გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დიდი გასეირნების ლოგიკური დასასრული, რეპორტი
ilariona
პოსტი Jun 20 2011, 08:36 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



დილის 6 საათი, რეკავს მაღვიძარა და იწყება დილა, რომელსაც სამი თვე ველოდებოდით.

,,დიდი გასეირნება“


თემის ავტორი: ,,Masteroff”

ორგანიზატორი: ,,ilariona”



მონაწილეები:
1) ნორიკა
2) დავილ
3) დავითუსი
4) ჩზ80
5) გელა
6) გრიგოლიჩი
7) ილარიონა
8) თაზო (მონადირე)
9) ჟორჟიკა (ივრეი)
10) კოკა
11) კაკო
12) კაკო (ციხელა, არ არის დარეგისტრირებული)
13) იორამა

დამსწრეები:
1) გრიგოლი
2) გოჩა

ამ თემის ავტორმა სულ სხვა სული ჩაუდგა დიდ გასეირნებას, მიზნად ჰქონდა დასახული, თევზაობა, ქეიფი და სროლა! სიმართლეს გეტყვით ეს სამივე შესრულდა, მაგრამ სულ სხვა ინტერპრეტაციით.

დავიწყებ იმით, რომ ჩატარდა პირველი აირგანის ჩემპიონატი ფართო მაშტაბით!

ახლა კი გადავიდეთ თვით დღეზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ჩატარდა ჩემპიონატი.

დილით 7:30 საათზე შევიკრიბეთ მარნეულის გადასახვევთან და ავიღეთ გეზი ბოლნისისკენ!



სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ბოლნისში შევჩერდით ცოტა ხნით და ეს სურათი მაშინ გადავიღეთ.



შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მივედით დანიშნულების ადგილას.
ხრამის ხეობას, რომ მიუახლოვდით წინ გამოჩნდა ულამაზესი ხედი, ორი მთის შუაში ჩამოედინება ხრამის მდინარე. სიმართლეს გეტყვით და გზა ცოტა შემაშინებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც მზად ვიყავით, ოთხივე მანქანა ჯიპები იყო (ნუ ჩემი მანქანაც ვითომ ჯიპი იყო), ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია.
ჩავედით დანიშნულების ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება.



პირველი რაც მოხდა ნორიკამ დაიადა ნაჯახი და გავარდა ტყეში, დიდი ტოტი უნდა მოეჭრა, რომ სამიზნეები დაგვემაგრებინა, ერთი საათი ტყიდან გამოდიოდა ნაჯახისა და ნორიკას ოხვრა, ბოლოს კოკაც მიეხმარა და საბოლოოდ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ნაჯახი დაბლაგვდა, ტოტი მოიჭრა და ნორიკამ 4კგ დაიკლო. ამასობაში მე მომივიდა იდეა, ერთ თავისუფალ მაგიდაზე დაგვედო ყუთები და მიგვემაგრებინა სამიზნეები, ამ იდეამაც გაამართლა და ის ტოტი სულ ტყუილად იყო მოჭრილი.

ამასობაში გაიშალა სუფრა დილის საუზმით (ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ძეხვი, ვიჩინა) ეს რომ დაინახეს მონაწილეებმა, ეგრევე გაიქცნენ არყის ამოსაღებად და აი აქ ჩავრთე ჩემი ორგანიზატორული ნიჭი, ტკბილი საუბრით გადავაფიქრებინე დალევა (ჩემპიონატიდან მოხსნით დავემუქრე)



ნუ იყო ჯუჯღუნი, ლაშამ თავისი ტექსტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, რომ დაგვეხვრიტა და მიგვეგდო სადმე, მაგრამ გავუძელი შეტევებს და არ დავალევინე.

ამასობაში დავიწყეთ ბანაკის გაწყობა, მიდიოდა კარვების გაშლა, თოფების აწყობა, ანკესების გადაყრა წყალში და რავიცი ათასი გასართობი რამ. ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე, და რავარც იქნა გაიშალა ბანაკიც.




აქვე დავამატებ იმას, რომ სანამ ბანაკი გაიშლებოდა კაკომ თავისი თოფი სამჯერ დაშალა და ააწყო. მგონი კროსმანის ფაბრიკაში აპირებს მუშაობის დაწყებას და ვარჯიშობს



აი ისიც მომენტი საიდანაც დაიწყო ოპტიკების გასწორება და ეგრედ წოდებული ,,პრისტრელკა“



სურათზე კარგად ჩანს, დავითუსას მოფიქრებული ორი ჯოხი, რომელზეც მივამაგრეთ პარკის ნაჭრები და მაგით ვარკვევდით არის თუ არა ქარი იმ ადგილას სადაც ვისროდით.

ნუ რთული გამოსაცნობი არაა და პირველი ოპტიკას ასწორებს ნორიკა,







20 წუთი ეჩალიჩებოდა თავის ოპტიკას, თან იძახდა რომ ვერ ვასწორებო, ყელში რომ ამოგვივიდა მისი საქციელი და მილიციის მეშვეობით ვაპირებდით მოედნიდან გაძევებას, წამოიძახა ევრიკაოოო და დააყოლა, რომ გავასწორეო, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. სადღაც საათნახევარი მაინც გრძელდებოდა ამ ოპტიკების სწორება. პირველად ვნახე როგორ ასწორებენ მეგრელები ოპტიკას (კაკო არ გეწყინოს) ოთხი ბრუნი ზევით, ოთხი ბრუნი გვერდით და ოპტიკა გასწორებულია biggrin.gif



და აი ისიც, ჩემპიონატის დაწყება,
პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჯგუფების კეთებაში,
მონაწილეს ეძლეოდა ოთხი სამიზნე და 20 ტყვია, თითო სამიზნეზე უნდა ესროლა 5 ტყვია.
მანძილი 50 მეტრი.
პირველი მონაწილე ძნელი გამოსაცნობი არაა და ისევ ნორიკაა,
სასროლი პოზიცია დაიკავა და ოი რა გაიგო ნორიკას ყურებმა, თურმე იარაღის ბალიშით გამაგრება ხდება მხოლოდ ცვო-ს მხრიდან და კონდახი კი ხელით უნდა გაამაგრო biggrin.gif ატყდა ისევ ჯუჯღუნი, მეო მასე ჯერ არ მისვრიაოოო და იასნა რომ წავაგებო, ისაო ესაო და მაინც ისროლა.

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მონაწილეს მიეცა სულ ხუთი წუთი 20 გასროლაზე, რაც მიმაჩნია ძალზედ ცოტა და ეს პირველი მინუსი ორგანიზატორის, რომ ვერ გათვალა ასეთი რამ.

პირველ 6 მონაწილეს ვაკონროლებდი დროში და არ ვაძლევდი დაგვიანების საშუალებას, მერე ისე დავიღალე, რომ ბოლო მონაწილე მგონი მთელი 20 წუთი ისროდა და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ესეც მეორე მინუსი.

აქვე დავწერ იმასაც, რომ ძალზედ ბევრი ტყვია გაქრა, სურათებზე დააკვირდით და ზოგიერთ სამიზნეს ერთი ტყვია აკლია. მონაწილე თითქოსდა ისროდა და სამიზნეს ტყვია არ ჰქონდა მონახვედრი, გასაკვირია მაგრამ ფაქტია. ესეც ორგანიზატორის ბრალია, მაგაზე დაიწერა კიდეც, რომ მონაწილეს უნდა მიეცეს ზუსტი რაოდენობა ტყვიების და მის ახლოს ტყია არ უნდა ჭაჭანებდეს. ასე მოხდება კონტროლი თუ რამდენი ტყვია გაისროლა მონაწილემ. იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მონაწილეს თოფი გაუვარდა და მერე ითხოვდა ახალი ტყვია მომეცითო, რა ჩემი ბრალია რომ თოფი გამივარდაო. რატომღაც ამაზე დავთანხმდით და მონაწილეს ეძლეოდა ახალი ტყვია, რომ განმეორებით ესროლა, რაც მიმაჩნია დიდ შეცდომათ!!! აუცილებლად მონაწილემ უნდა გააკონტროლოს საკუთარი შესაძლებლობები და სროლის დროს არ იყოს დაბნეული, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას. იარაღის გავარდნა არის დიდი მინუსი და მასეთი რამ უნდა ისჯებოდეს მსაჯის მხრიდან.

როგორც ზევით დავწერე, ზოგიერთი ტყვია სამიზნეზე არ აღინიშნებოდა, მასეთ შემთხვევაში მონაწილეს ვაძლევდით საჯარიმო 70მმ-ს. ესეც რაღაც სასტიკ დასჯად მიმაჩნია, ფაქტიურად ვისაც დაავიწყდა სროლა ან და სამიზნეს ასცდა ტყვია, საერთოდ დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ქვემოთ ნაჩვენებ შედეგებში ჩანს, სადაც 70მმ წერია ესეიგი მის სამიზნეს ტყვია აკლდა.


ესეც ჩემპიონატის შედეგი:

1) ნორიკა (აა510)







შედეგი: 27+28+34+33/4=30.5

2) გელა (ჰაცან ატ44)







შედეგი: 37+30+29+70/4=41.5

3) კოკა (დისკოვერი)







შედეგი: 70+80+70+67/4=71

4) დავილი (მარადიორი)







შედეგი: 22+70+70+39/4=50.25

5) თაზო (მონადირე) (HW100)







შედეგი: 15+25+25+39/4=26

6) ციხელა (HW100)







შედეგი: 70+62+44+25/4=50.25

7) ილარიონა (HW100)







შედეგი: 21+70+25+22/4=34.5

8) იორამა (მარადიორი)







შედეგი: 25+24+24+70/4=35.75

9) დავითუსი (მარადიორი)







შედეგი: 33+34+31+35/4=33.25

10) ჩზ80 (HW100)







შედეგი: 64+20+25+29/4=34.5

11) ჟორჟიკა (HW100)







შედეგი: 23+16+29+48/4=29

12) კაკო (მარადიორი)







შედეგი: 32+50+29+23/4=33.5

13) გრიგოლიჩი (აა510)







შედეგი: 22+36+29+24/4=27.75






შედეგებს თუ გადავხედავ ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებული გახდა თაზო (მონადირე).
დამსახურებული მეორე ადგილი კი დაიკავა გრიგოლიჩმა, რაზეც მიიღო მშვენიერი საჩუქარიც.
ნორიკას თოფით გრიგოლიჩმა ბევრად უკეთესი შედეგი გვაჩვენა და თანაც ისე, რომ ხმა არ ამოუღია ბავშვს.

ვინაიდან ჯგუფების ჩემპიონატი გაიწელა და საღამო მოგვიახლოვდა და თანაც უკვე ყველა მაგარი მშივრები ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ქულების დაგროვების ჩემპიონატი ჩაგვეტარებიან ძალიან სწრაფად, სამიზნეების რაოდენობა შევზღუდეთ 2-დან 1-ზე და გასროლების რაოდენობაც 10-დან 5-ზე.
აქ ყველაფერი მარტივია და არაფრის წერა არაა საჭირო, გამოვაქვეყნებ პირდაპირ სურათებს და ნათლად ჩანს გამარჯვებულიც და შედეგებიც.
მანძილი დარჩა 50 მეტრი.


დაიწყო სროლა.



























არ დავმალავ და დავილისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს, შესაშური შედეგია და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა.

აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოვების ცერემონიასაც.





ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულებიც გვყვავს, ვიტყოდი, რომ ძალზედ დაღლილები ვიყავით და თანაც ყველას გვშიოდა, გავიხედეთ და რას ვხედავთ, ჭამა-სმის მინისტრი (იორამა) წამოწოლილია ბუნებაში და თევზაობს, საკუთარ თავზე აღებული პურმარილი კი ხელუხლებელია.





რას ვიზავდით, დავიწყეთ პურმარილის მზადება!

აქვე დავამატებ, რომ ამინდი მთელი დღის მანძილზე იყო იდეალური, ნიავიც კი არ ჰქროდა! სურათებზეც ჩანს, რომ მზე კაშკაშებდა მთელი დღის მანძილზე. საღამოთი კი ჩემპიონატის დასროლებისთანავე დასცხო ძლიერმა წვიმამ და ძალზედ აგრილდა.

რაღაც მხრივ ქეიფის ხასიათზედ დაგვაყენა მთელი დღის დასიცხულები.

საღამოს შვიდი საათისთვის არნახული პურმარილი გვქონდა გაშლილი: მწვადი, ჩაქაფული, ყველი, კიტრი და პომიდორი smile.gif მეტი რა უნდა ინატრო ბუნებაში გასულმა კაცმა.

რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ პირველი ყლუპი ალკოჰოლის დაილეოდა იქამდე ყველა იარაღი შენახული იყო და დალევის შემდეგ არც არავის არ ამოუღია სასროლად.
ეს მართლაც დასაფასებელი საქციელი იყო.

აქვე ქეიფის სურათებს გთავაზობთ:






აი მოვიდა რეპორტის დასასრულიც და მგონი რომ სრულად გადმოგეცით იქ მომხდარი სიტუაცია.
მინდა მონაწილეებსა და დამსწერეებს გთხოვოთ, თუ რამე გამომრჩა დაამატეთ და დაწერეთ კომენტის სახით.
კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, შეჯიბრისა და გასვლის მინუსები და პლუსებიც დავწეროთ.
აქ დაწერილი ყველა ნიუანსი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი გასვლისთვის და დამიჯერეთ არავის არ ეწყინება თუ ბევრ მინუსებს ჩამოწერთ. პირიქით შემდგომში შევეცდებით ერთობლივად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები.

ახლა კი დავყრი სურათებს, რომლებიც უბრალოდ გადაღებულია პაპარაცების მიერ.
კეთილი სურვილებით თქვენი ილარიონი.

























>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
9 გვერდი V  « < 6 7 8 9 >  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (140 - 159)
norica_dragon
პოსტი Jun 26 2011, 11:10 AM
პოსტი #141


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



დროა უკვე დაიგეგმოს თარიღი შემდეგი ჩემიპიონატის ტირში და იგივე წესებით რაც იყო!!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Jun 26 2011, 06:59 PM
პოსტი #142


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



ისე ტირი ალბატ უფრო გამართლებული იქნება შეჯიბრის ჩასატრებლად,ნუ მე მანდ არასოდეს ვყოფილვარ და მხოლოდ თქვენგან ვიცი თუ რა მოყანყალებული მაგიდებია მანდ მაგრამ მხოლოდ ერთისათვის ხომ არ იქნება მოყანყალებული!!!რაც მთავარია ალბათ ქარი მაინც არ დაუბერავს მანდა.თუ რამეს დაგეგმავთ მეც წამოვალ და ბევრი სხვაც თანახმა იქნება,კვირა დღეს \თითმის ყველას ცალია და დროც არ უნდა ძალიან,ჰა რას იტყვით?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 26 2011, 07:10 PM
პოსტი #143


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



შეჯიბრის გარეშეც შეიძლება, მე მზად ვიქნები მომავალი კვირისთვის თუ თბილისში ვიქნები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Jun 27 2011, 09:15 AM
პოსტი #144


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ავთომაც ხომ გადაიღო სურათები?

ავთო დადე რა სურათები რააააა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jun 27 2011, 06:43 PM
პოსტი #145


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



ხვალ დავდებ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Jun 27 2011, 09:05 PM
პოსტი #146


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ციტატა(norica_dragon @ Jun 27 2011, 07:43 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხვალ დავდებ smile.gif




heart.gif heart.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 27 2011, 09:59 PM
პოსტი #147


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



iorama

ლაშა, ეს რა სიყვარულის ბუშტი ა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Jun 28 2011, 12:07 AM
პოსტი #148


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ციტატა(ilariona @ Jun 27 2011, 10:59 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
iorama

ლაშა, ეს რა სიყვარულის ბუშტი ა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ამ ბოლო გასვლაზე მივხვდი რომ.... ეჰჰ biggrin.gif biggrin.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Jun 28 2011, 06:22 AM
პოსტი #149


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ავთო,აისნია ვღადაობ wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jun 29 2011, 10:14 AM
პოსტი #150


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



სკა-ში ისეთი საშინელი პირობებია, მანდ რამის ჩატარებას ისევ ბუნებაში სჯობს, ჩმა smile.gif

ყველაფერი ყანყალებს, იატაკის ჩათვლით, + განათებაც არ ვარგა, სამიზნის სამაგრებიც საქს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 29 2011, 01:31 PM
პოსტი #151


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
ციტატა(ilariona @ 25th June 2011 - 11:32 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გიოსნაირი თოფი არავის არ გვაქვს და ავტომატურად გიო შენ შენს თავს შეეჯიბრები

მდაა გამოდის პევმო ანანისტი ვარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნორიკ მგონი შენც იგივე გელის, ასე რომ შემოგვიერთდი ახალ კლუბს ვაყალიბებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 1 2011, 01:18 PM
პოსტი #152


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ესეიგი ყველანაირი სუპერ მოდიფიცირებული შეჯიბრების მოყვარულებისთვის
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გადაიკითხეთ

აგერ გადმოვიტან რამდენიმე შედეგს:

ასევთქვათ საშიში და საკანკალო ვეირაუხი 50მეტრზე

ბადე 1 სანტიმეტრიანია, ლამის 25-30 მილიმეტრი გამოდის ჯგუფი და ესაა ლეგენდარული შედეგები ბლიაძ!? ეს თოფი ითვლება საქართველოში ელიტად? გადამრევთ თქვენ მე.


აირ არმსი 50 მეტრზე

15 მილიმეტრის ქაღალდზე

ჩინური ლოგანი 50 მეტრზე

12 მილიმეტრი ჩახადა ინგლისურ აირ არმს.




25 მეტრზე ზ.დ.პ FWB 300s

რამდენი მილიმეტრია არ ვიცი მარა ზ.დ.პ ა smile.gif, მაღალი კლასის მარა ზ.დ.პ


ჩინური აქსორი 48 მეტრი

ყველაზე პატარა 8 მილიმეტრია, დედა უტირა აირ არმსაც, და ვეირაუხზაც




CZ200 ისევ 50 მეტრზე

ჯგუფი სადღაც 25 მილიმეტრი - ითვლება რომ დიდი არაფერი თოფია და ქე გააკეთა ვეირაუხის შედეგი, კლასით ლამის დისკოა.




ნუ ამის დადება არ მინდოდა თორემ ისევ დაიწყება აი ხომ გეუბნებოდითო.... ეეხ ბლინ
მოკლედ შტირიკი LG110 50 მეტრი

ყველაზე პატარა ჯგუფი 5.5 მილიმეტრი ბლიაძ! რა სალაპარაკოს გახდით ახლა, ოოოხ ბლიაძ რა smile.gif!




ჩინურის BAM50 პრაქტიკულად ნაგავი - დისტანცია 45 მეტრი

სადღაც 10 მილიმეტრი



1377-ი მართალია სულ რაღაც 25 მეტრია

მილიმეტრაჟი არ უწერია სამწუხაროდ




54 მეტრი ზ.დ.პ HW97k, მარათალია მაღალი კლასისაა მარა დისტანცია ნუ....

ჯგუფის ზომა უცნობია მიახლოებით ტყვიებით გამოდის 25-30 მილიმეტრი.ზ.დ.პ თუ ამას აკეთებს, PCP-ს ნუ ....

25მეტრზე იგივე თოფი აი ამას აკეთებს





ჩინური ნაგავი BAM40 - 50 მეტრი

11მილიმეტრი



Walther LG200 50 მეტრი




ეს ხომ საერთოდ რა არ ვიცი რა კომენტი გავუკეთო
84 მეტრი Walther 850 გადაკეთებული PCP-ზე

ჯგუფი 20 მილიმეტრი



GAMO CFX-ი 36 მეტრი ზ.დ.პ რაიმე სუპერ იარაღი ნამდვილად არაა



სამწუხაროდ ახალ ვერ ვნახე მეორე თემა სადაც საეთოდ საშIნელი თოფებით და ლამის შლანგისგან გაკეთებული იარაღით სასტავს მოგებული აქვს შეჯიბებები, თუმცა აქაც ჩანს რამდენიმე ისეთი იარაღი რომ... ამასობაში სანაქებო HW100-ს დიდი ვერაფერი ჯგუფი აქვს ლამის 30 მილიმეტრია


მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ნებისმიერი ერთი შეხედვით უჯიშო თოფითაც კი შეიძლება კაი შედეგის მიღება, ახლა მაგალითად მარტო ჰაჩიკას თემას რომ გადავხედო ისეთ ჯგუფებს ამოვყრი ჩემს მტერს ბლინ! აგერ 2 კაცი გვყავს ჩვენს მაგ ჰაჩიკას მფლობელები რომლებიც ამტკიცენებ რომ 10 მილიმეტრიან ჯგუფებს აკეთებდნენ 50 მეტრზე.

მოკელდ შიშI უფრო მეტია ვიდრე რეალურად საშიში რამ smile.gif, ნუ იმ ჩათლახლა შტეირმა თავისი შედეგით კი გამიფუჭა მორალის წაკითხვის პონტი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jul 1 2011, 01:29 PM
პოსტი #153


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



ეუფ, HW არ გამოვიდა დზპსავით biggrin.gif

მეც იგივე ვიძახი რო კაი თოფს კაი მსროლელი უნდა!!! biggrin.gif, გერმანელიდან ეტყობა ვიღაც სასწაული ისროდა biggrin.gif

ჯაჯა მე არ მეშინია შენი შტეერის, მზად ვარ შეგერკინო biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 1 2011, 01:36 PM
პოსტი #154


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



norica_dragon
ციტატა(Avto @ 1st July 2011 - 02:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯა მე არ მეშინია შენი შტეერის, მზად ვარ შეგერკინო

ძალიანაც კაი, ასე რა შეკაცო. მართალია ჯერ ჩემსას ცოტა ჭკუაზე მოყვანა უნდა, ნუ ერთი მთავარი დეტალია შესაბამისობაში მოსაყვანი, თორემ ისე არასწორი შეჯიბრი გამოგვივა smile.gif

აი რაც შეეხება
ციტატა(Avto @ 1st July 2011 - 02:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მეც იგივე ვიძახი რო კაი თოფს კაი მსროლელი უნდა!!!

მანდაა მთავარი. რა არ უნდა კაი თოფი იყოს თუ სროლა არ იცი.... საერთოდ ასეთი აზრი ტრიალებს რომ თოფი მსროლელს მხოლოდ 20-30%-იან სვლას აძლევს დანარჩენი მსროლელმა თვითონ უნდა ქნას. მაგრამ ჩვენთან რავი უკუპროცესი წავიდა, მსროლელი არაფერს ნინშავს მთავარი თოფი იყოსო, გამოვიდა ლამის რომ 95-98% არის თოფი და2-3% არის მსროლელი, რაც ნუ ჩემის ღრმარწმენით ეგრე არაა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jul 1 2011, 03:00 PM
პოსტი #155


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD




ციტატა(ja_ja @ Jul 1 2011, 01:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მანდაა მთავარი. რა არ უნდა კაი თოფი იყოს თუ სროლა არ იცი.... საერთოდ ასეთი აზრი ტრიალებს რომ თოფი მსროლელს მხოლოდ 20-30%-იან სვლას აძლევს დანარჩენი მსროლელმა თვითონ უნდა ქნას. მაგრამ ჩვენთან რავი უკუპროცესი წავიდა, მსროლელი არაფერს ნინშავს მთავარი თოფი იყოსო, გამოვიდა ლამის რომ 95-98% არის თოფი და2-3% არის მსროლელი, რაც ნუ ჩემის ღრმარწმენით ეგრე არაა smile.gif



ჯაჯა გააჩნია სროლის პოზიციას, თუ ერთI ბალიშით ისვრი მართალია, თოფის მარტო ~30 პროცენტია, მარა თუ 2 ბალითით და გაქვავებული მაგიდიდან, ამ შემთხევაში თოფის ხდება 80 პროცენტი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 1 2011, 03:12 PM
პოსტი #156


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



norica_dragon
ციტატა(Avto @ 1st July 2011 - 04:00 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯა გააჩნია სროლის პოზიციას, თუ ერთI ბალიშით ისვრი მართალია, თოფის მარტო ~30 პროცენტია, მარა თუ 2 ბალითით და გაქვავებული მაგიდიდან, ამ შემთხევაში თოფის ხდება 80 პროცენტი

ოხ მოკლედ რა! ზარმაცები ხართ! და არა მსროლელები biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jul 1 2011, 03:45 PM
პოსტი #157


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



თუ ასეა და თოფს თქვენი აზრით მNიშვნელობა არა აქვს, მაშინ მე შევეჟიბრები ვისაც უნდა შტირიკით. biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 1 2011, 03:50 PM
პოსტი #158


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



tengo
ციტატა(tengo @ 1st July 2011 - 04:45 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაშინ მე შევეჟიბრები ვისაც უნდა შტირიკით

მდაა... არ უყურებთ მთელი ფორუმი ცალი თვალით ჩემს თოფს smile.gif

წავედი ახლა ეკლესიაში რაიმე კურთხევა შევუკვეთო თორემ ეცემა თვალი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jul 1 2011, 03:58 PM
პოსტი #159


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(ja_ja @ Jul 1 2011, 04:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
tengo

მდაა... არ უყურებთ მთელი ფორუმი ცალი თვალით ჩემს თოფს smile.gif

წავედი ახლა ეკლესიაში რაიმე კურთხევა შევუკვეთო თორემ ეცემა თვალი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რავქნათ ჯაჯა სიმართლე ასეთია ,ყველაზე საშიში შეჯიბრებებში შენი თოფია. biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Jul 1 2011, 05:59 PM
პოსტი #160


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



ვაირაუხი არ ჩამოუვარდება ხარისხით შტეირს და არც აირ არმსი, რომელმა გააკეთეთ 10-12 სმ-იანი ჯგუფები? თუ მსროლელზე არ არის დამოკიდებული მაშინ პრიზი დავითასთვის კი არა, კროსმანის ქარხნისთვის უნდა გადაგეცათ. თქვები თქმით მარადიორი ჯობია ვაირაუხს და აირ არმსს, მაშინ რაღატო ყრით ამხელა თანხებს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

9 გვერდი V  « < 6 7 8 9 >
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2025 - 07:57 AM
Hosted by Pro-Service