მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და.... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და.... |
Jun 4 2012, 09:34 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და..... ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა 3 წელია სახლში მიყრია 2 შეკვრა BB-ები საერთო მოცულობით 3 ათასი ცალი... და დადგა მათი გამოყენების დრო... მაგრამ პირველი რასაც აწყდები ამ დროს კაცი ეს არის, ბალონები, რომლებიც რავიცი... რაფერ აღვწერო... მოკლედ კატასტროფული სიჩქარით იხარჯება და ძირითადი გასავლის წყარო ყველა Co2-ი პნევმატიკის მოყვარულისთვის სწორედ რომ ეს პუნქტი არის. რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ. მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს , მაშ ასე დრეს წარმოგიდგენთ პროტოტიპს, რომელსაც ჯერ სამუშაო დეტალები აქვს, და ბევრი მათგანი ისე არ გამოიყურება როგორც საჭიროა, მაგრამ პირველადი ექსპერიმენტებისთვის მისაღებია. დავიწყეთ.... თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს. თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა , ამიტომაც მომიწია თითო ბალონის ცენტრირება და ნელ-ნელა თავის მოჭრა. ზემოთ რომ 5 ბალონს ხედავთ მათ გამზადებაზე სადღაც 4 საათი წავიდა შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას... ბალონების სხვადასხვა ეტაპები მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება , თუმცა შეიძლება არც არაფერი დაემართოს, დიდი ბალონები ხომ რკინისაა, თითქოს არ წყენს co2 რკინის ბალონებს, ასე რომ შეიძება რკინაც დავტოვო, არ ვიცი მოკლედ ამას ექსპერიმენტები გვიჩვენებს. ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები . მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც რომლის დროსაც რა თქმა უნდა კიდევ პატარა ხარვეზები ამოხტება.
| |
> |
|
|
Jun 11 2012, 08:03 PM
პოსტი
#41
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
CHICO30 ციტატა(CHICO30 @ 11th June 2012 - 06:45 PM) ჯაჯა ხო არ გაგისინჯია რომელიმე ბალონჩიკი? არა გასინჯვა ამ შაბათ კვირას იქნება, მანამდე პადგონკა მიდის, დღეს რაცხაებს წავეჩალიჩები და თუ ტრაკი მექნა ახალ სურათებსაც დავყრი ნუ ამ კვირაში ნელნელა მივაყრი სურათებს რომ ინტერესი იყოს, კვირის ბოლომდე, აი კვირის ბოლოს კი...
| |
> |
|
|
Jun 12 2012, 07:48 PM
პოსტი
#42
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მტააკ თემა რომ არ ჩაქრეს ცოტა ფიჩხს შევაყრი ბუხარში ეს გამზადებული 5 ბალონის შიგნეულობა, უკვე სუფთა ნამუშევარია, ძირითადი ზომები და ფორმები უკვე გარკვეული იყო ეს კი ახლოდან კლაპნით თავი და ბოლო ნაწილი ნუ პირველ სურათზე ჩანს რომ ზოგიერთ შიგნეულობაზე ზამბარები და რეზინებია მორგებული... ვმუშაობ საბოლოო დახვეწაზე რომ ამ შაბათ კვირისთვის მხოლოდ სადგურზე მქონდეს საჩალიჩო და ექსპერიმენტებიც ავწიოთ P.S. პირველ სურათზე არ გეგონოთ რომ ღერძებია ეგრე საშინლად დაღუნული, რა თქმა უნდა სარივით სწორე არაა, მაგრამ ამ კონკრეტულ სურათზე ეგეთ ოკრობოკრო ფორმას დაკუჭული ყვითელი ქაღალდი აძლევს რომელიც ფონადაა გამოყენებული
| |
> |
|
|
Jun 13 2012, 01:51 PM
პოსტი
#43
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 |
88გ ბალონისთვის, რახან გარეთა ხრახნი აქვს, ალბათ უფრო იოლი იქნება დამტენი გადამყვანის დამზადება, თან შესანახად გამზადებულ ბალონს, კლაპანი ცოტათი რომც აპარებდეს, ე.წ. "ზაგლუშკა"-ს მოახრახნი და დიდხანს შეინახავ. დატენვა დამტენ ბალონსა და დასატენ ბალონს შორის წნევათა სხვაობით ხდება, რაც თავისით გააღებს კლაპანს, თუ გადამყვანში სპეციალური, "კლაპნის" გამხსნელი "ნემსის" დამონტაჟება ჭირდება? დატენვის დროს ბალონების მდებარეობა როგორია? საინტერესოა ბალონჩიკების აწონვა დატენვამდე და შემდეგ, რომ გავიგოთ დატენვის ოდენობა და სტაბილურობა. (მგონი წინ ვუსწრებ მოვლენებს , რადგან, მჯერა, ამ თემაზე სრული რეპორტაჟი გვექნება root admin-ისგან)
| |
> |
|
|
Jun 13 2012, 01:58 PM
პოსტი
#44
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ja_ja მშვენიერია! მოუთმენლად ველოდები უიქენდებს gigi30 და ეს 88 გრამიანი ბალონები(Crosman AirSource) საიდან უნდა იშოვო? ამაზონზე და ეგეთებზე ვერ იყიდი: თვითმფრინავით გადაზიდვა აკრძალულია), ხოლო ეხლა რომ ვუყურებ ქროსმანის საიტს საერთოდ ამოიღო ეგ ბალონებიც და მაგ ბალონებზე მომუშავე იარაღიც
| |
> |
|
|
Jun 13 2012, 07:51 PM
პოსტი
#45
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 |
მეგონა თქვენ გქონდათ. ნუ, მთელი იმედები 12 გრამიან ბალონებზეა
| |
> |
|
|
Jun 13 2012, 09:49 PM
პოსტი
#46
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
gigi30 ციტატა(gigi30 @ 13th June 2012 - 02:51 PM) 88გ ბალონისთვის, რახან გარეთა ხრახნი აქვს, ალბათ უფრო იოლი იქნება დამტენი გადამყვანის დამზადება, თეორიულად მაგ ბალონებში ემტი ადგილია და უფრო ტავისუფლად იმუშავებს ადამიანი ციტატა(gigi30 @ 13th June 2012 - 02:51 PM) თან შესანახად გამზადებულ ბალონს, კლაპანი ცოტათი რომც აპარებდეს, ე.წ. "ზაგლუშკა"-ს მოახრახნი და დიდხანს შეინახავ. მეეჭვება... ნუ აღარ მახსოვს შენ PCP გაქვს თუ არა? მოკლედ თუ დამიჯერებ 10 ატმოსფეროს მიერ გაბერილ რეზინას ვერ უზამ ძვრას, ნი ტო ჩტო კალპაკზე წამოცმულ ზაჯლუშკას რომელსაც 50-დან 70 ატმოსფერომდე აირი აწვება ციტატა(gigi30 @ 13th June 2012 - 02:51 PM) დატენვა დამტენ ბალონსა და დასატენ ბალონს შორის წნევათა სხვაობით ხდება, რაც თავისით გააღებს კლაპანს, თუ გადამყვანში სპეციალური, "კლაპნის" გამხსნელი "ნემსის" დამონტაჟება ჭირდება? არა არაფერი არ უნდა, უხეშად დამტენი სადგური არის, ცილინდრი როემლშიც ჯდება ბალონი და ამ ცილინდრს წინა მხარეს ექნება რეზბა რომ დიდ ბალონს მიეხრახნოს და პატარა ბალონის თავი მიადოს დიდი ბალონის ნაწილს, დანარჩენს უკვე დიდ ბალონში არსებული წნევა იზამს, მიაწვება კლაპანს გაახსნევინებს პირს და შეუშვებს აირს. მოხსნისას უბრალოდ ზემოთ აღწერილ სადგულს მოხსნი, პატარა ფშიკს გაიგებ, ანუ გამოვა ის აირი რაც იქნება დიდ ბალონსა და პატარა ბალონს შორის დარჩენილი (ცოტა აირი რა) დანარჩენს ბალონში დარჩენილი წნევა გააკეთებს, ანუ თავიდან შესვლისას აირი გახსნის კლაპანს და შევა პატარა ბალონში, მოხსნის მერე კლაპნის წინ წნევა ეცემა და ახლა პატარა ბალონში მომწყვდეული აირი ცდილობს გარეთ გამოვიდეს, ამიტომაც, მოაწვება კლაპანს შიგნიდან გარეთ და პირიქით თვითონ ჩაკეტავს თავის თავს ბალონში ციტატა(gigi30 @ 13th June 2012 - 02:51 PM) დატენვის დროს ბალონების მდებარეობა როგორია? ვერ მივხვდი კითხვას... თუ არავცდები ზემოთ რაც დავწერე მაგან უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვას... ციტატა(gigi30 @ 13th June 2012 - 02:51 PM) საინტერესოა ბალონჩიკების აწონვა დატენვამდე და შემდეგ, რომ გავიგოთ დატენვის ოდენობა და სტაბილურობა. მაგაზე დღეს მეც ვფიქრობდი სამსახურშI და მერე შენი PM-იც მომივიდა სახლში რომ მოვედი, მოკელდ მაგას კაკრაზ ვგეგმავდი და ეგრეც ვიზამ
| |
> |
|
|
Jun 13 2012, 10:05 PM
პოსტი
#47
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 |
ბალონების მდებარეობაზე: დამტენი ბალონი "დაწვენილ" მდგომარეობაში ხომ არ უნდა იყოს-მეთქი, რომ თხევადი ცო2 წამოვიდეს დასატენში?
| |
> |
|
|
Jun 13 2012, 10:26 PM
პოსტი
#48
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
gigi30 არ ვიცი მაგას უკვე ტესტირება გვიჩვენებს ...
| |
> |
|
|
Jun 13 2012, 11:34 PM
პოსტი
#49
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 20-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,344 |
მე სანთებელას ბალონით დაწვენილ მდგომარეობაში მალე ვტენიდი ხოლმე , ჩვეულებრივ მდგომარეობაში დიდხანს უნდება.
| |
> |
|
|
Jun 14 2012, 12:04 PM
პოსტი
#50
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ხელის ტუმბო მირჩევნია ბალონებს....როგორც ცნობილ სიმღერაშია.(ქალის და დოქის ტუჩზე როა რა.) რაღაც ამდაგვარი განწყობა მეუფლება როცა ბალოზე ჩამოვარდება ხოლმე საუბარი. ისეთი მივაკაჩავე დღეს ჩემი ჰაცანი ხელის ტუმბოთი თქვენი მოწონებული. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ჯაჯას მონდომებას და ენთუზიაზმს. ბრავო ჯაჯა! ნამდვილი ინოვატორი ხარ პნევმო იარაღის დარგში. მე მგონი ეს უკვე ჰობი კი არა პროფესიაა.ეს ჩარხიც რა ეშმაკურად თლის დეტალებს?მაგრამ ჯაჯა მაინც მაგარია.ყოველთვის მაქვს იმის იმედი რომ ჯაჯა ისეთ პაწუა დეტალსაც კი გამოჩარხავს რომელსაც ვერსად ვერ იშოვი. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია foxi: Jun 14 2012, 12:07 PM
| |
> |
|
|
Jun 14 2012, 03:11 PM
პოსტი
#51
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 |
ახლა, ცოტა "შევაშინოთ" ბატონი jaja :
| |
> |
|
|
Jun 14 2012, 03:18 PM
პოსტი
#52
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
foxi შენა რა დალიე? რა ჭამე დას წვიმდა ეგრე საშინლად , რაის ნასოსი რაის ჰაცანი? რაზეა ამ ტემაში საუბარი თუ წაიკითხე მაინცა კაცოუ პისტოლეტებში რომ პატარა ბალონი იდება ნახშირორჟანგით გავსებული იმაზეა საუბარი და არა თოფზე და ნასოსებზე.... gigi30 ნუ მაგის ნაკლებად მეშინია , რომელი გარე მოვაჭრე მე ვარ და პაპანაქება მზეში სად ვდგევარ ბალონით ხელში
| |
> |
|
|
Jun 14 2012, 03:35 PM
პოსტი
#53
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 |
foxi, მაშინ ეს დაგაინტერესებს:
| |
> |
|
|
Jun 14 2012, 04:21 PM
პოსტი
#54
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ja_ja უი!, შემეშალა მამივიდა რაღა. სხვაგან უნდა დამეწერა. მაგრამ ვეღარც გადამაქვს და ვეღარც ვშლი. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია foxi: Jun 14 2012, 04:21 PM
| |
> |
|
|
Jun 14 2012, 09:52 PM
პოსტი
#55
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ ბალონები მოვრჩი სრულად, ნუ ამ ეტაპზე და ამ გადასახედიდან რასაც ვუყურებ , სურათებს მოგვიანებით დავდებ ფოტოაპარატი ჩემებმა წაიღეს და ახლა ხელთ არ მაქვს. შაბათს დავიწყებ სადგურის განზადებას და ....
| |
> |
|
|
Jun 14 2012, 11:36 PM
პოსტი
#56
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
ja_ja შენა და მერე ერთი ჩამოჩოთქე რა დაგიჯდება ეს ყველაფერი რა ამდენი წვალებად ღიირს ეგ ფინტიკლუშკა?
| |
> |
|
|
Jun 15 2012, 12:38 AM
პოსტი
#57
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ციტატა(ilariona @ Jun 15 2012, 12:36 AM) ja_ja შენა და მერე ერთი ჩამოჩოთქე რა დაგიჯდება ეს ყველაფერი რა ამდენი წვალებად ღიირს ეგ ფინტიკლუშკა? +1
| |
> |
|
|
Jun 15 2012, 07:10 AM
პოსტი
#58
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ja_ja ერთი რამე ვერ გავარკვიე: როდესაც ქარხნულ ბალონს დებ პისტოლეტში მოჭერის შემდეგ ის იხვრიტება(თავზე ძაან თხელი ფენა აქვს) იარაღზე დამაგრებული პკინის მილით და აირი შედის იარაღში. შენს შემთხვევაში ამ მილმა კლაპანი უნდა ჩაწიოს ქვევით. ან დროს კლაპანზე ბალონში არსებული აირის მაღალი წნევა მოქმედებს და მისი ჩაწევა საკმაო ენერგიას მოითხოვს. მოერევა ეს ვიწრო მილი ამ ენერგიას? არ დაზიანდება?
| |
> |
|
|
Jun 15 2012, 07:51 AM
პოსტი
#59
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ilariona ციტატა(ilariona @ 15th June 2012 - 12:36 AM) შენა და მერე ერთი ჩამოჩოთქე რა დაგიჯდება ეს ყველაფერი რა ამდენი წვალებად ღიირს ეგ ფინტიკლუშკა? ნუ ის ევრეი ხომ ეგრევე გაიჩითა სადაც ფულია ნახსენები რაც შეეხება ჩამოთვლას... ნუ ჩემთვის რაფრა დავთვალო კაცოუ უფრო მეტი ხელობა მიდის ვიდრე მასალები... ნუ წვრილი სამუშაოებია, ლამის საიუველირო... ნუ ახლა სხვისთვსი რომ ვაკეთებდე ჩემს ხელობას და ჩემს წვალებას შევაფასებდი და არა მასალებს , საკუთარი ტავისთვსი მუშაობა რაფერ შევაფასო gregory ციტატა(gregory @ 15th June 2012 - 08:10 AM) როდესაც ქარხნულ ბალონს დებ პისტოლეტში მოჭერის შემდეგ ის იხვრიტება(თავზე ძაან თხელი ფენა აქვს) კი როგორც ირკვევა 0.5-დან 0.6 მილიმეტრამდე, ერთისხმრივ ეს საკმაოდ კარგი ინფო აღმოჩნდა ჩემთვის თუ ეგეთი თხელი ფენა უძლება co2-ს ზნაჩიტ ჩემი ნახელავი უპრობლემოდ გაუძლებს უფრო მეტსაც ციტატა(gregory @ 15th June 2012 - 08:10 AM) იარაღზე დამაგრებული რკინის მილით და აირი შედის იარაღში. შენს შემთხვევაში ამ მილმა კლაპანი უნდა ჩაწიოს ქვევით. ან დროს კლაპანზე ბალონში არსებული აირის მაღალი წნევა მოქმედებს და მისი ჩაწევა საკმაო ენერგიას მოითხოვს ნუ ვაბშეტა რკინის არა უფრო ფოლადია მაღალ ლეგირებული, ძალიან მკვრივი და მყარი მასალისგანაა გაკეტებული.... რაც შეეხება ბალონში არსებულ წნევას თუ მოერევა და ხომ არ დაზიანდება.. - ზედაპირული დაკვირვებით არაფერი არ დაზიანდება, ერთი ფეხებია ეგ რკინის მილი მოჭერისას უჟანგავი რკინის პლიონკას მიაწვება დეფორმირებას გაუკეთებს და გახვრიტავს (ანუ მაგაზეც ძალა აწვება ისე არაა რომ შეეხო და არიქაა, ეგრე რომ იყოს ის უკან არსებული წნევა ნემსის გარეშე თვითონ გამოხევდა აპკს), თუ უბრალოდ დააწვება კლაპანს და გახსნის... იმენნა გახსნის ანუ ჩაწევის მომენტში დააწვება ძალა, როგორც კი კლაპანი გაიხსნება, მერე უკვე ნემსის ირგვლივ და ბალონში ერთნაირი წნევაა და პისტალეტის თუ თოფის კლაპანი კეტავს უკვე აირის გამოსვლას, შიდა სივრცეში კი ერთნაირი წნევაა და არავინ არავის აღარ აწვება... ნუ რჩება ერთი პაწია ძალა, რომელსაც ზამბარა წარმოქმნის და ცდილობს კლაპანი დახუროს და ბოლოს, ნუ პირველები ამ საქმეში ნამდვილად არ ვართ, ასე რომ მსოფლიო გამოცდილება არსებობს და რავიცი ეგეთი არაფერი წამიკითხავს რომ ვინმე ნემსის ასევთქვათ ჯანმრთელობას უჩიოდეს მრავალჯერადი ბალონის გამოყენების მერე... პლიუს ბრინჯაო რომელსაც ვიყენებ საკმაოდ რბილი ლითონია ფოლადისთვის შედეგად ეგ ნემსი უფრო დაჩხაპნის და დაკაწრავს კლაპნის თავს ვიდრე პირიქით კლაპანი რაიმეს მოსწევს ნემსს მანდ უფრო სხვა პრობლემა ჩნდება ნელნელა.... კერძოდ კლაპანს ზედაპირი ბრტყელი აქვს, ფოლადის ნემსის ზედაპირიც ბრტყელია და გათვლილია აპკის უხეში ძალით გაღუნა და გახევაზე, მაგრამ რაფერ მოიქცევა ბრტყელ ზედაპირთან მიმართებაში.... ანუ სტანდარტულ ბალონში ჩახია აპკი და ნემსში არსებული ხვრელი ეგრევე ბალონშია ჩამძვრალი და იხვლიპავს აირს... კლაპნიან ვერსიაში კი ნემსის ზედაპირი ბრტყელ ზედაპირს ედება და საინტერესოა მოახერხებს თუ არა აირის ამოხვლიპვას თუ მოხდება ისე რომ ბრტყელ ზედაპირს პრტყელი ნემსი შეეხება და თავის თავს გადაუკეტავს აირის შეხვლიპვის საშუალებას მოკლედ ეგ ყველაფერი ამბათ ხვალ გაირკვევა....
| |
> |
|
|
Jun 15 2012, 08:16 AM
პოსტი
#60
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ja_ja @ 15th June 2012 - 08:51 AM) მანდ უფრო სხვა პრობლემა ჩნდება ნელნელა.... კერძოდ კლაპანს ზედაპირი ბრტყელი აქვს, ფოლადის ნემსის ზედაპირიც ბრტყელია და გათვლილია აპკის უხეში ძალით გაღუნა და გახევაზე, მაგრამ რაფერ მოიქცევა ბრტყელ ზედაპირთან მიმაღტებაში.... ანუ სტანდარტულ ბალონში ჩახია აპკი და ნემსში არსებული ხვრელი ეგრევე ბალონშია ჩამძვრალი და იხვლიპავს აირს... კლაპნიან ვერსიაში კი ნემსის ზედაპირი ბრტყელ ზედაპირს ედება და საინტერესოა მოახერხებს თუ არა აირის ამოხვლიპვას თუ მოხდება ისე რომ ბრტყელ ზედაპირს პრტყელი ნემსი შეეხება და ტავის ტავს გადაუკეტავს აირის შეხვლიპვის საშუალებას ja_ja ზუსტად მაგის თქმა მინდოდა მეც კლაპნის ზედაპირი სოლისებური რომ გააკეთო? ან შუაში პატარა ღარი გაუკეთო და აირი უპრობლემოდ შება მაგ ღაროდან?
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 01:48 AM |
Hosted by Pro-Service |