გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman 1377 უმაღლესი ტუნინგით, რა შეიძლება გამოვიდეს 50$-იანი ფიშტოდან
ja_ja
პოსტი Aug 10 2009, 11:00 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით.

ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს.



ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ.

მოკლედ თითონ იარაღი არის აი ეს, სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები.

როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები.

თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და....


ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება

რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის.

კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით.





საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს.

ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და....




იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ biggrin.gif ნუ როგორც ამ კლიპის რეჟისორმა და პროდუსერმა ბოლო მომენტში გადავწყვიტე რომ ინგლისურ იტალიური აქცენტის მქონე წამყვანი არ გამოგვადგებოდა, ამიტომ ეროვნულ წამყვანს ვთხოვე გადაცემას ჩადგომოდა სატავეებში smile.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რამდენი ელოდით ალბათ ვერაზე ამოსულ პოლ კაპელოს ჰა biggrin.gif მომიტევეთ არ შემეძლო არ მეშაყირა, რაღაც ისეთი გაჩერებული იყო ფორუმი რაცხა გამოსაცოცხლებელი იყო მოსაფიქრებელი და....

კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი.







კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა.

იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს



როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში.

ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს?

ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია.



ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია.

რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში:




ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა biggrin.gif პატარა შესვენების შემდეგ ვაგრძელებთ ქრონვას.



ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა biggrin.gif დაგვიბრაკა ვირთხმინატორი, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ შემდეგი გარემოებები, საცოდავ კროსმანს ზამბარა აქვს დამჯდარი. ბოლომდე მოჭერილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვება არცერთ ზამბარას არ უხდება. აქედან მორალი საჭიროა გამძლე ძლიერი ზამბარა. სხვათაშორის JAH-მა თქვა რომ ზამბარა მთლად ჯანზე ვერ იყო და ახლა ელოდება ახალ ზამბარებს. იმედი ვიქონიოთ რომ ეს მშვენიერი ეგზემპლარი მინიმუმ 200 მეტრ წამს მიაღწევს. თუმცა ამ 160 მეტრ წამითაც თავის საქმე მშვენივრად გააკეთა ამ თოფმა (ფაქტები დახურულ განყოფილებაში დევს, ვინც დახურულ განყოფილებაში ვერ შედიხართ მოგიწევთ სიტყვებზე დაჯერება).

ბოლოს განვიხილოთ კონდახი. კროსმანი ყიდის თავისი თოფისთვის კონდახს, მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით.

კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს.





დასკვნები

იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ.

რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება.

არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება.

საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და....

მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი?

როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და....

P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე.

P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი.

______________________________________________________________________________

ბონუსი

ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ.



ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Crosman 1377 უმაღლესი ტუნინგით   Aug 10 2009, 11:00 PM
- - geojorjika   ნუ მოკლედ სიტყვები...   Aug 10 2009, 11:29 PM
- - Jah   საქმე იმაშია რომ წ...   Aug 11 2009, 08:36 AM
- - ja_ja   დავამატე ბოლო ბონუ...   Aug 11 2009, 10:16 AM
- - nihontoman   ციტატასაეჭვოა გამ...   Aug 11 2009, 10:39 AM
- - beqa   ძალიან კარგი ნამუშ...   Aug 11 2009, 10:51 AM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 1...   Aug 11 2009, 11:01 AM
- - nihontoman   ციტატავერ გავიგე რ...   Aug 11 2009, 11:22 AM
- - Power_VANO   ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩა...   Aug 11 2009, 05:40 PM
- - Jah   ციტატა(beqa @ 11th August 2009 ...   Aug 11 2009, 05:42 PM
- - Jah   ციტატა(nihontoman @ 11th August 2...   Aug 11 2009, 05:49 PM
- - dawiti   მშვენიერი ფიშტოა ს...   Aug 11 2009, 09:01 PM
- - Der Rote Baron   მმმაგარია ბიჭებო...   Aug 11 2009, 10:00 PM
- - bazuka   Jah ციტატა(Jah @ 11th August 200...   Aug 12 2009, 09:51 PM
- - Jah   ციტატა(bazuka @ 12th August 2009 ...   Aug 12 2009, 09:58 PM
- - nihontoman   ციტატამაგაზე ჯერ ს...   Aug 13 2009, 10:17 AM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 1...   Aug 13 2009, 02:03 PM
- - Jah   ციტატა(nihontoman @ 13th August 2...   Aug 13 2009, 02:14 PM
- - geojorjika   Jah მერს-ი არანალებ დ...   Aug 13 2009, 02:23 PM
- - nihontoman   ციტატაროგორც შენ ა...   Aug 13 2009, 02:24 PM
- - nihontoman   ციტატამგონი ეგ ერთ...   Aug 13 2009, 02:27 PM
- - Jah   ციტატა(nihontoman @ 13th August 2...   Aug 13 2009, 07:42 PM
|- - parna   ციტატა(Jah @ Aug 13 2009, 04...   Aug 15 2009, 01:02 AM
- - Hellados   გუშინ ვნახე ეს იარ...   Oct 25 2010, 03:56 PM
|- - tengo   ციტატა(Hellados @ Oct 25 2010, 04...   Oct 25 2010, 04:02 PM
- - ja_ja   Hellados ციტატა(Hellados @ 25th ...   Oct 25 2010, 04:26 PM
|- - tengo   ციტატა(ja_ja @ Oct 25 2010, 05...   Oct 25 2010, 05:34 PM
- - bazuka   tengo ციტატა(tengo @ 25th Octobe...   Oct 25 2010, 06:50 PM
- - nihontoman   ვისაც მსგავსი აგრე...   Oct 25 2010, 08:58 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 2...   Oct 25 2010, 11:12 PM
|- - nihontoman   ციტატა(ja_ja @ Oct 26 2010, 12...   Oct 26 2010, 10:57 AM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 26th October 2010 ...   Oct 25 2010, 11:23 PM
- - ja_ja   tengo ეე თენგო კაი რა ა...   Oct 25 2010, 11:33 PM
- - Hellados   იტოგში მე ვირთხას ...   Oct 26 2010, 09:48 AM
- - giga_st   ციტატა(Hellados @ 26th October 20...   Oct 26 2010, 09:59 AM
- - Jah   სავარაუდოთმაგ პის...   Oct 26 2010, 10:39 AM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 2...   Oct 26 2010, 11:52 AM
- - bazuka   ja_ja ციტატა(ja_ja @ 26th Octobe...   Oct 26 2010, 12:19 PM
- - cz80   ციტატა(bazuka @ 26th October 2010...   Oct 26 2010, 12:22 PM
- - giga_st   ციტატა(Jah @ 26th October 2010 ...   Oct 26 2010, 12:42 PM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 26th Octo...   Oct 26 2010, 01:40 PM
- - bazuka   ja_ja ციტატა(ja_ja @ 26th Octobe...   Oct 26 2010, 02:28 PM
- - nihontoman   bazuka   Oct 26 2010, 02:39 PM
- - ja_ja   bazuka ბაზუკ სლიუში, მე...   Oct 26 2010, 03:26 PM
- - bazuka   ja_ja უპს ესლა გადავხ...   Oct 26 2010, 04:35 PM
- - ja_ja   არ გავაგდძელოთ ეს ...   Feb 16 2011, 06:36 PM
- - soxa   ja_ja გაიხარე გიო, მაგ...   Feb 16 2011, 06:52 PM
- - ja_ja   soxa ციტატა(lasha_74 @ 16th Febr...   Feb 16 2011, 06:55 PM
- - soxa   მეც აღარ გამხსენებ...   Feb 16 2011, 07:07 PM
- - ja_ja   soxa ციტატა(lasha_74 @ 16th Febr...   Feb 16 2011, 07:12 PM
- - soxa   ცოტა დავწყნარდი   Feb 16 2011, 08:06 PM
- - bazuka   ja_ja კი გერმანელშიც ...   Feb 16 2011, 08:08 PM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 16th Febr...   Feb 16 2011, 08:21 PM
- - bazuka   ციტატა(ja_ja @ 16th February 2011...   Feb 16 2011, 09:37 PM
- - ja_ja   bazuka იასნა, ეგრეც ვიფ...   Feb 17 2011, 04:45 PM
- - geojorjika   სურათები რატომ არ ...   Feb 27 2011, 10:42 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(giorgi @ 27th February 201...   Feb 27 2011, 10:53 PM
- - ja_ja   მოკლედ ახლა დავარე...   Feb 28 2011, 10:08 AM
- - ja_ja   მაინტერესებს სურა...   Mar 4 2011, 03:21 PM
- - giorgi-RW1k77X2   კი, ჩემთანაც გამოჩ...   Mar 4 2011, 03:25 PM
- - ja_ja   giorgi-RW1k77X2 კაია, მაშIნ დ...   Mar 4 2011, 03:32 PM
- - EnDeL   ჩემთანაც გამოჩნდა ...   Mar 4 2011, 04:56 PM
- - nikola_migina   რა ღირს ეს თოფი?   May 20 2011, 02:04 PM
- - jjjjkki   Crosman 1377 200 თუ 220 ლარი და...   May 20 2011, 04:31 PM
- - bazuka   ციტატა(jjjjkki @ 20th May 2011 ...   Aug 25 2013, 11:34 AM
- - ja_ja   ჰმმმმ, მეც არ ვიცოდ...   Aug 25 2013, 01:04 PM
- - BlackBaron   რომელ ზეთს იყენებთ...   Aug 27 2013, 06:50 PM
- - ja_ja   BlackBaron ციტატა(BlackBaron @ 2...   Aug 27 2013, 09:17 PM
- - BlackBaron   ja_ja საკუთარ კითხვას ...   Aug 27 2013, 09:55 PM
- - ja_ja   დაძებნე Crosman Silicone Chamber Oil   Aug 27 2013, 11:00 PM
|- - BlackBaron   ციტატა(ja_ja @ Aug 28 2013, 12...   Aug 27 2013, 11:13 PM
- - BlackBaron   http://www.ebay.com/itm/Crosman-Factory-OE...=item...   Sep 28 2013, 08:09 PM
- - geojorjika   BlackBaron ის ნავთლუღში ...   Sep 28 2013, 08:59 PM
- - soso66   დგუშისა და ჰაერის ...   Sep 28 2013, 09:50 PM
- - ja_ja   სადღაც ასეთი ბაასი...   Sep 28 2013, 09:59 PM
- - Ex3   ციტატა10 და მაქსიმუ...   Sep 29 2013, 08:38 AM
- - BlackBaron   ასეთი გადაკეთება მ...   Sep 29 2013, 07:57 PM
- - geojorjika   ძალიან კუსტარული რ...   Sep 29 2013, 08:17 PM
- - ja_ja   Ex3 ციტატა(Ex3 @ 29th September ...   Sep 29 2013, 09:07 PM
- - ikaaa   მე მაქვს ჩატარებუ...   Sep 29 2013, 10:38 PM
- - ja_ja   ikaaa შენი კიდევ გრძე...   Sep 29 2013, 10:45 PM
- - ikaaa   ციტატა(ja_ja @ 29th September 201...   Sep 29 2013, 10:56 PM
- - Ex3   ikaa მზიმე რომელი 14 გრ...   Sep 30 2013, 04:44 PM
- - ja_ja   Ex3 ციტატა(Ex3 @ 30th September ...   Sep 30 2013, 06:19 PM
- - Ex3   ja_ja ოკ ) შაბათ კვირას ...   Sep 30 2013, 06:26 PM
- - SVD   სალამი ყველას,ალბა...   May 19 2016, 02:54 AM
- - ja_ja   1) გრიშასთან იკითხე ...   May 19 2016, 07:14 AM
- - userman   SVD ციტატა(ja_ja @ 19th May 2016...   May 19 2016, 11:49 AM
- - bubusicha   ციტატა(SVD @ 19th May 2016 ...   May 19 2016, 04:42 PM
|- - SVD   ციტატა(bubusicha @ May 19 2016, 0...   May 19 2016, 04:56 PM
- - koknar   SVD თვითონ ფიშტოც ხო ...   May 19 2016, 05:01 PM
|- - SVD   ციტატა(koknar @ May 19 2016, 06...   May 19 2016, 05:18 PM
- - Multi-Tool   ციტატა(bubusicha @ 19th May 2016 ...   May 19 2016, 05:26 PM
|- - SVD   ციტატა(Multi-Tool @ May 19 2...   May 19 2016, 05:34 PM
- - mamukaaa   გამარჯობათ ყველას....   May 19 2016, 06:38 PM
|- - SVD   ციტატა(mamukaaa @ May 19 2016, 07...   May 19 2016, 07:47 PM
- - ja_ja   ციტატა(SVD @ 19th May 2016 ...   May 19 2016, 07:13 PM
- - bubusicha   ციტატა(gabrichidzegocha @ 19th Ma...   May 19 2016, 08:30 PM
- - userman   ციტატა(gabrichidzegocha @ 19th Ma...   May 19 2016, 09:02 PM
- - pilotina   userman ციტატა(userman @ 19th Ma...   May 19 2016, 09:24 PM
2 გვერდი V   1 2 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 04:23 PM
Hosted by Pro-Service