გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V   1 2 3 > »   
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> დიდი გასეირნების ლოგიკური დასასრული, რეპორტი
ilariona
პოსტი Jun 20 2011, 08:36 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



დილის 6 საათი, რეკავს მაღვიძარა და იწყება დილა, რომელსაც სამი თვე ველოდებოდით.

,,დიდი გასეირნება“


თემის ავტორი: ,,Masteroff”

ორგანიზატორი: ,,ilariona”



მონაწილეები:
1) ნორიკა
2) დავილ
3) დავითუსი
4) ჩზ80
5) გელა
6) გრიგოლიჩი
7) ილარიონა
8) თაზო (მონადირე)
9) ჟორჟიკა (ივრეი)
10) კოკა
11) კაკო
12) კაკო (ციხელა, არ არის დარეგისტრირებული)
13) იორამა

დამსწრეები:
1) გრიგოლი
2) გოჩა

ამ თემის ავტორმა სულ სხვა სული ჩაუდგა დიდ გასეირნებას, მიზნად ჰქონდა დასახული, თევზაობა, ქეიფი და სროლა! სიმართლეს გეტყვით ეს სამივე შესრულდა, მაგრამ სულ სხვა ინტერპრეტაციით.

დავიწყებ იმით, რომ ჩატარდა პირველი აირგანის ჩემპიონატი ფართო მაშტაბით!

ახლა კი გადავიდეთ თვით დღეზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ჩატარდა ჩემპიონატი.

დილით 7:30 საათზე შევიკრიბეთ მარნეულის გადასახვევთან და ავიღეთ გეზი ბოლნისისკენ!



სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ბოლნისში შევჩერდით ცოტა ხნით და ეს სურათი მაშინ გადავიღეთ.



შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მივედით დანიშნულების ადგილას.
ხრამის ხეობას, რომ მიუახლოვდით წინ გამოჩნდა ულამაზესი ხედი, ორი მთის შუაში ჩამოედინება ხრამის მდინარე. სიმართლეს გეტყვით და გზა ცოტა შემაშინებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც მზად ვიყავით, ოთხივე მანქანა ჯიპები იყო (ნუ ჩემი მანქანაც ვითომ ჯიპი იყო), ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია.
ჩავედით დანიშნულების ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება.



პირველი რაც მოხდა ნორიკამ დაიადა ნაჯახი და გავარდა ტყეში, დიდი ტოტი უნდა მოეჭრა, რომ სამიზნეები დაგვემაგრებინა, ერთი საათი ტყიდან გამოდიოდა ნაჯახისა და ნორიკას ოხვრა, ბოლოს კოკაც მიეხმარა და საბოლოოდ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ნაჯახი დაბლაგვდა, ტოტი მოიჭრა და ნორიკამ 4კგ დაიკლო. ამასობაში მე მომივიდა იდეა, ერთ თავისუფალ მაგიდაზე დაგვედო ყუთები და მიგვემაგრებინა სამიზნეები, ამ იდეამაც გაამართლა და ის ტოტი სულ ტყუილად იყო მოჭრილი.

ამასობაში გაიშალა სუფრა დილის საუზმით (ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ძეხვი, ვიჩინა) ეს რომ დაინახეს მონაწილეებმა, ეგრევე გაიქცნენ არყის ამოსაღებად და აი აქ ჩავრთე ჩემი ორგანიზატორული ნიჭი, ტკბილი საუბრით გადავაფიქრებინე დალევა (ჩემპიონატიდან მოხსნით დავემუქრე)



ნუ იყო ჯუჯღუნი, ლაშამ თავისი ტექსტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, რომ დაგვეხვრიტა და მიგვეგდო სადმე, მაგრამ გავუძელი შეტევებს და არ დავალევინე.

ამასობაში დავიწყეთ ბანაკის გაწყობა, მიდიოდა კარვების გაშლა, თოფების აწყობა, ანკესების გადაყრა წყალში და რავიცი ათასი გასართობი რამ. ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე, და რავარც იქნა გაიშალა ბანაკიც.




აქვე დავამატებ იმას, რომ სანამ ბანაკი გაიშლებოდა კაკომ თავისი თოფი სამჯერ დაშალა და ააწყო. მგონი კროსმანის ფაბრიკაში აპირებს მუშაობის დაწყებას და ვარჯიშობს



აი ისიც მომენტი საიდანაც დაიწყო ოპტიკების გასწორება და ეგრედ წოდებული ,,პრისტრელკა“



სურათზე კარგად ჩანს, დავითუსას მოფიქრებული ორი ჯოხი, რომელზეც მივამაგრეთ პარკის ნაჭრები და მაგით ვარკვევდით არის თუ არა ქარი იმ ადგილას სადაც ვისროდით.

ნუ რთული გამოსაცნობი არაა და პირველი ოპტიკას ასწორებს ნორიკა,







20 წუთი ეჩალიჩებოდა თავის ოპტიკას, თან იძახდა რომ ვერ ვასწორებო, ყელში რომ ამოგვივიდა მისი საქციელი და მილიციის მეშვეობით ვაპირებდით მოედნიდან გაძევებას, წამოიძახა ევრიკაოოო და დააყოლა, რომ გავასწორეო, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. სადღაც საათნახევარი მაინც გრძელდებოდა ამ ოპტიკების სწორება. პირველად ვნახე როგორ ასწორებენ მეგრელები ოპტიკას (კაკო არ გეწყინოს) ოთხი ბრუნი ზევით, ოთხი ბრუნი გვერდით და ოპტიკა გასწორებულია biggrin.gif



და აი ისიც, ჩემპიონატის დაწყება,
პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჯგუფების კეთებაში,
მონაწილეს ეძლეოდა ოთხი სამიზნე და 20 ტყვია, თითო სამიზნეზე უნდა ესროლა 5 ტყვია.
მანძილი 50 მეტრი.
პირველი მონაწილე ძნელი გამოსაცნობი არაა და ისევ ნორიკაა,
სასროლი პოზიცია დაიკავა და ოი რა გაიგო ნორიკას ყურებმა, თურმე იარაღის ბალიშით გამაგრება ხდება მხოლოდ ცვო-ს მხრიდან და კონდახი კი ხელით უნდა გაამაგრო biggrin.gif ატყდა ისევ ჯუჯღუნი, მეო მასე ჯერ არ მისვრიაოოო და იასნა რომ წავაგებო, ისაო ესაო და მაინც ისროლა.

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მონაწილეს მიეცა სულ ხუთი წუთი 20 გასროლაზე, რაც მიმაჩნია ძალზედ ცოტა და ეს პირველი მინუსი ორგანიზატორის, რომ ვერ გათვალა ასეთი რამ.

პირველ 6 მონაწილეს ვაკონროლებდი დროში და არ ვაძლევდი დაგვიანების საშუალებას, მერე ისე დავიღალე, რომ ბოლო მონაწილე მგონი მთელი 20 წუთი ისროდა და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ესეც მეორე მინუსი.

აქვე დავწერ იმასაც, რომ ძალზედ ბევრი ტყვია გაქრა, სურათებზე დააკვირდით და ზოგიერთ სამიზნეს ერთი ტყვია აკლია. მონაწილე თითქოსდა ისროდა და სამიზნეს ტყვია არ ჰქონდა მონახვედრი, გასაკვირია მაგრამ ფაქტია. ესეც ორგანიზატორის ბრალია, მაგაზე დაიწერა კიდეც, რომ მონაწილეს უნდა მიეცეს ზუსტი რაოდენობა ტყვიების და მის ახლოს ტყია არ უნდა ჭაჭანებდეს. ასე მოხდება კონტროლი თუ რამდენი ტყვია გაისროლა მონაწილემ. იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მონაწილეს თოფი გაუვარდა და მერე ითხოვდა ახალი ტყვია მომეცითო, რა ჩემი ბრალია რომ თოფი გამივარდაო. რატომღაც ამაზე დავთანხმდით და მონაწილეს ეძლეოდა ახალი ტყვია, რომ განმეორებით ესროლა, რაც მიმაჩნია დიდ შეცდომათ!!! აუცილებლად მონაწილემ უნდა გააკონტროლოს საკუთარი შესაძლებლობები და სროლის დროს არ იყოს დაბნეული, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას. იარაღის გავარდნა არის დიდი მინუსი და მასეთი რამ უნდა ისჯებოდეს მსაჯის მხრიდან.

როგორც ზევით დავწერე, ზოგიერთი ტყვია სამიზნეზე არ აღინიშნებოდა, მასეთ შემთხვევაში მონაწილეს ვაძლევდით საჯარიმო 70მმ-ს. ესეც რაღაც სასტიკ დასჯად მიმაჩნია, ფაქტიურად ვისაც დაავიწყდა სროლა ან და სამიზნეს ასცდა ტყვია, საერთოდ დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ქვემოთ ნაჩვენებ შედეგებში ჩანს, სადაც 70მმ წერია ესეიგი მის სამიზნეს ტყვია აკლდა.


ესეც ჩემპიონატის შედეგი:

1) ნორიკა (აა510)







შედეგი: 27+28+34+33/4=30.5

2) გელა (ჰაცან ატ44)







შედეგი: 37+30+29+70/4=41.5

3) კოკა (დისკოვერი)







შედეგი: 70+80+70+67/4=71

4) დავილი (მარადიორი)







შედეგი: 22+70+70+39/4=50.25

5) თაზო (მონადირე) (HW100)







შედეგი: 15+25+25+39/4=26

6) ციხელა (HW100)







შედეგი: 70+62+44+25/4=50.25

7) ილარიონა (HW100)







შედეგი: 21+70+25+22/4=34.5

8) იორამა (მარადიორი)







შედეგი: 25+24+24+70/4=35.75

9) დავითუსი (მარადიორი)







შედეგი: 33+34+31+35/4=33.25

10) ჩზ80 (HW100)







შედეგი: 64+20+25+29/4=34.5

11) ჟორჟიკა (HW100)







შედეგი: 23+16+29+48/4=29

12) კაკო (მარადიორი)







შედეგი: 32+50+29+23/4=33.5

13) გრიგოლიჩი (აა510)







შედეგი: 22+36+29+24/4=27.75






შედეგებს თუ გადავხედავ ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებული გახდა თაზო (მონადირე).
დამსახურებული მეორე ადგილი კი დაიკავა გრიგოლიჩმა, რაზეც მიიღო მშვენიერი საჩუქარიც.
ნორიკას თოფით გრიგოლიჩმა ბევრად უკეთესი შედეგი გვაჩვენა და თანაც ისე, რომ ხმა არ ამოუღია ბავშვს.

ვინაიდან ჯგუფების ჩემპიონატი გაიწელა და საღამო მოგვიახლოვდა და თანაც უკვე ყველა მაგარი მშივრები ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ქულების დაგროვების ჩემპიონატი ჩაგვეტარებიან ძალიან სწრაფად, სამიზნეების რაოდენობა შევზღუდეთ 2-დან 1-ზე და გასროლების რაოდენობაც 10-დან 5-ზე.
აქ ყველაფერი მარტივია და არაფრის წერა არაა საჭირო, გამოვაქვეყნებ პირდაპირ სურათებს და ნათლად ჩანს გამარჯვებულიც და შედეგებიც.
მანძილი დარჩა 50 მეტრი.


დაიწყო სროლა.



























არ დავმალავ და დავილისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს, შესაშური შედეგია და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა.

აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოვების ცერემონიასაც.





ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულებიც გვყვავს, ვიტყოდი, რომ ძალზედ დაღლილები ვიყავით და თანაც ყველას გვშიოდა, გავიხედეთ და რას ვხედავთ, ჭამა-სმის მინისტრი (იორამა) წამოწოლილია ბუნებაში და თევზაობს, საკუთარ თავზე აღებული პურმარილი კი ხელუხლებელია.





რას ვიზავდით, დავიწყეთ პურმარილის მზადება!

აქვე დავამატებ, რომ ამინდი მთელი დღის მანძილზე იყო იდეალური, ნიავიც კი არ ჰქროდა! სურათებზეც ჩანს, რომ მზე კაშკაშებდა მთელი დღის მანძილზე. საღამოთი კი ჩემპიონატის დასროლებისთანავე დასცხო ძლიერმა წვიმამ და ძალზედ აგრილდა.

რაღაც მხრივ ქეიფის ხასიათზედ დაგვაყენა მთელი დღის დასიცხულები.

საღამოს შვიდი საათისთვის არნახული პურმარილი გვქონდა გაშლილი: მწვადი, ჩაქაფული, ყველი, კიტრი და პომიდორი smile.gif მეტი რა უნდა ინატრო ბუნებაში გასულმა კაცმა.

რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ პირველი ყლუპი ალკოჰოლის დაილეოდა იქამდე ყველა იარაღი შენახული იყო და დალევის შემდეგ არც არავის არ ამოუღია სასროლად.
ეს მართლაც დასაფასებელი საქციელი იყო.

აქვე ქეიფის სურათებს გთავაზობთ:






აი მოვიდა რეპორტის დასასრულიც და მგონი რომ სრულად გადმოგეცით იქ მომხდარი სიტუაცია.
მინდა მონაწილეებსა და დამსწერეებს გთხოვოთ, თუ რამე გამომრჩა დაამატეთ და დაწერეთ კომენტის სახით.
კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, შეჯიბრისა და გასვლის მინუსები და პლუსებიც დავწეროთ.
აქ დაწერილი ყველა ნიუანსი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი გასვლისთვის და დამიჯერეთ არავის არ ეწყინება თუ ბევრ მინუსებს ჩამოწერთ. პირიქით შემდგომში შევეცდებით ერთობლივად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები.

ახლა კი დავყრი სურათებს, რომლებიც უბრალოდ გადაღებულია პაპარაცების მიერ.
კეთილი სურვილებით თქვენი ილარიონი.

























>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 20 2011, 09:06 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვააა ირარიონ ყოჩაღ შენ მომეწონა, ტესქტიც, კაია შემართებაც გაფორმებაც და მთავარია ის რომ შეჯიბრი პირველი!!! პირველი ასე თუ ისე ორგანიზებული შეჯიბრი შედგა.

ახლა გამოცდილების გაზიარება და მეორე უფრო ჩამოყალიბებული შეჯიბრიც შეიძLება smile.gif

P.S. შემშურდა თეთრი შურით..... სამსახურის დედაც ჯეკ!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
monadire.
პოსტი Jun 20 2011, 09:07 PM
პოსტი #3


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 289
რეგისტრ.: 12-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,317



საღოლ ილო, კარგი იყო. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ იმდღევანდელი ემოციების გადმოტანა არ შეიძლება და ვინც იქ არიყო ბოლომდე ვერ ჩაწვდება იმ ატმოსფეროს რაც ტრიალებდა! ბევრი რამ დასახვეწია, ბევრი საერთოდ შესაცვლელია და ა.შ. მთავარია ყველას მონდომება დაფასდა და ფანტასტიური გასვლა გამოვიდა ( არა ჩემი მოგების გამო blush.gif ) და იმედია აწი იქნება უკეთესი... უკეთესი... good.gif good.gif good.gif მე დიდი მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის რადგან ჩემდა გასაკვირად ჩემპიონი გავხდი yess.gif და რაც არ გამკვირვებია, მაგარი ხალხი გავიცანი... მადლობა ყველას...ერთი ტყვიის დედა ვატირე თორე ლაშა უპირობო ჩემპიონი იყო... ალბათ ტყვიების თვლით მიცემა მსროლელისათვის კარგი იქნება შემდეგში. ეგაც გამოსწორდება იმედია და მომავალშიც თქვენს გვერდით მიგულეთ!!! spiteful.gif spiteful.gif spiteful.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Jun 20 2011, 09:11 PM
პოსტი #4


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



ყველაფერი მართლა ძალიან კარგი იყო ვყელას დიდი მადლობა განსაკუთრებით ილიას ამ გასვლის ორგანიზებისათვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 20 2011, 09:11 PM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მალაძეც smile.gif

ეხლა ზედმეტი სურათები მოაცილე ამ პოსტს

კიდევ ყველა სამიძNის სურათის დადება არ არის აუცილებელი, დადე ხოლმე საუკეთესოს და ქულების ჯამი ჯობია ტყულად იტვირთება ზედდმეტი სურათებით ფორუმი, ეგ ეგიძLია ემრრე ერთ არქივად დადო ცალკე ლინკად და ვისაც აინტერესესბ გადმოწეს wink.gif

ბევრი გიშრომია ხვალიუ wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 20 2011, 09:14 PM
პოსტი #6


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(monadire. @ 20th June 2011 - 10:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ერთი ტყვიის დედა ვატირე თორე ლაშა უპირობო ჩემპიონი იყო


როგორ გეკადრებათ ბატონო smile.gif ჩემი შედეგი იყო 34.5 და ლაშასი კი 35.75 და ორივემ 70 მმ ავირტყით უაზროდ. ასე რომ ჩემპიონი მე უნდა ვყოფილიყავი 14.gif

ციტატა(giorgi @ 20th June 2011 - 10:11 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეხლა ზედმეტი სურათები მოაცილე ამ პოსტს


არავითარი ზედმეტი სურათები აქ არ არის. სრული სურათია ნაჩვენები.

ამ სურათების გამო თვალები მაქვს დათხრილი. ამის ატვირთვა შენ ადვლი საქმე ხომ არ გგონია ა? მთელი დღეა პიხ.გე მაქვს თვალწინ. უნამუსო შენ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
monadire.
პოსტი Jun 20 2011, 09:15 PM
პოსტი #7


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 289
რეგისტრ.: 12-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,317



უიუიუუიუიუიუიუიუი, ეს რა წამომცდა, ქიხი, ქიხი.... ტუჩებზეთითებისმირტყმასმაილ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 20 2011, 09:16 PM
პოსტი #8


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



მშვენივრად გაგიტარებიათ დრო,ყოჩაღ თქვენ. ინფოც ამომწურავია და ადგილიც კარგი მოგიძებნიათ. ისეთი კმაყოფილი დავრჩი ამ გვერდიდან რომ თითქოსდა მეც ვყოფილიყავი თქვენტან ერთად. ორგანიზატორს და რედაქტორსაც საღოლ ასეთი საინტერესო გასვლისთვის.
მინდა ყველა გამარჯვებულს მიულოცო საპრიზო ადგილები, მაგრამ განსაკუთრებით ვულოცავ მომავალ ჩემპიონს, ნიკოლოზს. ნიკუშ, გამხდარიყავი ჩვენი პლანეტის ჩემპიონი.

რაც შეეხება შენიშვნას :
შეჯიბრების დროს ყოველთვის ჯობია რომ ერთ სამიზნეზე იყოს მხოლოდ ერთი ტყვია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jun 20 2011, 09:25 PM
პოსტი #9


Outstanding Сasual Dating - Actual Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:magDandyVE



ნებისმიერი კაი გასვლა თუნდაც ესეთი კარგი რეპორტებისთვის ღირს!!!

საღოლ ილია მაგარია smile.gif

ციტატა(ilariona @ 20th June 2011 - 10:14 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ასე რომ ჩემპიონი მე უნდა ვყოფილიყავი


მერე მე დამიწყებს ჯუჯღუნებო :P ვაირაუხი ბიპოდით რო არ ყოფილიყო კარგად ჩანს ამ სურათებზე ვინც გაიმრჯვებდა :P
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
davil
პოსტი Jun 20 2011, 10:01 PM
პოსტი #10


ზეზუსტი მსროლელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 467
რეგისტრ.: 13-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: RUSTAVI
წევრი №: 642



გაიხარე ილო. ჯიგრიანი რეპორტია. ამაზე მეტის სიტყვით გადმოცემა ძნელია. მადლობა გასვლის ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ყველამ თავისებურად ჩადო გული შეჯიბრ-გართობაში და საბოლოო ჯამში ლამის დღემდე მომყვება ის დადებითი ემოცია. აქ დაიწერა უკვე ტექნიკურ ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე, მე კი ერთ რამეს ვიტყვი-არაყის მაგივრად ღვინო უნდა წაგვეღო, იმიტო რო ქართველები ვართ და ღვინით ქეიფის ეშხი სულ სხვაა biggrin.gif ამ წინადადებაზე იმედია ყველა დამეთანხმება. ორგანიზატორის სასახელოდ უნდა ვთქვა კიდევ რომ ადგილი იყო ბრწყინვალედ შერჩეული
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
monadire.
პოსტი Jun 20 2011, 10:19 PM
პოსტი #11


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 289
რეგისტრ.: 12-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,317



ციტატა(davil @ Jun 20 2011, 11:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გაიხარე ილო. ჯიგრიანი რეპორტია. ამაზე მეტის სიტყვით გადმოცემა ძნელია. მადლობა გასვლის ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ყველამ თავისებურად ჩადო გული შეჯიბრ-გართობაში და საბოლოო ჯამში ლამის დღემდე მომყვება ის დადებითი ემოცია. აქ დაიწერა უკვე ტექნიკურ ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე, მე კი ერთ რამეს ვიტყვი-არაყის მაგივრად ღვინო უნდა წაგვეღო, იმიტო რო ქართველები ვართ და ღვინით ქეიფის ეშხი სულ სხვაა biggrin.gif ამ წინადადებაზე იმედია ყველა დამეთანხმება. ორგანიზატორის სასახელოდ უნდა ვთქვა კიდევ რომ ადგილი იყო ბრწყინვალედ შერჩეული

100 % ღვინოსთან და ადგილთან დაკავშირებით!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
rekshet
პოსტი Jun 20 2011, 10:19 PM
პოსტი #12


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 481
რეგისტრ.: 10-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 359



მალადეც ილარიონ 10+ კაი პოსტია კაი ტექსტი საღოლ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Jun 20 2011, 10:43 PM
პოსტი #13


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



ძალინ მაგარია!!! მთავარია პირველი ჩემპიონატი ჩატარდა და აწი ყველაფერი ნელნელა დაიხვეწება. wink.gif გული მწყდება მეც რომ ვერ წამოვედი შემდეგში ვეცდები აუცილებლად მივიღო მონაწილეობა smile.gif smile.gif smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Jun 20 2011, 10:58 PM
პოსტი #14


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



კარგია დიდი სტაგნაციის მერე ეს ნამდვილად საჭირო იყო, კიდევ ბევრი ასეთი დღეები მოწყობილიყოს და განვითარებულიყოს ეს ჩვენი გასართობი, გამარჯვებულეს ვულოცავ და ორგანიზატორს კი დიდი მადლობა ამ ყველაფრის მოწყობისათვის, მე არ ვიყავი მაგრამ ვათვალიერებდი და მსიამუვნებდა ამის ყურება, სპორტული აზარტი და შეჯიბრის ჟინი მომივიდა smile.gif

ადგილი ძალიან კარგი ჩანს დაიჭირეთ რამე ??
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ochopintre
პოსტი Jun 20 2011, 11:00 PM
პოსტი #15


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 654
რეგისტრ.: 11-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 14



დაგასარევი დრო გიტარებიათ, ვწუხვარ რო ვერ მოვახერხე წამოსვლა
კარგია შეჯიბრებისთვისაც რო მოგიბიათ თავი, მაგრამ შედეგებმა ძაან გამაკვირვა,
რავიცი ზოგზოგიერთებს რო კითხო ლამის 7-8 მმ ჯგუფებს აკეთებენ 50 მეტრზე და აქ რასაც ვუყურებ 20 მმ ნაკლები ჯგუფი თითოოროლას თუ ქონდა.
თან როგორც ვატყობ ქარი არ ქროდა და კარგი სასროლი პოზიციაც იყო. მოკლედ არ ვიცი რა ვიფიქრო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 20 2011, 11:22 PM
პოსტი #16


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ციტატა(ilariona @ 20th June 2011 - 11:14 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
არავითარი ზედმეტი სურათები აქ არ არის. სრული სურათია ნაჩვენები.

ამ სურათების გამო თვალები მაქვს დათხრილი. ამის ატვირთვა შენ ადვლი საქმე ხომ არ გგონია ა? მთელი დღეა პიხ.გე მაქვს თვალწინ. უნამუსო შენ


ებიჯო ამ მეგრელის 3 ცალი ფოტო თან ერთნაირი რათ გვინდა ჰა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 20 2011, 11:35 PM
პოსტი #17


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(giorgi @ 21st June 2011 - 12:22 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ებიჯო ამ მეგრელის 3 ცალი ფოტო თან ერთნაირი რათ გვინდა ჰა?


უიიი, მაგას კი აღარ დავაკვირდი biggrin.gif არაუშავს კაცო, იყოს smile.gif

ochopintre

ის რვა მილიმეტრი იყო როდესაც თოფი ფიქსირდებოდა ორივე მხირადნ და ფაქტიურად თოფის რესურსი მოწმდებოდა და არა მსროლელის. აქ კი თოფს ვაფიქსირებდით ცვო-ს მხირადნ და კონდახი კი ხელით უნდა გაგვემაგრებინა. სულ ესაა 20 მმ-ის სეკრეტი smile.gif ძნელია თოფის დაფიქსირება, 50 მეტრზე სროლა ადვილი საქმე არაა.

მგონია, რომ შედეგები პირიქით მაგარია.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jun 20 2011, 11:47 PM
პოსტი #18


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



საღოლ ილო..საკაიფო რეპორტი მიეცი wink.gif

ისე უფრო მეტ ფოტოებს ველოდი,მარტო ნორიკას აიფონით იმდენი ფოტოები ვიღე ბახუსმოკიდებული სახეების რო ეგენიც გაასწორებდა რო დაგედო biggrin.gif biggrin.gif


ციტატა(ilariona @ 20th June 2011 - 09:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე

biggrin.gif biggrin.gif

მაგარი გასვლა იყო მთლიანობაში, მაგარი ემოციებით ავივსე smile.gif გულიც გადავაყოლე smile.gif
მადლობა ყველა მონაწილეს,ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა თემის ავტორს და
ორგანიზატორს wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Jun 20 2011, 11:54 PM
პოსტი #19


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



არა რააა, რაც კარგია კარგიაა, ამ რეპორტს როპმ ვკითხულობდი ისევ ის ემოცია მქონდა, თითქოს ისევ იქ ვიყავიო biggrin.gif ილო კარგი რეპორდსმენიც ყოფილხარ და ორგანიზატორი ხომ მთლად საამაყო ; )) კარგეაააააა !!!!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi05
პოსტი Jun 21 2011, 12:20 AM
პოსტი #20


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 600
რეგისტრ.: 31-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zimbabve
წევრი №: 755



კაი ჩამოყალიბებული რეპორტია მშვენიერი ფოტო მასალით დაეტყო ფორუმს სიცოცხლე ,ეს ერთი და ბევრი კარგი კიდევ მომავალში და წარმატებები რათქმაუნდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

9 გვერდი V   1 2 3 > » 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 08:31 PM
Hosted by Pro-Service