დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Hatsan Dominator
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
nihontoman
ჰატსანმა პროდუქცია განაახლა. საიტზე დადეს ახალი იარაღის კატალოგები და ყველას ყურადღება მიიპყრო ახალმა და გაუმჯობესებულმა BT65, რომელიც მართლაც საინტერესო ჩანს... მაგრამ ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვლაპარაკობთ არა პცპ-ზე, არამედ ზ.დ.პ.-ზე, რომელიც რატომღაც ყველას გამორჩა მგონი. ნუ შეიძლება არ გამორჩათ, მარა არავის ხმა არ ამოუღია, გუგლში ძებნა კი შედეგებს საერთოდ არ იძლევა, განსხვავებით მისი პცპ ბიძაშვილისაგან....

ლაპარაკია ახალ Dominator-ზე (პირველი პლაგიატი).





როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო შაშხანაა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მარა მე ძალიან მომწონს მისი დიზაინი. smile.gif


იარაღი გამოდის ორ (უფრო სწორად ოთხ) ვარიანტში, ხის კონდახით და პლასტიკის კონდახით


ხის კონდახიანი ვერსია განსაკუთრებით მომხიბვლელია:





დარწმუნებული ვარ, პლასტიკსაც ეყოლება თავისი კლიენტი:






როგორ უკვე ავღნიშნე დიზაინი ძალიან მომწონს. მაგრამ დიზაინს რომ თავი დავანებოთ, სხვა საინტერესო რამეებსაც შევნიშნავთ, კერძოდ:



- კონდახი ორივე ვარიანტში აღჭურვილია სარეგულირებელი სალოყით და რეზინის სამხრით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სიახლეა ჰაცანის მხრიდან. მართლაც დიდი პლიუსია.

- კონდახი ასევე აღჭურვილია ქამრის გამოსაბმელი "რაღაცეებით", რათა მხარზე გადაკიდება შეძლოს კაცმა. (ქამარი მოყვება) ბოდიალისას კი ეს მართლაც ძალიან დიდი პლიუსია, თან თუ იარაღის წონასაც გავითვალისწინებთ - 4.5 კგ ოპტიკის გარეშე!

- აქვს ჰაცანის S.A.S. (shock absorber system) და Quattro Trigger. არც ერთი არ ვიცი როგორ მუშაობს, თუმცა სულ არაფერს, მგონი მაინც ჯობია biggrin.gif

- აღჭურვილია ჩემი აზრით საკმაოდ კარგი დიზაინის ოპტიკის "ჰიბრიდული" სამაგრით, რომელზედაც შეიძლება weaver და კლასიკური "მერცხლისკუდა" სამაგრების დამაგრება. ესეც კიდევ ერთი პლიუსი...

- აღჭურვილია ღია სამიზნეებით (არ მომწონს ზოგადად ასეთები)

- აღჭურვილია ავტომატურ/მექანიკურ (ეს ორი ერთად როგორ არის მაინც ვერ მივხვდი) დამცველით.

- და ბოლოს, გვერდზე აქვს ძალიან ნაცნობი Anti bear-trap სისტემა. წინა ცალკე-ბერკეტიან (უკეთესი ტერმინი თუ გაქვთ, მომაწოდეთ) ჰაცანებზე ასეთი რამ არ მახსოვს ნამდვილად....


დამეთანხმებით ალბათ, საკმაოდ "ნავაროჩენი" ფიშტოა.


ხო, უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ვიღაცას მაგონებს ეს ჰატსანი, ხოდა ეხლა გეტყვით ვის - Airarms TX200.







ნუ გაგეცინებათ, ეხლავე აგიხსნით რატომ.

დავიწყოთ იქიდან, რომ კონსტრუქციულად იგივე მექანიზმია, ეგრეთწოდებული underlever ტიპის სისტემით. თუმცა, მსგავსება კიდევ უფრო მეტი დავინახე:

1 - Anti bear-trap გარეგნულად მაინც ძალიან წააგავს ინგლისელს. იმავე მხარეს არის, დაახლოებით იმ ადგილას განლაგებული, ისეთივე გარეგნობის პატარა ბერკეტი;

2 - ჰაცანის პირველივე შეხედვისას გამახსენდა ინგლისელი, თუმცა მიზეზი Anti bear-trap ბერკეტი არ ყოფილა. მიზეზი უფრო ზოგადად სილუეტში იმალება. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ჰატსანმა გადაწყვიტა კომპრესორის და ლულის ერთ ღერძზე ცენტრირება - ზუსტად ისე, როგორც ინგლისელთანაა. ამ კონკრეტულ მომენტში, რასაც ვიხსენებ, ასეთი ტიპის ლულის განლაგება მხოლოდ ინგლისელზე, ამ ხაჩიკაზე და კიდევ დიანა 52-ზე მხვდება. ყველა სხვას ლულა აქვს ზემოტა კიდეზე. რამდენად კარგი დიზაინია ეს ფუნქციონალურობის მხრივ არ ვიცი, თუმცა სადღაც მაქვს წაკითხული, რომ ასეთი განლაგება იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ინგლისელის სიზუსტისა - თითქოს დგუშის მოძრაობისას ლულას ნაკლებად აყანყალებდა ვერტიკალში. რამდენად მართალია არ ვიცი, მარა ლოგიკა წესით უნდა იყოს....;

3 - დომინატორს, ისევე როგორც ინგლისელს, ყავს "უმცროსი" ძმა - დომინატორ კარაბინი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გავს ზოგადად ინგლისელს და ამ შემთხვევაში ალბათ TX200 HC (hunter carbine) თურქული ვარიანტია:





ინგლისელი შედარებისათვის:




როგორც სურათებიდან ჩანს, კარაბინიც გამოდის ხის და პლასტიკის კონდახით, თუმცა სიგრძის გარდა, არის სხვა განსხვავებაც - მას არ მოყვება არანაირი ღია სამიზნე მოწყობილობა და ამავდროულად, გადასატენი ბერკეტის საწყის პოზიციაში მაფიქსირებელი მექანიზმიც განსხვავებულია - კარაბინის ვარიანტი უფრო წააგავს ვაირაუხის ან ეარარმსისეულს, გრძელის კი წააგავს... მმმ, ჰაცანისას?

საერთო ჯამში, კარაბინი გაცილებით უფრო მიმზიდველი მგონია.... სანადიროდაც უფრო მოსახერხებელი უკეთესი ბალანსის და 100 გრამით შემცირებული წონის ხარჯზე biggrin.gif

სიურპრიზები აქ არ მთავრდება - კარაბინს აქვს აი ასეთი საინტერესო დეტალი ლულის ბოლოში:



არის სტანდარტული რეზბა, რომელზედაც შესაძლებელია მოდერის წამოცმა (ესეც შენი 100 გრამის ეკონომია და უკეთესი ბალანსი sad.gif ) დიდი ვერსია ასეთ რამეს არ ითვალისწინებს და მაგის მაგივრად რარაც გამოუსადეგარი პლასტმასის ყლინჯია ჩამოცმული ინტეგრირებული ღია სამიზნით.... შეეძლოთ მგონი მოეფიქრებინათ და დიდისთვისაც მიეცათ რეზბა. აქ ჰაცანის დიზაინერებმა ისაჩკავეს.... ნუ, კარაბინი მოდერით აი ასე გამოიყურება:



ვიზუალურად ვერაფერს დავიწუნებ, მახინჯი ნამდვილად არაა, პირიქით, მომწონს კიდეც, მარა ეს მოდერი ძალიან გავს "იმენნა" მოდერს biggrin.gif პირდაპირ გაჰკივის აქ ვზივარო, ხოდა ტყეში ბოდიალისას ალბათ თუ ვინმე ფორმიანი დაადგა, დიდი ხანი მოუწევს პატრონს მოდერის ფუნქციების ახსნა....

რატომ ვარ აღტაცებული ამ ჰატსანით? ნუ ალბათ იმიტომაც, რომ ტორპედოებისაგან განსხვავებით, ეს შედარებით "მოკრზალებულია" და სიჩქარე უწერია 305 მ/წ. იმედი მაქვს, რომ ეს ერთ რამეს ნიშნავს - სახეზეა ზ.დ.პ. რომლის სროლა მხრის ამოგდების და ოპტიკის დალეწვის გარეშეც შეიძლება და არა ყველასათვის კარგად ნაცნობი ზარბაზანი....


ტექნიკური მონაცემები (მწარმოებლის განცხადებული):

მოდელის დასახელება - Dominator 200 (შესაბამისი დამატებებით სხვადასხვა ვერსიებისათვის)

კალიბრი - 4.5; 5.5; 6.5 (მშვენიერი არჩევანია, .20 კალიბრს ეხლა ვერ მოსთხოვ ამათ biggrin.gif)

სიგრძე - 1156 მმ და 1098 მმ კარაბინისათვის.

ლულის სიგრძე - 450 მმ და 400 მმ კარაბინისათვის

წონა - 4.5 კგ და 4.4 კგ კარაბინისატვის

სამიზნე მოწყობილობა - ოპტიკურ ბოჭკოვანი წინა და და რეგულირებადი უკანა (ნეტა როგორ "წკაპუნობს" biggrin.gif) კარაბინს ღია სამიზნე არ აქვს

კონდახი - ხე ან პლასტიკი, რეგულირებადი სალოყით, რეზინის სამხრით და ქამრის დასაკიდებლებით.



თოფს მოყვება ქამარი, ბიპოდი (მარაზმი underlever-ზე და საერთოდ ზ.დ.პ.-ზე) და მხარზე მისაბჯენი რეზინების კომპლექტით - მეტი კომფორტისატვის biggrin.gif


რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ მგონი ჰაცანმა დაიწყო ნორმალური ზ.დ.პ.-ს გამოშვება.




norica_dragon
მშვენიერი დახასიათებაა smile.gif

საღოლ smile.gif
nihontoman
norica_dragon
ბიჯო, მე ჩემი დახასიათების შეფასება კი არ მოგთხოვეთ, თოფი მაინტერესებს, თოფზე რას ფიქრობთ biggrin.gif

ნუ მადლობა რა ტქმა უნდა smile.gif
norica_dragon
რავი აბა რა გითხრა biggrin.gif, ერთადერთი ის ვიცი რო ზამბარდშიანი მიზანში ვერ ისვრის და ჩემთვის მაქ მთავრდება ყველაFერი smile.gif
nihontoman
norica_dragon
ნუ გასაგებია შენი პოზიცია.....


შემდეგი biggrin.gif
Davitus
საინტერსო ფიშტოა, ასე ზეპირად რამის თქმა მე პირადად მიჭირს, ერთხელ მაინც რომ დამაჭერინა ხელში, ქე ვიტყოდი ჩემს აზრს


სტატიაზე 5-იანი შენ
giga_st
მე ასე ვიტყვი ქართულ სინამდვილეში ჯიშიანი ზ.დ.პ-ს გამოცდის რეპორტი თითქმის არ არის გარდა ბაზუკას დიანასი, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა ამ აგრეგატების მწვერვალი რა არის ქაღალდის სროლაზე, ანუ როგორც თენგო და ნორიკა აკეთებენ რეპორტებს, ერთი პერიოდი ძალიან დავინტერესდი ვაირაუხის მოდელებით თუმცა მიუხედავად მაგნუმის კატალოგისა ჩემთვის საინტერესო მოდელი მაღაზიაში არ აღმოჩნდა, მოკლედ ერთი შეხედვით საკმაოდ მადის აღმძვრელი რამეა მეორეა რა შეუძლია და რა ფასისაა.
Der Rote Baron
ნინხოტიჩ biggrin.gif ,,ვიდზე'' მეც მომწონს მარა რეალურად რას იზამს?..

ისე ამდენი ზარბაზანი გააკეთეს და იმედია ეს მაინც მისცემს ხალხს აზრიანი სროლის საშუელბას

ისე კი საღოლ კაი რევიუა
nihontoman
giga_st

იასნია გასატესტია. ფასი წესიტ კარგი უნდა ქონდეს, დიდი განსხვავებული ამ ფიშტოებს არაფერი აქვს, ამიტომ მაგნუმში 300 ლარს წესიტ ძაან არ უნდა ასცდეს IMHO

Der Rote Baron
ციტატა(nihontoman @ Mar 5 2011, 12:21 AM) *
ამიტომ მაგნუმში 300 ლარს წესიტ ძაან არ უნდა ასცდეს IMHO

თუ შენი რევიუ წაიკითხეს გააორმაგებენ ფასს biggrin.gif
nihontoman
Der Rote Baron
რავი აბა რას იზამს, ეგ მარტო ღმერტმა და ჰატსანის დირექტორმა იცის მგონი biggrin.gif

ისე ვინ არის მაგ ფირმის მფლობელი? ადრე თიტქოს ვცდილობდი მოძებნას, მარა ვერ ვიპოვე (არ მკითხოთ რატომო, უსაქმურად ვიყავი)

ფასს რაც შეეხება, გააორმაგებენ და შეახმებატ როგორც ის შტეიერი უდევთ....
giga_st
ციტატა(nihontoman @ 5th March 2011 - 12:23 AM) *
ისე ვინ არის მაგ ფირმის მფლობელი?


ნიჰო მაგი როგორ არ იცოდი ავთოა მფლობელი და მასტეროფი დერეხტური biggrin.gif
nihontoman
giga_st
+1

უნდა მივმხვდარიყავი biggrin.gif
foxi
ციტატა(nihontoman @ 4th March 2011 - 11:44 PM) *
რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ მგონი ჰაცანმა დაიწყო ნორმალური ზ.დ.პ.-ს გამოშვება.


ჰაცანის ადრეული მოდელებიც,ესეც პირწმინდად მოპარულია სხვა,უფრო ცნობილი ბრენდებისგან.ასე რომ საუბარია AA-ს პროვინციულ
მდარე კოპირებაზე. სხვა საკითხია რამდენად კარგად მოახერხებენ თურქები მის დამუშავებას. ძალიან ასაეჭვოდ მეჩვენება მაგათი ახალი
თოფები დიდად გამოირჩეოდეს ძველებისგან.

საინტერესო აღმოჩენაა ყოჩაღ.
nihontoman
foxi
და ვითომ? ნუ როგორც ვიცი 125 აღებული იყო ვებლი პატრიოტიდან, თუმცა მგონი იმისი წარმოების ლიცენზია ქონდა ჰაცანს ნაყიდი.... მარა ასე პირდაპირ მოიპარავდნენ ეარარმსის დიზაინს?

ისე განხილვასი სულ დამავიწყდა დამეწერა, მარა აქ დავწერ, რა პრობლემაა biggrin.gif


ძალიან მომწონს, რომ ტორპედოს მსგავსად იდიოტური მექანიზმი არ გაუკეთეს ტყვიის ჩასადებ პორტში. ასე გაცილებით ეფექტურია ვიდრე ის მარაზმი... მგონი აპარებდა კიდეც ეგენი, თუ სწორად მახსოვს....
iorama
ვირი გინდა წყლის იქით დააბი და გინდა აქეთ smile.gif

საინტერესოა აქ როდის გამოჩნდება გაყიდვაში. დიდ სხვაობებს მე ვფიქრობ ვერ ვნახავთ ხარისხში. ხის ვიზუალურ მხარეებზე არ მაქვს ლაპარაკი.

ნუ დავარცხნეს,დაბანეს და გაპარსეს ი ვსიო
masteroff
საკაიფო სტატიაა საინტერესოც მალადეც. აი ფიშტო კი ვიზოალი მართლაც კაიაქ ნუ დანარჩენი რიალობაში უნდა გაიტესტოს იმედია შემოიტანენ თუ არადა მომიწევს ახლო მომავალში გასეირნება მაგ მხარეში და 1 ცალს წამოვიყოლებ.
iorama
ოპტიკის მონაცემები არ არის ცნობილი?
Blind87
QUOTE (nihontoman @ Mar 5 2011, 12:23 AM) *
Der Rote Baron
რავი აბა რას იზამს, ეგ მარტო ღმერტმა და ჰატსანის დირექტორმა იცის მგონი biggrin.gif

ისე ვინ არის მაგ ფირმის მფლობელი? ადრე თიტქოს ვცდილობდი მოძებნას, მარა ვერ ვიპოვე (არ მკითხოთ რატომო, უსაქმურად ვიყავი)

ფასს რაც შეეხება, გააორმაგებენ და შეახმებატ როგორც ის შტეიერი უდევთ....


თუ ოფიციალური დილერი გაინტერესებს საქართველოს რეგიონში შემიძლია დაგეხმარო რამე თუ მე პირადად მათგან ვიყიდე ცჰემი ჰატსანა და საკმაოდ სოლიდური თანხა განვასხვავე სადგაც 100 დოლარამდე. მაგნუმი ამატგან იღებს ამ პროდუქციასsmile.gif თუ რამე მომწერე პმში
WARNer brother
მომწერე თუ შეგიძლია პმ ში მათ სესახებ
ReMiNgToN
ძალიან საინტერესო ფიშტოა, უმაგრესი დიზაინის კონდახი აქვს, მთავარია სროლაში როგორი იქნება თორემ დიზაინში 10 იანს ვუწერ
Blind87
QUOTE (jjjjkki @ May 13 2011, 05:37 PM) *
მომწერე თუ შეგიძლია პმ ში მათ სესახებ

შეამოწმე პმ-ი smile.gif
WARNer brother
მადლობა მეც ვუწერ ათიანს მაგრამ მძიმეა, ჰაჩიკას პცპს ამბავი უნდა გავიგო მადლობა
WARNer brother
რაღაც გეშლება ეს? http://www.western.ge/ აქ პცპ 800 ლარი ღის თუ ნასოსი მოყვება და 10 ტყვიიანია
ხ.მ.ე.ლ.ო
მე ერტ რამეს ვიტყოდი: ტქვენ თუ ეგ იარაღი მოგწონთ აი ეს მაგას ნამდვილად სჯობია. http://hatsan.com.tr/mod_125_sniper.asp რადგან: xxxxxxx ვიზუალისთვის ამასაც ააქვს, რეგულირებადი სასხლეტი ამასაც ააქვს, რეგულირებადი კონდახი ამასაც ააქვს, და რაც ყველაზე მთავარია მაგ დომინატორისაგან განსხვავებით ამას 380 მ/წმ-ში აქვს და ღორის მოკვლა შეუძლია ამ მარტლაც და ზარბაზანს... biggrin.gif:D:D

http://hatsan.com.tr/mod_125_sniper.asp

ხო მართლა, რაც შეეხება მაგნუმის მაღაზიას, მანდ ხშირად სჰევდივარ ხოლმე რადგან ამ მოდ 125 სნიპერ-ის სჰემოსვლას ველოდები და მაინტერესებს რა ფასი ეღირება და თუ მაგათ 125 როგორი ფასიც ადევს ისეთი დაადეს ხის იარაღი როა იმაზე ვამბობ, მაშინ ესეც ეგეთი გასაყიდი დარღებატ როგორც ის 125 biggrin.gif:D:D, რამდენჯერაც ვიყავი ის იარაღი ეგრე დევს უმძრაოდ 480 ლარი ადევს და არავინ ყიდულობს biggrin.gif:D:D

უი შემეშალა 135 გირს 480 ლარი და არ იყიდება მაგაზე ვამბობ, სჰემეშალა წეგან biggrin.gif:D:D:D:D
nihontoman
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 26 2011, 08:13 PM) *
მე ერტ რამეს ვიტყოდი: ტქვენ თუ ეგ იარაღი მოგწონთ აი ეს მაგას ნამდვილად სჯობია. http://hatsan.com.tr/mod_125_sniper.asp რადგან: xxxxxxxx ვიზუალისთვის ამასაც ააქვს, რეგულირებადი სასხლეტი ამასაც ააქვს, რეგულირებადი კონდახი ამასაც ააქვს, და რაც ყველაზე მთავარია მაგ დომინატორისაგან განსხვავებით ამას 380 მ/წმ-ში აქვს და ღორის მოკვლა შეუძლია ამ მარტლაც და ზარბაზანს... biggrin.gif:D:D

http://hatsan.com.tr/mod_125_sniper.asp

ხო მართლა, რაც შეეხება მაგნუმის მაღაზიას, მანდ ხშირად სჰევდივარ ხოლმე რადგან ამ მოდ 125 სნიპერ-ის სჰემოსვლას ველოდები და მაინტერესებს რა ფასი ეღირება და თუ მაგათ 125 როგორი ფასიც ადევს ისეთი დაადეს ხის იარაღი როა იმაზე ვამბობ, მაშინ ესეც ეგეთი გასაყიდი დარღებატ როგორც ის 125 biggrin.gif:D:D, რამდენჯერაც ვიყავი ის იარაღი ეგრე დევს უმძრაოდ 480 ლარი ადევს და არავინ ყიდულობს biggrin.gif:D:D

უი შემეშალა 135 გირს 480 ლარი და არ იყიდება მაგაზე ვამბობ, სჰემეშალა წეგან biggrin.gif:D:D:D:D


geojorjika
nihontoman
დაგლიჯა კარგი პასუხი იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Jah
ციტატა(giorgi @ 26th May 2011 - 11:08 PM) *
დაგლიჯა კარგი პასუხი იყო

+100
მაგარია biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
nihontoman ეგ კაი იყო მარა biggrin.gif:DD:D:D მნარტლა ეგრეა ბრატ wink.gif
nihontoman
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 27 2011, 02:55 PM) *
nihontoman ..... მნარტლა ეგრეა ბრატ wink.gif






არაა ეგ მასე. უბრალოდ არაა და მორჩა. თუ გაინტერესებს რატო, მაშინ გადაიკითხე ბუმბერაზი კლასიკოსები.... smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
biggrin.gif:D რეებს ჩითავს, მაგარი კაცია ეს, მე ის მირჩევნია 1000-ჯერ და ჩემთვის ეგრეა და შენთვის თუ გინდა იჟი ჯობდეს მას სნიპერ-ს. biggrin.gif:D:D
ja_ja
nihontoman
არა სურათები მართლა ბევრის მთქმელია biggrin.gif

ხ.მ.ე.ლ.ო
და გეჭირა ეგიარაღი გატესტე თუ ბარემ დათურქები კაი მეზობლები არიან და არ ვაწყენინოთო ეგეთ პონტში წერ? შენთვითონ მიაწერე რომ ველოდები სანამ შემოიტანენო, ანუ ესეიგი რეალში არ გინახავს, არც სიჩქარე იცი, არც ღორი დაგიგდია!!!!

მოკლედ შედმეგში არ გამოცდილზე ხოტბის შესხმა არ დამანახო smile.gif და ნურც ზედმეტ კომენტებს ნუ დაამატებ.
ხ.მ.ე.ლ.ო
ჯერ ეს ერთი არც ეს იარაღი გაუსინჯავს ამ ადამინას და წამოაყენა მოსაზრება კაია ო ეს დომინატორი და მეორეც ერთი მოდ 125 აგდებს ღორს და ეგ ვეღარ დააგდებს? biggrin.gif:D ნუ გამაცინე, მესამეც ერთი რა სიჩქარე არ ვიცი დავწერე 380 მ/წმ აქ და მაგას კიდე 305 და აშკარად ჯობია მეთქი, და სჯობს ზუსტად გადაიკითხო თემა ვიდრე რამე პრეტენზიას წამოაყებებ, wink.gif


პ.ს. არ დამანახო ცუდი ნათქვამია wink.gif
geojorjika
ja_ja
კაცი შენა რომ გირეკავ სულ გათიშUლი როგორ გაქვს ტელეფონი ?

ბოდიშI ოფიზა წავშლი მეთვითონ

აქ მიპასუხე აბა

http://www.airgun.ge/forums/index.php?show...ost&p=72182
WARNer brother
ხ.მ.ე.ლ.ო
შევეცდები გიპასუხო
პნევმატიკაში საჭიროა რომ ჯერ გასროლილი ტყვია მიზანს ხვდებოდეს. 24-30 ჯოულზე მეტი საჭირო არაა თან ზ.დ.პ-ს კლასიდან 24 ჯოული.
თუ გაქვს ველური ძალა ხვრიტავს ქვაბებს და დე-ეს-პე ფიცრებს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ შესაბამისი ძალით მოხვდება მიზანსაც. რათ გინდა მაგხელა ძალა თუ მიზანს არ მოხვდა? შეიძლება 30 მეტრში იმ ქვაბსაც ვერ გაარტყა.
თან 4.5 კალიბრეა საუბარი, 24 ჯოულიც კი დიდია მაგ კალიბრისთვის, ხვრიტავს ცოხალ მიზანს და ნახვრეტი როგორც წესი მინიმალურია, უცებ დაშინების პონტი და ვერ ხვდება რა მოხდა შედეგად გარბის. პააწა ხვრეისა და მაღალი სიჩქარის გამო ტყვია წინააღმდეგობას ვერ აწყდება და ხვრიტავს სხეულს ისე რომ მთელი ენერგიის 10-20%-ს ტოვებს სხეულში.
ჭრილობა შოკის გარეშე ნოლის ტოლფაცია.
სანადიროდ არაა საჭირო ველური ძალა თუ ქვაბების და დეესპეების მონადირებას არ აპირებ.
ხო რაც შეეხება ტახებს.................. .177 პნევმოთი ტახზე აპირებ ნადირობას?


მე ესე ვთვლი და შენი არვიცი
ხ.მ.ე.ლ.ო
მაგაშიც მართალი ხარ მეგობარო მაგრამ აი მაგალითად ბენჯამინ ნიტროს იარაღით შეგიძლია ინადირო მსხვილ ცხოველებზე და რავიცი აბა? smile.gif
WARNer brother
ხო ეხლა კიდე სხვა რაღაცის ახსნას შევეცდები
პნევმატური იარაღის ტყვვიებს არ აქვთ ცეცხ. იარაღის ტყვიები ფორმა არიან მრგვალთავიანი. ასეთი ტყვიები ეფექტურად მიფრინავს 250-300 მაქსიმუმ 310-320 მეტრ წამით.არ არის რეკომენდირებული ხმის ბარიერთან მიახლოება.
ტყვია თავის წინ კრიბავს ჰაერის შეკუმშულ ტალღას, სწორედ ეს ტალღა წარმოადგენს ბარიერს და პრობლემას.
300 მ/ს-ის მერე ჰაერის ტალღის სიმკვრივე იმდენია რომ ტყვია ყანყალს იწყებს. ხოლო თუ 331-ზე მეტია, მაშინ ჰაერის ტალღის, ანუ ხმის ბარიერის გადალახვისას იმდენ ენერგიას ხარჟავს რომ მალევე იხარჯება მისი ენერგია და ძირს ვარდება.......

ხ.მ.ე.ლ.ო
შენ რა გამოცდილი ყოფილხარ smile.gifsmile.gif
WARNer brother
თავის დროზე მეც შენნაირად მიმაჩნდა ყველააფერი, გამოცდილებაზე რა გითხრა არც ისე დიდი მაქ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.