და შეიქმნა შეჯობრი გართობით 18-სა 09-სა 2011 წელსა, შეჯიბრზე არ მოსულებს ეძღვნებათ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
და შეიქმნა შეჯობრი გართობით 18-სა 09-სა 2011 წელსა, შეჯიბრზე არ მოსულებს ეძღვნებათ |
Sep 23 2011, 11:19 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
და ეყარნენ ისინი ვითარცა მებრძოლნი უხილავი ფრონტისა ბრძენი პნევმატიკოსების დაგეგმვა და გასვლა თავი და თავი როგორც წესი ილარიონა იყო ამ საქმის, მაგრამ ბოლოს ჩამოგვცილდა სამსახურის გადაუდებელი საქმეების გამო და.... და სხვა რა გზა გვქონდა, ავკრიფეთ გონება, ფეხები, ხელები და მაინც წავიდით იქ სადაც ვგეგმავდით . გასვლა სტანდარტულად სპორტის სასახლიდან, გზავ ნაწილი ხალხის აკრეფვა და აი უკვე რუსთავში ვართ ცნობილ გასაჩერებელზე. აღმოჩნდა რომ KAKA რომელიც თავის მეგობართან ერთად უნდა დაგვხვედროდა ადგილზე, მოკლედ ადრე მივიდა და იფიქრა სანამ ესენი მოვლენ მე მანქანების ბაზრობაზე გავალო და ვაი ავკრიფეთ კაცზე 10-10 ლარი, შევიარეთ მაღაზიაში და მივქარეთ , არავინ დამიჯერა რომ კაცზე 1.5-2 ლიტრი წყალია საჭირო, თან სასურველია გაზიანი, იყოს, რადგან ჩვეულებრივი წყალი გამთბარი არ ისმევა. მოკლედ 16 კაცზე ძლივს დავითანხმე ხალხი სადღაც 12 ლიტრ გაზიან წყალზე. თან დამცინოდნენ მეორე შეცდომა მე დავუშვი ფოქსიკასთან ერთად, იმავე 16 კაცზე 4 კილო სამწვადე ავიღეთ... გასაგებია რომ არავის ეყო, არადა მაღაზიაში ბლომად ჩანდა. იგივე შეცდომა მოგვივიდა პურზეც, მოკლედ ხელზე კიდევ 40 ლარი იყო დარჩენილი და ის ის იყო ვფიქრობდი წყალი თუ სამწვადე მეთქი, რომ გრიშას მეთაურობით დელეგაცია დამადგა წავალთ ჩვენ ჩაის ვიყიდით მოგვეცი ეგ ფულიო... კი არ დავუკვირდი 40 ლარად რა ჩაი უნდა ეყიდათ თან რუსთავში, უცევ ვიღაცას წამოსცდა თეთრიო და.. კი გავიწიე ფულის უკან გამოსართმევად მაგრამ ვინ დაგიბრუნა მოკლედ 5 ბოთლი 0.5 ლიტრიანი თეთრი ჩაი წამოიღეს რომელიც 40 გრადუსზე იყო მომზადებული ასე იყო თუ ისე დავიძარით ცოტახანში და რუსთავიდან შორიახლოს ტყის მასივში გავჩერდით. ამოვალაგეთ ბარგი, თოფები, ნასოსები, ოპტიკები და.... ჩვენც მოვედით ასე იყო თუ ისე ჩამოვიცალეთ და ყველა უცებ გაიშალა. თითქოსდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლად ვემზადებოდით და ტაქტიკური პოზიციების შერჩევა იყო საჭირო, სინამდვილეში კი ყველა თავის თოფს ეცა, ზოგი ტუმბავდა, ზოგი ისროდა, ზოგიც კი შლიდა და აწყობდა გამოიცანით პირველი ცდით ვინ იყო თოფის დაშლა აწყობით დაკავებული ილარიონ ნეტა არ დაგენახა ეს სურათი სად აგდია შენი ოპტიკა და მერე კიდევ იწუნებდნენ ისე ჩვენში დარჩეს სურათების აღწერები არ ამოგივიდათ ყელში? არ ჯობია ეს ყველაფერი რეალში ვნახოთ როგორ ხდებოდა , ჰოდა მაშინ ძირს არსებულ ვიდეოს დააჭირე მწარედ ხელი პატარა ჩანართი ბუნების დამცველებისთვის, კუ გადარჩა , ჯავშანჟილეტმა უშველა. როგორც ვიდეოდან ჩანს ვის რას აკეთებდა კაცმა არ იცის თავიდან პრობლემა არ იყო, ყველა ცდილობდა თავის თოფი მწყობრში მოეყვანა. ჯერ ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან რომ უცხოელებივით მივიდეთ საჭირო ადგილზე, ამოვიღოთ თოფი, ვისროლოთ მივიღოთ შედეგი, ჩავდოთ თოფი ადგილზე და დავახვიოთ საიდანაც მოვედით. ამიტომაც დაშლილი ხალხი ყირაზე გადადიოდა 12 საათამდე ზოგი ნახირს ერეკებოდა იალაღებზე ალახ აგბარ მეთქი, დღეს უნდა მოვიგო! აინე ცვანციხ, ფიურენ ზიხციხ - გაიძახოდა ობერშტურმანფიურერი გრუბერი ლა თოფია ბიჯო, ლა თოფი.... მაიცა .. და რას ვესროლო? ან სად ვისროლო? - არა ჩვენ ის ხალხი არ ვართ..., ჩვენ ვაკვირდებით, გაეროდან ვართ ზოგიც, თევზაობდა, ზოგიც შვებულებაში, იყო, ზოგიც ნაქეიფარი და ზოგიც უქეიფარი. რას იზამ აგრეა ბატონო საქმე, როდესაც ამდენი ადამიანი ერთად იკრიბება , მაგალითად ფოქსიკა სტანდარტულად სანადიროდ გაიქცა და რა თქმა უნდა ნადავლის გარეშე არ დაბრუნებულა მოკლედ ასე იყო თუ ისე, რადგანაც ნორიკამ მაგიდა წამოიღო დაეუფლა და სულ იმას იძახოდა 5 ტყვია მასროლინეთ თოფი უნდა გავასწოროო, მარა ან თვლა ჩვენ დაგვავიწყდა, ან ნორიკა მოატყუეს მაღაზიაში და 500 ცალიანი ტყვიების კოლოფის მაგივრად 5 ტყვიანი კოლოფი შეაჩეჩეს ხელში , ასე იყო თუ ისე სროლა არ გათავდა 20 გასროლის მერე, 30, 50 და ბოლოს თვლა ყველას დაავიწყდა. სამაგიეროდ, გავშინჯეთ KAKA-ს თოფზე IJ_22-ის სანაქებო ლულა, საინტერესო ის მოხდა რომ მარადიორის ლულისგან განსხვავებით რუსული ლულა იმის გამო რომ უფრო მეტად კარგად ჭრის ტყვიას და საერთოდ კალიბრი ასე ვთქვათ მოსუსტებული არ არის, თოფს, მთელი 22 მეტრ წამით დაუგდო სიჩქარე. თან რუსულ ლულას ჩოკი არ აქვს.... ჰოო სწავლა სიკვდილამდეოოოო... მოგვიანებით შემოგვიერთდა SOXA, ჩაეძინა დილით ამიტომაც მოგვიანებით შემოგვიარა, თუმცა იმ დღეს შემოერთებები კიდევ ბევრი იყო, ასე მაგალითად ცოტახანში Iorama-ც შემოგვიერთდა, ცოტა კიდევ მოვიცადეთ და საყვარელმა პრეზიდენტმაც არ დაგვივიწყა და დაგვადგა თავზე. ისე პრეზიდენტჯან.. ეს თვე ბოლოში გადის - სადაა კლუბი იურიდიული სტატუსით მოკლედ ასე იყო თუ ისე, ნელ-ნელა ამოიწურა პირველი ბუნებაში გამოვარდნის ჟინი და დავიწყეთ შეჯიბრზე ფიქრი, მე და Giorgi RW წავედით სამიზნეების დასაკიდებლად დავკიდეთ და ნორიკას დავაბარე აბა შენ იცი სანამ ჩვენ 50 მეტრს იქეთ გავივლით და მერე აქეთ წამოვალთ მეთქი, შენ მანამდე მონაწილეების სია გაამზადეთქვა... მოვედი და ჩემი ფეხები ბატონო რაცხა კი წერია, მაგრა რავიცი აბა.. კაი იდეაში წავა ერთადერთი ნომერაცია იყო დასამატებელი ასე იყო თუ ისე სია არის შემდეგი და დავიწყეთ რიგრიგობით სროლა. 1) gela 2) soxa 3) ochopintre 4) okela 5) CZ 6) grigol 7) koknara 8) kaka 9) Davitus 10) Giorgi RW 11) lado - ახალი მონაწილეა, მაგრამ ეჩქარებოდა და დროზე ადრე მოუწია წასვლა 12) Bazuka 13) Norika 14) grigorichi 15) ja_ja 16) foxy მოკლედ სია გვაქვს სამიზნეებიც გვაქვს და წავედით.... ახლა კი მივაყრი შედეგების ფურცლებს, უბრალოდ სურათებზე აღარ იქნება დადებული შტანგელი, თითო სამიზნეზე შტანგელის დადება და სათითაოდ გადაღება ავოიეეე, 16 მონაწილე 4-4 სამიზნე, სანამ მაგათ გადავიღებ.. მითუმეტეს შედეგები ადგლზევე გავზომეთ ელექტრო შტანგელით და ყველა იქვე აკვირდებოდა პროცესს, ანგარიშობდნენ და იმედია გაპროტესტება არ იქნება შედეგების. ასე რომ დავდებ ერთად გადაღებულ სურათებს რომლებზეც შედეგები ეწერება ძირს კი მივაწერ ვინ რამდენი აიღო ქულა. მაშ ასე გელა ბატონი ისროდა ისროდა და მიიღო შედეგი: შედეგები არის შედმეგ - 34.2+46.6+71.1+30.8=152.9/4=38.22 მოკლედ პირველი კაცია და პირველ ადგილზეა, ჯერ სხვა შედეგი არ გვქონდა ასე რომ ეგ კაცი გარანტირებულად პირველ ადგილზეა. გადავედით მეორე მონაწილეზე soxa შედეგები არის შედმეგი - 40.1+23.4+23.2+22.5=109.2/4=27.3 რედისკა ეგრევე ჩამოაცილა გელა პირველ ადგილს და თვითონ დაბრძანდა პირველ ადგილზე, ბრძოლა კარგი იგეგმებოდა . ისე ილარიონჯან, არ გინდა კარგად დააკვირდე თოფს? ხომ არ გეცნობა რომელი თოფია? რომელ ქიშმიშებს ისვრის თუ იცი? ვინ იყო A4-ს ვერ ვარტყავ 50 მეტრზეო, აგერ კაცი 22 მილიმეტრში სვავს ტყვიებს სროლა არ იცი ილიკოჯან კაი გადავედით მესამე მონაწილეზე ochopintre - აბა ოჩო არ შეგვარცხვინო. შედეგები გამოიყურება შემდეგნაირად - 31.8+46+29.5+42.8=150.1/4=37.5 სამწუხაროდ დისკვალიფიკაცია მოუწია ოჩოპინტრეს , ერთერთ სამიზნეში 4 ტყვიაა მაშ ასე ჯერჯერობით სოხა რჩება პირველ ადგილზე გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე Okela - ამ კაცს პირველი გამოჩენა ჰქონდა ამხელა თავყრილობაზე, ასე ვთქვათ მისი დებიუტია, სამწუხაროდ სასროლ პოზიციაზე სურათის გადაღება ვერ მოვასწარი მაგრამ თუ ვერ იცანით ზემოთ აიხედეთ და ჩემი შტეერით რომ დგას გახარებული ადამიანია სწორედ ეგ არის Okela შედეგები შემდეგია - 35.8+32.7+51.5+27.8=147.8/4=36.95 - მაგრამ დისკვალიფიკაცია მოუწია ამ კაცს პირველივე გამოსვლაზე , 2 სამიზნეს ტყვიები ააცილა და.... გადავედით შემდეგი ვინ გვყავს? აააა... ველიკი, ი მაგუჩი ტამაგუჩი, ჩვენი სექსუალური სიამაყე რა თქმა უნდა ეს არის დიდი და განუმეორებელი CZ, მაშ ვნახოთ მისი მიღწევები შედეგები კი შემდეგია - 46.5+46.5+52.6+60.5=206.1/4=51.5 ჰოო ასე ვერ გავფრინდებით და რა თქმა უნდა სოხა ისევ პირველ ადგილზეა, აბა ვინ შეეცდება ჩემპიონობის ტიტულის მოხსნას?!!!! შემდეგი გვყავს გრიგოლი, მართალია შეჯიბრისას ეს მიმდევრობა დაცული არ იყო, იმიტომ რომ თოფი ცალკე ნადირობდა, გრიშა კი იჯდა და ელოდებოდა თოფს, მაგრამ მოდით ნუ ავურევთ მიმდევრობას, რაც მიწერია მივყვეთ შედეგები კი შემდეგია - 54.4+47.2+40.3+48.7=193.3/4=47.57 რა გინდა სექსი ბოის კი აჯობა შედეგით და უძახე ახლა შენ ამას დისკო გადავედით შემდეგ მონაწილეზე.. ჯანდაბას ჩემი სკლეროზი.. რომელი ხართ ახლა ჩემს ჟურნალში ჩაწერილი?? როგორ არ იცით? კაი ჯანდაბას, წავედი ჩემი რადიკულიტიანი თითებით გადავშალო ჟურნალი და ჩავიხედო რა დაჯღაბნა ნორიკამ აჰაა შემდეგი ყოფილა გამოუსწორებელი ნარკო ბარონი, სახელად კოკნარა ესეც მისი სამიზნეები: შედეგები კი შემდეგია - 46.5+67.8+18.7+59.1=192.1/4=48.025 - მაგრამ დისკვალიფიკაცია მოუწია , 1 სამიზნეს ტყვია ააცილა და.... გადავედით მუდმივად დაშლა აწყობის საამქროში მომუშავე KAKA-ზე, არ დავუკარგოთ ამ კაცს შრომა, ბუნებაშიც კი ახერხებს თოფის დაშლა აწყობას შედეგი შემდეგია - 39.6+28.5+21.1+23.5=112.7/4=28.17 იცინეთ და იმ დღეს ბუნებაში დაშლილი და შემდგომ ხელახლა აწყობილი თოფით, საჩქაროდ გასწორებული სამიზნით კაცი ახერხებს და ჩემპიონს ძალიან, ძალიან ახლოს უკაკუნებს, მართალია პირველ ადგილზე ისევ Soxa რჩება, მაგრამ...სულ რაღაც 1 მილიმეტრი და.... შემდეგი მონაწილე გვყავს მძინარა მზეთუნახავი, დიდიი მონადირე და ყვავების გენოციდის მომწყობი Davitus-ი , სანამ მისი რიგი მოვიდოდა საერთოდ არ ღელავდა არაფერზე, ჯერ იყო და ისვენებდა სავარძელში შემდეგ საერთოდ წაუთვლიმა და გამოძინებული ჯანღონით სავსე შეუდგა სროლას შედეგები კი შემდეგი იყო - 18.3+40.6+23.8+31.1=113.8/4=28.45 ერთმა სამიზნემ გააფუჭა მუღამი, 40 მილიმეტრი რომ არ ყოფილიყო ერთერთ სამიზნეში ალბათ KAKA მეორე ადგილს დაემშვიდებობებოდა, მაგრამ ჯერჯერობით სოხა პირველზეა და კუდში მიყვება KAKA. შემდეგი მონაწილე არის თავის თოფით უკმაყოფილო Giorgi RW. რაცხა ლულა წრეზე დადისო ისაო ესაო, კრემს თოფით კარგად ვზილავო , მოკლედ ვნახოთ რა მოზილა: მოხარშული კრემის შედეგები კი გამოიყურება შემდეგნაირად - 35.8+32+27.1+38=132.9/4=33.23 კრემი მგონი არ გამოვიდა, მაგრამ შედეგებს არაუშავს, პირველ სამეულზე ალბათ საუბარი არ გვაქვს, მაგრამ ... რავიცი რამე უჩანს ამ თოფს ცუდი შემდეგი უნდა ყოფილიყო აირგანელი Lado, მაგრამ დროზე ადრე საქმე გამოუჩნდა და გაიქცა. ისე უნდა აღინიშნოს რომ ლადოს HW100-ი აქვს, უკრაინიდან ჩამოტანილი და მგონი როგორც ირკვევა პირველი HW100 მისი იყო საქართველოში, უბრალოდ, თოფი აქვს, სიამოვნებს სროლა, მაგრამ ფორუმზე რატომღაც არ ჩანს... დასანანია , ამ ჯერზეც KAKA-მ ლამის ძალით მოიყვანა... მარა მალე გაგვექცა... შემდეგი გვყავს ტიტლიკანა აბდულ იბნ ბაზუკა , მართალია შეჯიბრებისას უკვე ელეგანტურად ჩაცმული გამოვიდა, მარა სულთანის სახელი შერჩა სულთანმა კი შემდეგი შედეგები გვაჩვენა... აი ის მე-7 რომ არ ყოფილიყო, ის მეშვიდე!!!! შედეგი კი შემდეგია - 22.3+22.8+25.7+55.6=126.4/4=31.6 აი მეოთხე ჯგუფზე რომ არ მიეღო 55 მილიმეტრი... მოდით დროებით წარმოვიდგინოთ თითქოს და მეოთხე მიზანში არსებული ჯგუფი ისევ სადღაც 24 მილიმეტრია, მაშინ ბაზუკას ექნებოდა საშუალო ამ 4 ჯგუფიდან.... 23.675, ბაზუკაააააააა!!! ეს რა ქენი რა... იმ მეშვიდე ტყვიას რომ დაინახე კაბა დაკუჭული ჰქონდა რატომ ისროლე!!!! ვა-ვა ვა-ვა. აქედან მორალი, ისროლე მხოლოდ გადარჩეული ქიშმიშები რა პირველი ადგილი იკარგება!! სოხა მეორეზე იქნებოდა!!!! დაჟე სხვებიც! სახელს ჯერ არ დავასახელებ კაი გადავედით შემდეგ მონაწილეზე, რომელიც გზაკვალს მხოლდო GPS-ით აგნებს, ასევე აგზავნის მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიებისა და არეული JPS-ის მეშვეობით ტყვიებს მიზანში. მიასალმეთ პოდიუმზე... უიჰ! უკაცრავად, სასროლ პოზიციაზე ჩამოჯდა ბატონიიიიი NORIKA!!!! მქუხარე ტაში არ დაგავიწყდეთ შედეგები კი შემდეგია - 28.1+13.7+34.2+30.7=106.7/4=26.68 ვსიოოოო!!! შეიცვალა პირველ ადგილზე გასული სოხა, ჩემპიონის ტიტული რომელიც მეორე მონაწილეს შემდეგ სოხას ეჭირა, ნორიკამ უცებ ჩაანაცვლა. თან დააკვირდით ერთერთი ჯგუფი სულ რაღაც 13.7 მილიმეტრია, წინსწრებით დავწერ ბარემ რომ ეს ყველაზე პატარა ჯგუფია მთელს გასვლაზე, ამაზე პატარა ჯგუფი არავის გაუკეთებია. დედა რა გაღიმებული ნორიკას სახე გავმაზე და არ გადავიღე, რა გასწორებულში იყო როდესაც გავზომეთ ვსიო რა გაისწორა რა ამდენი ვარჯიშის შედეგი , ცუდი ისაა რომ ნორიკას მერე რიგში Ja_Ja წერია თავისი საზიზღარი Steyr-ით მოკლედ გამოვიდა ეს უცხოპლანეტელი დაჭყიტა თავისი თვალე და ქნა აი ეს შედეგი... ისა სულ დამავიწყდა ამასობაში ხალხი ღადაობდა ნორიკა ახლა იმფაქტს მიიღებსო, ნორიკა კაიფობდა არიქა ცოტა ცუდი ჯგუფები გააკეთეო შედეგი გამოვიდა შემდეგი - 15.6+21.7+41.7+19.6=98.6/4=24.65 ჰოოო, ჩემპიონს ტიტული სულ რამდენიმე წუთი ჰქონდა ამ საზიზღარმა უცხოპლანეტელმა, ანუ მე, სასწრაფოდ ჩამოვართვი პირველობა ნორიკას, თუმცა პირველი ჯგუფის გასროლისას როდესაც საოცარი შედეგი 41 მილიმეტრი მივიღე ჩემს თვალებს არ ვუყურებდი ტყვიები ასე საშინლად რომ მიფრინავდა... ნორიკაც მეღადავებოდა - მიდი, მიდი ეგრე გააგრძელეო, ხალხი კომენტარებს ყრიდა, ნორიკ ქრთამად რამდენი გადაუხადეო ისევ დროებით რომ წარმოვიდგინოთ ის საზიზღარი 41 მილიმეტრი რომ არ ყოფილიყო და ვთქვათ 20 მილიმეტრი ყოფილიყო, მაშინ ჩემი საშუალო გამოვიდოდა 19.225!!! რა ჭირი და ჯანდაბა მეცა ხელებში ეგეთი, ის პირველი ჯგუფი ეგრე საშინლად რომ ავრიე!!!!!! ეჰ ჯანდაბას. მოკლედ ასე იყო თუ ისე დაგვრჩა ბოლო მონაწილე მისტერ დამოუკიდებელი მონადირე Foxy, ვნახოთ მისი შედეგიც: შედეგი არის შემდეგი - 29.7+16.9+30.1+43.6=120.3/4=30.075 ასე მორჩა ჩვენი შეჯიბრი, მონაწილეთა სია დაგროვილი ქულებისა და დაკავებული პოზიციების მიხედვით კი გამოიყურება შემდეგნაირად: 1) ja_ja - 24.65 2) Norika - 26.68 3) soxa - 27.3 4) kaka - 28.17 5) Davitus - 28.45 6) foxy - 30.07 7) Bazuka - 31.6 8) Giorgi RW - 33.23 9) gela - 38.22 10) grigol - 47.57 11) CZ - 51.5 დისკვალიფიცირებული 1) okela 2) koknara 3) ochopintre ესენი შემდეგ შეჯიბრს და ძმის კვალიფიცირებას დაელოდებიან შეჯიბრისას ერთი საოცარი კანონზომიერება იჩანდა თავს, ყველა მონაწილემ მინიმუმ 1 საზიზღარი ჯგუფი გააკეთა, რაზეა ეს მოვლენა დამოკიდებული ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება... კაი ბატონო გადავედით პლინკის ნაწილზე, მართალია გვშიოდა უკვე და ყველანი პურით სავსე პარკთან დარბოდნენ, მარა ჯერ მოვალეობა და მერე დანარჩენი პლინკი იწყება პლინკი!!!! სადაა ჩინური პინგ-პონგის ბურთები!!! მოიტათ ოხრად!! თუმცა სად იქნება ჩინელ ტერმინატორს აქვს ლამაზ თვალებად გამოყენებული დავთხარეთ სასწრაფოდ 150 თვალი, და გავუშვით ტყეში რაიმე დასამაგრებლის მოსაფიქრებლად. იმიტომ რომ მუყაოს კოლოფი ყველას დაგვავიწყდა , თუმცა 2 ცალი ხის ჩანგალი და მასზე გადებული ტოტი უცბად რამდენიმე კაცს მოგვივიდა თავში, მაგრამ ტერმინატორმა Davitus-ამ შედევრი შექმნა ზოგიერთი კი ამასობაში უკვე სწავლობდა მოძრავ სამიზნეებზე სროლას მოკელდ აგერ უკვე ხალხი ემზადება ახალი გართობისთვის, ნორიკა გასწორებულშია, აი შტეერი რომ არა!!! უუ-ჰუ-ჰუ!!! დანარჩენი კი ელოდება რაღაცას, ან ვიღაცას ააა აი ვის ელოდებიან ბურთების დასამაგრებელი სისტემის პატენტი დავითუსას ეკუთვნის, მოკლედ სტეპლერის ტყვიებს (ანუ მავთულებს) არჭობთ ხეში, და შემდეგ ნელ-ნელა სათითაოდ ბურთულებს ამ მავთულზე ჩამოაცვავთ. მორჩა, მშვენივრად დგას, არ ვარდება, თუ ტყვია მოხვდება უმეტეს შემთხვევაში სძვრება მართულს და ძირს ვარდება. მოკლედ წავიდა სროლა და წავიდა ბურთების ყრა მოკლედ შეჯიბრი მიდიოდა შემდეგი პირობებით: 1) დისტანცია 25 მეტრი 2) სროლა მდგომარე ხელიდან, ყველანაირი საყრდენის გარეშე 3) ვინ რამდენ ბურთს ჩამოაგდებდა 4) მსროლელი ისვრის 5 ტყვიას 5 სამიზნეში 5) რამდენი ბურთიც ჩამოვარდა იმდენი "მალადეც" მაგას შედეგები შემდეგნაირად განაწილდა: norika - 4 ჩამოგდება 5-დან Ja_Ja - 4 ჩამოგდება 5-დან soxa - 3 ჩამოგდება 5-დან kaka - 3 ჩამოგდება 5-დან bazuka - 2 ჩამოგდება 5-დან davitus - 2 ჩამოგდება 5-დან Giorgi RW - 2 ჩამოგდება 5-დან Foxy - 2 ჩამოგდება 5-დან Gela - 1 ჩამოგდება 5-დან Ochopintre - 1 ჩამოგდება 5-დან Gregori - 1 ჩამოგდება 5-დან koknara - 1 ჩამოგდება 5-დან Okela - 1 ჩამოგდება 5-დან iorama - 0 ჩამოგდება 5-დან CZ80 - 0 ჩამოგდება 5-დან norika - 4 ჩამოგდება 5-დან მოკლედ მაგრა მივქარე რომ 4 ბურთი ჩამოვაგდე , ნორიკა ისე იყურებოდა, აქ გაუგებრობას ვერ აიტანდა, ამიტომაც მეორე ტური მოითხოვა, სადაც ისევ 5- ბურთისთვის უნდა გვესროლა. დავთანხმდი, არ გამოდიოდა, თუმცა აღარ ვუხსნიდი რომ ჩემი თოფიდან ხელახლა 4 ბურთვის მოხსნა ნამეტანი ძნელი იქნებოდა, მძიმეა ეს შობელძაღლი და დადის ხელში აქეთ იქეთ. მეც დიდი წონით არ გამოვირჩევი... ნორიკას აგერ დიდი ღიპი მაინც აბალანსირებს , მაგრამ უარი არ გამოდიოდა. ეცა ნორიკა ბურთებს ვითარცა ლომი და ალბათ გულში იმდენი აგინა ის საცოდავი პინგ-პონგის ბირთები, რომ სირცხვილით ხუთივე ჩამოვარდა უფრო სწორედ მოარტყა და ჩამოვარდნენ. დავდექი ახლა მე.. ვუყურებ მიზანში და ვავა რას დადის თოფი... , კაი ვესროლე ერთს, მოხვდა, ვესროლე მეორეს და... აცდა! ასე გახდა ნორიკა პლინკის მეფე იმ დღეს, გოლოცავ ნორიკ, მგონი შენი წერტილი გამოვთვალე, თუ ვინმემ გაგაბრაზა ვავა , ასე რომ სულ უნდა გეფერო და გიღიტინო, მერე მოდუნდები და ცუდ ჯგუფებს გააკეთებ ხოლმე ის იყო მოვრჩით ეს პლინკი რომ პრეზიდენტიც შემოგვიერთდა. მოწამლა ეგრევე ხალხი ცეცხლსასროლით (ნადირობიდან მოდიოდა და...), CZ-მაც სასწრაფოდ მოირგო ხელში ფიშტო, გაისროლეს ერთი ორი დააფრთხეს იქაურობა და სადღაც გაეშურნენ გასართობად, ანუ ნადავლს მოვიყვანთო. თუმცა მანამდე ნადავლის სახით პრეზიდენტმა მწყერი მოგვიყვანა და დაგვიტოვა. ისე რადგანაც პრეზიდენტი მოვიდა და დამატებითი სასუსნაო მწყერის სახით მოიტანა, ჩვენც გვშიოდა და ამასობაში შეჯიბრებებიც მოვრჩით... მოკლედ გადავედით კულინარიულ თემატიკაზე. ბიძიებო ბაბუები გვშია, გვშია დავიწყეთ სამზადისი, თუმცა საქმეში უფრო დავითუსა, ფოქსიკა და კოკნარა ჩაერთნენ, მთავარი შეფ-პოვარის მოსვლამდე ყველაფერი იპუტებოდა ითლებოდა და შამფურებზე ესხმებოდა. იმპროვიზორებული სასაუზმე ადგილი ასე-ვთქვათ პოლიგონისგან მოშორებით ბორცვაკზე განვათავსეთ. აგერ გთავაზობთ მიახლოებით წარმოდგენისთვის რამდენიმე სურათს რომ იოლად გაიგოთ რა დაცილებაზე იყო განთავსებული სასადილო . 1 სურათი ახლო ხედი პოლიგონის, მეორეზე საშუალო ხედი და მესამეზე სრული დაცილება პოლიგონისგან. ესეც მთავარი მზარეულის სპეც დამხმარე ძალა სხვათა შორის იქვე შორიახლოს მოვაწყვეთ პატარა სასროლი ადგილი, ვისროდით შორს და ძალიან შორს, ანუ მინი ექსტრემი მოვაწყვეთ ჯობია ამ საქმეს ვიდეო ფაილად შევხედოთ როგორც ვიდეოს ბოლო კადრებზე ჩანს უკანა ფონზე მწვადები და სხვა გემრიელი რაღაცეები მზადდება, ჰოდა დამშეულმა ფრიდრიხ ფონ გრუბერმა ბოლოს ყველა დაგვიძახა აბა ბავშვებო დროა ვჭამოთო და.... და ყველა ჭამას შეუდგა, თუმცა საჭმელი არავის არ ეყო ჯობია ეს ყველაფერი ისევ ვიდეო ფაილად ვნახოთ. როგორც ვიდეოს პირველ წამებზე ჩანს ამასობაში ხალხი ექსტრემალურ სპორტს არ ეშვებოდა. მოკლედ იქვე შორიახლოს რაღაც წყლის არხი იყო, იმ არხამდე გადავთვალე 105 დიდი ნაბიჯი, პლიუს თვითონ არხი კი იქნებოდა ერთი 5-7 ნაბიჯი თუ უფრო მეტი არა და ბოლოს ის პატარა ბორცვაკი რომელზეც დაყენებული იყო სხვადასხვა ექსტრემ სპორტის ნივთები ძველი თაობა ახალს სროლას ასწავლის, თუმცა ვი ვის ასწავლის ჯერ კიდევ საკითხავია ესეც ბოლო ვიდეო დღეისათვის. ასე იყო თუ ისე ბოლოს ჩამობნელდა, ერთი ნაწილი საუბარს აგრძელებდა თეთრი ჩაის დალევისას, მეორე ნაწილი კი განვიხილავდით ამა თუ იმ პნევმატიურ საჭირბოროტო საკითხებს. ბოლოს სულმთლად ჩამოგვაბნელდა. რავარც იქნა გადავწყვიტეთ წამოსვლა და დავიწყეთ მანქანებში ჩალაგება გზად კურიოზი არ მოგვსვლოდა არ შეიძლებოდა , მე მოვხვდი ნორიკას მანქანაში, იმავე მანქანაში იყო კოკნარა და ფოქსიკა. ფოქსი გვეუბნებოდა აი ისე წადი ასე წადიო და მივდიოდით და მივყვებოდით ჩვენს წინ მიმავალ მანქანას. უცებ წინა მანქანა ჩერდება, ნორიკა ეწევა, უსწორდება და ეკითხება რა იყოო? იქედანაც პასუხობენ რომ გზა არ იციან რაფერ უნდა გავიდნენ. ნორიკა ამაყად ამბობს მერე JPS ნავიგატორი ხომ მაქვსო წავალ წინ და წამომყევითო.... წავიდა ნორიკა წინ, ვუყურებთ მის ნავიგატორს და მოგყვება უკან კიდევ 3 მანქანა ხალხით გავსებული მივდივართ ასე გაუგებარ ადგილებში, ნორიკას ნავიგატორი გარანნტირებულად ტყეში გზას გვიჩვენებს და გზა მართლაც არის, ოღონდ სად მიდის კაცმა არ იცის. ცოცხალი ნავიგატორი Foxy-ს სახით წარამარა გაიძახის, ჰოო, კაკრას ეგრე, აი ახლა მარჯვნივ, ახლა მარცხნივ, ჰო რა ნავიგატორს მიყევი სწორედ მიდის და უცებ ვაწყდებით აი ამას როგორც ვიცით ჩვენს უკან კიდევ 3 მანქანა მოდიოდა და ვდგევართ ასე ყველანი დახურულ ტყეში სად წავიდეთ არ ვიცით რავარც იქნა გადავწყვიტეთ უკან მოტრიალება, ისევ ვუყურებთ ნავიგატორს და რას ხედავს ჩვენი თვალები, უკან გზა არის იასამნისფერი, წინ კიდევ შავი ტერიტორიაა, ანუ წესით გზა არ უნდა იყოს, მაგრამ აშკარად გზა არის... გაიგე ახლა სად ვართ ნორიკა უყურებს ნავიგატორს და იძახის - აი აქ ვართ! მარა ნეტა სადაა აგი შავი წერტილი რომელზეც ამბობს აქ ვართო... ასე იყო თუ ისე ეს კურიოზი ასე იოლად არ მორჩა, წინ წასულმა სამმა მანქანამ გზას გააკვლია, მარა აი ნორიკას ნავიგატორმა და მეორე ცოცხალმა ნავიგატორმა რომელიც პირველი შეცდომის მერე იძახოდა მე "მესნი" არა ვარ ეგრე ნუ მიყურებთო , ისევ რაღაც გაუგებარ ადგილზე მიგვიყვანეს, წინ ვერ წახვალ უკან ვერ მოუხვევ მოკლედ დავრჩით მოჯადოებულ ტყეში ცოტახანში სოხა მირეკავს გავედით გზაზე და სად ხართო! მეთქი მაიცაა, ჯერ სად ხართ ჩვენ აქ წრეები გვაქვს კიდო დასახატი მეთქი , ასე იყო თუ ისე კიდევ 10 წუთი ბოდიალი და რავარც იქნა გზად გავედით. ნორიკას ნავიგატორმა გზა მხოლოდ რუსთავისკენ მიმავალ გზაზე გვიჩვენა სწორედ, მანამდე სად ვიყავით კაცმა არ იცის აი ასე ჩანს სამშვიდობოს გამოსულზე გზა JPS ნავიგატორში. მოკლედ ჭირი იქა ლხინი აქა, ასე მორჩა ჩვენი თავგადასავლები იმ მშვენიერ დღეს. დავიშალეთ სახლებში და შემდეგ 5 დღეა ამ ვეეებერთელა ოსკარის ჯილდოს ღირს ნოველას ვწერ. ნუ ოსკარი თუ არა ნობელის პრემიაზე წარსადგენი ხომ მაინც არის . კაი ბატონო ვაჭერ ხელს ვაქვეყნებ ამ სტატიას და წავედი ახლა მე დასაძინებლად, თქვენ კი ხვალ საკითხავი მასალა გექნებათ P.S. აი ვინც გამოტოვეთ ეს დღე მაგარი რამე გამოტოვეთ, იმედია ვიდეო ფაილები მაინც გიჩვენებთ რა გამოტოვეთ
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 12:07 AM
პოსტი
#2
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ჯაჯას გარეშე გასვლები აღარც შემომთავაზოთ! ყველა დროს ახლდნენ მეფეებს მწერლები, ჰოდა ჯაჯა ჩვენი დროის მწერალი ხარ რაღა. იმედია ამ პოსტის შემდეგ გასვლის მსურველთა რიცხვი გაიზრდება. ისე ჯაჯ მე არ მისვრია სამიზნეებზე და გამოტყდეს ვინ მიითვისა ჩემი სამიზნეები სროლა! თავიდანვე გითხარი ჩემი ოპტიკით აზრი არ ააქვს შეჯიბრში მონაწილეობას მეთქი. სპორტული აფერისტობისთვის დაისჯება ვინც ჩემი სამიზნეები გაასაღა.
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია foxi: Sep 24 2011, 12:08 AM
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 01:42 AM
პოსტი
#3
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
არა რა გიუშ, შეუცვლელი და შეუდარებელი რეპორტმენი ხარ უფ..მართლა მაგარი გასვლა იყო..პრინციპში რომელი იყო რო ცუდი? ციტატა(kakha @ 24th September 2011 - 01:07 AM) ჯაჯას გარეშე გასვლები აღარც შემომთავაზოთ! +10000 kaka8079 კაკო,რა არი ტო,ყველა ვიდეოში შენი გინება რო ისმის
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 06:40 AM
პოსტი
#4
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 |
საღო გიო,ისე გიო ცოტა ხანში გასვლევის ჰრებული ხომ არ გამოგეცა cz80 ისა და ჩემს კომპს ხმა არ აქვს და რა მაინტერესებს!მე მაგინებენ თუ ვიგინები იქეთ აქეთ?
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 08:45 AM
პოსტი
#5
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 24th September 2011 - 07:40 AM) ისა და ჩემს კომპს ხმა არ აქვს და რა მაინტერესებს!მე მაგინებენ თუ ვიგინები იქეთ აქეთ? მაგარი იყო ჩაგეთვალა
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 09:30 AM
პოსტი
#6
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 |
კარგათ იკითხება პირველი პირია. ისე ერთი ეგზემპლარი ფიზკულტურის ინტიტუტში უნდა მიგეტანა, მაინც მერე რამე რომ არა თქვან
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 10:05 AM
პოსტი
#7
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 |
ja_ja გილოცავ ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას , მაგრამ შენი მარადა რომ ჩაგერთო საინტერესო იქნებოდა. დარწმუნებული ვარ რომ ჩემპიონი მაინც შენ იქნებოდი. რაც შეეხება პოსტს, როგორც ყოველთვის შეუდარებელია. ავთოსაც ულაცავ პლინკში გამარჯვებას, ორჯერ 5-იდან 4-ის ჩამოგდება არაა ადვილი საქმე.
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 10:48 AM
პოსტი
#8
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(kaka8079 @ 24th September 2011 - 07:40 AM) ისა და ჩემს კომპს ხმა არ აქვს და რა მაინტერესებს!მე მაგინებენ თუ ვიგინები იქეთ აქეთ?
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 10:50 AM
პოსტი
#9
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
tengo ციტატა(tengo @ 24th September 2011 - 11:05 AM) ორჯერ 5-იდან 4-ის ჩამოგდება არაა ადვილი საქმე არა თენგო, პირველად ჩამოხსნა 5-დან 4, მეორე ჯერზე ისეთი გამწარებული იყო რომ 5-დან 5 ჩამოხსნა . ასე რომ მაგ კაცის გამწარებას უფრთხილდით ციტატა(tengo @ 24th September 2011 - 11:05 AM) მაგრამ შენი მარადა რომ ჩაგერთო საინტერესო იქნებოდა ისე კი ვიფიქრე ეგ მარა რავიცი, რავიცი. აი შემდეგისთვის თუ შტირიკზე ლულის ამბები ვერ გავასწორე, უკვე მარადიორს წამოვიღებ.
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 12:39 PM
პოსტი
#10
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 993 რეგისტრ.: 5-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 323 |
ვახ რა კარგათ გაგიტარებიათ დრო.
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 02:28 PM
პოსტი
#11
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
საღოლ მისტერ, მაგარი რეპორტია კაკ ვსეგდა!
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 03:44 PM
პოსტი
#12
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 |
ja_ja ვაახ, გასვლა ხომ მაგარი იყო, მაგრამ რეპორტმა ვაბშე დაგლიჯა! მალადეც !!! ისე ხალხო, არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, რომ ეს ჩვენი რეპორტმეისტერი ძალიან წვრილმან რაღაცეებსაც კი ითვალისწინებს თავის შემოქმედებით სტატიებში. მაგ.: ვინ დაინახა მანქანებს რა ნომრები აქვს??? )))) ფოქსის შენიშვნა მართებულია. სამიზნეები გაკრული იყო და ზედ მისი სახელი ეწერა, ფოქსი კი სადღაც იყო გასული. ვიღაცამ ისროლა, მაგრამ ვინ იყო აღარ მახსოვს, ის კი ნაღდად ვიცი, რომ ფოქსი არ იყო.
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 04:44 PM
პოსტი
#13
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(gioxashuri @ 24th September 2011 - 04:44 PM) ისე ხალხო, არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, რომ ეს ჩვენი რეპორტმეისტერი ძალიან წვრილმან რაღაცეებსაც კი ითვალისწინებს თავის შემოქმედებით სტატიებში. მაგ.: ვინ დაინახა მანქანებს რა ნომრები აქვს??? )))) ეგ მართლა არ შემიმჩნევია ტო, სააღოლ ჯაჯა..აი ეგ მესმიის
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 09:23 PM
პოსტი
#14
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(gioxashuri @ 24th September 2011 - 04:44 PM) ის კი ნაღდად ვიცი, რომ ფოქსი არ იყო. +100 ნუ სხვა რა დავამატო?! ისევ და ისევ საღოლ ჯაჯა
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 09:53 PM
პოსტი
#15
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 |
ხო, მართლა, ავთოს პლინკმასტერობას აქაც ვულოცავ )) kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 24th September 2011 - 07:40 AM) ისა და ჩემს კომპს ხმა არ აქვს და რა მაინტერესებს!მე მაგინებენ თუ ვიგინები იქეთ აქეთ? და შენ როგორ ფიქრობ??? ვინ გაკადრებდა შენ მაგას???
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 10:30 PM
პოსტი
#16
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 945 რეგისტრ.: 24-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 464 |
გასვლა ძაან მაგარი გამოგსვლიათ, მაგრამ ეს რეპორტი ხომ საერთოდ აგვირგვინებს, ჯა_ჯა დღითიდღე გვაოცებს. ეუ რა დღე გამომიტოვია, მაგრამ დავწერე მეც მინდა მეთქი მაგრამ ისე გაიარა იმ პოსტმა თითქოს არ ყოფილა :|
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 11:40 PM
პოსტი
#17
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ReMiNgToN ციტატა(buybuya @ 24th September 2011 - 11:30 PM) დავწერე მეც მინდა მეთქი მაგრამ ისე გაიარა იმ პოსტმა თითქოს არ ყოფილა :| მერე წესი არ იცი, უნდა აიღო წინა პოსტიდან სია ჩაამატო შენი თავი და გამოუშვა პოსტი და არა მინდა არ მინდა, აბა ვაი... კანეშნა გამორჩება ხალხს , შემდეგში ნუ იზარმაცებ და....
| |
> |
|
|
Sep 24 2011, 11:48 PM
პოსტი
#18
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
ციტატა(ja_ja @ 25th September 2011 - 12:40 AM) მერე წესი არ იცი, უნდა აიღო წინა პოსტიდან სია ჩაამატო შენი თავი და გამოუშვა პოსტი სულ მაგას ვწერ ხოლმე, რომ ხალხოოო დაამატეთ თქვენი თავი სიას, ძნელია ირბინო სხვადასხვა გვერდებზე და ეძებო ნი დაწერა წამოვალ თუ არ წამოვალ. მერე სულ ასეთი ნიუანსები იჩითება ხოლმე. ja_ja საღოლ, მაგარი რეპორტი გამოაცხვე წავიკითხე და მეგონა, რომ მეც მანდ ვიყავი სულ ჩემს თავს ვეძებდი სურათებში მერე მახსენდებოდა რომ ბათუმში ლუსტრებს ვკიდებდი კარგი გასვლა გქონდათ და ღმერთმა გვიმრალვოს ასეთი მშვიდობიანი და ლაზათიანი გასვლები.
| |
> |
|
|
Sep 25 2011, 12:00 AM
პოსტი
#19
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 |
ისე, რა მაინტერესებს... ამ გასვლაზე ყველა ვიყავით PCP-ით , ამ ფორუმის ზოგიერთ წევრს მხოლოდ ზ.დ.პ. აქვს. სიტყვაზე ვთქვათ, როდესაც ისინიც იქნებიან შემდგომ გასვლა-შეჯიბრზე, მაშინ როორ მოხდება ძალების გათანაბრება ??(მესმის, რომ, ერთმანეთში არევა არ გამოვა ) ფაქტია, რომ 50 მეტრზე ზ.დ.პ.-ს შანსები 100-ჯერ ნაკლებია ვიდრე PCP-სი. არის თუ არა რაიმე შეჯიბრის ისეთი სახეობა, რომ არ მოხდეს დაყოფა იარაღების ტიპების მიხედვით და ნებისმიერს შეეძლოს მონაწილეობის მიღება მიუხედავად მისი პნევმატური ფიშტოს სქესის, ჯიშისა და წარმომავლობისა ??? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ შესაბამისი იარაღის არქონის გამო, კარგმა და ღისეულმა ფორუმელებმა გასვლა არ გამაზონ.
| |
> |
|
|
Sep 25 2011, 09:00 AM
პოსტი
#20
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,224 რეგისტრ.: 15-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 577 ქალაქი:რუსთავი |
ციტატა(giorgi-RW1k77X2 @ Sep 25 2011, 01:00 AM) არის თუ არა რაიმე შეჯიბრის ისეთი სახეობა, რომ არ მოხდეს დაყოფა იარაღების ტიპების მიხედვით და ნებისმიერს შეეძლოს მონაწილეობის მიღება მიუხედავად მისი პნევმატური ფიშტოს სქესის, ჯიშისა და წარმომავლობისა ??? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ შესაბამისი იარაღის არქონის გამო, კარგმა და ღისეულმა ფორუმელებმა გასვლა არ გამაზონ. ვფიქრობ 25 მეტრზე ზედეპეშნიკები პლინკაობას შეზლებენ და თუ კარგი მსროლელია და თავისი ფიშტო კარგად აქვს დამუღამებული არა მგონია ნაკლები მეტოქეობა გაუწიონ პეცეპეშნიკებს : )
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:48 PM |
Hosted by Pro-Service |