გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ამაზონზე დაკვეთის მანუალი, პა პროსბე რაბოჩიხ ი ტრუდიაშიხსია :D :D :D
ja_ja
პოსტი Apr 20 2010, 11:16 PM
პოსტი #101


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები.

მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება.

მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის

a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება...

b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი biggrin.gif შოპოგოლიკები გახდნენ, მაგრამ პირველი დაკვეთისას ყველას აკანკალებდა რაღაც ქვეცნობიერად ელიან რო ფული დაიკარგება biggrin.gif

g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ

დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა.

ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი

1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს



ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას

2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები



და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ)

3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად



ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს

4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ



5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის



აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ

6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი



7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში



მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია

ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს.

ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ.

8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს



კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ.

9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს



ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს
ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით
ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე

ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი.

10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია



ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ
ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე
ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე
ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება

დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან

11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი



კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა biggrin.gif

12) ვავსებთ მისამართს



თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue

13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც.



ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს

14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD



15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა



ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს

16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას



17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ



აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი

საქონელი ჯდება 44,20
შიპინგი 7,40
სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60
პლიუს დაბეგვრა 3,60
სულ ხარჯი 55,20

სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს.

მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს

18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს



შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ

19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი



წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა.

20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში



ვაჭერთ ორდერს

21) გავდივართ ავტორიზაციას



22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს



ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება

------------------------------------------------
ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო.

ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.

ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია

კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს.

ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა.

სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება biggrin.gif

მოკლედ მეორე ან მესამე დღეს barami.us-ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი.



მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$

როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა.

გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ:
ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx

x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ


მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ

მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის smile.gif

ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები biggrin.gif თორემ დამეღალა ამ ბოლო დროს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   ამაზონზე დაკვეთის მანუალი   Apr 20 2010, 11:16 PM
- - nihontoman   bazuka Power_VANO რავი აი ეხ...   Jun 7 2010, 12:07 PM
- - Power_VANO   თუ დაუკავსირდებია...   Jun 7 2010, 01:14 PM
- - Hellados   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 6...   Jun 7 2010, 02:43 PM
- - bazuka   3 საფოსტო კომპანიი...   Jun 7 2010, 03:32 PM
- - Power_VANO   bazuka USPS-ს აწუხებს ხოლ...   Jun 7 2010, 04:00 PM
- - nihontoman   bazuka შაბათს იყო..... Power_V...   Jun 7 2010, 04:53 PM
- - nihontoman   Der Rote Baron ჩემი გადაღებ...   Jun 7 2010, 05:22 PM
- - Hellados   u2g-თი ოპტიკა ჩამოუტ...   Jun 7 2010, 07:52 PM
- - bazuka   დაივიწყე   Jun 7 2010, 07:56 PM
- - Power_VANO   Hellados ციტატა(Hellados @ 7th J...   Jun 7 2010, 08:22 PM
- - nihontoman   ეხლა ვნახე და მისუ...   Jun 8 2010, 08:03 AM
- - STIG   ამერიკულ სიატებზე ...   Sep 27 2010, 03:41 PM
- - ja_ja   STIG ციტატა(STIG @ 27th Septembe...   Sep 27 2010, 04:07 PM
- - STIG   ja_ja კაი მადლობთ ვცდ...   Sep 27 2010, 04:10 PM
- - koknar   shopzila -ს ჩამოაქ ოპტიკ...   Sep 27 2010, 06:39 PM
- - ja_ja   STIG ციტატა(STIG @ 27th Septembe...   Sep 27 2010, 06:58 PM
- - STIG   delivery address-ი და invoice address-ი ...   Sep 29 2010, 02:25 PM
- - ja_ja   STIG ციტატა(STIG @ 29th Septembe...   Sep 29 2010, 04:42 PM
- - kaka8079   ბარათზე აუცილებელ...   Sep 29 2010, 05:08 PM
- - ja_ja   kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 29th ...   Sep 29 2010, 05:11 PM
- - kaka8079   არც კი ვიცი არის თუ ...   Sep 29 2010, 05:13 PM
|- - STIG   ციტატა(kaka8079 @ Sep 29 2010, 06...   Sep 29 2010, 06:00 PM
- - ja_ja   kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 29th ...   Sep 29 2010, 05:42 PM
- - kaka8079   მადლობთ ეგ არაფერი...   Sep 29 2010, 05:52 PM
- - ja_ja   STIG ციტატა(STIG @ 29th Septembe...   Sep 29 2010, 06:41 PM
- - kaka8079   ანუ გარკვეული ბანკ...   Sep 29 2010, 07:07 PM
- - STIG   ja_ja აბა ეს რა არის: http:...   Sep 29 2010, 07:16 PM
- - ja_ja   kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 29th ...   Sep 29 2010, 07:18 PM
- - kaka8079   ანუ საკმაოდ სწორად...   Sep 29 2010, 07:29 PM
- - EnDeL   ხალხნოო აი ჰევ ე უა...   Nov 5 2010, 10:07 AM
- - geojorjika   EnDeL უნდა ეწეროს უფა...   Nov 5 2010, 10:16 AM
- - EnDeL   geojorjika სპასიბა გაიხა...   Nov 5 2010, 10:33 AM
- - giorgi-RW1k77X2   გამარჯობა EnDeL როდე...   Nov 5 2010, 10:36 AM
- - EnDeL   დიდი მადლობა გაიხა...   Nov 5 2010, 11:09 AM
- - EnDeL   მდაა... ამაზონზე წუხ...   Nov 7 2010, 08:36 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(endel @ 7th November 2010 ...   Nov 7 2010, 08:44 PM
- - nihontoman   EnDeL ეგ რა არის, შენ ი...   Nov 7 2010, 08:46 PM
- - EnDeL   მდააააააა..... ციტ...   Nov 7 2010, 09:15 PM
- - nihontoman   EnDeL კი, მე ასე სამჯერ...   Nov 7 2010, 09:17 PM
- - EnDeL   მალობა და მალობა   Nov 7 2010, 09:19 PM
- - EnDeL   აუ usa2georgia ნერვებს მიშ...   Nov 10 2010, 12:03 PM
- - ja_ja   EnDeL ნუ ყოველდღიური ...   Nov 10 2010, 12:31 PM
- - EnDeL   ბედი უნდა ყველაფერ...   Nov 10 2010, 12:54 PM
- - giorgi-RW1k77X2   EnDeL ციტატა(endel @ 10th Novemb...   Nov 10 2010, 01:18 PM
- - nihontoman   დაიკიდეთ რა, ეგენი ...   Nov 10 2010, 01:27 PM
- - Power_VANO   nihontoman გაუგზავნე კაც...   Nov 11 2010, 12:47 PM
|- - nihontoman   ციტატა(Power_VANO @ Nov 11 2010, ...   Nov 11 2010, 08:22 PM
- - Power_VANO   nihontoman ციტატა(nihontoman @ 1...   Nov 18 2010, 12:03 AM
- - jjjjkki   ანგარიში მაქ ლარებ...   Feb 7 2011, 04:29 PM
- - jjjjkki   სქართველოს ბანკის ...   Feb 7 2011, 04:43 PM
- - kaka8079   მეც ლარებს ვრიცხავ...   Feb 7 2011, 04:49 PM
- - jjjjkki   მულტისავალურო უნდ...   Feb 7 2011, 04:54 PM
- - ja_ja   jjjjkki ციტატა(jjjjkki @ 7th Feb...   Feb 7 2011, 05:00 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 7th February 2011 ...   Feb 7 2011, 05:05 PM
- - jjjjkki   ნუ მე ამაზონის გარ...   Feb 7 2011, 05:54 PM
- - geojorjika   ამაზონი რა შუაშია ...   Nov 2 2012, 11:30 PM
- - koknar   geojorjika ერთხელ მქონდა ...   Nov 3 2012, 12:11 AM
- - ja_ja   geojorjika მაგაზე უარესი ...   Nov 3 2012, 09:43 AM
- - geojorjika   ესეიგი დემენძრა?   Nov 3 2012, 10:54 AM
- - ja_ja   geojorjika ჯერ მიდი გაუტრ...   Nov 3 2012, 02:03 PM
- - geojorjika   ja_ja როდის ამავიდე მ...   Nov 3 2012, 02:21 PM
- - giorgi-RW1k77X2   geojorjika JaJa მართალს გეუ...   Nov 3 2012, 09:40 PM
- - geojorjika   giorgi-RW1k77X2 ასახვით გვი...   Nov 3 2012, 09:45 PM
- - giorgi-RW1k77X2   არა, ასახვით მაშინ...   Nov 3 2012, 09:56 PM
- - geojorjika   ნდაა , ესეიგი საჩხუ...   Nov 3 2012, 10:12 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 3rd N...   Nov 3 2012, 10:15 PM
- - geojorjika   RE: ამაზონზე დაკვეთის მანუალი   Nov 3 2012, 10:54 PM
- - Davitus   ვაბშე რატომ იწერთ ...   Nov 4 2012, 02:05 PM
- - ja_ja   Davitus ნუ მე მივქარე ი...   Nov 4 2012, 02:24 PM
- - Davitus   ja_ja მე 5-ს ვენდობი სა...   Nov 4 2012, 05:58 PM
- - ilariona   Davitus ja_ja ნდობის ტელეფ...   Nov 4 2012, 06:30 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 4th N...   Nov 4 2012, 06:31 PM
- - o.cho   გაუმარჯოს კაი ხალხ...   Nov 22 2012, 12:18 AM
- - geojorjika   o.cho გაგიმარჯოს გამ...   Nov 22 2012, 12:36 AM
- - o.cho   geojorjika დიდი მადლობა ...   Nov 22 2012, 01:52 AM
- - ja_ja   o.cho განბაჟებამდე არ...   Nov 22 2012, 08:32 AM
- - bazuka   როგორ დამთავრდა ...   Nov 22 2012, 08:40 AM
- - geojorjika   bazuka საქმე ბოლომდე მ...   Nov 22 2012, 10:17 AM
- - o.cho   ja_ja დიდი მადლობა გა...   Nov 22 2012, 01:28 PM
- - მიხომიტო   ხვალ ოპტიკას ვყიდუ...   Feb 22 2013, 09:09 PM
- - sekurifa   ციტატა(მიხომიტო ...   Feb 22 2013, 09:23 PM
- - kaka8079   მიხომიტო usa2georgia მხოლ...   Feb 22 2013, 09:42 PM
- - მიხომიტო   გმადლობთ   Feb 22 2013, 09:43 PM
- - ReMiNgToN   საქმე რაშია, წინაზ...   May 14 2013, 05:19 PM
- - geojorjika   ReMiNgToN ამაზონზე პეიპ...   May 14 2013, 06:22 PM
- - ja_ja   ReMiNgToN სლიუში დარაგო...   May 14 2013, 07:10 PM
- - gela   ReMiNgToN ციტატა(buybuya @ 14th ...   May 14 2013, 07:24 PM
- - ReMiNgToN   არა ეგ მარადიორი ხ...   May 14 2013, 11:34 PM
- - ja_ja   ReMiNgToN ოხ შენ რა გითხა...   May 15 2013, 08:59 AM
- - ReMiNgToN   ამაზონიდან გამოვი...   Jan 7 2014, 07:42 PM
- - gela   ReMiNgToN ციტატა(buybuya @ 7th ...   Jan 7 2014, 08:21 PM
- - ja_ja   ReMiNgToN ისე მართლა შენ ...   Jan 7 2014, 08:39 PM
- - ReMiNgToN   ja_ja მე მეშინია სხვა ...   Jan 7 2014, 09:18 PM
|- - gela   ციტატა(ReMiNgToN @ Jan 7 2014, 09...   Jan 7 2014, 10:21 PM
- - ReMiNgToN   gela ანუ რაც გამოვიწე...   Jan 7 2014, 11:15 PM
|- - gela   ციტატა(ReMiNgToN @ Jan 7 2014, 11...   Jan 7 2014, 11:18 PM
- - ReMiNgToN   gela საკვებად გამოსა...   Jan 7 2014, 11:19 PM
- - gela   ციტატა(ReMiNgToN @ Jan 7 2014, 11...   Jan 7 2014, 11:36 PM
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 11:42 AM
Hosted by Pro-Service