გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> FT - ანუ Field Target, რა, როგორ, როდის
ja_ja
პოსტი Jun 30 2012, 09:40 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი





Field Target - ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო და სახალისო შეჯიბრი პნევმატური იარაღის მოყვარულთათვის. ძირითადი შინაარსი არის რამდენად მოახერხებთ ღია ცის ქვეშ თქვენი თოფის მეშვეობით სანადირო შესაძლებლობების გამომჟღავნებას. სანადირო არსებებში მოისაზრება წვრილი ფრინველები და ცხოველები. კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტი ეს არის ქართან მუშაობა, მაგალითად მიწის ზედაპირთან სულ სხვა ნაკადი უბერავს, ვიდრე მიწის ზედაპირიდან 2-3 მეტრში - ბრიტანეთში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, ამიტომაც, ლამის ბავშვობის ასაკიდან ხდება ყურადღების გამახვილება სხვადასხვა მიმანიშნებლებზე. როგორც ხვდებით თავიდან FT-ს იდეა ჩაისახა ბრიტანეთში, მოხდა ეს ბედნიერება გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში.



შეჯიბრი თავიდან სულაც არ ჰგავდა იმას რა სახითაც დღეს იგი წარმოგვიდგება. თავდაპირველად FT იყო BR-ის ნაირსახეობა. უბრალოდ მსაჯი სხვადასხვა დისტანციებზე დებდა პატარა ქაღალდის სამიზნეებს, ქაღალდზე დახატული პატარა ცხოველის პროფილით და ჩვეული ბადით, შუაში რა თქმა უნდა 10-იანი იყო მოხაზული. მსროლელები გამოდიოდნენ პოზიციაზე, უნდა განესაზღვრათ ოპტიკის მეშვეობით სამიზნემდე მანძილი გამოეთვალათ საჭირო ცვლილებები და უნდა გაეკეთებინათ გასროლა, მსაჯი აგროვებდა სამიზნეებს, ითვლიდა ქულებს და ბოლოს დიდი ზარ ზეიმით აცხადებდა გამარჯვებულს. ასე გაგრძელდა 1- მაქსიმუმ 2 წელი, რადგან ამ ახლად შექმნილ შეჯიბრს, უფრო სწორედ კი სახალისო შეხვედრას, რომელზეც ხალხი ერთმანეთს იცნობდა, აცნობდა თავის იარაღს საზოგადოებას, თვითონ რაღაც ახალს იგებდა და პლიუს თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებდა.... მოკლედ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ამ შეჯიბრმა, რომ 1 წლის თავზე 1 და 2 მსაჯი უკვე მონაწილეების შედეგების დათვლას და მინდორზე წინ და უკან სირბილს ვეღარ აუდიოდა smile.gif



შედეგად იმავე 80-იანი წლების შუა პერიოდში ჩნდება ახალი უფრო სახალისო გართობა, უფრო სწორედ მოდიფიცირებული FT შეჯიბრი. განახლებულ ვარიანტში მსაჯი აღარ დარბოდა მინდორზე, მსროლელები კი ქაღალდებს აღარ ესროდნენ, არამედ ესროდნენ რკინის ფიტულებს რომელსაც ჰქონდა თავისი სასიკვდილო ზონა, თუ მსროლელი ამ სასიკვდილო ზონაში მოარტყავდა ფიტულს, ის იქცეოდა დამახასაითებელი რკინის დეტალების ტყლაშუნის ხმით. დათვლის სისტემაც უმალ გამარტივდა ყოველი წაქცეული მიზანი არის 1 ქულა, ხოლო აცილება, ან ფიტულში მორტყმა ისე რომ ის არ იქცევა არის ნოლი ქულა.


ძირს მოყვანილია სამიზნის მუშაობის პრინციპი და ფორმები




სხვადახვა ზომის სასიკვდილო ზონის ჩამოსაცმელი





სამიზნეების პრინციპი უცებ ჩამოყალიბდა, მაგრამ ძირითადი ნიაუნსი როგორიც იყო ისე დარჩა, შინაარსი დაიყვანება იმაზე თუ რამდენად სწორედ მუშაობს მსროლელი ოპტიკასთან, ქართან, ბუნებრივ პირობებთან... ასე მაგალითად მჯდომიარე პოზიციიდან სულ სხვანაირად ისვრი, ფეხზე დამდგარის დროს, ოდნავი ნიავიც რომ გაჩნდეს და სამიზნე დიდ დისტანციაზე იყოს, ეს ავტომატურად კორექტივებს შეიტანს სროლაში. მაგალითად ბრიტანეთში ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ქარზე დიდი აქცენტირება იყო გაკეთებული, სამიზნეების 60 პროცენტი განთავსებული იყო მაღალ ადგილებში და წყლის პირას. ერთი შეხედვით დიდი რა პრობლემა ესაა, მაგრამ წყლის პირას ყოველთვის არის, ჰაერის მასების მოძრაობა ისევე როგორც სიმაღლეზე, თქვენ ძირს იმყოფებით და ვერ აკონტროლებთ მაღლა მოძრავ ჰაერის ნაკადს...








ასევე სპეციალურადაა მოფიქრებული 1 სამიზნეზე 1 წუთი, და ათვლა იწყება მაშინ როგორც კი მსროლელი ოპტიკაში გაიხედება. შედეგად გაიხედეთ და მიზანში მოსახვედრად ტოტი გიშლით ხელს... გინდათ გვერდზე გადაჯდომა... კიბატონი გადაჯექით, ისე რომ კარებს არ გასცდეთ, მაგრამ დროს არავინ აჩერებს... ამიტომაც გამოცდილი მონაწილეები, პირდაპირ კარებთან არ ჯდებიან, ჯერ აკვირდებიან ადგილს, გონებაში წარმოისახავენ ტრაექტორიას, ხელის შემშლელ ადგილებს, და მხოლოდ ამის მერე ჯდებიან კარებთან. თუმცა ეს ყოველთვის არ ამართლებს და გამოცდილი ორგანიზატორების ხელში ხანდახან საკმაოდ რთული პირობებია ხოლმე შექმნილი. ასე მაგალითად ბრიტანული FT და HFT ყველაზე რთულ შეჯიბრებად ითვლება. რთულ გარემოს მხოლოდ ორგანიზატორები არ ქმნიან, ტრადიციულად ბრიტანული ლანდშაფტი და ის პირობა რომ მთელი ბრიტანეთი ერთი დიდი კუნძულია რომელსაც გოლფსტრიმი ათბობს და შედეგად ჰაერის მასების გადაადგილებას იწვევს ავტომატურად ართულებენ პირობებს, ამას ემატება ბრიტანეთისთვის დამახასიათებელი ნისლი, წვიმა და...





რაც შეეხება გამოყენებულ იარაღს, შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პნევმატური იარაღის მფლობელს, ზოგიერთ ქვეყანაში ცალ-ცალკე კლასებადაა გამოყოფილი ზ.დ.პ და წ.დ.პ (PCP), ზოგან არა. პრაქტიკულად შეზღუდვა არაა იარაღის მოდიფიკაციაზე, კონდახის ფორმაზე, ამერიკის გარდა პრაქტიკულად არსად აი იზღუდება ოპტიკური სამიზნის ჯერადობა, მაგრამ არსად არ დაიშვება ოპტიკურ სამიზნეში ინტეგრირებული მანძილმზომი, ლაზერული მიმანიშნებელი და სხვა ამდაგვარი მოწყობილობა, რაც გაგიმარტივებთ მანძილის გამოთვლას, მხოლოდ ოპტიკის პარალაქსის გასწორებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.....

ამ შეჯიბრების სახეობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ჰპოვა გავრცელება (მარტო ბრიტანეთში 10 000 დარეგისტრირებული მოყვარულია, დანარჩენ მსოფლიოზე აღარაფერს ვამბობ) იმავე 80-იანებში ბრიტანეთში იქმნება პირველი ფილდ ტარგეტინგის ასოციაცია (BFTA) და აყალიბებს წესებს. მოგვიანებით ისევ ბრიტანეთში იქმნება მსოფლიო ფილდ ტარგეტინგის ფედერაცია (WFTF) რომელიც დღემდე საერთაშორისო წესებს აყალიბებს. ყველა შეჯიბრი ამ წესების მიხედვით მიმდინარეობს თუ საქმე მსოფლიო ჩემპიონატებს ეხება.









მაგრამ ფილდ ტარგეტინგის წესები საკმაოდ ლმობიერია და საშუალებას აძლებს ლოკალურ წარმომადგენლობებს და კლუბებს თავიანთ შეჯიბრებებზე გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. ასე მაგალითად 1987 წელის ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ კი შტატ ფლორიდაში ჩატარდა პირველი შეჯიბრება ამერიკელებისთვის FT-ში. ინტერესი იმხელა იყო რომ შეჯიბრების დამთავრებისთანავე შეიქმნა ამერიკული ასოციაცია AAFTA (ამერიკის ასოციაცია საველე პირობებში პნევმატიკური იარაღიდან სროლაში). ამერიკულ წესებში მაგალითად არ არის აკრძალული სპორტული ტყავის ქურთუკები და შარვლები, მუხლებზე ჩამოსაცმელი პოზიციის გასამაგრებელი ღვედები, და სპორტული ხელთათმანები, მაშინ როდესაც ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი კატეგორიულად იკრძალება.

გაგიკვირდებათ მაგრამ ამერიკის ასოციაცია, კიდევ სხვა კურიოზულ წესებს შეიცავს, მაგალითად არის ცალკე გამოყოფილი ზ.დ.პ კლასი, რომელშიც იარაღის შეზღუდვა მისი ენერგეტიკით კი არ ხდება, არამედ მისი ფასით ხდება... აკრძალულია შეჯიბრში მონაწილეობა ისეთი ზ.დ.პ კლასის იარაღით რომელის ფასიც 600$-ზე ნაკლებია. არ დაიშვება ოპტიკური სამიზნეები 20x ჯერადობაზე მეტი, თუ მეტი ჯერადობის გაქვთ მაშინ ოპტიკა უნდა დააყენოთ ნიშნულზე 20x.

მოკლედ ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა რომელიც თავის ვარიანტში ატარებს შეჯიბრებებს, რაც ამერიკელ სპორცმენებს ხელს უშლის მაშინ როდესაც ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე იწყებენ გამოსვლას. აქ უკვე ქამრები და სამოსი აკრძალულია (მიჩვეული სიმყარე უცებ ქრება და მხოლოდ საკუთარ სხეულზე ხარ დამოკიდებული), ოპტიკის ჯერადობა შეზღუდული არაა (ამასობაში ამერიკელებს პატარა ჯერადობის ოპტიკები აქვთ და აგებენ ევროპელებთან მიმართებაში) და შეიძლება მსროლელს 50$-იანი თოფიც კი ჰქონდეს. ამის გამო ამერიკელი TF-ს მოყვარულები აპროტესტებენ თავიანთ წესებს და მოითხოვენ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ საერთაშორისო წესებს. სხვათა შორის AAFTA-ც ხვდება რომ რაღაც შესაცვლელია, ამიტომაც 2010 წლიდან ნელ-ნელა შემოიღო ორმაგი წესები, ლოკალური შეჯიბრები ტარდება 2 კლასში, მსოფლიო სტანდარტებით და ლოკალური წესებით.



მუხლებზე და წელზე ჩამოცმული გასამყარებელი ღვედი


ეს არ არის ერთადერთი ქვეყანა რომელიც თავის ნიუანსებს ამატებს TF-ს შეჯიბრებებს, ასე მაგალითად FT საზოგადოებას 90-იანი წლებიდან უერთდება გერმანია თავისი საშინელი კანონებით. შედეგად ლოკალური შეჯიბრებები ტარდება იარაღით რომელის ენერგეტიკაც არ აღემატება 7,5 ჯოულს. მაგრამ ამასობაში აქვთ ცალკე კლასი მათთვის ვისაც აქვს ლიცენზია ძლიერი იარაღის გამოყენებაზე და აქ ჩნდება საოცარი კალიბრი... ნებადართულია იარაღის გამოყენება 6,35 კალიბრამდე... ასეთი ნიუანსი სხვა ქვეყნებში არ გვხვდება. ცოტა არ იყოს ძნელია წარმოიდგინო სამიზნე 6.35 მილიმეტრიანი ტყვიის მოხვედრის შემდეგ, ხშირად 5.5 კალიბრი აზიანებს საშინლად სამიზნეს, ალბათ ამიტომაცაა შემოღებული წესი, იარაღის მაქსიმალური ენერგეტიკა 25 ჯოული. ასეთ პირობებში კი 6.35 მილიმეტრს აზრი ეკარგება და ამიტომაც უმეტესობა ამჯობინებს 4.5 კალიბრს.

კიდევ ერთი კურიოზული ქვეყანა ეს არის პოლონეთი - სულ რაღაც 7-8 წლის წინ ამ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია იყო ხრახნლულიანი პნევმატიკა. შეიძლებოდა მხოლოდ გლუვ ლულიანი პნევმატიკის ქონა, და ისიც იმდენად რთული გაფორმების პროცედურასთან იყო დაკავშირებული რომ ქვეყანაში პნევმატიკა საერთოდ არავის არ გააჩნდა. ამასობაში ირგვლივ არის, არაერთი მშვენიერი ქვეყანა რომელსაც ვეებერთელა ტრადიცია გააჩნია პნევმატური იარაღის წარმოებაში (მაგალითად გერმანია, ჩეხეთი), ნელ-ნელა პოლონელებიც მოიწამლენ ამ საქმით, შექმნეს თავიანთი ფედერაცია და კანონმდებლებთან ერთად დაიწყეს მუშაობა, შედეგად მოახერხეს, და კანონები დღეს იმდენად შეიცვალა რომ შეშურდება გერმანიასაც და ბრიტანეთსაც. პოლონელებმა თავიანთი ეშხიც შემოიტანეს FT შეჯიბრში, ასე მაგალითად პოლონელები ერთადერთი ქვეყანაა სადაც 15 მილიმეტრიან სამიზნეებს იყენებენ ყველაზე დიდ შესაძლო დისტანციაზე (საუბარია 25 მეტრზე).

ასე თუ ისე შეჯიბრების ამ ტიპმა ნელ-ნელა დაიპყრო მსოფლიო, ჩააღწია ისეთ შორეულ ქვეყანაშიც კი როგორიცაა სამხრეთ აფრიკა...




2010 წელს უნგრეთში ჩატარებული შეჯიბრის ვიდეო მასალა.
არ დაიბნეთ, თავიდან ბევრი მონაწილე ერთად სწორ ხაზზე რომ ისვრის ეს არის მისასროლი ადგილი, სადაც მსროლელები ამზადებენ/ამოწმებენ თავიანთ თოფებს და ოპტიკებს


ფილდ ტარგეტის ჩატარების წესები 80-იანი წლების ბოლოს კიდევ უფრო გამარტივდა, შეჯიბრის დაწყებამდე ორგანიზატორების მიერ ხდება სასროლი ხაზის (ხაზების) მოწყობა, ხაზზე განთავსებულია 1-დან 3 სამიზნემდე, სხვადასხვა დისტანციებზე (8-დან 50 მეტრამდე), სიმაღლეებზე, შეიძლება სამიზნე განთავსებული იყოს ტოტზე, სოროში, მორებს მიღმა ისე რომ მხოლოდ სასიკვდილო ზონა ჩანდეს.... მოკლედ მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ სანადირო სიტუაციებს. ყოველ ასეთ სასროლ ზონაში გამოყოფილია ეგრეთწოდებული კარები, რომელთანაც ჩერდება მსროლელი და ესვრის სამიზნეს. სხვა ადგილიდან სროლა დაუშვებელია. იმისათვის რომ მსაჯების რაოდენობა კატასტროფულად არ გაიზარდოს, როგორც წესი თვითონ მსროლელებისგან იკრიბება 3-3 კაციანი ჯგუფები, რომლებიც იწყებენ ცეცხლის ხაზზე ერთად მოძრაობას. ერთი ისვრის, მეორე იწერს შედეგებს, მესამე ფეხზე აყენებს წაქცეულ სამიზნეს. ასე გრძელდება მანამდე სანამ პირველი მსროლელი კარებთან არსებულ ყველა სამიზნეში არ გააკეთებს თითო გასროლას, შემდეგ ჯგუფის მონაწილეები იცვლებიან და მეორე მონაწილე იწყებს სროლას, ასე გრძელდება მანამდე სანამ ჯგუფის ყველა წევრი არ გააკეთებს საჭირო რაოდენობის გასროლებს, შემდეგ ჯგუფი გადადის სხვა კარებთან, სადაც სხვა სამიზნეებია განთავსებული.






პირველი სამიზნეები გაკეთებული იყო ხისგან რომელსაც რკინის სიკვდილის ზონები ჰქონდა დატანილი, დღეისათვის ყველა სამიზნე კეთდება ფოლადის ფურცლისგან, ძირითადად შეღებილია შავ ფერად და მკაფიო ყვითელი ფერით არის გამოყოფილი სასიკვდილო ზონა, ამ ზონაში თუ ხვდება სამიზნეს ტყვია, იგი ვარდება, ყვითელი ფერი იმალება (აღარ ჩანს) და თან ამასობაში ისმის დამახასიათებელი ლითონის დეტალების ერთმანეთზე დავარდნის და ტკლაშუნის ხმა. ეს იმის მიმანიშნებელია რომ სამიზნე მოხსნილია. დაიწერა 1 ქულა smile.gif. ამის შედმეგ ჯგუფის მეორე მონაწილე სპეციალურ თოკს გამოქაჩავს, რომელიც წაქცეულ სამიზნეს წამოაყენებს და ის მზადაა სხვა მსროლელისთვის. შედეგად აღარაა საჭირო სამიზნესთან წარამარა მისვლა.





სამიზნის სასიკვდილო ზონები მერყეობს 10 მილიმეტრიდან 40 მილიმეტრამდე, ყოველ სასიკვდილო ზონას თავისი მაქსიმალური დისტანცია გააჩნია და შეჯიბრის წესებით განისაზღვრება, მაგრამ არის გარკვეული შეზღუდვებიც, ასე მაგალითად სამიზნე 10 მილიმეტრიანი სასიკვდილო ზონით არ შეიძლება 18 მეტრზე შორს იყოს განთავსებული (გამონაკლისი პოლონეთია სადაც ასეთ სამიზნეს 25 მეტრზეც კი აყენებენ), მაშინ როდესაც 40 მილიმეტრიანი სასიკვდილო ზონის მქონე სამიზნე შეიძლება განთავსებული იყოს როგორც ყველაზე ახლო 8 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ყველაზე შორ 50 მეტრიან დისტანციაზე.

თუმცა ხდება ხოლმე ისე რომ მსროლელი სამიზნესთან ერთად აზიანებს ხოლმე წამოსაწევ თოკს smile.gif ამ შემთხვევაში გინდა არ გინდა სამიზნე გასასწორებელია, მაგრამ მონაწილეებს ეკრძალებათ ამის გაკეთება, სამიზნის შემოწმების და გასწორებია უფლება მხოლოდ მსაჯს და მის დამხმარე პერსონალს გააჩნია.

შეჯიბრს კიდევ გააჩნია თავისებური წესები, მაგალითად ყველა მსროლელს ურჩევნია მჯდომიარედ სროლა (ეგრეთწოდებული FT -ს პოზიცია, ასევე მას ეძახიან ბედუინის პოზას), იმიტომ რომ ეს ყველაზე მოხერხებულია, მაგრამ აზარტი რომ უფრო მეტი იყოს, წესები ზღუდავენ მსროლელებს და მოითხოვენ რომ 10% საერთო სამიზნეების რაოდენობიდან დაზიანებული იყოს ფეხზე მდგომი პოზიციიდან, და კიდევ ერთი 10% დაზიანებული იყოს მუხლზე დაყრდნობილი პოზიციიდან. ანუ თუ სულ მონაწილემ საერთო ჯამში უნდა ესროლოს 50 სამიზნეს, გამოდის რომ ამ რაოდენობიდან 5 უნდა დააზიანოს ფეხზე მდგომმა, 5 კი უნდა დააზიანოს ჩამუხლული პოზიციიდან.





თითქოს და ეს საკმარისი არ იყოო ასევე მოითხოვება რომ იარაღი არ უნდა იყოს დაყრდნობილი რაიმე დამატებით საგანზე, ადამიანის სხეული ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს იარაღთან კონტაქტში. როგორც წესი ეს ყველაფერი წესებში არის, ხოლმე განსაზღვრული.

ნელ-ნელა სპორტის ამ სახეობამ ბევრი მოყვარული მოიკრიბა, მაგრამ ნელ-ნელა ამ მოყვარულებს უფრო მეტად გართულებულ პირობებში მოუნდათ სროლა, ასე წამოიქმნა HFT რაც ნიშნავს მონადირებიის ფილდ ტარგეტინგს და და NHFT (ანუ ღამის ნადირობის ფილდ ტარგეტინგი). თუ ჩვეულებრივი FT შეიძლება ჩაატრდეს როგორც ღია მინდორზე ასევე მსუბუქ ტყეში, HFT და NHFT გარანტირებულად ყოველთვის ტყის მასივში ტარდება. დისტანცია უკვე შემცირებულია 40 მეტრამდე 50-ის მაგივრად. ამ ტიპის შეჯიბრებაში უკვე შესაძლებელია გამოყენებული იყოს იარაღი 5.5 კალიბრით, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი FT არ სცნობს 4.5 მილიმეტრზე მეტ კალიბრს. ერთი შეხედვით ამაზე კარგი რა არის, კალიბრი გაიზარდა, დისტანცია კი შემცირდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, პირობებიც გართულდა, ასე მაგალითად ერთერთი პირობა არის ის რომ მსროლელი სროლის დროს, აუცილებლად უნდა ეხებოდეს, სპეციალურ ნივთს/საგანს, იქნება ეს მორი, ტოტი თუ სხვა რამ, რაც საკმაოდ ართულებს მსროლელის პოზიციას და აქედან გამომდინარე ნეგატიურად აისახება შედეგებზე. მაგრამ არის კიდევ ერთი დადებითი მომენტიც, მსროლელს უფლება აქვს სროლისას მაგალითად ხეს მიეყუდოს...

NHFT-ში კიდევ ერთი ნებადართული ნიუანსია, მსროლელს შეუძლია გამოიყენოს ფანარი სამიზნის გასანათებლად, ოღონდ იმ პირობით რომ ფანარი დამაგრებული იქნება თოფზე. ფანრის გამოყენების უფლება არ ნიშნავს რომ მსროლელს შეუძლია ღამის ხედვის, ან სითბური ხედვის ოპტიკური მოწყობილობის გამოყენება. მოკლედ ერთი შეხედვით ყველაფერი გადასარევია..





მთავარი საიდუმლოება ოპტიკასთან მიმართებაში იმალება, მსროლელს ეკრძალება, ოპტიკისთვის ხელის ხლება, ჯერადობის შეცვლა, პარალაქსის გასწორება, განათების ჩართვა გამორთვა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიბრტყის გასასწორებელი ბარაბნების დატრიალება , ასევე იკრძალება FT-ს პოზიცია, იგივე ბედუინის პოზიცია, ანუ დაჯდომილი პოზიციიდან სროლა გამორიცხულია, შეგიძიათ დაწვეთ, მუხლს დაეყრდნოთ, ან ფეხზე დადგეთ. ასევე აკრძალულია ქართული რეალობისთვის საყვარელი ბიპოდი და სხვა მრავალი წვრილმანი... საერთო ჯამში HFT-ს პრეტენზია აქვს გამოავლინოს რეალური მონადირის ჩვევების მქონე პიროვნება, რომელიც ბუნებაში მოხვდება დამატებითი ხელსაწყოების გარეშე და მოახერხებს მონადირებას.

თუმცა შეფასების სისტემაც უფრო ლოიალურია, ანუ FT-ში არის მხოლოდ 0 ქულა აცდენაზე, და 1 ქულა თუ წაიქცა სამიზნე. HFT-ში კი წაქცეულ სამიზნეზე არის 3 ქულა, სამიზნის პროფილში მორტყმა წაქცევის გარეშე 1 ქულა, ხოლო საერთოდ აცილება 0 ქულა. როგორც წესი HFT-ში გამოიყენება 40 სამიზნე შედეგად თეორიულად შეიძლება მაქსიმუმ 120 ქულის აგროვებს, მაგრამ ამას პრაქტიკულად ვერავინ ახერხებს, როგორც წესი 70-80 ქულა ეს კაი შედეგია, 90-100 ქულა მშვენიერია და 110 ქულა უკვე გადასარევი მიღწევაა...







ამ ბოლო დროს ფეხს იკიდებს კიდევ ერთი ნაირსახეობა, მაგრამ ჯერჯერობით სპორტის ეს სახეობა ოფიციალური ფედერაციების მიერ აღიარებული არ არის. ეს არის VFT ანუ ვარმინტ ფილდ ტარგეტინგი. დასახელებიდან გამომდინარეობს რომ ამ ტიპის ფილტ ტარგეტინგი არის, დიდი დისტანციებზე სროლისთვის განკუთვნილი. დისტანციები ამ შემთხვევაში მერყეობს 100-დან 150 მეტრამდე. ამ შეჯიბრებაში პრაქტიკულად არავინ არ იყენებს 4.5 კალიბრის იარაღს, ძირითადად ყველა იყენებს 5.5 კალიბრს, ან თუ ლოკალური შეჯიბრის წესები უფლებას იძევა, მაშინ შეიძლება 6.35-ის ჩათვლით იყოს გამოყენებული თოფები. ამ ტიპის შეჯიბრი უკვე ტარდება მაგიდასთან, არანაირი ფეხზე დგომა, მიწაზე ჯდომა, ან ჩამუხლვა, ნებადართულია ბიპოდების და ქვიშის ტომრების გამოყენება. სამიზნეებს როგორც წესი სასიკვდილო ზონა ყოველთვის 40 მილიმეტრი აქვს. ყველაფერი ეს ჯერ მერყეობს შეჯიბრიდან შეჯიბრებამდე, რადგან ამ ტიპის შეჯიბრს ოფიციალურად ფედერაციები და ასოციაციები არ აღიარებენ, ამიტომაც, მოყვარულები თავისი გადაწყვეტილებით ახდენენ წესების ჩამოყალიბებას.


როგორც ხედავთ სამივე ნაირსახეობას აქვს თავისი ეშხი და ხალისი. რაც არ უნდა იყოს, ყველა შეჯიბრი ძირითადად უფრო ემსახურება ემოციურ ტალღას, შეხვედრას, საუბარს დასვენებას, ვიდრე გარანტირებულ ბრძოლას პირველი ადგილისთვის, თუმცა შეჯიბრი რისი შეჯიბრია, თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა smile.gif. ამიტომაც როგორც ყველა ნორმალურ შეჯიბრში აქაც არიან თავიანთი გამარჯვებულები და დასაჩუქრებულები...




გადავხედოთ ქართულ რეალობას, ჩვენთან ჯერჯერობით იარაღის შესახებ კანონები გაუგებარია პნევმატიკასთან მიმართებაში, მიუხედავად ამისა ამ ტიპის იარაღის მოყვარულები ბლომად, ვართ, და ხშირად სიზუსტე იქნება, აზარტი, მატერიალური ხარჯი თუ მონადირების შედეგი, საკმაოდ სერიოზულად ვუგებთ ცეცხლსასროლის მოყვარულებს. არის შეჯიბრის აზარტით, უკვე რამდენიმე შეჯიბრი ჩატარდა ამა თუ იმ ტიპის, იყო ჯგუფებზე შეჯიბრი, BR-ში შეჯიბრი და როგროც ხვდებით ინტერესი ნელ-ნელა მატულობს და უკვე სხვა ტიპის შეჯიბრებებიც არის ჩასატარებელი.

წელს ზაფხულში იგეგმება პირველი ქართული FT შეჯიბრის ჩატარება, იმის გამო რომ აზარტი მეტი იყოს შეიძება FT შეჯიბრის მაგივრად ჩატარდეს HFT შეჯიბრი, მითუმეტეს რომ ჩვენთან სრულყოფილი სპორტის მოყვარულები ნაკლებად არიან უფრო ხალხს სისხლი უდუღს მონადირეობაზე, შედეგად სანადირო შეჯიბრი ბუნებაში საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს.

აქ მოყვანილი სტატია ემსახურება იმას რომ თქვენში გამოიწვოს აზარტი და სურვილი კიდევ ერთხელ ერთერთ საინტერესო სახეობაში შევერკინოთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ევროპულ ასპარეზზე არა მარტო ერთმანეთთან შეჯიბრისთვის, არამედ იმისთვისაც რისთვისაც ევროპელები ხვდებიან ერთმანეთს ამ ტიპის შეჯიბრებაში.. როგორც ხვდებით შეხვედრა, საუბარი სიახლეების გაზიარება ქართველებს არ გვეშლება, მთუმეტეს ამ ფორუმის მესვეურებს, ასე რომ ველოდებით თქვენს აზარს და კიდევ ერთხელ ლამაზად შეხვედრის სურვილს smile.gif.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
11 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (100 - 119)
ja_ja
პოსტი Jul 16 2012, 04:07 PM
პოსტი #101


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



sekurifa
წნევა რაფერ გეტყვის სიჩქარეს და ენერგიას smile.gif

ენერგიას გაიგებ მხოლოდ მაშინ როდესაც იცი ტყვიის წონა და მისი სიჩქარე, სხვა მონაცემები, იქ რეზერვუარის მოცულობა, შიდა წნევა, თოფის წონა ... ეგ ერეფერს არ გეტყვის...

უხეშად შემიძლაი გითხრა 10.5 გრაინისთვის ზღვარი არის 271 მეტრ წამი
10.2 გრაინისთვის 275 მეტრ წამი.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jul 16 2012, 06:50 PM
პოსტი #102


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ja_ja

ჯაჯინსკი, ჩემი ვერიკო 10.65 გრაინს 271-ით ურახუნებს და არ მითხრა უნდა ისევ ვეჩალიჩო სისწრაფის ჩამოგდებაზე? ნეუჟელი სუდიები ცოდას თვალს არ დახუჭავენ? biggrin.gif biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Jul 16 2012, 08:20 PM
პოსტი #103


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(ja_ja @ 16th July 2012 - 05:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
წნევა რაფერ გეტყვის სიჩქარეს და ენერგიას

მე იმის თქმა მინდა რომ ქრონში ჯერ არ მისვრია ჩემი ჰაცანი.მარტო ის ვიცი რომ 10.5 გრანიანი ტყვია უნდა გაფრინდეს 270 ით რომ იყოს 25 ჯოული. მე მიახლოებითი წნევა მაინტერესებს, იქნებ ვინმემ იცისთქო ამ სიჩქარეს რა წნევაზე ანვითარებს რომ ზედმეტად არ დავტენო ვარჯიშის დროს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jul 16 2012, 08:25 PM
პოსტი #104


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
8)sekurifa
9)gregory
10)ხ.მ.ე.ლ.ო
11) dawiti
12) ვანო



დავემატე მეც.
სამიზნეებიდან მე-4 მირჩევნია, ყვავი biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Jul 26 2012, 11:57 AM
პოსტი #105


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ჯაჯა, ძაან გაჩუმდა ეს თემა: რა მიანტერესებს, თანხის რაოდენობა არ ვიცით ზუსტად (ანუ რამდენის დადება გვიწევს ყველაფრიანად) და ვერ დავადჯენთ ჯერ-ჯერობით? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 26 2012, 02:03 PM
პოსტი #106


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ხ.მ.ე.ლ.ო
ზუსტი თანხის თქმა მიჭირს, ჯერ პრაქტიკუალდ ყველაფერი ჰაერშია და გამოანგარიშება და მითუმეტეს მერე წასვლის ხარჯები და რამე.....

ნუ რაცხა ფონდი კი გვაქვს, მაგრამ ის წავა სამიზნეების გაკეთებაში და კიდევ პირიქით დასამატებელი ექნება...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Jul 26 2012, 03:35 PM
პოსტი #107


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ Jul 26 2012, 03:03 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხ.მ.ე.ლ.ო
ზუსტი თანხის თქმა მიჭირს, ჯერ პრაქტიკუალდ ყველაფერი ჰაერშია და გამოანგარიშება და მითუმეტეს მერე წასვლის ხარჯები და რამე.....

ნუ რაცხა ფონდი კი გვაქვს, მაგრამ ის წავა სამიზნეების გაკეთებაში და კიდევ პირიქით დასამატებელი ექნება...



კი, მაგრამ 4-5 აგვისტოსკენ ხო უნდა ჩატარდეს და.... რავიცი მოესწრება ეგ ყველაპერი? sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Aug 2 2012, 10:19 PM
პოსტი #108


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



მოკლედ მუშაობა დავიწყე, გაცდენა არანაირად არ შემიძლია და ამ შეჯიბრზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია წამოსვლა თუ კვირას იქნება smile.gif ისე ყოველი შემთხვევისთვის ინფორმაცია მოგაწოდეთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Aug 3 2012, 02:42 PM
პოსტი #109


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



ხალხნო როდის ხდება ეს ამბავი??? ხვალ? ზეგ? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Aug 3 2012, 02:58 PM
პოსტი #110


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



norica_dragon
ალბათ თვის ბოლოს, სამიზნეების მზადება ახლა დავიწყეთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Aug 3 2012, 03:16 PM
პოსტი #111


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(ilariona @ 3rd August 2012 - 03:58 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ალბათ თვის ბოლოს, სამიზნეების მზადება ახლა დავიწყეთ.

თვის ბოლოს მე ვეღარ წამოვალ, შვებულებაში ვარ მაგ დროს და თბილისში არ ვიქნები. მომიწევს სიიდან ამოწერა. ცამეტამდე რომ მოსწრებულიყო კიდე ხო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 7 2012, 09:25 AM
პოსტი #112


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მტააკ პატარა ინტრიგა ჩამოვაგდოთ smile.gif

აგერაა მზადების პროცესი:





ისე მართლა მაინტერესებს, ეს ამდენი სამიზნე რომ ტყუილა სადმე გარაჟში არ გვეყაროს, ჩემპიონატამდე ან მის მერე ამ სამიზნეების შეძენის მსურველები თუ ხართ და რამდენი კაცი ხართ...

ყიდვის შემთხვევაშI ხარჯებიც შემცირდებოდა ჩემპიონატისთვს და თქვენც გასართობი გექნებოდათ....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Aug 7 2012, 10:02 AM
პოსტი #113


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



ეს შეჯიბრი წინასწარი მზადების გარეშე ტარდება? წავარჯიშება ნე ბუდეთ?? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 7 2012, 10:05 AM
პოსტი #114


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



norica_dragon
სამიზნეები თუ არ იქნება ისე რა წინასწარ შეჯიბრზეა საუბარი? რას ესვრი? ქაღალდს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Aug 7 2012, 03:10 PM
პოსტი #115


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
8)gregory
9)ხ.მ.ე.ლ.ო
10) dawiti
11) ვანო

ცამეტიდან შვებულებაზე გავდივარ და არ ვიქნები თბილისში. სამწუხაროდ თვის ბოლოს შეჯიბრში ვერ მივიღებ მონაწილეობას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 7 2012, 03:17 PM
პოსტი #116


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



sekurifa
ციტატა(sekurifa @ 7th August 2012 - 04:10 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სამწუხაროდ თვის ბოლოს შეჯიბრში ვერ მივიღებ მონაწილეობას.

ძალიან ცუდი sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Aug 7 2012, 06:01 PM
პოსტი #117


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



მოიცათ, იქნებ და საერთოდ სექტემბერში ვაწყობთ ამ ამბავს ჰა?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Aug 7 2012, 06:03 PM
პოსტი #118


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



sekurifa
შვებულებაში და კაი ხასიათზე რო ხარ მაგიტომ უნდა მიიღო მონაწილეობა თვარა დილით რო შეჯიბრზე წახვალ და საღამოთი ღამის ცვლაში ე მაშინ არ უნდა წახვიდე wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Aug 7 2012, 07:05 PM
პოსტი #119


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(iorama @ 7th August 2012 - 07:03 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შვებულებაში და კაი ხასიათზე რო ხარ მაგიტომ უნდა მიიღო მონაწილეობა თვარა დილით რო შეჯიბრზე წახვალ და საღამოთი ღამის ცვლაში ე მაშინ არ უნდა წახვიდე

შვებულების დღეებს ჩემთვის აქვს ბაჯაღლოს ფასი. მთელი წელი ვუცდი მე ამ დღეებს. მარტო მაგ დროს ვიღებ განტვირთვას და ფილტვებს ვუტარებ პროფილაკტიკას (მომრერალი ვარ ქე იცით) მერე კიდო ხმის იოგებს ვასვენებ,მაგათ აღდგენა უნდა აუცილებლად.ანუ საერთოდ არ ვლაპარაკობ ორი კვირა და წიწვოვან ტყეში ვატარებ დილიდან საღამომდე. სახლშიც მუნჯივით ვარ. ყოველივე ამის გარეშე არ შემიძლია და არც შეიძლება ჩემთვის.

ასე რომ როცა ვმუშაობ მაშინ უფრო ხელსაყრელია ჩემთვის მონაწილეობის მიღება. ოღონდ არა შვებულების დროს smile.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Aug 7 2012, 08:14 PM
პოსტი #120


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



ციტატა(ja_ja @ 7th August 2012 - 09:25 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ყიდვის შემთხვევაშI ხარჯებიც შემცირდებოდა ჩემპიონატისთვს და თქვენც გასართობი გექნებოდათ....


სამიზნეების ღირებულება რა იქნება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

11 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 08:58 AM
Hosted by Pro-Service