გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> გასვლა #12 და მისი რეპორტი, ორი ერთ ფლაკონში
ja_ja
პოსტი Aug 9 2009, 11:11 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



იყო და არა იყო რა, იყო პატარა წვიმა, და ქარი, მაგრამ იყო სამი ფორუმელიც რომლებმაც გადაწყვიტეს არაოფიციალური გასვლა გაეკეთებინათ. არც ფორუმზე დაგვიდია ინფო და არც წინასწარ დაგვიგეგმია გასვლა უბალოდ პარასკევს საღამოს გადავურეკე ჯორჯიკას, ფორუმზე ახალმა დარეგისტრირებულმა dawit-მა მე დამირეკა (კაიხნის ძმაკაცია და დისკოთი მაგრა დაინტერესებულია). შაბათს ჩემტან შევიკრიბეთ და სადღაც პირველი საათისთვის ჩემთან ვერის სასაფლაოს ზემოთ არსებულ მთაზე აღმოვჩნდით.

ვერ ვიტყვით სიქა გაგვძვრა იმდენი ვიარეთ მეთქი, მაგრამ კაი მანძილი გავიარეთ, მანამდე წამოსულმა სისტმა წვიმამ მთაზე არსებული ზედმეტი ხალხი აშკარად სახლებში გაყარა, რამაც მშვენიერი შედეგი მოგვცა, კაციშვილს მთელი დღე არ შევუწუხებივართ biggrin.gif. მივადექით ხელოვნურად გაშენებულ ნაძვნარში არსებულ რკინის მაგიდას და სკამებს, რაც მშვენიერი სასროლი პოზიცია აღმოჩნდა. აგერ ფაქტებიც:



ვიცი, ვიცი, რაღაც სხვა ინსტრუმენტიც დაინახეთ ჩემი დისკოს გარდა, იდეაში სწორედ ეგ ინსტრუმენტი იყო ერთერთი გასვლის მიზეზი, JAH-ს დრო არ ჰქონდა, რომ შეემოწმებინა, ამიტომაც ჩვენ შემოგვთავაზა ტესტირება რაზეც უარი ვერ ვთქვით, პლიუს გაირკვა რომ თბილისში სტუმრად იყო poul capello, დიახ დიახ, სწორედ ის აირგან რეპორტერი, რომელსაც შევთავაზეთ ვირთხის ნახვა და აირგან რეპოტერის ჩაწერაც, ნუ ეს ცალკე თემაა და ამაზე მოგვიანებით, შევეცდები ხვალ დავდო დეტალური მიმოხილვა თავისი ვიდეოებით.



მოკლედ აი ეს იყო ჩვენი სასროლი დისტანცია. მანძილი 25 მეტრი რამდენიმე კვირის წინ გადავზომე, დავაძრე ჩემი დასაკეცი მიზნების მისამაგრებელი (ვინც ვერ მიხვდა... ვიყენებ ორიგინალურ დაუპატენტებელ ტექნოლოგიას, ანუ ვიღებ საშუალო ზომის მუყაოს კოლოფს. ვშლი მიმაქვს სასროლ ადგილამდე სა შემდეგ ადგილზე ვაწყობ, მდგრადობისთვის შიგნით ერთი ქვა და .... გამოდის საკმაოდ კარგი მიზნების მისამაგრებელი მოწყობილობა) ... ჰო მართლა ამჯერზე წაღებული გვქონდა ბლომად ტყვიები, არა რაოდენობრივად, არამედ ნაირსახოების მიხედვით, სულ გამიგვივიდა 10 ნაირსახეობა, აქედან ორი GAMO-ს ფირმის მოგვაწოდა ჩვენმა თანაფორუმელმა ochopintre-მ, რისთვისაც მას უღრმესი მადლობა




ესეიგი ჯერ ვისროდით უაზროდ, შემდეგ ვტესტავდით ვირთხას, ჩავწერეთ ზემოთხსენებული გადაცემა, აირგან რეპორტერისთვის, შემდეგ კი შევუდექით ტყვიების ტესტირებას. ჰო მართლა მორიგეობით დავითი და ჯორჯიკა დატასაობდნენ სანადიროდ, მაგრამ.... ან ჩიტებმა იყნოსეს რაცხა ან...

უი მართლა ჯორჯიკა და დათო მიმტკიცებენ რომ დაინახეს 2 მელია. არ ვიცი რამდენად რეალურია, მე ჩემს გორაზე დავბერდი და ჩიტის, გველხოკერას, კუსა და კურდღლის გარდა არაფერი დამინახია, მარა რავიცი, რავიცი. ისე უნდა ვაღიარო ადრე კვერნა დამიფიქსირებია და შეიძლება მელაკუდაც გაიჩითა. ერთის მხვის სასიამოვნოა თუ დასახლებულ პუნქტთან ახლოს მელიები ჩნდებიან, ესეიგი ზემოთ ფუნიკულიორთან მეტი იქნებიან. მგონი სასიხარულო ინფორმაციაა, არა ნადირობის მხრივ, არამედ ცოცხალი არსებების გამოჩენის მხრივ.

კაი დავუბრუნდეთ ჩვენს გასვლის მიზეზებს, აგერაა პატარა ფოტორეპორტაჟი

მე და ჯორჯიკა იარაღებს ვამოწმებთ სხვადასხვა დისტანციაზე







დავითი აკაჩავებს მუსკულებს და სინჯავს თავის ძალებს სროლაში







ტინგიცაობისა და აირგან რეპორტერის ჩაწერის შემდეგ, დავემშვიდობეთ პოლს და შევუდექით სხვადასხვა ტყვიების ტესტირებას. ვისროდით 5-5 გასროლით. ვცდილობდით ჯგუფები გაგვეკეთებინა. თავიდან მე ვისროდი მერე ჯორჯიკა, თავიდან დამავიწყდა მიზნის გასწორება და როგორც იყო ისე ვისროდი, შემდეგ მიზანი გავასწორეთ CP 10.5-ზე და გავაგრძელეთ სროლა. შედეგებს აგერ გთავაზობთ შესაბამისი მიმოხილვით. გაითვალისწინეთ სათითაო ტყვიების მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ თავისი გაზომვებით დეტალური აწონვებით და მიზანში სროლით, ამჯერად კი საერთო მიმოხილვით უნდა დავკმაყოფილდეთ.

დავიწყოთ მიმოხილვა კროსმან პრემიერით





ნუ რა უნდა ვთქვა წესით სასროლი დისტანცია დიდი არ იყო და ადრე უკეთესი შედეგებიც მიგვიღია იგივე ტყვიაზე და იგივე თოფზე, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ცვალებადი ქარი, რომელიც არაფრის დიდებით არ ჩადგა. სუსტდებოდა, პრაქტიკულად ნოლზე ჩადიოდა, მაგრამ მერე ისევ უბერავდა, ასე რომ მთლად ზუსტი შედეგები არ გვაქვს.

ვაგრძელებთ discovery Hollow point-ით, საერთოდ ამის მომცრო ძმაზე 7.9 გრანიანზე ამბობენ პრაქტიკულად არ მიფრინავსო, მაგრამ აი ეს 10.5 გრანიანი ჰოლოვ პოინტი მიფრინავს და ძალიანაც კარგად.





ქარის მიუხედავად მშვენიერი ჯგუფებია, რა თქმა უნდა, მილიმეტრებში გაზომვას არ დავიწყებ, აზრი არა აქვს, არ იყო შესაბამისი პირობები, მაგრამ როგორც მოგივიანებით ვანახავთ საკმაოდ კაი შედეგები აქვს ამ ტყვიებს.

გადავედით JSB-ს ტყვიებზე, ხელთ გვქონდა 3 ტიპის ტყვია, ჯერ მსუბუქი 8.4 გრანიანი JSB Exact-ი





რავი კომენტარი საჭიროა? მემგონი ეს ტყვიებიც მშვენივრად მუშაობენ, ქარი რომ გამოვაკლოთ იდეალურ ჯგუფებს მივიღებთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 9 2009, 11:14 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



კარგი ბატონო გადავიდეთ JSB STRATON-ზე 8.2 გრანი.





ორივე მსროლელზე ემჩნევა რომ ტყვია საოცრად მარცხნივ მიდის, მიუხედავად ამისა ტყვია ჯგუფებს აკეთებს, თან საკმაოდ კარგ ჯგუფებს, უბრალოდ ოპტიკა შესაბამის ტყვიაზე იქნება გასასწორებელი, მაგრამ თუ გაასწორეთ ოპტიკა სიტყვაზე 25 მეტრზე და ისვრით უფრო შორ მანძილზე, მაგალითად 50 მეტრზე, ტყვია ისევ გააგრძელებს მარცხნივ მოხვევას და ისევ გასცდება მიზანს, რა თქმა უნდა ისევ მარცხნივ.

შემდეგი გვექნება საკმაოდ ლამაზი ტყვია Predatr 8.0 გრანი, რამდენადაც ვიცი ამ ტყვიასაც JSB უშვებს





ჩემს ნასროლზე დიდი ვერაფრით დავიტრაბახებ, მაგრამ აი ჯორჯიკამ მშვენიერი ჯგუფი გააკეთა, ასე რომ ამ ტყვიასაც აქვს პოტენციალი, პლიუს რაც არ უნდა იყოს ექსპანსიური კლასისაა, რაც მისანში მოხვედრისას იწვევს სამიზნის გარანტირებულ განადგურებას მისი დაფლეთვის შესაძლებლობების გამო.

კარგი ბატონო გადავიდეთ კორეულ ტყვიაზე eunjin-ზე, ტყვია ერთერთი ყველაზე მძიმეა, მგონი ამაზე მძიმე 0.177-იანში არ არსებობს, ტყვიის წონაა 16.1 გრანი.





ნასროლი თვითონ ამბობს ყველაფერს, ეს ტყვიები მიზანში სროლისთვის არ გამოდგება, ყოველ შემთხვევაში დისკო მას ვერ გაქაჩავს, აი სანადირო ვარიანტში კი დიდი სიამოვნებით, ანუ გაფანტვა აქვს მაგრამ სანადიროდ მისაღები გაფანტვაა სამაგიეროდ მიზანში მოხვედრისას ტყვია არა ადამიანურ ფორმებს იღებს. ეს რაც შეეხება რბილ ობიექტებს, ხოლო თუ მოხვდა მყარ ობიექტს, არ უკვე იწყება იმ დონის ფლეთვითი ეფექტები რომ.... მოკლედ საშუალო ზომის ცხოველი, იქნება ეს ყვავი თუ კურდღელი გარანტირებულ სასიკვდილო კუჭის აშლას მიიღებს ამ კორეელის გადაყლაპვის შემთხვევაში, ხოლო მსუბუქი ბეღურა და სხვა ამდაგვარი ალბათ უბრალოდ ისევე გადავარდება როგორც ჰოლივუდის კინოებში ვესტერნის სროლის დროს გადავარდნილი ხალხი.

გადავიდეთ ბიმენის პროდუქციაზე, გვაქვს ორი პრაქტიკულად ერთმანეთის ასლი კვალი ტყვიები, ორივე არის ჩვეულებრივი ტყვიისგან ჩამოსხმული, მაგრამ გარედან დაფარულია სპილენძის თხელი ფენით, ეს ტყვიას საშუალებას აძლევს გახდეს ბურღი, სახლის პირობებში ჩატარებული ტესტებისას ეს ტყვიები ყველაზე ღრმად აღწევდნენ გაზეთების გროვაში.

მაშ ასე Beeman FTS Double 8.64 გრანი და Beeman Kodiak Double Gold 10.65 გრანიანი

ჯერ დავიწყოთ Beeman Kodiak Double Gold-ით





მიუხედავად თავისი უცნაური ფორმისა ტყვია მიზანში მიდის და ჯგუფებსაც აკეთებს, თუ მის შეღწევადობის შესაძლებლობებსაც გავითვალისწინებთ.....

გადავიდეთ მსუბუქ ძმაზე Beeman FTS Double Gold, ეს ტყვია რეკლამირდება როგორც ფილდ ტარგეტინგისთვის საუკეთესო და შორს სასროლი ტყვიები, ასევე აწერია რომ სუფთა კრიალა ზედაპირი აქვს რაშიც ყველა ვეთანხმებით, მაგრამ აი რეკლამირებული სუპერ სიზუსტე....




სიზუსტე რეკლამირებულს არ შეესაბამება.

კარგი ბატონო გადავიდეთ დღეისათვის ბოლო 2 ტყვიაზე, ესპანური ფირმა GAMO. როგორც ზემოთ ვახსენე ტყვიები მოგვაწოდა ჩვენმა თანაფორუმელმა ochopintre-მ, რისთვისაც მას უღრმესი მადლობა.

მოკლედ გვაქვს 2 ტყვია expander-ი და Gamo Pro Magnum

დავიწყოთ expander-ით





ჰოოო, დიდი ბოდიში ochopintre-სთან, მაგრამ ამ ტყვიას სიზუსტე პრაქტიკულად არ აქვს, სამაგიეროდ აკეთებს შესაშურ ნახვრეტებს, იდეალურად მრგვალი ხვრელები რჩება. იდეაში ამ ტყვიის ცუდი ფრენითი შესაძლებლობები ალბათ გამოწვეულია მისი ფორმით, ბრტყელთავიანი ტყვიები როგორც წესი დიდი დისტანციაზე ვერ დაფრინავენ. მიუხედავად პატარა წვეტისა, ეს ტყია შორი მანძილებისთვის შექმნილი არაა.

გადავიდეთ ბოლო ტყვიაზე Gamo Pro Magnum





ჰოოო აქ კი კომენტარი ზედმეტია, ნუ რა უნდა ვთქვა? არ მიფრინავს ეს ტყვიები და რაც გინდა ჰქენი. არ უნდათ და მორჩა, რა კაიფის გამო მიდის ეს ტყვია ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ, კაცმა არ იცის, ვერც ბრტყელ თავს დააბრალებ. მოკლედ არ დაფრინავს.

ეს ნათელი მაგალითია GAMO-ს ტყვიების მოყვარულებისთვის. თბილისში რამდენადაც ვიცი 200 ტყვიანი შეკვრა 7-8 ლარი ღირს, 500 ცალის ფასი გამოდის 17.5ლარიდან 20 ლარამდე. ვერ ვხვდები ამ ტყვების შეძენის მუღამს, მაშინ როდესაც 500 ცალიანი Crosman Ultra Magnum 10.5 გრანიანი ჯდება 21-22 ლარი. 2-3 ლარის ეკონომიის გამო....

Gigabyte13 სხვათაშორის შენც ბლომად გაქვს ეს ტყვიები, მგონი დროა სხვა ტყვიებზე გადახვიდე.

მოკლედ სულ ეს იყო, ამის მერე კიდევ მეგობარმა დარეკა და შემოგვთავაზა ლისზე გასვლა, წესით თვითმფრინავის გაშვებისთვის უნდა გვეყირებინა, მაგრამ როდესაც ლისზე ავედით ისეთი ქარი დაგვხვდა რომ.... სამაგიეროდ დისკომაც და ვირთხანაც საბრძოლო ვითარებაშ გაიარეს ტესტირება, ვირთხის შედეგს დავდებ დახურულ თემაში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 9 2009, 11:30 PM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მდააა , მოკლედ დიიიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა , ხომ ავამბობ მე ეს კაცი სიტყვის (რეპორტების) ოსტატია მეტქი , გაიხარე ჯაჯ უღრმესი მადლობა ძალიან ვისიამოვნე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ochopintre
პოსტი Aug 10 2009, 12:17 AM
პოსტი #4


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 654
რეგისტრ.: 11-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 14



მართლა მაგარი რეპორტია,
ამ ტყვიების ტესტირებით უმაგრეს საქმეს აკეთებს , მომავლისთვის გვეცოდინება რომელ ტყვიას რა შეუძლია და არ მოგვიწევს ექსპერიმენტების ჩატარება.
თავიდან ამ ტყვიების ყიდვას რო ვაპირებდი "პრო მაგნუმის" ტყვიებზე ისეთი რეკლამები ვნახე რო მეთქი გალაქტიკაში ამაზე ზუსტი და კარგი ტყვიები არ არსებობს მეთქი და უყურე რა ხდება სინამდვილეში. მოკლედ ესპანელებსაც დაუწყიათ აფერისტობა biggrin.gif
P.S სხვათაშორის ჩემი Talon Magnum_ით უკეთეს ჯგუფებს ვაკეთებდი ამ ტყვიით, თუ ვიპოვე ძველი სურათები დავდებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
parna
პოსტი Aug 10 2009, 12:31 AM
პოსტი #5


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,984
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9



მაგარია ისა და RATMINATOR ი საიდან? :blink:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Aug 10 2009, 02:20 AM
პოსტი #6


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



ვაააა, მაგარი ინფო ძალიან... ტაკ დერჟატ ჯა_ჯა, მაგარი ხარ wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Aug 10 2009, 10:56 AM
პოსტი #7


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



მშვენიერი მიმოხილვაა!
ყველაზე მეტად გამაოცა პრედატორის ჯგუფებმა... საერთოდ ითვლება როპმ ამ ტყვიების ექსპანსიურობის ხარჯზე საშინელი ჯგუფურობა აქვს...
აი პირველმა ჯგუფმა მთლად გამაოცა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 10 2009, 11:13 AM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



Jah
შენ კი არა მე ვისროლე და მე გავოცდი ჩემი შდეგით პრედატორით , მეგონა რადგან ექსპანსიური ტყვია რომ იყო ცუდ შედეგი ექნებოდა მაგრამ გადასარევი შედეგი აჩვენა არამარტო მაგან არამედ მეორე ექსპასიურმა ტტყვიამ CP Hollow Point-მა 10.5 გრ ( იფროსწორედ კი Benjamin HP )
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 10 2009, 01:23 PM
პოსტი #9


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვისაც გაინტერესებთ ვირთხმინატორის ნახელავი შეცუნცულდით
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Aug 10 2009, 02:20 PM
პოსტი #10


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
პლიუს გაირკვა რომ თბილისში სტუმრად იყო poul capello, დიახ დიახ, სწორედ ის აირგან რეპორტერი, რომელსაც შევთავაზეთ ვირთხის ნახვა და აირგან რეპოტერის ჩაწერაც, ნუ ეს ცალკე თემაა და ამაზე მოგვიანებით, შევეცდები ხვალ დავდო დეტალური მიმოხილვა თავისი ვიდეოებით.

კაიფობ?! თუ სერიოზულად? :unsure: :blink: :wacko: :o :huh:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Aug 10 2009, 04:43 PM
პოსტი #11


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
ვისაც გაინტერესებთ ვირთხმინატორის ნახელავი შეცუნცულდით დახურულ თემაში აი ამ მისამართზე

მე მაინტერესებს ძალიან, მარა რაღაც პაროლიუნდა.
ერთი კითხვა მაქ? პაროლს როგორ გავიგებ? როგორც ვხვდები გასვლაზე უნდა ვიყო წამოსული და მერე? თუ როგორ ხდება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 10 2009, 05:35 PM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ნუ პაროლს მხოლოდ ადმინისტრატორი მოგაწოდებს თუ ჩათვლის საჭიროდ.

რათქმაუნდა გასვლებზე გამოჩენაც ერთერტი პირობაა, თორემ ასე არავინ გიცნობ, არავის უნახიხარ.... ერთი ნიკი ვიცით და ფიშტო რომ გაქვს biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Aug 10 2009, 05:43 PM
პოსტი #13


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
nihontoman
ნუ პაროლს მხოლოდ ადმინისტრატორი მოგაწოდებს თუ ჩათვლის საჭიროდ.

რათქმაუნდა გასვლებზე გამოჩენაც ერთერტი პირობაა, თორემ ასე არავინ გიცნობ, არავის უნახიხარ.... ერთი ნიკი ვიცით და ფიშტო რომ გაქვს


ჰმმმმმ, საინტერესოა.
ციტატა
ერთი ნიკი ვიცით და ფიშტო რომ გაქვს

კი, მარა ეგ საკმარისი არ უნდა იყოს? :lol: :lol: :lol: :lol:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 10 2009, 05:45 PM
პოსტი #14


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ნუ ეგ ადმინს უნდა ჰკითხო, მე ნამდვილად არ ვიცი საკმარისია თუ არა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Aug 10 2009, 05:58 PM
პოსტი #15


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
nihontoman
ნუ ეგ ადმინს უნდა ჰკითხო, მე ნამდვილად არ ვიცი საკმარისია თუ არა.

ისევ გასვლაზე გამოვალდა მერე ვნახავ. მანამდე რა პონტში ვთხოვო ადმინს პაროლი? სახეზე არავის არ გინახივართ. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
parna
პოსტი Aug 10 2009, 08:40 PM
პოსტი #16


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,984
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9



ციტატა(nihontoman @ Aug 10 2009, 11:20 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კაიფობ?! თუ სერიოზულად? :unsure: :blink: :wacko: :o :huh:

:blink: :blink: საღოლ თქვენ ველი ინფოს ამაზე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 10 2009, 08:42 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



parna
კაიფობს biggrin.gif , მეთუ მთვლის პოლ კაპელოდ არ ვიცი და სხვა იქ არაფერი რეპორტი არ გაუკეთებია biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
parna
პოსტი Aug 10 2009, 09:14 PM
პოსტი #18


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,984
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9



ციტატა(geojorjika @ Aug 10 2009, 05:42 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
parna
კაიფობს biggrin.gif , მეთუ მთვლის პოლ კაპელოდ არ ვიცი და სხვა იქ არაფერი რეპორტი არ გაუკეთებია biggrin.gif biggrin.gif


მეთქი ავშენდიით :lol: :lol:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Aug 10 2009, 09:53 PM
პოსტი #19


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



საღოლ ჯაჯუნ,

ისა და 10.2 იანი არ ჩამოგსვლია????
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Aug 10 2009, 09:57 PM
პოსტი #20


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



nihontoman
ციტატა(nihontoman @ 10th August 2009 - 06:43 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კი, მარა ეგ საკმარისი არ უნდა იყოს?

არა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V   1 2 >
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:15 PM
Hosted by Pro-Service