გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მაიტა ნასოსი!, კიდევ ერთი მაღალი წნევის ნასოსის დაშლა
ja_ja
პოსტი Apr 3 2010, 09:48 PM
პოსტი #101


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ადრე თუ გვიან ყველა მაღალი წნევის ნასოსს დასჭირდება დაშლა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ბევრ ახალბედას ეშინია ასე ვთქვათ მაღალტექნოლოგიური ნასოსის დაშლა, ზოგს დაეზარება, ზოგი კი უბრალოდ დაიწყებს უმოწყალოდ დაზეთვას და ჩათვლის, რომ მთელი პრობლემა მოეხსნა. აქვე დავძენ რომ დაშლა დასჭირდება ნებისმიერ ნასოს, გინდ იყოს სუპერ ძვირიანი გინდ იყოს ჩინური გაუგებრობა.

მოდით სანამ დაშლას და გაწმენდას განვიხილავთ ვახსენოთ ყველაზე ხშირი მიზეზი რატომ შეიძლება გახდეს ნასოსი დასაშლელი:

1) მესამე საფეხურის რეზინის დაზიანება. ხშირად მესამე საფეხურის რეზინა ფუჭდება, ამის მანიშნებელი არის შემდეგი ფაქტორი, ნასოსის მუშაობისას სადღაც 1000 PSI-ს შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელი ხდება ნასოსის სახელურის ზემოთ ამოქაჩვა, და რაც უფრო იზრდება წნევა, მით უფრო ძნელი ხდება ამოწევა. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ თქვენს ნასოსს აზრი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით გააგრძელოთ მუშაობა, უბრალოდ გაჩერდით, გამოუშვით ჰაერი და იფიქრეთ მესამე საფეხურის რეზინის შეცვლაზე

2) უნაკა კლაპნის რეზინის გაფუჭება. ამ შემთხვევაში ტენით ტენით ნასოსით და წნევა გარკვეულ ზღვარზე ზემოთ არ მიდის, თავიდან კი ჭირს წნევის აწევა. ეს იმის ბრალია, რომ ჰაერი ნასოსიდან გადადის შლანგში წნევით. შლანგში გადასვლისთანავე პატარა დეტალი რომელსაც რეზინა აქვს თავზე, პაწია ზამბარის ზემოქმედებით კეტავს გადამსვლელ კლაპანს, შედეგად ნასოსიდან შლანგში გადასული ჰაერი უკან ნასოსში ვეღარ ბრუნდება. თუ ეს რეზინა დაზიანებულია, უსასრულო იქნება თქვენი ბუქნაობა.

3) წყლის კონდენსატი, მნიშვნელობა არა აქვს ნასოსის ხარისხს, ცნობილ HILL-ის ნასოსშიც გროვდება კონდენსატი. საქმე იმაშია, რომ ჰაერში არსებული ნესტი შეწოვისას ბოლომდე არ გამოიდევნება ჰაერიდან რაც არ უნდა ფილტრი დააყენოთ, შედეგად დაწნეხვისას ჰაერში დარჩენილი წყლის ორთქლის კონდენსირება ხდება, ნელნელა ეს კონდენსატი გროვდება და ჟანგავს ნასოსს.

4) სხვა ტექნიკური მიზეზები, მაგალითად რანდემიმე სხვა რეზინის გაცვეთა, საპოხი მასალის გამოშრობა, უბრალოდ დაჭუჭყიანება (მუშაობისას რეზინა ცვდება და ტაოტთან ერთად იზილება მისი ნარჩენები, შედეგად გაუგებარი ყავისფერ-შავში გარდამავალი ბლანტი ტალახი მიიღება), მოკლედ სამი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მომენტი არსებობს, ძირითადად ნასოსში არ ფუჭდება ლითონის დეტალები, ყოველთვის გვაქვს რეზინებთან საქმე.



ჩემს ხელში მოხვდა ერთერთი ჩვენი ცნობილი ფორუმელის და მშვენიერი მონადირის ნასოსი, რომელიც კაიხანია ბუქსაობს, ადრე ვსინჯეთ El-Java-ზე ნაყიდი რეზინების მეშვეობით შეგვეცვალა მესამე საფეხურის და უკანა წნევის სარქველის რეზინები, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ნასოსი თან მუშაობდა, თან წნევის აღება უჭირდა, ხშირად ფუჭი ბუქნები ჩნდებოდა. მოკლედ ზედაპირული შეხედვით არაფერი ნასოს არ სჭირდა, ლითონის დეტალები მთელი იყო, ესეიგი საქმე რეზინებთან და საპოხ მასალასთან გვქონდა.

ამასწინათ ერთობლივი ძალით დავუკვეთეთ ფორუმელებმა კომპანია Crosman-ის მიერ რეკომენდირებული სილიკონის საპოხი ტაოტი Parker O-lube. ტაოტი იაფი არ დაჯდა, მგონი 14$ დაჯდა თითო ტუბი, მაგრამ ღირს.



პირადად გირჩევთ არასდროს არ გამოიყენოთ მაღალი წნევის ნასოსებში ზეთი, არც სინთეთიკური, არც სილიკონის არც მანქანის ნამუშევაში დამწვარი ზეთი... მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეგონებათ ნასოსმა ზეციურად მსუბუქად დაიწყო მუშაობა სინამდვილეში ეფექტი დროებითია, დამიჯერეთ პირადად გამოვცადე Crosman Silicone Chamber Oil შედეგი იყო არაადეკვატურად მომხიბვლელი, ნასოსმა მსუბუქად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ზეთი მალე ამოშრა ხოლო რეზინების ნაცვეთი ლექად დაჯდა ლითონის დეტალებზე, შედეგად ერთხელაც 3 კვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ნადები პირველი საფეხურის ღერძზე, ვცადე დრემელით მოცილება და პოლირება, მაგრამ ჩემს და გასაოცად აღმოჩნდა, რომ ლითონის ზედაპირი ამოჭმული იყო ამ ნადებთან ერთად შემოპარული კონდენსატის მიერ.

მოკლედ ტაოტი ჩქარა არ შრება და ლითონის დეტალებს ყოველთვის თხელ ფენად ადევს, ასე რომ ზედაპირი ყოველთვის დაცულია.



კარგი გადავიდეთ კონკრეტულად ნასოსი დამუშავებაზე. რადგან El-Java-ს რეზინებმა არ გაამართლე,ს ვცადე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე გზა, სადმე მეშოვა და დამეკვეთა რეზინების კომპლექტი, სამწუხაროდ ნასოსის მწარმოებელს საიტი და ონლაინ დაკვეთა არ გააჩნია, ასე რომ მომიწია სხვა გზების მოძიება. ამასობაში ერთი გზა რეზერვში მქონდა, ერთერთი ჩვენი ძველი ფორუმელის ნასოსი რომელიც Airforce-ს ლოგოთია აღჭურვილი, ასევე გაფუჭდა და აღდგენა ვერ შევძელით ლოკალური ძალებით, ბოლოს შესაბამისმა პიროვნებამ აირფორსს მიმართა ელ-ფოსტით და სთხოვა დახმარება, მათ თავის მხრივ არ დაიზარეს და გამოუგზავნეს რეზინების კომპლექტი. ანუ იდეაში შეიძლება ამ მწარმოებელთან დაკავშირება და თავის მოკატუნება ვითომ და Airforce-ს ნასოსი გაქვს, ისინიც გამოგიგზავნიან რეზინებს (მითუმეტეს რომ Airforce-ს, HILL-ის და Benjamin-ის ნასოსები ერთნაირია). მოკლედ ასე თუ ისე რავარც იქნა ერთერთ ამერიკულ ფორუმზე ვნახე პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი და გამოაგზავნა 5 კომპლექტი რეზინები. რომელიდანაც ერთერთი ამ ნასოს აღსადგენად იყო გამოყენებული.

კაი ბატონო დავიწყოთ დაშლა:

ასე გამოიყურება ნასოსი მეორე საფეხურის ღერძი, რომელიც შარშან შეძენის შემდეგ არ გაწმენდილა. ეს არის ძირა ნაწილი





ეს კი იმავე ღერძის ზედა ნაწილი, აშკარაა რომ მფლობელი ნასოსს ბოლომდე ზემოთ არ წევს ხოლმე.



ეს კი არის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე საფეხურიდან ჰაერის მესამე საფეხურში გადასვლას. დაზიანება არ არის, უბრალოდ აურაცხელი ჭუჭყი და ნახმარი ტაოტია.





ეს კი ძირა დეტალი რომელშიც შიგნიდან მოთავსებულია უკანა წნევის კლაპანი, ანუ აი ის რეზინა ყველაზე ხშირად რომ იხევა ხოლმე. ერთი შეხედვით სუფთაა



თუმცა მეორე მხრიდან შეხედვისას....



ძირა ბოლტის დეტალში არის ხვრელი რომლიდანაც გამოდის მაღალი წნევის ჰაერი და ასევე დიდი სიამოვნებით გამოაქვს გადამუშავებული ტაოტი და ტალახი.

ეს კი მესამე საფეხურის ღერძის სარქველი... როგორც ხედავთ აღინიშნება ჟანგის კვალი, რეზბა ნამუშავარ ტალახშია ამოსვრილი და წყლის წვეთებითაა უხვად დახუნძლული. სხვათაშორის დამავიწყდა გადამეღო მეორე საფეხურის ცილინდრის ზედაპირი, მშვენივრად ჩანდა წყლის აურაცხელი რაოდენობა.



ეს კი მეორე საფეხურის მილის ძირა რეზბა, ისევ წყალი და ტალახი, დანარჩენი ყველაფერი მთელია.



აი ეს კი უკვე იმავე მილის ზედა მხარე. ჟანგმა უკვე ბუდე ნახა. ასეთი ჟანგი ნასოსში ბუდობს მაშინ როდესაც ნასოსის მოხმარებისას ნასოს ბოლომდე არ წევთ ზემოთ და ქვემოთ. როგორც ჩანს ძირს ბოლომდე აწვება ხოლმე მფლობელი, მაგრამ ზემოთ ბოლომდე ამოწევა არ უყვარს, შედეგად სადაც არ ხდება მოძრაობა ჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა ჟანგმა კონდენსატის ხარჯზე ფეხი მოიკიდოს.





ეს კი მესამე საფეხურის დგუში, ანუ იგივე ღერძი. ძირითადად ისევ ტალახი, წყალი და გაცვეთილი რეზინა.



სულ ნასოსის დაშლა გაწმენდისას დაიხარჯა 3 კომპლექტი არაჰიგიენური რეზინის ხელთათნამები, იდეაში შეიძლებოდა 1-ით გაკეთება, მაგრამ პირველი კომპლექტი მომიყვა რეზბაში და დაიხა, მეორე კომპლექტი საშინლად გაჭუჭყიანდა. მომიწია მესამე კომპლექტის აღება biggrin.gif, ასევე დაიხარჯა 3-4 ცალი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი, 2 ცალი ტილოს ნაჭერი და რამდენიმე ბამბის ჩხირი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ბევრი ჩალიჩის მიუხედავად მაინც გაჭუჭყიანდა ერი ცალი ჯინსის შარვალი, კიდევ კაი ეგეთი საქმეებისთვისაა ეგ შარვალი biggrin.gif



კაი ბატონო დავიწყეთ გაწმენდა, გავაპრიალე შეძლებისდაგვარად ყველაფერი, თუმცა გამოგიტყდებით გვიანი საღამო იყო და ცოტა ”ვისაჩკავე”, შეიძლებოდა უკეთესად გამოსუფთავება.



ესეც გაწმენდილი ჟანგიანი მილი.



ნასოსი სახელური, ალუმინს მოვაშორე რკინის ჟანგი, მაგრამ კვალი მაინც ემჩნევა



ესეც ნასოსის ის ადგილი სადაც ჟანგი ბუდობდა





და ნასოსის გაპრიალებული მეორე საფეხურის ღერძი



ესეც გაწმენდის შემდეგ დანასოსების შედეგი, ადრე თუ 2000- PSI-ზე აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა ნასოსმა ერთი მიდგომით უპრობლემოდ ამიყვანა 3200 PSI-ზე. ეგაა რომ ერთ ჯერზე დანასოსებას თავისი მინუსი აქვს - დავიღალე, თან ტაოტისა და ახალი რეზინების ჩასმის შემდეგ ნასოსი ისე თავისუფლად აღარ დატასაობს როგორც ნამუშევარ რეზინებზე. ასე რომ ძალის დატანებაც დამჭირდა და 3000-ის ზემოთ გამოგიტყდებით საკმაოდ გამიჭირდა დანასოსება (წონის გამო, მოგეხსენებათ დიდი წონით ნა მასით არ გამოვრჩევი)



აქვე წარმოგიდგენთ ცინცხალ რეზინების ნაკრებს, რომელიც გამოყენბული იყო ნასოსს აღსადგენად.



ეს კი დაცვეთილი და დაღეჭილი რეზინები biggrin.gif



რავი მგონი სულ ესაა, მფლობელს შეუძლია თამამად მოვიდეს და წააცუნცულოს თავისი მუშა ნასოსი, ჯანმრთელია და იმუშავებს კაიხანს. ახლა რაც შეეხება ტაოტს და რეზინებს

ტაოტი ბევრი არ დახარჯულა, ან მე წავუსვი ნამეტანი ეკნომიურად, თუ მეტს ჩათვლის საჭიროდ მფლობელი თვითონ დაამატებს. სხვათაშორის ტაოტი საკმაოდ შედედებული კონსისტენცისაა და მხოლოდ ტაოტის გამოცვლა რეზინების გარეშე, უკვე იწვევს ნასოსის ცოტაოდენ მძიმედ სვლას.

რაც შეეხება რეზინებს, გადაყრა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ამ ნახმარი რეზინებიდან მინიმუმ ერთი რეზინა, ანუ მესამე საფეხურის ნამუშევარი რეზინა თავისუფლად გამოდგება უკანა სარქველის რეზინად (ერთი ზომისაა ეს ორი რეზინა), რომელიც ამ ნასოსში ადრე თუ გვიან დაიბრიდება, ჩემს ნასოსში სადღაც 1 თვე აქტიური მუშაობისას დაეტყო რომ რეზინა გამოსაცვლელი იყო, არაა გამორიცხული აქაც იგივე იყოს. ძველი რეზინა კი რომელსაც მხოლოდ გარედან ჰქონდა დეფორმაცია, უპრობლემოდ იმუშავებს ზემოთა ან ქვემოთა მხრიდან კლაპანში.

რჩევა მომავალი ნასისს დამშლელებისთვის, ნუ დაფრთხებით, ყველაფერი საკმაოდ იოლადაა ნასოსში მოწყობილი, ბოლო ბოლო ქაღალდზე ჩაიწერეთ რა დეტალი სად იყო. ასევე გირჩევთ ეტაპობრივად ცვალოთ რეზინები, ანუ ერთი დეტალი ამოიღეთ, მოაძრეთ ძველი რეზინები, გაწმინდეთ ძველი ტაოტისგან, აიღეთ ახალი რეზინები დაატოლეთ რომელი ედრება და შეცვალეთ. შეცვლილი დეტალი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მეორე დეტალს და ასე შემდეგ. როდესაც ყველა დეტალი გასუფთავებული და რეზინებ დაცვლილი იქნება შეუდექით ნასოსის დეტალების ტაოდით დამუშავებას და აწყობას. დამიჯერეთ არაფერი რთული არაა.

ასევე კიდევ ერთი რჩევა, დრო და დრო დაშალეთ თქვენი ნასოსი და არსებული კონდენსატი ამოწმინდეთ ან უბრალოდ ჰაერზე დატოვეთ დაშლილი მდგომარეობაშუ ნასოსის დეტალები, ტაოტი დარჩება ხოლო წყალი აორთქლდება (მირუმეტეს ახლა ზაფხული მოდის და სიცხე მშვენივრად დაგეხმარებად), შემდგომ ნასოსი ააწყვეთ. თუ ამას პერიოდულად არ გააკეთებთ მაშინ გაქვთ ყველა შანსი ნასოსში დაგროვებული კონდენსატი თოფის რეზერვუარში გადაიტანოთ და უკვე თოფის რეზერვუარი დაჟანგოთ, ან კლაპნები დააჭუჭყიანოთ.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   მაიტა ნასოსი!   Apr 3 2010, 09:48 PM
- - Allstar   ის მესამე საფეხური...   Aug 9 2010, 01:55 PM
- - dole   ჰაერს რო გამოუშვებ...   Aug 9 2010, 02:09 PM
- - ja_ja   dole რაღაც სტრანნად ა...   Aug 9 2010, 03:51 PM
- - dole   რა დეტალს ეს შენს მ...   Aug 9 2010, 06:27 PM
- - gregory   სულ ვიძახი: ჩაატარ...   Aug 9 2010, 06:54 PM
- - Power_VANO   gregory ციტატა(gregory @ 9th Aug...   Aug 9 2010, 06:55 PM
- - dole   ისე ამ მომენტში ნა...   Aug 9 2010, 07:59 PM
- - ja_ja   dole ციტატა(DOLENJA @ 9th August...   Aug 9 2010, 08:12 PM
- - dole   ja_ja კი ზუსტად ეგ პრო...   Aug 9 2010, 08:19 PM
- - ja_ja   dole ნუ რა პონტია იცი, ...   Aug 9 2010, 09:19 PM
- - dole   ja_ja ეგ პროცედურა უკ...   Aug 9 2010, 09:29 PM
- - ja_ja   dole ციტატა(DOLENJA @ 9th August...   Aug 9 2010, 09:41 PM
- - bazuka   dole აი შენ რაც მოუშვ...   Aug 10 2010, 12:30 AM
|- - dole   bazuka ციტატა(bazuka @ Aug 10 20...   Aug 10 2010, 09:41 AM
- - ja_ja   dole თუ ზემოთ მოძრაობ...   Aug 10 2010, 04:19 PM
|- - dole   ja_ja ციტატა(ja_ja @ Aug 10 2010...   Aug 10 2010, 04:35 PM
- - bazuka   dole კიმარა რა ვერ გა...   Aug 10 2010, 06:16 PM
- - ja_ja   მაშ ასე 2010 წლის შედე...   Aug 12 2010, 09:24 PM
- - geojorjika   დაგავიწყდა , კრომე ...   Aug 12 2010, 09:39 PM
- - Power_VANO   დეედა რა ოქროს ხელ...   Aug 12 2010, 09:54 PM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 12th August 2010 ...   Aug 13 2010, 08:32 AM
- - Allstar   უი ეგ ჩემი ნასოსია ...   Aug 13 2010, 05:18 PM
- - giga_st   ჯაჯა მართალი ხარ დ...   Aug 13 2010, 06:07 PM
- - ja_ja   მტააკ რეზინების მო...   Aug 15 2010, 03:33 PM
|- - iorama   ციტატა(ja_ja @ Aug 15 2010, 04...   Aug 15 2010, 08:20 PM
- - gregory   ja_ja თანხას ხვალ ჩაგ...   Aug 15 2010, 03:35 PM
- - ja_ja   gregory ციტატა(gregory @ 15th Au...   Aug 15 2010, 06:08 PM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 15th August 2010 ...   Aug 15 2010, 06:23 PM
- - ja_ja   gregory ციტატა(gregory @ 15th Au...   Aug 15 2010, 06:55 PM
- - geojorjika   ja_ja 20-მდე შემინახე რ...   Aug 15 2010, 09:32 PM
- - bazuka   რაოდენობისა და დრო...   Aug 15 2010, 11:32 PM
- - ja_ja   iorama ციტატა(iorama @ 15th Augu...   Aug 16 2010, 08:04 AM
- - kaka8079   ჯაჯა სად მოგაწოდო ...   Aug 16 2010, 08:27 AM
- - ja_ja   kaka8079 მოდი ხვალისთვი...   Aug 16 2010, 08:32 AM
- - kaka8079   კაი მეგობარო რამდე...   Aug 16 2010, 08:39 AM
- - norica_dragon   მე მინდა რეზინების...   Aug 16 2010, 11:11 AM
- - gregory   ციტატა(Avto @ 16th August 2010 ...   Aug 16 2010, 11:29 AM
- - ja_ja   norica_dragon ციტატა(Avto @ 16th...   Aug 16 2010, 03:32 PM
- - norica_dragon   ციტატა(ja_ja @ 16th August 2010 ...   Aug 16 2010, 05:15 PM
- - giga_st   გიო იყოს შენთან თუ ...   Aug 16 2010, 06:36 PM
- - ja_ja   giga_st ციტატა(giga_st @ 16th Au...   Aug 16 2010, 06:40 PM
- - dole   ja_ja მეც გამოგართმევ...   Aug 17 2010, 01:43 PM
- - ja_ja   dole ციტატა(DOLENJA @ 17th Augus...   Aug 17 2010, 01:58 PM
|- - dole   ja_ja ციტატა(ja_ja @ Aug 17 2010...   Aug 17 2010, 02:01 PM
- - ja_ja   dole ციტატა(DOLENJA @ 17th Augus...   Aug 17 2010, 02:03 PM
|- - dole   ციტატა(ja_ja @ Aug 17 2010, 03...   Aug 18 2010, 04:47 PM
- - ja_ja   dole ციტატა(DOLENJA @ 18th Augus...   Aug 18 2010, 05:32 PM
- - dole   ja_ja როდის გეცლება შ...   Aug 23 2010, 04:00 PM
- - ja_ja   დღეს, ხვალ.... რავიცი...   Aug 23 2010, 04:06 PM
|- - dole   ja_ja ციტატა(ja_ja @ Aug 23 201...   Aug 25 2010, 12:15 PM
- - geojorjika   უი მეც მაქვს რეზიე...   Aug 26 2010, 12:43 AM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 26th ...   Aug 26 2010, 09:17 AM
- - Quick   ჩემ ნასოსს დავაკვი...   Sep 17 2010, 12:15 PM
- - Power_VANO   ციტატა(Quick @ 17th September 201...   Sep 17 2010, 02:09 PM
- - giga_st   ციტატა(Power_VANO @ 17th Septembe...   Sep 17 2010, 02:41 PM
- - ja_ja   Quick ციტატა(Quick @ 17th Septem...   Sep 17 2010, 03:19 PM
- - Quick   ja_ja Power_VANO მადლობა პას...   Sep 17 2010, 07:18 PM
- - gregory   მოკლედ როგორც იქნა...   Oct 31 2010, 06:21 PM
- - ja_ja   gregory ეს მოდიოდა ამდე...   Nov 1 2010, 09:05 AM
- - gregory   ja_ja ციტატა(ja_ja @ 1st Novembe...   Nov 1 2010, 09:43 AM
- - ja_ja   gregory მე ჩემს ნასოსზე...   Nov 1 2010, 09:55 AM
- - kaka8079   ბიჭებო ვინმეს ხომ ...   Nov 1 2010, 01:09 PM
- - kaka8079   ნასოსისათვის რამე ...   Nov 5 2010, 10:25 PM
- - ja_ja   kaka8079 წავა და მაღალი ...   Nov 5 2010, 10:32 PM
- - kaka8079   ჯაჯა აი საიტი ქართ...   Nov 5 2010, 10:37 PM
- - Power_VANO   kaka8079 შენ გინდა Liqui-Moly Sil...   Nov 5 2010, 11:01 PM
- - kaka8079   რავი ვანო სილიკონი...   Nov 5 2010, 11:14 PM
- - Power_VANO   kaka8079 წესით ეგ კერამ...   Nov 5 2010, 11:25 PM
- - kaka8079   ოკ ხვალ გავივლი უბ...   Nov 5 2010, 11:38 PM
- - Power_VANO   წესით ძვირი არ უნდ...   Nov 6 2010, 01:07 AM
- - kaka8079   ახლა დავრეკე ლიქვი...   Nov 6 2010, 12:41 PM
- - gregory   ციტატა(kaka8079 @ 6th November 20...   Nov 6 2010, 01:26 PM
- - ja_ja   kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 6th N...   Nov 6 2010, 02:26 PM
- - kaka8079   ფასში როგორ გამოდი...   Nov 6 2010, 03:06 PM
- - ochopintre   გუდვილში ვნახე რარ...   Nov 6 2010, 03:29 PM
- - kaka8079   გუდვილი დიდია აბა ...   Nov 6 2010, 03:34 PM
- - ochopintre   ციტატა(kaka8079 @ 6th November 20...   Nov 6 2010, 06:16 PM
- - Power_VANO   kaka8079 + იგივე ლიქვიში...   Nov 6 2010, 07:24 PM
- - kaka8079   რავი აბა გეტყვის რ...   Nov 6 2010, 07:25 PM
- - ochopintre   ციტატა(kaka8079 @ 6th November 20...   Nov 6 2010, 09:59 PM
- - kaka8079   კაია თუ ასეა მაგას ...   Nov 6 2010, 10:33 PM
- - Power_VANO   kaka8079 ლიქვიშიც არ გე...   Nov 6 2010, 10:38 PM
- - kaka8079   ხვალ დაურეკავ და ტ...   Nov 6 2010, 10:41 PM
2 გვერდი V  < 1 2


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2025 - 10:56 PM
Hosted by Pro-Service