გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დიდი გასეირნების ლოგიკური დასასრული, რეპორტი
ilariona
პოსტი Jun 20 2011, 08:36 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



დილის 6 საათი, რეკავს მაღვიძარა და იწყება დილა, რომელსაც სამი თვე ველოდებოდით.

,,დიდი გასეირნება“


თემის ავტორი: ,,Masteroff”

ორგანიზატორი: ,,ilariona”



მონაწილეები:
1) ნორიკა
2) დავილ
3) დავითუსი
4) ჩზ80
5) გელა
6) გრიგოლიჩი
7) ილარიონა
8) თაზო (მონადირე)
9) ჟორჟიკა (ივრეი)
10) კოკა
11) კაკო
12) კაკო (ციხელა, არ არის დარეგისტრირებული)
13) იორამა

დამსწრეები:
1) გრიგოლი
2) გოჩა

ამ თემის ავტორმა სულ სხვა სული ჩაუდგა დიდ გასეირნებას, მიზნად ჰქონდა დასახული, თევზაობა, ქეიფი და სროლა! სიმართლეს გეტყვით ეს სამივე შესრულდა, მაგრამ სულ სხვა ინტერპრეტაციით.

დავიწყებ იმით, რომ ჩატარდა პირველი აირგანის ჩემპიონატი ფართო მაშტაბით!

ახლა კი გადავიდეთ თვით დღეზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ჩატარდა ჩემპიონატი.

დილით 7:30 საათზე შევიკრიბეთ მარნეულის გადასახვევთან და ავიღეთ გეზი ბოლნისისკენ!



სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ბოლნისში შევჩერდით ცოტა ხნით და ეს სურათი მაშინ გადავიღეთ.



შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მივედით დანიშნულების ადგილას.
ხრამის ხეობას, რომ მიუახლოვდით წინ გამოჩნდა ულამაზესი ხედი, ორი მთის შუაში ჩამოედინება ხრამის მდინარე. სიმართლეს გეტყვით და გზა ცოტა შემაშინებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც მზად ვიყავით, ოთხივე მანქანა ჯიპები იყო (ნუ ჩემი მანქანაც ვითომ ჯიპი იყო), ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია.
ჩავედით დანიშნულების ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება.



პირველი რაც მოხდა ნორიკამ დაიადა ნაჯახი და გავარდა ტყეში, დიდი ტოტი უნდა მოეჭრა, რომ სამიზნეები დაგვემაგრებინა, ერთი საათი ტყიდან გამოდიოდა ნაჯახისა და ნორიკას ოხვრა, ბოლოს კოკაც მიეხმარა და საბოლოოდ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ნაჯახი დაბლაგვდა, ტოტი მოიჭრა და ნორიკამ 4კგ დაიკლო. ამასობაში მე მომივიდა იდეა, ერთ თავისუფალ მაგიდაზე დაგვედო ყუთები და მიგვემაგრებინა სამიზნეები, ამ იდეამაც გაამართლა და ის ტოტი სულ ტყუილად იყო მოჭრილი.

ამასობაში გაიშალა სუფრა დილის საუზმით (ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ძეხვი, ვიჩინა) ეს რომ დაინახეს მონაწილეებმა, ეგრევე გაიქცნენ არყის ამოსაღებად და აი აქ ჩავრთე ჩემი ორგანიზატორული ნიჭი, ტკბილი საუბრით გადავაფიქრებინე დალევა (ჩემპიონატიდან მოხსნით დავემუქრე)



ნუ იყო ჯუჯღუნი, ლაშამ თავისი ტექსტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, რომ დაგვეხვრიტა და მიგვეგდო სადმე, მაგრამ გავუძელი შეტევებს და არ დავალევინე.

ამასობაში დავიწყეთ ბანაკის გაწყობა, მიდიოდა კარვების გაშლა, თოფების აწყობა, ანკესების გადაყრა წყალში და რავიცი ათასი გასართობი რამ. ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე, და რავარც იქნა გაიშალა ბანაკიც.




აქვე დავამატებ იმას, რომ სანამ ბანაკი გაიშლებოდა კაკომ თავისი თოფი სამჯერ დაშალა და ააწყო. მგონი კროსმანის ფაბრიკაში აპირებს მუშაობის დაწყებას და ვარჯიშობს



აი ისიც მომენტი საიდანაც დაიწყო ოპტიკების გასწორება და ეგრედ წოდებული ,,პრისტრელკა“



სურათზე კარგად ჩანს, დავითუსას მოფიქრებული ორი ჯოხი, რომელზეც მივამაგრეთ პარკის ნაჭრები და მაგით ვარკვევდით არის თუ არა ქარი იმ ადგილას სადაც ვისროდით.

ნუ რთული გამოსაცნობი არაა და პირველი ოპტიკას ასწორებს ნორიკა,







20 წუთი ეჩალიჩებოდა თავის ოპტიკას, თან იძახდა რომ ვერ ვასწორებო, ყელში რომ ამოგვივიდა მისი საქციელი და მილიციის მეშვეობით ვაპირებდით მოედნიდან გაძევებას, წამოიძახა ევრიკაოოო და დააყოლა, რომ გავასწორეო, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. სადღაც საათნახევარი მაინც გრძელდებოდა ამ ოპტიკების სწორება. პირველად ვნახე როგორ ასწორებენ მეგრელები ოპტიკას (კაკო არ გეწყინოს) ოთხი ბრუნი ზევით, ოთხი ბრუნი გვერდით და ოპტიკა გასწორებულია biggrin.gif



და აი ისიც, ჩემპიონატის დაწყება,
პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჯგუფების კეთებაში,
მონაწილეს ეძლეოდა ოთხი სამიზნე და 20 ტყვია, თითო სამიზნეზე უნდა ესროლა 5 ტყვია.
მანძილი 50 მეტრი.
პირველი მონაწილე ძნელი გამოსაცნობი არაა და ისევ ნორიკაა,
სასროლი პოზიცია დაიკავა და ოი რა გაიგო ნორიკას ყურებმა, თურმე იარაღის ბალიშით გამაგრება ხდება მხოლოდ ცვო-ს მხრიდან და კონდახი კი ხელით უნდა გაამაგრო biggrin.gif ატყდა ისევ ჯუჯღუნი, მეო მასე ჯერ არ მისვრიაოოო და იასნა რომ წავაგებო, ისაო ესაო და მაინც ისროლა.

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მონაწილეს მიეცა სულ ხუთი წუთი 20 გასროლაზე, რაც მიმაჩნია ძალზედ ცოტა და ეს პირველი მინუსი ორგანიზატორის, რომ ვერ გათვალა ასეთი რამ.

პირველ 6 მონაწილეს ვაკონროლებდი დროში და არ ვაძლევდი დაგვიანების საშუალებას, მერე ისე დავიღალე, რომ ბოლო მონაწილე მგონი მთელი 20 წუთი ისროდა და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ესეც მეორე მინუსი.

აქვე დავწერ იმასაც, რომ ძალზედ ბევრი ტყვია გაქრა, სურათებზე დააკვირდით და ზოგიერთ სამიზნეს ერთი ტყვია აკლია. მონაწილე თითქოსდა ისროდა და სამიზნეს ტყვია არ ჰქონდა მონახვედრი, გასაკვირია მაგრამ ფაქტია. ესეც ორგანიზატორის ბრალია, მაგაზე დაიწერა კიდეც, რომ მონაწილეს უნდა მიეცეს ზუსტი რაოდენობა ტყვიების და მის ახლოს ტყია არ უნდა ჭაჭანებდეს. ასე მოხდება კონტროლი თუ რამდენი ტყვია გაისროლა მონაწილემ. იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მონაწილეს თოფი გაუვარდა და მერე ითხოვდა ახალი ტყვია მომეცითო, რა ჩემი ბრალია რომ თოფი გამივარდაო. რატომღაც ამაზე დავთანხმდით და მონაწილეს ეძლეოდა ახალი ტყვია, რომ განმეორებით ესროლა, რაც მიმაჩნია დიდ შეცდომათ!!! აუცილებლად მონაწილემ უნდა გააკონტროლოს საკუთარი შესაძლებლობები და სროლის დროს არ იყოს დაბნეული, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას. იარაღის გავარდნა არის დიდი მინუსი და მასეთი რამ უნდა ისჯებოდეს მსაჯის მხრიდან.

როგორც ზევით დავწერე, ზოგიერთი ტყვია სამიზნეზე არ აღინიშნებოდა, მასეთ შემთხვევაში მონაწილეს ვაძლევდით საჯარიმო 70მმ-ს. ესეც რაღაც სასტიკ დასჯად მიმაჩნია, ფაქტიურად ვისაც დაავიწყდა სროლა ან და სამიზნეს ასცდა ტყვია, საერთოდ დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ქვემოთ ნაჩვენებ შედეგებში ჩანს, სადაც 70მმ წერია ესეიგი მის სამიზნეს ტყვია აკლდა.


ესეც ჩემპიონატის შედეგი:

1) ნორიკა (აა510)







შედეგი: 27+28+34+33/4=30.5

2) გელა (ჰაცან ატ44)







შედეგი: 37+30+29+70/4=41.5

3) კოკა (დისკოვერი)







შედეგი: 70+80+70+67/4=71

4) დავილი (მარადიორი)







შედეგი: 22+70+70+39/4=50.25

5) თაზო (მონადირე) (HW100)







შედეგი: 15+25+25+39/4=26

6) ციხელა (HW100)







შედეგი: 70+62+44+25/4=50.25

7) ილარიონა (HW100)







შედეგი: 21+70+25+22/4=34.5

8) იორამა (მარადიორი)







შედეგი: 25+24+24+70/4=35.75

9) დავითუსი (მარადიორი)







შედეგი: 33+34+31+35/4=33.25

10) ჩზ80 (HW100)







შედეგი: 64+20+25+29/4=34.5

11) ჟორჟიკა (HW100)







შედეგი: 23+16+29+48/4=29

12) კაკო (მარადიორი)







შედეგი: 32+50+29+23/4=33.5

13) გრიგოლიჩი (აა510)







შედეგი: 22+36+29+24/4=27.75






შედეგებს თუ გადავხედავ ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებული გახდა თაზო (მონადირე).
დამსახურებული მეორე ადგილი კი დაიკავა გრიგოლიჩმა, რაზეც მიიღო მშვენიერი საჩუქარიც.
ნორიკას თოფით გრიგოლიჩმა ბევრად უკეთესი შედეგი გვაჩვენა და თანაც ისე, რომ ხმა არ ამოუღია ბავშვს.

ვინაიდან ჯგუფების ჩემპიონატი გაიწელა და საღამო მოგვიახლოვდა და თანაც უკვე ყველა მაგარი მშივრები ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ქულების დაგროვების ჩემპიონატი ჩაგვეტარებიან ძალიან სწრაფად, სამიზნეების რაოდენობა შევზღუდეთ 2-დან 1-ზე და გასროლების რაოდენობაც 10-დან 5-ზე.
აქ ყველაფერი მარტივია და არაფრის წერა არაა საჭირო, გამოვაქვეყნებ პირდაპირ სურათებს და ნათლად ჩანს გამარჯვებულიც და შედეგებიც.
მანძილი დარჩა 50 მეტრი.


დაიწყო სროლა.



























არ დავმალავ და დავილისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს, შესაშური შედეგია და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა.

აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოვების ცერემონიასაც.





ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულებიც გვყვავს, ვიტყოდი, რომ ძალზედ დაღლილები ვიყავით და თანაც ყველას გვშიოდა, გავიხედეთ და რას ვხედავთ, ჭამა-სმის მინისტრი (იორამა) წამოწოლილია ბუნებაში და თევზაობს, საკუთარ თავზე აღებული პურმარილი კი ხელუხლებელია.





რას ვიზავდით, დავიწყეთ პურმარილის მზადება!

აქვე დავამატებ, რომ ამინდი მთელი დღის მანძილზე იყო იდეალური, ნიავიც კი არ ჰქროდა! სურათებზეც ჩანს, რომ მზე კაშკაშებდა მთელი დღის მანძილზე. საღამოთი კი ჩემპიონატის დასროლებისთანავე დასცხო ძლიერმა წვიმამ და ძალზედ აგრილდა.

რაღაც მხრივ ქეიფის ხასიათზედ დაგვაყენა მთელი დღის დასიცხულები.

საღამოს შვიდი საათისთვის არნახული პურმარილი გვქონდა გაშლილი: მწვადი, ჩაქაფული, ყველი, კიტრი და პომიდორი smile.gif მეტი რა უნდა ინატრო ბუნებაში გასულმა კაცმა.

რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ პირველი ყლუპი ალკოჰოლის დაილეოდა იქამდე ყველა იარაღი შენახული იყო და დალევის შემდეგ არც არავის არ ამოუღია სასროლად.
ეს მართლაც დასაფასებელი საქციელი იყო.

აქვე ქეიფის სურათებს გთავაზობთ:






აი მოვიდა რეპორტის დასასრულიც და მგონი რომ სრულად გადმოგეცით იქ მომხდარი სიტუაცია.
მინდა მონაწილეებსა და დამსწერეებს გთხოვოთ, თუ რამე გამომრჩა დაამატეთ და დაწერეთ კომენტის სახით.
კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, შეჯიბრისა და გასვლის მინუსები და პლუსებიც დავწეროთ.
აქ დაწერილი ყველა ნიუანსი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი გასვლისთვის და დამიჯერეთ არავის არ ეწყინება თუ ბევრ მინუსებს ჩამოწერთ. პირიქით შემდგომში შევეცდებით ერთობლივად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები.

ახლა კი დავყრი სურათებს, რომლებიც უბრალოდ გადაღებულია პაპარაცების მიერ.
კეთილი სურვილებით თქვენი ილარიონი.

























>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
9 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (20 - 39)
ilariona
პოსტი Jun 21 2011, 09:33 AM
პოსტი #21


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(cz80 @ 21st June 2011 - 12:47 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისე უფრო მეტ ფოტოებს ველოდი,მარტო ნორიკას აიფონით იმდენი ფოტოები ვიღე ბახუსმოკიდებული სახეების რო ეგენიც გაასწორებდა რო დაგედო



ვინ მომცა რო ეგ სურათები თორე კი. დაყაროს ნორიკამ ეგ სურათები და ვიდეოები. მე რაც მქონდა თითქმის სრულად დავყარე. ნუ ცოტა შევინახე ინტრიგის მოსამატებლად smile.gif

ციტატა(davil @ 20th June 2011 - 11:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აქ დაიწერა უკვე ტექნიკურ ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე, მე კი ერთ რამეს ვიტყვი-არაყის მაგივრად ღვინო უნდა წაგვეღო, იმიტო რო ქართველები ვართ და ღვინით ქეიფის ეშხი სულ სხვაა


ნუ რაც შეეხება ტექნიკურ ხარვიზებს მგონია, ამ ხარვიზების გამოსწორება მოხდება მხოლოდ 5-6 გასვლის შემდეგ. ასე რომ უნდა მოვუხშიროდ გასვლებს. მითუმეტეს ზაფხულია და ახლა არის კარგი ბუნებაში გასვლა.

ღვინოზე კი გეთანხმები 100%-ით, მთავარია დილით სმა არ იყოს და მხოლოდ საღამოთი პურის ჭამის დროს იყოს ქეიფი. შემდეგი გასვლა შეგვიძლია მალე დავგეგმოთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jun 21 2011, 09:42 AM
პოსტი #22


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



მე მზად ვარ შემდეგი გასვლისთვის biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 21 2011, 09:57 AM
პოსტი #23


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(tengo @ 20th June 2011 - 10:16 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შეჯიბრების დროს ყოველთვის ჯობია რომ ერთ სამიზნეზე იყოს მხოლოდ ერთი ტყვია.


ბატონო თენგო ეგ როგორ?

ჩვენ ხომ ჯგუფების კაკეთებაში შევეჯიბრეთ და ერთ სამიზნეზე ერთი ტყვია მგონი, რომ არ გამოვა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
davil
პოსტი Jun 21 2011, 10:16 AM
პოსტი #24


ზეზუსტი მსროლელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 467
რეგისტრ.: 13-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: RUSTAVI
წევრი №: 642



ilariona

გეთანხმები რომ გასვლებს უნდა მოვუხშიროთ, ჩვენც გაგვისწორდება და საქმესაც წაადგება. მე პირადად მზად ვარ უახლოეს ხანებში გასვლისთვის. ერთი წინადადება მექნება-გასულ შაბათს გახლდით დმანისში და ძალიან მოვიხიბლე იქაურობით. ჰაერი კარგი, ბუნება უკეთესი და კაცს რო სროლის და ქეიფის ხასიათზე დაგაყენებს რა smile.gif ...ხომ არ გვეცადა მაითკენ გასეირნება? ნუ რათქმაუნდა სხვა წინადადებებიც საინტერესო იქნება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 21 2011, 10:32 AM
პოსტი #25


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ilariona
როდის დაგვეგმოთ შემდეგი გასვლა?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 21 2011, 11:06 AM
პოსტი #26


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



geojorjika

როცა გინდა მაშინ დავგეგმოთ.

აი რაც შეეხება იმას, რაც მომწერე, მაგისთვის არის პმ-ი. შემდეგში მიგარჭობ 10%-ს.

davil

შეიძლება, მე დმანისში ვარ ნამყოფი და ნამდვილად კარგი ადგილებია მაქეთ.

აი გავხსნათ ახალი თემა და დავიწყოთ იქ წერა smile.gif აქ ეს გასვლა განვიხილოთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nikola_migina
პოსტი Jun 21 2011, 11:38 AM
პოსტი #27


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 488
რეგისტრ.: 21-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,229



ძალიან მაგარი გასვლა გამოგივიდათ!!! ყოჩაღ ნიკას smile.gif smile.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 21 2011, 11:45 AM
პოსტი #28


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ციტატა
შემდეგში მიგარჭობ 10%-ს.


XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX

მიგარჭე 10%-ი.


biggrin.gif

ვერ მოვიხსნი თუ რა biggrin.gif biggrin.gif

სორი ოფიზა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Jun 21 2011, 12:55 PM
პოსტი #29


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



მე ასეთი წინადადებები მაქვს.

ნუ აღარ დავიწყებ იმის გამეორებას რაც ტყვიებს და სამიზნეებზე უკვე შევთანხმდით . აუცილებლად საჭიროა შტანგელი,აქ მილიმეტრებზეა საუბარი და ის უფრო დაზუსტებულ ინფოს გვაძლევს.

არ იქნება ურიგო ცალ-ცალკე საჩუქრები იყოს ჯგუფებისთვის და ქულების სროლისთვის. შეიძლება რამე კი აქვთ საერთო მაგრამ მაინც სხვადასხვა დისციპლინაა ჩემი აზრით.თუ ორივე პრიზების სახით არ დაჯილდოვდება შეიძლება რომელიმეზე რაიმე წამახალისებელი საჩუქრი გამოიყოს.

ასევე დიდად მოხარული ვიქნები თუ მალე ახალი გასვლა მოხერხდება,მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. ხშირი და მალ-მალ გასვლა შეჯიბრების სახით ხომ არ გამოიწვევს ცოტა მობეზრებას? მობეზრება შეიძლება ის სიტყვა ვერაა რომელიც მინდოდა მეთქვე,მაგრამ ალბათ მიმხვდებით რასაც ვგულისხმობდი.უფრო შეჩვევას.

მოდით შეჯიბრების შემდეგ ახლოში დავგეგმოთ კულტურნი გაქსვლა.თუნდაც წავიდეთ სადმე უთოფებოდ,თუნდაც მოსალოცად. რაღამც თოფებია ყველგან ხო არ ატარებთ smile.gif მადლიან საქმეს გავაკეთებთ და ყველა ერთად რო ვიქნებით უფრო შედეგიანი საუბარი იქნება.

კიდევ ვფიქრობდი რაღაცას,მაგრამ არ მახსენდება ეხლა. გავიხსენებ დავწერ.

ისე კი მე უმნიშვნელო მინუსებიც,რომ ჩვავთვალოთ მაინც უაღრესად კმაყოფილი ვარ რაც პირველ რიგში ყველა იქ მყოფის დამსახურებაა და ყველას მინდა მადლობა გადავუხადო. თუ ასე გავაგრძელებთ ბევრად უფრო საინტერესო გახდება ყველაფერი

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 21 2011, 02:06 PM
პოსტი #30


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



iorama

შტანგელს ვნატრულობდი როდესაც სურათებს ვიღებდი smile.gif დავიტანჯე კაცი ამ სახაზავით.

ბევრი რამ არის დასახვეწი და ახალი გასეირნების თემას, რომ გავხსნი, მანდ უკვე დაიწერება სრულყოფილად ყველაფერი. ნუ სრულყოფილად თუ არა დაშვებული შეცდომები რომ გამოსწორდება ეგ 100%-ით ვიცი.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jun 21 2011, 03:16 PM
პოსტი #31


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ilariona

ესე იგი მარტო შუქ გაყვანილობის მასტერი კი არა, გასვლების მასტერიც ყოფილხარ. ყოჩაღ.
ძალიან მაგარი გასვლა გამოგსვლიათ. ჩემი ფრანგი სტუმრები რომ მანდ მომეყვანა ნამდვილად არ ინანებდნენ ალბათ.

ყველა პრიზიორს და მაგ ამბის მონაწილეს გილოცავთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 21 2011, 03:21 PM
პოსტი #32


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



foxi

გაიხარე smile.gif

ისე გული კი დაგვწყვიტე, რომ არ წამოხვედი.

იმედია შემდეგ გასვლას არ გამაზავ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 21 2011, 04:10 PM
პოსტი #33


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(ilariona @ Jun 21 2011, 10:57 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ბატონო თენგო ეგ როგორ?

ჩვენ ხომ ჯგუფების კაკეთებაში შევეჯიბრეთ და ერთ სამიზნეზე ერთი ტყვია მგონი, რომ არ გამოვა smile.gif

თუ გვინდა 100%-ით დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ტყვია ტყვიაში ჩაჯდა (როგორც ერთი ნატყვიარი) ,ან კიდევ საერთოდ არ იქნა გასროლილი, უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდები.
კერძოდ: ნატყვიარების კოპირების მეთოდით , რომელიც გულისხმობს რამოდენიმე სამიზნიდან ერთ ქაღალდზე ან ერთ სამიზნეზე გადატანას ,რის შედეგადაც გამორიცხულია ,მაქსიმუმ ნახევარ მილიმეტრზე მეტი ცდომილება. პროცედურა არის სწრაფი და უმარტივესი.
მეორე მეთოდი უფრო ხანგრძლივია მაგრამ ცდომილების გარეშე. ყოველ სამიზნეს უნდა ქონდეს ამოდებული მეორე ქაღალდი უკანა მხარეს ,რომელიც ყოველ გასროლაზე უდა შეიცვალოს. მაგალითად 5 ან 3 კაცი იწყებს სროლას და თითოეული მათგანი ესვრის 5 სამიზნეს თითო-თითო ტყვიას, მერე იცვლება უკანა ქაღალდები , გრძელდება სროლა და ასე შემდეგ.
მართალია ეს მეთოდი ცოტა დამღლელია,მაგრამ არის უტყუარი და საინტერესო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
VTEC
პოსტი Jun 21 2011, 04:37 PM
პოსტი #34


Outstanding Сasual Dating - Verified Women
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 625
რეგისტრ.: 11-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 543
ქალაქი:magDandyVE



სულ ეს იყო?

აუ არ დაგეზარათ? ამის გულისთვის სად წახვედით....


:შურიანი და ბოღმისგან ლამის გამსკდარი სმაილიკი:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Jun 21 2011, 05:23 PM
პოსტი #35


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



ციტატა(VTEC @ Jun 21 2011, 05:37 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სულ ეს იყო?

აუ არ დაგეზარათ? ამის გულისთვის სად წახვედით....


:შურიანი და ბოღმისგან ლამის გამსკდარი სმაილიკი:




biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სააღოოოოლ ჯიგრული ჩანახატი იყოოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 21 2011, 05:33 PM
პოსტი #36


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



tengo

მაგისთვის ერთი დასვენებული ბავშვი გვინდა რომ 50 მეტრ დისტანციაზე სირბილი არ ეზარებოდეს biggrin.gif

VTEC

biggrin.gif ჩაგეთვალა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 21 2011, 05:47 PM
პოსტი #37


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ilariona
ციტატა(ilariona @ 21st June 2011 - 06:33 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
tengo

მაგისთვის ერთი დასვენებული ბავშვი გვინდა რომ 50 მეტრ დისტანციაზე სირბილი არ ეზარებოდეს

ან კიდევ წინა შეჯიბრზე, ბოლო ადგილზე გასულს დაევალოს. biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
VTEC
პოსტი Jun 21 2011, 09:36 PM
პოსტი #38


Outstanding Сasual Dating - Verified Women
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 625
რეგისტრ.: 11-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 543
ქალაქი:magDandyVE



gela
ilariona
მადლობა ჩემებური იუმორის დაფასებისთვის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე როდისთვის იქნება ნეტა შემდეგი გასვლა? ჯერ ისე ხო დაახლოებით აზრზე ვიყავი რა გავმაზე და ეხლა ეს რეპორტი რომ წავიკითხე, მართლა კინაღამ ბოღმისგან გავსკდი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
davil
პოსტი Jun 21 2011, 09:45 PM
პოსტი #39


ზეზუსტი მსროლელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 467
რეგისტრ.: 13-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: RUSTAVI
წევრი №: 642



VTEC
გული არ გაიტეხო ძმიბილო, იმედია მალევე მოებმება თავი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
VTEC
პოსტი Jun 21 2011, 09:54 PM
პოსტი #40


Outstanding Сasual Dating - Verified Women
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 625
რეგისტრ.: 11-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 543
ქალაქი:magDandyVE



davil

არაუშავს, მანამდე რეპეტიციები მაქვს გასავლელი ხო იცი smile.gif რამდენი ხანია არ დამილევია.... შევალ ნელნელა ფორმაში და კაკრაზ მოესწრება ალბათ ახალი გასვლაც smile.gif


ისე კი ვრჩები მგონია ამ წამლებს და დროა მგონი წავიმეცადინო ცოტა, თორემ ნამეტანი ამოვარდნილი ვარ ფორმიდან smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

9 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th September 2025 - 10:26 PM
Hosted by Pro-Service