|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Aug 2 2009, 10:03 PM
პოსტი
#101
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
როგორც ვხვდები ყველაზე მეტი მაღალი წნევის ნასოსი გვაქვს სწორედ Benjamin-ის კლასის, ერთი გვაქვს Jah-ის გერჰნერი (იმედია სახელი არ შემეშალა) და პრაქტიკულად Benjamin-ის ანალოგი Airforce-ს ნასოსი. ახლა რამ გადამაწყვეტინა დაშლა. რაცხა ამ ბოლოდროს ჩემი ნასოსი არ მომწინდა, ვერ ვიტყვი რომ ცუდად მუშაობდა ან არ ტენიდა, მარა რაცხა ბორძიკობები სჭირდა როდესაც ზემოთ ვწევდი ღერძს. პლიუს გიგაბაიტის დაზიანებული ნასოსი, პლიუს გუშინ გასული რომ ვიყავით მე და დავითუსი აშკარად დავითუსის ნასოს რაღაც სჭირდა. ანუ რომ ანასოსებდი და ცოტახნით გაჩერდებოდი კარგავდა შლანგში დაგროვილ წნევას და თან ნასოსი ავტოამტურად ზემოთ ამოდიოდა ხოლმე. გიგაბაიტისას როგორც გვახსოვს პირიქით სჭირდა, თუ დატენვისას გაჩერდებოდი ძირს ვეღაც ჩაწევდი და უკანაც ვერ ამოწევდი რომ მთელი ძალით დაწოლილიყავი ![]() მოკლედ პრევენციული ზომებისთვის, პლიუს დასაზეთი იყო ჩემი ნასოსი, პლიუს მაინტერესებდა რა როგრორ იყო მოწყობილი, ავდექი და დავშალე, გადავწყვიტე დანახული ინფო გაგიზიაროთ რომ შესაბამისი კორექტივები ტქვენს ნასოსებში შეიტანოთ თუ ჩათვლით საჭიროს. მაშ ასე დაშლა მარტივია თავიდან უნდა მოვუშვათ სახელური, დარწმუნებული იყავით აღარ დაგვჭირდება აწყობამდე ![]() მეორე ნაწილად ვხსნით ძირა ბლოკში ჩახრახნილი ბრინჯაოს ექვსკუთხედს. ამის მერე ხელში შეგვრჩება ცენტრალური ცილინდრი მესამე ნაბიჯი - ვნახულობთ სტოპ ვინტს როემლიც აქვს ძირა ნაწილში დარჩენილ შავ რგოლს, სტოპ ვინტის მოხშვებით ჰაერის ფილტრი და ეს შავი რგოლი მოძრაობას დაიწყებენ. მეოთხე ნაბიჯი - ვხსნით ძირა მხარეს არსებულ მეორე ექვსკუთხედს რომელიც გარე შავ ცილინდრშია ჩახრახნილი. ახლა შეიძლება ნასოსი ბოლომდე გაშალოთ, გარე შავი ცილინდრი შეგიძლიათ ბოლომდე გაქაჩოთ სანამ ზედა ნაწილში არ გამოჩნდება ბრინჯაოს კიდევ ერთი ექვსკუთხები. გაითვალისწინეთ შეიძLება პატარა ძალის დატანება დაგჭირდეთ რომ ეს ექვსკუთხედი დაინახოთ, პატარა შეფერხება შეიძლება გქონდეთ შავი გარე ცილინდრი ჩერდებასავით და არ გაძლევთ დაინახოთ ეს ექვსკუთხედი. მეხუთე ნაბიჯი - თუ ზედა ბრინჯაოს ექვსკუთხედი გამოჩნდა შავი გარე ცილინდრის შიგნიდან, ახლა დრო დადგა ზედა ნაწილში არსებული ალუმინის დეტალი მოუშვათ. ![]() ეს ის დეტალია რომელშიც სახელურის ვინტები მაგრდება. დაგჭირდებათ ეგრეთქოდებული კრანის კლუჩი (სანტექნიკები მაგას კიდევ პირველ ნომერ კლუჩს ეძახიან) ანუ ეს ის ინსტრუმენტია ვინტის მოშვება მოწერით რომ არეგულირებთ პირის გაღების შესაძლებლობას. ნაბიჯი მეექვსე - თუ ამ ალუმინის პრობკას ამოხრახნავთ დაინახავთ რომ იგი მესამე საფეხურის ღერძზეა რკინის შპილკით მიმაგრებული. პატარა ლურსმანი ან რაღაც ეგეთია საჭირო და შპილკა გამოვარდება. ჩემს ნასოსზე საერთო ცალი მხრიდან მარტივარ სძვრება, მეორე მხრიდან კი ეჭედება. ახლა შეგიძლიათ თამამად გარე შავი ცილინდრი მოაძროთ. ნაბიჯი მეშვიდე - ახლა ხელში დაგრჩებოდათ გაპრიალებული ცილინდრი ზემოთ ქვემოთ ბრინჯაოს დეტალებით. ჯერ ზედა ნაწილში არსებული ექვსკუთხედი უნდა მოუშვათ, ოღონდ ფრთხილად, მანდ ერთი რეზინა ზემოდანაა, ხოლო მეორე რეზინა ამ ექვსკუთხედის ქვეშაა, არ აგერიოთ ეს რეზინები. შიდა ბუდეში თუ ჩასვავთ გარე რეზინას, დატენვა გახდენა, ძალიან იოლი, ნეკა თითით დატენით 300 ატმოსფეროს, მაგრამ იქ სადაც საჭირო იყო 20 ბუქნი საჭირო იქნება 120 ბუქნი ![]() ![]() თვითონ ამ ექვსკუთხედს კი ზემოდან აქვს რკინის ლაგამი (არ ვიცი რა ქვია ახლა ეგრე დავარქვი), რომელიც არ აძლევს საშუალებას ამოვარდეს პატარა ხვრელიდან მყარი რეზინის ბურთულას. ეს ბურთულა ამისამართებს ჰაერს მეორე სარქველიდან მესამეში. არ დაკარგოთ, და არ იფიქროთ აირსოფტის ბურთულაზე, აირსოფტის ბურთულა მკვრივია და ჰერმეტიულობას ისე არ მოგცემთ როგორც რეზინის ბურთულა. ნაბიჯი მერვე - გადავიდეთ ძირა ნაწილზე, თუ დააკვირდებით აქაც ერთი პატარა ექვსკუთხედია სულ ძირს. მის შიგნით არის ჩამალული უკუწნეის კლაპანი, ანუ რომ ჩაბერავთ და წნევა შლანგში იზრდება, უკან რომ არ გამოიპაროს წნევა ამ კლაპნის მეშვეობით ხდება მისი დაკეტვა. მოკლედ მექანიზმი საკმაოდ მარტივია, ერთი ზამბარა და პატარა წვეტიანი დეტალი, რომელზეც წამოცმულია რეზინა და სწორედ ეს რეზინა კეტავს ჰაერის უკან დაბრუნების შესაძლებლობას. ![]() ჩემთან ეს რეზინა საკმაოდ გაცვეთული იყო, პრაქტიკუალდ ნახევარი აქერცლილი იყო. იდეაში ბოლომდე დაშლა ვაცადე და ეგრევე ელიავაზე მოვკურცხლე, 50 თეთრად ვიყიდე 3-ცალი მაგდაგვარი, მართალია ეგეთივე პუტკუნა არ აღმოჩნდა, სადრაც მიკრონებშია განსხვავება, მაგრამ ნაყიდი რეზინა თავის საქმეს აკეტებს. ორიგინალი რეზინის ზომებია: გარე დიამეტრი 7.4მმ, შიდა დიამეტრი 3.9მმ, სისქე 1.8მმ ეს იმ შემთხვევისთვის თუ სადმე მოახერხებთ მის დათრევას. მე რაც ვიყიდე ელიავაზე კლიენტმა ამარჩევინა აი ასეთი ნაკრებიდან, ყველაზე პატარა რეზინა ამ ნაკრებში რაც იყო ეგაა ზუსტად. ![]() სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ. ორიგინალი გაქუცული რეზინა, მეორე და მესამე - ამაზონის ლინკი რომ მოვიყვანე იმ ნაკრებიდან რეზინები, ბოლო მეოთხე რეზინა, ვიღაც არტურასგან ნაყიდი რეზინაა, ფაქტია ეს ბოლო არ ზომებში ჯდება და არც ხარისხში. Davitus - შენს ნასოს ზუსტად ეს რეზინა აქვს დაზიანებული. მისი გამოცვლის მერე მშვენივრად გააგრძელებ დატენვას, თუ ამ რეძინას ვერ თრეულობ მითხარი და მოგაწვდო, მაინც 2 ცალი ზაპასად მაქვს Gigabyte13 - შენს ნასოსში გადაამოწმე ეს რეზინა ხომ არ ახირებს. წესით შენსას მესამე მუხლის რეზინა უხურებს, მაგას მოგვიანებით ავხსნი, მაგრამ ესეც გადაამოწმე. ნაბიჯი მეცხრე - ახლა იწყება არდავიწყება, ერთი ვინტის მოშვებით უნდა გავხსნათ ნასოსი საბოლოოდ და სამივე საფეხური უნდა ამოვიღოთ. ამისათვის ძირს დარჩენილ ბრინჯაოს დეტალს ექვსკუთხედში "რაზვადნოი" კლუჩს ვუმაგრებთ, ხოლო ზედა მხარეს არცებულ ბრინჯაოს დეტალში"კრანის კლუჩს" ვუჭეთ და ერთი მეორეს საწინააღმდეგოდ ვატრიალებთ. ![]() მოხსნას დაიწყებს ძირა ექვსკუთხედი, რომელიც მეორე საფეხურის მილზეა მიხრახნილი. მოშვების შედმეგ, ზემოთა მხრიდან ამოვიღებთ მეორე საფეხულს და მეორე საფეხურის ქვევიდან გამოვაძვრენთ მესამე საფეხურის ღერძს. მორჩა ნასოსი დაშლილია. მეტად დაშლა საჭირო როგორც ასეთი აღარაა, ყველა საჭირო დეტალს შეგიძლიათ პირდაპირ მიუდგეთ. მთავარი დეტალი აქ მაინც მესამე საფეხურის რეზინებია. ![]() უფროსწორედ ერთი რეზინაა და ერთი თუ არავცდები ფტოროპლასტის ნდანამატია. მოკელდ ეს რეზინაზომა ფორმით უკუწნევის სარქველში გამოყენებული რეზინის ანალოგია, ეგაა რომ აქ ბაზრობის რეზინა ალბათ არ წავა, არ მისინჯია, მაგრამ ეს რეზინა ცოტა უფრო პუტკუნა მეჩვენება. ![]() ჰო რაც შეეხება პირადად ჩემს ნაზოზს, კიდევ კარგი დავშალე, იმიტომ რომ შიგნით იყო აურახელი წყლის კონდენსატი, ჭუჭყიანი ზეთი და კაცმა არ იცის, რა. გამოწმენდის შემდეგ ყველაფერი პრიალებს, ეგაა რომ სილიკონის ზეთი არ მეყო, სასწრაფოს საშოვნია შესაბამისი კლასის ცოტა მეტი სილიკონის ზეთი. ახლა ყველაფერი დაზეთილი კი მაქვს, მაგრამ... მოკლედ იმედია ეს ინსტრუქცია რაიმეში გამოგადგებათ, თუ რაიმე სხვა რეზინებს აღმოაჩენთ ხომ კაი, მე კი ძალიან მინდა აი ამ ნაკრების დათრევა (ან აი ამ ერთის ან ამ მეორე ნაკრების), ეგაა რომ ახლა მე ვერ დავუკვეთავ, 5 კვირის განმავლობაშI მაქვს განაწილებული საქონელი ჩვენი საბაჟოს 300 ლარიანი კანონის გამო. სექტემბრის შუა რიცხვბისთვის შეიძლება დავუკვეთო, მანამდე თუ ვინმეს თავში ჩაგიჯდებათ ეგებ ჩემთვისაც მიაყოლოთ ერთი კოლოფი და ფულს გადაგიხდით
| |
| > |
|
|
ja_ja მაღალი წნევის ნასოსის სრული დაშლა Aug 2 2009, 10:03 PM
ja_ja bazuka
ციტატა(bazuka @ 8th March... Mar 8 2011, 05:11 PM
bazuka ja_ja
ციტატა(ja_ja @ 8th March 2... Mar 8 2011, 05:14 PM
ja_ja bazuka
მე 1 ცალზეც თანა... Mar 8 2011, 05:19 PM
soxa სიკიკაგელის ფილტრ... Mar 8 2011, 05:40 PM
Power_VANO Ja_Ja - 1 ცალი
Bazuka - 1 ცალი
KaK... Mar 8 2011, 05:46 PM
Power_VANO + თუ კიდევ არიან მსუ... Mar 8 2011, 05:52 PM
tengo Ja_Ja - 1 ცალი
Bazuka - 1 ცალი
KaK... Mar 8 2011, 05:54 PM
Power_VANO საშუალება კი არის, ... Mar 8 2011, 06:02 PM
geojorjika აუ მეც მინდა რა ,
geojorj... Mar 8 2011, 06:05 PM
bazuka Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 8... Mar 8 2011, 06:07 PM
geojorjika bazuka
კაი ეხლა არ აპატ... Mar 8 2011, 06:11 PM
gregory აქ აჟიოტაჟი ავარდა... Mar 8 2011, 06:11 PM
bazuka აბა ვის უნდა პარკე... Mar 8 2011, 06:15 PM
Power_VANO ეგ დუვეინი გვეკაიფ... Mar 8 2011, 06:17 PM
koknar იდეაში მართალია, ა... Mar 8 2011, 06:18 PM
bazuka Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 8... Mar 8 2011, 06:21 PM
Power_VANO მდაა... ვერ ვუკვეთავ... Mar 8 2011, 06:25 PM
tengo აგერ კიდევ დამადას... Mar 8 2011, 06:25 PM
Power_VANO ციტატა(tengo @ 8th March 2011 ... Mar 8 2011, 06:28 PM
tengo ციტატა(Power_VANO @ Mar 8 2011, 0... Mar 8 2011, 06:31 PM
ja_ja soxa
ციტატა(lasha_74 @ 8th March... Mar 8 2011, 07:01 PM
foxi აქამდე პარკერის ტა... Mar 8 2011, 07:23 PM
ja_ja foxi
თანხა რაფრა მოგა... Mar 8 2011, 07:28 PM
tengo ხვალვე გავსინჯავ ჩ... Mar 8 2011, 07:28 PM
foxi ja_ja
თანხა მაქ ანგარ... Mar 8 2011, 07:31 PM
geojorjika foxi
geojorjika 1 ცალი
Ja_Ja - 1 ცა... Mar 8 2011, 07:32 PM
sandrika ვიცი შესაბამისი თე... Mar 8 2011, 08:06 PM
bazuka sandrika
გაგიმარჯოს
ვე... Mar 8 2011, 08:26 PM
geojorjika ეს პოსტები გადაიტა... Mar 8 2011, 09:48 PM
Power_VANO geojorjika
მარჯვნივ "პწ... Mar 8 2011, 10:01 PM
geojorjika ციტატა(Power_VANO @ Mar 8 2011, 1... Mar 8 2011, 10:06 PM
kaka8079 რომელ სილიკონზეა ს... Mar 8 2011, 10:01 PM
kaka8079 აჰა წავიკითხე ახლა... Mar 8 2011, 10:10 PM
Power_VANO geojorjika
აი ესე: Mar 8 2011, 10:17 PM
tengo დღეს გავრისკე და წ... Mar 9 2011, 10:37 AM
koknar tengo
ნასოსს ტაოტი არ ... Mar 9 2011, 10:45 AM
tengo ციტატა(koknar @ Mar 9 2011, 10... Mar 9 2011, 11:37 AM
masteroff მოკლეთ ვატაკე კროს... Mar 9 2011, 11:50 AM
koknar masteroff
ეგ რა თოფზეც წა... Mar 9 2011, 12:18 PM
ja_ja masteroff
ციტატა(teimuraz @ 9th ... Mar 9 2011, 03:00 PM
ilariona ნუ ვინაიდან მარადი... Mar 10 2011, 04:50 PM
ja_ja ilariona
ნორმალური ნასო... Mar 10 2011, 05:11 PM
ilariona ja_ja
შენ გაიხარე, იცი... Mar 10 2011, 05:12 PM
Davitus ilariona
რეებს ამბობ ტო,... Mar 10 2011, 05:13 PM
geojorjika Davitus
ციტატარეებს ამ... Mar 10 2011, 05:14 PM
ilariona Davitus
ეეე მიდი რა აი ... Mar 10 2011, 05:14 PM
bazuka ilariona
ციტატა(ilariona @ 10th ... Mar 10 2011, 05:16 PM
Davitus ilariona
ბუჯო! მაგხელ... Mar 10 2011, 05:16 PM
ilariona აქ რაღაცაშია საქმე... Mar 10 2011, 05:16 PM
kaka8079 ილარიონას ორხიდია... Mar 10 2011, 05:19 PM
bazuka ilariona
მისმინე ეხლა რ... Mar 10 2011, 05:21 PM
ilariona ოკ გავიგე გმადლობთ... Mar 10 2011, 05:24 PM
kaka8079 და რა იცი ჩემი ნასო... Mar 10 2011, 05:30 PM
ilariona kaka8079
ვაა არ გაგიგია,... Mar 10 2011, 05:33 PM
ja_ja ilariona
Davitus
bazuka
geojorjika
მოკ... Mar 10 2011, 05:43 PM
bazuka ja_ja
ციტატა(ja_ja @ 10th March ... Mar 10 2011, 05:45 PM
ilariona კაროჩე მოვედი სახლ... Mar 10 2011, 06:36 PM
ja_ja ilariona
ციტატა(ilariona @ 10th ... Mar 10 2011, 06:45 PM
ilariona გამოდის ისევ უნდა ... Mar 10 2011, 06:47 PM
bazuka ilariona
სადღაც თენგომ ... Mar 10 2011, 06:50 PM
ilariona bazuka
ჰოოოოოო ნუ მაში... Mar 10 2011, 06:53 PM
ja_ja ilariona
ციტატა(ilariona @ 10th ... Mar 10 2011, 06:59 PM
cz80 ja_ja
ეს რა სტრაშილკე... Mar 10 2011, 07:01 PM
ja_ja cz80
ციტატა(cz80 @ 10th March 20... Mar 10 2011, 07:04 PM
ilariona აიუუუ რა არის ეგ რა ... Mar 10 2011, 07:13 PM
ja_ja ეხ ბლინ კაია ფორუმ... Mar 10 2011, 07:16 PM
kodosi მოკლედ მოგეხსენებ... Jun 21 2011, 11:07 PM
tengo ციტატა(kodosi @ 22nd June 2011 ... Jun 22 2011, 07:22 AM
ilariona სურათზე დავწერე თუ... Jun 22 2011, 09:24 AM
kodosi ilariona
ოკ, გავითვალის... Jun 22 2011, 10:25 AM
ja_ja ilariona
ციტატა(ilariona @ 22nd ... Jun 22 2011, 05:28 PM
ilariona ja_ja
ჰმ, ვინ მომცა მე ... Jun 22 2011, 05:34 PM
ilariona ხო კაკრას ერთი წით... Jun 22 2011, 05:46 PM
gregory ისევ ძველს ვუბრუნდ... Aug 31 2011, 11:56 AM
tengo მე კი ვსინჯე მანქა... Aug 31 2011, 02:39 PM
koknar tengo
გრაფიტის ტაოტი ... Aug 31 2011, 03:28 PM
gregory ციტატა(tengo @ 31st August 2011 ... Aug 31 2011, 04:06 PM
tengo ციტატა(gregory @ 31st August 2011... Aug 31 2011, 04:26 PM
ja_ja koknar
ციტატა(koka @ 31st August... Aug 31 2011, 05:11 PM
bazuka tengo
ციტატა(tengo @ 31st August... Sep 4 2011, 10:56 PM
ilariona ციტატა(bazuka @ 4th September 201... Sep 5 2011, 12:18 AM
ilariona რა ვიცოდი თორე ასე... Sep 5 2011, 12:23 AM
ja_ja ilariona
შენა ახლა კონტ... Sep 5 2011, 10:22 PM
ja_ja მტააკ დავუბრუნდეთ ... Sep 11 2011, 11:31 PM
kaka8079 აი ასე ჩემო ბატონე... Sep 12 2011, 12:03 AM
Davitus ყოჩაღ თქვენ, საშვი... Sep 12 2011, 10:57 AM
kaka8079 ძლივს არ დააფასა ე... Sep 12 2011, 11:24 AM
ja_ja kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 12th ... Sep 12 2011, 12:21 PM
geojorjika ციტატა(ja_ja @ Sep 12 2011, 01... Sep 12 2011, 05:13 PM
Power_VANO ვაა აი მართლა ყოჩა... Sep 12 2011, 03:42 PM
kaka8079 geojorjika
კარებში რომ გა... Sep 12 2011, 05:59 PM
kaka8079 თუ ვინმეს თოფის და... Sep 12 2011, 08:09 PM
koknar kaka8079
ვა... რა იშოვე. ერ... Sep 12 2011, 08:15 PM
kaka8079 koknar
შენ წარმოიდგინ... Sep 12 2011, 10:04 PM
gregory ციტატა(kaka8079 @ 12th September ... Sep 13 2011, 08:59 AM
ja_ja gregory
ციტატა(gregory @ 13th Se... Sep 13 2011, 09:44 AM
gregory ციტატა(ja_ja @ 13th September 201... Sep 13 2011, 10:57 AM
koknar #2 Sep 13 2011, 11:15 AM
gela მოგეხსენებათ გუში... Oct 8 2011, 12:26 PM
ja_ja gela
მესამე საფეხური... Oct 8 2011, 12:41 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th November 2025 - 02:15 AM |
| Hosted by Pro-Service |