იქ რომ ჩავედი მეორე დღეს იმ ადგილების საჩვენებლად წავიყვანე სადაც ვითომ უნდა ყოფილიყო ფრინველები. კაკრაზ მეორე გღეს სეზონიც იხსნებოდა. ნუ მივათვალიერ მოვათვალიერე ადგილები, მოვხაზე მარშუტი, დავადგინე ხელსაყრელი პოზიციები და მეორე დღეს დილის 6 საათზე დავგეგმე გასვლა ოღონდ მარტო. პნევმატიკას არ უყვარს ხმაურიანი ხალხი

დილით დარეკა მაღვიძარამ 05:30-ე. ეგრევე ოპერატიულად ავიკაზმე, მოვიმარაგე საგზალი და გავემზადე წასასვლელად.

გარკვეული დროის მერე ავაღწიე წინა დღის დაზვერილ ტერიტორიაზე. მივდიოდი ძან ნელ-ნელა და ირგვლივ ყველაფერს ვუსმენდი. (სმენას ნამდვილად არ ვუჩივი

ბარაკუდა ჰანტერი უკვე მიმწოდებლის წვერზე იყო გამზადებული, მოვწიე შევაყენე, ნელა მივიღე ბედუინის პოზა და ლაწ ...! ობიექტი დაეშვა, ერთი აიფართხალა და გაცერდა. არ ჩავსულვა ამოსაყვანად რადგან დავაფრთხობდი ფრინველებს. მერე ავიღე როცა მეორე პოზიციაზე გადავინაცვლე. სურათებზე წითლად მონიშნული რგოლები ის ადგილებია საიდანაც სანადირო ობიექტები მოიხსნა.

დაველოდე ხუთი წუთი. არაფერი გამოჩელილა. ამოვიყვანე მონადირებული ჩხიკვი და ჩამოვჯექი ზედა ცანტრალურ პოზიციაზე საიდანაც თითქმის ყველა ხე ჩანდა იმ ფერდობზე. ცოტა წავიხემსე, წყალი მივაყოლე და თან გაფაციცებით ვუსმენდი ირგვლივ ყველაფერს.

მალე გვრიტისმაგვარი ხმა მომესმა თითქოს და გადმოვდექი ზემოდან. ამ პოზიციიდანაც ორი გვრიტი იქნა მონადირებული მარგამ დიდი დრო დაჭირდა ლოდინს.

მერე ფრინველებმა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლეს. ჩხიკვებმა შემამჩნიეს და ჩხავილით თან გაიყოლიეს ყველა. წავედი აბხოდში ჩემს შერჩეულ მეორე ფლანგზე. გზადაგზა ბუჩქებშიც იყვნენ ფრინველები ამოფრენა რომ იციან უცებ ისინი



ესეც მეორე პოზიცია. აქედან იქნა მოხსნილი ორი მიზანი. ძირითადად მიწევდა სროლა 30- 40 -50 მეტრზე. ბარაკუდები ძალიან კარგად მიფრინავენ ჩემი ლულიდან შორ მანძილზე. მოხვედრისას კი ისმოდა გახეთქვის ხმა, თითქოს პატარა ბუშტი რომ გასკდება ეგეთი რა. ბარაკუდა ჰანტერები ცნობილია თავისი გამანადგურებელი თვისებით მაგრამ ხანდახან ძალიან ზედმეტად უარყოფითი შედეგები ქონდა. რამოდენიმე გვრიტი მთლიანად გამოფატრა.მოხვედრისას მუცლებს უხეთქავდა პირდაპირი გაგებით. თუ გექნებათ სურვილი ერთერთი გვრიტის სურათს დავდებ რაც მაგ ტყვიამ უქნა.

ამის მერე მესამე პოზიციაზე გადავინაცვლე, იქაც ორი ობიექტი მოიხსნა. იქ მოჭრილი მორის ქვეშ ვიჯექი და ვიყავი ჩასაფრებული.

ერთი სიტყვით ჩემი ატ-44 ით ძალიან კმაყოფილი ვარ. ესარის რომ მოდერატორი სიგრძეს უმატებს და მოუხერხებელია ცოტა ბარდებში და ბუჩქებში. მომავლისთვის ბულკათი უნდა გადავაკეთო.

ესეც ნანადირევი. მართალია ყველა გვრიტი არაა, ჩხიკვებიც არის თან კარგად მოზრდოლები. სულ 12 ცალი იყო.

ბოლოს კი " ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა"
იმ დღეს ეგრე დასრულდა ნადირობის ამბავი. მერე კიდე იყო გასვლები და ბარაკუდები პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას

