![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჰატსანმა პროდუქცია განაახლა. საიტზე დადეს ახალი იარაღის კატალოგები და ყველას ყურადღება მიიპყრო ახალმა და გაუმჯობესებულმა BT65, რომელიც მართლაც საინტერესო ჩანს... მაგრამ ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვლაპარაკობთ არა პცპ-ზე, არამედ ზ.დ.პ.-ზე, რომელიც რატომღაც ყველას გამორჩა მგონი. ნუ შეიძლება არ გამორჩათ, მარა არავის ხმა არ ამოუღია, გუგლში ძებნა კი შედეგებს საერთოდ არ იძლევა, განსხვავებით მისი პცპ ბიძაშვილისაგან.... ლაპარაკია ახალ Dominator-ზე (პირველი პლაგიატი). ![]() როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო შაშხანაა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მარა მე ძალიან მომწონს მისი დიზაინი. ![]() იარაღი გამოდის ორ (უფრო სწორად ოთხ) ვარიანტში, ხის კონდახით და პლასტიკის კონდახით ხის კონდახიანი ვერსია განსაკუთრებით მომხიბვლელია: ![]() დარწმუნებული ვარ, პლასტიკსაც ეყოლება თავისი კლიენტი: ![]() როგორ უკვე ავღნიშნე დიზაინი ძალიან მომწონს. მაგრამ დიზაინს რომ თავი დავანებოთ, სხვა საინტერესო რამეებსაც შევნიშნავთ, კერძოდ: - კონდახი ორივე ვარიანტში აღჭურვილია სარეგულირებელი სალოყით და რეზინის სამხრით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სიახლეა ჰაცანის მხრიდან. მართლაც დიდი პლიუსია. - კონდახი ასევე აღჭურვილია ქამრის გამოსაბმელი "რაღაცეებით", რათა მხარზე გადაკიდება შეძლოს კაცმა. (ქამარი მოყვება) ბოდიალისას კი ეს მართლაც ძალიან დიდი პლიუსია, თან თუ იარაღის წონასაც გავითვალისწინებთ - 4.5 კგ ოპტიკის გარეშე! - აქვს ჰაცანის S.A.S. (shock absorber system) და Quattro Trigger. არც ერთი არ ვიცი როგორ მუშაობს, თუმცა სულ არაფერს, მგონი მაინც ჯობია ![]() - აღჭურვილია ჩემი აზრით საკმაოდ კარგი დიზაინის ოპტიკის "ჰიბრიდული" სამაგრით, რომელზედაც შეიძლება weaver და კლასიკური "მერცხლისკუდა" სამაგრების დამაგრება. ესეც კიდევ ერთი პლიუსი... - აღჭურვილია ღია სამიზნეებით (არ მომწონს ზოგადად ასეთები) - აღჭურვილია ავტომატურ/მექანიკურ (ეს ორი ერთად როგორ არის მაინც ვერ მივხვდი) დამცველით. - და ბოლოს, გვერდზე აქვს ძალიან ნაცნობი Anti bear-trap სისტემა. წინა ცალკე-ბერკეტიან (უკეთესი ტერმინი თუ გაქვთ, მომაწოდეთ) ჰაცანებზე ასეთი რამ არ მახსოვს ნამდვილად.... დამეთანხმებით ალბათ, საკმაოდ "ნავაროჩენი" ფიშტოა. ხო, უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ვიღაცას მაგონებს ეს ჰატსანი, ხოდა ეხლა გეტყვით ვის - Airarms TX200. ![]() ნუ გაგეცინებათ, ეხლავე აგიხსნით რატომ. დავიწყოთ იქიდან, რომ კონსტრუქციულად იგივე მექანიზმია, ეგრეთწოდებული underlever ტიპის სისტემით. თუმცა, მსგავსება კიდევ უფრო მეტი დავინახე: 1 - Anti bear-trap გარეგნულად მაინც ძალიან წააგავს ინგლისელს. იმავე მხარეს არის, დაახლოებით იმ ადგილას განლაგებული, ისეთივე გარეგნობის პატარა ბერკეტი; 2 - ჰაცანის პირველივე შეხედვისას გამახსენდა ინგლისელი, თუმცა მიზეზი Anti bear-trap ბერკეტი არ ყოფილა. მიზეზი უფრო ზოგადად სილუეტში იმალება. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ჰატსანმა გადაწყვიტა კომპრესორის და ლულის ერთ ღერძზე ცენტრირება - ზუსტად ისე, როგორც ინგლისელთანაა. ამ კონკრეტულ მომენტში, რასაც ვიხსენებ, ასეთი ტიპის ლულის განლაგება მხოლოდ ინგლისელზე, ამ ხაჩიკაზე და კიდევ დიანა 52-ზე მხვდება. ყველა სხვას ლულა აქვს ზემოტა კიდეზე. რამდენად კარგი დიზაინია ეს ფუნქციონალურობის მხრივ არ ვიცი, თუმცა სადღაც მაქვს წაკითხული, რომ ასეთი განლაგება იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ინგლისელის სიზუსტისა - თითქოს დგუშის მოძრაობისას ლულას ნაკლებად აყანყალებდა ვერტიკალში. რამდენად მართალია არ ვიცი, მარა ლოგიკა წესით უნდა იყოს....; 3 - დომინატორს, ისევე როგორც ინგლისელს, ყავს "უმცროსი" ძმა - დომინატორ კარაბინი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გავს ზოგადად ინგლისელს და ამ შემთხვევაში ალბათ TX200 HC (hunter carbine) თურქული ვარიანტია: ![]() ![]() ინგლისელი შედარებისათვის: ![]() როგორც სურათებიდან ჩანს, კარაბინიც გამოდის ხის და პლასტიკის კონდახით, თუმცა სიგრძის გარდა, არის სხვა განსხვავებაც - მას არ მოყვება არანაირი ღია სამიზნე მოწყობილობა და ამავდროულად, გადასატენი ბერკეტის საწყის პოზიციაში მაფიქსირებელი მექანიზმიც განსხვავებულია - კარაბინის ვარიანტი უფრო წააგავს ვაირაუხის ან ეარარმსისეულს, გრძელის კი წააგავს... მმმ, ჰაცანისას? საერთო ჯამში, კარაბინი გაცილებით უფრო მიმზიდველი მგონია.... სანადიროდაც უფრო მოსახერხებელი უკეთესი ბალანსის და 100 გრამით შემცირებული წონის ხარჯზე ![]() სიურპრიზები აქ არ მთავრდება - კარაბინს აქვს აი ასეთი საინტერესო დეტალი ლულის ბოლოში: ![]() არის სტანდარტული რეზბა, რომელზედაც შესაძლებელია მოდერის წამოცმა (ესეც შენი 100 გრამის ეკონომია და უკეთესი ბალანსი ![]() ![]() ვიზუალურად ვერაფერს დავიწუნებ, მახინჯი ნამდვილად არაა, პირიქით, მომწონს კიდეც, მარა ეს მოდერი ძალიან გავს "იმენნა" მოდერს ![]() რატომ ვარ აღტაცებული ამ ჰატსანით? ნუ ალბათ იმიტომაც, რომ ტორპედოებისაგან განსხვავებით, ეს შედარებით "მოკრზალებულია" და სიჩქარე უწერია 305 მ/წ. იმედი მაქვს, რომ ეს ერთ რამეს ნიშნავს - სახეზეა ზ.დ.პ. რომლის სროლა მხრის ამოგდების და ოპტიკის დალეწვის გარეშეც შეიძლება და არა ყველასათვის კარგად ნაცნობი ზარბაზანი.... ტექნიკური მონაცემები (მწარმოებლის განცხადებული): მოდელის დასახელება - Dominator 200 (შესაბამისი დამატებებით სხვადასხვა ვერსიებისათვის) კალიბრი - 4.5; 5.5; 6.5 (მშვენიერი არჩევანია, .20 კალიბრს ეხლა ვერ მოსთხოვ ამათ ![]() სიგრძე - 1156 მმ და 1098 მმ კარაბინისათვის. ლულის სიგრძე - 450 მმ და 400 მმ კარაბინისათვის წონა - 4.5 კგ და 4.4 კგ კარაბინისატვის სამიზნე მოწყობილობა - ოპტიკურ ბოჭკოვანი წინა და და რეგულირებადი უკანა (ნეტა როგორ "წკაპუნობს" ![]() კონდახი - ხე ან პლასტიკი, რეგულირებადი სალოყით, რეზინის სამხრით და ქამრის დასაკიდებლებით. თოფს მოყვება ქამარი, ბიპოდი (მარაზმი underlever-ზე და საერთოდ ზ.დ.პ.-ზე) და მხარზე მისაბჯენი რეზინების კომპლექტით - მეტი კომფორტისატვის ![]() რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ მგონი ჰაცანმა დაიწყო ნორმალური ზ.დ.პ.-ს გამოშვება.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 02:39 PM |
Hosted by Pro-Service |