გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> 17.06.2010 იმპროვიზირებული გასვლა, ვამოწმებთ დისკოებს
ja_ja
პოსტი Jun 18 2010, 07:39 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ დისკოს თემაში აიწია არნახული საკითხი! დისკო ცუდად ისვრის, ლამის 4 სანტიმეტრიანი ჯგუფია 30 მეტრზე. მაშინ როდესაც მე ვამტკიცებ, რომ დისკო იდეალური თოდია და ეგეთი შედეგი უბრალოდ წამოუდგენელია.

საქმე დაიწყო Tengo-ს დისკოთი, რომელსაც არაფრის დიდებით ნორმალური ჯგუფების გაკეთება არ უნდოდა. დაემატა კიდევ ერთი გარემოება - რუსთავის გასვლისას აღმოჩნდა რამდენიმე დისკო, რომელიც დაბალი სიჩქარით ისროდა. მოკლედ წამოვიდა ყველანაირი თეორიები, მითუმეტეს, რომ Tengo ამბობდა, რომ მსუბუქი ტყვიებით უკეთესი შედეგი მიიღო და .....

მოკლედ ლეგენდების სფეროში ვიყავით, თენგო ტყვიებს აბრალებს ბაზუკა ლულას მე სროლის პოზიციას და შესაძლო დაბალ სიჩქარეს, პლიუს Power_Vano-საც ავკიდეთ იზმენა, რა სიჩქარით ისვრის მისი პოლონელი დისკო და.... მოკლედ შუადღისთვის გარანტირებული დომფხალი იყო. კიდევ კაი თენგომ მომწერა თუ გცალია სიჩქარე რომ გავზომოთო, მეც ოღონდ და რაიმე გამაზომინე - ამაწონინე და... biggrin.gif, პლიუს ჯორჯიკამ გამოთქვა სურვილი შემოერთებაზე....

მოკლედ სამსახურის შემდეგ ჩემს სალთან შევიკრიბეთ მე თენგო ჯორჯიკა და ვანო, მე და ჯორჯიკა თოფების გარეშე, ვანო და თენგო თოფებით. წავიღეთ გრეჩიხის ტომრები და იალაააა ვერის მთაზე biggrin.gif

რავარც იქნა ავედით და ავფოფხდით, ჩამოვჯექით ცნობილ აირგან რეპორტერის მაგიდასთან და....







პატარა მილაგ მოლაგება და ...

აქ ჯორჯიკა ამბობს: - იუ, რას ამბობ, ეი ის გემრიელი კამფეტებია??? biggrin.gif


დავაძრეთ ქრონი და დავიწყეთ პირველი ტესტები, ანუ სიჩქარე რამდენი აქვს დისკოს



რაც ჩვენ დისკოთი ქრონს ვსდიეთ biggrin.gif საქმე იმაშია რომ ქრონს განათება უნდა, რომ ფოტოელემენტმა ტყვია დაადეტექტიროს, მაგრამ როდესაც მთაზე ავედით მოიღრუბლა და მზე დაიმალა, შედეგად ქრონი უარზე იყო რაიმე გამოეანგარიშებინა. რამდენიმე ცდის მერე ლამის იყო ხელი ჩავიქნიე აღარაფერი გამოვა მეთქი და... რას ხედავს ჩემი თვალები, მზის ერთმა სხივმა ღრუბლებიდან მოასწრო გამოჭყეტვა!!!



ვეცით ქრონს სასწრაფოდ მივიტანეთ განათებულ ადგილზე და... Tengo-ს დისკომ ეგრევე ჩაგვახუტა 265.4 მეტრ წამი. დისკო ამ დროს დატენილი იყო 2000PSI-ზე. სანამ დრო იყო ვსინჯეთ Power_Vano-ს დისკოც და იმანაც ეგრევე 265.5 მეტრ წამი გვიჩვენა.

მინდოდა ამ შედეგის გადაღება, მაგრამ მოღრუბლულში, განათებით სურათის გადაღებამ გამოიწვია ის, რომ ფოტოელემენტები ქრონზე გაგიჟდნენ და ფოტოაპარატის განათება ტყვიის გასროლად ჩათვალეს biggrin.gif. იმისათვის, რომ გადაგვეღო ტყვიის სიჩქარე კიდევ რამდენჯერმე ვისროლეთ ვანოს დისკოდან და ბევრი ცდის მერე რავარც იქნა დაიწერა 273.3.

სურათი ცოტა ბანძი გამოვიდა, მაგრამ შედეგი ჩანს



ამ მომენტისთვის ვანოს დისკო იყო სადღაც 1800PSI-ზე ანუ ოპტიმუმზე იყო გასული. სავარაუდოდ Tengo-ს დისკოც იგივეს იზამდა. შედეგად ფაქტი სახეზეა ორივე დისკო მშვენივრად ისვრის, ანუ ისევე კარგად რავარც ჩემი პირველი დისკო. 265-273 არის იდეალური კალიდორი და იდეალური სიჩქარე. მაგრამ ეს მეორე კითხვას ბადებს... კიმაგრამ რაღაზე იძახის Tengo ჩემი დისკო CUM-ებს ცუდად ისვრისო???

სხვა რა გზა გვქონდა, დავაძრეთ სამიზნეები და დავაპირეთ 25 მეტრიან დისტანციაზე მიკრობა, მაგრამ ამ დროს გამახსენდა რომ მუყაოს კოლოფი სახლში დამრჩა და რაზე უნდა მიგვემაგრებინა სამიზნეები??? როგორც ყოველთვის იმპროვიზაცია გადაარჩენს სამყაროს biggrin.gif









ბრიგადირი... უკაცრავად პრეზიდენტი! მკაცრად აკონტროლებს სამიზნეების მიმაგრების პროცესს, შემთხვევით წინასწარ დახვრეტილი სამიზნე, რომ არ იყოს გაკრული biggrin.gif





დააჰა არის სამიზნეები biggrin.gif



სანამ მე ვანო და ჯორჯიკა ამ სამიზნეებს ვაკრავდით თენგომ იქვე მოკლე მანძილზე ხეზე მიაკრა პატარა ქაღალდი (ზომებით ასე 5x5 სანტიმეტრზე) და აპირებდა სროლას (სადღაც 10 მეტრიან დისტანციაზე), რომ გაეგო რატომ არ ისროდა მისი თოფი. მაგრამ როდესაც მოვტრიალდით შემომთავაზე მე გამესროლა.

დავიჭირე თოფი და 5 ცალი ჩემი CP გავუშვი სამიზნეში, ყველა ტყვია ქაღალდს ასცდა და ერთად დაჯდნენ ცოოტათი ძირს და მარჯვნივ. მივედით ვნახეთ ჯგუფი აშკარად არის, მაგრამ ცუდად ჩანს ხის მერქანზე, ამიტომ მივაკარით იგივე ხეს ცოტა დიდი ქაღალდი და tengo-ს თხოვნით ამჯერად გავუშვი 5 ცალი CUM-ი. აქვე დავძენ CUM-ები ჩემი არ იყო, ანუ Tengo-ს რომელ ტყვიებზეც ჰქონდა პრობლემა იმ კოლოფიდან ვისროლეთ.

შედეგი შემაძრწუნებელია, ამას არ დავიჯერებდი, რადგან შედეგი იყო 31.6 მილიმეტრი 10 მეტრიან დისტანციაზე!!!!

იმავე დისტანციაზე ცოტა გვერდით გავუშვი ჩემი კოლექციიდან CP-ები და მივიღეთ ჯგუფი 13.5 მილიმეტრი.



რაღაც დაუჯერებელი შედეგია, დავიადეთ BHP და ისევ 5 ცალი გავუშვი სამიზნეში, პლიუს ამჯერად სამიზნე გავასწორე, რომ გვერდზე არ წაეღო ტყვიები, მივიღე აი ასეთი შედეგი:



ჯგუფი გამოვიდა 8.6 მილიმეტრი, მართალია სულ რაღაც 10 მეტრია, მაგრამ მაინც სასიამოვნო ციფრი გამოვიდა თან BHP-ით

სამივე ტყვია მე რომ არ მესროლა... ვერ დავიჯერებდი. ვერავინ დამაჯერებდა, რომ CUM-ი ცუდათ მიფრინავს დისკოდან, არ ვიცი ცუდი პარტიაა, ცუდი კოლოფია... ახსნა არ მაქვს, პირადად არაერთი კოლოფი დავცალე და ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ამ ჯერზე....

ჯანდაბას იმავე სამიზნეში კიდევ 5 ტყვია გავუშვი, ოღონდ ამჯერად VANO-ს მოტანილი გერმანული ტყვიები H&N Field Target Troppy. ამჯერად მარჯვენა მხარეს არსებულ 4-იანს ვუმიზნებდი, რომ BHP-ის შედეგში არ აგვრეოდა, შედეგად მივიღე 10.3 მილიმეტრი



მოკლედ არ ვიცი ნიხტ კომენტუს, ყველა ტყვია მიფრინავს Tengo-ს დისკოდან გარდა CUM-ისა.

აგერ ვანიჩკა სწავლობს ნატყვიარებს, რომ დასკვნები დადოს ევრო კომისიის წინაშე smile.gif


შემდგომ გავერთეთ საუბარში და უაზრო სროლაში











მოვახერხეთ ოპტიკიდან ხედების გადაღებაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





ბოლოს 25 მეტრიან დისტანციაზე გაკრული 3 ცალი სამიზნეც მოვხსენით, თუმცა უკვე გემრიელად შებინდებული იყო და ძალიან ცუდად ჩანდა სამიზნეები. ამიტომაც ასეთ პირობებში სროლაზე ჯორჯიკამ უარი თქვა smile.gif







ისე თუ აკვირდებით Tengo-ს დისკოს, მოდერს ხედავთ??? საკმაოდ პაწუა და ამასობაში საკმაოდ ეფექტური მოდერია, მშვენივრად მუშაობს, ერთი ეგაა რომ Tengo-მ მოდერის ის ადგილი რომელიც ლულაზე მაგრდება რეზბისთვის გაამზადა და ამის გამო მოდერი მყარად არ ჯდება ლულაზე (მოდერის სამაგრშია რეზბა მოჭრილი და არა ლულაზე!!!), წამოსვლის წინ ბოლო გასროლა რომ გააკეთა თენგომ, მე რაცხა ხმით არ მომეწონა გასროლა, ისეთი ხმა იყო თითქოს და მოდერს გაედო ტყვია.

მოკელდ მოდერი ეფექტურია, პროსტა დამაგრების სისტემაა შესაცვლელი.

ესეც ექსტრემალური სროლა ბინდში (CP 10.5-იანებით) biggrin.gif



შედეგები შემდეგია:

Power_Vano - 18.3
Ja_Ja - 17.8
Tengo - 26.2

მერხევა ხალხნოუ biggrin.gif ვანო მჩაგრავს, აი რას ნიშნავს დიდიხანია მიზანში რომ არ მისვრია, სულ რაღაც ნახევარი მილიმეტირით გადავრჩი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მოკლედ აქედან მორალი სროლაში ვარჯიში მუდმივი პროცესია და არ არსებობს მიღწეულზე დაკმაყოფილება.

მოკლედ ვიტყოდი ჭირი იქა ლხინი აქა მეთქი, მაგრამ... რა ვთქვა CUM-ზე არ ვიცი, ყველა წაღებული ტყვია იდეალურად მიფრინავდა, მაგრამ აი Tengo-ს CUM-ები კი... 25 მეტრიან დისტანციაზე ეგ CUM-ები არ გვისვრია, მაგრამ სადაც 10 მეტრიანზე 3 სანტიმეტრზე იფანტება, 25 მეტრზე ალბათ არანაკლებ 7-8 სანტიმეტრზე გაიშლებიან....

მოკლედ მთავარი შედეგი ერთია, ვანოც და თენგოც წყნარად არიან, თოფები იდეალური სიჩქარით ისვრიან, ასევე იდეალურად ისვრიან მიზანშიც, უბრალოდ შესაბამისი ტყვიაა საჭირო. biggrin.gif

P.S. თენგოს ალბათ ზურგიდან ვეებერთელა ლოდი მოსძვრა როდესაც თვითონაც და ჩვენც დავრწმუნდით რომ ტყვიები ურევს და არა თოფი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jun 18 2010, 08:01 PM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



მშვენივრად გაგიტარებიათ დრო wink.gif

მაგ CUM-ებით ორივე თოფიდან ისროლეთ და ეგეთი შედეგი მოგცათ ტო?

რა პარტიაა მაგისთანა?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Jun 18 2010, 08:20 PM
პოსტი #3


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



მშვენიერი გასვლა მოგიწყიათ smile.gif
შედეგებიც კარგია.

ციტატა(cz80 @ 18th June 2010 - 09:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ორივე თოფიდან ისროლეთ და ეგეთი შედეგი მოგცათ ტო?

25 მეტრია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jun 18 2010, 08:46 PM
პოსტი #4


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ყოველთვის ვიძახი რომ პრაქტიკული სროლა ყველა თეორიებს აქარწ*ლებს. ყოჩაღ მსროლელებს.

ჩემი თოფი დარჩა გასატესტი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 18 2010, 09:58 PM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



foxi
ციტატა(kakha @ 18th June 2010 - 09:46 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჩემი თოფი დარჩა გასატესტი.

მაიტა მერე სადაა??

ოღონდ გაითვალისწინე სროლას და გატესტვას ქეიფობანა და ტრალი ვალი არ უყვარს, საკმაოდ მოსაწყენი და ერთგვაროვანი პროცესია, მაგრამ მხოლოდ მაგ შემთხვევაში მიიღება შედეგი, დანარჩენ შემთხვევაში ტილაობა და გართობაა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jun 18 2010, 10:15 PM
პოსტი #6


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(ja_ja @ 18th June 2010 - 10:58 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაიტა მერე სადაა??

ოღონდ გაითვალისწინე სროლას და გატესტვას ქეიფობანა და ტრალი ვალი არ უყვარს, საკმაოდ მოსაწყენი და ერთგვაროვანი პროცესია, მაგრამ მხოლოდ მაგ შემთხვევაში მიიღება შედეგი, დანარჩენ შემთხვევაში ტილაობა და გართობაა


საერთოდ არავსვავ! სპორტს მივდევ. სტუმრად რომ იყავით ჩვენ გაცნობის ამბავში ვთქვი სადღეგრძელოები.აუცილებლად
დაგიკავშირდები მალე.აი იორამას ველოდები რამე თოფს ითრევს და ბარემ ერთად დაგადგებით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 18 2010, 10:24 PM
პოსტი #7


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



foxi
ციტატა(kakha @ 18th June 2010 - 11:15 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იორამას ველოდები რამე თოფს ითრევს და ბარემ ერთად დაგადგებით

მაიცა რას ქვია რამე თოფს????
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 18 2010, 11:24 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
მადლობა smile.gif

მანდ ჩემი ნასროლი აკლია ვანიჩკას დისკოთი smile.gif გაცილებით უკეთესი ჯგუფი იყო smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 19 2010, 12:04 AM
პოსტი #9


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika

სახელი რომ არ ეწერა???

ბლინ.. ვერ გავიგე ვისი ნასროლი იყო ათიანი კი იყო ამოხვრეტილი და საკაიფო ჯგუფი იყო, მარა როდის და რა დისტანციაზე ესროლე???

სამწუხაროდ სამიზნეები უკვე გადავაგდე. ვერც მოვიფიქრე გამეზომა, მაგრამ აშკარად 10 მილიმეტრზე ნაკლები იყო, სადრაც 8 მილიმეტრი იქნებოდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 19 2010, 12:27 AM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
აიტ smile.gif ჰო ეგ იყო smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Jun 19 2010, 03:22 AM
პოსტი #11


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



ja_ja

მოდერზეც გადაგეღო სურათები შე კაი აირგანელო biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 19 2010, 07:06 AM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Davitus
ციტატა(Davitus @ 19th June 2010 - 04:22 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოდერზეც გადაგეღო სურათები შე კაი აირგანელო

მოდერში ავტორმა დადოს სურათები, მე ხომ არ წავართმევ საავტორო უფლებებს. თუ სურვილი ექნება დადებს ინფოს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jun 19 2010, 11:39 AM
პოსტი #13


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



სადაც JSB შეიძლება იყოს უვარგისი პარტია სხვაზე რაღატომ გვიკვირს ????
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 19 2010, 12:57 PM
პოსტი #14


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



geojorjika
ციტატა(giorgi @ 19th June 2010 - 12:24 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მანდ ჩემი ნასროლი აკლია ვანიჩკას დისკოთი გაცილებით უკეთესი ჯგუფი იყო

კი ნამდვილად აკლია, მანძილი 10მ. 5 ტყვია და ათიანი გამოშიგნული.
მე სიხარულისგან, რომ ჩემი ვარაუდი დადასტურდა სულ ბოლოს ვისროლე ,უკვე ბნელოდა ,(სურათზეც ჩანს) პარალაქსიც ვერ გავასწორე და შედეგიც სახეზეა.
ხოლო მოდერზე ვისაც აინტერესებს ,ნახაზს დავდებდი,მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო.ხოლო პირად მისამაქრთზე შემიძლია გამოგიგზავნოთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 19 2010, 12:58 PM
პოსტი #15


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



tengo
geojorjika(ეთ)mail.ru აქ გამოუსჰვი დამედავდებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 19 2010, 01:03 PM
პოსტი #16


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



geojorjika
ციტატა(giorgi @ 19th June 2010 - 01:58 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აქ გამოუსჰვი დამედავდებ

კი ბატონო მაგრამ ცოტა დრო მინდა,უნდა დავხაზო და გადავიღო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 19 2010, 03:02 PM
პოსტი #17


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



geojorjika
ციტატა(giorgi @ 19th June 2010 - 01:58 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
geojorjika(ეთ)mail.ruაქ გამოუსჰვი დამედავდებ

გაგზავნისას მიწერს,რომ მისამართი არისო არაკორექთული, მე ამ მისამართსე გავაგზავნე geojorjika@mail.ru თუ შენი არაა ვიღაცა მიიღებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 19 2010, 09:28 PM
პოსტი #18


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(tengo @ 19th June 2010 - 03:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გაგზავნისას მიწერს,რომ მისამართი არისო არაკორექთული, მე ამ მისამართსე გავაგზავნე geojorjika@mail.ru თუ შენი არაა ვიღაცა მიიღებს.

მისამართი მაგისია, მაგრამ ეტყობა ისეთი მაგარი რამე გადაუგზავნე, რომ შეეშინდა დადების: ცეერუ, მოსადი, მი 6 და კიდევ ბევრი ნადირობს მაგ ნახაზებზე :D
თუ გინდა გადმოაგზავნე და დავდებ: "მე არაფრის მეშინია: ტანკისტი ვიყავი ომამდე" :D
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 19 2010, 09:37 PM
პოსტი #19


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



gregory
ციტატა(gregory @ 19th June 2010 - 10:28 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მისამართი მაგისია, მაგრამ ეტყობა ისეთი მაგარი რამე გადაუგზავნე, რომ შეეშინდა დადების: ცეერუ, მოსადი, მი 6 და კიდევ ბევრი ნადირობს მაგ ნახაზებზე biggrin.gif
თუ გინდა გადმოაგზავნე და დავდებ: "მე არაფრის მეშინია: ტანკისტი ვიყავი ომამდე" biggrin.gif

მემგონი შენ იყავი რომ გამოგვაფხიზლე ,მაგის შემდეგ ფრთხილები გავხდით .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 19 2010, 09:41 PM
პოსტი #20


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მე არაფრის არ მეშინია , მეტანკისტი ვიყავი ომამდე biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 01:56 AM
Hosted by Pro-Service