დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Preparing for BR50
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > ფორუმის გასვლები...
გვერდი: 1, 2, 3
ja_ja
ვხსნით წიგნს და ავტორისგან ვკითხულობთ:

მოკლედ აგვიტყდა მუსიე ილარიონა გერმანიიდან გინდა თუ არა კვირას შევხვდეთ და შეჯიბრისთვის წინა მოსამზადებელი შეხვედრა ჩავატაროთ რომ პრობლემები ვნახოთ რა გვექნებაო....

რა არ ვითხარით რა არ ვეხვერწეთ არ გვინდათქვა ვერ მოახერხებ გიტლერ იურგენტის ქვეყნიდან ჩამოსვლას მეთქი და სულ შვაინე ხუნდები გვეძახა smile.gif : ჩვენც რა დაგვრჩენოდა და დავნებდით.. ასე ჩაეყარა საფუძველი ამ წინა საჩემპიონატო გასვლას.

ხელმოწერა - Ja_Ja 2012 წლის 23 მარტი.



ყველაფერი დაიწყო ამ პოსტით და მოვედით ამ სტატიამდე.

მაშ ასე მთავარი მიზანი... ხალხის გამოტყუება სახლიდან არყისა და მწვადის მეშვეობით, რომ ვაიძულოთ მინი შეჯიბრში მონაწილეობა, რეალური შეჯიბრი დაგეგმილია მაისში, მაგრამ BR ჩემპიონატს საქართველოში პირველად გატარებთ და რაღაც კურიოზი რომ არ ამოხტეს ატ შეიძლება, ამიტომაც გვინდოდა ჩაგვეტარებინა წინა სავარჯიშო შეხვედრა, მაქსიმალურად მიახლოებული რეალურ პირობებთან რომ გვენახა რა როგრ განვითარდებოდა.

როგორც სჩვევია ქართველ ხალხს, მწვადის სუნზე ყველან გამოყო თავი ბუჩქებიდან biggrin.gif ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ვინც ვერ გაიგებს ამ და სხვა სახალისო ხუმრობებს გთხოვთ ეს გვერდი დატოვოთ უკომენტაროდ smile.gif

მაშ ასე კვირა გათენდა, და ჩემთვის გათენდა საოცრად, მაღვიძარა დავაყენე 7 საათზე რომ არ ჩამძინებოდა, მაგრამ დილის ექვსის ნახევრიდან კვირა დღეს გამთენიას მეზობელს რაცხა საჩხუბარი თემა გაეჩითა, ამას მეორე მეზობელი აყვა და... მოკელდ ვინ დაგაძინა 6 საათიდან ტელეფონს ვუყურებდი როდის გავიდოდა 1 საათი რომ ლოგინში კოტრიალისთვსი მომეღო ბოლო და...მოკლედ სისულეებს ვყვები.

მოვიდა თაზო 8 საათზე გერმანული სიზუსტით, ჩავედი მეც მთელი ჩემი ბარგი ბარხანით, გავუარეთ ტემპლარს, გზად ჩავისვით დავითუსა და გავწიეთ რუსთავისკენ. ამინდიაააა. ნუ ეგეთი ამინდი კაიხანია არ ყოფილა, მზე, მზე, მზე, ნიავიც არ იძვრის... მოკლედ გშურდეს მტერო და გიხაროდეს, აირგანელო smile.gif

რუსთავის ავტო ბაზრობასთან ილარიონას ეკიპაჟმა შეგვახსენა თავი მოვედით სად ხართო... და ჩვენც 2 წუთში იქანე დავერჭეთ smile.gif. სტანდარტული შეხვედრის ადგილი ემოციების ფრქვევა იდეების გაზიარება....

ილარიონას ახალმა სათამაშომ მაგარი ინტერესი გამოიწვია... "დაჟე" იქვე მდგომი ტაქსისტემი მოვიდნენ და ერთი დიდი მცოდნეს ვარიანტშ კითხულობს - რამდენიანია?!, ილია ეკითხება რა? - რამდენი ტყვია ჩადისო? ილოსაც ერთი წამიც არ უფიქრია, ეგრევე აჯახა 10 ტყვიაო smile.gif, შეუბრუნდა ეს ტაქსისტი მეორეს და ეუბნება ხომ გეუბნებოდი, მაგარი სერიოზული შტუკააო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



















ამასობაში სოხას ეკიპაჟიც მოვიდა, და რა თქმა უნდა ბოლოს გამოჩნდა პრეზიდენტი თავისი ურემით smile.gif






სხვათა შორის ამ გასვლაზე ერთი ახალი წევრი შემოგვიერთდა რეალ ცხოვრებაში თან ხელთ ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ახალი ხილი... ნუ ჩვენთვის ახალი ხილი თორემ მსოფლიომ კაი ხანია იცის რომ ევანიქსს აქვს გამოშვებული თოფები smile.gif ნუ ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ვესალმებით ikaa-ს.















დავიშალეთ და ზოგი წავიდა ბაზარში, ზოგი მაღაზიაში, ზოგი ღვინოზე და დავთქვით შესახვედრი ადგილი, ვინც ადრე მივედით რანდევუს წერტილში გადმოვედით მანქანებიდან და ვღლაბუცობდით, ამასობაში კი ცოცხალი არსება გაიჩითა და CZ-ს ყურები მომენტალურად ყალყზე დადგა smile.gif



ასე იყო თუ ისე მივედით სასურველ ადგილზე და ფოქსი გამალებული ეცა ტოტებს ლაიქ ე რემბო! ვო! smile.gif









ნელ-ნელა მოვედით აზრზე და მინი ინსტრუქტაჟის ჩატარება დავაპირეთ რომ ხალხისთვის წესები გამეცნო, ამისათვის კი ერთი დახვრეტილი სამიზნე იყო საჭირო, რა თქმა უნდა დირაკოლის საქმის შესრულება ტავის თავზე ნორიკამ აიო და გვაცვა ჯვარს... ეგ თუ სასროლად დაჯდა მერე ხომ მაგიდიდან ვერ ააყენებ smile.gif







ნუ როგროც ვიდეოში ჩანს, ნორიკა ისვრის, კაკა ახალ წევს აგიჟებს ველური წნევებით, ikaa არ ნებდება და არ იტყუებს თავს, მაგრამ აშკარად იხალისა იმ დღეს ნახა ყველა შესაძლო თოფი, ტყვია სამიზნე და რავიცი, მოკლედ თვითონაც გაგვაცნო თავისი ახალი თოფი და ჩვენც იმედია ახალი ინფორმაცია შევძინეთ smile.gif

ასე იყო თუ ისე ja_ja მასწავლებელმა დაიწყო ახსნა განმარტებიბი.



პატარა ინსტრუქტაჟის მერე ცოტაოდენ მოვსუსტდით ზოგი შეუდგა სამიზნის გასწორებას, ზოგი ოპტიკის მორგებას, ზოგი კი თავისი ახალი სათამაშოს დემონსტრირებას შეუდგა, ზოგიც კი ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ კი შეპ პოვრობას შეუდგა რომ 20-მდე ველად გაჭრილი აირგანელი დამშეული არ ყოფილიყო smile.gif

























მე ამასობაში ბუნებაში შლანგებს დავსდევდი.. ნუ აი იმას რა, კუდია თუ ცხოველი რომ ვერ გაიგებ biggrin.gif, დავინახე კუდი, მარა სანამ მივუახლოვდი და კამერა გავაძრე ქე გასრიალდა სადღაც, სამაგიეროდ ფოთლების შხარუნს მივყევი და ჯამი ვიპოვე სახელად კუ smile.gif



ნუ უკან მობრუნებისას თაზო პოზიორობდა, საჭმელი, კაკა და სხვა... პლიუს ევანიქსის გატესტვის დრო მოვიდა და....






















ბარემ ბოლო დარჩენილ კოლაჟს ჩავაგდებ და... მოკლედ ამის მერე რავარც იქნა ღლაბუცი მორჩა...
ისე ბარემ ხალხს ვაჩვენეთ მედლები რომლებიც იქნება რეალურ შეჯიბრზე მაისში წარდგენილი, ნუ შესაბამისად ბრინჯაო, ვერცხლი და პირველი ადგილის მფლობელი ოქროს მედალს წაიღებს სახლში...




ზედა სურათზე ჩანს როგორ ტარდება ქართლად შეჯიბრი, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს პურის ნაჭერი და ხახვი smile.gif ჩვენ საერთოდ სტუმართ მოყვარე ხალხი ვართ, აპა მსროლელი მშიერი ხომ ისვრის smile.gif, ჰოდა მაგიდაზე ხვდება საკენკი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





და დავიწყეთ შეჯიბრის იმიტაცია.... ჰოოო აქ პრობლემები ამოხტაააა.... ნუ დიდი არაფერი, მაგრამ წვრილმანი არის...












როგორ სულმოუთმელნად ელოდება ხალხი თავის რიგს smile.gif, ოღონდ ჩეროში smile.gif







პრობლემები შემდეგია:

1) პირველი ის რომ მიუხედავად ამდენი ინსტრუქციისა უმეტესობამ არ გაიგო რაზე იყო საუბარი და ჩვენთან ჩვეული ჯგუფების პრინციპით დაიწყო სროლა...
2) რეალურმა პირობებმა გვიჩვენა რომ ჯგუფზე სრულა სულ სხვაა და BR-ის მიზანში სროლა სულ სხვაა smile.gif, ამინდს შეაქვს ცვლილებები სროლაში ისეთი რომააა...
3) პრობლემა აღმოჩნდა გამოტოვებული სამიზნე... ბევრმა მონაწილემ ვერ გაიგო რომ თუ მიზანს ტყვია არ მოხვდა (საუბარია გამოყოფილ კუბიკზე), მაშინ ითვლება რომ მიზანი დაზიანებული არაა, მეც არ ვიცოდი ამ შემთხვევაში რა იყო გასაკეთებელი, რადგანაც არ მოველოდი იმას რომ ხალხი საერთოდ ხელუხლებელ სამიზნე წერტილებს დატოვებდა...
4) რამდენიმე მოხვედრა ართ სამიზნეში, საერთაშორისო წესები საზიზღარია და უმოწყალოა მსროლელის მიმართ, შედეგად ყველაზე ცუდი შედეგი რომელიცაა ის ითვლება რამდენიმე მოხვედრიდან...
5) სამიზნეში 2 ან მეტი ნატყვიარები და ყველა -50 ქულიანი, ანუ ერთი მინუს ქულა მოხვდა, მაგრამ მსროლელი ისევ იგივე მიზანს ესვრის და ისევ მინუს ქულას არტყავს, ამ შემთხვევაში ზედმეტი ტყვიის მორტყმისთვის ჯარიმა ერიცხება... ეს კი გარკვეულ წილად კომფლიქტში მოდის წინა წესთან... მოკლედ ესეც დასაზუსტებელია
6) სამარკაციო ზოლია გასავლები. სადაც ადიდგმება მაგიდები, ირგვლივ შემოღობილი უნდა იყოს და მანქანა იქნება თუ ადამიანი ცეცხლის ხასის გადაკვეთის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, ნუ მინიმუმ მანამდე სანამ ერთი სროლის სესია არ ჩათავდება.
7) რაღაცნაირად მოსაცილებელია გრუზინული ზახოდები, მაგალითად ერთი ადგა წავიდა ხალხი მიზნის მოსახსნელად, და ამასობაშ ვიღაც ეგრევე სკამზე ჯდება და იწყებს სროლას, რომ ეუბნები ნუ შვები... - კაი რა მოხდა, მიზანს ვასწორებო... არ შეიძლება! რომ თქვას მერე წინა მსროლელმა მე სუფთად ვისროლე და ეს ზედმეტი ნატყვიარები რატომა რის ჩემს სამიზნეშიო!!!!
8) თოფები ყველამ უნდა გადადოს გვერდზე, ანუ ვინც ისვრის და მაგიდასთანაა ის ისვრის, დანარჩენს თოფები მიყუდებული უნდა ჰქონდეს, როგროც რეალურ შეჯიბრზეა ხოლმე, აი ასეთ ვარიანტში:


ჩეხეთის და ახალი ზელანდიის ჩემპიონატებზე მინახია საერთოდ ცალკე გაკეთებული სადგამი, ვინც არ ისვრის, იმას თოფი აყუდებული აქვს, ფიცრებისგან გაკეთებულ სადგამზე. ფაქტი ერთს გვიჩვენებს,. ვინ სად როდის და რატომ ისვრის კაცმა არ იცის, ყველა გასროლა შეიძლება საკამათო გახდეს, მითუმეტეს როდესაც სხვის სამიზნეში მოხვედრაზე ჯარიმაა, პლიუს შენ თუ მოარტყი ცუდად მაშინ შენ ზარალდები... მოკლედ ეს რაღაცნაირად ასაკრძალია და გრუზინული თავის მართლება - კაი რა დაგემართა მიზანს ვასწორებ ქაღალდებს არ ვესვრიო, ... ნუ ეს არ უნდა იყოს. მივედით ადგილზე დატენე თოფი მიისროლე და მორჩა დანარჩენი გასწორება მიზანში სროლის დროს, არის მისროლის ზონა და შესაძებელი ულიმიტიდ სროლა.
9) მსაჯის მითითებების მოსმენა და დამორჩილება... ზოგი სროლას ისე იწყებს რომ დრო დანიშნული არაა, ზოგი ისვრის მაშინაც როდესაც მსაჯი მესამედ ყვირის, გაჩერდით, პრობლემაააააა....
10) რიგის გარეშე სროლა - წესებში არის, ნახსენები შესაძლებლობა როდესაც მსროლელს შეუძლია მოითხოვოს მეორეჯერ გამოსვლა, მაგრამ იმის შემდეგ რაც უკვე შედგენილი სია ჩაივლის და ხელმეორედ იქნება შესაძლებელი სროლა./
11) სია თავიდანვეა შესადგენი, მერე აღარ მოსულა აუ მე დავჯდები, ის ჯერ მაინც თოფს ტენის, ხახვზე წავიდა, კუს ეფერება აქლემის გასაწვრთვნელადაა smile.gif და ასე შედმეგ
12) სამიზნეებზე ფერებია მისაბეჭდი, ჯობია 50 თეთრით მეტი გადავიხადოთ და ფერადი სამიზნეები იყოს, მაგალითად ყვითელი ვარდისფერი და ღია მწვანე იყოს განმასხვავებელი ფერი, იმისათვის რომ სხვის სამიზნეში არ ისროლო, შეიძლება შეიღებოს, სამიზნეებს შორის არსებული ზოლები. ან ყველა მსროლელს თვალთვალი უნდა, სხვისი ტყვია რომ მოხვდეს შენს სამიზნეშ მაგას არავინ უყურებს, სხვა თუ შემთხვევით თავისაში არ ისვრის, იმასაც არავინ აქცევს ყურადღებას smile.gif
13) გადაძახილი და სხვისი დახმარება - პატარა ბავშვობაა რა... აუ ჩემი სამიზნე ისეთია რომ არ ჩანს და მიდი ერთი მე ვესვრი და შენ ნახე სად მოვარტყი... სადაა> ზემოთ ვისროლო?! - არ შეიძლება ასეთი რამ. საერთოდ სროლისას სიჩუმე უნდა იყოს, და სხვა მსროლელს ხელს არ უნდა უშლიდე.
14) ხმაური სასროლ ადგილზე, ნუ კაკა ხომ შეუძლებელია გააჩერო და რაიმე სასაცილო არ თქვას თან ხმამაღლა smile.gif გვაქვს ცალკე სასადილო ზონა, თუ შეიძება გადაადგილდით იქეთ საუბრის მსურველებმა და ნიხტ პრობლემო.
15) არ გინდა რა იმერლობა... დაჯექი სასროლად მაშინ ისროლე ბოლომდე... აუ გასწორებული არ მქონდა, მაინც არ ვიღებ მონაწილეობას... არ შეიძლება ასე, დაჯექი დაამთავრე, თორემ 3-4 კაცი დაჯდა ისროლა და ნახევარი სამიზნეები ცარიელი დატოვა სამაგიეროდ დარჩენილებში თითო მიზანში 5-6 ტყვია ისროლა, რატომ?! გეშინიათ ვინმე გიკბენთ, ჩნ მედლები გეკარგებათ თუ რა? ჯერ მოიგეთ ის ჩინ მედალი და მერე იფიქრეთ მის დაკარგვაზე, ხოლო თუ არ გაქვთ შეჯიბრის წინ ეს ჩნები და მედლები რას მორცხვობთ...
16) ქულების სისტემა საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელია ან თითი მიზანშ ყველაზე დიდი ქულაა 100 ქულა და სულ გამოდის 5000 ქულა, ან თითიო მიზანში არის 10 ქულა მაქსიმუმი და მაშინ სულ მაქსიმუმი გამოდის 500 ქულა. ეს საჭიროა იმისათვის რომ „ღ„-ის წესებში პირდაპირაა გაწერილი თუ შეჯიბრზე მსროლელები ვერ ახერხებენ მაქსიმალურად შესაძლებლის 10%-ის ქულების მოგროვებას (მაგალითად 500 ქულის შემთხვევაში მინიმუმ 50 ქულა უნდა გქონდეს დაგროვებული, 5000-ის შემთხვევაში 500, მაშინ ამ შეჯიბრში გამარჯვებული არ გვყავს...) ფაქტია ეს ქულები ჩამოსაყალიბებელია თორემ ზოგიერთმა მინუსებში გასვლა დაიწყეს, ვინ ელოდება 500 ქულას, სასტავმა -300 და -600 ასევე -700 ქულები აიღო პლიუსებში ვერ ამოვიდნენ smile.gif
17) კაი იქნება გადახურული და დიდი სასროლი ადგილი იყოს, რომ ერთდროულად რამდენიმე ისროდეს, ზედმეტი საუბრებიც გაქრება, უცებაც ჩატარდება შეჯიბრი და ყველა ამოისუნთქებს... კაი იქნება რაიმე ამდაგვარი, მაგრამ ეს ოცნებებია sad.gif


ნუ არის კიდევ მელკი მელკი ამბები რომლებიც ასევე დასახვეწია...

მოკლედ ასე იყო თუ ისე რაცხანაირად ჩავამთავრეთ საცდელი სროლები... შედეგები ვავა smile.gif, ნუ ორი გამარჯვებული გვყავს, პირვალდ ცხოვრებაში „„ პირველ ადგილზეა! კაკა, კაკა, კაკა!!!! smile.gif 480 ქულა დააგროვა (ბიჭები ხართ და ხმა ამოიღეთ აბა მარადიორზე smile.gif ) სამაგიეოროდ, სოხამ რა ქნა არ ვიცი რა, ეს კაცი საწინააღმდეგო გამარჯვებულია smile.gif, მინუს 720 ქულა დააგროვა smile.gif... ხვალ გადავიღებ სამიზნეების სურათებს და მაგათაც დავყრი, თუმცა რაღაც ხვალ ბარემ დრეს, ოღონდ რომ გათენდება და გავიღვიძებ მერე, ახლა ნეტა ეს დამადებინა smile.gif

პარალელურად მიმდინარეობა სამზარეულოში მუშაობა... სხვათაშრის ცუდი ისაა რომ სამზარეულოში ჩართულმა ხალხმა და სამზარეუოსთან შეკრებილებმა საერთოდ გადაწყვიტეს ზაბასტოვკის გამოცხადება და შეჯიბრში მონაწილეობა არ მიითეს... რატომ?.









მსუნაგი გამოჭერილი ფაქტებზე smile.gif






















ძირითადი შეჯიბრის დამთავრების მერე, და სანამ საჭმელ სასმელი მზადდებოდა, ხალხმა ტურნირს შემდგომი შეჯიბრობანა დაიწყეს... ნუ ახლა ნორიკას რა გააჩერებდა წინაზე ჩემპიონი კაცი იყო და ახლა მინუს 300 ქულა დააგროვა, რა მოასვენებდა მაგას, არც საჭმელი უნდოდა და არც სასმელი, მაიტა ნასოსი თოფი უნდა დავბერო!







ნუ პლიუს მწვადებიც შუშხუნებენ....





შედმეგ კი დაიწყო ყველა ქართველისთვის საყვარელი პროცესი, მაგრამ დაიწყო გერმანელი ლიოჩიკის გაღვიძებით smile.gif



აქვე გამოჩნდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოყოფილი პრეზიდენტიც..., მარა ცოტახანში ასევე დამოუკიდებლობა იორამამ გამოაცხადა, ოღონდ მაგას სკამი აღარ შეხვდა, პრეზიდენტმა თქვა აგი ტახტი მე მინდაო და....



თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტს, ტახტი მძინარე მზეთუნახავმა წაართვა... მოკლედ გარდამავალი სკამია... ტფუი... ტახტი კაცი ტახტი smile.gif



ნუ დანარჩენებმა გავაგრძელთ საკუთარი თავის გამოკვებაზე ზრუნვა... სხვათაშორის როდესაც მაღაზიაში იყვნენ პროვიზიის შესაძენად... ნუ მოკელდ იმდენი რამ იყიდეს, რომ ბონუსები დაუწესა მაღაზიამ.... რა ეყიდათ რა ეყიდათ ბონუსად და იყიდეს სასმელები... იმდენი სასმელი იყიდეს რომ კიდევ ბუნუსმა მოუწიათ, ამასობაში მანქანაში აღარაფერი აღარ ეტევა არადა დასახარჯია ფული smile.gif ჰოდა შეიძინეს ისეთი რამ რაც არცერთ ევროპა ამერიკულ შეჯიბრზე არავის არ უნახავს smile.gif



ნუ სუფრა სუფრა სუფრა და სუფრა...



შედმეგ ნაწილი გამოვეყავით სუფრას და წავიდა პლინკაობა







სხვათა შორის ტყეში მომსახურე პერსონალიც ეძრობა კაცო! აპაააა



კტო ეტოტ პასტრადავში, ატკუდა ონ ვზიალსა... ისე ნაბეღლავი კი დაგვილია ჩუმათ და smile.gif

შედმეგ გერმანელმა ლიოტჩიკმაც გაიღვიძაბევრი ხვრინვის შემდეგ და გვაჩვენა პლინკის კლასი, ხელიდან 150 მეტრში ბოთლების მოხსნა!









ნუ ბოლოს რა თქმა უნდა ყველასათვის საყვარელი ოფროუდი




ბოლოს კი რა თქმა უნდა ალაგება, მილაგება, ნაგვის წამოღება,. აშლა და დამშვიდობება













აუფფფ... სამის ნახევარია ბლინ smile.gif, მგონი მოვრჩი, მოკლედ გამოვაქვეყნე აგი ახლა მე და წავედი დევიძინე თორემ ვავა smile.gif
monadire.
ვააა, საღოლ ჩვენა, მაგარი დრო კი გვიტარებია, ხოიცი! ჯაჯა შენს ამბავში პელე ხარ რა! good.gif
norica_dragon
საღოლ ჯაჯ მაგარი ხარ რა biggrin.gif
ganja1981
საღოლ ბიჭები შემდეგში მეც აუცილებლად შემოგიერთდებით და კიდევ ახალ წევრს გაიცნობთ ლაივში smile.gif
gregory
ჯიგრული დროსტარება და გართობა გამოსულა smile.gif
თქვენ გენაცვალეთ, თქვენა!
ilariona
ვახ რა მაგარი დრო ვატარეთ რა smile.gif

ახლა რაც შეეხება ჩემპიონატის მზადებას!

დღეს განვაახლებ მაგ თემას და დავწერ რაც არის საჭირო, რომ ნორმალურად მოვემზადოთ ჩემპიონატისთვის.

name
ჯაჯა როგორც ყოველთვის რეპორტბში შეუდერებელია, მაგარი გასვლა გამოვიდა ტორტიანად )) მსჰვენიალური.
geojorjika
ja_ja
მალაძეც რა , ფორმაში ხარ wink.gif
ReMiNgToN
საღოლ ბიჭები მაგარი დრო გიტარებიათ, რაც შეეხება ჩემს არ ყოფნას,ეს კვირაც და მერე სულ მეცლება ხოლმე თქვენთან ერთად დროს ტარებისთვის
beqa




ჯაჯა შეჯიბრის წესებს გვაცნობს



არ დააცალეს სროლა smile.gif









ჩემპიონმა ტორტი თავსი ხელი დაგვიჭრა smile.gif

ikaaa
5+ით ჯა-ჯას, ყოჩაღ მაგარი იყო good.gif
iuza
მალადეც რა მშურს თქვენი, დაუვიწყარი დრო გიტარებიათ smile.gif
bazuka
ყველაფერი მშვენიერი და შესანიშნავი

მარა ის ფორთოჩკა რაარი მაინც ვერგავიგე biggrin.gif
ilariona
bazuka
ეგაა რაც არის biggrin.gif
mano
მალადეც დძმებო, მაგარი კარგი გასვლა გქონიათ. მაგრად შემშურდა.........
Davitus
თურმე რა კარგად გავერთეთ, უყურე შენააა smile.gif


ციტატა(ja_ja @ 24th April 2012 - 02:27 AM) *
მე ამასობაში ბუნებაში შლანგებს დავსდევდი.. ნუ აი იმას რა, კუდია თუ ცხოველი რომ ვერ გაიგებ , დავინახე კუდი, მარა სანამ მივუახლოვდი და კამერა გავაძრე ქე გასრიალდა სადღაც, სამაგიეროდ ფოთლების შხარუნს მივყევი და ჯამი ვიპოვე სახელად კუ


ამოდონა ფილარმონია მეცნიერმუშაკი კაცი ხარ, მაგას როგორ ვერ მიხვდი რომ, ტაშტმა შეჭამა შლანგი, ვერ შეატყვე როგორ ილუკმებოდა, ან სახეზე რა კმაყოფილება ემჩნეოდა, აი ისეთი ილარიონას რომ ტორტის ჭამის დროს ქონდა biggrin.gif


რეპორტიზა მალადეცები, ფორმაში ხარ smile.gif
feroni
კარგები ხართ ბიჭებო!!!
ვერა და ვერ მოვახერხე თქვენთან ერთად გასვლაზე წამოსვლა!
ძალიან მინდოდა წამოსვლა, მაგრამ თევზაობის სეზონის გახსნას დაემთხვა გასვლის დღე და ვერ მოვახრხე sad.gif
dawiti
ეხ რა შეკრება გავმაზე sad.gif
TAMPLIER
ესეიგი ნაკლებს არც მოველოდი თქვენგან რა
ძალიან კარგი გასვლა იყო და ვერ დავარქმევ რომ ან მარტო ლოთაობა იყო ან მარტო სროლები და ვარჩიში
ჯაჯამაც ძალიან კარგად ახსნა ყველა წესი ,დაჟე ისე კარგად რომ რამის სუდიობაზე შევიტანო განაცხადი biggrin.gif
ხო რაიყო შორს კი ვიდექი მაგრამ ყველაზე კარგად მგონი მე გავიგე biggrin.gif
ნუ კულინარია სუფრა და ქეიფი რომ არ შეგეშლებოდათ მაგაში ეჭვიც არ მეპარებოდა,ყველაფერი იყო ძალიან კარგი
უმაგრესი დრო ვატარე და მეტად ვისიამოვნე რისთვისაც მადლობას გიხდით ყველას
შემდეგ გასვლაზე თუ მოვახერხე წამოსვლა ვინმეს უნდა გთხოვოთ რამოდენიმე გასროლა
ჩემი სურათები და ვიდეოები ვერ გადმომაქ ტელეფონიდან თორე დავდებდი
თაზოსაც ჰქონდა მგონი რაღაცეები


და ბოლოს როგორც ყოველთვის მაგარი ჯაჯური რეპორტი იყო და მალადეცები შენ ჯაჯა
monadire.
კი მაქვს ვიდიუებიც და სურათებიც! დავდებ აუცილებლად ამ ორიოდ დღეში!
norica_dragon
ja_ja
დადო ახლა სურათი smile.gif

ზარმაცობის ფორმულავ ტექსტს მიაწერ თუ იმკითხაოს ხალხმა რა არის ეს smile.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 26th April 2012 - 11:33 AM) *
ზარმაცობის ფორმულავ ტექსტს მიაწერ თუ იმკითხაოს ხალხმა რა არის ეს

რა ტექსტი უნდა მიადოს , სახლში "ასიანი გვოზდით" დახვრიტა და მაგას ხო არ დაწერს biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
cz80
არა ეგ მართლა გააკეთა შეჯიბრის დღეს, მაგრამ იმის მერე რაც შეჯიბრი მორჩა, და დამატებით ერთი 600 ტყვია გაისროლა smile.gif

ანუ იდეაში შეუძლია გაკეთება, მაგრამ თავიდან სულ სხვა მიიღო... კსტატი შეგპირდით დავდებ სკანებს მეთქი და არ დამიდია, არ მეცალა აქამდე, ახლა გადავიღებ და დავდებ....
norica_dragon
არა რა 600 ტყვია, ეს პირველივე შედეგია რაც ვალტერის ოპტიკა დავაგე smile.gif
kaka8079
norica_dragon
ეს თუ პირველია გამოდის რომ ამის მეტი არ შეგიძლია რადგან როდესაც სხვეი ქეიფობდნენ შენ სროლას არგძელებდი.
ja_ja
მოკლედ აგერაა სურათები, ნუ შესაბამისი კომენტებიც:

სურათები დიდია ატვირთული რომ ყველაფერი იოლად იყოს დასანახი, წინასწარ ბოდიშს ვიხდი ტრაფიკი დიდი იქნება და სურათები ჩქარა არ გაიხსნება....

1) ილარიონა

ისროდა ლამაზად, ჩაფიქრებულად, მისროლას მგონი 2 რეზერვუარი მიახარჯა და ბოლოს რავარც იქნა ისროლა და.... შედეგად მივიღეთ ის რომ ნასროლია როგორც მისროლის ზონაში ასევე კაცმა არ იცის სად... რეალურად ძლივს მოახერხებს კაცი სახელ გვარისა და სხვა პარამეტრების მიწერას სამიზნეზე.... ნუ ამ შემთხვევაში ვერანაირი საჯარიმო სანქციები ვერ მოვნახე, ან არ არსებობს, ან მე ვერ ვნახე, ან შეჯიბრის ორგანიზატორებს ვერ წარმოუდგენიათ მსროლელმა რარომ უნდა გააუპატიუროს ქაღალდის ყველა ადგილი biggrin.gif

დააგროვა 130 ქულა


ასე იყო თუ ისე დააგროვა 130 ქულა, მაგრამ კითხვის ნიშნით, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა უნდა მიმეწერა მიზანზე რომელშიც არაფერი არაა მორტყმული... წესების გადაკითხვის შედეგად გაირკვა რომ თუ მიზანი დაზიანებული არაა, საერთო ჯამიდან უნდა იყოს გამოკლებული საჯარიმო ქულები, ეგრეთწოდებული პენალები, ჩვენს შემთხვევაში ეს იყო მინუს 50 ქულა.... შემდეგში გაითვალისწინეთ ყველამ, თუ ისევ იგივე ქულების შეფასება გვექნება და იწყებთ შეჯიბრს, ეს იმას ნიშნავს რომ თავიდან ყველა სამიზნეში გაქვთ -50 ქულა და თქვენი ნასროლით უნდა აიყვანოთ ეს მინუს მნიშვნელობა პლიუს მნიშვნელობაში! ო კაკ ! smile.gif

ნუ რადგანაც აქ გავაჯაზე წესებზე, ბარემ რაც გავარკვიე იმასაც მივაწერ... მოკელდ ბევრს ჰქონდა ერთ მიზანში რამდენიმე ნატყვიარები... შეიძლება შემთხვევით, შეიძლება ძალით, მაგრამ გაითვალისიწნეთ, ბევრი ნატყვიარების შემხთვევაში ნიზანში მორტყმული ქულებიდან აირჩევა ყველაზე ცუდი, ანუ მაქსიმალურად მსროლელისთვის არაკეთისსასურველი შედეგის მიმართ უნდა იყოს გაკეთებული არჩევანი.

ასე რომ თუ ერთხელ ესროლეთ მეორეთ იგივე მიზანს ნუ ესვრით ვთქვქათ და შედეგის გაუმჯობესების მიზნით.. პირიქით უარესს შედეგს მიიღებთ, ან კაი გასროლა რომც გააკეთოთ, მაინც ის ცუდი ნასროლი იქნება ჩათვლილი.

2) beqa ბიძია :-)

ა კაცი დაჯდა ადამიანურად ისროლა და პლიუსებშიც გავიდა, დიდად კი აქებთ ამ ვეირაუხებს, მაგრამ ვისაც აქვს, ან ოპტიკას არ აღირსებთ თოფებს ან სროლა არ იცის თოფმა ან.... არადა ითვლება რომ სუპერ თოფია smile.gif, ჩაგხადათ თუ არა დასაცინმა და იაფინმა მარადიორმა smile.gif, თუმცა მარადიორმა მეც ჩამხადა ჩემი ავსტრიელიანად smile.gif
დააგროვა 435 ქულა


3) ja_ja
ვისროლე რა... შევეცადე ყველანაირი ცდომილება გამეთვალა მაგრამ მიუხედავად ამისა ერთი ორი ტყვია ისე გაიქცა რომ ცოტაც და მეც ცარიელი სამიზნეები მექნებოდა smile.gif, მაგრამ გავხედავდი ოპტიკაში დავინახავდი... აჰაა ძალიან კაი გადავიდოდი მეორეზე და....

დააგროვა 440 ქულა


4) geojorjika

ნუ ეს კაცი გადაგვრევს smile.gif აქაოდა პრეზიდენტი ვარო (თუმცა არ ვიცით რისი პრეზიდენტია... ისე რა ჰქენი დევილს რომ შეპირდი სამშაბათს ჩამოვალ და დავარეგისტრიროთო იყავი ჩასული თუ არა?) მოკლედ რატომ ისროდა, სად ისროდა, როდის დაიწყო სროლა... მინდა და ვისვრიო რა smile.gif

დააგროვა -465 ქულა


არც არის გასაკვირი რომ მინუსებშია და რომ მცოდნოდა ყოველ გამაზულ სამიზნეზე რამდენი უნდა დამეწერა... ტეტუუუუ 11 სამიზნეა გამაზული, ანუ კიდევ -550 ქულაა მისაწერი smile.gif

ჯო სერიოზულად არ გინდა ოპტიკა გამოცვალო smile.gif შეჯიბრზე არ მოსულა ისროლო ისეთი ოპტიკით რომლითაც ვერაფერს ხედავ და მერე, მეორეს გადასძახო - აბა ერთი მითხარი სად მოხვდა და საით გავწიო ლულა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

5) kaka
ნუ ჩვენი გამარჯვებული.... რატომღაც ამ კაცს სერიოზულად არავინ უყურებს... ნუ ვგულისხმობ სპორტულ სიტუაციას და არა სხვა სისულელეებს რაც თქვენ გაიფიქრეთ smile.gif, კაცია კაცური და სერიოზული, უბრალოდ საველე პირობებში თოფის დაშლის და ვეჩნა დაშლილი თოფით სიარულის გამო რაცხა ისე რა უყურებს ხალხი კაკოიეს... მარა კაცი ყოველ შეჯიბრზე იმას გვიჩვენებს რომ სამეულს არ სცილდება... იმდენი ქნა რომ გამარჯვებულიც გახდა.. დასანანია რომ საჩუქარი ან პრიზი არაფერი იყო მაინცა და მაინც იმ დღეს smile.gif

დააგროვა 470 ქულა


6) monadire
ნუ რა ვთქვა, ამ კაცს თავისი თოფი არ აქვს, რაც სიძეს გაღუნული თოფი ჰქონდა იმით ისროდა smile.gif. თუმცა ამ კაცს გვერდზე მჯდომიც უშლიდა ხელს და აიყოლია.... ეეეხხხ...

დააგროვა -570 ქულა

ალბათ უფრო მართებული იქნებოდა ვალად აიღო ქულები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


7) Name
ნუ იგივე კლასიკური შეცდომა რაც პირველ ჯერზე იყო... რატომ გერიდება სროლა smile.gif დაჯექი ისროლე, რისი გეშინია? ტყვიები გაქვს, ჰაერი... მთელი პლანეტის ჰაერი შენს ხელთაა ესროლე რა.. smile.gif

დააგროვა -145 ქულა

ვაბშეტა აქაც იმდენი გამოტოვებული მიზნებია რომ ვავაააა მთელი 12 ცალი მიზანი ხელუხლებელია, გადაამრავლეთ 50-ზე და მაგდენი მინუს ქულაა კიდევ მისაწერი smile.gif

8) soxa
ნუ ჩვენი უკუ გამარჯვებული, ანუ პირველ ადგილზე რომ კაკა გავიდა, ეგ უდაოა, მაგრამ აი მაგის საპირისპირო იყო სოხა smile.gif, დჟის რეკორდი მოხსნა... იმ იმ წესებით რაც იმ მომენტშ ვიცოდით, დღევანნდელი გადასახედიდან რეკორდი ჟორჯიკას, ან ნეიმს აქვს, მოხსნილი, მაგრამ იმ დღის შედეგებით ვხედავთ რომ საქმე გვაქვს რეკორდთან smile.gif

დააგროვა -720 ქულა


აქ უნდა დავძინო რამდენიმე გარემოება... მგონი სოხა თავისი თოფით არ ისროდა, ზუსტად აღარ მახსოვს, ქაღალდზე კი აწერია marauder-ი, მაგრამ მგონი ნორიკას AA 510-დან ისროდა... აქ თავი იჩინა კიდევ ერთმა გაუგებრობამ... სხვისი თოფიდან ძალიან ძნელია სროლა, შედეგად მიზანში სროლაც ძნელია, პლიუს მოპყრობა არ იცი, ასე მაგალითად ზოგიერთ სამიზნეში 2-3 ტყვიაა მოხვედრილი იმის გამო რომ ლულაში 2-3 ტყვია იყო ხოლმე შემთხვევით ჩატენილი.

ადრე აქ განვიხილავდით იმ იდეას რომ ყველამ ერთი თოფით უნდა ჩავატაროთ შეჯიბრი თორემ იმას კაი ფირმის თოფი აქვს, მე ცუდი და არიქა რა მეშველება... ვამბობდი და ისევ ვიმეორებ, ძალიან ცუდია სხვისი თოფიდან სროლა... თუ ორი სამი კაცი მოლაპარაკებული ხართ ერთად გადიხართ დღეების განმავლობაში ტირში, ან ბუნებაში და ვარჯიშობთ, მაშინ კიდევ მესმის, მაგრამ აი ასე ქართულად - აბა მაიტა შენი თოფიდან ვისვრი და.... ფაქტია დაშლილმა მარადიორმა მოიგო და კონკრეტულად ამ შემთხვევაში რაღაც კოშმარული ქულების რაოდენობით მოუგო... არა და რომ შეხედო არიქა და ბრიტანული ინჟინერიის შედევრია, მაგრამ თავის პატრონს თავისებურად აქვს გასწორებული და....


9) norika

ნუ ეს კაცი რეალურად სპორტული სულითაა შეპყრობილი, ოღონდ და შეჯიბრი უხსენეთ და ქე ვიცით რასაც შვება smile.gif, დაგდებული აქვს აურაცხელი დახვრეტილი სამიზნეები, ტირში ყველამ ვნახეთ რაფრა ამოღრუტნა ერთი ადგილი, მაგრამ შეჯიბრისას, ამ კაქვს ქრონიკულად რაცხა ემართება smile.gif, არ ვიცი ოფლი ასხავს, აკანკალებს თუ დილიდან ვალერიანას წვეთების დალევა ავიწყდება, მაგრამ შედეგი ვეჩნა სახარბიელო არაა ხოლმე smile.gif იმ დღესაც იგივე მოხდა

დააგროვა -335 ქულა

ნუ პლიუს ერთი თუ ორი გამაზული სამიზნე, ნუ მოკლედ, ერთი რამ გამოაჩინა ამ მოსამზადებელმა შეჯიბრმა... ძალიან ძნელია BR-ში ბუნებაში სროლა და არ არის ეს ჯგუფებზე სროლა smile.gif მაგრამ ნორიკას შენ ამას დააჯერებ smile.gif

სანამ ხალხი ქეიფობდა დამთავრებულ შეჯიბრს და გამარჯვებული ტორტს ჭრიდა, ნორიკა ნასოს შლიდა აწყობდა, თოფს ტენიდა და ქაღალდებს ესროდა smile.gif

შედეგად არ მოეშვა და ისროლე მეორე სამიზნეში... შედეგი დიდი ვერაფერი , მაგრამ უკვე მინუსებიდან პლიუსებში ავიდა და 95 ქულა აიღო smile.gif, შემდეგ კიდევ ერთი სინჯა და ისევ მინუსებში ამჯერად -60 და ბოლოს ეტყობა გამწარებულ გულზე ისროლა ისე თვითონ რომ გაუხარდებოდა smile.gif მეოთხე ჯერზე დააგროვა 890 ქულა, ოღონდ იმის მერე რაც ოპტიკა შეცვალა.

აგერაა დანარჩენი სამიზნეებიც, შესაბამისი თანმიმდწევრობით:







კიდევ სადღაც უნდა ყოფილიყო Ikaa-ს ნასროლი, მაგრამ ჩემთან ქაღალდებში ვერ ვიპოვე, ან დამრჩა ან ... ნუ ნე ზნაიუ მოკლედ... ისე რამდენადაც მახსოვას Ikaa-მაც ბოლომდე არ ისროლა.

ნუ მოკლედ შემდეგში გაითვალისწინეთ ხალხნო თუ იგივე ქულების რაოდენობა გვექნება, გამოდის, რომ თითო ფურცელზე თავიდან გაქვს 25-ჯერ მინუს 50 ქულა, ანუ სულ ცარიელ ქაღალდზე არის თავიდან მინუს 1250 ქულა და თქვენი ვაჟკაცობით უნდა აიყვანოთ პლიუსებში, მაქსიმუმ პლიუს 2500 ქულაზე უნდა ახვიდეთ ერთ ფურცელზე.... ასე რომ უიჰ იყო ჯანდაბას მეტს არ ვისვრი, იქ გავიპრანჭები და რამე.... არ გამოვა smile.gif


ilariona
კაციშვილმა სროლა არ ვიცით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რა გვეჩემპიონატება ჰა? biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
ციტატა(ilariona @ Apr 27 2012, 01:27 PM) *
კაციშვილმა სროლა არ ვიცით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რა გვეჩემპიონატება ჰა? biggrin.gif biggrin.gif


აი ეგ უკვე მართალია biggrin.gif
ja_ja
ilariona
ვინ გითხრა? მინიმუმ 4 კაცის ნასროლი მისაღებია smile.gifანუ დასაშვებ 10%-ზე მეტია smile.gif, მინიმუმალური 10% გამოდიოდა 250 ქულა, მაგაზე მეტი რამდენიმე კაცს აქვს, შესაბამისად ჩევო პრედირაიტეს ბლინ smile.gif
ilariona
ja_ja
იმ ოთხი კაცის საერთო დანახარჯი აირგანში 10 000 ლარს აღემატება და შენ გინდა თქვა, რომ ოთხივეს ერთად 40%-ი რომ აქვს დაგროვებული ერთი სამიზნიდან ეგაა სროლის ცონდა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჩემ თავზე ხო საერთოდ მალჩუ biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
ჯაჯ ჩემი ბოლო შედეგი როგორ შედეგად ითვლება?? smile.gif

ანუ 890 ქულა, ვქვათ და 1700 კულა დამეგროვებინა 50 სამიზნეზე smile.gif
ilariona
50*50-ზე =2500-ს

1700-ი 2500-ში არის 68%-ი.

ასე რომ კარგი შედეგია. მაგრამ ეს არა უცხოეთში, არამედ საქართველოს პირობებშია კარგი შედეგი smile.gif

norica_dragon
აუ მე მაგარ მუღამში ჩავარდი, ჯგუფებზე მეტად მომწონა მგონი biggrin.gif

შემდეგი კვირის ბოლოს იენქბა ხომ ეგ ამბავი?? smile.gif
name
თქვენ კიდე ხო მარა მე სად ვყოფ თავს სუფთა ფურცლის მფლობელიbiggrin.gif ან ეს ჩემი შედეგი დასადებია ფაქტიურად სუფთა სამიზნე ჯაჯ biggrin.gif
ja_ja
name
ციტატა(name @ 27th April 2012 - 04:20 PM) *
ან ეს ჩემი შედეგი დასადებია ფაქტიურად სუფთა სამიზნე ჯაჯ

მერე გესროლა დაგეხვრიტა მაინცა smile.gif ლურსმანი მაინც დაგეჭირა ხელში და დაგეხვრიტა smile.gif
norica_dragon
ერთი წავარიშებაც არ გვაწყენდა მგონი ჰა?? smile.gif

ვინ რას იყტყვის?? smile.gif
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 27th April 2012 - 03:18 PM) *
50*50-ზე =2500-ს

1700-ი 2500-ში არის 68%-ი.

ასე რომ კარგი შედეგია. მაგრამ ეს არა უცხოეთში, არამედ საქართველოს პირობებშია კარგი შედეგი

შენც მაგრა იანგარიშე რა smile.gif ჩვენ ერთ სამიზნეზე ვისროდით და მანდ იყო 25 სამიზნე მაქსიმუმ 100 ქულიანები, ანუ მაქსიმუმი შესაძლეო დასაგროვებელი იყო 2500 ქულა, მინიმუმ 10% გამოდის 250 ქულა

ნორიკამ რაც დაწერა დაწერა 50 სამიზნე რომ ყოფილიყო, მაშინ 1700 ქულაზე გავიდოდი საშუალოდო, მაშIნ გამოდის რომ 2 სამიზნეზე იქნებოდა მაქსიმუმ შესაძLებელი 5000 ქულის აღება საიდანაც ნორიკას შეიძლება აეღო 1700 ქულა...

ანუ დააგროვებდა შესაძლო 34%-ს smile.gif

norica_dragon
ციტატა(Avto @ 28th April 2012 - 03:39 PM) *
ერთი წავარიშებაც არ გვაწყენდა მგონი ჰა??

ვინ რას იყტყვის??

ჰაა მოიწამლე??? smile.gif
davil
არ გვაწყენდა მგონი ჰა??


ჰაა მოიწამლე???



ნორიკ, ჯაჯა რასამობთ ტო, რამ უნდა გვაწყინოს,რამ უნდა მოგვწამლოს- ბატკანს ეხლა აქ გემო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე მზად ვარ შრომისა და ვარჯიშისთვის smile.gif

gregory
ციტატა(davil @ 28th April 2012 - 08:58 PM) *
ბატკანს ეხლა აქ გემო

მე მზად ვარ შრომისა და ვარჯიშისთვის

biggrin.gif biggrin.gif
მეორედ მაგას აღარ გავმაზავ! მოდი ვივარჯიშოთ biggrin.gif
ja_ja
ოხ თქვე მოვარჯიშეებო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
cz80
ციტატა(davil @ 28th April 2012 - 08:58 PM) *
მე მზად ვარ შრომისა და ვარჯიშისთვის

rofl.gif
kaka8079
აბა როდის იქნება მორიგი ვარჯიში?

მონოდა დამეწერა ამ კვირასაც მშვენივრად გამოცა თქო მარა გამახსენდა რომ ხვალაა კვირა და გავჩუმდი მერე. biggrin.gif
ilariona
ja_ja
უიი smile.gif მე მეგონა მაქსიმალური ქულა 50 იყო და მაგაზე გავაკეთე დაანგარიშება smile.gif

სპორტსმენებს:

ვარჯიშმა შექმნა ადამიანი და ყოველ დღე უნდა ვივარჯიშოთ biggrin.gif

მეც მზად ვარ ვარჯიშისთვის biggrin.gif
ja_ja
მოკლედ ახლა დილიდან ავდექი და წესებს ვწერ... ხალხნო კითხვა მაქვს, ასეთი!

1) სისტემა შეფასების როგორი გვქონდეს? 100 ქულიანი თუ ნორმალური 10 ქულიანი?
2) უარყოფითი მოხვედრები როგორ შევაფასოთ? მინუსებში თუ ნოლიანად ჩავთვალოთ (ნამეტანი არ მომეწონა უმეტესობა რომ მინუსებში გავიდა, მთელს პლანეტაზე მგონი მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ ეგეთი რამ smile.gif )
3) სამიზნეები გადაწყვეტილი მაქვს, ფარებით იყოს გამოყოფილი, რომ ერთმანეთის სამიზნეებში არ მოხვდეს გასროლა
4) სასიხარულო ამბავი მონაწილეებისავის და ტვინის საჭ*ლეტი ორგანიზატორებისთვის - მოკელდ შეჯიბრში არის, მინიმუმ 2 მაჩი თითო მონაწილისთვის, რაც გულისხმოს ერთ მაჩში 1 ქაღალდის დახვრეტას 25 სამიზნით, ამაზე გამოყოფილია 30 წუთი. მერე მონაწილე დგება და სხვა ჯდება. მეორე წრეზე რიგი როდესაც მოუწევს მონაწილე მეორე მაჩზე ჯდება მეორე სამიზნის დასახვრეტად და ისევ 30 წუთი აქვს. ამ შემთხვევაში არის მინუსებიც და პლიუსებიც, ნუ პლიუსი ის არის, რომ მსროლელი ითვალისწინებს რა პირობებში მოუწია სროლა და მეორე მაჩზე უფრო მობილიზებულია, პლიუს მოსულა თოფის დატენვა და დასვენება ისე რომ დატენვისას მიღებული დაძაბულობა სროლაზე არ აისახება, მაგრამ არის მინუსებიც, მონაწილეს აღარ შეუძლია გააპროტესტოს და თავიდან კიდევ ერთი შეჯიბრი მოაწყოს, ნუ წინა გასვლაზე ვამბობდი რომ შეუძლია ხელმეორე წრეზე მიიღოს მონაწილეობა, თუ აქ აღწერილი სისტემა მივიღეთ, მაშინ რაც ისროლე ეგ იქნება და სხვა არაფერი გამოვა.
5) გარკვეული შეღავათებია ახალ წესებში თვითნაკეტებ თოფებთან, ან დატუნინგებულ თოფებთან (ნუ ვწერ ყველაფერს დადავდებ ალბათ გვიან საღამოს)
6) დაშვებულია გარკვეულ შემთხვევაში ელექტრო სასხლეტები (ილარიოოოონ! smile.gif )
7) მიზანში ორ ან მეტი ხვრელის აღმოჩენისას ითვლება ყველაზე ცუდი შედეგი, პლიუს მიდის იმდენჯერ საჯარიმო ქულის გამოკლება რამდენი ზედმეტი ხვრელიც იქნება მიზანში


ნუ მოკლედ კიდევ ბევრი რანცხაებია, მაგრამ ილოჯან შენთან ერთად მოსაფიქრებელი გვაქვს, სამიზნეების განთავსების თემა და მინიმუმ ერთი მაგიდის დამატების თემა (თუ მონაწილე ბევრი იქნება რა თქმა უნდა...), სამიზნეების დამაგრების თემა მაინც გასავლელი გვაქვს, ან რაღაც დაშლილი კონსტრუქცია აქედან უნდა წავიღოთ ყოველთვის ან ადგილზე რაღაც უნდა გვქონდეს გაკეთებული თორემ პალეტებზე სროლა... რავიცი, რავიცი smile.gif
ja_ja
აუ მაგრად მომწონს კიდევ აი ასეთი მაგიდა სკამები:

გამოადგება ცაციასაც და ჩვეულებრივ მსროლელსაც, პლიუს მყარია ეს შობელძაღლი...






და სუდიისთვის მოვითხოვ აი ასეთ ხიბარას...


ქრთამად ქალები მიიღება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
ჰო ასევე საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მუ წინა ჩატარებულ მოსამზადებელ შეჯიბრზე აღმოვაჩინე რომ ქარი სერიოზულად გიშლის ხელს, ნუ ქარი კი არა ნიავი ბლინ!, შედეგად პაპრავკებს ვიღებდი წინ მორზე შერჩენილი ცელოფნისა და ცეცხლის კვამლის მეშვეობით. ნუ ჩვენ ეგეთი ქაჯური პირობები გვაქვს ხოლმე smile.gif, ნორმალურ შემთხვევაში ხალხს მთელი ქარის მიმანიშნელები შტუკები აქვს ხოლმე დაყენებული, ნუ მაგიდებზე და სამიზნეების სამაგრებზე აღარ მაქვს, საუბარი... დააკვირდით ამ ვიდეოს და ბევრ საინტერესო და სასურველ ნივთს ნახავთ რომელიც ფაქტია რომ საჭიროა



ამ ვიდეოზე 2:48 წუთზე და 7:02 წუთზე ჩანს ის იარაღების სტენდი რომელზეც მე ადრე ვწერდი... ვინც არ ისვრის იმის თოფი დევს და კაციშვილი არ ეკარება სანამ მისი დრო არ მოვა.



ამავე ვიდეოში 3:32-ზე ჩანს ქარის მიმართულებისა და ძალის საზომი, ნუ ეგეთს ჩვენ ალბათ ჯერ ვერ გავაკეთებთ, სად იყიდება და რა ღირს ეგეც არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ ლენტები რომ არის ჩამოსაკიდებელი ეგ ქე ვიცი....

ნუ იქ დასაჯდომი მაგიდები, კაფე, დასასვენებელი არეა, მიზნების გამოსაფენი სტენდი და სხვა... კი მესმის რომ ეს ყველაფერი არის ტირის, საქმე, ის უნდა იყოს ამით დაინტერესებული და იმას უნდა ჰქონდეს, ორგანიზებული (ვაბშე ბალახი, სიტუაცია, მაგარი მოვლილია და გსიამოვნებს რომ უყურებ, რაღაც სასიამოვნო ატმოსფეროა) ნუ ჩვენთან ეგეთი კლუბი, ტირი ან რაიმე სხვა ორგანიზაცია არ არსებობს ასე რომ რაცხა მინი საორგანიზაციო საქმეები ჩვენი ძალებით უნდა გავქაჩოთ.

და ბოლო ვიდეო, მართალია ჩვენ არ გვეხება, მაგრამ 100 იარდზე ეგეთი ჯგუფი.... ნუ რავი რა smile.gif თან ეს მგონი ერთერთი ყველაზე ცუდი ნასროლია, სასტავს მაგ მანძლზე ლამის ტყვია ტყვიაში აქვს, ხოლმე ჩასმული....



P.S. ჰო მართლა სადგამს რასაც ეგ ტიპი იყენებს ჩვენს კლასშI აკრძალულია, ნუ ეს არის მექანიკური არტილერიული სისტემა, რკინის ხვეულის ზამბარები და პნევმო ზამბარები გამოიყენება smile.gif
ja_ja
ვიპოვე ქარის საზომები smile.gif, მაგრამ ისეთი ფასი აქვს ცალს რომ ჩემს მტერს ბლინ :smile.gif
geojorjika
ja_ja
რა იყო სინოპტიკოსი ხარ? biggrin.gif ეფიანი ვერ ნახე შეკაცო ? smile.gif

აგი არ წავა ?
ja_ja
geojorjika
უი შე კუკუ შენა, კითხვა მაინც იცოდე, ან ვიდეო ყურება smile.gif, მაი შტუკა სად გაიკეთოს მსროლელმა smile.gif, ეგეთი შტუკა მაქვს და გაცილებით იაფიანი, ნიტო 20 ნუტო 30$-იანი, რომ მონახე ეს 123$-იანი და გვახარბებ smile.gif

სად ჩავარჭოთ ეს შტუკა? მსროლელის უკანა ნალში თუ სადმე ასე 25-30 მეტრზე მაგიდიდან რომ ვერავინ ვერაფერი დაინახოს, smile.gif ან რომ დაინახავს და მტელს თოფს იქეთ აქეთ ამოძრავენს, მერე სამიზნეზე გადაიტანს, ექნება კუთხური განსხვავება და სად ჭირში გაარტყავს კაცმა არ იცის smile.gif

მოკლედ რა ეს გრუზინული ზახოდები არ მორჩა, ყველა გამოცდილ უცხოელის აზრს უნდა დავაქაქოთ და ჩვენი უნდა წამოვწიოთ smile.gif, კაცოუ ჯერა იმდენი მაინც გავისროლოთ რაც იმათმა გაისროლეს რომ ეგეთი აზრები გამოვთქვათsmile.gif

არა მითხარი 10 განსხვავება შენს მიერ მოწოდებულ ხელსაწყოსა



და საერთაშორისო სტანდარტებით BR შეჯიბრებზე გამოყენებულ ხელსაწყოს შორის smile.gif



მგონი 10 კი არა 150 განსხვავება ჩანს ჩამოთვლის გარეშე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.