გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ინიციატივა
minchanin
პოსტი Nov 2 2012, 03:28 PM
პოსტი #1


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



მოგესალმებით!
ასეთი აზრი წარმოიშვა, ხომ არ მიგვემართა პარლამენტისთვის და გვეთხოვა 'იარაღის შესახებ' კანონში ცვლილების შეტანა პნევმატიკასთან დაკავშირებით? იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ის გაურკვეველი სიტუაცია, რაც ახლაა შექმნილი - ფაქტიურად შეუძლებელია პნევმატიკის შემოტანა საზღვარზე, მაღაზიებშიც ასეთი იარაღის არჩევანი ძალიან შემცირდა, და რაც არის დარჩენილი ისინიც უაზროდ ძვირია და ა.შ.
გასაგებია ის განწყობაც, რომ ''არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას მაინცო'', მაგრამ თუ არ ვცადეთ, საერთოდაც არავის გავახსენდებით. თანაც რაც მეტი იქნება ხელმომწერი, იმედია ყურადღებასაც მეტს დავიმსახურებთ. არადა მგონი ხელმოწერები არ უნდა გაჭირდეს, საკმაოდ ბევრნი ვართ პნევმატიკის მოყვარული.
არის ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა გზა და ეგეც განხილვის თემაა. ისე, პირველ ეტაპზე ვიფიქრეთ უბრალოდ მიმართვის გაკეთება და ტექსტიც დავწერეთ ''შავად". აქვე გამოვაქვეყნებ. გადახედეთ და ვიმსჯელოთ როგორ აჯობებს ამ საქმის მოგვარება.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს

ბატონო დავით,
შეიძლება ჩვენს მომართვაში აღწერილი პრობლემა არასერიოზულადაც მიიჩნიოთ, იმ უამრავ სამართლებრივ პრობლემებთან შედარებით, რაც თქვენ გაქვთ გადასაწყვეტი, მაგრამ, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ათასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამოსწორებაც, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოსათვის.
2010 წლის დასაწყისში ყოფილი ხელისუფლების ერთერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ზეპირი განცხადების საფუძველზე საქართველოში სპონტანურად დაიწყო პნევმატური იარაღის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. აღნიშნულმა კამპანიამ გაუაზრებელი, არაკომპეტენტური ასახვა ჰპოვა, როგორც საკანონმდებლო აქტებში, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებებში.
2010 წლის 2 ივლისს ‘იარაღის შესახებ’ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პნევმატური იარაღთან მიმართებაში კანონში არსებული შეზღუდვა შეიცვალა და კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლები უნდა განესაზღვრა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს. მიუხედავად კანონში ჩაწერილი მოთხოვნისა, აღნიშნულმა სააგენტომ თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ ‘მოახერხა’ შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება.
2012 წლის 24 აპრილს დაიწყო პნევმატური იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი აბსურდული ტალღა. ისევ შევიდა ცვლილებები ‘იარაღის შესახებ’ კანონში და ასევე ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პნევმატური იარაღი ფაქტიურად გაუთანაბრეს ცეცხლსასროლ იარაღს - კანონში გაჩნდა პნევმატური იარაღი რეგისტრაციის, ბალისტიკური შემოწმების და ა.შ. მოთხოვნები. ამჯერად უკვე სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. თუმცა დღევანდლამდე ასეთი ტექნიკური მახასიათებლები ისევ არაა შემუშავებული.
აღწერილმა ქმედებებმა შექმნა აბსურდული და სერიოზული როგორც სამართლებრივი, ასევე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მესამე წელია, რაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო სტრუქტურების მიერ ხდება უამრავი ადამიანის საკუთრების უფლების უკანონო შეზღუდვა - 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ პნევმატური იარაღს მიმსგავსებულ არცერთნაირ ნივთს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პნევმატურ იარაღს მიმსგავსებული ბავშვების სათამაშობის შემოტანაც კი აიკრძალა. თან ასეთი ნივთების ჩამორთმევა, ანუ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება ადმინისტრაციული წარმოების ყველა წესის დარღვევით - არავითარი ადმინისტრაციული წარმოება, არავითარი წერილობითი სახის დოკუმენტი, არავითარი ახსნა-განმარტება! მხოლოდ პირად საუბრებში გამოთქმული წუხილი და მხრების აჩეჩვა - ჩვენ რა ვქნათ? ხომ იცით ეს ‘იმის’ მოთხოვნააო! ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზოგისთვის ჩამორთმეული ნივთები უბრალოდ ბავშვის სათამაშოა, სხვებისთვის კი ბიზნესი და შემოსავლის ერთადერთი წყარო. ამ ხნის განმავლობაში ზოგის ბიზნესი საერთოდ დაიხურა, ზოგისას კი სერიოზული ზიანი მიადგა. აღნიშნულთან დაკავშირებული რამდენიმე საქმის განხილვა დღესაც მიმდინარეობს სასამართლოებში. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა ხდებოდა კერძო ორგანიზაციებში, სადაც შენახვისათვის საკმაოდ დიდი გადასახადი გროვდება. არადა დარღვევები იმდენად აშკარაა, რომ საკუთრება ჩამორთმეული მოქალაქეებს ნივთები ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდებათ, ხოლო შენახვისათვის გათვალისწინებული გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად.
დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი ვისაც პნევმატური იარაღი აქვს, ერთის მხრივ შეიძლება სამართალდამრღვევად მივიჩნიოთ, რადგან შეუძლებელია კანონის მოთხოვნების შესრულება (პნევმატური იარაღის რეგისტრაცია და ა.შ.), მეორე მხრივ კი არ არსებობს ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც პნევმატური იარაღის დიფერენცირების საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს, რათა განესაზღვრა რეალური სამართალდამრღვევი.
კი, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იარაღთან დაკავშირებული საკითხი არაა უმნიშვნელოვანესი, იმ პრობლემებთან შედარებით რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, შვეიცარია) იარაღთან დაკავშირებული უფლება კონსტიტუციითაც კია გარანტირებული. თან საქართველოში არსებული სიტუაცია, უბრალოდ სამარცხვინოც კია, რადგან ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს საკითხი ასეთ აბსურდულ დონემდე იყოს მიყვანილი. ჩვენთვის რა თქმა უნდა აშკარაა, რომ პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებენ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ეს შეზღუდვები უნდა იყოს ლოგიკური, გამომდინარეობდეს საჭიროებიდან, იყოს გასაგები და სრულყოფილი. დღეს არსებული სიტუაციით კი, თითქოს ასეთი შეზღუდვები არსებობს (თან აუცილებელზე გაცილებით მკაცრი), მაგრამ მათი შესრულება შეუძლებელია. ამიტომ ძლიერი პნევმატური იარაღი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერის ხელში (მაგ. არასრულწლოვანის), ხოლო სახელმწიფოს იმის სამართლებრივი ბერკეტიც კი არ გააჩნია, რომ საყვედური მაინც უთხრას ასეთ პირს.
ბატონო დავით,
მთელი ამ გაუგებარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საკმარისია თვით `იარაღის შესახებ` კანონში მოხდეს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის იმ კრიტერიუმების ასახვა, რომლების მიხედვითაც მოხდება აკრძალვების და/ან შეზღუდვების დაწესება. ასეთი ჩანაწერი მიღებული პრაქტიკაა და თითქმის ყველა სახელმწიფოში სწორედ კანონითაა განსაზღვრული პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები (აკრძალვები) და აღნიშნული მახასიათებლების დაწესების უფლება არ აქვს მინიჭებული რომელიმე საქვეუწყებო დაწესებულებას, როგორ ეს `იარაღის შესახებ` კანონის ამჟამინდელ ვერსიაშია. რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, თქვენი ნდობის შემთხვევაში, ცვლილებების ოპერატიულად განხორციელების მიზნით, მზად ვართ უმოკლეს ვადაში წარმოგიდგინოთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია და/ან მოგაწოდოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
piettro
პოსტი Mar 20 2014, 11:00 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 90
რეგისტრ.: 2-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხობი
წევრი №: 1,840
ქალაქი:ხობი



giorgi555
სულ minchanin-ის ბრალია ყველაფერი biggrin.gif ახლა ჩემი ჯერია biggrin.gif
დღევანდელი გადასახედიდან (და ალბათ მაშინაც) სასაცილოდ ჟღერს ეს პირველი პოსტი.
არ მქონდა წაკითხული და გადავიკითხე სამივე გვერდი თავიდან ბოლომდე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- minchanin   ინიციატივა   Nov 2 2012, 03:28 PM
- - geojorjika   მდაა,ბევრი გიწვალი...   Nov 2 2012, 04:17 PM
- - foxi   მივმართოდ და მივმა...   Nov 2 2012, 04:23 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   მართალია, მივმართო...   Nov 2 2012, 04:33 PM
- - ja_ja   minchanin ნუ მიწყენ და კი...   Nov 2 2012, 04:39 PM
- - koknar   ხო მარა ვისი სახელ...   Nov 2 2012, 04:44 PM
|- - minchanin   ციტატა(koknar @ Nov 2 2012, 05...   Nov 2 2012, 09:06 PM
- - foxi   ჩვენ მივმართოდ და ...   Nov 2 2012, 08:45 PM
- - davil   ციტატა(kakha @ 2nd November 2012 ...   Nov 2 2012, 09:26 PM
- - sekurifa   გუშინ რომ ეს მიმარ...   Nov 2 2012, 09:45 PM
- - ilariona   sekurifa ალასანია არაფე...   Nov 2 2012, 09:57 PM
- - sekurifa   ახალი მთავრობის ერ...   Nov 2 2012, 10:19 PM
- - Dave   ჩემი აზრით, ოფიცია...   Nov 3 2012, 01:06 AM
- - ja_ja   ისევ სტანდარტულად ...   Nov 3 2012, 10:50 AM
- - foxi   ციტატა(davil @ 2nd November 2012 ...   Nov 3 2012, 11:12 AM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 3rd November 2012 ...   Nov 3 2012, 01:46 PM
- - ja_ja   ჰოო აი გრიშას შემთ...   Nov 3 2012, 02:02 PM
- - minchanin   ჯაჯა ბატონო, კარგი...   Nov 3 2012, 09:04 PM
- - ja_ja   minchanin უი ესენი ეხლა ...   Nov 3 2012, 09:42 PM
- - koknar   ხელმოწერები უაზრო...   Nov 3 2012, 10:11 PM
- - ilariona   ამას რა წაიკითხავა...   Nov 3 2012, 10:18 PM
- - minchanin   ჯაჯა ბატონო. "დიდ...   Nov 3 2012, 10:25 PM
- - geojorjika   მდაა , მოდი დავწყარ...   Nov 3 2012, 10:57 PM
- - Dave   minchanin 100 % გეთანხმები...   Nov 4 2012, 01:49 AM
- - koknar   მდააა, სამმა კაცმა ...   Nov 4 2012, 09:09 AM
- - ja_ja   minchanin ნუ ბატონობით ა...   Nov 4 2012, 12:36 PM
- - Davitus   აუ ძლივს მოვრჩი კი...   Nov 4 2012, 01:17 PM
- - minchanin   რამოდენიმე დღის წი...   Nov 4 2012, 05:11 PM
- - ilariona   minchanin პმ-ში მოგწერთ ჩ...   Nov 4 2012, 05:35 PM
- - geojorjika   Davitus Jacob-იც მოვიდა   Nov 4 2012, 05:43 PM
- - minchanin   ციტატა(sekurifa @ 2nd November 20...   Nov 4 2012, 06:20 PM
- - minchanin   აი , მაგალითად ილარ...   Nov 4 2012, 06:42 PM
- - ilariona   minchanin ვცადოთ, მითუმე...   Nov 4 2012, 06:53 PM
|- - nxs027   ილო, ამ საკითხისთვ...   Nov 4 2012, 07:22 PM
- - minchanin   რა გზითაც არ უნდა წ...   Nov 4 2012, 07:11 PM
- - minchanin   აი კიდევ მეოთხე გზ...   Nov 4 2012, 07:31 PM
- - iorama   ერთი რამე მინდაგით...   Nov 4 2012, 07:34 PM
- - koknar   ყუფარაძე მაინც მუშ...   Nov 4 2012, 08:54 PM
- - ja_ja   მდაააა. ნუ მოკელდ ვ...   Nov 4 2012, 10:38 PM
- - gregory   ციტატა(ilariona @ 4th November 20...   Nov 5 2012, 12:25 PM
- - CHICO30   ცდა ბედის მონახევრ...   Nov 5 2012, 12:31 PM
|- - minchanin   ციტატა(CHICO30 @ Nov 5 2012, 01...   Nov 5 2012, 01:27 PM
- - minchanin   დღეს, თემაში "საბ...   Dec 8 2012, 10:56 PM
- - ilariona   minchanin ისე რეალურად რ...   Dec 8 2012, 11:06 PM
- - minchanin   გამარჯობათ. გადავწ...   Dec 27 2012, 06:50 PM
- - CHICO30   მე ვფიქრობდი მაგ ს...   Dec 27 2012, 06:55 PM
- - gregory   ვაა სოსო პარლამენტ...   Dec 27 2012, 07:13 PM
- - minchanin   ციტატა(gregory @ 27th December 20...   Dec 27 2012, 08:56 PM
- - minchanin   ციტატა(CHICO30 @ 27th December 20...   Dec 27 2012, 09:13 PM
- - ja_ja   minchanin პირველი და უმთ...   Dec 27 2012, 10:37 PM
- - minchanin   ჯაჯა, ყურადღებით წ...   Dec 28 2012, 01:25 PM
- - ilariona   minchanin სამოქმედო გეგ...   Dec 28 2012, 04:46 PM
- - geojorjika   ilariona იმდღესაც ვისაუ...   Dec 28 2012, 05:11 PM
- - ReMiNgToN   ერთ რამეში გამარკვ...   Dec 28 2012, 06:04 PM
- - koknar   ციტატა(buybuya @ 28th December 20...   Dec 28 2012, 06:12 PM
- - minchanin   ReMiNgToN გადაიკითხე ჩემ...   Dec 28 2012, 06:26 PM
- - ReMiNgToN   koknar მინჩანინი რა შუ...   Dec 28 2012, 07:47 PM
- - ilariona   ციტატა(minchanin @ 28th December ...   Dec 29 2012, 08:22 AM
- - minchanin   ilariona, აი ჩემი პირველ...   Dec 29 2012, 10:21 AM
- - giorgi555   ჩვენი მთავრბის ახლ...   Mar 20 2014, 07:46 PM
- - piettro   giorgi555 სულ minchanin-ის ბრალ...   Mar 20 2014, 11:00 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 07:43 PM
Hosted by Pro-Service