დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ხარებას გილოცავთ
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
EnDeL
სახარებაში ნათქვამია, რომ მთავარანგელოსი გაბრიელი ქალწულ მარიამს მაშინ გამოუჩნდა, როდესაც ის ნაზარეთში, იოსებ დამწინდველთან ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს იგი წმინდა წერილს კითხულობდა და ფიქრობდა წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვებზე - „ქალწულმან მუცლად იღოს“ - თანაც მხურვალედ ლოცულობდა, ღირსი გაეხადა უფალს, რომ ჩქარა ეხილა მესია. უცებ მის წინაშე მთავარანგელოზი გაბრიელი წარმოსდგა და თითქოს მისი აზრების პასუხად, წარმოსთქვა ღვთაებრივი მოკითხვა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“.

მთავარანგელოსის გამოცხადებამ არ შეაშინა ყოვლადწმინდა ქალწული. ტაძარში ყოფნისას ის ანგელოსების გამოცხადებას და მათთან საუბარს მიჩვეული იყო, მაგრამ უჩვეულო მისალმებამ იგი განაცვიფრა. უფალი არაერთგზის უცხადებდა თავის ნებას ანგელოსის საშუალებით ძველი აღთქმის რჩეულებს, მაგრამ მისალმება - „გიხაროდენ“ - უწინდელ გამოცხადებაში არავის სმენია.

ქალწული მარიამი მოულოდნელობისგან დუმდა და ცბიერი გველის განსაცდელს უფრთხოდა. ღვთისმოსაური მოკრძალებით უმზერდა ზეციური მაცნე წმიდა ქალწულის შეცბუნებას და მისი დამშვიდება ისწრაფა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე ძე და უწოდო სახელი მისი იესუ, ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის მამისა თვისისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“.

გილოცავთ ყველას ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გიფარავდეთ მუდამ და მისი მადლი ნუ მოგკლებოდეთ
foxi
გილოცავთ!
gregory
გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
iorama
,,ღვთისმშობელო ქალწულო,გიხაროდენ,მიმადლებულ
ო მარიამ,უფალი შენთანა.კურთხეულ ხარ შენ და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა,რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა! ამინ!

ყველას გილოცავთ. თევენ და სრულიად მართლმადიდებელ ხალხს.
დედაღვთისმშობელმა მადლი გაგიმრავლოთ
ilariona
გილოცავთ მეგობრებო ხარებას, მრავალს დაესწარით.

mano
გილოცავთ ხარებას, გმერთმა მრავალს დაგვასწროს...
sekurifa
მრავალს დაესწარით ხალხო, მრავალ დღესასწაულს!
CHICO30
გილოცავთ და მრავალ ბრწყინვალე დღესასწაულს დაესწარით სუყველა. დალოცვილი ყოფილიყოს ყველა თქვენი კეთილი საქმე.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.