დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Gamo Squirrel Field Target
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3
ja_ja
ალბათ გახსოვთ შარშან დავაგდე Gamo Squirrel Field Target w/4 Kill-Zone Reducers -ის მიმოხილვა. იმის მერე რაც ჩამოვიდა სულ მიტრიალებს ტავში მისი გენეტიკური კლონების შექმნის შესახებ, მაგრამ ვერანაირად თავი ამ საქმეს ვერ მოება

მოკლედ ახლახანს გაჩნდა სურვილი რომ როგორღაც FT 2010 მოეწყოს და გასაგებია რომ ამ სამიზნეების გაკეტების აუცილებლობა გადაწყვეტილია. სამწუხაროდ თბილისში ასეთი ქარხნული სამიზნე მარტო ერთია. მოკლედ ასე თუ ისე დროა მაქსიმალურად განვიხილოთ და შევისწავლოთ ეს საზიღარი ციყვი.

მოკლედ რა თქმა უნდა ძირითადად გამოყენებულია რკინის ფურცელი, რომელიც კუთხეებზე არის დაღუნული და რაღაც იმპროვიზირებული "უგოლნიკებია" მიღებული, ასევე გამოიყენება წინა მხარეს არსებული ცხოველის პროფილი, იდეაში შეგვიძლაი ნებისმიერი ცხოველის პროფილი გავაკეთოთ, მაგალიტად იგივე GAMO უშვებს აი ასეთ ნაკრებს



უბრალოდ ამათი ჩამოტანა ეკონომიურად გაუმართლებელია. ამოდენა რკინის მარსა ტრანსპორტირებაში წაიღბს იმდენს რომ.... ჯობია აქვე EL-JAVA-ზე ვიყიდოთ რკინის ფურცელი და რამენაირად მოვიფიქროთ პროფილების ამოჭრა.

კიდევ გვაქვს მოსარტყავი ზონა, რომელიც უკვე დურალისგან არის გაკეთებული, რამდენიმე ვინტი, ზამბარა, თოკი დასამაგრი ლითონის ღერძები.

მთავარია საორიენტაციო ნახაზები იყოს და პრინციპი ესმოდეს იმ კაცს ვინც ამის გაკეთებას მოკიდებს ხელს, დანარჩენი ტუფტაა. მოკლედ დავდებ ძირითად ნახაზებს და მერე თუ რაიმე კითხვები იქნება მომაყარეთ გავზომავ და ზუსტად მოგწერთ ყველაფერს


ეს არის ძირიტადი პროფილი



მგონი ჯობია დავტოვოთ სტანდარტული კილ ზონა და აღარ ვიჩალიჩოთ დამატებით დასაპატარავებელ კილზონებზე

ეს პროფილი გაკეთებული რკინის ფურცლისგან, რომლის სისქეც არის 2.5 მილიმეტრი. იმედია el-java-ე ასეთს ვიშოვით, საინტერესოა ფასი და როგრო ამოვჭრათ ასეთი პროფილები

შემდეგი არის კილ ზონის ენა, რომელიც პროფილსაც აგდებს



გაკეთებულია დურალისგან სისქე აქვს 2.7 მილიმეტრი, მაგრამ გაჭირვებისას შეგვიძლია იგივე რკინისგან გავაკეთოთ ან 3 მილიმეტრიანი დურალისგან თუ მაინცა და მაინც 2.7 მილიმეტრი არ მოიძებნა
შეღებულია ყვითელი საღებავით რომ სამიზნეში მოსახვედრი ზონა შავი პროფილის ფონზე კარგად ჩანდეს

შემდეგი გვაქვს ბაზა, რომელზეც ყველაფერი მაგრდება



ნუ მე ეს ერთ ფურცლად დავხატე, სინამდვილეში ზემოთ ადა ქვემოთა დეტალები ცალკეა და გადაკეცილია თეთრ წყვეტილ ხაზზე, შუანაც ცალკე დეტალია და მუქად რომ არის მარჯვენა კუთხე მანდ არის ამოკეცილი "უგოლნიკად" ვარდისფრად აღნიშნულია ვინტის რერძი რომელზეც კილზონა მადრდება და მოძრაობს.

ყველაფერი ეს შედუღებულია ერთმანეთში, ან შედუღებაზე როგრო ვიჩალიჩოთ არ ვიცი, ვინტებით ამის დამაგრება არ გამოვა, და ერთი ფურცლიდან გამოჭრა სიმყარეს დააკარგინებს. მოკელდ აქ მოსაფიქრებელია რაღაცეები.

სამბარა რომელიც პროფილს აწვება რომ წაიქცეს



ნუ რავი იგივე EL-JAVA-ზე მინახია სხვადასხვა ჯიშის ზამბარები, იმედია ავკრიფავთ საჭირო რაოდენობას, მე რომელიც შემხვდა ადრე ის 50 ტეთრი დამიფასეს , ასე რომ იაფია

დეტალი რომელზეც მაგრდება სამიზნე პროფილი და საშუალებას აძლევს იმოძრაოს



ერთი მთლიანი ფურცელია, ობრალოდ კუთხეები აქვს ამოღუნული და მანდ შუაში ეყრება ერთი ღერძი და ამ ღერძზე ჯდება ზემოთ მოყვანილი ზამბარა

ესეც თვითონ ღერძი



მემგონი ნებისმიერი ვინტი წავა მანდ, ან რაიმე რკინის ღერძი. მგონი ეს დეტალი ძვირი არ უნდა დაჯდეს.

შემდეგ სამოსაწევი დეტალისა და კილზონის დამაკავშირებელი მუხლები



საერთოდ ტუფტა რაღაცაა, ბურალის თხელი ფირფიტებია, ავტოფარეხში მაქვს დურალის ფურცელი და იქედან შეგვიძლია ამოვჭრათ რამდენიც გვინდა, უბრალოდ, მომრგვალება იქნება რთული, ნუ თავიდან შეიძLება პალასებად დაჭრა და მერე კუთხეების მომრგვალებაზე ჩალიჩი

დეტალი რომელიც უკანა მხარით მაგრდება ზემოთ მოყვანილ მუხლთან, და წინა რეზბა ეყრება სამიზნე პროფილში, დასაჭერად ზემოდან დიდი ვინტი ეჭირება



ნუ შეგვიძლია რაიმე ბოლტი ვნახოთ და გამოვაჩარხინოთ მის ზომაზე ამდაგვარი დეტალი ტოკარს, პროსტა ჯობია ერთიანად მივცეს დაკვეთა რომ ერთ ფასში გამოვიდეთ თორემ ცალცალკე დაკვეთისას სათითაო დეტალზე ფულს აგვახევენ biggrin.gif

სულ ესაა ძირიტადი დეტალები.

ახლა რაც შეეხება თოკს და მიწაში ჩასარჭობ ღერძებს



კაპრონის თოკი იმავე EL-JAVA-ზე 120 თუ 150 მეტრიანი ერთმა დამიფასა 2 ლარი მეორემ 3 ლარი, ნუ იდეაში გადაწყვეტადი პრობლემაა, აი რაც შეეხება ღერძებს, ისევ EL-JAVA-ზე ვნახე ეგრეთწოდებული "სერებრიანკა", ანუ ერთგვაროვანი რკინის ღერძია, 4 მილიმეტრიანი. 2 მეტრიანი ღერძი დამიფასა ერთმა 4 ლარი. შევაჭრება აშკარად მოსულა და რომც არ გამოვიდეს თოთო თერძI არის 20 სანტიმეტრი, ანუ 2 მეტრიანიდან გამოვა 10 ცალი და თითო ღერძის ფასი იქნება 40 თეთრი, ასე რომ ეგეც ასატანი ხარჯია

ძირს უკვე მივაყოლებ აწყობის გალერეას რომ წარმოდგენა შეგექმნათ რა როგორ იწყობა, პლიუს ამ თემაში ბოლოს შეგიძლიათ ვიდეო ფაილი გადმოტვირთოთ და ნახოთ როგორ მუშაობს მექანიზმი


ბაზაზე ვამაგრებთ წასაქცევ ენას კილზონას)



ვუჭერთ ვინტს და ვამაგრებთ სამიზნის პროფილის დასამაგრებელ მოძრავ დეტალს თავისი ზამბარით



ვამაგრებთ სამოსაწევ მუხლებს



მუხლებზე ვამაგრევთ რეტალს რომელიც იჭერს პროფილს და კილზონას ერთად, პლიუს წამოყენებაში გვეხმარება



ვამაგრებთ პროფილს



ქარხნულად მოყვა ყურშა ვინტები, მაგრა დარწმუნებული ვარ არაფერი უჭირს თუ ჩვეულებრივ ვინტებს მოვუჭერთ

ვუყრით პროფილში წამოსაქაჩ ენას



წამოსაქაჩ ენაში ვუყრით ჯაჭვს



ჯაჭვი იგივე el-java-ზე მგონი მეტრი 50 თერთი თუ 1 ლარი დამიჯდა.

წამოწეულ საბრძოლო მდგომარეობაშI ხედი პროფილში



წინხედი



ესეც PDF ფაილი ამ ახსნაში მოყვანილი სურათებით, შეგიძლიათ ამობეჭდოთ და წაივარჯიშოთ, ზომები 1:1-ზეა


geojorjika
ჯაჯ აკარგად გიშრომია საღოლ, არც მაგ ღერძIს რკინისგან გაკეთების პრობლემა არ არის, მთავარია წონა შევარჩიოთ კარგად რომ მოხვედრისას წაიქცეს, ეს კი მოხდება კრინის ნაკმები სისქის ლისტის ხარჯზე, მოკლედ კვირას უფრო ზუსტად აგიხსნი რა თან იდეებსაც შამოგთავაზებთ smile.gif

იგივე სვარკის ჩხირი შეიძლება გამოიყენო ჩასარჭობ ჩხირად, ერთიცალიდან 2 ჩასარჭობი სოლი გამოვა smile.gif
iorama
ვფიქრობ ელიავაზე თავს დაიფასებენ. მაგ ფორმების მიღებას უეჭველად სტანოკზე მოჭრა დაჭირდება ფორმით. რაც აქ ხომ უეჭველად არ ექნებათ

ხოდა სათითაოდ უნდა გამოჭრან ციყვებიც და სხვა დეტალებიც რომლებიც საკუთარ კონტურებს მოიცავენ. მაგის ხარჯზე შექმნიან პრობლემას და დაადებენ მაზერატის ფასს.

ია ტაკ დუმაიუ
Power_VANO
და ჯა_ჯ, რომ გავამარტივოთ და გავაიაფოთ დამზადების პროცესი, ვთქვათ ამ ციყვის მაგივრად რომ წყე იყოს ან ოთხკუთხედი, არ გამოვა? უფრო მარტივადაც დამზადდება და სახლის პირობებისთვისაც ადვილი იქნება უფრო smile.gif
bazuka
მგონი ბექას სამსახურში აქვს რაცხა ციფრული სტანოკი smile.gif
beqa

ციტატა(bazuka @ 23rd April 2010 - 01:44 AM) *
მგონი ბექას სამსახურში აქვს რაცხა ციფრული სტანოკი


კი შეიძლება გამოჭრა არ არის მაგის პრობლემა ციყვი, ყვავი.....

Davitus
ჩემი აზრით, სამიზნის სიცოცხლისუნარიანობა რომ გაიზარდოს, ძირითადი სამიზნე, უნდა გამოვჭრათ უფრო მასიური ფოლადისგან, ვიდრე ჯაჯას ციყვი...

ისე ყველამ თითო რომ გავაკეთოთ საკუთარი ხარჯებით, კი გვეყოფა ტურნირისთვის


ისე, ყვითელი ფერის მაგივრად, მყვირალა სტაფილოსფერი ჯობია, შებინდებისასაც რომ ანათებს კარგად...



ფიგურების არჩევანზე თუ მიდგება საქმე... მე ყვავი მინდა... უფრო მაგრა ვახდენ რეაგირებას მაგათზე spiteful.gif pilot.gif 25.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 22nd April 2010 - 10:54 PM) *
იგივე სვარკის ჩხირი შეიძლება გამოიყენო ჩასარჭობ ჩხირად, ერთიცალიდან 2 ჩასარჭობი სოლი გამოვა

ეგ მართლა კაი გამოსავალი და მარტივი იდეაა.


Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 23rd April 2010 - 12:37 AM) *
ვთქვათ ამ ციყვის მაგივრად რომ წყე იყოს ან ოთხკუთხედი, არ გამოვა?

გაჭირვების შემთხვევაში შეიძლება მაგის გაკეთება და ქაღალდის პროფილის მოწეპება, ეგეც ვარიანტია, მაგაზეც ვფიქრობდი.


beqa
ციტატა(beqa @ 23rd April 2010 - 01:58 AM) *
კი შეიძლება გამოჭრა არ არის მაგის პრობლემა ციყვი, ყვავი.....

ვაა აგაშენა ღმერთმა, საკაიფოა, მოკლედ მასალა და პროფილების PC ვერსია რომ მოგაწოდოთ ესეიგი გამოვა მაგის გამოჭრა?

Davitus
ნუ ფერი ეგ ბოლო სტადიაა და პრობლემა არაა რასაც მოვილაპარაკებთ ეგ იყოს. აი ყვავი და ბეგემოტი კი... მოკლედ პროფილების ნახაზები აშკარად გასაკეთებელია. უფრო მარტივი იქნებოდა ამ GAMO-ს პროფილების ცოტა დიდი სურათი რომ ყოფილიყო ინტერში და თან ჩვენსკენ შემოტრიალებული და არა ისე კუთხურად როგორც სარეკლამო სურათზეა. თუმცა ფოტოშოპში მაგათი მობრუნებაც შეიძლება
beqa
ციტატა(ja_ja @ 23rd April 2010 - 08:00 AM) *
ვაა აგაშენა ღმერთმა, საკაიფოა, მოკლედ მასალა და პროფილების PC ვერსია რომ მოგაწოდოთ ესეიგი გამოვა მაგის გამოჭრა?


კი როგორ არ გამოვა, რაღაც მასალებიც მე მაქვს
ja_ja
beqa
ციტატა(beqa @ 23rd April 2010 - 01:08 PM) *
კი როგორ არ გამოვა, რაღაც მასალებიც მე მაქვს

არა ახლა ისე არ ქნა რომ ერთი კაცის კისერზე გადავიდეს მთელი ხარჯები, ეგ არცერთ ფორუმელს არ მოგვეწონება. არათანაბარ პირობებშI ერთამნეთის ჩაყენება არასწორია.

მასალას შევარჩევთ, ფასებს დავიანგარიშებთ, შენ ამოჭრის თანხა თქვი და ასე შემდეგ.
bazuka
მოკლედ 1-2 ცალის ხარჯს მე გამოვალ, ისედაც მინდოდა მაგის ყიდვა. კიდევ გამოჩნდება ხალხი ვისაც უნდა ეგეთი რამ და სოფელიც აშენდებაა
geojorjika
მეც მინდა smile.gif
soxa
მეც არ გამომტოვოთ
ochopintre
+1
giga_st
მოკლედ დათვლა უნდა რა ჯდება საშუალოდ და გაკეთება, ტურნირის მთავარი ხარჯი ეგაა რა, დანარჩენი ლენტები და ასე შემდეგ აღარაა პრობლემა, დავთვალოთ და მინიმუმ 2 ფულს მე გამოვალ. ამინდები რო გამოვა უნდა შევუტიოთ სერიოზულად შეჯიბრების ამბავს.
ja_ja
სულ დამავიწყდა მეთქვა.

ციყვი გავიტანე beqa-სთან, და ახლა ბექა თვლის რა დაჯდება მისი დეტალები და რა გამოვა მისი საფასური.

სავარაუდოდ ყველაზე ძვირი ცხოველების პროფილები გამოვა. განსაკუთრებით ციყვის ფორმა, რადგან მაგას კუდის ფორმა აქვს გამოსაყვანი და ხელებია საჩალიჩო, ამიტომაც უკვე ვფიქრობთ ავარჩიოთ ისეთი ცხოველები რომელბსაც ნაკლები მოხაზულობა აქვს, და საჭრელი სტანოკიც ნაკლებ დროს მიანდომებს მის დამუშავებას.



მოკლედ ამ პროფილებიდან ყვეაზე მისაღები არის: კურდღელი, მტრედი, ღორი და თხა, ოღონდა თხას რქის გამომყოფი ამონაჭერი არ ექნება, კურდღელს და ღორს ფეხებთან ამოჭრილი, ანუ ჭრა ვატერკატით ძვირი ჯდება და გვინდა მაქსიმალურად შევამციროთ.

საბოლოო ფასებს ალბათ თვითონ Beqa გაგვანდობს როდესაც დათვლის ყველაფერს.

ნუ ახლა თოკი, შტირები, ცეპი რგოლით და ეგეთი იდიოტიზმები ბექას დასაანგარიშებელი არ იქნება და კიდევ საშოვნია წასაქცევი ზამბარა.

იდეაში იმედი მაქვს რომ El-Java Del Gusto-ს ბაზრობაზე იქნება, ნამქანების განყოფილებაში, გუშინ გვიან ვიყავი ელიავაზე, მაგრამ უკვე აშლილი იყო ცხალხი და თან კოშმარულად წვიმდა, მეც ელექტრო ჩამრთველის "ავტომატის" საყიდლად ვიყავი და ვებრი აღარ მირბენია, მაგრამ დიდი იმედი ამქვს რომ იქნება. ძეწკვიც, რგოლიც და თოკიც ასევე ელიავაზე იქნება დასათრევი, კაპიკები ღირს...
beqa
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 3rd May 2010 - 08:47 AM) *
საბოლოო ფასებს ალბათ თვითონ Beqa გაგვანდობს როდესაც დათვლის ყველაფერს.


ერთი კურდღელი გამოვჭერი და ავაწყვე ეს ყველაფერი 32 ლარი დაჯდა, როგორც JA_JA-- ამ ზემოთ აღნიშნა ჯაჭვი,თოკი,რგოლი,შტირები და ზამბარის

გარეშე. ფოტო მასალას მოგვიანებით დავდებ.


bazuka
beqa
ციტატა(beqa @ 4th May 2010 - 08:02 PM) *
რგოლი

რომელ რგოლზეა საუბარი ,მიზნის შესამცირებელი რგოლები რომაა იმაზე??
beqa
ციტატა(bazuka @ 4th May 2010 - 07:16 PM) *
რომელ რგოლზეა საუბარი ,მიზნის შესამცირებელი რგოლები რომაა იმაზე??


საქდაც ჯაჭვი ებმება მოსაქაჩად

bazuka
beqa
სურათი არჩანს, და გასაღების ასასხამ რგოლზეა საუბარი ? biggrin.gif

ბექა, ეხლა როგორ უნდა ვქნათ, შევქუჩდეთ და ერთად უნდა გავაკეთოთ შეკვეთა თუ ცალკცალკეც მოჟნა??

ხო კიდევერთი ძაან მნიშვნელოვანი კითხვა, ეს ფასი მასალას ითვალისწინებს თუ მის გარეშეა??


მოდი კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ.

ესეიგი ამ თემის პირველ პოსტში არსებული სურატებიდან გამომდინარე, გამზადდა 1. 2. 3. დეტალები ხო???

geojorjika
beqa
სურათი არ ჩანს sad.gif
beqa
ცალცალკე დეტელები









ესეც ერთად ცუყვი და კურღელი


geojorjika
ვახ ვახ მაგარია smile.gif

რა მასალაა?

რა საღებავი გამოიყენე?

მე მინდა ერთი ცალი აუცილებლად smile.gif
Power_VANO
ძალიან გუუდ! მეც მინდა ერთი ცალი smile.gif მშვენიერი ნამუშევარი ჩანს სურათებზე smile.gif
beqa
ციტატა(bazuka @ 4th May 2010 - 07:56 PM) *
ბექა, ეხლა როგორ უნდა ვქნათ, შევქუჩდეთ და ერთად უნდა გავაკეთოთ შეკვეთა თუ ცალკცალკეც მოჟნა??


ეთად ჯობია ვის ციყვი ვის კურდღელი ვის მტრედი ეთიანად რომ ვიყიდოთ მასალა

ციტატა(bazuka @ 4th May 2010 - 07:56 PM) *
ხო კიდევერთი ძაან მნიშვნელოვანი კითხვა, ეს ფასი მასალას ითვალისწინებს თუ მის გარეშეა??


კი მასალაც შედის ფასში

ციტატა(bazuka @ 4th May 2010 - 07:56 PM) *
ესეიგი ამ თემის პირველ პოსტში არსებული სურატებიდან გამომდინარე, გამზადდა 1. 2. 3. დეტალები ხო???




ამ დეტალების გარდა და ზამბარა არ ვიცი თუ ვიშოვით ერთნაირს

მე რაღაც მქონდა და ის გადავაკეთეsmile.gif
geojorjika
beqa

კარგი ფასია

რა მასალაა გამოყენებული?
beqa
ციტატა(giorgi @ 4th May 2010 - 08:14 PM) *
რა მასალაა გამოყენებული?


3 MM რკინით არის გამოჭრილი კურდღელი და ყვითელი სამიზნე. დანარჩენი დეტალები 2MM -ით
Jah
ვააა, ეს რა მაგარი ყურდღელი გამოვიდა!!!
ნამდვილად სახაისოა smile.gif

ნუ თოკი რგოლი და შტირები ეს არაფერია, აი ზამბარა რომ იყოს კომპლექტში, მაგარი იქნებოდა...
bazuka
მეც მინდა, ყურცქვიტა ან მტრედი smile.gif შესაძლოა ორივენიცა.


ბექა ის რგოლები, მიზნის შესამცირებელი, შესაძლოა რომ გავაკეთოთ??
ja_ja
beqa
მალადეც ბექაჯან, ჩემი ციყვი შემეცოდა მაგასთან შედარებით biggrin.gif

მაგარი გაკეთებულია, მგონი ორიგინალს ჯობია.

დანარჩენებს

მტააკ

1) ესეიგი თოკი იმედია ჩემი კაპრონის თოკი ნანახი გაქვთ ბევრს, მოკლედ ეგ 120 მეტრა დამიჯდა 3 ლარი, ელიავაზე იყიდება, არის ეგეთივე 50 მეტრიანები მგონი და ღირს 1-2 ლარი, ასე რომ თოკის ამბავი ჩავთვალოთ გარკვეულია

2) ჯაჭვი ელიავაზე ვიყიდე 1 მეტრა მგონი 2 ლარი დაჯდა თუ რაღაც ეგეთი, მაგ სამიზნეს სჭირდება 10-15 სანტიმეტრი, ასე რომ მინიმუმ 6 ცალი ამოდის 1 მეტრიდან

3) რგოლი, ვიყიდე ისევ ელიავაზე როდესაც ორიგინალი გამიფუჭდა, დამიჯდა 20 თუ 30 თეთრი, შეიძლება ცოტა ნავაროჩენის დათრევა მაქსიმუმ 50 თეთრად

4) სამაგრი შტირები, მე გამოვთქვი მოსაზრება რომ ეგრეთწოდებული სერებრიანკა ვიყიდოთ მეთქი 2 მეტი 4 ლარი ღირს, თითო შტირი არის მგონი 20 სანტიმეტრი, ესეიგი 4 ლარში გამოვა 8 ცალი ანუ 2 სამიზნის შტირები, მაგრამ ასევე ჯორჯიკამ დაწერა მემგონი "სვარკის" ელექტროდების გამოყენებაც შეიძლება, და სავსებით ვეთანხმები

5) დასათრევი იქნება ზამბარა რომელიც წამოყენებაზე მუშაობს, ადრე რაღაც უაზრი ზამბარები ვნახე ელიავაზე 50 თეთრად, ნუ მაქსიმუმ 1 ლარი ჩავთვალოთ

6) ბოლტი რომელიც პროფილს წინიდან უმაგრდება ... კაროჩე გარაჟი გამოვსებული მაქვს მაგ ბოლტებით ასე რომ არც კი გვნდა ელიავა

7) მაქსიმუმ დარჩევა 2 ვინტი სადრაც M4 თავისი ბოლტებით, ნუ რავი რა უნდა დაჯდეს ელიავაზე??? მაქსიმუმ 1 ლარი ჩავთვალოთ ორივე (დაჟე ახლა ვნახე ბექას ერთ ვინტზე გაუკეთებია ეგ ვარიანტი biggrin.gif)

8) ყურშა ვინტები, ნუ ეგეც ვთქვათ 1 მაქისმუმ 2 ლარი და მგონი მორჩა

ესეიგი უხეშად მაგ 32 ლარს ეს წვრილმანი დაემატება 6-7 ლარი და ვსიო. თუმცა ზუსტად Beqa იტყვის რა დეტალები შედის მაგ კონსტრუქციაში და რა იქნება დასათრევი.

საყურადრებო

წინა კვირას შეხვედრაზე დავინაწილეთ ვისნ რას გაარკვევდა, მე და ბექამ ეს კურდღელი დავგეგმეთ, პირამიდიდან ჩამოტანა უაზრობაა მინიმუმ 3 კილო იქნება ის პროფილები დაც მინიმუმ 24-27 დოლარ ტრანსპორტირებას და 17$ პროფილებს გულისხმობს, ანუ სულ სადღაც 40-45$ უკაკუნებს, თან ამას შიპინგიც დაემატება. და თან არ დაგავიწყდეთ ეგ ქინება მხოლოდ 6 პროფილი და მეტი არაფერი. სრული სამიზნე ღირს 19-20$ პლიუს 2-2.5 კილოს ჩამოტანა ანუ მინიმუმ 40$-ზე გავდივართ აქ კი 40 ლარიც არ გამოვა ყველა დანახარჯით

მოკლედ ბექამ ენით აუღწერელი საქმე გააკეთა და თან რა ფასად ... ენა არ მიტრიალდება მაგას ფასი დავარქვა. კამფეტია და არა ფასი

არ მინდა ახლა დაიწყოს მე ერთს ავიღებ მე სამს და მე სამასს, ჯერ საქმეს სჭირდება მინიმუმ 10-11-ცალი და მეთორმეტე ჩემი ნაცემი ტერმინატორი ციყვი, ეს მოგვცემს 3 კაცისთვის 4 სხვადასხვა დისტანციან ვარიაციებს შეჯიბრების დროს. შესაბამისად ჯერ მინდა თუ საერთო საქმეს ვაკეთებთ საერთო შენაძენი იყოს, რა ტქმა უნდა კაია თუ ვინმე პირადი სარგებლობისთვის შეიძენს და 1 თუ 2-ცალის ხარჯებს ტავის ტავზე აიღებს, მაგრამ თუ არ აიკრიფა 10-12-ცალის დაკვეთა და გხოლოდ 5-6 მსურველი ქინება, დანარჩენი სამიზნეები ჩემის აზრის საერთო თანხებით უნდა დამზადდეს რომ შეჯიბრისთვსი შეიარაღებულები ვიყოთ.

მოკლედ ჯერ საერთო რაოდენობაა დასათვლელი, მერე რამდენია საკუთარი სარგებლობისტვსი მყიდველი, შესაამისად რამდენი იქნება საერთო ძალებით გასაკეთებელი.

და ბოლოს, ხალხნო მახსოვს შეხვედრაზე სხვა არღაცეებზეც იყო საუბარი, იქ ადგილის შერჩევა ჩატარებისთვის პირობების დადგენა... ამაზე რა ხდება?

bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 4th May 2010 - 09:36 PM) *
და ბოლოს, ხალხნო მახსოვს შეხვედრაზე სხვა არღაცეებზეც იყო საუბარი, იქ ადგილის შერჩევა ჩატარებისთვის პირობების დადგენა... ამაზე რა ხდება?

ხო, მე მაქვს ერთი კაი ადგილი მიზანში, მუხადგვერდის სასაფლაოს ზემოთაა. მარა ამ წვიმების გამო ჩემი მანქანით ვერ ავალ. თიხიანი გზაა და ჩავჯდები საშვილიშვილოდ. ველოდები ცოტამაინც გაშრეს.
geojorjika
ja_ja
როგორც ყოველთვის გეთანხმები ყველაფერში

მე პრიხებზე დამევალა და რაცხებს ვხლაფორთობ ჯერ ისეთი კაი არაფერი მარა არის ვარიანტები რა smile.gif
bazuka
ციტატა(bazuka @ 4th May 2010 - 09:42 PM) *
არ მინდა ახლა დაიწყოს მე ერთს ავიღებ მე სამს და მე სამასს, ჯერ საქმეს სჭირდება მინიმუმ 10-11-ცალი და მეთორმეტე ჩემი ნაცემი ტერმინატორი ციყვი, ეს მოგვცემს 3 კაცისთვის 4 სხვადასხვა დისტანციან ვარიაციებს შეჯიბრების დროს. შესაბამისად ჯერ მინდა თუ საერთო საქმეს ვაკეთებთ საერთო შენაძენი იყოს

ხოდა მაგიტომაც დავწერე 1 ცალი მინდა შესაძლოა ორიცალიცმეთქი.
მე როგორც მახსოვს სადღაც 6 თუ 7 ადამიანმა გამოთქვა ამის შეძენის სურვილი.




თუმცა ეს თემა (შეჯიბრის) იქეთ სჯობს რომ გავნაგრძოთ.
beqa
ციტატა(bazuka @ 4th May 2010 - 09:34 PM) *
ბექა ის რგოლები, მიზნის შესამცირებელი, შესაძლოა რომ გავაკეთოთ??


შესაძლოა როგორ არა.

ჭრის დროს რომ არ გაეძვირებინა მინიმუმზე დავიყვანე, ციყვიც მაგიტომ არ გამოვჭერი, კუდიის გამოჭრას დრო მიაქვს უაზროთ მერე ფასი ემატება(



bazuka
beqa
ხვრელი არაა პტობლემა, მაგას მსხვილი სვერლოთი გახვრეტ ბოლობოლო. მხოლოდ მონეტის გამოჭრა რამდენით გააძვირებს სავარაუდოდ??




P.S. უი არ დამიწერია, იმდენად მომეწონა, რომ ეგრევე მომინდა, ძაან მაგარია ბექ, საღომ 10-იანი + ით
soxa
შაბათ-კვირას თუ მოიცლით ბიჭებო ჩემი ოთხფეხათი შემოვირბინოთ ადგილები და იქნებ რაიმე კარგი მოვნახოთ. რაც შეეხება ციყვებს, კურდღლებს და ა.შ. ჩამოვყალიბდეთ რამდენ კაცს გვინდა მონაწილეობის მიღება და გაყოფა-გამრავლება არ შეგვეშლება
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 4th May 2010 - 09:36 PM) *
დასათრევი იქნება ზამბარა რომელიც წამოყენებაზე მუშაობს

აი ეხლა ვუყურებ და ვერ გამიგია, ეგ ზამბარა წამოყენებაში რანაირად ეხმარება, მემგონი წაქცევაში ეხმარება, ნუ სურათიდან გამომდინარე ეგრე ჩანს
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 5th May 2010 - 12:31 AM) *
აი ეხლა ვუყურებ და ვერ გამიგია, ეგ ზამბარა წამოყენებაში რანაირად ეხმარება, მემგონი წაქცევაში ეხმარება, ნუ სურათიდან გამომდინარე ეგრე ჩანს

ჰო წაქცევაზე მუშაობს წაქცევაზე.

არ მაპატიო არაფერი, კეჩუპიც არ დამისხა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ja_ja
აი ეგრე, სმაილებიანი ბევრად კაი ტიპი ხარ smile.gif
bazuka
აგერაა ზამბარები, საჭირო ზომა და ეგაა, მარა ეს ალბად სერიული წარმოებისთვის თუ გამოდგება
ja_ja
bazuka
ბაზუკ აქ ეკონომიაზე ვსაუბრობთ და შენ კიდევ თითო ზამბარაში 4-დან 10$-მდე გადახდას გვთავაზობ??? პლიუს შიპინგი პლიუს ჩამოტანა, დაჯდა ერთი ცალი 5 გრამიანი ზანმარა 15-20$ biggrin.gif

მაგას ჯობია აქ ფოლადის მავთულის ყიდვა დახვევა რაიმე ღერძე და გამზადებული ზამბარაა.


beqa
რამდენადაც მახსოვს პროფილების ამოსაჭრელად რკინის 3 მილიემტრიან ლისტზე იყო პრობლემა ანუ დასათრევი იყო. მაგაზეც დაწერე რა რამდენი რა ჯდება და ასე შედმეგ.
bazuka
ja_ja
ვაახ, არადა პირველივე რაც გავხსენი, იყო 6 ცალი შეკვრაში და ამ შემთხვევაში, კი გამოდის 1.5$ 1 ცალი, თან ხომ განვმარტე სერიულის შემთხვევაშიმეთქი.

ისე რაოდენობის გაზრდაზე, ტრანსპორტირების ფასმა არ მოიმატა 1 შეკვრაზე იყო 11.X და ორზე კი 17.X
beqa
ციტატა(ja_ja @ 5th May 2010 - 11:46 AM) *
რამდენადაც მახსოვს პროფილების ამოსაჭრელად რკინის 3 მილიემტრიან ლისტზე იყო პრობლემა ანუ დასათრევი იყო. მაგაზეც დაწერე რა რამდენი რა ჯდება და ასე შედმეგ.


3MM ერთი ლისტი 125 X 250 ღირს 140 ლარი. ერთცალს სადღაც ჭირდება 0.25 X 0.25 სმ. 10~ 15 დეტალისთვის მთელი ლისტი არ არის საჭირო,

პრობლემა ის არის რომ ელიავაზე ვინც ამ ლისტ ყიდის არავინ არ ჭრის.
beqa
bazuka
ზამბარა არამგონია აქ ვერ ვიშოვოთ რამეს მოვნახავთ და ისე ზამბარის გარეშეც იმუშავებს

თუ ვერაფერი ვნახეთsmile.gif
ja_ja
beqa
ციტატა(beqa @ 5th May 2010 - 01:16 PM) *
ზამბარა არამგონია აქ ვერ ვიშოვოთ რამეს მოვნახავთ და ისე ზამბარის გარეშეც იმუშავებს

კი იმუშავებს, მაგრამ ზამბარა წაქცევის იმპულსს აძლებს და ეხმარება ტყვიას წაქცევის ეფექტში თუ რგოლში მოხვდა.

ციტატა(beqa @ 5th May 2010 - 01:13 PM) *
3MM ერთი ლისტი 125 X 250 ღირს 140 ლარი. ერთცალს სადღაც ჭირდება 0.25 X 0.25 სმ. 10~ 15 დეტალისთვის მთელი ლისტი არ არის საჭირო,

პრობლემა ის არის რომ ელიავაზე ვინც ამ ლისტ ყიდის არავინ არ ჭრის.

მდაა ახლა გადავთვალე და მაგ ზომის ლისტში ამოდის 50 ცალი პროფილი smile.gif, ისე ბექაჯან სერიულ წარმოებაზე არ გიფიქრია?? დარწმუნებული ვარ მყიდველი იარსებებს მარა რამდენიხანი დასჭირდება 50 ცალის გაყიდვას.....

კაი მოდი ასე ჩავთვალოთ ეგ 140 ლარი შეიძლება გადასახდელი იყოს და რაც დარჩება დარჩება, თუ სხვა გზა არ იქნება. მერე ან შენ გამოიყენებ, ან კიდევ იქნება მსურველი. ესეიგი გამოდის 10 ცალის დამზადებისთვის საჭიროა თითოზე მარტო პროფილის მასალისთვის 14 ლარი. ნუ ეს ექსტრემ სიტუაციის შემთხვევაში.

მანამდე ვინმეს სადმე რამე თუ გაქვთ ასეთი ლისტების ნაჭრები, ან ვინმეს იცნობთ ვინც ყიდის ნახევარ ან უკეთესია მეოთხედ ლისტს, მთლად გადასარევი იქნება თუ დაგვაკავშირებთ ან შემოგვთავაზებთ... ნუ ვინმეს რაიმე წყარო კავშირი გააქვთ??? ელ -ჯავა-ზე მაინც გავალ ან კვირას და ვნახავ ეგებ და ვინმეს დასცდეს და გაყიდოს, ან ჰქონდეს გადანაჭერი.
tengo
ja_ja
3-ანი ლისტების ადხოდები ,შეიძლება გამოფენის უკან დიდი ბაზრობა რომ არის იქ ქონდეთ. მე 3-4 დღე არ ვიქნები თორემ დაგეხმარებოდით.
ჯაჯა, 3-იანი სისქის ძან სქელი ხომ არაა.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 5th May 2010 - 01:54 PM) *
ჯაჯა, 3-იანი სისქის ძან სქელი ხომ არაა.

არამგონია, ახლა ქარხნულად აქვს 2.5-იანი და ყოველი გამოყენების მერე ვზივარ და ჩაქუჩს ვურახუნებ ხოლმე რომ დაღუნული ადგილები გავუსწორო. ნუ ეხუმრები ტყვიის ძალას, ისე ულაწუნებს რომ ჩემს მტერს.
tengo
ja_ja
თუ დეფორმაციას აყენებს მაშინ რათქმაუნდა აუცილებელია.(მე ამი გამოცდილება არა მაქ და იმიტომ გამიკვირდა).
soxa
კერძო მოხმარებაშიც ხომ გვინდა ეგ კურდღლები biggrin.gif და ვიყიდოთ მთლიანი ლისტი, არც ეხლა ვიწვალებთ და არც მერე
bazuka
soxa
ციტატა(lasha_74 @ 5th May 2010 - 06:37 PM) *
კერძო მოხმარებაშიც ხომ გვინდა ეგ კურდღლები და ვიყიდოთ მთლიანი ლისტი, არც ეხლა ვიწვალებთ და არც მერე

50 ცალი გამოდისო და 50 ცალი რომ გააკეთონ 1600 ლარი დაგვჭირდება biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.