![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
დილის 6 საათი, რეკავს მაღვიძარა და იწყება დილა, რომელსაც სამი თვე ველოდებოდით. ,,დიდი გასეირნება“ თემის ავტორი: ,,Masteroff” ორგანიზატორი: ,,ilariona” ![]() მონაწილეები: 1) ნორიკა 2) დავილ 3) დავითუსი 4) ჩზ80 5) გელა 6) გრიგოლიჩი 7) ილარიონა 8) თაზო (მონადირე) 9) ჟორჟიკა (ივრეი) 10) კოკა 11) კაკო 12) კაკო (ციხელა, არ არის დარეგისტრირებული) 13) იორამა დამსწრეები: 1) გრიგოლი 2) გოჩა ამ თემის ავტორმა სულ სხვა სული ჩაუდგა დიდ გასეირნებას, მიზნად ჰქონდა დასახული, თევზაობა, ქეიფი და სროლა! სიმართლეს გეტყვით ეს სამივე შესრულდა, მაგრამ სულ სხვა ინტერპრეტაციით. დავიწყებ იმით, რომ ჩატარდა პირველი აირგანის ჩემპიონატი ფართო მაშტაბით! ახლა კი გადავიდეთ თვით დღეზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ჩატარდა ჩემპიონატი. დილით 7:30 საათზე შევიკრიბეთ მარნეულის გადასახვევთან და ავიღეთ გეზი ბოლნისისკენ! ![]() სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ბოლნისში შევჩერდით ცოტა ხნით და ეს სურათი მაშინ გადავიღეთ. ![]() შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მივედით დანიშნულების ადგილას. ხრამის ხეობას, რომ მიუახლოვდით წინ გამოჩნდა ულამაზესი ხედი, ორი მთის შუაში ჩამოედინება ხრამის მდინარე. სიმართლეს გეტყვით და გზა ცოტა შემაშინებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც მზად ვიყავით, ოთხივე მანქანა ჯიპები იყო (ნუ ჩემი მანქანაც ვითომ ჯიპი იყო), ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია. ჩავედით დანიშნულების ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება. ![]() პირველი რაც მოხდა ნორიკამ დაიადა ნაჯახი და გავარდა ტყეში, დიდი ტოტი უნდა მოეჭრა, რომ სამიზნეები დაგვემაგრებინა, ერთი საათი ტყიდან გამოდიოდა ნაჯახისა და ნორიკას ოხვრა, ბოლოს კოკაც მიეხმარა და საბოლოოდ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ნაჯახი დაბლაგვდა, ტოტი მოიჭრა და ნორიკამ 4კგ დაიკლო. ამასობაში მე მომივიდა იდეა, ერთ თავისუფალ მაგიდაზე დაგვედო ყუთები და მიგვემაგრებინა სამიზნეები, ამ იდეამაც გაამართლა და ის ტოტი სულ ტყუილად იყო მოჭრილი. ამასობაში გაიშალა სუფრა დილის საუზმით (ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ძეხვი, ვიჩინა) ეს რომ დაინახეს მონაწილეებმა, ეგრევე გაიქცნენ არყის ამოსაღებად და აი აქ ჩავრთე ჩემი ორგანიზატორული ნიჭი, ტკბილი საუბრით გადავაფიქრებინე დალევა (ჩემპიონატიდან მოხსნით დავემუქრე) ![]() ნუ იყო ჯუჯღუნი, ლაშამ თავისი ტექსტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, რომ დაგვეხვრიტა და მიგვეგდო სადმე, მაგრამ გავუძელი შეტევებს და არ დავალევინე. ამასობაში დავიწყეთ ბანაკის გაწყობა, მიდიოდა კარვების გაშლა, თოფების აწყობა, ანკესების გადაყრა წყალში და რავიცი ათასი გასართობი რამ. ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე, და რავარც იქნა გაიშალა ბანაკიც. ![]() აქვე დავამატებ იმას, რომ სანამ ბანაკი გაიშლებოდა კაკომ თავისი თოფი სამჯერ დაშალა და ააწყო. მგონი კროსმანის ფაბრიკაში აპირებს მუშაობის დაწყებას და ვარჯიშობს ![]() აი ისიც მომენტი საიდანაც დაიწყო ოპტიკების გასწორება და ეგრედ წოდებული ,,პრისტრელკა“ ![]() სურათზე კარგად ჩანს, დავითუსას მოფიქრებული ორი ჯოხი, რომელზეც მივამაგრეთ პარკის ნაჭრები და მაგით ვარკვევდით არის თუ არა ქარი იმ ადგილას სადაც ვისროდით. ნუ რთული გამოსაცნობი არაა და პირველი ოპტიკას ასწორებს ნორიკა, ![]() ![]() ![]() 20 წუთი ეჩალიჩებოდა თავის ოპტიკას, თან იძახდა რომ ვერ ვასწორებო, ყელში რომ ამოგვივიდა მისი საქციელი და მილიციის მეშვეობით ვაპირებდით მოედნიდან გაძევებას, წამოიძახა ევრიკაოოო და დააყოლა, რომ გავასწორეო, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. სადღაც საათნახევარი მაინც გრძელდებოდა ამ ოპტიკების სწორება. პირველად ვნახე როგორ ასწორებენ მეგრელები ოპტიკას (კაკო არ გეწყინოს) ოთხი ბრუნი ზევით, ოთხი ბრუნი გვერდით და ოპტიკა გასწორებულია ![]() და აი ისიც, ჩემპიონატის დაწყება, პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჯგუფების კეთებაში, მონაწილეს ეძლეოდა ოთხი სამიზნე და 20 ტყვია, თითო სამიზნეზე უნდა ესროლა 5 ტყვია. მანძილი 50 მეტრი. პირველი მონაწილე ძნელი გამოსაცნობი არაა და ისევ ნორიკაა, სასროლი პოზიცია დაიკავა და ოი რა გაიგო ნორიკას ყურებმა, თურმე იარაღის ბალიშით გამაგრება ხდება მხოლოდ ცვო-ს მხრიდან და კონდახი კი ხელით უნდა გაამაგრო ![]() სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მონაწილეს მიეცა სულ ხუთი წუთი 20 გასროლაზე, რაც მიმაჩნია ძალზედ ცოტა და ეს პირველი მინუსი ორგანიზატორის, რომ ვერ გათვალა ასეთი რამ. პირველ 6 მონაწილეს ვაკონროლებდი დროში და არ ვაძლევდი დაგვიანების საშუალებას, მერე ისე დავიღალე, რომ ბოლო მონაწილე მგონი მთელი 20 წუთი ისროდა და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ესეც მეორე მინუსი. აქვე დავწერ იმასაც, რომ ძალზედ ბევრი ტყვია გაქრა, სურათებზე დააკვირდით და ზოგიერთ სამიზნეს ერთი ტყვია აკლია. მონაწილე თითქოსდა ისროდა და სამიზნეს ტყვია არ ჰქონდა მონახვედრი, გასაკვირია მაგრამ ფაქტია. ესეც ორგანიზატორის ბრალია, მაგაზე დაიწერა კიდეც, რომ მონაწილეს უნდა მიეცეს ზუსტი რაოდენობა ტყვიების და მის ახლოს ტყია არ უნდა ჭაჭანებდეს. ასე მოხდება კონტროლი თუ რამდენი ტყვია გაისროლა მონაწილემ. იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მონაწილეს თოფი გაუვარდა და მერე ითხოვდა ახალი ტყვია მომეცითო, რა ჩემი ბრალია რომ თოფი გამივარდაო. რატომღაც ამაზე დავთანხმდით და მონაწილეს ეძლეოდა ახალი ტყვია, რომ განმეორებით ესროლა, რაც მიმაჩნია დიდ შეცდომათ!!! აუცილებლად მონაწილემ უნდა გააკონტროლოს საკუთარი შესაძლებლობები და სროლის დროს არ იყოს დაბნეული, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას. იარაღის გავარდნა არის დიდი მინუსი და მასეთი რამ უნდა ისჯებოდეს მსაჯის მხრიდან. როგორც ზევით დავწერე, ზოგიერთი ტყვია სამიზნეზე არ აღინიშნებოდა, მასეთ შემთხვევაში მონაწილეს ვაძლევდით საჯარიმო 70მმ-ს. ესეც რაღაც სასტიკ დასჯად მიმაჩნია, ფაქტიურად ვისაც დაავიწყდა სროლა ან და სამიზნეს ასცდა ტყვია, საერთოდ დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ქვემოთ ნაჩვენებ შედეგებში ჩანს, სადაც 70მმ წერია ესეიგი მის სამიზნეს ტყვია აკლდა. ესეც ჩემპიონატის შედეგი: 1) ნორიკა (აა510) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 27+28+34+33/4=30.5 2) გელა (ჰაცან ატ44) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 37+30+29+70/4=41.5 3) კოკა (დისკოვერი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 70+80+70+67/4=71 4) დავილი (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 22+70+70+39/4=50.25 5) თაზო (მონადირე) (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 15+25+25+39/4=26 6) ციხელა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 70+62+44+25/4=50.25 7) ილარიონა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 21+70+25+22/4=34.5 8) იორამა (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 25+24+24+70/4=35.75 9) დავითუსი (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 33+34+31+35/4=33.25 10) ჩზ80 (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 64+20+25+29/4=34.5 11) ჟორჟიკა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 23+16+29+48/4=29 12) კაკო (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 32+50+29+23/4=33.5 13) გრიგოლიჩი (აა510) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 22+36+29+24/4=27.75 შედეგებს თუ გადავხედავ ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებული გახდა თაზო (მონადირე). დამსახურებული მეორე ადგილი კი დაიკავა გრიგოლიჩმა, რაზეც მიიღო მშვენიერი საჩუქარიც. ნორიკას თოფით გრიგოლიჩმა ბევრად უკეთესი შედეგი გვაჩვენა და თანაც ისე, რომ ხმა არ ამოუღია ბავშვს. ვინაიდან ჯგუფების ჩემპიონატი გაიწელა და საღამო მოგვიახლოვდა და თანაც უკვე ყველა მაგარი მშივრები ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ქულების დაგროვების ჩემპიონატი ჩაგვეტარებიან ძალიან სწრაფად, სამიზნეების რაოდენობა შევზღუდეთ 2-დან 1-ზე და გასროლების რაოდენობაც 10-დან 5-ზე. აქ ყველაფერი მარტივია და არაფრის წერა არაა საჭირო, გამოვაქვეყნებ პირდაპირ სურათებს და ნათლად ჩანს გამარჯვებულიც და შედეგებიც. მანძილი დარჩა 50 მეტრი. დაიწყო სროლა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() არ დავმალავ და დავილისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს, შესაშური შედეგია და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა. აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოვების ცერემონიასაც. ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულებიც გვყვავს, ვიტყოდი, რომ ძალზედ დაღლილები ვიყავით და თანაც ყველას გვშიოდა, გავიხედეთ და რას ვხედავთ, ჭამა-სმის მინისტრი (იორამა) წამოწოლილია ბუნებაში და თევზაობს, საკუთარ თავზე აღებული პურმარილი კი ხელუხლებელია. ![]() ![]() რას ვიზავდით, დავიწყეთ პურმარილის მზადება! აქვე დავამატებ, რომ ამინდი მთელი დღის მანძილზე იყო იდეალური, ნიავიც კი არ ჰქროდა! სურათებზეც ჩანს, რომ მზე კაშკაშებდა მთელი დღის მანძილზე. საღამოთი კი ჩემპიონატის დასროლებისთანავე დასცხო ძლიერმა წვიმამ და ძალზედ აგრილდა. რაღაც მხრივ ქეიფის ხასიათზედ დაგვაყენა მთელი დღის დასიცხულები. საღამოს შვიდი საათისთვის არნახული პურმარილი გვქონდა გაშლილი: მწვადი, ჩაქაფული, ყველი, კიტრი და პომიდორი ![]() რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ პირველი ყლუპი ალკოჰოლის დაილეოდა იქამდე ყველა იარაღი შენახული იყო და დალევის შემდეგ არც არავის არ ამოუღია სასროლად. ეს მართლაც დასაფასებელი საქციელი იყო. აქვე ქეიფის სურათებს გთავაზობთ: ![]() ![]() ![]() ![]() აი მოვიდა რეპორტის დასასრულიც და მგონი რომ სრულად გადმოგეცით იქ მომხდარი სიტუაცია. მინდა მონაწილეებსა და დამსწერეებს გთხოვოთ, თუ რამე გამომრჩა დაამატეთ და დაწერეთ კომენტის სახით. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, შეჯიბრისა და გასვლის მინუსები და პლუსებიც დავწეროთ. აქ დაწერილი ყველა ნიუანსი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი გასვლისთვის და დამიჯერეთ არავის არ ეწყინება თუ ბევრ მინუსებს ჩამოწერთ. პირიქით შემდგომში შევეცდებით ერთობლივად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები. ახლა კი დავყრი სურათებს, რომლებიც უბრალოდ გადაღებულია პაპარაცების მიერ. კეთილი სურვილებით თქვენი ილარიონი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#141
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
დროა უკვე დაიგეგმოს თარიღი შემდეგი ჩემიპიონატის ტირში და იგივე წესებით რაც იყო!!!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#142
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 ![]() |
ისე ტირი ალბატ უფრო გამართლებული იქნება შეჯიბრის ჩასატრებლად,ნუ მე მანდ არასოდეს ვყოფილვარ და მხოლოდ თქვენგან ვიცი თუ რა მოყანყალებული მაგიდებია მანდ მაგრამ მხოლოდ ერთისათვის ხომ არ იქნება მოყანყალებული!!!რაც მთავარია ალბათ ქარი მაინც არ დაუბერავს მანდა.თუ რამეს დაგეგმავთ მეც წამოვალ და ბევრი სხვაც თანახმა იქნება,კვირა დღეს \თითმის ყველას ცალია და დროც არ უნდა ძალიან,ჰა რას იტყვით?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#143
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
შეჯიბრის გარეშეც შეიძლება, მე მზად ვიქნები მომავალი კვირისთვის თუ თბილისში ვიქნები.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#144
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
ავთომაც ხომ გადაიღო სურათები? ავთო დადე რა სურათები რააააა
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#145
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
ხვალ დავდებ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#146
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
ციტატა(norica_dragon @ Jun 27 2011, 07:43 PM) ხვალ დავდებ ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#147
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
iorama ლაშა, ეს რა სიყვარულის ბუშტი ა? ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#148
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
ციტატა(ilariona @ Jun 27 2011, 10:59 PM) iorama ლაშა, ეს რა სიყვარულის ბუშტი ა? ![]() ![]() ![]() ამ ბოლო გასვლაზე მივხვდი რომ.... ეჰჰ ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#149
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
ავთო,აისნია ვღადაობ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#150
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
სკა-ში ისეთი საშინელი პირობებია, მანდ რამის ჩატარებას ისევ ბუნებაში სჯობს, ჩმა ![]() ყველაფერი ყანყალებს, იატაკის ჩათვლით, + განათებაც არ ვარგა, სამიზნის სამაგრებიც საქს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#151
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ilariona ციტატა(ilariona @ 25th June 2011 - 11:32 PM) გიოსნაირი თოფი არავის არ გვაქვს და ავტომატურად გიო შენ შენს თავს შეეჯიბრები მდაა გამოდის პევმო ანანისტი ვარ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#152
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ესეიგი ყველანაირი სუპერ მოდიფიცირებული შეჯიბრების მოყვარულებისთვისგადაიკითხეთ აგერ გადმოვიტან რამდენიმე შედეგს: ასევთქვათ საშიში და საკანკალო ვეირაუხი 50მეტრზე ![]() ბადე 1 სანტიმეტრიანია, ლამის 25-30 მილიმეტრი გამოდის ჯგუფი და ესაა ლეგენდარული შედეგები ბლიაძ!? ეს თოფი ითვლება საქართველოში ელიტად? გადამრევთ თქვენ მე. აირ არმსი 50 მეტრზე ![]() 15 მილიმეტრის ქაღალდზე ჩინური ლოგანი 50 მეტრზე ![]() 12 მილიმეტრი ჩახადა ინგლისურ აირ არმს. 25 მეტრზე ზ.დ.პ FWB 300s ![]() რამდენი მილიმეტრია არ ვიცი მარა ზ.დ.პ ა ![]() ჩინური აქსორი 48 მეტრი ![]() ყველაზე პატარა 8 მილიმეტრია, დედა უტირა აირ არმსაც, და ვეირაუხზაც CZ200 ისევ 50 მეტრზე ![]() ჯგუფი სადღაც 25 მილიმეტრი - ითვლება რომ დიდი არაფერი თოფია და ქე გააკეთა ვეირაუხის შედეგი, კლასით ლამის დისკოა. ნუ ამის დადება არ მინდოდა თორემ ისევ დაიწყება აი ხომ გეუბნებოდითო.... ეეხ ბლინ მოკლედ შტირიკი LG110 50 მეტრი ![]() ყველაზე პატარა ჯგუფი 5.5 მილიმეტრი ბლიაძ! რა სალაპარაკოს გახდით ახლა, ოოოხ ბლიაძ რა ![]() ჩინურის BAM50 პრაქტიკულად ნაგავი - დისტანცია 45 მეტრი ![]() სადღაც 10 მილიმეტრი 1377-ი მართალია სულ რაღაც 25 მეტრია ![]() მილიმეტრაჟი არ უწერია სამწუხაროდ 54 მეტრი ზ.დ.პ HW97k, მარათალია მაღალი კლასისაა მარა დისტანცია ნუ.... ![]() ჯგუფის ზომა უცნობია მიახლოებით ტყვიებით გამოდის 25-30 მილიმეტრი.ზ.დ.პ თუ ამას აკეთებს, PCP-ს ნუ .... 25მეტრზე იგივე თოფი აი ამას აკეთებს ![]() ჩინური ნაგავი BAM40 - 50 მეტრი ![]() 11მილიმეტრი Walther LG200 50 მეტრი ![]() ეს ხომ საერთოდ რა არ ვიცი რა კომენტი გავუკეთო 84 მეტრი Walther 850 გადაკეთებული PCP-ზე ![]() ჯგუფი 20 მილიმეტრი GAMO CFX-ი 36 მეტრი ზ.დ.პ რაიმე სუპერ იარაღი ნამდვილად არაა ![]() სამწუხაროდ ახალ ვერ ვნახე მეორე თემა სადაც საეთოდ საშIნელი თოფებით და ლამის შლანგისგან გაკეთებული იარაღით სასტავს მოგებული აქვს შეჯიბებები, თუმცა აქაც ჩანს რამდენიმე ისეთი იარაღი რომ... ამასობაში სანაქებო HW100-ს დიდი ვერაფერი ჯგუფი აქვს ლამის 30 მილიმეტრია მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ნებისმიერი ერთი შეხედვით უჯიშო თოფითაც კი შეიძლება კაი შედეგის მიღება, ახლა მაგალითად მარტო ჰაჩიკას თემას რომ გადავხედო ისეთ ჯგუფებს ამოვყრი ჩემს მტერს ბლინ! აგერ 2 კაცი გვყავს ჩვენს მაგ ჰაჩიკას მფლობელები რომლებიც ამტკიცენებ რომ 10 მილიმეტრიან ჯგუფებს აკეთებდნენ 50 მეტრზე. მოკელდ შიშI უფრო მეტია ვიდრე რეალურად საშიში რამ ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#153
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
ეუფ, HW არ გამოვიდა დზპსავით ![]() მეც იგივე ვიძახი რო კაი თოფს კაი მსროლელი უნდა!!! ![]() ![]() ჯაჯა მე არ მეშინია შენი შტეერის, მზად ვარ შეგერკინო ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#154
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
norica_dragon ციტატა(Avto @ 1st July 2011 - 02:29 PM) ჯაჯა მე არ მეშინია შენი შტეერის, მზად ვარ შეგერკინო ძალიანაც კაი, ასე რა შეკაცო. მართალია ჯერ ჩემსას ცოტა ჭკუაზე მოყვანა უნდა, ნუ ერთი მთავარი დეტალია შესაბამისობაში მოსაყვანი, თორემ ისე არასწორი შეჯიბრი გამოგვივა ![]() აი რაც შეეხება ციტატა(Avto @ 1st July 2011 - 02:29 PM) მეც იგივე ვიძახი რო კაი თოფს კაი მსროლელი უნდა!!! მანდაა მთავარი. რა არ უნდა კაი თოფი იყოს თუ სროლა არ იცი.... საერთოდ ასეთი აზრი ტრიალებს რომ თოფი მსროლელს მხოლოდ 20-30%-იან სვლას აძლევს დანარჩენი მსროლელმა თვითონ უნდა ქნას. მაგრამ ჩვენთან რავი უკუპროცესი წავიდა, მსროლელი არაფერს ნინშავს მთავარი თოფი იყოსო, გამოვიდა ლამის რომ 95-98% არის თოფი და2-3% არის მსროლელი, რაც ნუ ჩემის ღრმარწმენით ეგრე არაა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#155
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
ციტატა(ja_ja @ Jul 1 2011, 01:36 PM) მანდაა მთავარი. რა არ უნდა კაი თოფი იყოს თუ სროლა არ იცი.... საერთოდ ასეთი აზრი ტრიალებს რომ თოფი მსროლელს მხოლოდ 20-30%-იან სვლას აძლევს დანარჩენი მსროლელმა თვითონ უნდა ქნას. მაგრამ ჩვენთან რავი უკუპროცესი წავიდა, მსროლელი არაფერს ნინშავს მთავარი თოფი იყოსო, გამოვიდა ლამის რომ 95-98% არის თოფი და2-3% არის მსროლელი, რაც ნუ ჩემის ღრმარწმენით ეგრე არაა ![]() ჯაჯა გააჩნია სროლის პოზიციას, თუ ერთI ბალიშით ისვრი მართალია, თოფის მარტო ~30 პროცენტია, მარა თუ 2 ბალითით და გაქვავებული მაგიდიდან, ამ შემთხევაში თოფის ხდება 80 პროცენტი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#156
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
norica_dragon ციტატა(Avto @ 1st July 2011 - 04:00 PM) ჯაჯა გააჩნია სროლის პოზიციას, თუ ერთI ბალიშით ისვრი მართალია, თოფის მარტო ~30 პროცენტია, მარა თუ 2 ბალითით და გაქვავებული მაგიდიდან, ამ შემთხევაში თოფის ხდება 80 პროცენტი ოხ მოკლედ რა! ზარმაცები ხართ! და არა მსროლელები ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#157
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
თუ ასეა და თოფს თქვენი აზრით მNიშვნელობა არა აქვს, მაშინ მე შევეჟიბრები ვისაც უნდა შტირიკით. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#158
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
tengo ციტატა(tengo @ 1st July 2011 - 04:45 PM) მაშინ მე შევეჟიბრები ვისაც უნდა შტირიკით მდაა... არ უყურებთ მთელი ფორუმი ცალი თვალით ჩემს თოფს ![]() წავედი ახლა ეკლესიაში რაიმე კურთხევა შევუკვეთო თორემ ეცემა თვალი ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#159
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Jul 1 2011, 04:50 PM) tengo მდაა... არ უყურებთ მთელი ფორუმი ცალი თვალით ჩემს თოფს ![]() წავედი ახლა ეკლესიაში რაიმე კურთხევა შევუკვეთო თორემ ეცემა თვალი ![]() ![]() ![]() რავქნათ ჯაჯა სიმართლე ასეთია ,ყველაზე საშიში შეჯიბრებებში შენი თოფია. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#160
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,141 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 286 ![]() |
ვაირაუხი არ ჩამოუვარდება ხარისხით შტეირს და არც აირ არმსი, რომელმა გააკეთეთ 10-12 სმ-იანი ჯგუფები? თუ მსროლელზე არ არის დამოკიდებული მაშინ პრიზი დავითასთვის კი არა, კროსმანის ქარხნისთვის უნდა გადაგეცათ. თქვები თქმით მარადიორი ჯობია ვაირაუხს და აირ არმსს, მაშინ რაღატო ყრით ამხელა თანხებს?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2025 - 08:01 AM |
Hosted by Pro-Service |