![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დისკო, რომელსაც ჰქონდა მძიიიმე, პრიმიტიული, პლასტმასისგან დამზადებული სასხლეტი მექანიზმი, სადაც ლითონს "წამლად" თუ შეხვდებით. ცოტა ხნის წინ ფორუმზე ინფო გავრცელდა, რომ დისკოზე გადაკეთების გარეშე მიდიოდა მისი უფროსი ძმის, მარადიორის სასხლეტი მექანიზმი. სიახლე უცბად აიტაცა ფორუმმა, რადგან მარადიორის სასხლეტს ყველა აქებს, უმაღლესი კლასისაა ![]() შესაბამისად, კროსმანის წარმომადგენლის, გრიგოლის დახმარებით დაკვეთა გავუშვით USA-ში, სადაც ჩვენი Trigger Assy-ებიც ჩაიდო. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ კროსმანს როგორღაც დაავიწყდა სასხლეტი მექანიზმების ჩადება დაკვეთაში და ჩამოსვლამდე ვიცოდით, რომ მოცდა მოგვიწევდა კიდევ რამდენიმე კვირით. თუმცა, დაკვეთის ჩამოსვლის შემდეგ ყუთში ერთი ცალი დაკარგული სასხლეტი მექანიზმი აღმოჩნდა! საიდან, როგორ, არავინ იცის ![]() მოკლედ, გახარებულმა წამოვიღე სახლში. მოვედი, დავშალე დისკო, მივაყენე ახალი სასხლეტი მექანიზმი და... ვეზიარე ჭეშმარიტ ორსაფეხურიან სასხლეტს! ჰოი, დისკოვ, ორსაფეხურიანი კი არა, საერთოდ სასხლეტის იმიტაცია გქონდა შენ! ![]() აღსანიშნავია, რომ მარადიორის სასხლეტი მექანიზმი მთლიანად ლითონის კონსტრუქციაა, ძალიან მყარი და რაც მთავარია, მშვენივრად დამუშავებული დეტალებით - არანაირი ნაწიბურები არ აღინიშნება შიდა ნაწილებზე. ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ დისკოზე ეს ყველაფერი დგება ყოველგვარი გადაკეთების გარეშე. ანუ მოუშვებთ ორ ვინტს, რომელსაც დისკოს სასხლეტი მექანიზმი უჭირავს, მოხსნით, მიაყენებთ მარადიორის მექანიზმს, მოუჭერთ ვინტებს და მორჩა - მუშაობს ყველაფერი. ასე გამოიყურება მარადიორის სასხლეტი მექანიზმი: ![]() ![]() ეს კი დისკოს სასხლეტ მექანიზმთან (ქვედა დისკოსია, ზედა მარადიორის) ერთად: ![]() უკვე ცნობილი ფაქტია, მაგრამ აქაც გავიმეორებ: მარადიორის სასხლეტზე შესაძლებელია დარეგულირდეს: სასხლეტის სიმძიმე, პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა და თვითონ სასხლეტის მდებარეობა. მოკლედ, ყველაფერი, რაც კი შეიძლება კომფორტისთვის დაგჭირდეს ადამიანს. ამასობაში, საჭირო იყო პრაქტიკული შემოწმება რეალურ გარემოში - სახლში რთულია მაინც. + ჩემი დისკოს გაქრონვა მაინტერესებდა. ამიტომ დღევანდელ გასვლაში შევუერთდი ja_ja-ს. თანაც, ja_ja-საც თავისი მარადიორი ჰქონდა დასატესტი - მოკლედ, საქმიანი გასვლა იყო. ავედით ჯა_ჯა-ს სახლთან მდებარე ცნობილ გორაკზე, სადაც მეტნაკლებად კარგი პირობებია შექმნილი სროლისთვის - სკამები არის, მაგიდაც არის (მყარი მაგიდა, მყარი!). დანარჩენი ჩვენ ავიტანეთ. ასვლისას დავტენე ჩემი დისკო, მერე ჯა_ჯა-ს მარადიორის ჯერიც მოვიდა. დაიწყო ჯა_ჯა-მ დატენვა, სადღაც 2500-ზე ასვლის შემდეგ, შესვენებისას დავინახეთ, რომ ჰაჩიკას ნასოსის (ჩემი ნასოსი მქონდა წამოღებული და ამიტომ ჯა_ჯას ნასოსი დავტოვეთ) შლანგი გაიბერა ![]() ![]() საბედნიეროდ, ბუშტები მალე შევნიშნეთ და წნევა გამოვუშვით შლანგიდან. ბუშტის სურათი მეზობელ თემაში დევს (ჰატსან AT-44-ის თემა), თუმცა იქ ბუშტი უკვე დაჩუტულია. მოკლედ, ეს უკვე მეორე ჰაჩიკას შლანგის პრავალია მაღალ წნევაზე. დასკვნა ისაა, რომ ჰაჩიკას შლანგები ნამდვილად არაა გათვლილი უსაფრთხო მუშაობისთვის 200 ატმოსფეროზე, ანუ იმ წნევაზე, რაზეც მარადიორი და თვითონ AT-44 მუშაობენ! არ ვიცი ავთო როგორ და რა წნევაზე აკაჩავებს თავის AT-44-ს, მაგრამ ავთო, ფრთხილად იყავი, ეგ შლანგები სანდო არაა! იმის გამო, რომ დროზე გამოვუშვით წნევა, შლანგი არ გახეულა. შესაბამისად, ჯერჯერობით უპრობლემოდ მუშაობს ისევ, ოღონდ დისკოს წნევებზე (136 ატმოსფერო მაქსიმუმ). მარადიორის ამის მერე უკვე ბენჯამინის ნასოსით იტენებოდა, რომელიც ჯა_ჯამ სახლიდან ამოიტანა. მარადიორის ტესტირების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: აი დისკოს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში უცნაურობებით სავსე შედეგები მივიღეთ. სანამ ჯა_ჯა ბენჯამინის ნასოსს ამოიტანდა სახლიდან, მე დისკოს გაქრონვა დავიწყე. მივიღე სრული 65 გასროლა 2000-დან 1000 PSI წნევის შუალედში! ვიცი, საოცარი შედეგია, მაგრამ ეს რაღაცის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. მოკლედ, ამ შემთხვევაში გრაფიკს არ ვაკეთებ (ერორები მივიღე ადგილ-ადგილ მიყოლებით), პირდაპირ ჩამოვწერ შედეგებს. ცდა პირველი - მარადიორის სასხლეტი ქარხნული პარამეტრებით, დისკოც ქარხნული პარამეტრებით ![]() ხედავთ ალბათ რამხელა გაფანტვაა და როგორი არასტაბილური სიჩქარეებია. სადღაც მე-40, 50-ე გასროლაზე ვიყავი, როცა ja_ja ამოვიდა. ნახა შედეგები, ცოოოტა დაფიქრდა და თქვა - სასხლეტის ამბავია ეგო! მართალიც აღმოჩნდა. მოვხსენით დისკოს კონდახი, გახსნა ჯა_ჯა-მ სასხლეტი მექანიზმი, დაარეგულირა პირველი და მეორე საფეხური, სასხლეტის კაკვის მდებარეობა (შესაბამისად, შეიცვალა შეპტალოს მდებარეობაც) და ხელმეორედ გავტესტეთ დისკო. ცდა მეორე - მარადიორის სასხლეტი რეგულირებული პარამეტრებით, დამსუბუქებული, შეცვლილია პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა, ასევე სასხლეტის კაკვის მდებარეობა. დისკო ქარხნული პარამეტრებითაა ![]() წნევა გასროლების მიხედვით ასე განაწილდა: 10 - 1900 20 - 1750 30 - 1600 40 - 1300 50 - 1050 58 - 1000 შედეგი აშკარად უკეთესია, ჯა_ჯას ტუნინგმა სასხლეტზე გაამართლა. სიჩქარეები დარეგულირდა, მაგრამ პრობლემა ისევ არსებობს, 2 ცალი: 1) დაბალი სიჩქარეები, შესაბამისად გასროლები ბევრია, ამ შემთხვევაში 58. 2) უფრო მნიშნველოვანი პრობლემა - საშულოდ, ყოველ 10 გასროლაში 1 სიჩქარის ვარდნაა, სადღაც 10 მ/წმ-იანი! ამის შემდეგ დაიბადა იდეა, რომ დამრტყმელის ზამბარის მიჭიმვით გაგვეზარდა სიჩქარე, რადგან ეჭვი გვქონდა - მარადიორის სასხლეტი მექანიზმის გამოყენებისას დისკოზე, დამრტყმელი ნაკლებად ჭიმავდა ზამბარას. მოკლედ, ჯა_ჯა-მ გამოთალა ბორჯომის ბოთლის სახურავისგან ასე ვთქვათ, ე.წ. "მიმჭიმი" და ჩავუდეთ დამრტყმელის პრობკაში. "მიმჭიმის" სისქე 1.65 მმ იყო. ცდა მესამე - მარადიორის სასხლეტი რეგულირებული პარამეტრებით, დამსუბუქებული, შეცვლილია პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა, ასევე სასხლეტის კაკვის მდებარეობა. დისკოს 1.65 მმ-იანი მიმჭიმი აქვს ჩადებული დამრტყმელის საცობში ![]() (გრაფიკის დასაწყისში ერთნაირი სიჩქარეები აღნიშნავს იმას, რომ ქრონზე ერორი მივიღეთ. გამოტოვებული სიჩქარეების ნაცვლად ჩავწერე წინა სიჩქარე) შედეგი იდეაში არის - სიჩქარეები ცოტა გაიზარდა, მაგრამ ის ერთეული ჩავარდნები ისევ ადგილზეა! წნევების გადანაწილება: 11 - 1800 20 - 1600 30 - 1400 40 - 1100 53 - 1000 ამის შემდეგ ერთიც ვცადეთ, ამჯერად უკვე 2 ცალი 1.65 მმ-იანი "მიმჭიმი" გამოვიყენეთ, ე.ი. ჯამში მივიღეთ 3.3 მმ. ცდა მეოთხე - მარადიორის სასხლეტი რეგულირებული პარამეტრებით, დამსუბუქებული, შეცვლილია პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა, ასევე სასხლეტის კაკვის მდებარეობა. დისკოს 3.3 მმ-იანი მიმჭიმი აქვს ჩადებული დამრტყმელის საცობში ![]() აქ უკვე მოსაღამოვდა და ქრონიც გაზომვისას ერორებს უხვად იძლეოდა. ამიტომ ერთნაირი სიჩქარეები ცოტა მრავლადაა ამ გაზომვაში. მოკლედ, ამ ერთეული ჩავარდნების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საჭიროა დისკოს კიდევ გაქრონვა, მათ შორის, თავისი სასხლეტითაც. ასევე, აღსანიშნავია, რომ თავისი სასხლეტი მექანიზმით ჩემი დისკო არასდროს გამიქრონია, ამიტომ ჩავარდნების მიზეზი 100%-ით სასხლეტი ჯერჯერობით არაა. OK, გაქვთ რამე იდეები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#21
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 ![]() |
დისკოსი არ მიდის არა? პატარაა ?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#22
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(koka @ 21st October 2010 - 08:04 PM) დისკოსი არ მიდის არა? პატარაა ? koknar დისკოს ზედვე აქვს კოლოფზე დამაგრებული და ვერ მოაძრობ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
cat ციტატა(cat @ 21st October 2010 - 07:24 PM) არა მე ვიგულისხმე აი ეს: ჰოოო მაი ცალკე იქნება გასაკეთებელი. დისკოშI სასხლეტის კოლოფზეა, მარადიორისას კი კონდახზე მოყვაბე ნაკრებში, ცალკე არ იყიდება
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
cat ჰო, როგორც ja_ja-მ დაწერა, ეგ სკობა თუ აბადოკი, მარადას კონდახთან ერთად იყიდება. ამიტომ გადავწყვიტე ჩემით გავაკეთო. მასალები კი მაქვს მრავალფეროვანი: კაპრონი, დურალი, ლატუნი... კაკალი... ![]() ჰო, რაც შეეხება სასხლეტის პრობლემას დისკოზე. მოვიფიქრე ასეთი რამ: სასხლეტ კოლოფს ვინტებთან ჩავუყოლე სპეისერები. ამის საშუალებით შეპტალოს კაკვი დაბლა იწევს, რადგან მთელი კოლოფი უფრო დაბლა დგება და იდეაში პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუმცა ჯერ ვერ გავტესტე სამწუხაროდ და მუშაობს თუ არა ეგ მეთოდი ნამდვილად, ვერ დაგიდასტურებთ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
მუუუუშაააოოოობს! მუუუშააააოოოოობს! მოკლედ, ახლა ვიფიქრე, ქრონამდე სროლებსი რაოდენობას გავტესტავ მეთქი. ხმაზე ეტყობოდა რომ თითქოს სიჩქარე მომატებული იყო სპეისერების ჩაყოლების შემდეგ. მოკლედ, ეს იყო ბოლო ტესტი: ![]() ეს სურათი პირველ გვერდზეც დევს. ანუ აქ 3.3 მმ-იანი მიმჭიმით და სპეისერების გარეშეა მარადას სასხლეტი მექანიზმი დისკოზე. შედეგი არის 50 გასროლა. ~1 მმ-იანი სპეისერების ჩაყოლების შემდეგ, შედეგი ასეთია: 2000-დან 1000-მდე მივიღე 36 გასროლა, ანუ 14 გასროლით ნაკლები ![]() შედეგი: სპეისერებმა იმუშავეს, ახლა გაქრონვა დარჩა, რომ გავიგოთ რამდენად სტაბილური და უზარ'მაზაარი (მახვილი რ-ზე) შედეგი მივიღეთ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#26
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 23rd October 2010 - 08:02 PM) ახლა გაქრონვა დარჩა, ხვალე სახლში ვზივარ და თუ წვიმას გადავრჩით რავარჩ ჩვენს მონადირეებს უნდათ, მაშინ გამოცუნცულდი და უცებ გავქრონოთ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#27
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ja_ja ოკეი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Oct 23 2010, 08:54 PM) Power_VANO ხვალე სახლში ვზივარ და თუ წვიმას გადავრჩით რავარჩ ჩვენს მონადირეებს უნდათ, მაშინ გამოცუნცულდი და უცებ გავქრონოთ. რომელ საათზე გეგმავთ? თუ ხელს არ შეგიშლით მეც მოვალ დისკოთი, მაინტერესებს მარადას ლულა რამდენით დააგდებს სიჩქარეს. ( ჩემს შლანგუსტსაც წამოვიღებ).
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ჯერ არ ვიცი, ხვალ თუ კარგი ამინდი იქნა, გადავურეკავ ჯა_ჯა-ს და მერე შენც დაგირეკავ. ნომერი არ მიწერია ოღონდ ![]() ალბათ ესე შუადღისკენ მაინც. კვირაა და ეძინება დილით ჯა_ჯა-ს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(Power_VANO @ Oct 23 2010, 09:39 PM) ჯერ არ ვიცი, ხვალ თუ კარგი ამინდი იქნა, გადავურეკავ ჯა_ჯა-ს და მერე შენც დაგირეკავ. ნომერი არ მიწერია ოღონდ ![]() ალბათ ესე შუადღისკენ მაინც. კვირაა და ეძინება დილით ჯა_ჯა-ს ![]() ჯაჯას აქვს ჩემი ნომერი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#31
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
მოკლედ, ახლა ამოვყარე ის პლასტმასის მიმჭიმები და ჩავსვი ჯა_ჯა-ს მიერ დამზადებული აი ეს მიმჭიმი: ![]() ჩავსვი მხოლოდ ფირფიტა, ვინტ-ბოლტი არ გამომიყენებია. შედეგად, 2000-დან 1000-მდე მივიღე არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად 40 ცალი გასროლა ![]() ![]() tengo ციტატა(tengo @ 23rd October 2010 - 10:33 PM) ჯაჯას აქვს ჩემი ნომერი. ოკეი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ვიპოვნე მარადიორის სასხლეტის ნახაზი, თუ ვინმეს გამოგადგებათ: ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
tengo ციტატა(tengo @ 23rd October 2010 - 09:34 PM) რომელ საათზე გეგმავთ? თუ ხელს არ შეგიშლით მეც მოვალ დისკოთი, მაინტერესებს მარადას ლულა რამდენით დააგდებს სიჩქარეს. ხელს ნამდვილად არ შეგვიშლი, მარა ახლა ამოვედი სახლში და მაგარი უჟმური ამინდია, საინტერესოა ჯანდარაზე რაფრა აპირებენ წასვლას ![]() მოკლედ ხვალე თუ კაი ამინდი იქნება დიდხანს ნუ გავჭიმავთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ სიტუაცია ადრიდანვე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#34
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Oct 23 2010, 11:47 PM) tengo ხელს ნამდვილად არ შეგვიშლი, მარა ახლა ამოვედი სახლში და მაგარი უჟმური ამინდია, საინტერესოა ჯანდარაზე რაფრა აპირებენ წასვლას ![]() მოკლედ ხვალე თუ კაი ამინდი იქნება დიდხანს ნუ გავჭიმავთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ სიტუაცია ადრიდანვე. ვნახოთ როგორი ამინდი იქნება. წვიმა თუ იქნა მწვადებსაც ვერ შეწვავენ და გაფუჭდება ხორცი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#35
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
Power_VANO ვანო მე ხვალ ვერ შევძლებ ჯანდარაზე წასვლას და რომ გამომიარო და ერთად ავიდეთ ჯაჯასთან შაგიძლია?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#36
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
geojorjika თქვენ მგონი ჩაშლით იმ გასვლას ![]() კი, თუ კარგი ამინდი იქნა და ავედით საერთოდ, გამოგიგვლი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 ![]() |
ბიჭებო მეც რო ამოვიდე ხელს ხო არ შეგიშლით ვანიჩკა თუ დავაპირებთ წასვლას თუ არ დაგამძიმებს წამოიღე ჩემი ბალიშიც, გრეჩიხის სერიოზული კრიზისია ქალაქში ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#38
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
რომელ საათზე გადაწყვიტეთ? კარგი იქნება თუ ერთი საათით ადრე მეცოდინება.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#39
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ციტატა(Power_VANO @ 23rd October 2010 - 10:33 PM) მოკლედ, ახლა ამოვყარე ის პლასტმასის მიმჭიმები და ჩავსვი ჯა_ჯა-ს მიერ დამზადებული აი ეს მიმჭიმი: Reduced: 90% of original size [ 800 x 411 ] - Click to view full image ვანო, ის რომ ზამბარას კიდეები არ არის სიბრტყეზე მოქლიბული - ნოტ გუდ... თანაც ვერი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#40
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
Power_VANO სანამ დამტრყმელს იმ პოზიციამდე არ მიიყვან ,რაც კროსმანს ქონდა დაყენებული, მანამ განსხვავებული შედეგი გექნება. კი მიჭიმავ ზამბარას მაგრამ ეს უკვე სხვა პოზიცია .შეიძლება ასე უკეთესი შედეგი მიიღო კიდევაც.... გახსოვდეს,რომ დამრტყმელის "ხოდი"-სვლა, მოქმედებს საბრძოლო კლაპანის ზამბარაზე.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2025 - 07:02 AM |
Hosted by Pro-Service |