გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მონადირეთა საყურადღებოდ!, კანონები და ზოგადი წესები.
foxi
პოსტი Jan 29 2011, 12:29 PM
პოსტი #1


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ყურადღება

აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

ყურადღება

აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები:

ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველნაირი შამბნარის დაწვა

ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა

გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგებისა და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება.

დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.

ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;

ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე.

ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით.

თ) სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველის მოპოვება, აგრეთვე მოთზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდენა მათი დაბოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით.

ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით.

მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთელ მოტორიანი ნავებიდან (მოპოვება დევნით).

ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად

ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით“) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება.

პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანით და საფანტით.


ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით:

ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);

ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიით);

გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);

დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;

ე) მწევრებით;



აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით;

გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით

დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;

ე) პნევმატური იარაღით;

ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება



ნადირობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ (მათ შორის არარეგისტრირებული და ვადაგასული რეგისტრაციის) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად.

ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:

ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები;

ვ) განმცხადებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;

ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს სარგებლობის პირობების შესახებ.

იხილე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
16 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (20 - 39)
foxi
პოსტი Jan 29 2011, 07:50 PM
პოსტი #21


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



giga_st

ჩემი ვარიანტი 2008 წლისაა, შენი მოყვანილი კი 2005!!!! ვერ გავიგე რომელი უფრო ძველია? თანაც მანდ იმდენი საინტერესო რამ წერია არამგონია მთლიანად ამოსაღები იყოს. ყოველ შემთხვევაში სანამ ახალს დავდებ ეს იქნება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Jan 29 2011, 07:58 PM
პოსტი #22


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



foxi

ერთი და იგივე დებულებაა რომელიც 2005 წელშია მიღებული, მაგ დებულებაში არის უამრავი ცვლილება, მე რაც დავწერე არის საბოლოო რედაქციით იქეთ კვირაში მოგაწვდი და გადაავლე თვალი. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jan 29 2011, 08:03 PM
პოსტი #23


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ე ბიჯო აქ არ არის დაწერილი შავით თეთრზე :
მუხლი 7. სანადირო იარაღი

1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.

2. სანადირო იარაღის სახეებია:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

ე) სანადირო პნევმატური იარაღი.“.
[color="#0000FF"][/color]

ყველამ ვიცით რომ პნევმოთი ნადირობა დაშვებულია,
და რაღამ გამოიწვია ეს პოლემიკა? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Jan 29 2011, 08:16 PM
პოსტი #24


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



დავუშვათ, რომ პნევმოთი ნადირობა დაშვებულია, იმას რას ვუშვებით მერე, რომ დამჯდარ ან დაწოლილ ფრინველზე და ცხოველზე სროლა არ შეიძლება? აფრენილ იხვებს უნდა დიოთ, თუნდაც ყვავი იყოს ??? თუ ესეც შეცვლილია? რაღაცა არა მგონია მაგდენი ეფიქრათ და ეგეც შეეცვალათ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jan 29 2011, 08:17 PM
პოსტი #25


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



cz80
ეგ ყველაფერი ადრე დავდე, მაგრამ ეს არის:
„იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

შენ ეს მითხარი "სანადირო პნევმატური იარაღი" რა არის და რა შუაშია ეს ცვლილება ნადირობასთან?!

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Jan 29 2011, 08:17 PM
პოსტი #26


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



კარგია, რომ ქაღალდის ჩამოკიდებულ სამიზნეზეც არ არის სროლა აკრძალული
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jan 29 2011, 08:18 PM
პოსტი #27


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



cz80

უბრალოდ საინტერესოა, თუ რას ეწოდება სანადირო პნევმატიკა? რა პარამეტრებით განისაზღვრება? გრიგოლი მართალია. ეგ კანონი
იარაღის შესახებ არის და არა ნადირობის. მაგეებს მალე გავარკვევ.

სხვათა შორის ბევრი საინტერესო რამე რუმეებიც წერია მაგ კანონში. ასე რომ, ახალი ვერსიის გამოქვეყნებამდე მგონი არაფერი
დაშავდება ძველიც კარგად რომ შევისწავლოთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Jan 29 2011, 08:19 PM
პოსტი #28


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



gregory

მანდედან მე მხოლოდ ერთი აზრი გამომაქვს ის, რომ იარაღი კი არის სანადირო პნევმატური, მაგრამ კანონში სადაც წერია თუ რა იარაღით შეიძლება ნადირობა, იქ პნევმო აკრძალულია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jan 29 2011, 08:21 PM
პოსტი #29


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 09:18 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
უბრალოდ საინტერესოა, თუ რას ეწოდება სანადირო პნევმატიკა? რა პარამეტრებით განისაზღვრება?

მაგდენი არ ციან ჯერ,დააცადე პაწა ხანი,
გეიზრდებიან და შეიტანენ ცვლილებას ალბათ biggrin.gif

მანამდე კი ტყუილად ვჯიჯგნით ამ თემას,ია ტაკ დუმაიუ,
რეალობაში რაც ხდება და როგორც ხდება კი ვხედავთ და..
რაღაზე ვიკამათოთ?

wink.gif


კი მარა ეს პოსტი არ წაიკითხეთ?

ციტატა(cz80 @ Jan 29 2011, 08:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნადირობისათვის დაშვებული იარაღები: სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Jan 29 2011, 08:23 PM
პოსტი #30


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 09:20 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაღაზე ვიკამათოთ?


მე ამას კამათს კი არა, სიმართლის ძიებას დავარქმევდი.

დომხალია ამ სFეროში, როგორც ვხვდები, კანონი არ არის დახვეწილი და საკმაოდ გაუგებრად არის.
ერთი კარგი იურისტისა და მკითხავის ერთობლივი მუშაობა არ აწყენდა ამ ფორუმს ამ საკითხთან დაკავშირებით....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jan 29 2011, 08:23 PM
პოსტი #31


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:19 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
gregory

მანდედან მე მხოლოდ ერთი აზრი გამომაქვს ის, რომ იარაღი კი არის სანადირო პნევმატური, მაგრამ კანონში სადაც წერია თუ რა იარაღით შეიძლება ნადირობა, იქ პნევმო აკრძალულია


აკრძალული კი არა, ნახსენებიც არ არის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jan 29 2011, 08:25 PM
პოსტი #32


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:23 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ერთი კარგი იურისტისა

ეგ არა
ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:23 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მკითხავის

ეს უფრო დაგვჭირდება ამ რეალობაში biggrin.gif

ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 09:23 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აკრძალული კი არა, ნახსენებიც არ არის.

ჩემ პოსტებს არ კითხულობთ? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Jan 29 2011, 08:27 PM
პოსტი #33


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 09:23 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აკრძალული კი არა, ნახსენებიც არ არის.



აბა აქ რომ წერია ასე? (ამავე თემის პირველივე პოსტის შუაში)

ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით;

გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით

დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;

ე) პნევმატური იარაღით;

ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jan 29 2011, 08:28 PM
პოსტი #34


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:27 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აბა აქ რომ წერია ასე? (ამავე თემის პირველივე პოსტის შუაში

ეგ ძველია ტო,მაგის მერე ცვლილებაა შტანილი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Jan 29 2011, 08:29 PM
პოსტი #35


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



დარწმუნებული ვარ, რომ 10 გ.დ.ი.-ს თანამშრომელს რომ შეეკითხო, 10 განსხვავებულ "სიმართლეს" მოისმენ ადამიანი !!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jan 29 2011, 08:29 PM
პოსტი #36


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



giorgi-RW1k77X2

მანდ კი წერია მაგრამ მეგობრები თავს იკლავენ რაღაც ახალ ცვლილებაზე ჰოდა იქ არ წერია თქო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jan 29 2011, 08:31 PM
პოსტი #37


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დარწმუნებული ვარ, რომ 10 გ.დ.ი.-ს თანამშრომელს რომ შეეკითხო, 10 განსხვავებულ "სიმართლეს" მოისმენ ადამიანი !!!

ეგაც რეალობაა wink.gif
სადაც სანებართვოში იარაღებს ვერ ანსხვავებენ ექსპერტები და კიდევ ათასი მსგავსი რამ..კაროჩე რა..
ხო მოგიყევი მაშინ,იარაღს რომ ვაბარებდი ტიპმა დაშლილი ფისტოლეტი ვერ ააწყო ტო,მე ავუწყვე..
ეეეჰ.............
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Jan 29 2011, 08:35 PM
პოსტი #38


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ეხლა ველაპარაკე ჩემს იურისტ მეგობარს და ვკითხე სად შეიძლება მოვძებნო მეთკი.
მირჩია
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რომელიც დროებით არ მუშაობს. ისეც შევეცდები გაგირკვიოო და თუ რამე სიახლე გამოჩნდება, თქვენც მოგახსენებთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Jan 29 2011, 08:35 PM
პოსტი #39


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:16 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დავუშვათ, რომ პნევმოთი ნადირობა დაშვებულია, იმას რას ვუშვებით მერე, რომ დამჯდარ ან დაწოლილ ფრინველზე და ცხოველზე სროლა არ შეიძლება? აფრენილ იხვებს უნდა დიოთ, თუნდაც ყვავი იყოს ??? თუ ესეც შეცვლილია? რაღაცა არა მგონია მაგდენი ეფიქრათ და ეგეც შეეცვალათ.


აღარ არის ახალ რედაქციაში გიორგი ეგ ჩანაწერი smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jan 29 2011, 08:35 PM
პოსტი #40


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



foxi
კახუშ,მე რომ ლინკი დავდე ეგ არის ახალი ვერსია,გდი-ის საიტიდან ..
დაჟე ისიცაა ნახსენები რომ 5 კმ-იანი შეზღუდვა 500 მეტრამდეა შემცირებული..



ნადირობა აკრძალულია აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში. აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. ნადირობის აკრძალული მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება; დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების, ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით“. ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ნადირობისათვის დაშვებული იარაღები: სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა. ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად და ისჯება კანონით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

16 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2025 - 05:33 AM
Hosted by Pro-Service