გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Gamo Squirrel Field Target, ანუ ფილდ ტარგეტის სამიზნეები Gamo-ს ბაზაზე
ja_ja
პოსტი Apr 22 2010, 09:37 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ალბათ გახსოვთ შარშან დავაგდე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
-ის მიმოხილვა. იმის მერე რაც ჩამოვიდა სულ მიტრიალებს ტავში მისი გენეტიკური კლონების შექმნის შესახებ, მაგრამ ვერანაირად თავი ამ საქმეს ვერ მოება

მოკლედ ახლახანს გაჩნდა სურვილი რომ როგორღაც FT 2010 მოეწყოს და გასაგებია რომ ამ სამიზნეების გაკეტების აუცილებლობა გადაწყვეტილია. სამწუხაროდ თბილისში ასეთი ქარხნული სამიზნე მარტო ერთია. მოკლედ ასე თუ ისე დროა მაქსიმალურად განვიხილოთ და შევისწავლოთ ეს საზიღარი ციყვი.

მოკლედ რა თქმა უნდა ძირითადად გამოყენებულია რკინის ფურცელი, რომელიც კუთხეებზე არის დაღუნული და რაღაც იმპროვიზირებული "უგოლნიკებია" მიღებული, ასევე გამოიყენება წინა მხარეს არსებული ცხოველის პროფილი, იდეაში შეგვიძლაი ნებისმიერი ცხოველის პროფილი გავაკეთოთ, მაგალიტად იგივე GAMO უშვებს აი ასეთ ნაკრებს



უბრალოდ ამათი ჩამოტანა ეკონომიურად გაუმართლებელია. ამოდენა რკინის მარსა ტრანსპორტირებაში წაიღბს იმდენს რომ.... ჯობია აქვე EL-JAVA-ზე ვიყიდოთ რკინის ფურცელი და რამენაირად მოვიფიქროთ პროფილების ამოჭრა.

კიდევ გვაქვს მოსარტყავი ზონა, რომელიც უკვე დურალისგან არის გაკეთებული, რამდენიმე ვინტი, ზამბარა, თოკი დასამაგრი ლითონის ღერძები.

მთავარია საორიენტაციო ნახაზები იყოს და პრინციპი ესმოდეს იმ კაცს ვინც ამის გაკეთებას მოკიდებს ხელს, დანარჩენი ტუფტაა. მოკლედ დავდებ ძირითად ნახაზებს და მერე თუ რაიმე კითხვები იქნება მომაყარეთ გავზომავ და ზუსტად მოგწერთ ყველაფერს


ეს არის ძირიტადი პროფილი



მგონი ჯობია დავტოვოთ სტანდარტული კილ ზონა და აღარ ვიჩალიჩოთ დამატებით დასაპატარავებელ კილზონებზე

ეს პროფილი გაკეთებული რკინის ფურცლისგან, რომლის სისქეც არის 2.5 მილიმეტრი. იმედია el-java-ე ასეთს ვიშოვით, საინტერესოა ფასი და როგრო ამოვჭრათ ასეთი პროფილები

შემდეგი არის კილ ზონის ენა, რომელიც პროფილსაც აგდებს



გაკეთებულია დურალისგან სისქე აქვს 2.7 მილიმეტრი, მაგრამ გაჭირვებისას შეგვიძლია იგივე რკინისგან გავაკეთოთ ან 3 მილიმეტრიანი დურალისგან თუ მაინცა და მაინც 2.7 მილიმეტრი არ მოიძებნა
შეღებულია ყვითელი საღებავით რომ სამიზნეში მოსახვედრი ზონა შავი პროფილის ფონზე კარგად ჩანდეს

შემდეგი გვაქვს ბაზა, რომელზეც ყველაფერი მაგრდება



ნუ მე ეს ერთ ფურცლად დავხატე, სინამდვილეში ზემოთ ადა ქვემოთა დეტალები ცალკეა და გადაკეცილია თეთრ წყვეტილ ხაზზე, შუანაც ცალკე დეტალია და მუქად რომ არის მარჯვენა კუთხე მანდ არის ამოკეცილი "უგოლნიკად" ვარდისფრად აღნიშნულია ვინტის რერძი რომელზეც კილზონა მადრდება და მოძრაობს.

ყველაფერი ეს შედუღებულია ერთმანეთში, ან შედუღებაზე როგრო ვიჩალიჩოთ არ ვიცი, ვინტებით ამის დამაგრება არ გამოვა, და ერთი ფურცლიდან გამოჭრა სიმყარეს დააკარგინებს. მოკელდ აქ მოსაფიქრებელია რაღაცეები.

სამბარა რომელიც პროფილს აწვება რომ წაიქცეს



ნუ რავი იგივე EL-JAVA-ზე მინახია სხვადასხვა ჯიშის ზამბარები, იმედია ავკრიფავთ საჭირო რაოდენობას, მე რომელიც შემხვდა ადრე ის 50 ტეთრი დამიფასეს , ასე რომ იაფია

დეტალი რომელზეც მაგრდება სამიზნე პროფილი და საშუალებას აძლევს იმოძრაოს



ერთი მთლიანი ფურცელია, ობრალოდ კუთხეები აქვს ამოღუნული და მანდ შუაში ეყრება ერთი ღერძი და ამ ღერძზე ჯდება ზემოთ მოყვანილი ზამბარა

ესეც თვითონ ღერძი



მემგონი ნებისმიერი ვინტი წავა მანდ, ან რაიმე რკინის ღერძი. მგონი ეს დეტალი ძვირი არ უნდა დაჯდეს.

შემდეგ სამოსაწევი დეტალისა და კილზონის დამაკავშირებელი მუხლები



საერთოდ ტუფტა რაღაცაა, ბურალის თხელი ფირფიტებია, ავტოფარეხში მაქვს დურალის ფურცელი და იქედან შეგვიძლია ამოვჭრათ რამდენიც გვინდა, უბრალოდ, მომრგვალება იქნება რთული, ნუ თავიდან შეიძLება პალასებად დაჭრა და მერე კუთხეების მომრგვალებაზე ჩალიჩი

დეტალი რომელიც უკანა მხარით მაგრდება ზემოთ მოყვანილ მუხლთან, და წინა რეზბა ეყრება სამიზნე პროფილში, დასაჭერად ზემოდან დიდი ვინტი ეჭირება



ნუ შეგვიძლია რაიმე ბოლტი ვნახოთ და გამოვაჩარხინოთ მის ზომაზე ამდაგვარი დეტალი ტოკარს, პროსტა ჯობია ერთიანად მივცეს დაკვეთა რომ ერთ ფასში გამოვიდეთ თორემ ცალცალკე დაკვეთისას სათითაო დეტალზე ფულს აგვახევენ biggrin.gif

სულ ესაა ძირიტადი დეტალები.

ახლა რაც შეეხება თოკს და მიწაში ჩასარჭობ ღერძებს



კაპრონის თოკი იმავე EL-JAVA-ზე 120 თუ 150 მეტრიანი ერთმა დამიფასა 2 ლარი მეორემ 3 ლარი, ნუ იდეაში გადაწყვეტადი პრობლემაა, აი რაც შეეხება ღერძებს, ისევ EL-JAVA-ზე ვნახე ეგრეთწოდებული "სერებრიანკა", ანუ ერთგვაროვანი რკინის ღერძია, 4 მილიმეტრიანი. 2 მეტრიანი ღერძი დამიფასა ერთმა 4 ლარი. შევაჭრება აშკარად მოსულა და რომც არ გამოვიდეს თოთო თერძI არის 20 სანტიმეტრი, ანუ 2 მეტრიანიდან გამოვა 10 ცალი და თითო ღერძის ფასი იქნება 40 თეთრი, ასე რომ ეგეც ასატანი ხარჯია

ძირს უკვე მივაყოლებ აწყობის გალერეას რომ წარმოდგენა შეგექმნათ რა როგორ იწყობა, პლიუს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შეგიძლიათ ვიდეო ფაილი გადმოტვირთოთ და ნახოთ როგორ მუშაობს მექანიზმი


ბაზაზე ვამაგრებთ წასაქცევ ენას კილზონას)



ვუჭერთ ვინტს და ვამაგრებთ სამიზნის პროფილის დასამაგრებელ მოძრავ დეტალს თავისი ზამბარით



ვამაგრებთ სამოსაწევ მუხლებს



მუხლებზე ვამაგრევთ რეტალს რომელიც იჭერს პროფილს და კილზონას ერთად, პლიუს წამოყენებაში გვეხმარება



ვამაგრებთ პროფილს



ქარხნულად მოყვა ყურშა ვინტები, მაგრა დარწმუნებული ვარ არაფერი უჭირს თუ ჩვეულებრივ ვინტებს მოვუჭერთ

ვუყრით პროფილში წამოსაქაჩ ენას



წამოსაქაჩ ენაში ვუყრით ჯაჭვს



ჯაჭვი იგივე el-java-ზე მგონი მეტრი 50 თერთი თუ 1 ლარი დამიჯდა.

წამოწეულ საბრძოლო მდგომარეობაშI ხედი პროფილში



წინხედი



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ამ ახსნაში მოყვანილი სურათებით, შეგიძლიათ ამობეჭდოთ და წაივარჯიშოთ, ზომები 1:1-ზეა


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
6 გვერდი V  « < 4 5 6  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (100 - 102)
ja_ja
პოსტი Mar 29 2012, 10:45 AM
პოსტი #101


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



sekurifa
კილზონაში რა გაქვს დამაგრებული?

ახლა რომ ვუყურებ რაღაც მრგვალია და კონცენტრული წრეები აქვს, რაცხა კონსერვის, ან ყავის ქილას ჰგავს, ანუ თხელი ფირფიტის შეგრძლებას ტოვებს... რა არის, მართლა კონსერვის ქილის შტუკაა თუ სქელი რამეა და უბრალოდ ეგრე ჩანს?

იმიტომ ვკითხულობ რომ მაგ უბედურებაც სქელი უნდა იყოს ისევე როგორც გარეთა რკინა, მიუხედავად იმისა რომ წაქცევაზე მუშაობს და წესით იმოდენავე ძალა არ უნდა დასჭირდეს, მაინც თუ სუსტი და თხელი რკინაა გაიღუნება და დაიხვრიტება...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Mar 29 2012, 11:16 AM
პოსტი #102


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(ja_ja @ 29th March 2012 - 10:45 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კილზონაში რა გაქვს დამაგრებული?

ციტატა(ja_ja @ 29th March 2012 - 10:45 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ანუ თხელი ფირფიტის შეგრძლებას ტოვებს.

ლატუნის დიდი შაიბაა 4მმ სისქის. არვიცი რისთვისაა ეგ შაიბები,მგონი შტორებისთვისაა. მაგას გეკო თუ გაღუნავს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Mar 29 2012, 12:41 PM
პოსტი #103


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ნუ თუ 4 მილიმეტრია ბაზარია არაა მშვენიერი რამეა, პროსტა ფორმა ისეთი ჰქონდა რომ ხსნადი ყავის ქილებს რომ აქვთ თავსახურები რატომღაც ეგ მეგონა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

6 გვერდი V  « < 4 5 6
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th September 2025 - 10:25 PM
Hosted by Pro-Service