![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დისკო, რომელსაც ჰქონდა მძიიიმე, პრიმიტიული, პლასტმასისგან დამზადებული სასხლეტი მექანიზმი, სადაც ლითონს "წამლად" თუ შეხვდებით. ცოტა ხნის წინ ფორუმზე ინფო გავრცელდა, რომ დისკოზე გადაკეთების გარეშე მიდიოდა მისი უფროსი ძმის, მარადიორის სასხლეტი მექანიზმი. სიახლე უცბად აიტაცა ფორუმმა, რადგან მარადიორის სასხლეტს ყველა აქებს, უმაღლესი კლასისაა ![]() შესაბამისად, კროსმანის წარმომადგენლის, გრიგოლის დახმარებით დაკვეთა გავუშვით USA-ში, სადაც ჩვენი Trigger Assy-ებიც ჩაიდო. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ კროსმანს როგორღაც დაავიწყდა სასხლეტი მექანიზმების ჩადება დაკვეთაში და ჩამოსვლამდე ვიცოდით, რომ მოცდა მოგვიწევდა კიდევ რამდენიმე კვირით. თუმცა, დაკვეთის ჩამოსვლის შემდეგ ყუთში ერთი ცალი დაკარგული სასხლეტი მექანიზმი აღმოჩნდა! საიდან, როგორ, არავინ იცის ![]() მოკლედ, გახარებულმა წამოვიღე სახლში. მოვედი, დავშალე დისკო, მივაყენე ახალი სასხლეტი მექანიზმი და... ვეზიარე ჭეშმარიტ ორსაფეხურიან სასხლეტს! ჰოი, დისკოვ, ორსაფეხურიანი კი არა, საერთოდ სასხლეტის იმიტაცია გქონდა შენ! ![]() აღსანიშნავია, რომ მარადიორის სასხლეტი მექანიზმი მთლიანად ლითონის კონსტრუქციაა, ძალიან მყარი და რაც მთავარია, მშვენივრად დამუშავებული დეტალებით - არანაირი ნაწიბურები არ აღინიშნება შიდა ნაწილებზე. ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ დისკოზე ეს ყველაფერი დგება ყოველგვარი გადაკეთების გარეშე. ანუ მოუშვებთ ორ ვინტს, რომელსაც დისკოს სასხლეტი მექანიზმი უჭირავს, მოხსნით, მიაყენებთ მარადიორის მექანიზმს, მოუჭერთ ვინტებს და მორჩა - მუშაობს ყველაფერი. ასე გამოიყურება მარადიორის სასხლეტი მექანიზმი: ![]() ![]() ეს კი დისკოს სასხლეტ მექანიზმთან (ქვედა დისკოსია, ზედა მარადიორის) ერთად: ![]() უკვე ცნობილი ფაქტია, მაგრამ აქაც გავიმეორებ: მარადიორის სასხლეტზე შესაძლებელია დარეგულირდეს: სასხლეტის სიმძიმე, პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა და თვითონ სასხლეტის მდებარეობა. მოკლედ, ყველაფერი, რაც კი შეიძლება კომფორტისთვის დაგჭირდეს ადამიანს. ამასობაში, საჭირო იყო პრაქტიკული შემოწმება რეალურ გარემოში - სახლში რთულია მაინც. + ჩემი დისკოს გაქრონვა მაინტერესებდა. ამიტომ დღევანდელ გასვლაში შევუერთდი ja_ja-ს. თანაც, ja_ja-საც თავისი მარადიორი ჰქონდა დასატესტი - მოკლედ, საქმიანი გასვლა იყო. ავედით ჯა_ჯა-ს სახლთან მდებარე ცნობილ გორაკზე, სადაც მეტნაკლებად კარგი პირობებია შექმნილი სროლისთვის - სკამები არის, მაგიდაც არის (მყარი მაგიდა, მყარი!). დანარჩენი ჩვენ ავიტანეთ. ასვლისას დავტენე ჩემი დისკო, მერე ჯა_ჯა-ს მარადიორის ჯერიც მოვიდა. დაიწყო ჯა_ჯა-მ დატენვა, სადღაც 2500-ზე ასვლის შემდეგ, შესვენებისას დავინახეთ, რომ ჰაჩიკას ნასოსის (ჩემი ნასოსი მქონდა წამოღებული და ამიტომ ჯა_ჯას ნასოსი დავტოვეთ) შლანგი გაიბერა ![]() ![]() საბედნიეროდ, ბუშტები მალე შევნიშნეთ და წნევა გამოვუშვით შლანგიდან. ბუშტის სურათი მეზობელ თემაში დევს (ჰატსან AT-44-ის თემა), თუმცა იქ ბუშტი უკვე დაჩუტულია. მოკლედ, ეს უკვე მეორე ჰაჩიკას შლანგის პრავალია მაღალ წნევაზე. დასკვნა ისაა, რომ ჰაჩიკას შლანგები ნამდვილად არაა გათვლილი უსაფრთხო მუშაობისთვის 200 ატმოსფეროზე, ანუ იმ წნევაზე, რაზეც მარადიორი და თვითონ AT-44 მუშაობენ! არ ვიცი ავთო როგორ და რა წნევაზე აკაჩავებს თავის AT-44-ს, მაგრამ ავთო, ფრთხილად იყავი, ეგ შლანგები სანდო არაა! იმის გამო, რომ დროზე გამოვუშვით წნევა, შლანგი არ გახეულა. შესაბამისად, ჯერჯერობით უპრობლემოდ მუშაობს ისევ, ოღონდ დისკოს წნევებზე (136 ატმოსფერო მაქსიმუმ). მარადიორის ამის მერე უკვე ბენჯამინის ნასოსით იტენებოდა, რომელიც ჯა_ჯამ სახლიდან ამოიტანა. მარადიორის ტესტირების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: აი დისკოს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში უცნაურობებით სავსე შედეგები მივიღეთ. სანამ ჯა_ჯა ბენჯამინის ნასოსს ამოიტანდა სახლიდან, მე დისკოს გაქრონვა დავიწყე. მივიღე სრული 65 გასროლა 2000-დან 1000 PSI წნევის შუალედში! ვიცი, საოცარი შედეგია, მაგრამ ეს რაღაცის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. მოკლედ, ამ შემთხვევაში გრაფიკს არ ვაკეთებ (ერორები მივიღე ადგილ-ადგილ მიყოლებით), პირდაპირ ჩამოვწერ შედეგებს. ცდა პირველი - მარადიორის სასხლეტი ქარხნული პარამეტრებით, დისკოც ქარხნული პარამეტრებით ![]() ხედავთ ალბათ რამხელა გაფანტვაა და როგორი არასტაბილური სიჩქარეებია. სადღაც მე-40, 50-ე გასროლაზე ვიყავი, როცა ja_ja ამოვიდა. ნახა შედეგები, ცოოოტა დაფიქრდა და თქვა - სასხლეტის ამბავია ეგო! მართალიც აღმოჩნდა. მოვხსენით დისკოს კონდახი, გახსნა ჯა_ჯა-მ სასხლეტი მექანიზმი, დაარეგულირა პირველი და მეორე საფეხური, სასხლეტის კაკვის მდებარეობა (შესაბამისად, შეიცვალა შეპტალოს მდებარეობაც) და ხელმეორედ გავტესტეთ დისკო. ცდა მეორე - მარადიორის სასხლეტი რეგულირებული პარამეტრებით, დამსუბუქებული, შეცვლილია პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა, ასევე სასხლეტის კაკვის მდებარეობა. დისკო ქარხნული პარამეტრებითაა ![]() წნევა გასროლების მიხედვით ასე განაწილდა: 10 - 1900 20 - 1750 30 - 1600 40 - 1300 50 - 1050 58 - 1000 შედეგი აშკარად უკეთესია, ჯა_ჯას ტუნინგმა სასხლეტზე გაამართლა. სიჩქარეები დარეგულირდა, მაგრამ პრობლემა ისევ არსებობს, 2 ცალი: 1) დაბალი სიჩქარეები, შესაბამისად გასროლები ბევრია, ამ შემთხვევაში 58. 2) უფრო მნიშნველოვანი პრობლემა - საშულოდ, ყოველ 10 გასროლაში 1 სიჩქარის ვარდნაა, სადღაც 10 მ/წმ-იანი! ამის შემდეგ დაიბადა იდეა, რომ დამრტყმელის ზამბარის მიჭიმვით გაგვეზარდა სიჩქარე, რადგან ეჭვი გვქონდა - მარადიორის სასხლეტი მექანიზმის გამოყენებისას დისკოზე, დამრტყმელი ნაკლებად ჭიმავდა ზამბარას. მოკლედ, ჯა_ჯა-მ გამოთალა ბორჯომის ბოთლის სახურავისგან ასე ვთქვათ, ე.წ. "მიმჭიმი" და ჩავუდეთ დამრტყმელის პრობკაში. "მიმჭიმის" სისქე 1.65 მმ იყო. ცდა მესამე - მარადიორის სასხლეტი რეგულირებული პარამეტრებით, დამსუბუქებული, შეცვლილია პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა, ასევე სასხლეტის კაკვის მდებარეობა. დისკოს 1.65 მმ-იანი მიმჭიმი აქვს ჩადებული დამრტყმელის საცობში ![]() (გრაფიკის დასაწყისში ერთნაირი სიჩქარეები აღნიშნავს იმას, რომ ქრონზე ერორი მივიღეთ. გამოტოვებული სიჩქარეების ნაცვლად ჩავწერე წინა სიჩქარე) შედეგი იდეაში არის - სიჩქარეები ცოტა გაიზარდა, მაგრამ ის ერთეული ჩავარდნები ისევ ადგილზეა! წნევების გადანაწილება: 11 - 1800 20 - 1600 30 - 1400 40 - 1100 53 - 1000 ამის შემდეგ ერთიც ვცადეთ, ამჯერად უკვე 2 ცალი 1.65 მმ-იანი "მიმჭიმი" გამოვიყენეთ, ე.ი. ჯამში მივიღეთ 3.3 მმ. ცდა მეოთხე - მარადიორის სასხლეტი რეგულირებული პარამეტრებით, დამსუბუქებული, შეცვლილია პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა, ასევე სასხლეტის კაკვის მდებარეობა. დისკოს 3.3 მმ-იანი მიმჭიმი აქვს ჩადებული დამრტყმელის საცობში ![]() აქ უკვე მოსაღამოვდა და ქრონიც გაზომვისას ერორებს უხვად იძლეოდა. ამიტომ ერთნაირი სიჩქარეები ცოტა მრავლადაა ამ გაზომვაში. მოკლედ, ამ ერთეული ჩავარდნების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საჭიროა დისკოს კიდევ გაქრონვა, მათ შორის, თავისი სასხლეტითაც. ასევე, აღსანიშნავია, რომ თავისი სასხლეტი მექანიზმით ჩემი დისკო არასდროს გამიქრონია, ამიტომ ჩავარდნების მიზეზი 100%-ით სასხლეტი ჯერჯერობით არაა. OK, გაქვთ რამე იდეები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#41
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
Jah ანუ მაგის გამო ზამბარა ცოტა გვერდულად იჭიმება იდეაში? და სუფთა "ხოდი" არ აქვს? tengo ჰო, თავისთავად. მაგისთვის მინდა დავამზადო სხვადასხვა ზომის სპეისერები, რომ ვიპოვნო იდეალური რომელი იქნება.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#42
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
დღეს გავქრონეთ ვანოს დისკო, ახრინიტე4ლნო მუშოაბს 265 მეტრ წამზე, ცოტაც და ვიფიქრებდი რომ რედუქტორი აქვს დაყენებული ალბათ ვანო მოგვიანებით დააგდებს დეტალურ ინფოს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#43
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Oct 24 2010, 07:56 PM) დღეს გავქრონეთ ვანოს დისკო, ახრინიტე4ლნო მუშოაბს 265 მეტრ წამზე, ცოტაც და ვიფიქრებდი რომ რედუქტორი აქვს დაყენებული ალბათ ვანო მოგვიანებით დააგდებს დეტალურ ინფოს ვანო, სანამ მარადას სასხლეტს დააყენებდი რამდენი მეტრ-წამი იყო.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#44
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
tengo ციტატა(tengo @ 24th October 2010 - 08:10 PM) ვანო, სანამ მარადას სასხლეტს დააყენებდი რამდენი მეტრ-წამი იყო. ვანოს მაგივრად შემიძლია გითხრა, იგივე 265 ნუ მაქსიმუმ 270-ი იყო, აქლა მაქსიმუმი 268 იყო. 2 მეტრ წამის ვარდნა სულ სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#45
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Oct 24 2010, 10:09 PM) tengo ვანოს მაგივრად შემიძლია გითხრა, იგივე 265 ნუ მაქსიმუმ 270-ი იყო, აქლა მაქსიმუმი 268 იყო. 2 მეტრ წამის ვარდნა სულ სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს. 2 მეტრწამი ,ეგ უმნიშვნელოა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#46
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(ja_ja @ 23rd October 2010 - 11:47 PM) საინტერესოა ჯანდარაზე რაფრა აპირებენ წასვლას . ციტატა(tengo @ 23rd October 2010 - 11:53 PM) ვნახოთ როგორი ამინდი იქნება. წვიმა თუ იქნა მწვადებსაც ვერ შეწვავენ და გაფუჭდება ხორცი. ციტატა(Power_VANO @ 24th October 2010 - 12:43 AM) თქვენ მგონი ჩაშლით იმ გასვლას ვერ მოგართვით(საქართველოს პრეზიდენტი) ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#47
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
როგორც ჯა_ჯა-მ დაწერა, დღეს ჩემი დისკოც გავქრონეთ და... შედეგი გვააქვს - უზარ'მაზაარი! (ქოფირაით - ძიძიგური) მოკლედ, ჩემი დისკო გამოსწორდა და ბრწყინვალედ ისვრის. წარმოგიდგენთ შედეგებს, ამჯერად გრაფიკული სახით, რადგან ამ დროს ჯერ კიდევ იჭყიტებოდა მზე და ერორები სულ 4 ცალი იყო. ![]() შედეგებს ხედავთ გრაფიკზე. 31 გასროლა 10 მეტრ/წამიან დერეფანში ძირითად სიჩქარის ვარდნა იწყება 30 გასროლის შემდეგ. მინიმალური სიჩქარე 242.9 მ/წმ (1000 პსი-ზე) მაქსიმალური სიჩქარე 268.3 მ/წმ (1800 პსი-ზე) საშუალო სიჩქარე 261.7 მ/წმ (თუ მხოლოდ 30 გასროლას ავიღებთ, აქ საშუალო სიჩქარე 265 მ/წმ-ია საშუალოდ) ესეც არის ზუსტად იგივე გრაფიკი, მხოლოდ დერეფანი 10 მ/წმ-დან შევამცირე 5 მ/წმ-მდე. გასროლების რაოდენობა 5 მ/წმ-იან დერეფანში 24 გამოვიდა ![]() ![]() შედეგი: მარადიორის სასხლეტი დისკოზე დგება მშვენივრად, უბრალოდ სადღაც 1 მმ-იანი სპეისერების დაყოლება უნდა სამაგრ ვინტებთან, რომ შეპტალოს კაკვმა დაიწიოს დაბლა და დამრტყმელს არ ეხახუნოს ![]() tengo ციტატა(tengo @ 24th October 2010 - 08:10 PM) ვანო, სანამ მარადას სასხლეტს დააყენებდი რამდენი მეტრ-წამი იყო. ციტატა(ja_ja @ 24th October 2010 - 10:09 PM) ვანოს მაგივრად შემიძლია გითხრა, იგივე 265 ნუ მაქსიმუმ 270-ი იყო, აქლა მაქსიმუმი 268 იყო. 2 მეტრ წამის ვარდნა სულ სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს. ეგრე იყო, სადღაც 273 მ/წმ მქონდა მაქსიმუმი, 36-37 გასროლა 2000-დან 1000-მდე, როცა ახალი იყო ფიშტო და პირველად გავქრონეთ. იმის მერე ხომ ვიყენებდი და თავისთავად დამრტყმელის ზამბარაც მოჯდებოდა ამდენ ხანში.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#48
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ციტატა(bazuka @ Sep 22 2010, 07:30 PM) Power_VANO ერთადერთი რისი ბრალიც შეიძლება იყოს, ეს არის ის, რომ კბილი ედება დამრტყმელს, ანუ რამდენად ქვემოთ ჩამოდის დამრტყმელი და თუ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეგ კბილი დაბლა დადგეს. + კიდევ ერთხელ გავიმეორებ !!! ![]() აი ამ სურათში, კბილზე მაღლა დგას გამშვების წინა ნაწილი, ერთი კარგად დააკვირდი აბა, დამრტყმელის გაშვების მომენტში, დამრტყმელი ხომ არ ედება მაგ ნაწილს?? ანუ მართალი ვიყავი???
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#49
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
bazuka კი, მართალი იყავი რა თქმა უნდა ![]() მარადიორის სასხლეტს შეპტალოს კაკვი გაცილებით მაღლა აქვს დისკოს სასხლეტთან შედარებით. როგორც კი დაბლა დავწიე მთელი მექანიზმი, კი ჩანს, თოფმა მშვენივრად დაიწყო სროლა. აი ძალიან მაინტერესებს როგორაა ეს ყველაფეირ რეალიზებული ჩელენჯერში და კატანაში. ორივე ნახევრად დისკოს კლონია. ჰოდა მაინტერესებს იქ ეს სპეისერები თავიდანვე გათვალისწინებულია თუ სხვანაირადაა რეალიზებული. სამწუხაროდ არცერთი მათგანის ნახაზი კროსმანს არ უდევს საიტზე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#50
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(Power_VANO @ 25th October 2010 - 10:57 AM) სამწუხაროდ არცერთი მათგანის ნახაზი კროსმანს არ უდევს საიტზე. Power_VANO მივწერე და ვნახოთ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#51
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
Power_VANO შესაძლია რამე რეზინის "პრაკლადკა" ან სხვა მასალის აქვს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#52
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(bazuka @ 25th October 2010 - 02:17 PM) Power_VANO შესაძლია რამე რეზინის "პრაკლადკა" ან სხვა მასალის აქვს როგორც ჩანს თვითონ კონდახია სხვანაირი! სად სგიტვირთოთ?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#53
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
gregory კონდახი რაშუაშია, რეზერვუარზე არ ზის კოლოფი??
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#54
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ გრიშა მაგარია რა ![]() გადმოუგზავნეს ფაილები, პროსტა მე ავტვირთე და აგერ გაწვდით ლინკებს, გაითვალისწინეთ ფაილს პაროლი ადევს. რომ სხვებმა ვერ ისარგებლონ (ანუ ვინც აირგანელი არაა), თქვენ პაროლი გეცოდინებათ და პაროლი არის grigol ესეც ლინკები არქივშI არის 2 ფაილი ერთი Chellenger 2000 და მეორე Chellenger 2009 მოკლედ ვეებერთელა მადლობას ვუხდით გრიგოლს. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#55
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
gregory დიდი მადლობა გრიგოლ ნახაზებისთვის, გადმოვწერე ახლა. მოკლედ, გავარჩიე ეს ნახაზები და... ნუ სასხლეტი მექანიზმი ყველა ნაწილში მარადიორის იდენტურია. მააგრამ... რეზიკს, ჩაქუჩს და საერთოდ დამრყმელი მექანიზმის ნაწილებს ჩელენჯერში სხვა კოდები აქვთ, დისკოში სხვა. ანუ რეზერვუარიც ცოტა სხვანაირია და თვითონ დამრყმელი თავისი მექანიზმით სხვანაირია ![]() შესაბამისად, ჩელენჯერის დიზაინში სპეისერები გამოყენებული არაა, არაა საჭირო მანდ როგორც ჩანს. მაგრამ კატანა ხომაა დისკოს კლონი? კატანას ნახაზები კი ![]() ჩEმი მიწერილი წერილი საერთოდ უპასუხოდ დატოვა კროსმანმა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#56
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მართალი ხარ ვანოჯან ძალიან ბევრი გასხვავებაა დისკოსა და ახალ ჩელენჯერში, მხოლოდ გარეგნული მსგავსებაა ისიც აშკარად ჩანს რომ უკვე სხვა გადახრები აქვს ჩელენჯერს.... დაჟე დამრტყმელის ნახაზიც კი სხვა არის, პლიუს რაღაც შუალედური დეტალია კლაპანსა და დამრტყმელს შორის, პლიუს კოლოფი განსხვავებულია, ჩახმახს აშკარად მანლიხერის მცურავი ჩახმახის პრინციპი აქვს.... მოკლედ ბევრი განსხვავებაა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#57
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ჰო, დისკოდან სულ თითზე ჩამოსათვლელი ნაწილებია დატოვებული ჩელენჯერში ![]() აი ეს პასუხი მივიღე კროსმანისგან: ციტატა I am sorry to say but we do not sell parts or have a parts list for that model, we only do the repairs on them. Possibly Pyramyd Air would have one, 1-888-262-4867. Sorry I am unable to help you with this. Chuck ახლა პირამიდასაც გავუგზავნე წერილი, ველოდები პასუხს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#58
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Power_VANO მაიცა რა ნაწილები გინდა?? ნუ გადამრიე...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#59
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ja_ja არაფერი კაცო, რა მინდა ![]() ![]() ჩემი წერილი იწყებოდა ასე: I am a happy owner of Benjamin Katana...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#60
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
პირამიდისგან პასუხი მომივიდა - თქვენი წერილი ტექნიკურ განყოფილებას გადავუგზავნეთ და 2 დღის ვადაში დაგიკავშირდებიანოოო.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th August 2025 - 11:57 AM |
Hosted by Pro-Service |