ვერ ვიტყვით სიქა გაგვძვრა იმდენი ვიარეთ მეთქი, მაგრამ კაი მანძილი გავიარეთ, მანამდე წამოსულმა სისტმა წვიმამ მთაზე არსებული ზედმეტი ხალხი აშკარად სახლებში გაყარა, რამაც მშვენიერი შედეგი მოგვცა, კაციშვილს მთელი დღე არ შევუწუხებივართ


ვიცი, ვიცი, რაღაც სხვა ინსტრუმენტიც დაინახეთ ჩემი დისკოს გარდა, იდეაში სწორედ ეგ ინსტრუმენტი იყო ერთერთი გასვლის მიზეზი, JAH-ს დრო არ ჰქონდა, რომ შეემოწმებინა, ამიტომაც ჩვენ შემოგვთავაზა ტესტირება რაზეც უარი ვერ ვთქვით, პლიუს გაირკვა რომ თბილისში სტუმრად იყო poul capello, დიახ დიახ, სწორედ ის აირგან რეპორტერი, რომელსაც შევთავაზეთ ვირთხის ნახვა და აირგან რეპოტერის ჩაწერაც, ნუ ეს ცალკე თემაა და ამაზე მოგვიანებით, შევეცდები ხვალ დავდო დეტალური მიმოხილვა თავისი ვიდეოებით.

მოკლედ აი ეს იყო ჩვენი სასროლი დისტანცია. მანძილი 25 მეტრი რამდენიმე კვირის წინ გადავზომე, დავაძრე ჩემი დასაკეცი მიზნების მისამაგრებელი (ვინც ვერ მიხვდა... ვიყენებ ორიგინალურ დაუპატენტებელ ტექნოლოგიას, ანუ ვიღებ საშუალო ზომის მუყაოს კოლოფს. ვშლი მიმაქვს სასროლ ადგილამდე სა შემდეგ ადგილზე ვაწყობ, მდგრადობისთვის შიგნით ერთი ქვა და .... გამოდის საკმაოდ კარგი მიზნების მისამაგრებელი მოწყობილობა) ... ჰო მართლა ამჯერზე წაღებული გვქონდა ბლომად ტყვიები, არა რაოდენობრივად, არამედ ნაირსახოების მიხედვით, სულ გამიგვივიდა 10 ნაირსახეობა, აქედან ორი GAMO-ს ფირმის მოგვაწოდა ჩვენმა თანაფორუმელმა ochopintre-მ, რისთვისაც მას უღრმესი მადლობა

ესეიგი ჯერ ვისროდით უაზროდ, შემდეგ ვტესტავდით ვირთხას, ჩავწერეთ ზემოთხსენებული გადაცემა, აირგან რეპორტერისთვის, შემდეგ კი შევუდექით ტყვიების ტესტირებას. ჰო მართლა მორიგეობით დავითი და ჯორჯიკა დატასაობდნენ სანადიროდ, მაგრამ.... ან ჩიტებმა იყნოსეს რაცხა ან...
უი მართლა ჯორჯიკა და დათო მიმტკიცებენ რომ დაინახეს 2 მელია. არ ვიცი რამდენად რეალურია, მე ჩემს გორაზე დავბერდი და ჩიტის, გველხოკერას, კუსა და კურდღლის გარდა არაფერი დამინახია, მარა რავიცი, რავიცი. ისე უნდა ვაღიარო ადრე კვერნა დამიფიქსირებია და შეიძლება მელაკუდაც გაიჩითა. ერთის მხვის სასიამოვნოა თუ დასახლებულ პუნქტთან ახლოს მელიები ჩნდებიან, ესეიგი ზემოთ ფუნიკულიორთან მეტი იქნებიან. მგონი სასიხარულო ინფორმაციაა, არა ნადირობის მხრივ, არამედ ცოცხალი არსებების გამოჩენის მხრივ.
კაი დავუბრუნდეთ ჩვენს გასვლის მიზეზებს, აგერაა პატარა ფოტორეპორტაჟი
მე და ჯორჯიკა იარაღებს ვამოწმებთ სხვადასხვა დისტანციაზე



დავითი აკაჩავებს მუსკულებს და სინჯავს თავის ძალებს სროლაში



ტინგიცაობისა და აირგან რეპორტერის ჩაწერის შემდეგ, დავემშვიდობეთ პოლს და შევუდექით სხვადასხვა ტყვიების ტესტირებას. ვისროდით 5-5 გასროლით. ვცდილობდით ჯგუფები გაგვეკეთებინა. თავიდან მე ვისროდი მერე ჯორჯიკა, თავიდან დამავიწყდა მიზნის გასწორება და როგორც იყო ისე ვისროდი, შემდეგ მიზანი გავასწორეთ CP 10.5-ზე და გავაგრძელეთ სროლა. შედეგებს აგერ გთავაზობთ შესაბამისი მიმოხილვით. გაითვალისწინეთ სათითაო ტყვიების მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ თავისი გაზომვებით დეტალური აწონვებით და მიზანში სროლით, ამჯერად კი საერთო მიმოხილვით უნდა დავკმაყოფილდეთ.
დავიწყოთ მიმოხილვა კროსმან პრემიერით


ნუ რა უნდა ვთქვა წესით სასროლი დისტანცია დიდი არ იყო და ადრე უკეთესი შედეგებიც მიგვიღია იგივე ტყვიაზე და იგივე თოფზე, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ცვალებადი ქარი, რომელიც არაფრის დიდებით არ ჩადგა. სუსტდებოდა, პრაქტიკულად ნოლზე ჩადიოდა, მაგრამ მერე ისევ უბერავდა, ასე რომ მთლად ზუსტი შედეგები არ გვაქვს.
ვაგრძელებთ discovery Hollow point-ით, საერთოდ ამის მომცრო ძმაზე 7.9 გრანიანზე ამბობენ პრაქტიკულად არ მიფრინავსო, მაგრამ აი ეს 10.5 გრანიანი ჰოლოვ პოინტი მიფრინავს და ძალიანაც კარგად.


ქარის მიუხედავად მშვენიერი ჯგუფებია, რა თქმა უნდა, მილიმეტრებში გაზომვას არ დავიწყებ, აზრი არა აქვს, არ იყო შესაბამისი პირობები, მაგრამ როგორც მოგივიანებით ვანახავთ საკმაოდ კაი შედეგები აქვს ამ ტყვიებს.
გადავედით JSB-ს ტყვიებზე, ხელთ გვქონდა 3 ტიპის ტყვია, ჯერ მსუბუქი 8.4 გრანიანი JSB Exact-ი


რავი კომენტარი საჭიროა? მემგონი ეს ტყვიებიც მშვენივრად მუშაობენ, ქარი რომ გამოვაკლოთ იდეალურ ჯგუფებს მივიღებთ.