორც ღია მინდორზე ასევე მსუბუქ ტყეში, HFT და NHFT გარანტირებულად ყოველთვის ტყის მასივში ტარდება. დისტანცია უკვე შემცირებულია 40 მეტრამდე 50-ის მაგივრად. ამ ტიპის შეჯიბრებაში უკვე შესაძლებელია გამოყენებული იყოს იარაღი 5.5 კალიბრით, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი FT არ სცნობს 4.5 მილიმეტრზე მეტ კალიბრს. ერთი შეხედვით ამაზე კარგი რა არის, კალიბრი გაიზარდა, დისტანცია კი შემცირდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, პირობებიც გართულდა, ასე მაგალითად ერთერთი პირობა არის ის რომ მსროლელი სროლის დროს, აუცილებლად უნდა ეხებოდეს, სპეციალურ ნივთს/საგანს, იქნება ეს მორი, ტოტი თუ სხვა რამ, რაც საკმაოდ ართულებს მსროლელის პოზიციას და აქედან გამომდინარე ნეგატიურად აისახება შედეგებზე. მაგრამ არის კიდევ ერთი დადებითი მომენტიც, მსროლელს უფლება აქვს სროლისას მაგალითად ხეს მიეყუდოს...

NHFT-ში კიდევ ერთი ნებადართული ნიუანსია, მსროლელს შეუძლია გამოიყენოს ფანარი სამიზნის გასანათებლად, ოღონდ იმ პირობით რომ ფანარი დამაგრებული იქნება თოფზე. ფანრის გამოყენების უფლება არ ნიშნავს რომ მსროლელს შეუძლია ღამის ხედვის, ან სითბური ხედვის ოპტიკური მოწყობილობის გამოყენება. მოკლედ ერთი შეხედვით ყველაფერი გადასარევია..





მთავარი საიდუმლოება ოპტიკასთან მიმართებაში იმალება, მსროლელს ეკრძალება, ოპტიკისთვის ხელის ხლება, ჯერადობის შეცვლა, პარალაქსის გასწორება, განათების ჩართვა გამორთვა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიბრტყის გასასწორებელი ბარაბნების დატრიალება , ასევე იკრძალება FT-ს პოზიცია, იგივე ბედუინის პოზიცია, ანუ დაჯდომილი პოზიციიდან სროლა გამორიცხულია, შეგიძიათ დაწვეთ, მუხლს დაეყრდნოთ, ან ფეხზე დადგეთ. ასევე აკრძალულია ქართული რეალობისთვის საყვარელი ბიპოდი და სხვა მრავალი წვრილმანი... საერთო ჯამში HFT-ს პრეტენზია აქვს გამოავლინოს რეალური მონადირის ჩვევების მქონე პიროვნება, რომელიც ბუნებაში მოხვდება დამატებითი ხელსაწყოების გარეშე და მოახერხებს მონადირებას.

თუმცა შეფასების სისტემაც უფრო ლოიალურია, ანუ FT-ში არის მხოლოდ 0 ქულა აცდენაზე, და 1 ქულა თუ წაიქცა სამიზნე. HFT-ში კი წაქცეულ სამიზნეზე არის 3 ქულა, სამიზნის პროფილში მორტყმა წაქცევის გარეშე 1 ქულა, ხოლო საერთოდ აცილება 0 ქულა. როგორც წესი HFT-ში გამოიყენება 40 სამიზნე შედეგად თეორიულად შეიძლება მაქსიმუმ 120 ქულის აგროვებს, მაგრამ ამას პრაქტიკულად ვერავინ ახერხებს, როგორც წესი 70-80 ქულა ეს კაი შედეგია, 90-100 ქულა მშვენიერია და 110 ქულა უკვე გადასარევი მიღწევაა...







ამ ბოლო დროს ფეხს იკიდებს კიდევ ერთი ნაირსახეობა, მაგრამ ჯერჯერობით სპორტის ეს სახეობა ოფიციალური ფედერაციების მიერ აღიარებული არ არის. ეს არის VFT ანუ ვარმინტ ფილდ ტარგეტინგი. დასახელებიდან გამომდინარეობს რომ ამ ტიპის ფილტ ტარგეტინგი არის, დიდი დისტანციებზე სროლისთვის განკუთვნილი. დისტანციები ამ შემთხვევაში მერყეობს 100-დან 150 მეტრამდე. ამ შეჯიბრებაში პრაქტიკულად არავინ არ იყენებს 4.5 კალიბრის იარაღს, ძირითადად ყველა იყენებს 5.5 კალიბრს, ან თუ ლოკალური შეჯიბრის წესები უფლებას იძევა, მაშინ შეიძლება 6.35-ის ჩათვლით იყოს გამოყენებული თოფები. ამ ტიპის შეჯიბრი უკვე ტარდება მაგიდასთან, არანაირი ფეხზე დგომა, მიწაზე ჯდომა, ან ჩამუხლვა, ნებადართულია ბიპოდების და ქვიშის ტომრების გამოყენება. სამიზნეებს როგორც წესი სასიკვდილო ზონა ყოველთვის 40 მილიმეტრი აქვს. ყველაფერი ეს ჯერ მერყეობს შეჯიბრიდან შეჯიბრებამდე, რადგან ამ ტიპის შეჯიბრს ოფიციალურად ფედერაციები და ასოციაციები არ აღიარებენ, ამიტომაც, მოყვარულები თავისი გადაწყვეტილებით ახდენენ წესების ჩამოყალიბებას.


როგორც ხედავთ სამივე ნაირსახეობას აქვს თავისი ეშხი და ხალისი. რაც არ უნდა იყოს, ყველა შეჯიბრი ძირითადად უფრო ემსახურება ემოციურ ტალღას, შეხვედრას, საუბარს დასვენებას, ვიდრე გარანტირებულ ბრძოლას პირველი ადგილისთვის, თუმცა შეჯიბრი რისი შეჯიბრია, თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა smile.gif. ამიტომაც როგორც ყველა ნორმალურ შეჯიბრში აქაც არიან თავიანთი გამარჯვებულები და დასაჩუქრებულები...




გადავხედოთ ქართულ რეალობას, ჩვენთან ჯერჯერობით იარაღის შესახებ კანონები გაუგებარია პნევმატიკასთან მიმართებაში, მიუხედავად ამისა ამ ტიპის იარაღის მოყვარულები ბლომად, ვართ, და ხშირად სიზუსტე იქნება, აზარტი, მატერიალური ხარჯი თუ მონადირების შედეგი, საკმაოდ სერიოზულად ვუგებთ ცეცხლსასროლის მოყვარულებს. არის შეჯიბრის აზარტით, უკვე რამდენიმე შეჯიბრი ჩატარდა ამა თუ იმ ტიპის, იყო ჯგუფებზე შეჯიბრი, BR-ში შეჯიბრი და როგროც ხვდებით ინტერესი ნელ-ნელა მატულობს და უკვე სხვა ტიპის შეჯიბრებებიც არის ჩასატარებელი.

წელს ზაფხულში იგეგმება პირველი ქართული FT შეჯიბრის ჩატარება, იმის გამო რომ აზარტი მეტი იყოს შეიძება FT შეჯიბრის მაგივრად ჩატარდეს HFT შეჯიბრი, მითუმეტეს რომ ჩვენთან სრულყოფილი სპორტის მოყვარულები ნაკლებად არიან უფრო ხალხს სისხლი უდუღს მონადირეობაზე, შედეგად სანადირო შეჯიბრი ბუნებაში საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს.

აქ მოყვანილი სტატია ემსახურება იმას რომ თქვენში გამოიწვოს აზარტი და სურვილი კიდევ ერთხელ ერთერთ საინტერესო სახეობაში შევერკინოთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ევროპულ ასპარეზზე არა მარტო ერთმანეთთან შეჯიბრისთვის, არამედ იმისთვისაც რისთვისაც ევროპელები ხვდებიან ერთმანეთს ამ ტიპის შეჯიბრებაში.. როგორც ხვდებით შეხვედრა, საუბარი სიახლეების გაზიარება ქართველებს არ გვეშლება, მთუმეტეს ამ ფორუმის მესვეურებს, ასე რომ ველოდებით თქვენს აზარს და კიდევ ერთხელ ლამაზად შეხვედრის სურვილს smile.gif.
Davitus
ჩემსა აზრს დავაფიქსირებ, ოღონდ რომ წავიკითხავ ბოლომდე, ანუ ზეგ smile.gif
TAMPLIER
წავიკითხე და ვეთანხმები!:D
კარგად არის აღწერილი ყველაფერი

არის რაღაც კითხვები მაგრამ მეორედ რო წავიკითხავ მერე
geojorjika
აქ იმდენი წერია საინტერესო უნდა იყოს smile.gif , ისე ვიდეოზე გადაგეღო გიყურებდით შეკაცო biggrin.gif
ilariona
ნუ იდეაში მე ეს ყველაფერი ჯაჯასგან ლაივში მაქვს მოსმენილი smile.gif ასე რომ რაც ახლა წავიკითხე ყველაფერი ზეპირად ვიცოდი.

ახლა რაც შეეხება მოსამზადებელ რაღაცეებს:

ჯაჯინსკი, აქვე განვიხილოთ თუ გავხსნათ ახალი სათანადო თემა სადაც ჩამოვყრით ყველა საჭირო ნივთების ნუსხას და დავწერთ პეინტბოლისტების შემოთავაზებას?



ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 30th June 2012 - 09:14 PM) *
აქვე განვიხილოთ თუ გავხსნათ ახალი სათანადო თემა

არა კაცო განხილვა აქ იყოს, წესებს ცალკე თემებში დავყრი, მზადაა FT-ს წესები (სურათები მაკლია მხოლოდ), ხვალ დილით მოვრჩები HFT-ს წესებს, ორივეს ცალკე თემებად დავყრი და ავპინავ, ეს კიდევ კაკრაზ ინტერესის გასაღვივებელი, მოსალაპარაკებელ, დასაგეგმი თემაა და იმიტომ დავწერე... smile.gif
dawiti
საკმაოდ საინტერესო იქნება მანდ შეჯიბრი, ბულპაპის გამოყენება თუ შეიძლება?
ja_ja
dawiti
იარაღზე პრაქტიკულად შეზღუდვა არაა, უფროსწორედ ფორმაზე და მექანიზმზე... გინდა ზ.დ.პ იყოს, გინდა PCP, გინდა C02, გინდა პომპა, რაც გინდა იყოს, ასევე კონდახიც როგორიც გინდა, ნუ საბარია FT-ზე, HFT-ში რაღაც შეზღუდვები არის, მაგრამ ძირიტადად ეს ეხება "ზატილნიკს", აი სპორტულ თოფეგბს რომ აქვთ კაკვები რეგულირებადი, ეგეთი შტუკები არ შეიძLება ჰქონდეს თოტს... ჩვენთან არავის ეგეთი კონდახი არ აქვს ასე რომ ჩავთვალოთ გავატარეთ ეგ პუნქტი smile.gif

შეზღუდვები არის, როგორც უკვე ვთქვი მანძილმზომზე, ბიპოდებზე, ბალიშებზე, და აუცილებელი შეზღუდვებია კალიბრებზე და ენერგეტიკაზე, აი ნორიკას საყვარელი 40 და 57 ჯოული... დიდი ბოდიში მიუღებელია რამეა, 25 ჯოული არის, მაქსიმუმი და მორჩა საქმე smile.gif
ilariona
ხალხო,

ერთი კვირის წინ მე, ჯაჯა და ნორიკა ვიყავით ბალონის დასატენად წყნეთში პეინტბოლისტებთან.

გავიცანით მაგათი უფროსი, ვინც დააფუძნა და ვინც უვლის იქავრობას, ხოდა აღმოჩნდა მაგარი მუღამიანი და ჯიგარი კაცი, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და თვითონაც მაგრად დაინტერესდა ჩვენი ჰობით, იძახის მიყვარს ყველა ის ხალხი ვინც ისვრის და ვისაც სროლა უყვარსო smile.gif

ჩვენ ვკითხეთ თუ შეგვიძლია თქვენს ტერიტორიაზე HFT-ს ჩემპიონატი ჩავატაროთო და პასუხად მივიღეთ სიამოვნებითო! იდეალური ადგილია ამ კარგი საქმისთვის, ტყეც არის, ზემოთ ცოტა გაშლილი ტერიტორიაც არის, აღმართ დაღმართიც არის, სიგრილეც არის, მაგიდებიც აქვთ და თვითონვე ზრუნავენ მწვადებზე და სუფრაზე.

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასო არ იქნება, მაგრამ ჩვენ ფაქტიურად მარტო ასვლა დაგვჭირდება, დანარჩენს თვითონ გააკეთებენ ყველაფერს (მე შუადღის ჭამაზე და საღამოს ქეიფზე ვსაუბრობ ახლა)

თან კომპრესორიც იქვე იქნიბა და ჩვენი ბალონით სრულიად თავსუფლად ჩავატარებთ ჩემპიონატს smile.gif კაციშვილს ნასოსთან სექსაობა არ დასჭირდება.

ერთი უნდა დავურეკოთ და დაველაპარაკოთ კაცი რა დაჯდება.

წინა დღისით სამიზნეების მოწყობის პრობლემაც არაა, ვინაიდან ახლოსაა.

რავი მგონი კარგი იდეა უნდა იყოს ჩემპიონატის მანდ ჩატარება.
davil
ilariona
მშვენიერი იდეაა, მანდ კაი ჩრდილი და სიგრილე იქნება, თორე სიცხეში პურიჭამას რა მადლი აქვს
ხ.მ.ე.ლ.ო
ja_ja
როგორც ხვდებით შეხვედრა, საუბარი სიახლეების გაზიარება ქართველებს არ გვეშლება, მთუმეტეს ამ ფორუმის მესვეურებს, ასე რომ ველოდებით თქვენს აზარს და კიდევ ერთხელ ლამაზად შეხვედრის სურვილს smile.gif.



მთლიანად გადავიკითხე და (დავიღალე რამხელაა biggrin.gif) ძაან მომეწონა, ბოლო ბოლო მეც შემიძლია მივიღო მონაწილეობა ჩემი პნევმოთი. აქ ხომ შეზღუდვა არააა.. ურააა: biggrin.gif biggrin.gif



ციტატა(ilariona @ Jul 1 2012, 01:13 PM) *
ხალხო,

ერთი კვირის წინ მე, ჯაჯა და ნორიკა ვიყავით ბალონის დასატენად წყნეთში პეინტბოლისტებთან.

გავიცანით მაგათი უფროსი, ვინც დააფუძნა და ვინც უვლის იქავრობას, ხოდა აღმოჩნდა მაგარი მუღამიანი და ჯიგარი კაცი, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და თვითონაც მაგრად დაინტერესდა ჩვენი ჰობით, იძახის მიყვარს ყველა ის ხალხი ვინც ისვრის და ვისაც სროლა უყვარსო smile.gif

ჩვენ ვკითხეთ თუ შეგვიძლია თქვენს ტერიტორიაზე HFT-ს ჩემპიონატი ჩავატაროთო და პასუხად მივიღეთ სიამოვნებითო! იდეალური ადგილია ამ კარგი საქმისთვის, ტყეც არის, ზემოთ ცოტა გაშლილი ტერიტორიაც არის, აღმართ დაღმართიც არის, სიგრილეც არის, მაგიდებიც აქვთ და თვითონვე ზრუნავენ მწვადებზე და სუფრაზე.

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასო არ იქნება, მაგრამ ჩვენ ფაქტიურად მარტო ასვლა დაგვჭირდება, დანარჩენს თვითონ გააკეთებენ ყველაფერს (მე შუადღის ჭამაზე და საღამოს ქეიფზე ვსაუბრობ ახლა)

თან კომპრესორიც იქვე იქნიბა და ჩვენი ბალონით სრულიად თავსუფლად ჩავატარებთ ჩემპიონატს smile.gif კაციშვილს ნასოსთან სექსაობა არ დასჭირდება.

ერთი უნდა დავურეკოთ და დაველაპარაკოთ კაცი რა დაჯდება.

წინა დღისით სამიზნეების მოწყობის პრობლემაც არაა, ვინაიდან ახლოსაა.

რავი მგონი კარგი იდეა უნდა იყოს ჩემპიონატის მანდ ჩატარება.


რა კარგია smile.gif ადგილი უკვე მოძებნილია.. შეთანხმება და განხორციელება უნდა და ეგაა რა smile.gif



როგორც ჩანს, ნელ-ნელა ჩვენს პატარა ქვეყანაშიც ახელს თვალს პნევმო სამყარო smile.gif
ja_ja
რაცხა ხალხი პასიურობს.. დიდ ენთუზიაზმს ვერ ვხედავ smile.gif არადა კაი გასართობი კი უნდა იყოს...
davil
შეჯიბრის ჩატარების სავარაუდო დრო იქნებ მოგვეფიქრებინა და საქმეც უფრო ცოტა წინ წაიწევდა და აქტიურობაც მოყვებოდა
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Jul 2 2012, 04:37 PM) *
რაცხა ხალხი პასიურობს.. დიდ ენთუზიაზმს ვერ ვხედავ smile.gif არადა კაი გასართობი კი უნდა იყოს...

დასასვენებლადაა წასული ხალხი და biggrin.gif აღარ შემოდიან biggrin.gif


ხო რავი დრო ხომ არ მოგვეფიქრებინა, რავი ან ვის ეცლება ამ გაგანია სიცხეში :/
iorama
ja_ja
მონაწილეების ასაკი თავისთავად რჩება ძველ მოთხოვნაში ხომ?
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 2nd July 2012 - 09:34 PM) *
მონაწილეების ასაკი თავისთავად რჩება ძველ მოთხოვნაში ხომ?

კი 18 წლამდე ტაბუა, გამონაკლისი იმ შემთხვევაშია თუ მშობელი იქნება თან... მხოლოდ არასრულწლოვანი მარტო არ გამოვა მოქმედი კანონმდებლობის გამო sad.gif, არადა ხალისი მაგათ უფრო აქვთ... მარა რა გინდა ჩვენი კანონების, უფროსწორედ უკანონობის ხელში ქნა....
koknar
ციტატა(ja_ja @ 2nd July 2012 - 10:18 PM) *
იმ შემთხვევაშია თუ მშობელი იქნება თან

მგონი მინდობილობითაც შეიძლება მშობლის მაგივრათ რო თავდები იყოს ვინმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
name
ციტატა(Davitus @ Jun 30 2012, 11:04 AM) *
ჩემსა აზრს დავაფიქსირებ, ოღონდ რომ წავიკითხავ ბოლომდე, ანუ ზეგ smile.gif

ამ ფორუმზე კითხვით მეგონი ასტიგმატიზმი ავიხოსტე, განსაკუთრებით ja_ja პოტებმა biggrin.gif)


დაიძრას FT ნელნელა..
ilariona
ჯაჯინსკი, ამ დღეებში შევიკრიბოთ რა ამ თემებზე და მივიღოთ გადაწყვეტილება.
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 3rd July 2012 - 05:37 PM) *
ამ დღეებში შევიკრიბოთ რა ამ თემებზე და მივიღოთ გადაწყვეტილება.

მორჩი "ფეხბურთის" ყურებას არა smile.gif.

კიბატონო სამსახურის მერე მცალია, გინდა შაბათ კვირა იყოს... ნუ კაროჩე ეგ ნიხტ პრობლემო...

P.S. იმედია დღეს ნორიკა არარ დამადგება და საღამოს HFT-ს წესებსაც დავდებ smile.gif
ilariona
ja_ja
ხვალ საღამოთი შევიკრიბოთ თუ გეცლება.
ja_ja
ilariona
მოვიცლი ბატონო smile.gif
ja_ja
დღეს რასა ვიქმნთ?
ilariona
დღეს მე და ჯაჯამ ცოტა წავიმუშავეთ და მასალების რაოდენობები ჩამოვყარეთ. ხვალ ფასებსაც გაარკვევს ჯაჯა და მერე დავიწყოთ სამიზვეების დამზადება.

მგონი რანცხა გამოვა smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ilariona @ Jul 5 2012, 12:03 AM) *
დღეს მე და ჯაჯამ ცოტა წავიმუშავეთ და მასალების რაოდენობები ჩამოვყარეთ. ხვალ ფასებსაც გაარკვევს ჯაჯა და მერე დავიწყოთ სამიზვეების დამზადება.

მგონი რანცხა გამოვა smile.gif

კი კი, ფასები მაინტერესებს და დრო რაღათქმა უნდა. ისე სადგაც 11 რიცხვის მერე რო იყოს კარგი იქნება.. ძაან მინდა წამოსვლა და მანამდე ვერ მიხერხდება, მოკლედ ვნახოთ რა smile.gif
ja_ja
მოკლედ გამოქვეყნებულია HTF და FT-ს წესები, გადახედეთ და მოდით ამოვირჩიოთ რომელს ვაწყობთ, ორივეს ტავისებური წესები აქვს, ზოგს ის მოსწონს და ზოგს ეს....

kaka8079
ja_ja
სადაა გამოქვეყნებული?
ja_ja
სპორტული სროლა პნევმატიკით ->შეჯიბრებების სახეობები

HFT 2012 მოქმედი წესები და პირობები
FT 2012 მოქმედი წესები და პირობები
ხ.მ.ე.ლ.ო
რა არ მომწონს ჯაჯა იცი?

გაპროტესტების შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი სქემა:

• ერთი მსროლელი ჯგუფის წევრები (როგორც წესი ჯგუფი შედგება 3 ადამიანისგან) ესვრიან საკამათო სამიზნეს თითო-თითოჯერ,
• თუ სამიზნე ერთხელ მაინც წაიქცა, მაშინ პროტესტი ანულირდება



იქნებ 2 მოხვედრის მერე წაიქცეს, და ერთი მოხვედრის ძალა საკმარისი არ იყოს მის წასაქცევად, რატო არ უნდა ჩაეთვალოს ქულა მსროლელს? sad.gif
koknar
სტანდარტული მდგომარეობების აღწერა.

• ხელის მაჯა არ უნდა იდოს მუხლზე.

ეს ცოტა გაუგებარია, იდაყვი ხომ არ იგულისხმება?
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ოდესმე გისვრია ეგეთი სამიზნისთვის?

რას ნიშნავს ერთის ძალა არ ეყოს.... ეგ შტუკა ენერგიის კონდენსატორი კი არაა, ჯერ მოხვდეს 10 ჯოული დადაიმახსოვროს მერე მეორე სროლის 10 ჯოული დაამატოს და კაი ჯანდაბასმეყოფა წავიქცევიო....

ან ხვდება ყვითელ ზონას და წაიქცევა, ან არ ხვდება ყვითელ ზონას....

მაქსიმუმ შეიძლება მოხვდეს შავი და ყვითელი ზონების გადაკბეთას, მოსძვრება პატარა ნაწილი და ის თუ მოხვდა ყვითელ ზონას მაშინ არ ეყოფა იმ ნაგლეჯს ძალა რომ სამიზნე წააქცციოს. მაგ შემთხვევაში მსროლელს ესმის სპეციფიური ხმა და ჰგონია რომ გაარტყა...

აი მაგ შემთხვევის გასარკვევადაა ეგ წესი...

სადღაც დაგდებული მაქვს ეგ შტუკა როგორ მუშაობს, დავძებნი დაგიგდებ ლინკს და შენით მიხვდები ყოლიფერს...smile.gif



koknar
კაცოუ... იდაყვი უკანააა, მაჯა! სადაც თითები გაქვს გამოსხმული smile.gif, აი მაგის უკანა მხარე არ უნდა იდოს მუხლზე.... ვოტ smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Jul 6 2012, 04:30 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
ოდესმე გისვრია ეგეთი სამიზნისთვის?

რას ნიშნავს ერთის ძალა არ ეყოს.... ეგ შტუკა ენერგიის კონდენსატორი კი არაა, ჯერ მოხვდეს 10 ჯოული დადაიმახსოვროს მერე მეორე სროლის 10 ჯოული დაამატოს და კაი ჯანდაბასმეყოფა წავიქცევიო....

ან ხვდება ყვითელ ზონას და წაიქცევა, ან არ ხვდება ყვითელ ზონას....

მაქსიმუმ შეიძლება მოხვდეს შავი და ყვითელი ზონების გადაკბეთას, მოსძვრება პატარა ნაწილი და ის თუ მოხვდა ყვითელ ზონას მაშინ არ ეყოფა იმ ნაგლეჯს ძალა რომ სამიზნე წააქცციოს. მაგ შემთხვევაში მსროლელს ესმის სპეციფიური ხმა და ჰგონია რომ გაარტყა...

აი მაგ შემთხვევის გასარკვევადაა ეგ წესი...

სადღაც დაგდებული მაქვს ეგ შტუკა როგორ მუშაობს, დავძებნი დაგიგდებ ლინკს და შენით მიხვდები ყოლიფერს...smile.gif



koknar
კაცოუ... იდაყვი უკანააა, მაჯა! სადაც თითები გაქვს გამოსხმული smile.gif, აი მაგის უკანა მხარე არ უნდა იდოს მუხლზე.... ვოტ smile.gif


koknar

სურათზეც ხოა მოცემული, შეხედე მარტივად მიხვდები wink.gif

კაი ჯაჯა, აღარაა საჭირო, მივხვდი უკვე როგორც ხდება smile.gif მე სხვანაირად აგვიქვი მიუხედავად 4 გადაკითხვისა biggrin.gif გადავხარშე და ეხლა კი გასაგებია wink.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
აგერ ინფორმაციისთვის, ბოლოში ვიდეო ფაილიც არის. მოკელდ მომენტალნო ყოლიფერი გასაგები გახდება smile.gif
ja_ja
მოკლედ ჯიგრებო და ლამაზებო, გვაინტერესებს რამდენი კაცი იკრიბებით ამ შეჯიბრის მსურველები, თუ 3-4 კაცი შეიკრიბა აზრი არ აქვს, ეგრე ლამის ყოველ მეორე კვირას ქე ვიკრიბებით ხოლმე ცალცალკე ჯგუფები...

ესეიგი იგეგმება შეჯიბრი 4-5 აგვისტოსთვის. სავარაუდოდ 20-24 სამიზნის მოხსნით, სავარაუდოდ წყნეთში, პეინტბოლისტების ბაზაზე... თანხები ჯერჯერობით უცნობია მაგრამ სავარაუდოდ ჩვეულ 20 ლარზე მეტი გამოვა...

ესეიგი სიაში ამჯერად ვიცი რომ არიან:

1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) ვინ ხართ ჩაეწერეთ რომ გავთვალოთ ხარჯები საერთოდ ღირს არ ღირს და ასე შედმეგ....

იმის მერე რაც უხეშად იქნება რაოდენობა ჩამოთვლილი, მერე გადავალთ ხარჯებზე და იდეების შემოთავაზებებზე.
davil
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
koknar
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
ja_ja
ასევე კიდევ გაგირთულებთ არჩევანს და გტავაზობთ შემდეგ სილუეტებს შეჯიბრისთვის, ამოირჩეით რომლები გირჩევნიათ, , შედმეგ ამოვარჩევთ იმის და მიხედვით რომელმა სილუეტმაც მეტი ხმა მიიღო...



ან პირდაპირ ამოვირჩევთ რომელიც იაფი გამოვა, მაგალითად მე-9 ნომრად არის, ინდაურის ნავაროჩენი ვერსია, ლამაზი და დიდი კი არის, მაგრამ ფორმის გამო მასალაც მეტი წავა და ბევრი კუთხეების გამო მეტი ამოსაჭრელი დროც წავა... შესაბამისად ძვირიც გამოვა ეგეთი... და ასე შედმეგ....
ochopintre
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre (თუ მანამდე თოფი არ გავყიდე)

სამიზნეებს რაც შეეხება, მე II-III-IV და X მომწონს
davil
მე მეხუთე სამიზნე მომწონს ბატონებო
ja_ja
ისე ამჯერზე ზ.დ.პ-შნიკები ნუღა იტყვით აი არ მაქვს უფლებაო, ისაო ესაო, ვაი დედაო... ღიაა კარები თქვენთვისაც ბატონო... smile.gif მთავარია სურვილი...

თუ ჩუმათ იქნებით, მერე არ დაიწყოთ აი დაჩაგრეთ ზ.დ.პ-ე მარტო PCP შნიკები ჯაზაობთო და ასე შედმეგ, რაც არ უნდა სუპერ PCP იყოს ენერგია მაინც შეზღუდულია, ყველაზე ძლიერი თოფი 25 ჯოუზე მეტი მაინც ვერ იქნება smile.gif
ilariona
ja_ja
აბა ჰანტერი მოვაწყოთო? რაის 25 ჯოული?

მე-11 ნომრით ბუ თუ რაღაც ფრინვეილი, რაკომ დგას? biggrin.gif

მე მომწონს მეხუთე და მერვე. ისე გამოკითხვაც ჩაგერთო, ასე რთულია გაიგო ვის რა მოეწონება.

ზ.დ.პ-შნიკებო, აბა აგვიბით მხარი, დაგვანახეთ თქვენგან სირვილი ბრძოლისა


ja_ja
ilariona
ციტატა
აბა ჰანტერი მოვაწყოთო? რაის 25 ჯოული?

მნიშვნელობა არა აქვს რა იქნება ენერგია 25 ჯოული პატალოკია!

მაგიტომაა უმეტესობა FTს ნებისმიერ ნაირსახეოპბაში 4.5-ს რომ იყენებს, თორემ ეგრე გერმანიაში 6.35-იც ნებადართულია, მაგრამ არავინ იყენებს smile.gif 6.35 კალიბრი 25 ჯოულზე რა იქნება ხომ წარმოგიდგენია smile.gif
kaka8079
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
ilariona
ja_ja
და შემოწმებაც გვექნება? ესეიგი ნორიკა თავისი რედუქტორით პრალიოტშია? sad.gif აი აი აი
ja_ja
ციტატა(ilariona @ 8th July 2012 - 04:03 PM) *
ესეიგი ნორიკა თავისი რედუქტორით პრალიოტშია?

ნუ რატომ, ხომ დარჩა გადამშვების რეგულირება და.... smile.gif
ilariona
ja_ja
მერე ვინ შეუმოწმებს გასროლის დროს დაატრიალებს თუ არა იმ რეგულატორს?

ხო იცი ეგ რა ჟულიკიცაა biggrin.gif

ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 8th July 2012 - 05:31 PM) *
მერე ვინ შეუმოწმებს გასროლის დროს დაატრიალებს თუ არა იმ რეგულატორს?

ებოქსიტს ჩამოვიღებ და ჩავუსხავ მაგ ხვრელში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
iorama
ეხლა კაი ნასვამი ვარ და მერე გადავთვლი მაგ რიცხვებში ვისვენებ თუ არა. აქედან გამომდინარე დავწერ ვმონაწილეობაზე პასრუხს
ilariona
iorama
რომ გამოფხიზლდები მიხვდები, რომ ჯერ ჩემპიონატის ზუსტი რიცხვი არაა და დასათვლელიც არაფერი არ გექნება biggrin.gif

sekurifa
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
8)sekurifa

მეც ჩავეწერები სიაში. ყოველ მხრივ შემოვდივარ წილში არაა პროვლება. შაბათ-კვირა ჩემთვის ყველაზე რთული დღეებია მარა იმედი მაქვს არაფერი გაიჩითება სამსახურში და წამოვალ. ამ შეჯიბრს ხომ ამდენ ხანს ველოდი smile.gif ესეიგი თქვენთან ვარ რა. რომც ვერ წამოვიდე არც ეგაა პრობლემა. თანხას რაც სეეხება პოლნი წილში ვარ.
პ.ს. ხო მართლა ეგ ხომ ერთ დღიანი იქნება? smile.gif რაც შეეხება სამიზნეების ფორმებს მე ჩვეული ყვანჩოს სილუეტი მირჩევნია. ანუ 1, 4, და 11. რათუნდა ამეებს ზედმეტი ფოი ფოი? ჩემს გაკეთებულ საფლავის ქვასაც წამოვიღებ და გაჩვენებთ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.