დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მაგიდის რეალური ტესტი #1
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > ფორუმის გასვლები...
ja_ja
ესეიგი, იყო და არა იყო რა, იყო კაი ტყე... ნუუუ ტყე არ იყო, პაწია, მოტყეო ადგილი იყო, მაგრამ შეესივნენ ველურები ამ ადგილებს და ჩადგეს მაგიდა. მაგიდა კიდო იდგა მარტო იდგა და ფიქრობდა ვინმე საერთოდ მომაკითხავს თუ არაო?

ჰოოდა გაიდა ასე კითხვა მოლოდინში 2 კვირა, , ერ შაბათსაც როდესაც დილით იდეაში კოტრიალს და განცხრომას ვაპირებდი, დამადგა დილა უთენია ბოროტი ბიძია ილარიონა და შემომჩივლა, სათევზაოდ უნდა წავსულიყავი, ვერ წავედით და მაგიდა მაინც მოვინახულოთო რა....

როგორც წესი ასეთი გასვლები კვირას იგეგმება ხოლმე, მარა, იდეაში სახლში არაფერი საქმე არ მქონდა, ამიტომაც, მოვიფხანე ახალ გაღვიძებული ტაკუნები, ჩამოვიფხატე შარვალი და დავთანხმდი. ასეთ ექსპრომტ ვარიანტში თავი გამოყო ნორიკამ, რომელიც ასევე ავტეხეთ, პლიუს ილარიონამ წამოყარა უცებ თაზო და გიორგა და აფსოლუტურად დაუგეგმავად აღმოვჩნდით ქესალოსა შიდა smile.gif.

ნუ გზად ცოტა ვიცუღლუტეთ, მოვიკითხეთ ჩოხოსნები, სხვათა შორის ბევრმა მოკითხვა გადმოსცა ფორუმის მესვეურებს. კაი ხალხი ხართო, ასე გააგრძელეთო, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან გასართობს არ მოგაკლებთ ვეჩნა აქ დაგხვდებითო.... მოკლედ ასე სკუპ-სკუპით ჩავედით მაგიდის მოსანახულებლად smile.gif

შევუხვეით ბოლო მოსახვევში და უცბად ჩავრთე ვიდეო ჩაწერაც, აი რა დაგვხვდა მგონი ვიდეო სრულად გეტყვით ყოლიფერს smile.gif



როგორც ჩანს სუდეოს პირველი წუთებიდან, მაგიდა ადგილზეა, უბრალოდ ვიღაც უნამუსოებმა აშკარად პირველივე ღამეს, ამ მაქსიმუმ მეორე დღეს გამოაცალეს აპალოვკა.... კიდევ კაი თაზოს მოფიქრებული გეგმა იყო და უგოლნიკებში ფიცრები გვქონდა ჩაფენილი, რომელმაც დაიჭირა ბეტონი, ცოტა კი ჩაიღუნა, მაგრამ სამაგიეროდ დგას....

აი საერთოდ რომ არაფერი ჩაგვეფინა და კლასიკურად მხოლოდ ამოფენილი ფიქრებით გაგვეკეთებინა ბეტონის ჩასხმა, მაგიდის მაგივრად დაგვხვდებოდა, უგოლნიკების, ჩარჩო და მიწაზე ჩამოფერთხილი ბეტონის ჩაქვავებული ნაჭრები...

ასეა თუ ისეა კაი იქნება მოგვიანებით ამ ჩვენს მაგიდას დამატებით 2 ან 4 ფეხს თუ მივუმატებთ, ამჯერად სქელი მელები საჭირო არაა, ეგრეთწოდებული ¾-იც ეყოფა, ან ვთქვათ 5-6 სანტიმეტრიანი „უგოლნიკები“. აქ უკვე მთავარია რომ ზანზარის ეფექტი გაქრეს, თორემ მაგიდა მადლობა ღმერთს დგას.

ჰოო...... და რაცხა ხომ უნდა გაგვეკეთებინა ამ მაგიდაზე? თან მშივრები ვიყავით, ჩოხოსნებმა საჭმელი არ დაგვიტოვეს, ამიტომაც ექსპრომტად სუფრა გაიშალა







ლოთებს რა დალევს ამ სამყაროში.... ჰოოდა სითბო, ბუხარი, მოღრუბლული ამინდი და კონიაკი.... ჭეშმარიტად რომ ლორდების საქციელია







ამ ყოლიფერსაც ვიდეოში ნახავთ ბატონო....



ამის მერე ვაი მეთევზეები წაიდენ დიიდი ლოხნესის უბედურების დასაჭერად, ოღონდ რატომღაც მდინარეში აპირებდნენ დაჭერას.... ჩვენ კი 3 სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა ვეცით სამიზნეებს და დავცხეთ მარა რა დავცხეთ smile.gif









ესეც ჩვენი იმპროვიზირებული სამიზნეები... ისე რაცხა მოსაფიქრებელია სამიზნეებისთვის.... აი ადრე მქონდა გეგმაში რაცხა პლასტიკატის მილებისგან სამიზნის დამჭერის გაკეტება, მგონი დროა რეალიზება გავუკეთო მაგ იდეას.







სამწუხაროდ გაირკვა ის რომ ჩემი შტეერისთვის არ მქონდა წამოღებული დამტენი მოწყობილობა.... უფრო სწორედ სახლშიც ვიცოდი რომ სავარაუდოდ ჩანთაში არ იქნებოდა, მაგრამ დილაუთენია ძებნა დამეზარა, წამოვიღე ნასოსი, მაგრამ რავარია, უყურებდე ბალონს, და ამასობაში ვერ ტენიდე თოფს smile.gif



ასე ვუყურე, ვუყურე, და გამახსენდა რომ ბრიტანელებს ყავთ ბერ გრილსი, რომელიც კაცმა არ იცის რას წამს ლიჟბი გადარჩეს... ჰოდაა რით ვართ ქართველები მაგათზე ნაკლები... მართალია საჭმელი ჩვენ მადლობა ღმერთს არ გვაკლია, მაგრამ ბუნებაში ინსტრუმენტების ნაკლებობა აშკარად იგრძნობა... ამიტომაც ჩავრთე ტვინის მოლეკულები, მოვაძრე ნასოს დამტენი პოსტი და ვატრიალებ ხელში....

მოდის, ამ დროს გენიოსი (მაგარი სიტყვაა რა გენი და თან ოსი!) ნორიკა და მეუბნება ეგ შტუკა პირდაპირ ბალონში არ ჩაიხრახნებაო?

აუფ გამახსენდა რომ ბალონში ბრიტალუნი რეზბაა, ამ დეტალზეც ბრიტანულია და აიდაააა, ჩავხრახნეთ, მაგრამ სიგრძეში იყო მოკლე. ამიტომაც, დავიწყე ბოთლების პრობკებისდან ეგრეთწოდებული „პრასტავკა“ რომ ამემაღლებინა ნასოსის დამტენი პორტი... გაგეცინებათ და გამოვიდა...

ცოტახანში კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა, ხელით ამ დეტალის მოჭერა ვერ ხერხდებოდა, ილარიონას, პატარა ქანჩი ჰქონდა წამოღებული, მოკლედ ბეარ გრილსის დედაც, ავიღე და ბეარ ja_ja-ს ქანჩი გამოვჩიჩქნე ტოტებისგან smile.gif





აი ასე აჯაზებენ ქართველები ბუნებაში, ხისგან ქანჩებსაც კი თლიან  რაც მთავარია მუშაობს და იმ დრეს 3-4-ჯერ უპრობლემოდ დავტუმბე რეზერვუარი.

მერე წავისპორცმენეთ და იმპროვიზირებული ½ BR-ი მოვაწყვეთ სახელად BR15/50 smile.gif. ანუ 15 სამიზნიანი 50 მეტრზე smile.gif. დავაგროვეთ შემდეგი ქულები:

Norica - 124
Ja_Ja – 124
Ilariona – 113
Giorgi - 116
Monadire - 104

გაირკვა რომ მე და ნორიკამ ერთნაირი ქულების რაოდენობა დავაგროვეთ smile.gif












უბრალოდ რისთვისაა BR-ის წესები smile.gif, გადავამოწმეთ გადმოვამოწმეთ და აღმოჩნდა რომ ნორიკას ერთიცალი X-ი ჰჰონდა ამოგდებული, ხოლო მე კი არცერთი X-ი არ მქონდა, შედეგად ნორიკამ მოიგო smile.gif. ასე მოხდა პირველად ჩვენთან X-ბით გამარჯვებულის გამოვლენა smile.gif.



ეს ის მომენტია როდესაც ნორიკა გახარებული ფორუმზეა შემოსული და მთელს ფორუმს აცნობებს რომ Ja_Ja-ს მოუგო შეჯიბრი smile.gif , მარა ისე ღღღღღ-ებით დაწერა რომ მგონი ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო smile.gif



ამის შემდეგ სტანდარტული ჩვეული ქართული მწვადაობა დევიწყეთ, ისე ახლა მშიერი ვუყურებ ამ კადრებს და ნამეტნავად კი მომინდა მაი საზიზღარი მწვადი ბლიაძ smile.gif











ნუ ბევრი რომ არ ვწერო, აგერ თქვენ ღრეობის ვიდეო კადრები smile.gif







არ გშიათ დავიჯერო smile.gif, მე მაგრა მომინდა, სულ ნერწყვები მომდის smile.gif



მოგვიანებით შემოგვიერთდნენ იქაური მესვეური თეთრა ცუგრიგები, უკან რომელიც ზის ალბათ ბევრი იცნობს დიდი გასვლიდან ამ ცუგრიკას, მაშინ იმდენი დაბრაწული ქონი და ძვლები ვაჭამეთ რომ ალბათ დღემდე შვილიშვილებს უყვება smile.gif. ჰოდა ეტყობა გვიყნოსეს და მოგვიკითხეს რა smile.gif. რა თქმა უდნა გასართობი მათაც შეხვდათ.

მოგვიანებით ილარიონა ატყდა უნდა გავიგო ჩემი თოფი რამდენ მეტრზე რა კორექტირებებს საჭიროებსო, თორემ ამ მილდოტებს რადი პონტა ვუმიზნებ და არაფერსაც არ ხვდებაო... ამიტომაც გადავზომეთ 110 მეტრი და ყოველ 10 მეტრში დავაწეჭთ აღმნიშვნელი ჯოხი.


ილო ისვრის, 10x ოპტიკით მე კი ჩემი 50x-ით ნავოდჩიკის როლს ვთამაშობდი smile.gif

შედმეგ კი ნორიკას ვთხოვეთ გადაეადგილებინა 10-10 მეტრით სამიზნე ჩვენ კი გაგვერკვია რა დისტანციაზე რამდენი მილდოტის კორექტრება იყო საჭირო. გასაგებლარია, ნორიკა რომელი გადაადგილების მერე ტყეში იმალებოდა რომ რაიმე მას არ მოხვედროდა, მარა თურმე ერთი ბოროტი ბიძია სახელად moadire ცალკე დასდევდა ოპტიკით და სულ shot-ებს უჩალიჩებდა, კიდევ კაი მხოლოდ ფოტოაპარატით უჩალიჩებდა shot-ებს.



ამის მერე კი სტანდარტულად ავიშალეთ და დავიშალეთ





ეს კი წამოსვლის წინ მაგიდის, და მაგიდასთან გადაღებული სამახსოვრო სურათები





ბოლო კი აი ამ სუპერ ზესინათლის სიჩქარით მოძრავი ბაბაუსით ჩამოვედით თბლისსა შინა




მოკლედ რა შაიძლება ითქვას... მაგიდა ახრინიტელნია, პროსტა შუაში ყანყალებს და გამაგრება უნდა თორემ თავში რომ ნორიკა რაცხას ბალამუტობს მაგიდაზე, შუისკენ მჯდომს ყანყალის გამო ოპტიკაში სამიზნე იქეთ აქეთ დაუდის.

მაქსიმუმ კიდევ შეიძლება მაგიდის ირგვლივ ხრეშის მოყრა რომ წვიმიან ამინდშ ან ნაწვიმარზე მისვლისას მაგიდასთან ტრიალისას ტალახში არ ამოვიგანგლოთ და მგონი მორჩა საქმე smile.gif
bazuka
არაფერსაც არ დავწერ



ვოტ
geojorjika
მშვენიერი რეპორია , მალაძეც

ისადა 2 ფეხი უეჭველი ჭირდება დამატებით მაგ მაგიდას ჩმა
cz80
ციტატა(giorgi @ 21st March 2013 - 07:38 PM) *
ისადა 2 ფეხი უეჭველი ჭირდება დამატებით მაგ მაგიდას ჩმა

შუაში უეჭველი სჭირდება, აი ნაპირებზეც არ აწყენდა თითო ფეხის დამატება
koknar
ის აირგანის წარწერა პროექტში ეგრე იყო გათვალისწინებული ?
gela
მართლაც კარგი გამოსულა ბიჭებო თვენი ნახელავი საღოლ და მალადეც მითქვია : ) თან როგორ უხდება იარაღები ამ კოხტა მაგიდასა : )
ილო მომყიდე რა შენი აირფორს ტალონი sad.gif რად გინდა ამოდენა ფიშტოები blush.gif გეხვეეერწები რა ბიძია შენი ამაზი თვალები blush.gif
Dave
ოხ რა გემრიელია smile.gif ნერწყვი მომადგა ბლიაძ biggrin.gif
norica_dragon
ჯაჯ ნაის რეპორტ smile.gif

ამ გასვლაზე განსაკუთრებით მანძილების ბენჩმარკი მომეწონა, ძაან საინტერესო იყო, თუმცა კიდეა სამუშაო ამ მიმართულებით smile.gif
TAMPLIER
იფ იფ იფ! ისეთი ბალთავოი გამოსულა რომ ბიერს ითხოვს უახლოვეს მომავალში biggrin.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 21st March 2013 - 07:48 PM) *
ის აირგანის წარწერა პროექტში ეგრე იყო გათვალისწინებული ?

კაცოუ, ერთი შკურკის გადატარება უნდა რომ გამოჩნდეს, მარა გაჭუჭყიანება არავის არ გვინდოდა და ჯერ ეგრეა, აი შემდეგ მისვლაზე ვისაც არ დაეზარება გამტვერიანება ის გადაფხიკავს და.....
giga-76
კარგი გასვლა მოგიწყვიათ
koknar
ja_ja
არ ეწერა არსად, ვერ მივხვდი ჩემით, მე მეგონა მომავალ თაობებს დაუტოვეთ გზავნილი biggrin.gif
ja_ja
koknar
ზარაზა, წამოდი ერთხელ და აღარ გექნება მომავალ თაობებზე აზრების ტრიალი....
kaka8079
ბიჭებო ამ მაგიდას გამაგრების გარდა პოლირება უნდა და ჩემი აზრით ემალს თუ გადაუსმევდეთ კაი იქნება,არის სპერიალური ემალები ბეტონისათის.
TAMPLIER
თხევადი მინა პრაქტიკულია და კარგი
Power_VANO
ეუფ, ეუფ, როგორ ჩამოვრჩი ცხოვრებას! რამდენი სიახლეები ყოფილა! მე კიდევ თვეებია თოფი არც კი გადმომიღია, კისრით კიდია საცოდავად.


მაგარი მაგიდაა, სუპერ!
iorama
ციტატა(ja_ja @ 21st March 2013 - 05:51 PM) *
ლოთებს რა დალევს ამ სამყაროში....

ბოლო-ბოლო გაირკვა ხომ ვინ არის ლოთი? biggrin.gif biggrin.gif

ja_ja
რიბაკებმა ვერაფერი ვერ ქნეს? გადარჩა მდინარის ლოხნესი?
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 28th March 2013 - 08:26 AM) *
გადარჩა მდინარის ლოხნესი?

რავი ჩვენ იმ დღეს მანქანისთვის არაფერი ჩაგვიბია რომ წამოგვეღო და ალბათ გადარჩა smile.gif
name
რაკარგი კომფორტი გაგიკეთებიათ, მალადეც
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.