გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ხარებას გილოცავთ, გილოცავთ ყველას !!!
EnDeL
პოსტი Apr 7 2012, 05:29 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



სახარებაში ნათქვამია, რომ მთავარანგელოსი გაბრიელი ქალწულ მარიამს მაშინ გამოუჩნდა, როდესაც ის ნაზარეთში, იოსებ დამწინდველთან ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს იგი წმინდა წერილს კითხულობდა და ფიქრობდა წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვებზე - „ქალწულმან მუცლად იღოს“ - თანაც მხურვალედ ლოცულობდა, ღირსი გაეხადა უფალს, რომ ჩქარა ეხილა მესია. უცებ მის წინაშე მთავარანგელოზი გაბრიელი წარმოსდგა და თითქოს მისი აზრების პასუხად, წარმოსთქვა ღვთაებრივი მოკითხვა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“.

მთავარანგელოსის გამოცხადებამ არ შეაშინა ყოვლადწმინდა ქალწული. ტაძარში ყოფნისას ის ანგელოსების გამოცხადებას და მათთან საუბარს მიჩვეული იყო, მაგრამ უჩვეულო მისალმებამ იგი განაცვიფრა. უფალი არაერთგზის უცხადებდა თავის ნებას ანგელოსის საშუალებით ძველი აღთქმის რჩეულებს, მაგრამ მისალმება - „გიხაროდენ“ - უწინდელ გამოცხადებაში არავის სმენია.

ქალწული მარიამი მოულოდნელობისგან დუმდა და ცბიერი გველის განსაცდელს უფრთხოდა. ღვთისმოსაური მოკრძალებით უმზერდა ზეციური მაცნე წმიდა ქალწულის შეცბუნებას და მისი დამშვიდება ისწრაფა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე ძე და უწოდო სახელი მისი იესუ, ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის მამისა თვისისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“.

გილოცავთ ყველას ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გიფარავდეთ მუდამ და მისი მადლი ნუ მოგკლებოდეთ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 02:54 AM
Hosted by Pro-Service