გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> და შეიქმნა შეჯობრი გართობით 18-სა 09-სა 2011 წელსა, შეჯიბრზე არ მოსულებს ეძღვნებათ
ja_ja
პოსტი Sep 23 2011, 11:19 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი




და ეყარნენ ისინი ვითარცა მებრძოლნი უხილავი ფრონტისა
ბრძენი პნევმატიკოსების
გამონათქვამებიდან



დაგეგმვა და გასვლა

თავი და თავი როგორც წესი ილარიონა იყო ამ საქმის, მაგრამ ბოლოს ჩამოგვცილდა სამსახურის გადაუდებელი საქმეების გამო და.... და სხვა რა გზა გვქონდა, ავკრიფეთ გონება, ფეხები, ხელები და მაინც წავიდით იქ სადაც ვგეგმავდით smile.gif.

გასვლა სტანდარტულად სპორტის სასახლიდან, გზავ ნაწილი ხალხის აკრეფვა და აი უკვე რუსთავში ვართ ცნობილ გასაჩერებელზე. აღმოჩნდა რომ KAKA რომელიც თავის მეგობართან ერთად უნდა დაგვხვედროდა ადგილზე, მოკლედ ადრე მივიდა და იფიქრა სანამ ესენი მოვლენ მე მანქანების ბაზრობაზე გავალო და ვაი smile.gif

ავკრიფეთ კაცზე 10-10 ლარი, შევიარეთ მაღაზიაში და მივქარეთ smile.gif, არავინ დამიჯერა რომ კაცზე 1.5-2 ლიტრი წყალია საჭირო, თან სასურველია გაზიანი, იყოს, რადგან ჩვეულებრივი წყალი გამთბარი არ ისმევა. მოკლედ 16 კაცზე ძლივს დავითანხმე ხალხი სადღაც 12 ლიტრ გაზიან წყალზე. თან დამცინოდნენ smile.gif

მეორე შეცდომა მე დავუშვი ფოქსიკასთან ერთად, იმავე 16 კაცზე 4 კილო სამწვადე ავიღეთ... გასაგებია რომ არავის ეყო, არადა მაღაზიაში ბლომად ჩანდა. იგივე შეცდომა მოგვივიდა პურზეც, მოკლედ ხელზე კიდევ 40 ლარი იყო დარჩენილი და ის ის იყო ვფიქრობდი წყალი თუ სამწვადე მეთქი, რომ გრიშას მეთაურობით დელეგაცია დამადგა წავალთ ჩვენ ჩაის ვიყიდით მოგვეცი ეგ ფულიო... კი არ დავუკვირდი 40 ლარად რა ჩაი უნდა ეყიდათ smile.gif თან რუსთავში, უცევ ვიღაცას წამოსცდა თეთრიო და.. კი გავიწიე ფულის უკან გამოსართმევად მაგრამ ვინ დაგიბრუნა smile.gif მოკლედ 5 ბოთლი 0.5 ლიტრიანი თეთრი ჩაი წამოიღეს რომელიც 40 გრადუსზე იყო მომზადებული sad.gif

ასე იყო თუ ისე დავიძარით ცოტახანში და რუსთავიდან შორიახლოს ტყის მასივში გავჩერდით. ამოვალაგეთ ბარგი, თოფები, ნასოსები, ოპტიკები და....


ჩვენც მოვედით

ასე იყო თუ ისე ჩამოვიცალეთ და ყველა უცებ გაიშალა. თითქოსდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლად ვემზადებოდით და ტაქტიკური პოზიციების შერჩევა იყო საჭირო, სინამდვილეში კი ყველა თავის თოფს ეცა, ზოგი ტუმბავდა, ზოგი ისროდა, ზოგიც კი შლიდა და აწყობდა smile.gif გამოიცანით პირველი ცდით ვინ იყო თოფის დაშლა აწყობით დაკავებული smile.gif










ილარიონ ნეტა არ დაგენახა ეს სურათი სად აგდია შენი ოპტიკა და მერე კიდევ იწუნებდნენ smile.gif



ისე ჩვენში დარჩეს სურათების აღწერები არ ამოგივიდათ ყელში? არ ჯობია ეს ყველაფერი რეალში ვნახოთ როგორ ხდებოდა smile.gif, ჰოდა მაშინ ძირს არსებულ ვიდეოს დააჭირე მწარედ ხელი


პატარა ჩანართი ბუნების დამცველებისთვის, კუ გადარჩა smile.gif, ჯავშანჟილეტმა უშველა.

როგორც ვიდეოდან ჩანს ვის რას აკეთებდა კაცმა არ იცის smile.gif თავიდან პრობლემა არ იყო, ყველა ცდილობდა თავის თოფი მწყობრში მოეყვანა. ჯერ ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან რომ უცხოელებივით მივიდეთ საჭირო ადგილზე, ამოვიღოთ თოფი, ვისროლოთ მივიღოთ შედეგი, ჩავდოთ თოფი ადგილზე და დავახვიოთ საიდანაც მოვედით. ამიტომაც დაშლილი ხალხი ყირაზე გადადიოდა 12 საათამდე smile.gif



ზოგი ნახირს ერეკებოდა იალაღებზე smile.gif


ალახ აგბარ მეთქი, დღეს უნდა მოვიგო!


აინე ცვანციხ, ფიურენ ზიხციხ - გაიძახოდა ობერშტურმანფიურერი გრუბერი


ლა თოფია ბიჯო, ლა თოფი....


მაიცა .. და რას ვესროლო? ან სად ვისროლო?


- არა ჩვენ ის ხალხი არ ვართ..., ჩვენ ვაკვირდებით, გაეროდან ვართ smile.gif

ზოგიც, თევზაობდა, ზოგიც შვებულებაში, იყო, ზოგიც ნაქეიფარი და ზოგიც უქეიფარი. რას იზამ აგრეა ბატონო საქმე, როდესაც ამდენი ადამიანი ერთად იკრიბება smile.gif, მაგალითად ფოქსიკა სტანდარტულად სანადიროდ გაიქცა smile.gif და რა თქმა უნდა ნადავლის გარეშე არ დაბრუნებულა



მოკლედ ასე იყო თუ ისე, რადგანაც ნორიკამ მაგიდა წამოიღო დაეუფლა და სულ იმას იძახოდა 5 ტყვია მასროლინეთ თოფი უნდა გავასწოროო, მარა ან თვლა ჩვენ დაგვავიწყდა, ან ნორიკა მოატყუეს მაღაზიაში და 500 ცალიანი ტყვიების კოლოფის მაგივრად 5 ტყვიანი კოლოფი შეაჩეჩეს ხელში smile.gif, ასე იყო თუ ისე სროლა არ გათავდა 20 გასროლის მერე, 30, 50 და ბოლოს თვლა ყველას დაავიწყდა.

სამაგიეროდ, გავშინჯეთ KAKA-ს თოფზე IJ_22-ის სანაქებო ლულა, საინტერესო ის მოხდა რომ მარადიორის ლულისგან განსხვავებით რუსული ლულა იმის გამო რომ უფრო მეტად კარგად ჭრის ტყვიას და საერთოდ კალიბრი ასე ვთქვათ მოსუსტებული არ არის, თოფს, მთელი 22 მეტრ წამით დაუგდო სიჩქარე. თან რუსულ ლულას ჩოკი არ აქვს.... ჰოო სწავლა სიკვდილამდეოოოო...









მოგვიანებით შემოგვიერთდა SOXA, ჩაეძინა დილით ამიტომაც მოგვიანებით შემოგვიარა, თუმცა იმ დღეს შემოერთებები კიდევ ბევრი იყო, ასე მაგალითად ცოტახანში Iorama-ც შემოგვიერთდა, ცოტა კიდევ მოვიცადეთ და საყვარელმა პრეზიდენტმაც არ დაგვივიწყა და დაგვადგა თავზე. ისე პრეზიდენტჯან.. ეს თვე ბოლოში გადის - სადაა კლუბი იურიდიული სტატუსით smile.gif



მოკლედ ასე იყო თუ ისე, ნელ-ნელა ამოიწურა პირველი ბუნებაში გამოვარდნის ჟინი და დავიწყეთ შეჯიბრზე ფიქრი, მე და Giorgi RW წავედით სამიზნეების დასაკიდებლად smile.gif დავკიდეთ და ნორიკას დავაბარე აბა შენ იცი სანამ ჩვენ 50 მეტრს იქეთ გავივლით და მერე აქეთ წამოვალთ მეთქი, შენ მანამდე მონაწილეების სია გაამზადეთქვა... მოვედი და ჩემი ფეხები ბატონო smile.gif რაცხა კი წერია, მაგრა რავიცი აბა.. კაი იდეაში წავა ერთადერთი ნომერაცია იყო დასამატებელი smile.gif

ასე იყო თუ ისე სია არის შემდეგი და დავიწყეთ რიგრიგობით სროლა.

1) gela
2) soxa
3) ochopintre
4) okela
5) CZ
6) grigol
7) koknara
8) kaka
9) Davitus
10) Giorgi RW
11) lado - ახალი მონაწილეა, მაგრამ ეჩქარებოდა და დროზე ადრე მოუწია წასვლა
12) Bazuka
13) Norika
14) grigorichi
15) ja_ja
16) foxy

მოკლედ სია გვაქვს სამიზნეებიც გვაქვს და წავედით....



ახლა კი მივაყრი შედეგების ფურცლებს, უბრალოდ სურათებზე აღარ იქნება დადებული შტანგელი, თითო სამიზნეზე შტანგელის დადება და სათითაოდ გადაღება ავოიეეე, 16 მონაწილე 4-4 სამიზნე, სანამ მაგათ გადავიღებ.. smile.gif მითუმეტეს შედეგები ადგლზევე გავზომეთ ელექტრო შტანგელით და ყველა იქვე აკვირდებოდა პროცესს, ანგარიშობდნენ და იმედია გაპროტესტება არ იქნება შედეგების. ასე რომ დავდებ ერთად გადაღებულ სურათებს რომლებზეც შედეგები ეწერება ძირს კი მივაწერ ვინ რამდენი აიღო ქულა.

მაშ ასე გელა ბატონი ისროდა ისროდა და მიიღო შედეგი:



შედეგები არის შედმეგ - 34.2+46.6+71.1+30.8=152.9/4=38.22

მოკლედ პირველი კაცია და პირველ ადგილზეა, ჯერ სხვა შედეგი არ გვქონდა smile.gif ასე რომ ეგ კაცი გარანტირებულად პირველ ადგილზეა.

გადავედით მეორე მონაწილეზე soxa





შედეგები არის შედმეგი - 40.1+23.4+23.2+22.5=109.2/4=27.3

რედისკა smile.gif ეგრევე ჩამოაცილა გელა პირველ ადგილს და თვითონ დაბრძანდა პირველ ადგილზე, smile.gif ბრძოლა კარგი იგეგმებოდა smile.gif. ისე ილარიონჯან, არ გინდა კარგად დააკვირდე თოფს? ხომ არ გეცნობა რომელი თოფია? რომელ ქიშმიშებს ისვრის თუ იცი? ვინ იყო A4-ს ვერ ვარტყავ 50 მეტრზეო, აგერ კაცი 22 მილიმეტრში სვავს ტყვიებს smile.gif სროლა არ იცი ილიკოჯან smile.gif

კაი გადავედით მესამე მონაწილეზე ochopintre - აბა ოჩო არ შეგვარცხვინო.





შედეგები გამოიყურება შემდეგნაირად - 31.8+46+29.5+42.8=150.1/4=37.5 სამწუხაროდ დისკვალიფიკაცია მოუწია ოჩოპინტრეს sad.gif, ერთერთ სამიზნეში 4 ტყვიაა

მაშ ასე ჯერჯერობით სოხა რჩება პირველ ადგილზე smile.gif

გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე Okela - ამ კაცს პირველი გამოჩენა ჰქონდა ამხელა თავყრილობაზე, ასე ვთქვათ მისი დებიუტია, სამწუხაროდ სასროლ პოზიციაზე სურათის გადაღება ვერ მოვასწარი smile.gif მაგრამ თუ ვერ იცანით ზემოთ აიხედეთ და ჩემი შტეერით რომ დგას გახარებული ადამიანია სწორედ ეგ არის Okela



შედეგები შემდეგია - 35.8+32.7+51.5+27.8=147.8/4=36.95 - მაგრამ დისკვალიფიკაცია მოუწია ამ კაცს პირველივე გამოსვლაზე sad.gif, 2 სამიზნეს ტყვიები ააცილა და....

გადავედით შემდეგი ვინ გვყავს? აააა... ველიკი, ი მაგუჩი ტამაგუჩი, ჩვენი სექსუალური სიამაყე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რა თქმა უნდა ეს არის დიდი და განუმეორებელი CZ, მაშ ვნახოთ მისი მიღწევები







შედეგები კი შემდეგია - 46.5+46.5+52.6+60.5=206.1/4=51.5

ჰოო ასე ვერ გავფრინდებით და რა თქმა უნდა სოხა ისევ პირველ ადგილზეა, აბა ვინ შეეცდება ჩემპიონობის ტიტულის მოხსნას?!!!!

შემდეგი გვყავს გრიგოლი, მართალია შეჯიბრისას ეს მიმდევრობა დაცული არ იყო, იმიტომ რომ თოფი ცალკე ნადირობდა, გრიშა კი იჯდა და ელოდებოდა თოფს, მაგრამ მოდით ნუ ავურევთ მიმდევრობას, რაც მიწერია მივყვეთ smile.gif



შედეგები კი შემდეგია - 54.4+47.2+40.3+48.7=193.3/4=47.57

რა გინდა სექსი ბოის კი აჯობა შედეგით და უძახე ახლა შენ ამას დისკო smile.gif

გადავედით შემდეგ მონაწილეზე.. ჯანდაბას ჩემი სკლეროზი.. რომელი ხართ ახლა ჩემს ჟურნალში ჩაწერილი?? როგორ არ იცით? კაი ჯანდაბას, წავედი ჩემი რადიკულიტიანი თითებით გადავშალო ჟურნალი და ჩავიხედო რა დაჯღაბნა ნორიკამ smile.gif

აჰაა შემდეგი ყოფილა გამოუსწორებელი ნარკო ბარონი, სახელად კოკნარა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ესეც მისი სამიზნეები:





შედეგები კი შემდეგია - 46.5+67.8+18.7+59.1=192.1/4=48.025 - მაგრამ დისკვალიფიკაცია მოუწია sad.gif, 1 სამიზნეს ტყვია ააცილა და....

გადავედით მუდმივად დაშლა აწყობის საამქროში მომუშავე KAKA-ზე, არ დავუკარგოთ ამ კაცს შრომა, ბუნებაშიც კი ახერხებს თოფის დაშლა აწყობას smile.gif



შედეგი შემდეგია - 39.6+28.5+21.1+23.5=112.7/4=28.17

იცინეთ და იმ დღეს ბუნებაში დაშლილი და შემდგომ ხელახლა აწყობილი თოფით, საჩქაროდ გასწორებული სამიზნით კაცი ახერხებს და ჩემპიონს ძალიან, ძალიან ახლოს უკაკუნებს, მართალია პირველ ადგილზე ისევ Soxa რჩება, მაგრამ...სულ რაღაც 1 მილიმეტრი და....

შემდეგი მონაწილე გვყავს მძინარა მზეთუნახავი, დიდიი მონადირე და ყვავების გენოციდის მომწყობი Davitus-ი smile.gif, სანამ მისი რიგი მოვიდოდა საერთოდ არ ღელავდა არაფერზე, ჯერ იყო და ისვენებდა სავარძელში შემდეგ საერთოდ წაუთვლიმა და გამოძინებული ჯანღონით სავსე შეუდგა სროლას smile.gif





შედეგები კი შემდეგი იყო - 18.3+40.6+23.8+31.1=113.8/4=28.45

ერთმა სამიზნემ გააფუჭა მუღამი, 40 მილიმეტრი რომ არ ყოფილიყო ერთერთ სამიზნეში ალბათ KAKA მეორე ადგილს დაემშვიდებობებოდა, მაგრამ ჯერჯერობით სოხა პირველზეა და კუდში მიყვება KAKA.

შემდეგი მონაწილე არის თავის თოფით უკმაყოფილო Giorgi RW. რაცხა ლულა წრეზე დადისო ისაო ესაო, კრემს თოფით კარგად ვზილავო smile.gif, მოკლედ ვნახოთ რა მოზილა:



მოხარშული კრემის შედეგები კი გამოიყურება შემდეგნაირად - 35.8+32+27.1+38=132.9/4=33.23

კრემი მგონი არ გამოვიდა, მაგრამ შედეგებს არაუშავს, პირველ სამეულზე ალბათ საუბარი არ გვაქვს, მაგრამ ... რავიცი რამე უჩანს ამ თოფს ცუდი smile.gif

შემდეგი უნდა ყოფილიყო აირგანელი Lado, მაგრამ დროზე ადრე საქმე გამოუჩნდა და გაიქცა. ისე უნდა აღინიშნოს რომ ლადოს HW100-ი აქვს, უკრაინიდან ჩამოტანილი და მგონი როგორც ირკვევა პირველი HW100 მისი იყო საქართველოში, უბრალოდ, თოფი აქვს, სიამოვნებს სროლა, მაგრამ ფორუმზე რატომღაც არ ჩანს... დასანანია sad.gif, ამ ჯერზეც KAKA-მ ლამის ძალით მოიყვანა... მარა მალე გაგვექცა...

შემდეგი გვყავს ტიტლიკანა აბდულ იბნ ბაზუკა smile.gif, მართალია შეჯიბრებისას უკვე ელეგანტურად ჩაცმული გამოვიდა, მარა სულთანის სახელი შერჩა smile.gif სულთანმა კი შემდეგი შედეგები გვაჩვენა... აი ის მე-7 რომ არ ყოფილიყო, ის მეშვიდე!!!!





შედეგი კი შემდეგია - 22.3+22.8+25.7+55.6=126.4/4=31.6

აი მეოთხე ჯგუფზე რომ არ მიეღო 55 მილიმეტრი... მოდით დროებით წარმოვიდგინოთ თითქოს და მეოთხე მიზანში არსებული ჯგუფი ისევ სადღაც 24 მილიმეტრია, მაშინ ბაზუკას ექნებოდა საშუალო ამ 4 ჯგუფიდან.... 23.675, ბაზუკაააააააა!!! ეს რა ქენი რა... იმ მეშვიდე ტყვიას რომ დაინახე კაბა დაკუჭული ჰქონდა რატომ ისროლე!!!! ვა-ვა ვა-ვა. აქედან მორალი, ისროლე მხოლოდ გადარჩეული ქიშმიშები smile.gif რა პირველი ადგილი იკარგება!! სოხა მეორეზე იქნებოდა!!!! დაჟე სხვებიც! სახელს ჯერ არ დავასახელებ smile.gif

კაი გადავედით შემდეგ მონაწილეზე, რომელიც გზაკვალს მხოლდო GPS-ით აგნებს, ასევე აგზავნის მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიებისა და არეული JPS-ის მეშვეობით ტყვიებს მიზანში. მიასალმეთ პოდიუმზე... უიჰ! უკაცრავად, სასროლ პოზიციაზე ჩამოჯდა ბატონიიიიი NORIKA!!!! მქუხარე ტაში არ დაგავიწყდეთ smile.gif



შედეგები კი შემდეგია - 28.1+13.7+34.2+30.7=106.7/4=26.68

ვსიოოოო!!! შეიცვალა პირველ ადგილზე გასული სოხა, ჩემპიონის ტიტული რომელიც მეორე მონაწილეს შემდეგ სოხას ეჭირა, ნორიკამ უცებ ჩაანაცვლა. თან დააკვირდით ერთერთი ჯგუფი სულ რაღაც 13.7 მილიმეტრია, წინსწრებით დავწერ ბარემ რომ ეს ყველაზე პატარა ჯგუფია მთელს გასვლაზე, ამაზე პატარა ჯგუფი არავის გაუკეთებია.

დედა რა გაღიმებული ნორიკას სახე გავმაზე და არ გადავიღე, რა გასწორებულში იყო როდესაც გავზომეთ smile.gif ვსიო რა გაისწორა რა ამდენი ვარჯიშის შედეგი smile.gif, ცუდი ისაა რომ ნორიკას მერე რიგში Ja_Ja წერია თავისი საზიზღარი Steyr-ით

მოკლედ გამოვიდა ეს უცხოპლანეტელი დაჭყიტა თავისი თვალე და ქნა აი ეს შედეგი... ისა სულ დამავიწყდა ამასობაში ხალხი ღადაობდა ნორიკა ახლა იმფაქტს მიიღებსო, ნორიკა კაიფობდა არიქა ცოტა ცუდი ჯგუფები გააკეთეო smile.gif



შედეგი გამოვიდა შემდეგი - 15.6+21.7+41.7+19.6=98.6/4=24.65

ჰოოო, ჩემპიონს ტიტული სულ რამდენიმე წუთი ჰქონდა smile.gif ამ საზიზღარმა უცხოპლანეტელმა, ანუ მე, სასწრაფოდ ჩამოვართვი პირველობა ნორიკას, თუმცა პირველი ჯგუფის გასროლისას როდესაც საოცარი შედეგი 41 მილიმეტრი მივიღე ჩემს თვალებს არ ვუყურებდი ტყვიები ასე საშინლად რომ მიფრინავდა... ნორიკაც მეღადავებოდა - მიდი, მიდი ეგრე გააგრძელეო, ხალხი კომენტარებს ყრიდა, ნორიკ ქრთამად რამდენი გადაუხადეო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისევ დროებით რომ წარმოვიდგინოთ ის საზიზღარი 41 მილიმეტრი რომ არ ყოფილიყო და ვთქვათ 20 მილიმეტრი ყოფილიყო, მაშინ ჩემი საშუალო გამოვიდოდა 19.225!!! რა ჭირი და ჯანდაბა მეცა ხელებში ეგეთი, ის პირველი ჯგუფი ეგრე საშინლად რომ ავრიე!!!!!! ეჰ ჯანდაბას.

მოკლედ ასე იყო თუ ისე დაგვრჩა ბოლო მონაწილე მისტერ დამოუკიდებელი მონადირე Foxy, ვნახოთ მისი შედეგიც:



შედეგი არის შემდეგი - 29.7+16.9+30.1+43.6=120.3/4=30.075

ასე მორჩა ჩვენი შეჯიბრი, მონაწილეთა სია დაგროვილი ქულებისა და დაკავებული პოზიციების მიხედვით კი გამოიყურება შემდეგნაირად:


1) ja_ja - 24.65
2) Norika - 26.68
3) soxa - 27.3
4) kaka - 28.17
5) Davitus - 28.45
6) foxy - 30.07
7) Bazuka - 31.6
8) Giorgi RW - 33.23
9) gela - 38.22
10) grigol - 47.57
11) CZ - 51.5


დისკვალიფიცირებული
1) okela
2) koknara
3) ochopintre

ესენი შემდეგ შეჯიბრს და ძმის კვალიფიცირებას დაელოდებიან smile.gif

შეჯიბრისას ერთი საოცარი კანონზომიერება იჩანდა თავს, ყველა მონაწილემ მინიმუმ 1 საზიზღარი ჯგუფი გააკეთა, რაზეა ეს მოვლენა დამოკიდებული ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება...

კაი ბატონო გადავედით პლინკის ნაწილზე, მართალია გვშიოდა უკვე და ყველანი პურით სავსე პარკთან დარბოდნენ, მარა ჯერ მოვალეობა და მერე დანარჩენი smile.gif

პლინკი იწყება პლინკი!!!! სადაა ჩინური პინგ-პონგის ბურთები!!! მოიტათ ოხრად!! smile.gif



თუმცა სად იქნება ჩინელ ტერმინატორს აქვს ლამაზ თვალებად გამოყენებული biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დავთხარეთ სასწრაფოდ 150 თვალი, და გავუშვით ტყეში რაიმე დასამაგრებლის მოსაფიქრებლად. იმიტომ რომ მუყაოს კოლოფი ყველას დაგვავიწყდა biggrin.gif, თუმცა 2 ცალი ხის ჩანგალი და მასზე გადებული ტოტი უცბად რამდენიმე კაცს მოგვივიდა თავში, მაგრამ ტერმინატორმა Davitus-ამ შედევრი შექმნა smile.gif



ზოგიერთი კი ამასობაში უკვე სწავლობდა მოძრავ სამიზნეებზე სროლას biggrin.gif



მოკელდ აგერ უკვე ხალხი ემზადება ახალი გართობისთვის, ნორიკა გასწორებულშია, აი შტეერი რომ არა!!! უუ-ჰუ-ჰუ!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



დანარჩენი კი ელოდება რაღაცას, ან ვიღაცას smile.gif



ააა აი ვის ელოდებიან smile.gif smile.gif







ბურთების დასამაგრებელი სისტემის პატენტი დავითუსას ეკუთვნის, მოკლედ სტეპლერის ტყვიებს (ანუ მავთულებს) არჭობთ ხეში, და შემდეგ ნელ-ნელა სათითაოდ ბურთულებს ამ მავთულზე ჩამოაცვავთ. მორჩა, მშვენივრად დგას, არ ვარდება, თუ ტყვია მოხვდება უმეტეს შემთხვევაში სძვრება მართულს და ძირს ვარდება.





მოკლედ წავიდა სროლა და წავიდა ბურთების ყრა smile.gif







მოკლედ შეჯიბრი მიდიოდა შემდეგი პირობებით:

1) დისტანცია 25 მეტრი
2) სროლა მდგომარე ხელიდან, ყველანაირი საყრდენის გარეშე
3) ვინ რამდენ ბურთს ჩამოაგდებდა
4) მსროლელი ისვრის 5 ტყვიას 5 სამიზნეში
5) რამდენი ბურთიც ჩამოვარდა იმდენი "მალადეც" მაგას smile.gif

შედეგები შემდეგნაირად განაწილდა:

norika - 4 ჩამოგდება 5-დან
Ja_Ja - 4 ჩამოგდება 5-დან
soxa - 3 ჩამოგდება 5-დან
kaka - 3 ჩამოგდება 5-დან
bazuka - 2 ჩამოგდება 5-დან
davitus - 2 ჩამოგდება 5-დან
Giorgi RW - 2 ჩამოგდება 5-დან
Foxy - 2 ჩამოგდება 5-დან
Gela - 1 ჩამოგდება 5-დან
Ochopintre - 1 ჩამოგდება 5-დან
Gregori - 1 ჩამოგდება 5-დან
koknara - 1 ჩამოგდება 5-დან
Okela - 1 ჩამოგდება 5-დან
iorama - 0 ჩამოგდება 5-დან
CZ80 - 0 ჩამოგდება 5-დან
norika - 4 ჩამოგდება 5-დან

მოკლედ მაგრა მივქარე რომ 4 ბურთი ჩამოვაგდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ნორიკა ისე იყურებოდა, აქ გაუგებრობას ვერ აიტანდა, ამიტომაც მეორე ტური მოითხოვა, სადაც ისევ 5- ბურთისთვის უნდა გვესროლა. დავთანხმდი, არ გამოდიოდა, თუმცა აღარ ვუხსნიდი რომ ჩემი თოფიდან ხელახლა 4 ბურთვის მოხსნა ნამეტანი ძნელი იქნებოდა, მძიმეა ეს შობელძაღლი და დადის ხელში აქეთ იქეთ. მეც დიდი წონით არ გამოვირჩევი... ნორიკას აგერ დიდი ღიპი მაინც აბალანსირებს biggrin.gif, მაგრამ უარი არ გამოდიოდა.

ეცა ნორიკა ბურთებს ვითარცა ლომი და ალბათ გულში იმდენი აგინა ის საცოდავი პინგ-პონგის ბირთები, რომ სირცხვილით ხუთივე ჩამოვარდა smile.gif უფრო სწორედ მოარტყა და ჩამოვარდნენ.

დავდექი ახლა მე.. ვუყურებ მიზანში და ვავა რას დადის თოფი... smile.gif, კაი ვესროლე ერთს, მოხვდა, ვესროლე მეორეს და... აცდა! biggrin.gif ასე გახდა ნორიკა პლინკის მეფე იმ დღეს, გოლოცავ ნორიკ, მგონი შენი წერტილი გამოვთვალე, თუ ვინმემ გაგაბრაზა ვავა smile.gif, ასე რომ სულ უნდა გეფერო და გიღიტინო, მერე მოდუნდები და ცუდ ჯგუფებს გააკეთებ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ის იყო მოვრჩით ეს პლინკი რომ პრეზიდენტიც შემოგვიერთდა.











მოწამლა ეგრევე ხალხი ცეცხლსასროლით (ნადირობიდან მოდიოდა და...), CZ-მაც სასწრაფოდ მოირგო ხელში ფიშტო, გაისროლეს ერთი ორი დააფრთხეს იქაურობა და სადღაც გაეშურნენ გასართობად, ანუ ნადავლს მოვიყვანთო. თუმცა მანამდე ნადავლის სახით პრეზიდენტმა მწყერი მოგვიყვანა და დაგვიტოვა.

ისე რადგანაც პრეზიდენტი მოვიდა და დამატებითი სასუსნაო მწყერის სახით მოიტანა, ჩვენც გვშიოდა და ამასობაში შეჯიბრებებიც მოვრჩით... მოკლედ გადავედით კულინარიულ თემატიკაზე.


ბიძიებო ბაბუები გვშია, გვშია

დავიწყეთ სამზადისი, თუმცა საქმეში უფრო დავითუსა, ფოქსიკა და კოკნარა ჩაერთნენ, მთავარი შეფ-პოვარის მოსვლამდე ყველაფერი იპუტებოდა ითლებოდა და შამფურებზე ესხმებოდა.











იმპროვიზორებული სასაუზმე ადგილი ასე-ვთქვათ პოლიგონისგან მოშორებით ბორცვაკზე განვათავსეთ. აგერ გთავაზობთ მიახლოებით წარმოდგენისთვის რამდენიმე სურათს რომ იოლად გაიგოთ რა დაცილებაზე იყო განთავსებული სასადილო smile.gif. 1 სურათი ახლო ხედი პოლიგონის, მეორეზე საშუალო ხედი და მესამეზე სრული დაცილება პოლიგონისგან.







ესეც მთავარი მზარეულის სპეც დამხმარე ძალა smile.gif



სხვათა შორის იქვე შორიახლოს მოვაწყვეთ პატარა სასროლი ადგილი, ვისროდით შორს და ძალიან შორს, ანუ მინი ექსტრემი მოვაწყვეთ smile.gif





ჯობია ამ საქმეს ვიდეო ფაილად შევხედოთ



როგორც ვიდეოს ბოლო კადრებზე ჩანს უკანა ფონზე მწვადები და სხვა გემრიელი რაღაცეები მზადდება, ჰოდა დამშეულმა ფრიდრიხ ფონ გრუბერმა ბოლოს ყველა დაგვიძახა აბა ბავშვებო დროა ვჭამოთო და.... და ყველა ჭამას შეუდგა, თუმცა საჭმელი არავის არ ეყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif







ჯობია ეს ყველაფერი ისევ ვიდეო ფაილად ვნახოთ.



როგორც ვიდეოს პირველ წამებზე ჩანს ამასობაში ხალხი ექსტრემალურ სპორტს არ ეშვებოდა. მოკლედ იქვე შორიახლოს რაღაც წყლის არხი იყო, იმ არხამდე გადავთვალე 105 დიდი ნაბიჯი, პლიუს თვითონ არხი კი იქნებოდა ერთი 5-7 ნაბიჯი თუ უფრო მეტი არა და ბოლოს ის პატარა ბორცვაკი რომელზეც დაყენებული იყო სხვადასხვა ექსტრემ სპორტის ნივთები






ძველი თაობა ახალს სროლას ასწავლის, თუმცა ვი ვის ასწავლის ჯერ კიდევ საკითხავია smile.gif

ესეც ბოლო ვიდეო დღეისათვის.



ასე იყო თუ ისე ბოლოს ჩამობნელდა, ერთი ნაწილი საუბარს აგრძელებდა თეთრი ჩაის დალევისას, მეორე ნაწილი კი განვიხილავდით ამა თუ იმ პნევმატიურ საჭირბოროტო საკითხებს. ბოლოს სულმთლად ჩამოგვაბნელდა. რავარც იქნა გადავწყვიტეთ წამოსვლა და დავიწყეთ მანქანებში ჩალაგება smile.gif







გზად კურიოზი არ მოგვსვლოდა არ შეიძლებოდა smile.gif, მე მოვხვდი ნორიკას მანქანაში, იმავე მანქანაში იყო კოკნარა და ფოქსიკა. ფოქსი გვეუბნებოდა აი ისე წადი ასე წადიო და მივდიოდით და მივყვებოდით ჩვენს წინ მიმავალ მანქანას. უცებ წინა მანქანა ჩერდება, ნორიკა ეწევა, უსწორდება და ეკითხება რა იყოო? იქედანაც პასუხობენ რომ გზა არ იციან რაფერ უნდა გავიდნენ.

ნორიკა ამაყად ამბობს მერე JPS ნავიგატორი ხომ მაქვსო smile.gif წავალ წინ და წამომყევითო.... წავიდა ნორიკა წინ, ვუყურებთ მის ნავიგატორს და მოგყვება უკან კიდევ 3 მანქანა ხალხით გავსებული



მივდივართ ასე გაუგებარ ადგილებში, ნორიკას ნავიგატორი გარანნტირებულად ტყეში გზას გვიჩვენებს და გზა მართლაც არის, ოღონდ სად მიდის კაცმა არ იცის. ცოცხალი ნავიგატორი Foxy-ს სახით წარამარა გაიძახის, ჰოო, კაკრას ეგრე, აი ახლა მარჯვნივ, ახლა მარცხნივ, ჰო რა ნავიგატორს მიყევი სწორედ მიდის და უცებ ვაწყდებით აი ამას smile.gif









როგორც ვიცით ჩვენს უკან კიდევ 3 მანქანა მოდიოდა და ვდგევართ ასე ყველანი დახურულ ტყეში biggrin.gif სად წავიდეთ არ ვიცით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



რავარც იქნა გადავწყვიტეთ უკან მოტრიალება, ისევ ვუყურებთ ნავიგატორს და რას ხედავს ჩვენი თვალები, უკან გზა არის იასამნისფერი, წინ კიდევ შავი ტერიტორიაა, ანუ წესით გზა არ უნდა იყოს, მაგრამ აშკარად გზა არის... გაიგე ახლა სად ვართ smile.gif




ნორიკა უყურებს ნავიგატორს და იძახის - აი აქ ვართ! smile.gif მარა ნეტა სადაა აგი შავი წერტილი რომელზეც ამბობს აქ ვართო...

ასე იყო თუ ისე ეს კურიოზი ასე იოლად არ მორჩა, წინ წასულმა სამმა მანქანამ გზას გააკვლია, მარა აი ნორიკას ნავიგატორმა და მეორე ცოცხალმა ნავიგატორმა რომელიც პირველი შეცდომის მერე იძახოდა მე "მესნი" არა ვარ ეგრე ნუ მიყურებთო smile.gif, ისევ რაღაც გაუგებარ ადგილზე მიგვიყვანეს, წინ ვერ წახვალ უკან ვერ მოუხვევ biggrin.gif მოკლედ დავრჩით მოჯადოებულ ტყეში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



ცოტახანში სოხა მირეკავს გავედით გზაზე და სად ხართო! smile.gif მეთქი მაიცაა, ჯერ სად ხართ ჩვენ აქ წრეები გვაქვს კიდო დასახატი მეთქი smile.gif, ასე იყო თუ ისე კიდევ 10 წუთი ბოდიალი და რავარც იქნა გზად გავედით. ნორიკას ნავიგატორმა გზა მხოლოდ რუსთავისკენ მიმავალ გზაზე გვიჩვენა სწორედ, მანამდე სად ვიყავით კაცმა არ იცის smile.gif


აი ასე ჩანს სამშვიდობოს გამოსულზე გზა JPS ნავიგატორში.

მოკლედ ჭირი იქა ლხინი აქა, ასე მორჩა ჩვენი თავგადასავლები იმ მშვენიერ დღეს. დავიშალეთ სახლებში და შემდეგ 5 დღეა ამ ვეეებერთელა ოსკარის ჯილდოს ღირს ნოველას ვწერ. ნუ ოსკარი თუ არა ნობელის პრემიაზე წარსადგენი ხომ მაინც არის biggrin.gif. კაი ბატონო ვაჭერ ხელს ვაქვეყნებ ამ სტატიას და წავედი ახლა მე დასაძინებლად, თქვენ კი ხვალ საკითხავი მასალა გექნებათ smile.gif

P.S. აი ვინც გამოტოვეთ ეს დღე მაგარი რამე გამოტოვეთ, იმედია ვიდეო ფაილები მაინც გიჩვენებთ რა გამოტოვეთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   და შეიქმნა შეჯობრი გართობით 18-სა 09-სა 2011 წელსა   Sep 23 2011, 11:19 PM
- - foxi   ჯაჯას გარეშე გასვლ...   Sep 24 2011, 12:07 AM
- - cz80   არა რა გიუშ, შეუცვლ...   Sep 24 2011, 01:42 AM
- - kaka8079   საღო გიო,ისე გიო ცო...   Sep 24 2011, 06:40 AM
- - ja_ja   kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 24th ...   Sep 24 2011, 08:45 AM
- - koknar   კარგათ იკითხება პი...   Sep 24 2011, 09:30 AM
- - tengo   ja_ja გილოცავ ჩემპიონ...   Sep 24 2011, 10:05 AM
- - cz80   ციტატა(kaka8079 @ 24th September ...   Sep 24 2011, 10:48 AM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 24th Septem...   Sep 24 2011, 10:50 AM
- - jjjjkki   ვახ რა კარგათ გაგი...   Sep 24 2011, 12:39 PM
- - Davitus   საღოლ მისტერ, მაგა...   Sep 24 2011, 02:28 PM
- - giorgi-RW1k77X2   ja_ja ვაახ, გასვლა ხომ...   Sep 24 2011, 03:44 PM
- - cz80   ციტატა(gioxashuri @ 24th Septembe...   Sep 24 2011, 04:44 PM
- - gregory   ციტატა(gioxashuri @ 24th Septembe...   Sep 24 2011, 09:23 PM
- - giorgi-RW1k77X2   ხო, მართლა, ავთოს პლ...   Sep 24 2011, 09:53 PM
- - ReMiNgToN   გასვლა ძაან მაგარი...   Sep 24 2011, 10:30 PM
- - ja_ja   ReMiNgToN ციტატა(buybuya @ 24th ...   Sep 24 2011, 11:40 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 25th September 201...   Sep 24 2011, 11:48 PM
- - giorgi-RW1k77X2   ისე, რა მაინტერესე...   Sep 25 2011, 12:00 AM
|- - gela   ციტატა(giorgi-RW1k77X2 @ Sep...   Sep 25 2011, 09:00 AM
|- - sekurifa   ციტატა(gela @ Sep 25 2011, 10...   Sep 25 2011, 11:53 AM
- - ja_ja   giorgi-RW1k77X2 gela აი შარიკე...   Sep 25 2011, 09:17 AM
- - ja_ja   sekurifa ციტატა(sekurifa @ 25th ...   Sep 25 2011, 12:26 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(ja_ja @ 25th September 201...   Sep 25 2011, 08:09 PM
- - sekurifa   ხალხნო 70 მეტრში თუ ...   Sep 25 2011, 08:22 PM
- - norica_dragon   მე უკვე ძაან დიდი ხ...   Sep 26 2011, 11:35 AM
- - kaka8079   მე ყველას გახსოვთ ...   Sep 26 2011, 11:59 AM
- - koknar   kaka8079 შენ ხელში ყველ...   Sep 26 2011, 06:09 PM
- - bazuka   ეს ტიტლიკანა სურათ...   Sep 28 2011, 07:15 PM
- - cz80   ციტატა(bazuka @ 28th September 20...   Sep 28 2011, 10:27 PM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 28th Sept...   Sep 28 2011, 11:10 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 07:25 PM
Hosted by Pro-Service