![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ადრე თუ გვიან ყველა მაღალი წნევის ნასოსს დასჭირდება დაშლა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ბევრ ახალბედას ეშინია ასე ვთქვათ მაღალტექნოლოგიური ნასოსის დაშლა, ზოგს დაეზარება, ზოგი კი უბრალოდ დაიწყებს უმოწყალოდ დაზეთვას და ჩათვლის, რომ მთელი პრობლემა მოეხსნა. აქვე დავძენ რომ დაშლა დასჭირდება ნებისმიერ ნასოს, გინდ იყოს სუპერ ძვირიანი გინდ იყოს ჩინური გაუგებრობა. მოდით სანამ დაშლას და გაწმენდას განვიხილავთ ვახსენოთ ყველაზე ხშირი მიზეზი რატომ შეიძლება გახდეს ნასოსი დასაშლელი: 1) მესამე საფეხურის რეზინის დაზიანება. ხშირად მესამე საფეხურის რეზინა ფუჭდება, ამის მანიშნებელი არის შემდეგი ფაქტორი, ნასოსის მუშაობისას სადღაც 1000 PSI-ს შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელი ხდება ნასოსის სახელურის ზემოთ ამოქაჩვა, და რაც უფრო იზრდება წნევა, მით უფრო ძნელი ხდება ამოწევა. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ თქვენს ნასოსს აზრი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით გააგრძელოთ მუშაობა, უბრალოდ გაჩერდით, გამოუშვით ჰაერი და იფიქრეთ მესამე საფეხურის რეზინის შეცვლაზე 2) უნაკა კლაპნის რეზინის გაფუჭება. ამ შემთხვევაში ტენით ტენით ნასოსით და წნევა გარკვეულ ზღვარზე ზემოთ არ მიდის, თავიდან კი ჭირს წნევის აწევა. ეს იმის ბრალია, რომ ჰაერი ნასოსიდან გადადის შლანგში წნევით. შლანგში გადასვლისთანავე პატარა დეტალი რომელსაც რეზინა აქვს თავზე, პაწია ზამბარის ზემოქმედებით კეტავს გადამსვლელ კლაპანს, შედეგად ნასოსიდან შლანგში გადასული ჰაერი უკან ნასოსში ვეღარ ბრუნდება. თუ ეს რეზინა დაზიანებულია, უსასრულო იქნება თქვენი ბუქნაობა. 3) წყლის კონდენსატი, მნიშვნელობა არა აქვს ნასოსის ხარისხს, ცნობილ HILL-ის ნასოსშიც გროვდება კონდენსატი. საქმე იმაშია, რომ ჰაერში არსებული ნესტი შეწოვისას ბოლომდე არ გამოიდევნება ჰაერიდან რაც არ უნდა ფილტრი დააყენოთ, შედეგად დაწნეხვისას ჰაერში დარჩენილი წყლის ორთქლის კონდენსირება ხდება, ნელნელა ეს კონდენსატი გროვდება და ჟანგავს ნასოსს. 4) სხვა ტექნიკური მიზეზები, მაგალითად რანდემიმე სხვა რეზინის გაცვეთა, საპოხი მასალის გამოშრობა, უბრალოდ დაჭუჭყიანება (მუშაობისას რეზინა ცვდება და ტაოტთან ერთად იზილება მისი ნარჩენები, შედეგად გაუგებარი ყავისფერ-შავში გარდამავალი ბლანტი ტალახი მიიღება), მოკლედ სამი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მომენტი არსებობს, ძირითადად ნასოსში არ ფუჭდება ლითონის დეტალები, ყოველთვის გვაქვს რეზინებთან საქმე. ![]() ჩემს ხელში მოხვდა ერთერთი ჩვენი ცნობილი ფორუმელის და მშვენიერი მონადირის ნასოსი, რომელიც კაიხანია ბუქსაობს, ადრე ვსინჯეთ El-Java-ზე ნაყიდი რეზინების მეშვეობით შეგვეცვალა მესამე საფეხურის და უკანა წნევის სარქველის რეზინები, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ნასოსი თან მუშაობდა, თან წნევის აღება უჭირდა, ხშირად ფუჭი ბუქნები ჩნდებოდა. მოკლედ ზედაპირული შეხედვით არაფერი ნასოს არ სჭირდა, ლითონის დეტალები მთელი იყო, ესეიგი საქმე რეზინებთან და საპოხ მასალასთან გვქონდა. ამასწინათ ერთობლივი ძალით დავუკვეთეთ ფორუმელებმა კომპანია Crosman-ის მიერ რეკომენდირებული სილიკონის საპოხი ტაოტი Parker O-lube. ტაოტი იაფი არ დაჯდა, მგონი 14$ დაჯდა თითო ტუბი, მაგრამ ღირს. ![]() პირადად გირჩევთ არასდროს არ გამოიყენოთ მაღალი წნევის ნასოსებში ზეთი, არც სინთეთიკური, არც სილიკონის არც მანქანის ნამუშევაში დამწვარი ზეთი... მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეგონებათ ნასოსმა ზეციურად მსუბუქად დაიწყო მუშაობა სინამდვილეში ეფექტი დროებითია, დამიჯერეთ პირადად გამოვცადე Crosman Silicone Chamber Oil შედეგი იყო არაადეკვატურად მომხიბვლელი, ნასოსმა მსუბუქად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ზეთი მალე ამოშრა ხოლო რეზინების ნაცვეთი ლექად დაჯდა ლითონის დეტალებზე, შედეგად ერთხელაც 3 კვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ნადები პირველი საფეხურის ღერძზე, ვცადე დრემელით მოცილება და პოლირება, მაგრამ ჩემს და გასაოცად აღმოჩნდა, რომ ლითონის ზედაპირი ამოჭმული იყო ამ ნადებთან ერთად შემოპარული კონდენსატის მიერ. მოკლედ ტაოტი ჩქარა არ შრება და ლითონის დეტალებს ყოველთვის თხელ ფენად ადევს, ასე რომ ზედაპირი ყოველთვის დაცულია. ![]() კარგი გადავიდეთ კონკრეტულად ნასოსი დამუშავებაზე. რადგან El-Java-ს რეზინებმა არ გაამართლე,ს ვცადე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე გზა, სადმე მეშოვა და დამეკვეთა რეზინების კომპლექტი, სამწუხაროდ ნასოსის მწარმოებელს საიტი და ონლაინ დაკვეთა არ გააჩნია, ასე რომ მომიწია სხვა გზების მოძიება. ამასობაში ერთი გზა რეზერვში მქონდა, ერთერთი ჩვენი ძველი ფორუმელის ნასოსი რომელიც Airforce-ს ლოგოთია აღჭურვილი, ასევე გაფუჭდა და აღდგენა ვერ შევძელით ლოკალური ძალებით, ბოლოს შესაბამისმა პიროვნებამ აირფორსს მიმართა ელ-ფოსტით და სთხოვა დახმარება, მათ თავის მხრივ არ დაიზარეს და გამოუგზავნეს რეზინების კომპლექტი. ანუ იდეაში შეიძლება ამ მწარმოებელთან დაკავშირება და თავის მოკატუნება ვითომ და Airforce-ს ნასოსი გაქვს, ისინიც გამოგიგზავნიან რეზინებს (მითუმეტეს რომ Airforce-ს, HILL-ის და Benjamin-ის ნასოსები ერთნაირია). მოკლედ ასე თუ ისე რავარც იქნა ერთერთ ამერიკულ ფორუმზე ვნახე პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი და გამოაგზავნა 5 კომპლექტი რეზინები. რომელიდანაც ერთერთი ამ ნასოს აღსადგენად იყო გამოყენებული. კაი ბატონო დავიწყოთ დაშლა: ასე გამოიყურება ნასოსი მეორე საფეხურის ღერძი, რომელიც შარშან შეძენის შემდეგ არ გაწმენდილა. ეს არის ძირა ნაწილი ![]() ![]() ეს კი იმავე ღერძის ზედა ნაწილი, აშკარაა რომ მფლობელი ნასოსს ბოლომდე ზემოთ არ წევს ხოლმე. ![]() ეს კი არის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე საფეხურიდან ჰაერის მესამე საფეხურში გადასვლას. დაზიანება არ არის, უბრალოდ აურაცხელი ჭუჭყი და ნახმარი ტაოტია. ![]() ![]() ეს კი ძირა დეტალი რომელშიც შიგნიდან მოთავსებულია უკანა წნევის კლაპანი, ანუ აი ის რეზინა ყველაზე ხშირად რომ იხევა ხოლმე. ერთი შეხედვით სუფთაა ![]() თუმცა მეორე მხრიდან შეხედვისას.... ![]() ძირა ბოლტის დეტალში არის ხვრელი რომლიდანაც გამოდის მაღალი წნევის ჰაერი და ასევე დიდი სიამოვნებით გამოაქვს გადამუშავებული ტაოტი და ტალახი. ეს კი მესამე საფეხურის ღერძის სარქველი... როგორც ხედავთ აღინიშნება ჟანგის კვალი, რეზბა ნამუშავარ ტალახშია ამოსვრილი და წყლის წვეთებითაა უხვად დახუნძლული. სხვათაშორის დამავიწყდა გადამეღო მეორე საფეხურის ცილინდრის ზედაპირი, მშვენივრად ჩანდა წყლის აურაცხელი რაოდენობა. ![]() ეს კი მეორე საფეხურის მილის ძირა რეზბა, ისევ წყალი და ტალახი, დანარჩენი ყველაფერი მთელია. ![]() აი ეს კი უკვე იმავე მილის ზედა მხარე. ჟანგმა უკვე ბუდე ნახა. ასეთი ჟანგი ნასოსში ბუდობს მაშინ როდესაც ნასოსის მოხმარებისას ნასოს ბოლომდე არ წევთ ზემოთ და ქვემოთ. როგორც ჩანს ძირს ბოლომდე აწვება ხოლმე მფლობელი, მაგრამ ზემოთ ბოლომდე ამოწევა არ უყვარს, შედეგად სადაც არ ხდება მოძრაობა ჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა ჟანგმა კონდენსატის ხარჯზე ფეხი მოიკიდოს. ![]() ![]() ეს კი მესამე საფეხურის დგუში, ანუ იგივე ღერძი. ძირითადად ისევ ტალახი, წყალი და გაცვეთილი რეზინა. ![]() სულ ნასოსის დაშლა გაწმენდისას დაიხარჯა 3 კომპლექტი არაჰიგიენური რეზინის ხელთათნამები, იდეაში შეიძლებოდა 1-ით გაკეთება, მაგრამ პირველი კომპლექტი მომიყვა რეზბაში და დაიხა, მეორე კომპლექტი საშინლად გაჭუჭყიანდა. მომიწია მესამე კომპლექტის აღება ![]() ![]() ![]() კაი ბატონო დავიწყეთ გაწმენდა, გავაპრიალე შეძლებისდაგვარად ყველაფერი, თუმცა გამოგიტყდებით გვიანი საღამო იყო და ცოტა ”ვისაჩკავე”, შეიძლებოდა უკეთესად გამოსუფთავება. ![]() ესეც გაწმენდილი ჟანგიანი მილი. ![]() ნასოსი სახელური, ალუმინს მოვაშორე რკინის ჟანგი, მაგრამ კვალი მაინც ემჩნევა ![]() ესეც ნასოსის ის ადგილი სადაც ჟანგი ბუდობდა ![]() ![]() და ნასოსის გაპრიალებული მეორე საფეხურის ღერძი ![]() ესეც გაწმენდის შემდეგ დანასოსების შედეგი, ადრე თუ 2000- PSI-ზე აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა ნასოსმა ერთი მიდგომით უპრობლემოდ ამიყვანა 3200 PSI-ზე. ეგაა რომ ერთ ჯერზე დანასოსებას თავისი მინუსი აქვს - დავიღალე, თან ტაოტისა და ახალი რეზინების ჩასმის შემდეგ ნასოსი ისე თავისუფლად აღარ დატასაობს როგორც ნამუშევარ რეზინებზე. ასე რომ ძალის დატანებაც დამჭირდა და 3000-ის ზემოთ გამოგიტყდებით საკმაოდ გამიჭირდა დანასოსება (წონის გამო, მოგეხსენებათ დიდი წონით ნა მასით არ გამოვრჩევი) ![]() აქვე წარმოგიდგენთ ცინცხალ რეზინების ნაკრებს, რომელიც გამოყენბული იყო ნასოსს აღსადგენად. ![]() ეს კი დაცვეთილი და დაღეჭილი რეზინები ![]() ![]() რავი მგონი სულ ესაა, მფლობელს შეუძლია თამამად მოვიდეს და წააცუნცულოს თავისი მუშა ნასოსი, ჯანმრთელია და იმუშავებს კაიხანს. ახლა რაც შეეხება ტაოტს და რეზინებს ტაოტი ბევრი არ დახარჯულა, ან მე წავუსვი ნამეტანი ეკნომიურად, თუ მეტს ჩათვლის საჭიროდ მფლობელი თვითონ დაამატებს. სხვათაშორის ტაოტი საკმაოდ შედედებული კონსისტენცისაა და მხოლოდ ტაოტის გამოცვლა რეზინების გარეშე, უკვე იწვევს ნასოსის ცოტაოდენ მძიმედ სვლას. რაც შეეხება რეზინებს, გადაყრა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ამ ნახმარი რეზინებიდან მინიმუმ ერთი რეზინა, ანუ მესამე საფეხურის ნამუშევარი რეზინა თავისუფლად გამოდგება უკანა სარქველის რეზინად (ერთი ზომისაა ეს ორი რეზინა), რომელიც ამ ნასოსში ადრე თუ გვიან დაიბრიდება, ჩემს ნასოსში სადღაც 1 თვე აქტიური მუშაობისას დაეტყო რომ რეზინა გამოსაცვლელი იყო, არაა გამორიცხული აქაც იგივე იყოს. ძველი რეზინა კი რომელსაც მხოლოდ გარედან ჰქონდა დეფორმაცია, უპრობლემოდ იმუშავებს ზემოთა ან ქვემოთა მხრიდან კლაპანში. რჩევა მომავალი ნასისს დამშლელებისთვის, ნუ დაფრთხებით, ყველაფერი საკმაოდ იოლადაა ნასოსში მოწყობილი, ბოლო ბოლო ქაღალდზე ჩაიწერეთ რა დეტალი სად იყო. ასევე გირჩევთ ეტაპობრივად ცვალოთ რეზინები, ანუ ერთი დეტალი ამოიღეთ, მოაძრეთ ძველი რეზინები, გაწმინდეთ ძველი ტაოტისგან, აიღეთ ახალი რეზინები დაატოლეთ რომელი ედრება და შეცვალეთ. შეცვლილი დეტალი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მეორე დეტალს და ასე შემდეგ. როდესაც ყველა დეტალი გასუფთავებული და რეზინებ დაცვლილი იქნება შეუდექით ნასოსის დეტალების ტაოდით დამუშავებას და აწყობას. დამიჯერეთ არაფერი რთული არაა. ასევე კიდევ ერთი რჩევა, დრო და დრო დაშალეთ თქვენი ნასოსი და არსებული კონდენსატი ამოწმინდეთ ან უბრალოდ ჰაერზე დატოვეთ დაშლილი მდგომარეობაშუ ნასოსის დეტალები, ტაოტი დარჩება ხოლო წყალი აორთქლდება (მირუმეტეს ახლა ზაფხული მოდის და სიცხე მშვენივრად დაგეხმარებად), შემდგომ ნასოსი ააწყვეთ. თუ ამას პერიოდულად არ გააკეთებთ მაშინ გაქვთ ყველა შანსი ნასოსში დაგროვებული კონდენსატი თოფის რეზერვუარში გადაიტანოთ და უკვე თოფის რეზერვუარი დაჟანგოთ, ან კლაპნები დააჭუჭყიანოთ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#141
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
giga_st ციტატა(giga_st @ 16th August 2010 - 07:36 PM) გიო იყოს შენთან თუ ძალიან დიდ ადგილს არ იკავებს და რო ჩამოვალ გამოგართმევ. კიბატონო თუ შენ არ გეჩქარება...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#142
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ja_ja მეც გამოგართმევ, როცა გეცლება ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#143
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
dole ციტატა(DOLENJA @ 17th August 2010 - 02:43 PM) მეც გამოგართმევ, როცა გეცლება სავარაუდოდ ხვალ. დღეს თანამშრომელს დედა გარდაეცვალა და ნამეტანი ჩქარა გამოვიქეცი სამსახურშI მის შესაცვლელად, არც გამხსენებია რომ წამოსაღები მქონდა რაიმე. მოკლედ ხვალ ნორმალურად წამოვალ და მექნება ყველას ეკიპრება თან
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#144
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ja_ja ციტატა(ja_ja @ Aug 17 2010, 02:58 PM) dole სავარაუდოდ ხვალ. დღეს თანამშრომელს დედა გარდაეცვალა და ნამეტანი ჩქარა გამოვიქეცი სამსახურშI მის შესაცვლელად, არც გამხსენებია რომ წამოსაღები მქონდა რაიმე. მოკლედ ხვალ ნორმალურად წამოვალ და მექნება ყველას ეკიპრება თან კაი შეგეხმიანები ხვალ მაშინ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#145
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
dole ციტატა(DOLENJA @ 17th August 2010 - 03:01 PM) კაი შეგეხმიანები ხვალ მაშინ ოკ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#146
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Aug 17 2010, 03:03 PM) dole ოკ დღეს გეცლება რო გამოგართვა რეზინები ? ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#147
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
dole ციტატა(DOLENJA @ 18th August 2010 - 05:47 PM) დღეს გეცლება რო გამოგართვა რეზინები ? აქამდე მეცალა, ახლა 5 წუთში გავდივარ მეგობარს დედა გარდაეცვალა და რაღაც საქმეებია გასარკვევი. ხვალინდელი ამბავი არ ვიცი, დილით ალბათ ვიქნები, სადღაც 13:00-მდე, მერე აღარ ვიცი რა და როგორ იქნება, მარა ჯობია 12:00-მდე
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#148
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ja_ja როდის გეცლება შეგიძლია მომწერო ? ![]() აღარც მახსოვდა რო ეს რეზინები მქონდა გამოსართმევი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#149
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
დღეს, ხვალ.... რავიცი როცა გინდა, პროსტა წინასწარ დამიკავშირდი სანამ გამოხვალ და ეგაა რა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#150
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ja_ja ციტატა(ja_ja @ Aug 23 2010, 05:06 PM) დღეს, ხვალ.... რავიცი როცა გინდა, პროსტა წინასწარ დამიკავშირდი სანამ გამოხვალ და ეგაა რა. მაშინ ნომერი მომწერე და დაგირეკავ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#151
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
უი მეც მაქვს რეზიები გამოსართმევი სულ დამავიეყდა, ერთი შევიკტიბოთ ხალხნო რა და თუ ვინმესე რამე მისაცემი და გამოსართმევი მაქვს ბარემ მოვიშOრებდი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#152
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
geojorjika ციტატა(giorgi @ 26th August 2010 - 01:43 AM) უი მეც მაქვს რეზიები გამოსართმევი სულ დამავიეყდა, ერთი შევიკტიბოთ ხალხნო რა და თუ ვინმესე რამე მისაცემი და გამოსართმევი მაქვს ბარემ მოვიშOრებდი ნუ გრიშამ თავისი წაიღო, Dole გუშინ იყო გამოსული და თან ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა ![]() Giga_ST აქ არ არის და რომ ჩამოვა ალბათ დამიკავშირდება, დარჩი მგონი შენ და KAKA. როგორ დამიკავშირდეთ ორივემ იცით, თან შენ აქვე ყურის ძირში ხარ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#153
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 ![]() |
ჩემ ნასოსს დავაკვირდი და შევნიშნე, რომ როცა ვბუქნაობ, ხელი რომ ავუშვა ბოლომდე ქვემოთ არ ჩადის სახელური, რომ დავაწვე ხელით ჩადის, მაგრამ მერე თითქოს ჰაერის წნევით ისევ ამოდის სადღაც 4-5 სანტიმეტრზე. ასე რომ დავტოვო ნახევარ საათში თვითონ ჩადის ბოლომდე. ეს ნორმალური მოვლენაა? კიდევ მაინტერესებს რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაშლა გაწმენდა და თავიდან დატაოტება?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#154
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ციტატა(Quick @ 17th September 2010 - 01:15 PM) ჩემ ნასოსს დავაკვირდი და შევნიშნე, რომ როცა ვბუქნაობ, ხელი რომ ავუშვა ბოლომდე ქვემოთ არ ჩადის სახელური, რომ დავაწვე ხელით ჩადის, მაგრამ მერე თითქოს ჰაერის წნევით ისევ ამოდის სადღაც 4-5 სანტიმეტრზე. ასე რომ დავტოვო ნახევარ საათში თვითონ ჩადის ბოლომდე. ეს ნორმალური მოვლენაა? ეგ ნორმალური მოვლენაა, ნასოსში წნევაა "კაჩაობისას" და ზემოთ იწევს ხოლმე თავისით, ხელს როცა გაუშვებ ![]() ციტატა(Quick @ 17th September 2010 - 01:15 PM) კიდევ მაინტერესებს რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაშლა გაწმენდა და თავიდან დატაოტება? გააჩნია რა სიხშირით იხმარ და რა პირობებში. საშუალოდ, კარგი იქნება ალბათ ესე 6 თვეში ერთხელ ტაოტის გამოცვლა. + ძალიან რეკომენდირებულია დაშალო და ნესტი გამოაშრო ხოლმე პერიოდულად, ვთქვათ 2 თვეში ერთხელ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#155
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 ![]() |
ციტატა(Power_VANO @ 17th September 2010 - 03:09 PM) + ძალიან რეკომენდირებულია დაშალო და ნესტი გამოაშრო ხოლმე პერიოდულად, ვთქვათ 2 თვეში ერთხელ. საკუთარ ნასოსზე დავრწმუნდი, რომ არა ჯაჯა მაგას ვერაფერი ვერ უშველიდა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#156
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Quick ციტატა(Quick @ 17th September 2010 - 01:15 PM) კიდევ მაინტერესებს რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაშლა გაწმენდა და თავიდან დატაოტება? იმის და მიხედვით თუ როგორ იხმარ. თუ ჰაერის დაგდებისას ვინტის გახსნისას ხელზე წყალი გხვდება, მაშინ უკვე დროა ნელნელა დაიწყო ფიქრი დაშლა ამოწმენდაზე. ოღონდ პირველივე წყლის წვეთზე ეგეთი რეაქცია ნუ გექნება, წყლის კონდენსატი შეიძლება პირველივე დატენვის მერე გაჩნდეს, მაგრამ 1 და 2 წვეთი არაფერია, მერე როდესაც მიუშვებ ნასოს და დაშლი აღმოაჩენ რომ მტელი ღერძები სულ წყლის წვეთებითაა ანცობილი ეგ უკვე კატასტროფა პონტია, რადგან დიდხნით წყალთან კონტაქტისას რკინის დეტალები ჟანგვას იწყებს. თუ ისე მოხდა რომ გარკვეული პერიოდი ინტენსიურად ხმარობ და მერე 1-2 კვირა ჩაგივარდა და არ იყენებ, მაშIნ ჩათვალე რომ აბეზალოვკა დასაშლელი და მინიმუმ წყალია ამოსაშრობი, პროსტა დაშალე და ეგრე დატოვე მზეზე ან მშრალ ადგილზე, წყალის წვეთები რომ გაშრება ააწყვე და მორჩა ამბავი. არ დაიწყო ტაოტის მოცილება არავითარ შემთხვევაში თუ რაიმე შემცვლელი არ გაქვს, თუ მოაცილებ, ეგრევე ახალი უნდა დაიტანო წინააღმდეგ შემთხვევაშI ნასოსი რეზინებს დაბრიდავს და ძნელიც იქნება კაჩაობა, დაუზეთავ ზედაპირზე კი წყალი ტავის საქმეს 5-იანზე გააკეთებს და ყველაფერს დაჟანგავს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#157
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 ![]() |
ja_ja Power_VANO მადლობა პასუხებისთვის. მე ტაოტი იქვე გრიგოლთან ვიყიდე parker სპეციალურად ნასოსისთვის ასე რომ მაქვს შემცვლელი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#158
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ როგორც იქნა აი ეს მივიღე! იმედია რამაეში გამოგვადგება: იმას მაინც გავიგებთ რას რა კოდი აქვს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#159
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
gregory ეს მოდიოდა ამდენიხანი??? მდაააა ეს სუართები ისედაც გვაქვს დადებული PDF ფორმატშიც. აი დაშლის ინსტრუქცია არ გვქონდა, მაგრამ ეგ ისედაც ვიცოდით (ნუ მე გარანტირებულად ვიცოდი). უკეთესია დეტალების პრაისის უხეში მონახაზი მაინც გამოეგზავნათ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#160
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja ციტატა(ja_ja @ 1st November 2010 - 10:05 AM) gregory ეს მოდიოდა ამდენიხანი??? მდაააა შენ ეგა თქვი რა ! მივწერ და იქნებ პრაისიც მამოაგზავნოს
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 10:47 PM |
Hosted by Pro-Service |