გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დაბაძველში გასეირნება . . . :), მინი წანადირება.
sekurifa
პოსტი Aug 27 2012, 09:30 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ესეიგი ერთი კვირის უკან მომიწია დაბაძველში წასვლა ძმაკაცთან სტუმრად.მანამდე წაღვერში ვიყავი და ჩემი ახლადშეძენილი ფიშტოც კარგად გავტესტე. რათქმაუნდა ამჟამადაც AT 44-ი ჩემთან ერთად იყო. უფრო სწორად დაბაძველში ჩასვლის მიზეზიც უფრო ეს იყო. ჩემი ძმაკაციც ნადირობს ოღონდ გლუვით და დამირეკა ჩამოდი აქ იმდენი გვრიტები და ქედნებია ვერ გამოლევო. ცოტა საეჭვოდ დასაჯერებელი კი იყო მისი სიტყვები მაგრამ შარშან შევპირდი ჩასვლას და წავედი კიდეც.

იქ რომ ჩავედი მეორე დღეს იმ ადგილების საჩვენებლად წავიყვანე სადაც ვითომ უნდა ყოფილიყო ფრინველები. კაკრაზ მეორე გღეს სეზონიც იხსნებოდა. ნუ მივათვალიერ მოვათვალიერე ადგილები, მოვხაზე მარშუტი, დავადგინე ხელსაყრელი პოზიციები და მეორე დღეს დილის 6 საათზე დავგეგმე გასვლა ოღონდ მარტო. პნევმატიკას არ უყვარს ხმაურიანი ხალხი smile.gif ძმაკაცი მისი გლუვით საპირისპირო მხარეს გავისტუმრე ხრიოკში სადღაც.სანადირო ადგილი სახლიდას საკმაოდ მოცილებული იყო სადღაც 2-3 კილომეტრი და სულ მაღლობზე უნდა მევლო თან ტყე იყო შერეული, უმეტესად ნაძვები იყო.

დილით დარეკა მაღვიძარამ 05:30-ე. ეგრევე ოპერატიულად ავიკაზმე, მოვიმარაგე საგზალი და გავემზადე წასასვლელად.


გარკვეული დროის მერე ავაღწიე წინა დღის დაზვერილ ტერიტორიაზე. მივდიოდი ძან ნელ-ნელა და ირგვლივ ყველაფერს ვუსმენდი. (სმენას ნამდვილად არ ვუჩივიsmile.gif ) ესეიგი ფერდობს უნდა მოვქცეოდი ზემოდან რადგან იქედან იყო კარგი აბზორი ასევთქვათ. ამ სიარულში უცებ ერთ ხეზე რაღაც შეფრინდა. რა იყო უცებ ვერ დავინახე მაგრამ ხმა რომ ამოიღო ეგრევე ვიცანი ჩხიკვის ხმა. ნუ ახლა არვიცი სხვები როგორ უყურებენ ამ ფრინველის ხორცს მაგრამ მე ძალიან მომწონს და სიამოვნებით მივირთმევ.
ბარაკუდა ჰანტერი უკვე მიმწოდებლის წვერზე იყო გამზადებული, მოვწიე შევაყენე, ნელა მივიღე ბედუინის პოზა და ლაწ ...! ობიექტი დაეშვა, ერთი აიფართხალა და გაცერდა. არ ჩავსულვა ამოსაყვანად რადგან დავაფრთხობდი ფრინველებს. მერე ავიღე როცა მეორე პოზიციაზე გადავინაცვლე. სურათებზე წითლად მონიშნული რგოლები ის ადგილებია საიდანაც სანადირო ობიექტები მოიხსნა.


დაველოდე ხუთი წუთი. არაფერი გამოჩელილა. ამოვიყვანე მონადირებული ჩხიკვი და ჩამოვჯექი ზედა ცანტრალურ პოზიციაზე საიდანაც თითქმის ყველა ხე ჩანდა იმ ფერდობზე. ცოტა წავიხემსე, წყალი მივაყოლე და თან გაფაციცებით ვუსმენდი ირგვლივ ყველაფერს.


მალე გვრიტისმაგვარი ხმა მომესმა თითქოს და გადმოვდექი ზემოდან. ამ პოზიციიდანაც ორი გვრიტი იქნა მონადირებული მარგამ დიდი დრო დაჭირდა ლოდინს.


მერე ფრინველებმა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლეს. ჩხიკვებმა შემამჩნიეს და ჩხავილით თან გაიყოლიეს ყველა. წავედი აბხოდში ჩემს შერჩეულ მეორე ფლანგზე. გზადაგზა ბუჩქებშიც იყვნენ ფრინველები ამოფრენა რომ იციან უცებ ისინი smile.gif შავი ფერის რომ არიან და ყვითელი ნისკარტები რომ აქვთ smile.gif ნუ მათზე არ მისვრია რადგან ისინი კანონით ხელშეუხებლები არიან და გავაგრძელე გზა.


ესეც მეორე პოზიცია. აქედან იქნა მოხსნილი ორი მიზანი. ძირითადად მიწევდა სროლა 30- 40 -50 მეტრზე. ბარაკუდები ძალიან კარგად მიფრინავენ ჩემი ლულიდან შორ მანძილზე. მოხვედრისას კი ისმოდა გახეთქვის ხმა, თითქოს პატარა ბუშტი რომ გასკდება ეგეთი რა. ბარაკუდა ჰანტერები ცნობილია თავისი გამანადგურებელი თვისებით მაგრამ ხანდახან ძალიან ზედმეტად უარყოფითი შედეგები ქონდა. რამოდენიმე გვრიტი მთლიანად გამოფატრა.მოხვედრისას მუცლებს უხეთქავდა პირდაპირი გაგებით. თუ გექნებათ სურვილი ერთერთი გვრიტის სურათს დავდებ რაც მაგ ტყვიამ უქნა.


ამის მერე მესამე პოზიციაზე გადავინაცვლე, იქაც ორი ობიექტი მოიხსნა. იქ მოჭრილი მორის ქვეშ ვიჯექი და ვიყავი ჩასაფრებული.


ერთი სიტყვით ჩემი ატ-44 ით ძალიან კმაყოფილი ვარ. ესარის რომ მოდერატორი სიგრძეს უმატებს და მოუხერხებელია ცოტა ბარდებში და ბუჩქებში. მომავლისთვის ბულკათი უნდა გადავაკეთო.


ესეც ნანადირევი. მართალია ყველა გვრიტი არაა, ჩხიკვებიც არის თან კარგად მოზრდოლები. სულ 12 ცალი იყო.


ბოლოს კი " ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა"
იმ დღეს ეგრე დასრულდა ნადირობის ამბავი. მერე კიდე იყო გასვლები და ბარაკუდები პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- sekurifa   დაბაძველში გასეირნება . . . :)   Aug 27 2012, 09:30 PM
- - ja_ja   ეს კოლუმბიის ტყეებ...   Aug 27 2012, 10:01 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 27th August 2012 ...   Aug 27 2012, 10:05 PM
- - geojorjika   sekurifa ესეიგი შენი რე...   Aug 27 2012, 10:11 PM
- - sekurifa   ციტატა(giorgi @ 27th August 2012 ...   Aug 27 2012, 10:29 PM
- - gregory   sekurifa მშვენვრად გიტა...   Aug 28 2012, 07:58 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(gregory @ Aug 28 2012, 08...   Aug 28 2012, 08:31 AM
- - ilariona   sekurifa შენ გაიხარე ცო...   Aug 28 2012, 09:22 AM
- - sekurifa   ციტატა(gregory @ 28th August 2012...   Aug 28 2012, 09:28 AM
- - foxi   გილოცავ სეზონის გა...   Aug 28 2012, 10:01 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ზურა იარაღზე კომუფ...   Aug 28 2012, 10:09 PM
- - sekurifa   ციტატა(x.m.e.l.o @ 28th August 20...   Aug 28 2012, 11:03 PM
- - Saint Dave   მალადეც სეკურიფ .... ...   Aug 28 2012, 11:41 PM
- - smekosmeko   საღო ძალიან მაგარი...   Sep 1 2012, 01:47 PM
- - giainterstar1   მაგრად გინადირია ...   Oct 14 2012, 11:45 PM
- - WARNer brother   ყოჩაღ სეკურიფ მაგა...   Oct 15 2012, 03:10 PM
- - nihontoman   ვა რამაგარი რეპორტ...   Oct 15 2012, 07:46 PM
- - CHICO30   საღოლ ზური ჯან. კარ...   Nov 18 2012, 07:07 PM
- - sekurifa   CHICO30 -- ეგ უეჭველი უნდ...   Nov 18 2012, 08:22 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 07:36 AM
Hosted by Pro-Service