გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მაგიდის რეალური ტესტი #1, სხვა თემები არ ვიცი მე :)
ja_ja
პოსტი Mar 21 2013, 04:51 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ესეიგი, იყო და არა იყო რა, იყო კაი ტყე... ნუუუ ტყე არ იყო, პაწია, მოტყეო ადგილი იყო, მაგრამ შეესივნენ ველურები ამ ადგილებს და ჩადგეს მაგიდა. მაგიდა კიდო იდგა მარტო იდგა და ფიქრობდა ვინმე საერთოდ მომაკითხავს თუ არაო?

ჰოოდა გაიდა ასე კითხვა მოლოდინში 2 კვირა, , ერ შაბათსაც როდესაც დილით იდეაში კოტრიალს და განცხრომას ვაპირებდი, დამადგა დილა უთენია ბოროტი ბიძია ილარიონა და შემომჩივლა, სათევზაოდ უნდა წავსულიყავი, ვერ წავედით და მაგიდა მაინც მოვინახულოთო რა....

როგორც წესი ასეთი გასვლები კვირას იგეგმება ხოლმე, მარა, იდეაში სახლში არაფერი საქმე არ მქონდა, ამიტომაც, მოვიფხანე ახალ გაღვიძებული ტაკუნები, ჩამოვიფხატე შარვალი და დავთანხმდი. ასეთ ექსპრომტ ვარიანტში თავი გამოყო ნორიკამ, რომელიც ასევე ავტეხეთ, პლიუს ილარიონამ წამოყარა უცებ თაზო და გიორგა და აფსოლუტურად დაუგეგმავად აღმოვჩნდით ქესალოსა შიდა smile.gif.

ნუ გზად ცოტა ვიცუღლუტეთ, მოვიკითხეთ ჩოხოსნები, სხვათა შორის ბევრმა მოკითხვა გადმოსცა ფორუმის მესვეურებს. კაი ხალხი ხართო, ასე გააგრძელეთო, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან გასართობს არ მოგაკლებთ ვეჩნა აქ დაგხვდებითო.... მოკლედ ასე სკუპ-სკუპით ჩავედით მაგიდის მოსანახულებლად smile.gif

შევუხვეით ბოლო მოსახვევში და უცბად ჩავრთე ვიდეო ჩაწერაც, აი რა დაგვხვდა მგონი ვიდეო სრულად გეტყვით ყოლიფერს smile.gif



როგორც ჩანს სუდეოს პირველი წუთებიდან, მაგიდა ადგილზეა, უბრალოდ ვიღაც უნამუსოებმა აშკარად პირველივე ღამეს, ამ მაქსიმუმ მეორე დღეს გამოაცალეს აპალოვკა.... კიდევ კაი თაზოს მოფიქრებული გეგმა იყო და უგოლნიკებში ფიცრები გვქონდა ჩაფენილი, რომელმაც დაიჭირა ბეტონი, ცოტა კი ჩაიღუნა, მაგრამ სამაგიეროდ დგას....

აი საერთოდ რომ არაფერი ჩაგვეფინა და კლასიკურად მხოლოდ ამოფენილი ფიქრებით გაგვეკეთებინა ბეტონის ჩასხმა, მაგიდის მაგივრად დაგვხვდებოდა, უგოლნიკების, ჩარჩო და მიწაზე ჩამოფერთხილი ბეტონის ჩაქვავებული ნაჭრები...

ასეა თუ ისეა კაი იქნება მოგვიანებით ამ ჩვენს მაგიდას დამატებით 2 ან 4 ფეხს თუ მივუმატებთ, ამჯერად სქელი მელები საჭირო არაა, ეგრეთწოდებული ¾-იც ეყოფა, ან ვთქვათ 5-6 სანტიმეტრიანი „უგოლნიკები“. აქ უკვე მთავარია რომ ზანზარის ეფექტი გაქრეს, თორემ მაგიდა მადლობა ღმერთს დგას.

ჰოო...... და რაცხა ხომ უნდა გაგვეკეთებინა ამ მაგიდაზე? თან მშივრები ვიყავით, ჩოხოსნებმა საჭმელი არ დაგვიტოვეს, ამიტომაც ექსპრომტად სუფრა გაიშალა







ლოთებს რა დალევს ამ სამყაროში.... ჰოოდა სითბო, ბუხარი, მოღრუბლული ამინდი და კონიაკი.... ჭეშმარიტად რომ ლორდების საქციელია







ამ ყოლიფერსაც ვიდეოში ნახავთ ბატონო....



ამის მერე ვაი მეთევზეები წაიდენ დიიდი ლოხნესის უბედურების დასაჭერად, ოღონდ რატომღაც მდინარეში აპირებდნენ დაჭერას.... ჩვენ კი 3 სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა ვეცით სამიზნეებს და დავცხეთ მარა რა დავცხეთ smile.gif









ესეც ჩვენი იმპროვიზირებული სამიზნეები... ისე რაცხა მოსაფიქრებელია სამიზნეებისთვის.... აი ადრე მქონდა გეგმაში რაცხა პლასტიკატის მილებისგან სამიზნის დამჭერის გაკეტება, მგონი დროა რეალიზება გავუკეთო მაგ იდეას.







სამწუხაროდ გაირკვა ის რომ ჩემი შტეერისთვის არ მქონდა წამოღებული დამტენი მოწყობილობა.... უფრო სწორედ სახლშიც ვიცოდი რომ სავარაუდოდ ჩანთაში არ იქნებოდა, მაგრამ დილაუთენია ძებნა დამეზარა, წამოვიღე ნასოსი, მაგრამ რავარია, უყურებდე ბალონს, და ამასობაში ვერ ტენიდე თოფს smile.gif



ასე ვუყურე, ვუყურე, და გამახსენდა რომ ბრიტანელებს ყავთ ბერ გრილსი, რომელიც კაცმა არ იცის რას წამს ლიჟბი გადარჩეს... ჰოდაა რით ვართ ქართველები მაგათზე ნაკლები... მართალია საჭმელი ჩვენ მადლობა ღმერთს არ გვაკლია, მაგრამ ბუნებაში ინსტრუმენტების ნაკლებობა აშკარად იგრძნობა... ამიტომაც ჩავრთე ტვინის მოლეკულები, მოვაძრე ნასოს დამტენი პოსტი და ვატრიალებ ხელში....

მოდის, ამ დროს გენიოსი (მაგარი სიტყვაა რა გენი და თან ოსი!) ნორიკა და მეუბნება ეგ შტუკა პირდაპირ ბალონში არ ჩაიხრახნებაო?

აუფ გამახსენდა რომ ბალონში ბრიტალუნი რეზბაა, ამ დეტალზეც ბრიტანულია და აიდაააა, ჩავხრახნეთ, მაგრამ სიგრძეში იყო მოკლე. ამიტომაც, დავიწყე ბოთლების პრობკებისდან ეგრეთწოდებული „პრასტავკა“ რომ ამემაღლებინა ნასოსის დამტენი პორტი... გაგეცინებათ და გამოვიდა...

ცოტახანში კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა, ხელით ამ დეტალის მოჭერა ვერ ხერხდებოდა, ილარიონას, პატარა ქანჩი ჰქონდა წამოღებული, მოკლედ ბეარ გრილსის დედაც, ავიღე და ბეარ ja_ja-ს ქანჩი გამოვჩიჩქნე ტოტებისგან smile.gif





აი ასე აჯაზებენ ქართველები ბუნებაში, ხისგან ქანჩებსაც კი თლიან  რაც მთავარია მუშაობს და იმ დრეს 3-4-ჯერ უპრობლემოდ დავტუმბე რეზერვუარი.

მერე წავისპორცმენეთ და იმპროვიზირებული ½ BR-ი მოვაწყვეთ სახელად BR15/50 smile.gif. ანუ 15 სამიზნიანი 50 მეტრზე smile.gif. დავაგროვეთ შემდეგი ქულები:

Norica - 124
Ja_Ja – 124
Ilariona – 113
Giorgi - 116
Monadire - 104

გაირკვა რომ მე და ნორიკამ ერთნაირი ქულების რაოდენობა დავაგროვეთ smile.gif












უბრალოდ რისთვისაა BR-ის წესები smile.gif, გადავამოწმეთ გადმოვამოწმეთ და აღმოჩნდა რომ ნორიკას ერთიცალი X-ი ჰჰონდა ამოგდებული, ხოლო მე კი არცერთი X-ი არ მქონდა, შედეგად ნორიკამ მოიგო smile.gif. ასე მოხდა პირველად ჩვენთან X-ბით გამარჯვებულის გამოვლენა smile.gif.



ეს ის მომენტია როდესაც ნორიკა გახარებული ფორუმზეა შემოსული და მთელს ფორუმს აცნობებს რომ Ja_Ja-ს მოუგო შეჯიბრი smile.gif , მარა ისე ღღღღღ-ებით დაწერა რომ მგონი ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო smile.gif



ამის შემდეგ სტანდარტული ჩვეული ქართული მწვადაობა დევიწყეთ, ისე ახლა მშიერი ვუყურებ ამ კადრებს და ნამეტნავად კი მომინდა მაი საზიზღარი მწვადი ბლიაძ smile.gif











ნუ ბევრი რომ არ ვწერო, აგერ თქვენ ღრეობის ვიდეო კადრები smile.gif







არ გშიათ დავიჯერო smile.gif, მე მაგრა მომინდა, სულ ნერწყვები მომდის smile.gif



მოგვიანებით შემოგვიერთდნენ იქაური მესვეური თეთრა ცუგრიგები, უკან რომელიც ზის ალბათ ბევრი იცნობს დიდი გასვლიდან ამ ცუგრიკას, მაშინ იმდენი დაბრაწული ქონი და ძვლები ვაჭამეთ რომ ალბათ დღემდე შვილიშვილებს უყვება smile.gif. ჰოდა ეტყობა გვიყნოსეს და მოგვიკითხეს რა smile.gif. რა თქმა უდნა გასართობი მათაც შეხვდათ.

მოგვიანებით ილარიონა ატყდა უნდა გავიგო ჩემი თოფი რამდენ მეტრზე რა კორექტირებებს საჭიროებსო, თორემ ამ მილდოტებს რადი პონტა ვუმიზნებ და არაფერსაც არ ხვდებაო... ამიტომაც გადავზომეთ 110 მეტრი და ყოველ 10 მეტრში დავაწეჭთ აღმნიშვნელი ჯოხი.


ილო ისვრის, 10x ოპტიკით მე კი ჩემი 50x-ით ნავოდჩიკის როლს ვთამაშობდი smile.gif

შედმეგ კი ნორიკას ვთხოვეთ გადაეადგილებინა 10-10 მეტრით სამიზნე ჩვენ კი გაგვერკვია რა დისტანციაზე რამდენი მილდოტის კორექტრება იყო საჭირო. გასაგებლარია, ნორიკა რომელი გადაადგილების მერე ტყეში იმალებოდა რომ რაიმე მას არ მოხვედროდა, მარა თურმე ერთი ბოროტი ბიძია სახელად moadire ცალკე დასდევდა ოპტიკით და სულ shot-ებს უჩალიჩებდა, კიდევ კაი მხოლოდ ფოტოაპარატით უჩალიჩებდა shot-ებს.



ამის მერე კი სტანდარტულად ავიშალეთ და დავიშალეთ





ეს კი წამოსვლის წინ მაგიდის, და მაგიდასთან გადაღებული სამახსოვრო სურათები





ბოლო კი აი ამ სუპერ ზესინათლის სიჩქარით მოძრავი ბაბაუსით ჩამოვედით თბლისსა შინა




მოკლედ რა შაიძლება ითქვას... მაგიდა ახრინიტელნია, პროსტა შუაში ყანყალებს და გამაგრება უნდა თორემ თავში რომ ნორიკა რაცხას ბალამუტობს მაგიდაზე, შუისკენ მჯდომს ყანყალის გამო ოპტიკაში სამიზნე იქეთ აქეთ დაუდის.

მაქსიმუმ კიდევ შეიძლება მაგიდის ირგვლივ ხრეშის მოყრა რომ წვიმიან ამინდშ ან ნაწვიმარზე მისვლისას მაგიდასთან ტრიალისას ტალახში არ ამოვიგანგლოთ და მგონი მორჩა საქმე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
name
პოსტი Apr 24 2013, 09:21 PM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 526
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI
წევრი №: 336
ქალაქი:თბილისი



რაკარგი კომფორტი გაგიკეთებიათ, მალადეც
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   მაგიდის რეალური ტესტი #1   Mar 21 2013, 04:51 PM
- - bazuka   არაფერსაც არ დავწე...   Mar 21 2013, 05:14 PM
- - geojorjika   მშვენიერი რეპორია ...   Mar 21 2013, 06:38 PM
- - cz80   ციტატა(giorgi @ 21st March 2013 ...   Mar 21 2013, 06:45 PM
- - koknar   ის აირგანის წარწერ...   Mar 21 2013, 06:48 PM
- - gela   მართლაც კარგი გამ...   Mar 21 2013, 06:52 PM
- - Dave   ოხ რა გემრიელია ნე...   Mar 21 2013, 08:15 PM
- - norica_dragon   ჯაჯ ნაის რეპორტ ამ...   Mar 21 2013, 09:38 PM
- - TAMPLIER   იფ იფ იფ! ისეთი ბა...   Mar 22 2013, 11:50 AM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 21st March ...   Mar 22 2013, 01:46 PM
- - giga-76   კარგი გასვლა მოგიწ...   Mar 22 2013, 05:45 PM
- - koknar   ja_ja არ ეწერა არსად, ვ...   Mar 22 2013, 08:16 PM
- - ja_ja   koknar ზარაზა, წამოდი ...   Mar 22 2013, 08:37 PM
- - kaka8079   ბიჭებო ამ მაგიდას ...   Mar 22 2013, 09:37 PM
- - TAMPLIER   თხევადი მინა პრაქტ...   Mar 22 2013, 10:36 PM
- - Power_VANO   ეუფ, ეუფ, როგორ ჩამო...   Mar 27 2013, 03:35 PM
- - iorama   ციტატა(ja_ja @ 21st March 2013 ...   Mar 28 2013, 07:26 AM
- - ja_ja   iorama ციტატა(iorama @ 28th Marc...   Mar 28 2013, 11:36 AM
- - name   რაკარგი კომფორტი გ...   Apr 24 2013, 09:21 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th April 2024 - 03:02 PM
Hosted by Pro-Service