![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
ყველას მოგესალმებით, მართლაც პატივია ამ ფორუმში გაწევრიანება. ვებ-ის სერფინგის დროს ჩემდა გასაკვირად ვნახე ეს ვებ-რესურსი, სადაც ძალიან კორექტული, ამომწურავი და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება. გმადლობთ საიტის შემქმნელებს ასეთი კარგი საიტისთვის და მომსახურებისთვის. პერსონალურად გამოყოფ Ja-Ja-ს და ioramas პოსტებს, რომლებიც ძალიან კომპეტენტური და საქმეში ღრმად ჩახედული ადამიანების ტიპიური რჩევებია. პატივი მქონდა Ja-Ja-სთან პირადი მიწერ- მოწერისა (მადლობა მას დაუზარელი და დეტალური პასუხისთვის, ხოლო თუ ვინმეს დააინტერესებს, აქ გადმოვაკოპირებ, როგორც ნიმუშს თუ როგორი უნდა იყოს კორექტული და მრავლისმომცველი პოსტი). Ja-Ja-სვე რჩევით საერთო ფორუმზე მინდა დისკუსია გადმოვიტანო და თქვენს სამსჯავროზე გამოვფინო. ჩემი ისტორია ორიოდე სიტყვით ასე აღიწერება: დიდი სურვილი მაქვს შევიძინო პნევმატური თოფი. რამოდენიმე კვირის ძიების, მრავალი ქართული თუ უცხოური საიტის, სპეციალური ლიტერატურის გაცნობის და შედარებითი ანალიზის შემდეგ ჩემი არჩევანი შემოიფარგლა BT1500WNP Benjamin Nitro-ს და/ან მსგავსი პარამეტრების მქონე იარაღის შეძენის სურვილით. Ja-Ja-ს ზომიერი, მაგრამ მაინც უარყოფითი შეხედულებისა BT1500WNP Benjamin Nitro-ს, მისი მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მიმართ, უპირატესობას გარკვეული მიზეზთა გამო მაინც მას ვანიჭებ. განათლებით ფიზიკოსი ვარ და ნათელია ინფორმაცია საწყის სიჩქარეს, ენერგიას და ტყვიის მასის შესახებ, ასაკითაც არ ვარ ახალგაზრდა და გამოუცდელი. უფრო დამჯდარი/ ჩასაფრებული ტიპის ნადირობის მომხრე ვარ, ამიტომაც ამ, შედარებით მძიმე, მაგრამ ძლიერი თოფის პარამეტრები მაკმაყოფილებს. მიზანში სროლით, ჯგუფთა კეთებით და/ან ე.წ. "პლინკაობის" დაკავების სურვილი არ მაქვს. პერსონალურად ვმტრობ სოფელში ჩემს შინაურ ფრინველებზე მონადირე ბანდას, რომლის წევრებიცაა: სინდიოფალა (კვერნა), მოპარპაშე ყვავ-ყორნები და ქორი, ხოლო მომხვდურთა ბანდას, უტყუარი ცნობებით მეთაურობს წუწკი ტურა. მაგათ სინდისზეა მრავალი უცოდველი წიწილის, შეღერებული ყვინჩილის თუ იმედისმომცემი ბროილერის ვარიის უმანკო სული... არც ჩასუქებულ იხვებზე აქვთ ტაბუ დადებული და ეხლახანს, ბანდის მეთაურმა, მარხვაშიაც კი სიამოვნებით გაიყოლა მოვიშვიშე მამალი იხვი. მოკლედ Casus Belli მაქვს და შურისძიებით აღტკინებული, ჯერ ვირტუალურად ვემუქრები მათ, როგორც ამერიკა ირანს... მართალია რამოდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელი ვარ, მაგრამ ჟენევის კონვენციის მსგავსად, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას მათ წინააღმდეგ გარკვეული მიზეზთა გამო ვერიდები. ხომ ვერ დამეხმარებოდით იმის გარკვევაში, თუ სად შეიძლება ა) ამ თოფის, ან მსგავსი პარამეტრების მქონე თოფების შეძენა ამჟამად? (საორიენტაციოდ, ბატონ გრიგოლის ვებ-გვერდზე მითითებულ ფასებში, იხილეთ www.iaragi.ge); ხომ ვერ გამიზიარებდით BT1500WNP Benjamin Nitro-ს მფლობელები ამ ზარბაზნის ცოდვა-მადლს, ან ხომ ვერ მირჩევდით უფრო მაღალი ყალიბის .22 ან .25 ყალიბის გყიდვას და ტერიტორიულ მდებარეობას?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 11:20 PM |
Hosted by Pro-Service |