გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman nitro venom
EnDeL
პოსტი Sep 23 2013, 04:19 PM
პოსტი #61


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



სალამი აირგანელებო
დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ.

დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს:
• მწარმოებელი - Crosman
• მოდელის ნომერი - CVW1K77NP
• ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ
• მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... )
• წონა - 3.56 კგ
• სიგრძე - 113 სმ
• დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა
• ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი
• კალიბრი - 4.5მმ
• ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style
• ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32
• სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი
• კონდახი - ხე (წიფელი)

თოფი მწარმოებლის საიტზე:
http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/CVW1K77NP
ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.crosman.com/pdf/manuals/CVDA515...om%20Series.pdf
ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ:
http://www.crosman.com/pdf/manuals/CVW1K77...0&%20PL.pdf
თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ:
http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html

ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე...

ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება



გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით...



ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები

(მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს. უფრო ვრცლად კი აქ...)


პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს biggrin.gif გაცილებით რბილი და კარგი ხარისხის მოყვა ჩემი წინა თოფის ფანტომის 4x32 ოპტიკას, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა...
კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი


გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც:


კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია biggrin.gif სასხლეტის დამცავი პლასმასია.
ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია biggrin.gif რამდენად ასრულებს მის ფუნქციას ვერ გეტყვით, არ მომიხსნია, მაგრამ როგორც გარედან ჩანს რეზინის შიგნით მთელ სიგრძეზე ლულა უნდა იყოს მოთავსებული.



ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით


პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და.....
აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება...
მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა... smile.gif wub.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 11:01 AM
Hosted by Pro-Service