გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Preparing for BR50, ანუ ვემზადებით და ვამოწმებთ
ja_ja
პოსტი Apr 24 2012, 01:27 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვხსნით წიგნს და ავტორისგან ვკითხულობთ:

მოკლედ აგვიტყდა მუსიე ილარიონა გერმანიიდან გინდა თუ არა კვირას შევხვდეთ და შეჯიბრისთვის წინა მოსამზადებელი შეხვედრა ჩავატაროთ რომ პრობლემები ვნახოთ რა გვექნებაო....

რა არ ვითხარით რა არ ვეხვერწეთ არ გვინდათქვა ვერ მოახერხებ გიტლერ იურგენტის ქვეყნიდან ჩამოსვლას მეთქი და სულ შვაინე ხუნდები გვეძახა smile.gif : ჩვენც რა დაგვრჩენოდა და დავნებდით.. ასე ჩაეყარა საფუძველი ამ წინა საჩემპიონატო გასვლას.

ხელმოწერა - Ja_Ja 2012 წლის 23 მარტი.



ყველაფერი დაიწყო
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და მოვედით ამ სტატიამდე.

მაშ ასე მთავარი მიზანი... ხალხის გამოტყუება სახლიდან არყისა და მწვადის მეშვეობით, რომ ვაიძულოთ მინი შეჯიბრში მონაწილეობა, რეალური შეჯიბრი დაგეგმილია მაისში, მაგრამ BR ჩემპიონატს საქართველოში პირველად გატარებთ და რაღაც კურიოზი რომ არ ამოხტეს ატ შეიძლება, ამიტომაც გვინდოდა ჩაგვეტარებინა წინა სავარჯიშო შეხვედრა, მაქსიმალურად მიახლოებული რეალურ პირობებთან რომ გვენახა რა როგრ განვითარდებოდა.

როგორც სჩვევია ქართველ ხალხს, მწვადის სუნზე ყველან გამოყო თავი ბუჩქებიდან biggrin.gif ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ვინც ვერ გაიგებს ამ და სხვა სახალისო ხუმრობებს გთხოვთ ეს გვერდი დატოვოთ უკომენტაროდ smile.gif

მაშ ასე კვირა გათენდა, და ჩემთვის გათენდა საოცრად, მაღვიძარა დავაყენე 7 საათზე რომ არ ჩამძინებოდა, მაგრამ დილის ექვსის ნახევრიდან კვირა დღეს გამთენიას მეზობელს რაცხა საჩხუბარი თემა გაეჩითა, ამას მეორე მეზობელი აყვა და... მოკელდ ვინ დაგაძინა 6 საათიდან ტელეფონს ვუყურებდი როდის გავიდოდა 1 საათი რომ ლოგინში კოტრიალისთვსი მომეღო ბოლო და...მოკლედ სისულეებს ვყვები.

მოვიდა თაზო 8 საათზე გერმანული სიზუსტით, ჩავედი მეც მთელი ჩემი ბარგი ბარხანით, გავუარეთ ტემპლარს, გზად ჩავისვით დავითუსა და გავწიეთ რუსთავისკენ. ამინდიაააა. ნუ ეგეთი ამინდი კაიხანია არ ყოფილა, მზე, მზე, მზე, ნიავიც არ იძვრის... მოკლედ გშურდეს მტერო და გიხაროდეს, აირგანელო smile.gif

რუსთავის ავტო ბაზრობასთან ილარიონას ეკიპაჟმა შეგვახსენა თავი მოვედით სად ხართო... და ჩვენც 2 წუთში იქანე დავერჭეთ smile.gif. სტანდარტული შეხვედრის ადგილი ემოციების ფრქვევა იდეების გაზიარება....

ილარიონას ახალმა სათამაშომ მაგარი ინტერესი გამოიწვია... "დაჟე" იქვე მდგომი ტაქსისტემი მოვიდნენ და ერთი დიდი მცოდნეს ვარიანტშ კითხულობს - რამდენიანია?!, ილია ეკითხება რა? - რამდენი ტყვია ჩადისო? ილოსაც ერთი წამიც არ უფიქრია, ეგრევე აჯახა 10 ტყვიაო smile.gif, შეუბრუნდა ეს ტაქსისტი მეორეს და ეუბნება ხომ გეუბნებოდი, მაგარი სერიოზული შტუკააო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



















ამასობაში სოხას ეკიპაჟიც მოვიდა, და რა თქმა უნდა ბოლოს გამოჩნდა პრეზიდენტი თავისი ურემით smile.gif






სხვათა შორის ამ გასვლაზე ერთი ახალი წევრი შემოგვიერთდა რეალ ცხოვრებაში თან ხელთ ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ახალი ხილი... ნუ ჩვენთვის ახალი ხილი თორემ მსოფლიომ კაი ხანია იცის რომ ევანიქსს აქვს გამოშვებული თოფები smile.gif ნუ ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ვესალმებით ikaa-ს.















დავიშალეთ და ზოგი წავიდა ბაზარში, ზოგი მაღაზიაში, ზოგი ღვინოზე და დავთქვით შესახვედრი ადგილი, ვინც ადრე მივედით რანდევუს წერტილში გადმოვედით მანქანებიდან და ვღლაბუცობდით, ამასობაში კი ცოცხალი არსება გაიჩითა და CZ-ს ყურები მომენტალურად ყალყზე დადგა smile.gif



ასე იყო თუ ისე მივედით სასურველ ადგილზე და ფოქსი გამალებული ეცა ტოტებს ლაიქ ე რემბო! ვო! smile.gif









ნელ-ნელა მოვედით აზრზე და მინი ინსტრუქტაჟის ჩატარება დავაპირეთ რომ ხალხისთვის წესები გამეცნო, ამისათვის კი ერთი დახვრეტილი სამიზნე იყო საჭირო, რა თქმა უნდა დირაკოლის საქმის შესრულება ტავის თავზე ნორიკამ აიო და გვაცვა ჯვარს... ეგ თუ სასროლად დაჯდა მერე ხომ მაგიდიდან ვერ ააყენებ smile.gif







ნუ როგროც ვიდეოში ჩანს, ნორიკა ისვრის, კაკა ახალ წევს აგიჟებს ველური წნევებით, ikaa არ ნებდება და არ იტყუებს თავს, მაგრამ აშკარად იხალისა იმ დღეს ნახა ყველა შესაძლო თოფი, ტყვია სამიზნე და რავიცი, მოკლედ თვითონაც გაგვაცნო თავისი ახალი თოფი და ჩვენც იმედია ახალი ინფორმაცია შევძინეთ smile.gif

ასე იყო თუ ისე ja_ja მასწავლებელმა დაიწყო ახსნა განმარტებიბი.



პატარა ინსტრუქტაჟის მერე ცოტაოდენ მოვსუსტდით ზოგი შეუდგა სამიზნის გასწორებას, ზოგი ოპტიკის მორგებას, ზოგი კი თავისი ახალი სათამაშოს დემონსტრირებას შეუდგა, ზოგიც კი ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ კი შეპ პოვრობას შეუდგა რომ 20-მდე ველად გაჭრილი აირგანელი დამშეული არ ყოფილიყო smile.gif

























მე ამასობაში ბუნებაში შლანგებს დავსდევდი.. ნუ აი იმას რა, კუდია თუ ცხოველი რომ ვერ გაიგებ biggrin.gif, დავინახე კუდი, მარა სანამ მივუახლოვდი და კამერა გავაძრე ქე გასრიალდა სადღაც, სამაგიეროდ ფოთლების შხარუნს მივყევი და ჯამი ვიპოვე სახელად კუ smile.gif



ნუ უკან მობრუნებისას თაზო პოზიორობდა, საჭმელი, კაკა და სხვა... პლიუს ევანიქსის გატესტვის დრო მოვიდა და....






















ბარემ ბოლო დარჩენილ კოლაჟს ჩავაგდებ და... მოკლედ ამის მერე რავარც იქნა ღლაბუცი მორჩა...
ისე ბარემ ხალხს ვაჩვენეთ მედლები რომლებიც იქნება რეალურ შეჯიბრზე მაისში წარდგენილი, ნუ შესაბამისად ბრინჯაო, ვერცხლი და პირველი ადგილის მფლობელი ოქროს მედალს წაიღებს სახლში...




ზედა სურათზე ჩანს როგორ ტარდება ქართლად შეჯიბრი, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს პურის ნაჭერი და ხახვი smile.gif ჩვენ საერთოდ სტუმართ მოყვარე ხალხი ვართ, აპა მსროლელი მშიერი ხომ ისვრის smile.gif, ჰოდა მაგიდაზე ხვდება საკენკი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





და დავიწყეთ შეჯიბრის იმიტაცია.... ჰოოო აქ პრობლემები ამოხტაააა.... ნუ დიდი არაფერი, მაგრამ წვრილმანი არის...












როგორ სულმოუთმელნად ელოდება ხალხი თავის რიგს smile.gif, ოღონდ ჩეროში smile.gif







პრობლემები შემდეგია:

1) პირველი ის რომ მიუხედავად ამდენი ინსტრუქციისა უმეტესობამ არ გაიგო რაზე იყო საუბარი და ჩვენთან ჩვეული ჯგუფების პრინციპით დაიწყო სროლა...
2) რეალურმა პირობებმა გვიჩვენა რომ ჯგუფზე სრულა სულ სხვაა და BR-ის მიზანში სროლა სულ სხვაა smile.gif, ამინდს შეაქვს ცვლილებები სროლაში ისეთი რომააა...
3) პრობლემა აღმოჩნდა გამოტოვებული სამიზნე... ბევრმა მონაწილემ ვერ გაიგო რომ თუ მიზანს ტყვია არ მოხვდა (საუბარია გამოყოფილ კუბიკზე), მაშინ ითვლება რომ მიზანი დაზიანებული არაა, მეც არ ვიცოდი ამ შემთხვევაში რა იყო გასაკეთებელი, რადგანაც არ მოველოდი იმას რომ ხალხი საერთოდ ხელუხლებელ სამიზნე წერტილებს დატოვებდა...
4) რამდენიმე მოხვედრა ართ სამიზნეში, საერთაშორისო წესები საზიზღარია და უმოწყალოა მსროლელის მიმართ, შედეგად ყველაზე ცუდი შედეგი რომელიცაა ის ითვლება რამდენიმე მოხვედრიდან...
5) სამიზნეში 2 ან მეტი ნატყვიარები და ყველა -50 ქულიანი, ანუ ერთი მინუს ქულა მოხვდა, მაგრამ მსროლელი ისევ იგივე მიზანს ესვრის და ისევ მინუს ქულას არტყავს, ამ შემთხვევაში ზედმეტი ტყვიის მორტყმისთვის ჯარიმა ერიცხება... ეს კი გარკვეულ წილად კომფლიქტში მოდის წინა წესთან... მოკლედ ესეც დასაზუსტებელია
6) სამარკაციო ზოლია გასავლები. სადაც ადიდგმება მაგიდები, ირგვლივ შემოღობილი უნდა იყოს და მანქანა იქნება თუ ადამიანი ცეცხლის ხასის გადაკვეთის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, ნუ მინიმუმ მანამდე სანამ ერთი სროლის სესია არ ჩათავდება.
7) რაღაცნაირად მოსაცილებელია გრუზინული ზახოდები, მაგალითად ერთი ადგა წავიდა ხალხი მიზნის მოსახსნელად, და ამასობაშ ვიღაც ეგრევე სკამზე ჯდება და იწყებს სროლას, რომ ეუბნები ნუ შვები... - კაი რა მოხდა, მიზანს ვასწორებო... არ შეიძლება! რომ თქვას მერე წინა მსროლელმა მე სუფთად ვისროლე და ეს ზედმეტი ნატყვიარები რატომა რის ჩემს სამიზნეშიო!!!!
8) თოფები ყველამ უნდა გადადოს გვერდზე, ანუ ვინც ისვრის და მაგიდასთანაა ის ისვრის, დანარჩენს თოფები მიყუდებული უნდა ჰქონდეს, როგროც რეალურ შეჯიბრზეა ხოლმე, აი ასეთ ვარიანტში:


ჩეხეთის და ახალი ზელანდიის ჩემპიონატებზე მინახია საერთოდ ცალკე გაკეთებული სადგამი, ვინც არ ისვრის, იმას თოფი აყუდებული აქვს, ფიცრებისგან გაკეთებულ სადგამზე. ფაქტი ერთს გვიჩვენებს,. ვინ სად როდის და რატომ ისვრის კაცმა არ იცის, ყველა გასროლა შეიძლება საკამათო გახდეს, მითუმეტეს როდესაც სხვის სამიზნეში მოხვედრაზე ჯარიმაა, პლიუს შენ თუ მოარტყი ცუდად მაშინ შენ ზარალდები... მოკლედ ეს რაღაცნაირად ასაკრძალია და გრუზინული თავის მართლება - კაი რა დაგემართა მიზანს ვასწორებ ქაღალდებს არ ვესვრიო, ... ნუ ეს არ უნდა იყოს. მივედით ადგილზე დატენე თოფი მიისროლე და მორჩა დანარჩენი გასწორება მიზანში სროლის დროს, არის მისროლის ზონა და შესაძებელი ულიმიტიდ სროლა.
9) მსაჯის მითითებების მოსმენა და დამორჩილება... ზოგი სროლას ისე იწყებს რომ დრო დანიშნული არაა, ზოგი ისვრის მაშინაც როდესაც მსაჯი მესამედ ყვირის, გაჩერდით, პრობლემაააააა....
10) რიგის გარეშე სროლა - წესებში არის, ნახსენები შესაძლებლობა როდესაც მსროლელს შეუძლია მოითხოვოს მეორეჯერ გამოსვლა, მაგრამ იმის შემდეგ რაც უკვე შედგენილი სია ჩაივლის და ხელმეორედ იქნება შესაძლებელი სროლა./
11) სია თავიდანვეა შესადგენი, მერე აღარ მოსულა აუ მე დავჯდები, ის ჯერ მაინც თოფს ტენის, ხახვზე წავიდა, კუს ეფერება აქლემის გასაწვრთვნელადაა smile.gif და ასე შედმეგ
12) სამიზნეებზე ფერებია მისაბეჭდი, ჯობია 50 თეთრით მეტი გადავიხადოთ და ფერადი სამიზნეები იყოს, მაგალითად ყვითელი ვარდისფერი და ღია მწვანე იყოს განმასხვავებელი ფერი, იმისათვის რომ სხვის სამიზნეში არ ისროლო, შეიძლება შეიღებოს, სამიზნეებს შორის არსებული ზოლები. ან ყველა მსროლელს თვალთვალი უნდა, სხვისი ტყვია რომ მოხვდეს შენს სამიზნეშ მაგას არავინ უყურებს, სხვა თუ შემთხვევით თავისაში არ ისვრის, იმასაც არავინ აქცევს ყურადღებას smile.gif
13) გადაძახილი და სხვისი დახმარება - პატარა ბავშვობაა რა... აუ ჩემი სამიზნე ისეთია რომ არ ჩანს და მიდი ერთი მე ვესვრი და შენ ნახე სად მოვარტყი... სადაა> ზემოთ ვისროლო?! - არ შეიძლება ასეთი რამ. საერთოდ სროლისას სიჩუმე უნდა იყოს, და სხვა მსროლელს ხელს არ უნდა უშლიდე.
14) ხმაური სასროლ ადგილზე, ნუ კაკა ხომ შეუძლებელია გააჩერო და რაიმე სასაცილო არ თქვას თან ხმამაღლა smile.gif გვაქვს ცალკე სასადილო ზონა, თუ შეიძება გადაადგილდით იქეთ საუბრის მსურველებმა და ნიხტ პრობლემო.
15) არ გინდა რა იმერლობა... დაჯექი სასროლად მაშინ ისროლე ბოლომდე... აუ გასწორებული არ მქონდა, მაინც არ ვიღებ მონაწილეობას... არ შეიძლება ასე, დაჯექი დაამთავრე, თორემ 3-4 კაცი დაჯდა ისროლა და ნახევარი სამიზნეები ცარიელი დატოვა სამაგიეროდ დარჩენილებში თითო მიზანში 5-6 ტყვია ისროლა, რატომ?! გეშინიათ ვინმე გიკბენთ, ჩნ მედლები გეკარგებათ თუ რა? ჯერ მოიგეთ ის ჩინ მედალი და მერე იფიქრეთ მის დაკარგვაზე, ხოლო თუ არ გაქვთ შეჯიბრის წინ ეს ჩნები და მედლები რას მორცხვობთ...
16) ქულების სისტემა საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელია ან თითი მიზანშ ყველაზე დიდი ქულაა 100 ქულა და სულ გამოდის 5000 ქულა, ან თითიო მიზანში არის 10 ქულა მაქსიმუმი და მაშინ სულ მაქსიმუმი გამოდის 500 ქულა. ეს საჭიროა იმისათვის რომ „ღ„-ის წესებში პირდაპირაა გაწერილი თუ შეჯიბრზე მსროლელები ვერ ახერხებენ მაქსიმალურად შესაძლებლის 10%-ის ქულების მოგროვებას (მაგალითად 500 ქულის შემთხვევაში მინიმუმ 50 ქულა უნდა გქონდეს დაგროვებული, 5000-ის შემთხვევაში 500, მაშინ ამ შეჯიბრში გამარჯვებული არ გვყავს...) ფაქტია ეს ქულები ჩამოსაყალიბებელია თორემ ზოგიერთმა მინუსებში გასვლა დაიწყეს, ვინ ელოდება 500 ქულას, სასტავმა -300 და -600 ასევე -700 ქულები აიღო პლიუსებში ვერ ამოვიდნენ smile.gif
17) კაი იქნება გადახურული და დიდი სასროლი ადგილი იყოს, რომ ერთდროულად რამდენიმე ისროდეს, ზედმეტი საუბრებიც გაქრება, უცებაც ჩატარდება შეჯიბრი და ყველა ამოისუნთქებს... კაი იქნება რაიმე ამდაგვარი, მაგრამ ეს ოცნებებია sad.gif


ნუ არის კიდევ მელკი მელკი ამბები რომლებიც ასევე დასახვეწია...

მოკლედ ასე იყო თუ ისე რაცხანაირად ჩავამთავრეთ საცდელი სროლები... შედეგები ვავა smile.gif, ნუ ორი გამარჯვებული გვყავს, პირვალდ ცხოვრებაში „„ პირველ ადგილზეა! კაკა, კაკა, კაკა!!!! smile.gif 480 ქულა დააგროვა (ბიჭები ხართ და ხმა ამოიღეთ აბა მარადიორზე smile.gif ) სამაგიეოროდ, სოხამ რა ქნა არ ვიცი რა, ეს კაცი საწინააღმდეგო გამარჯვებულია smile.gif, მინუს 720 ქულა დააგროვა smile.gif... ხვალ გადავიღებ სამიზნეების სურათებს და მაგათაც დავყრი, თუმცა რაღაც ხვალ ბარემ დრეს, ოღონდ რომ გათენდება და გავიღვიძებ მერე, ახლა ნეტა ეს დამადებინა smile.gif

პარალელურად მიმდინარეობა სამზარეულოში მუშაობა... სხვათაშრის ცუდი ისაა რომ სამზარეულოში ჩართულმა ხალხმა და სამზარეუოსთან შეკრებილებმა საერთოდ გადაწყვიტეს ზაბასტოვკის გამოცხადება და შეჯიბრში მონაწილეობა არ მიითეს... რატომ?.









მსუნაგი გამოჭერილი ფაქტებზე smile.gif






















ძირითადი შეჯიბრის დამთავრების მერე, და სანამ საჭმელ სასმელი მზადდებოდა, ხალხმა ტურნირს შემდგომი შეჯიბრობანა დაიწყეს... ნუ ახლა ნორიკას რა გააჩერებდა წინაზე ჩემპიონი კაცი იყო და ახლა მინუს 300 ქულა დააგროვა, რა მოასვენებდა მაგას, არც საჭმელი უნდოდა და არც სასმელი, მაიტა ნასოსი თოფი უნდა დავბერო!







ნუ პლიუს მწვადებიც შუშხუნებენ....





შედმეგ კი დაიწყო ყველა ქართველისთვის საყვარელი პროცესი, მაგრამ დაიწყო გერმანელი ლიოჩიკის გაღვიძებით smile.gif



აქვე გამოჩნდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოყოფილი პრეზიდენტიც..., მარა ცოტახანში ასევე დამოუკიდებლობა იორამამ გამოაცხადა, ოღონდ მაგას სკამი აღარ შეხვდა, პრეზიდენტმა თქვა აგი ტახტი მე მინდაო და....



თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტს, ტახტი მძინარე მზეთუნახავმა წაართვა... მოკლედ გარდამავალი სკამია... ტფუი... ტახტი კაცი ტახტი smile.gif



ნუ დანარჩენებმა გავაგრძელთ საკუთარი თავის გამოკვებაზე ზრუნვა... სხვათაშორის როდესაც მაღაზიაში იყვნენ პროვიზიის შესაძენად... ნუ მოკელდ იმდენი რამ იყიდეს, რომ ბონუსები დაუწესა მაღაზიამ.... რა ეყიდათ რა ეყიდათ ბონუსად და იყიდეს სასმელები... იმდენი სასმელი იყიდეს რომ კიდევ ბუნუსმა მოუწიათ, ამასობაში მანქანაში აღარაფერი აღარ ეტევა არადა დასახარჯია ფული smile.gif ჰოდა შეიძინეს ისეთი რამ რაც არცერთ ევროპა ამერიკულ შეჯიბრზე არავის არ უნახავს smile.gif



ნუ სუფრა სუფრა სუფრა და სუფრა...



შედმეგ ნაწილი გამოვეყავით სუფრას და წავიდა პლინკაობა







სხვათა შორის ტყეში მომსახურე პერსონალიც ეძრობა კაცო! აპაააა



კტო ეტოტ პასტრადავში, ატკუდა ონ ვზიალსა... ისე ნაბეღლავი კი დაგვილია ჩუმათ და smile.gif

შედმეგ გერმანელმა ლიოტჩიკმაც გაიღვიძაბევრი ხვრინვის შემდეგ და გვაჩვენა პლინკის კლასი, ხელიდან 150 მეტრში ბოთლების მოხსნა!









ნუ ბოლოს რა თქმა უნდა ყველასათვის საყვარელი ოფროუდი




ბოლოს კი რა თქმა უნდა ალაგება, მილაგება, ნაგვის წამოღება,. აშლა და დამშვიდობება













აუფფფ... სამის ნახევარია ბლინ smile.gif, მგონი მოვრჩი, მოკლედ გამოვაქვეყნე აგი ახლა მე და წავედი დევიძინე თორემ ვავა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
6 გვერდი V  « < 3 4 5 6 >  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (80 - 99)
ja_ja
პოსტი May 11 2012, 04:11 PM
პოსტი #81


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ხალხნო აქ ერთერთ თემაში ადრე გვქონდა კამათი იმაზე რომ არიქა და შტირიკი რომ ითრიე ახლა სულ შენ იქნები მოგებულიო, მაგრამ ერთხელ თუ ორჯერ იყო რაცხა გამომივიდა და ვსიო... რაც არ ვამტკიცე მნიშვნელობა თოფს არ აქვს მეთქი არავინ დამიჯერა.

ახლა იგივე იქნებს ოღონდ დისტანციებზე...

ნურავის ჰგონია რომ 25 მეტრი უფრო იოლია, ორივე დისტანცია რთულია და ორივე დამოკიდებულია კომპლექრურ შტუკაზე როგორიცაა თოფი+მსროლელი.

10 მეტრზე რომ იყოს სროლა მანდაც კი ვერ იტყვი რომ მხოლოდ თოფი მუშოაბს, ან მხოლოდ მსროლელი, მცდარი აზრია!

აგერ ფაქტი გვაქვს ნორიკა თავის თოფით ტყვიას ტყვიაში სვავდა ბუნებაშიც და ტირშიც, BR-ზე კი ისეთ მინუსებში გაიდა რომ ჩემს მტერს...

ასე რომ გინდა 25 მეტრი ამოირჩიეთ და გინდა 50 სულერთია, მაგრამ ტყუილი ილუზიები ჰქვია, თუ იმედები ამა თუ იმ დისტანციაზე ნუ გექნებათ. არაა ეს ყვავებზე ნადირობა, მოხვდა ჩამოვარდა - ნი კატაეტ smile.gif. მანდ მნიშვნელობა იმასაც აქვს რომ შუა წერტილში რომ ისვრი ერთ ადგილზე მიდის ტყვია, გვერდზე ზემოთ ქვემოთ კი სხვაგან, რაც არ უნდა სასაცილო იყოს გინდა 50 და გინდა 25 მეტრი იყოს გრადუცების გადახრას დიდი, ვიტყოდი ვეებერთელა ცვლილება შეაქვს სროლაში.

თუ პარამეტრების წაკითხვა და გათვლა არ გეხერხება, აზრი არ აქვს, რა მანძილი იქნება, რა თოფი და რა მსროლელი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი May 11 2012, 04:52 PM
პოსტი #82


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ja_ja

გიო, გამოკითხვის სახე ხომ არ მივცეთ ამას? რაღაც ცოტა დავიბენი smile.gif

მაგის მიხედვით გადავწყვიტოთ რომელში უნდა ჩატარდეს.

შენა რასა იქმ დღეს საღამოს? წესები დღეს ხომ არ ჩამოგვეყარა? მე რაღაცეები მზად მაქვს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი May 11 2012, 04:56 PM
პოსტი #83


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD




მაგრამ 50 მეტრი მაინც უფრო საინტერესოა და ნაკლება საკამათო შედეგის მხრივ biggrin.gif

რედაქტირების მიზეზს მიხვდებოდი ალბათ


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ilariona: May 11 2012, 05:26 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 11 2012, 05:00 PM
პოსტი #84


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
ციტატა(ilariona @ 11th May 2012 - 05:52 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შენა რასა იქმ დღეს საღამოს? წესები დღეს ხომ არ ჩამოგვეყარა? მე რაღაცეები მზად მაქვს

აი წვიმის გამო გოფჩოები თუ დაფრთხებიან და მგონი ეგრეც უჩანს პირი sad.gif, მაშინ მცალია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 11 2012, 05:20 PM
პოსტი #85


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
მოკლედ გადაიდო დღეს საქმეზე საუბარი smile.gif, წავედი საჭორაოდ smile.gif ამათზე წვიმა არ მოქმედებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი May 11 2012, 05:26 PM
პოსტი #86


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ja_ja

ოკ, ხვალ მაშინ არ გადავდოთ რა, თორე მერე ნაღდად ვერ მოვასწრებთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 12 2012, 11:52 PM
პოსტი #87


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკელდ ჩამოვაწიკწიკე „ღ„-ის წესები, შეგიძლიათ იხილოთ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და დარწმუნებული ვარ უმეტესობა დახურავთ წაუკითხავად იმდენი წესია smile.gif

ორიგინალი ინგლისური ვერსია 133 თაბახის ფურცელია, ასე რომ მე რაც დავდე კიდევ შემოკლებული ვერსიაა, ასევთქვათ დაკონსპექტებულია მხოლოდ ის რაც ჩვენ გვჭირდება.

ასეა თუ ისეა მე და ილიამ თქვენს მაგივრად გადავწყვიტეთ შეჯიბრს ვატარებთ „ღ25„-ში, ანუ ევროპულ ბენჩ რესტში იქნება შეჯიბრი რაც გულისხმობს:

1) 25 გასროლა
2) მატჩი გრძელდება 30 წუთი თავისი მისროლის გასროლებიანად
3) შეფასების სისტემა ევროპული „Inward scoring" ანუ თუ ტყვია შეეხო უფრო მაღალი ქულის ზონას მაღალი ქულა დაინიშნება
4) მაქსიმუმ შეიძლება 250 ქულის აგროვება და 25„„-ის მოხსნა
5) დისტანცია 50 მეტრი
6) და ასე შემდეგ, დანარჩენ წესებს გაეცნობით შესაბამის გვერდზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი May 13 2012, 11:26 AM
პოსტი #88


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



ja_ja
დაბერვა ხო შეიძლება? მე შეიძლება დამჭირდეს კაი დერეფანი რო იყოს სიჩქარის, დრო ნუ გაჩერდება 30წუთი საკმარისია 25 სროლაზე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი May 13 2012, 11:38 AM
პოსტი #89


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



koknar

კი შეიძლება, მაგრამ მოცემულ 30 წუთში უნდა ჩაეტიო.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი May 13 2012, 10:12 PM
პოსტი #90


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ilariona
ციტატა(ilariona @ 12th May 2012 - 11:15 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
Power_VANO
ჩასვლით კი ჩავა, აი ამოსვლის რა გითხრა


ჰოო, ე.ი. სასურველია ვეცადო, ვიკენდზე მამაჩემს მანქანა გავუცვალო biggrin.gif (თუ რაიონში არ მოუწია წასვლა, მისი მანქანით წამოვალ (Opel Monterey/Isuzu Trooper-ის კოპიაა)



ახლა შეჯიბრის წესებს ვკითხულობ. ჰოოოდა, გამიჩნდა ასეთი კითხვა:

წესებში წერია, რომ საყრდენი ტომრები გავსებული უნდა იყოს ქვიშით.
გამომდინარე იქიდან, რომ
1) სუფთა ქვიშა, ტომარაში რომ ჩაყრი ჩვენთან საკმაოდ რთული საშოვნია
2) ქვიშით სავსე ტომარა მგონი არავის გვაქვს
3) თითქმის ყველა ვიყენებთ წიწიბურას და ხორბალს ტომრებისთვის

დასაშვები იქნება თუ არა წიწიბურიანი და ხორბლიანი ტომრები შეჯიბრზე?

ნუ მე პირადად ხორბლით სავსე Caldwell-ის ტომრები მაქვს.


რაც შეეხება ოპტიკებს, როგორც ვხვდები, აქაც მეტწილად თანაბარ მდგომარეობაში იქნება ყველა, 6.5X ჯერადობაზე ხომ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი May 14 2012, 10:36 AM
პოსტი #91


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ჩამოვიდა ბრ-ისთვის შტუკები,

ერთი თვის წინ გამოვიწერეთ smile.gif იდეაში ამით გაიზომება თუ სად მოხვდა ზუსტად ტყვია, შეეხო თუ არა ხაზს, რომელ ქულაში გადის ნასროლი და რავი რა უნივერსალ სუპერ პუპერ ბეზდელუშკაა.



ეს კი საქმეში როგორ გამოიყურება.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TAMPLIER
პოსტი May 14 2012, 10:41 AM
პოსტი #92


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



ვაიმე უფროსო რამხელა სურათებია

ისე კი არც შენს გაკეთებულს უჭირდა რამე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 14 2012, 10:42 AM
პოსტი #93


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
ოო დას ისტ კლაინე ფანტასტიშენ smile.gif, ლუპაც მუშაობს როგორც ჩანს....

Power_VANO

ნუ ჯერესერთი შენი პოსტი აქითკენ გადმოვაცუნცულე, განხილვა წესების აქ მიდის და არა იმ თემაში (პირველ პოსტში ლინკებია მითითებული)
ქვიშასთან დაკავშირებით... ნუ აქ იგულისხმება ის რომ ტომარა უნდა იყოს გავსებული წვრილი ნივთით, ქვიშა, ხორბალი, წიწიბურა... ნუ გვაქვს ცუდი გამოცდილება ბრინჯზე, ნუ ცუდად მოძრაობს, აწვალებს მსროლელს. უაზრობაა კაკლით და თხილით გავსება, მსუბუქი კი გამოდის, მაგრამ ტომრის მთელი კაიცია ისაა რომ მყარი იყოს და თოფის კონდახის ფორმებს იღებდეს...

ნუ მოკლედ უცხოეთში მიღებულია რომ გამოიყენება ან ქვიშა, ან ტექნიკური ხელოვნური ნივთიერება, იდეაშI ქვიშის შოვნა დიდი პრობლემა არაა ელიავაზე რამდენიც გინდა არის, შავიც და ყვითელით, თუ მაინცა და მაინც წესების 100%-იანი დაცვა გვინდა. ისე კი წიწბურისა და ხორბლის გამოყენების წინააღმდებ ვერაფერს ვერ ვხედავ. ოღონდ თუ საუბარია ცალდველის ან მისდაგვარ სასროლ ტომრებზე... ხოლო თუ საუბარია ტომრებზე რომელიც დამატებით სადგამებში მაგრდება, მაგალითად აი ასეთში



ნუ აქ უბრალოდ ან თვითონ მოყველა შესაბამისი ხელოვნური შემავსებელი , ან ჯობია მართლა ქვიშის გამოყენება, რადგანაც ტომარა ისედაც პატარაა და ცოტაოდენ დიდი ფრაქციის მქონე ნივთიერების გამოყენება თვითონ მსროლელს შეუშლის ხელს ასეთ ტომატაზე თოფის მართებულად დაყენებაში.

აი ოპრიკასთან დაკავშირებით კი არასწორედ წაიკითხე წესები smile.gif

შენ თუ აპირებ ისეთ კლასში მონაწილეობას დასაც ეგ წესი მოქმედებს კიბატონო, მაგალითად ეგეთი არის SporterClass, მაშინ ასევე უნდა გაითვალისწინო შედმეგი პირობებიც:
1) იარაღის წონა არ უნდა აღემატებოდეს 8,5ფუნტს (3,855 კგ-ს), ოპტიკური სამიზნის ჩათვლით
2) იარაღის ენეტგეტიკა შეზღუდული უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 8,13 ჯოულს 25 მეტრიანი დისტანციისთვის
3) მაგ კლასში სროლა მიმდინარეობს 25 მეტრზე smile.gif

მოკლედ ჩვენთან შეჯიბრი იქნება Heavy varmint B კლასში, ასევე Unlimited კლასში, რომლის წესებიც პრაქტიკულა დიდენტურია Heavy varmint B კლასის ერთადერთი ჯოულებშია განსხვავება, თუ Heavy varmint B კლასში არის 3-21-დან 27 ჯოულამდე, ანლიმიტედში ეს ენერგეტიკა გაზრდილია 40 ჯოულამდე.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი May 14 2012, 01:55 PM
პოსტი #94


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ja_ja
ჰოო, ეტყობა ლინკი შემეშალა, სპეციალურად იმ თემიდან ვცადე გადმოსვლა არ ამერიოს მეთქი და მაინც შემეშალა smile.gif

აჰაა ვსო იასნა, თენქს-თენქს. ე.ი. ხორბალი/წიწიბურა პრობლემა არაა.
ელიავას ქვიშას კაი ხანი რეცხვა უნდა მტვერი რომ გააცალო, ცოდვაა ისე ტომრები.

კლასებზეც გასაგებია.




რაც შეეხება ქარის მიმართულები მზომებს, სადღაც 10 ცალს მგონი რომ გავამზადებ ვიკენდისთვის smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 14 2012, 02:16 PM
პოსტი #95


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 14th May 2012 - 02:55 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სადღაც 10 ცალს მგონი რომ გავამზადებ ვიკენდისთვის

ვაა მალადეც შენა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი May 14 2012, 02:40 PM
პოსტი #96


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა
რაც შეეხება ქარის მიმართულები მზომებს, სადღაც 10 ცალს მგონი რომ გავამზადებ ვიკენდისთვის


ვანიჩკა, მაგარი იქნება ძაან! მართლა გამოგვადგება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი May 16 2012, 11:15 AM
პოსტი #97


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ჰოო გუშინ ავაწყვე ქარის მზომის პირველი საცდელი ვარიანტი, კუდის მასალად გამოვიყენე შეკიდული ჭერი (გავჭერი შუაზე), მაგრამ მძიმე გამოვიდა. დღეს დავამსუბუქებ ცოტა, ცენტრს უკან გადავწევ და ვნახოთ რას იზამს.

პროპელერი კარგი გამოვიდა და კარგად ბზრიალებს. მძიმე კუდის გამო შეტრიალება უჭირდა.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: May 16 2012, 11:16 AM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი May 16 2012, 03:40 PM
პოსტი #98


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



Power_VANO
ბარემ სურათიც დადე რა! მაგრად მაინტერესებს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი May 16 2012, 04:08 PM
პოსტი #99


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



დღეს დავდებ სურათებს. გუშინ გვიან ღამე იყო ძალიან, მეძინებოდა უკვე (სასტიკად) smile.gif

კუდსაც ალბათ მუყაოზე გადავიყვან, თორემ შეკიდული ჭერი მძიმეა მაინც საკმაოდ და დიდი დისბალანსია.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: May 16 2012, 04:16 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი May 16 2012, 05:01 PM
პოსტი #100


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



აი დღესაა ახალციხეში სასროლი ამინდი! +25 და ნიავიც არაა smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

6 გვერდი V  « < 3 4 5 6 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th August 2025 - 10:38 AM
Hosted by Pro-Service