
და ეყარნენ ისინი ვითარცა მებრძოლნი უხილავი ფრონტისა
ბრძენი პნევმატიკოსების
გამონათქვამებიდან
დაგეგმვა და გასვლა
თავი და თავი როგორც წესი ილარიონა იყო ამ საქმის, მაგრამ ბოლოს ჩამოგვცილდა სამსახურის გადაუდებელი საქმეების გამო და.... და სხვა რა გზა გვქონდა, ავკრიფეთ გონება, ფეხები, ხელები და მაინც წავიდით იქ სადაც ვგეგმავდით

გასვლა სტანდარტულად სპორტის სასახლიდან, გზავ ნაწილი ხალხის აკრეფვა და აი უკვე რუსთავში ვართ ცნობილ გასაჩერებელზე. აღმოჩნდა რომ KAKA რომელიც თავის მეგობართან ერთად უნდა დაგვხვედროდა ადგილზე, მოკლედ ადრე მივიდა და იფიქრა სანამ ესენი მოვლენ მე მანქანების ბაზრობაზე გავალო და ვაი

ავკრიფეთ კაცზე 10-10 ლარი, შევიარეთ მაღაზიაში და მივქარეთ


მეორე შეცდომა მე დავუშვი ფოქსიკასთან ერთად, იმავე 16 კაცზე 4 კილო სამწვადე ავიღეთ... გასაგებია რომ არავის ეყო, არადა მაღაზიაში ბლომად ჩანდა. იგივე შეცდომა მოგვივიდა პურზეც, მოკლედ ხელზე კიდევ 40 ლარი იყო დარჩენილი და ის ის იყო ვფიქრობდი წყალი თუ სამწვადე მეთქი, რომ გრიშას მეთაურობით დელეგაცია დამადგა წავალთ ჩვენ ჩაის ვიყიდით მოგვეცი ეგ ფულიო... კი არ დავუკვირდი 40 ლარად რა ჩაი უნდა ეყიდათ



ასე იყო თუ ისე დავიძარით ცოტახანში და რუსთავიდან შორიახლოს ტყის მასივში გავჩერდით. ამოვალაგეთ ბარგი, თოფები, ნასოსები, ოპტიკები და....
ჩვენც მოვედით
ასე იყო თუ ისე ჩამოვიცალეთ და ყველა უცებ გაიშალა. თითქოსდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლად ვემზადებოდით და ტაქტიკური პოზიციების შერჩევა იყო საჭირო, სინამდვილეში კი ყველა თავის თოფს ეცა, ზოგი ტუმბავდა, ზოგი ისროდა, ზოგიც კი შლიდა და აწყობდა







ილარიონ ნეტა არ დაგენახა ეს სურათი სად აგდია შენი ოპტიკა და მერე კიდევ იწუნებდნენ


ისე ჩვენში დარჩეს სურათების აღწერები არ ამოგივიდათ ყელში? არ ჯობია ეს ყველაფერი რეალში ვნახოთ როგორ ხდებოდა

პატარა ჩანართი ბუნების დამცველებისთვის, კუ გადარჩა

როგორც ვიდეოდან ჩანს ვის რას აკეთებდა კაცმა არ იცის



ზოგი ნახირს ერეკებოდა იალაღებზე


ალახ აგბარ მეთქი, დღეს უნდა მოვიგო!

აინე ცვანციხ, ფიურენ ზიხციხ - გაიძახოდა ობერშტურმანფიურერი გრუბერი

ლა თოფია ბიჯო, ლა თოფი....

მაიცა .. და რას ვესროლო? ან სად ვისროლო?

- არა ჩვენ ის ხალხი არ ვართ..., ჩვენ ვაკვირდებით, გაეროდან ვართ

ზოგიც, თევზაობდა, ზოგიც შვებულებაში, იყო, ზოგიც ნაქეიფარი და ზოგიც უქეიფარი. რას იზამ აგრეა ბატონო საქმე, როდესაც ამდენი ადამიანი ერთად იკრიბება


მოკლედ ასე იყო თუ ისე, რადგანაც ნორიკამ მაგიდა წამოიღო დაეუფლა და სულ იმას იძახოდა 5 ტყვია მასროლინეთ თოფი უნდა გავასწოროო, მარა ან თვლა ჩვენ დაგვავიწყდა, ან ნორიკა მოატყუეს მაღაზიაში და 500 ცალიანი ტყვიების კოლოფის მაგივრად 5 ტყვიანი კოლოფი შეაჩეჩეს ხელში

სამაგიეროდ, გავშინჯეთ KAKA-ს თოფზე IJ_22-ის სანაქებო ლულა, საინტერესო ის მოხდა რომ მარადიორის ლულისგან განსხვავებით რუსული ლულა იმის გამო რომ უფრო მეტად კარგად ჭრის ტყვიას და საერთოდ კალიბრი ასე ვთქვათ მოსუსტებული არ არის, თოფს, მთელი 22 მეტრ წამით დაუგდო სიჩქარე. თან რუსულ ლულას ჩოკი არ აქვს.... ჰოო სწავლა სიკვდილამდეოოოო...



მოგვიანებით შემოგვიერთდა SOXA, ჩაეძინა დილით ამიტომაც მოგვიანებით შემოგვიარა, თუმცა იმ დღეს შემოერთებები კიდევ ბევრი იყო, ასე მაგალითად ცოტახანში Iorama-ც შემოგვიერთდა, ცოტა კიდევ მოვიცადეთ და საყვარელმა პრეზიდენტმაც არ დაგვივიწყა და დაგვადგა თავზე. ისე პრეზიდენტჯან.. ეს თვე ბოლოში გადის - სადაა კლუბი იურიდიული სტატუსით

მოკლედ ასე იყო თუ ისე, ნელ-ნელა ამოიწურა პირველი ბუნებაში გამოვარდნის ჟინი და დავიწყეთ შეჯიბრზე ფიქრი, მე და Giorgi RW წავედით სამიზნეების დასაკიდებლად



ასე იყო თუ ისე სია არის შემდეგი და დავიწყეთ რიგრიგობით სროლა.
1) gela
2) soxa
3) ochopintre
4) okela
5) CZ
6) grigol
7) koknara
8) kaka
9) Davitus
10) Giorgi RW
11) lado - ახალი მონაწილეა, მაგრამ ეჩქარებოდა და დროზე ადრე მოუწია წასვლა
12) Bazuka
13) Norika
14) grigorichi
15) ja_ja
16) foxy
მოკლედ სია გვაქვს სამიზნეებიც გვაქვს და წავედით....

ახლა კი მივაყრი შედეგების ფურცლებს, უბრალოდ სურათებზე აღარ იქნება დადებული შტანგელი, თითო სამიზნეზე შტანგელის დადება და სათითაოდ გადაღება ავოიეეე, 16 მონაწილე 4-4 სამიზნე, სანამ მაგათ გადავიღებ..

მაშ ასე გელა ბატონი ისროდა ისროდა და მიიღო შედეგი:

შედეგები არის შედმეგ - 34.2+46.6+71.1+30.8=152.9/4=38.22
მოკლედ პირველი კაცია და პირველ ადგილზეა, ჯერ სხვა შედეგი არ გვქონდა

გადავედით მეორე მონაწილეზე soxa


შედეგები არის შედმეგი - 40.1+23.4+23.2+22.5=109.2/4=27.3
რედისკა





კაი გადავედით მესამე მონაწილეზე ochopintre - აბა ოჩო არ შეგვარცხვინო.


შედეგები გამოიყურება შემდეგნაირად - 31.8+46+29.5+42.8=150.1/4=37.5 სამწუხაროდ დისკვალიფიკაცია მოუწია ოჩოპინტრეს

მაშ ასე ჯერჯერობით სოხა რჩება პირველ ადგილზე

გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე Okela - ამ კაცს პირველი გამოჩენა ჰქონდა ამხელა თავყრილობაზე, ასე ვთქვათ მისი დებიუტია, სამწუხაროდ სასროლ პოზიციაზე სურათის გადაღება ვერ მოვასწარი


შედეგები შემდეგია - 35.8+32.7+51.5+27.8=147.8/4=36.95 - მაგრამ დისკვალიფიკაცია მოუწია ამ კაცს პირველივე გამოსვლაზე

გადავედით შემდეგი ვინ გვყავს? აააა... ველიკი, ი მაგუჩი ტამაგუჩი, ჩვენი სექსუალური სიამაყე






შედეგები კი შემდეგია - 46.5+46.5+52.6+60.5=206.1/4=51.5
ჰოო ასე ვერ გავფრინდებით და რა თქმა უნდა სოხა ისევ პირველ ადგილზეა, აბა ვინ შეეცდება ჩემპიონობის ტიტულის მოხსნას?!!!!
შემდეგი გვყავს გრიგოლი, მართალია შეჯიბრისას ეს მიმდევრობა დაცული არ იყო, იმიტომ რომ თოფი ცალკე ნადირობდა, გრიშა კი იჯდა და ელოდებოდა თოფს, მაგრამ მოდით ნუ ავურევთ მიმდევრობას, რაც მიწერია მივყვეთ


შედეგები კი შემდეგია - 54.4+47.2+40.3+48.7=193.3/4=47.57
რა გინდა სექსი ბოის კი აჯობა შედეგით და უძახე ახლა შენ ამას დისკო

გადავედით შემდეგ მონაწილეზე.. ჯანდაბას ჩემი სკლეროზი.. რომელი ხართ ახლა ჩემს ჟურნალში ჩაწერილი?? როგორ არ იცით? კაი ჯანდაბას, წავედი ჩემი რადიკულიტიანი თითებით გადავშალო ჟურნალი და ჩავიხედო რა დაჯღაბნა ნორიკამ

აჰაა შემდეგი ყოფილა გამოუსწორებელი ნარკო ბარონი, სახელად კოკნარა



ესეც მისი სამიზნეები:


შედეგები კი შემდეგია - 46.5+67.8+18.7+59.1=192.1/4=48.025 - მაგრამ დისკვალიფიკაცია მოუწია

გადავედით მუდმივად დაშლა აწყობის საამქროში მომუშავე KAKA-ზე, არ დავუკარგოთ ამ კაცს შრომა, ბუნებაშიც კი ახერხებს თოფის დაშლა აწყობას


შედეგი შემდეგია - 39.6+28.5+21.1+23.5=112.7/4=28.17
იცინეთ და იმ დღეს ბუნებაში დაშლილი და შემდგომ ხელახლა აწყობილი თოფით, საჩქაროდ გასწორებული სამიზნით კაცი ახერხებს და ჩემპიონს ძალიან, ძალიან ახლოს უკაკუნებს, მართალია პირველ ადგილზე ისევ Soxa რჩება, მაგრამ...სულ რაღაც 1 მილიმეტრი და....
შემდეგი მონაწილე გვყავს მძინარა მზეთუნახავი, დიდიი მონადირე და ყვავების გენოციდის მომწყობი Davitus-ი




შედეგები კი შემდეგი იყო - 18.3+40.6+23.8+31.1=113.8/4=28.45
ერთმა სამიზნემ გააფუჭა მუღამი, 40 მილიმეტრი რომ არ ყოფილიყო ერთერთ სამიზნეში ალბათ KAKA მეორე ადგილს დაემშვიდებობებოდა, მაგრამ ჯერჯერობით სოხა პირველზეა და კუდში მიყვება KAKA.
შემდეგი მონაწილე არის თავის თოფით უკმაყოფილო Giorgi RW. რაცხა ლულა წრეზე დადისო ისაო ესაო, კრემს თოფით კარგად ვზილავო


მოხარშული კრემის შედეგები კი გამოიყურება შემდეგნაირად - 35.8+32+27.1+38=132.9/4=33.23
კრემი მგონი არ გამოვიდა, მაგრამ შედეგებს არაუშავს, პირველ სამეულზე ალბათ საუბარი არ გვაქვს, მაგრამ ... რავიცი რამე უჩანს ამ თოფს ცუდი

შემდეგი უნდა ყოფილიყო აირგანელი Lado, მაგრამ დროზე ადრე საქმე გამოუჩნდა და გაიქცა. ისე უნდა აღინიშნოს რომ ლადოს HW100-ი აქვს, უკრაინიდან ჩამოტანილი და მგონი როგორც ირკვევა პირველი HW100 მისი იყო საქართველოში, უბრალოდ, თოფი აქვს, სიამოვნებს სროლა, მაგრამ ფორუმზე რატომღაც არ ჩანს... დასანანია

შემდეგი გვყავს ტიტლიკანა აბდულ იბნ ბაზუკა




შედეგი კი შემდეგია - 22.3+22.8+25.7+55.6=126.4/4=31.6
აი მეოთხე ჯგუფზე რომ არ მიეღო 55 მილიმეტრი... მოდით დროებით წარმოვიდგინოთ თითქოს და მეოთხე მიზანში არსებული ჯგუფი ისევ სადღაც 24 მილიმეტრია, მაშინ ბაზუკას ექნებოდა საშუალო ამ 4 ჯგუფიდან.... 23.675, ბაზუკაააააააა!!! ეს რა ქენი რა... იმ მეშვიდე ტყვიას რომ დაინახე კაბა დაკუჭული ჰქონდა რატომ ისროლე!!!! ვა-ვა ვა-ვა. აქედან მორალი, ისროლე მხოლოდ გადარჩეული ქიშმიშები


კაი გადავედით შემდეგ მონაწილეზე, რომელიც გზაკვალს მხოლდო GPS-ით აგნებს, ასევე აგზავნის მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიებისა და არეული JPS-ის მეშვეობით ტყვიებს მიზანში. მიასალმეთ პოდიუმზე... უიჰ! უკაცრავად, სასროლ პოზიციაზე ჩამოჯდა ბატონიიიიი NORIKA!!!! მქუხარე ტაში არ დაგავიწყდეთ


შედეგები კი შემდეგია - 28.1+13.7+34.2+30.7=106.7/4=26.68
ვსიოოოო!!! შეიცვალა პირველ ადგილზე გასული სოხა, ჩემპიონის ტიტული რომელიც მეორე მონაწილეს შემდეგ სოხას ეჭირა, ნორიკამ უცებ ჩაანაცვლა. თან დააკვირდით ერთერთი ჯგუფი სულ რაღაც 13.7 მილიმეტრია, წინსწრებით დავწერ ბარემ რომ ეს ყველაზე პატარა ჯგუფია მთელს გასვლაზე, ამაზე პატარა ჯგუფი არავის გაუკეთებია.
დედა რა გაღიმებული ნორიკას სახე გავმაზე და არ გადავიღე, რა გასწორებულში იყო როდესაც გავზომეთ


მოკლედ გამოვიდა ეს უცხოპლანეტელი დაჭყიტა თავისი თვალე და ქნა აი ეს შედეგი... ისა სულ დამავიწყდა ამასობაში ხალხი ღადაობდა ნორიკა ახლა იმფაქტს მიიღებსო, ნორიკა კაიფობდა არიქა ცოტა ცუდი ჯგუფები გააკეთეო


შედეგი გამოვიდა შემდეგი - 15.6+21.7+41.7+19.6=98.6/4=24.65
ჰოოო, ჩემპიონს ტიტული სულ რამდენიმე წუთი ჰქონდა




ისევ დროებით რომ წარმოვიდგინოთ ის საზიზღარი 41 მილიმეტრი რომ არ ყოფილიყო და ვთქვათ 20 მილიმეტრი ყოფილიყო, მაშინ ჩემი საშუალო გამოვიდოდა 19.225!!! რა ჭირი და ჯანდაბა მეცა ხელებში ეგეთი, ის პირველი ჯგუფი ეგრე საშინლად რომ ავრიე!!!!!! ეჰ ჯანდაბას.
მოკლედ ასე იყო თუ ისე დაგვრჩა ბოლო მონაწილე მისტერ დამოუკიდებელი მონადირე Foxy, ვნახოთ მისი შედეგიც:

შედეგი არის შემდეგი - 29.7+16.9+30.1+43.6=120.3/4=30.075
ასე მორჩა ჩვენი შეჯიბრი, მონაწილეთა სია დაგროვილი ქულებისა და დაკავებული პოზიციების მიხედვით კი გამოიყურება შემდეგნაირად:
1) ja_ja - 24.65
2) Norika - 26.68
3) soxa - 27.3
4) kaka - 28.17
5) Davitus - 28.45
6) foxy - 30.07
7) Bazuka - 31.6
8) Giorgi RW - 33.23
9) gela - 38.22
10) grigol - 47.57
11) CZ - 51.5
დისკვალიფიცირებული
1) okela
2) koknara
3) ochopintre
ესენი შემდეგ შეჯიბრს და ძმის კვალიფიცირებას დაელოდებიან

შეჯიბრისას ერთი საოცარი კანონზომიერება იჩანდა თავს, ყველა მონაწილემ მინიმუმ 1 საზიზღარი ჯგუფი გააკეთა, რაზეა ეს მოვლენა დამოკიდებული ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება...
კაი ბატონო გადავედით პლინკის ნაწილზე, მართალია გვშიოდა უკვე და ყველანი პურით სავსე პარკთან დარბოდნენ, მარა ჯერ მოვალეობა და მერე დანარჩენი

პლინკი იწყება პლინკი!!!! სადაა ჩინური პინგ-პონგის ბურთები!!! მოიტათ ოხრად!!


თუმცა სად იქნება ჩინელ ტერმინატორს აქვს ლამაზ თვალებად გამოყენებული






ზოგიერთი კი ამასობაში უკვე სწავლობდა მოძრავ სამიზნეებზე სროლას


მოკელდ აგერ უკვე ხალხი ემზადება ახალი გართობისთვის, ნორიკა გასწორებულშია, აი შტეერი რომ არა!!! უუ-ჰუ-ჰუ!!!




დანარჩენი კი ელოდება რაღაცას, ან ვიღაცას


ააა აი ვის ელოდებიან





ბურთების დასამაგრებელი სისტემის პატენტი დავითუსას ეკუთვნის, მოკლედ სტეპლერის ტყვიებს (ანუ მავთულებს) არჭობთ ხეში, და შემდეგ ნელ-ნელა სათითაოდ ბურთულებს ამ მავთულზე ჩამოაცვავთ. მორჩა, მშვენივრად დგას, არ ვარდება, თუ ტყვია მოხვდება უმეტეს შემთხვევაში სძვრება მართულს და ძირს ვარდება.


მოკლედ წავიდა სროლა და წავიდა ბურთების ყრა




მოკლედ შეჯიბრი მიდიოდა შემდეგი პირობებით:
1) დისტანცია 25 მეტრი
2) სროლა მდგომარე ხელიდან, ყველანაირი საყრდენის გარეშე
3) ვინ რამდენ ბურთს ჩამოაგდებდა
4) მსროლელი ისვრის 5 ტყვიას 5 სამიზნეში
5) რამდენი ბურთიც ჩამოვარდა იმდენი "მალადეც" მაგას

შედეგები შემდეგნაირად განაწილდა:
norika - 4 ჩამოგდება 5-დან
Ja_Ja - 4 ჩამოგდება 5-დან
soxa - 3 ჩამოგდება 5-დან
kaka - 3 ჩამოგდება 5-დან
bazuka - 2 ჩამოგდება 5-დან
davitus - 2 ჩამოგდება 5-დან
Giorgi RW - 2 ჩამოგდება 5-დან
Foxy - 2 ჩამოგდება 5-დან
Gela - 1 ჩამოგდება 5-დან
Ochopintre - 1 ჩამოგდება 5-დან
Gregori - 1 ჩამოგდება 5-დან
koknara - 1 ჩამოგდება 5-დან
Okela - 1 ჩამოგდება 5-დან
iorama - 0 ჩამოგდება 5-დან
CZ80 - 0 ჩამოგდება 5-დან
norika - 4 ჩამოგდება 5-დან
მოკლედ მაგრა მივქარე რომ 4 ბურთი ჩამოვაგდე




ეცა ნორიკა ბურთებს ვითარცა ლომი და ალბათ გულში იმდენი აგინა ის საცოდავი პინგ-პონგის ბირთები, რომ სირცხვილით ხუთივე ჩამოვარდა

დავდექი ახლა მე.. ვუყურებ მიზანში და ვავა რას დადის თოფი...






ის იყო მოვრჩით ეს პლინკი რომ პრეზიდენტიც შემოგვიერთდა.





მოწამლა ეგრევე ხალხი ცეცხლსასროლით (ნადირობიდან მოდიოდა და...), CZ-მაც სასწრაფოდ მოირგო ხელში ფიშტო, გაისროლეს ერთი ორი დააფრთხეს იქაურობა და სადღაც გაეშურნენ გასართობად, ანუ ნადავლს მოვიყვანთო. თუმცა მანამდე ნადავლის სახით პრეზიდენტმა მწყერი მოგვიყვანა და დაგვიტოვა.
ისე რადგანაც პრეზიდენტი მოვიდა და დამატებითი სასუსნაო მწყერის სახით მოიტანა, ჩვენც გვშიოდა და ამასობაში შეჯიბრებებიც მოვრჩით... მოკლედ გადავედით კულინარიულ თემატიკაზე.
ბიძიებო ბაბუები გვშია, გვშია
დავიწყეთ სამზადისი, თუმცა საქმეში უფრო დავითუსა, ფოქსიკა და კოკნარა ჩაერთნენ, მთავარი შეფ-პოვარის მოსვლამდე ყველაფერი იპუტებოდა ითლებოდა და შამფურებზე ესხმებოდა.





იმპროვიზორებული სასაუზმე ადგილი ასე-ვთქვათ პოლიგონისგან მოშორებით ბორცვაკზე განვათავსეთ. აგერ გთავაზობთ მიახლოებით წარმოდგენისთვის რამდენიმე სურათს რომ იოლად გაიგოთ რა დაცილებაზე იყო განთავსებული სასადილო




ესეც მთავარი მზარეულის სპეც დამხმარე ძალა


სხვათა შორის იქვე შორიახლოს მოვაწყვეთ პატარა სასროლი ადგილი, ვისროდით შორს და ძალიან შორს, ანუ მინი ექსტრემი მოვაწყვეთ



ჯობია ამ საქმეს ვიდეო ფაილად შევხედოთ
როგორც ვიდეოს ბოლო კადრებზე ჩანს უკანა ფონზე მწვადები და სხვა გემრიელი რაღაცეები მზადდება, ჰოდა დამშეულმა ფრიდრიხ ფონ გრუბერმა ბოლოს ყველა დაგვიძახა აბა ბავშვებო დროა ვჭამოთო და.... და ყველა ჭამას შეუდგა, თუმცა საჭმელი არავის არ ეყო






ჯობია ეს ყველაფერი ისევ ვიდეო ფაილად ვნახოთ.
როგორც ვიდეოს პირველ წამებზე ჩანს ამასობაში ხალხი ექსტრემალურ სპორტს არ ეშვებოდა. მოკლედ იქვე შორიახლოს რაღაც წყლის არხი იყო, იმ არხამდე გადავთვალე 105 დიდი ნაბიჯი, პლიუს თვითონ არხი კი იქნებოდა ერთი 5-7 ნაბიჯი თუ უფრო მეტი არა და ბოლოს ის პატარა ბორცვაკი რომელზეც დაყენებული იყო სხვადასხვა ექსტრემ სპორტის ნივთები



ძველი თაობა ახალს სროლას ასწავლის, თუმცა ვი ვის ასწავლის ჯერ კიდევ საკითხავია

ესეც ბოლო ვიდეო დღეისათვის.
ასე იყო თუ ისე ბოლოს ჩამობნელდა, ერთი ნაწილი საუბარს აგრძელებდა თეთრი ჩაის დალევისას, მეორე ნაწილი კი განვიხილავდით ამა თუ იმ პნევმატიურ საჭირბოროტო საკითხებს. ბოლოს სულმთლად ჩამოგვაბნელდა. რავარც იქნა გადავწყვიტეთ წამოსვლა და დავიწყეთ მანქანებში ჩალაგება




გზად კურიოზი არ მოგვსვლოდა არ შეიძლებოდა

ნორიკა ამაყად ამბობს მერე JPS ნავიგატორი ხომ მაქვსო


მივდივართ ასე გაუგებარ ადგილებში, ნორიკას ნავიგატორი გარანნტირებულად ტყეში გზას გვიჩვენებს და გზა მართლაც არის, ოღონდ სად მიდის კაცმა არ იცის. ცოცხალი ნავიგატორი Foxy-ს სახით წარამარა გაიძახის, ჰოო, კაკრას ეგრე, აი ახლა მარჯვნივ, ახლა მარცხნივ, ჰო რა ნავიგატორს მიყევი სწორედ მიდის და უცებ ვაწყდებით აი ამას





როგორც ვიცით ჩვენს უკან კიდევ 3 მანქანა მოდიოდა და ვდგევართ ასე ყველანი დახურულ ტყეში





რავარც იქნა გადავწყვიტეთ უკან მოტრიალება, ისევ ვუყურებთ ნავიგატორს და რას ხედავს ჩვენი თვალები, უკან გზა არის იასამნისფერი, წინ კიდევ შავი ტერიტორიაა, ანუ წესით გზა არ უნდა იყოს, მაგრამ აშკარად გზა არის... გაიგე ახლა სად ვართ



ნორიკა უყურებს ნავიგატორს და იძახის - აი აქ ვართ!

ასე იყო თუ ისე ეს კურიოზი ასე იოლად არ მორჩა, წინ წასულმა სამმა მანქანამ გზას გააკვლია, მარა აი ნორიკას ნავიგატორმა და მეორე ცოცხალმა ნავიგატორმა რომელიც პირველი შეცდომის მერე იძახოდა მე "მესნი" არა ვარ ეგრე ნუ მიყურებთო






ცოტახანში სოხა მირეკავს გავედით გზაზე და სად ხართო!




აი ასე ჩანს სამშვიდობოს გამოსულზე გზა JPS ნავიგატორში.
მოკლედ ჭირი იქა ლხინი აქა, ასე მორჩა ჩვენი თავგადასავლები იმ მშვენიერ დღეს. დავიშალეთ სახლებში და შემდეგ 5 დღეა ამ ვეეებერთელა ოსკარის ჯილდოს ღირს ნოველას ვწერ. ნუ ოსკარი თუ არა ნობელის პრემიაზე წარსადგენი ხომ მაინც არის


P.S. აი ვინც გამოტოვეთ ეს დღე მაგარი რამე გამოტოვეთ, იმედია ვიდეო ფაილები მაინც გიჩვენებთ რა გამოტოვეთ
