|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Apr 3 2010, 09:48 PM
პოსტი
#101
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ადრე თუ გვიან ყველა მაღალი წნევის ნასოსს დასჭირდება დაშლა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ბევრ ახალბედას ეშინია ასე ვთქვათ მაღალტექნოლოგიური ნასოსის დაშლა, ზოგს დაეზარება, ზოგი კი უბრალოდ დაიწყებს უმოწყალოდ დაზეთვას და ჩათვლის, რომ მთელი პრობლემა მოეხსნა. აქვე დავძენ რომ დაშლა დასჭირდება ნებისმიერ ნასოს, გინდ იყოს სუპერ ძვირიანი გინდ იყოს ჩინური გაუგებრობა. მოდით სანამ დაშლას და გაწმენდას განვიხილავთ ვახსენოთ ყველაზე ხშირი მიზეზი რატომ შეიძლება გახდეს ნასოსი დასაშლელი: 1) მესამე საფეხურის რეზინის დაზიანება. ხშირად მესამე საფეხურის რეზინა ფუჭდება, ამის მანიშნებელი არის შემდეგი ფაქტორი, ნასოსის მუშაობისას სადღაც 1000 PSI-ს შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელი ხდება ნასოსის სახელურის ზემოთ ამოქაჩვა, და რაც უფრო იზრდება წნევა, მით უფრო ძნელი ხდება ამოწევა. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ თქვენს ნასოსს აზრი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით გააგრძელოთ მუშაობა, უბრალოდ გაჩერდით, გამოუშვით ჰაერი და იფიქრეთ მესამე საფეხურის რეზინის შეცვლაზე 2) უნაკა კლაპნის რეზინის გაფუჭება. ამ შემთხვევაში ტენით ტენით ნასოსით და წნევა გარკვეულ ზღვარზე ზემოთ არ მიდის, თავიდან კი ჭირს წნევის აწევა. ეს იმის ბრალია, რომ ჰაერი ნასოსიდან გადადის შლანგში წნევით. შლანგში გადასვლისთანავე პატარა დეტალი რომელსაც რეზინა აქვს თავზე, პაწია ზამბარის ზემოქმედებით კეტავს გადამსვლელ კლაპანს, შედეგად ნასოსიდან შლანგში გადასული ჰაერი უკან ნასოსში ვეღარ ბრუნდება. თუ ეს რეზინა დაზიანებულია, უსასრულო იქნება თქვენი ბუქნაობა. 3) წყლის კონდენსატი, მნიშვნელობა არა აქვს ნასოსის ხარისხს, ცნობილ HILL-ის ნასოსშიც გროვდება კონდენსატი. საქმე იმაშია, რომ ჰაერში არსებული ნესტი შეწოვისას ბოლომდე არ გამოიდევნება ჰაერიდან რაც არ უნდა ფილტრი დააყენოთ, შედეგად დაწნეხვისას ჰაერში დარჩენილი წყლის ორთქლის კონდენსირება ხდება, ნელნელა ეს კონდენსატი გროვდება და ჟანგავს ნასოსს. 4) სხვა ტექნიკური მიზეზები, მაგალითად რანდემიმე სხვა რეზინის გაცვეთა, საპოხი მასალის გამოშრობა, უბრალოდ დაჭუჭყიანება (მუშაობისას რეზინა ცვდება და ტაოტთან ერთად იზილება მისი ნარჩენები, შედეგად გაუგებარი ყავისფერ-შავში გარდამავალი ბლანტი ტალახი მიიღება), მოკლედ სამი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მომენტი არსებობს, ძირითადად ნასოსში არ ფუჭდება ლითონის დეტალები, ყოველთვის გვაქვს რეზინებთან საქმე. ![]() ჩემს ხელში მოხვდა ერთერთი ჩვენი ცნობილი ფორუმელის და მშვენიერი მონადირის ნასოსი, რომელიც კაიხანია ბუქსაობს, ადრე ვსინჯეთ El-Java-ზე ნაყიდი რეზინების მეშვეობით შეგვეცვალა მესამე საფეხურის და უკანა წნევის სარქველის რეზინები, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ნასოსი თან მუშაობდა, თან წნევის აღება უჭირდა, ხშირად ფუჭი ბუქნები ჩნდებოდა. მოკლედ ზედაპირული შეხედვით არაფერი ნასოს არ სჭირდა, ლითონის დეტალები მთელი იყო, ესეიგი საქმე რეზინებთან და საპოხ მასალასთან გვქონდა. ამასწინათ ერთობლივი ძალით დავუკვეთეთ ფორუმელებმა კომპანია Crosman-ის მიერ რეკომენდირებული სილიკონის საპოხი ტაოტი Parker O-lube. ტაოტი იაფი არ დაჯდა, მგონი 14$ დაჯდა თითო ტუბი, მაგრამ ღირს. ![]() პირადად გირჩევთ არასდროს არ გამოიყენოთ მაღალი წნევის ნასოსებში ზეთი, არც სინთეთიკური, არც სილიკონის არც მანქანის ნამუშევაში დამწვარი ზეთი... მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეგონებათ ნასოსმა ზეციურად მსუბუქად დაიწყო მუშაობა სინამდვილეში ეფექტი დროებითია, დამიჯერეთ პირადად გამოვცადე Crosman Silicone Chamber Oil შედეგი იყო არაადეკვატურად მომხიბვლელი, ნასოსმა მსუბუქად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ზეთი მალე ამოშრა ხოლო რეზინების ნაცვეთი ლექად დაჯდა ლითონის დეტალებზე, შედეგად ერთხელაც 3 კვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ნადები პირველი საფეხურის ღერძზე, ვცადე დრემელით მოცილება და პოლირება, მაგრამ ჩემს და გასაოცად აღმოჩნდა, რომ ლითონის ზედაპირი ამოჭმული იყო ამ ნადებთან ერთად შემოპარული კონდენსატის მიერ. მოკლედ ტაოტი ჩქარა არ შრება და ლითონის დეტალებს ყოველთვის თხელ ფენად ადევს, ასე რომ ზედაპირი ყოველთვის დაცულია. ![]() კარგი გადავიდეთ კონკრეტულად ნასოსი დამუშავებაზე. რადგან El-Java-ს რეზინებმა არ გაამართლე,ს ვცადე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე გზა, სადმე მეშოვა და დამეკვეთა რეზინების კომპლექტი, სამწუხაროდ ნასოსის მწარმოებელს საიტი და ონლაინ დაკვეთა არ გააჩნია, ასე რომ მომიწია სხვა გზების მოძიება. ამასობაში ერთი გზა რეზერვში მქონდა, ერთერთი ჩვენი ძველი ფორუმელის ნასოსი რომელიც Airforce-ს ლოგოთია აღჭურვილი, ასევე გაფუჭდა და აღდგენა ვერ შევძელით ლოკალური ძალებით, ბოლოს შესაბამისმა პიროვნებამ აირფორსს მიმართა ელ-ფოსტით და სთხოვა დახმარება, მათ თავის მხრივ არ დაიზარეს და გამოუგზავნეს რეზინების კომპლექტი. ანუ იდეაში შეიძლება ამ მწარმოებელთან დაკავშირება და თავის მოკატუნება ვითომ და Airforce-ს ნასოსი გაქვს, ისინიც გამოგიგზავნიან რეზინებს (მითუმეტეს რომ Airforce-ს, HILL-ის და Benjamin-ის ნასოსები ერთნაირია). მოკლედ ასე თუ ისე რავარც იქნა ერთერთ ამერიკულ ფორუმზე ვნახე პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი და გამოაგზავნა 5 კომპლექტი რეზინები. რომელიდანაც ერთერთი ამ ნასოს აღსადგენად იყო გამოყენებული. კაი ბატონო დავიწყოთ დაშლა: ასე გამოიყურება ნასოსი მეორე საფეხურის ღერძი, რომელიც შარშან შეძენის შემდეგ არ გაწმენდილა. ეს არის ძირა ნაწილი ![]() ![]() ეს კი იმავე ღერძის ზედა ნაწილი, აშკარაა რომ მფლობელი ნასოსს ბოლომდე ზემოთ არ წევს ხოლმე. ![]() ეს კი არის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე საფეხურიდან ჰაერის მესამე საფეხურში გადასვლას. დაზიანება არ არის, უბრალოდ აურაცხელი ჭუჭყი და ნახმარი ტაოტია. ![]() ![]() ეს კი ძირა დეტალი რომელშიც შიგნიდან მოთავსებულია უკანა წნევის კლაპანი, ანუ აი ის რეზინა ყველაზე ხშირად რომ იხევა ხოლმე. ერთი შეხედვით სუფთაა ![]() თუმცა მეორე მხრიდან შეხედვისას.... ![]() ძირა ბოლტის დეტალში არის ხვრელი რომლიდანაც გამოდის მაღალი წნევის ჰაერი და ასევე დიდი სიამოვნებით გამოაქვს გადამუშავებული ტაოტი და ტალახი. ეს კი მესამე საფეხურის ღერძის სარქველი... როგორც ხედავთ აღინიშნება ჟანგის კვალი, რეზბა ნამუშავარ ტალახშია ამოსვრილი და წყლის წვეთებითაა უხვად დახუნძლული. სხვათაშორის დამავიწყდა გადამეღო მეორე საფეხურის ცილინდრის ზედაპირი, მშვენივრად ჩანდა წყლის აურაცხელი რაოდენობა. ![]() ეს კი მეორე საფეხურის მილის ძირა რეზბა, ისევ წყალი და ტალახი, დანარჩენი ყველაფერი მთელია. ![]() აი ეს კი უკვე იმავე მილის ზედა მხარე. ჟანგმა უკვე ბუდე ნახა. ასეთი ჟანგი ნასოსში ბუდობს მაშინ როდესაც ნასოსის მოხმარებისას ნასოს ბოლომდე არ წევთ ზემოთ და ქვემოთ. როგორც ჩანს ძირს ბოლომდე აწვება ხოლმე მფლობელი, მაგრამ ზემოთ ბოლომდე ამოწევა არ უყვარს, შედეგად სადაც არ ხდება მოძრაობა ჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა ჟანგმა კონდენსატის ხარჯზე ფეხი მოიკიდოს. ![]() ![]() ეს კი მესამე საფეხურის დგუში, ანუ იგივე ღერძი. ძირითადად ისევ ტალახი, წყალი და გაცვეთილი რეზინა. ![]() სულ ნასოსის დაშლა გაწმენდისას დაიხარჯა 3 კომპლექტი არაჰიგიენური რეზინის ხელთათნამები, იდეაში შეიძლებოდა 1-ით გაკეთება, მაგრამ პირველი კომპლექტი მომიყვა რეზბაში და დაიხა, მეორე კომპლექტი საშინლად გაჭუჭყიანდა. მომიწია მესამე კომპლექტის აღება ![]() კაი ბატონო დავიწყეთ გაწმენდა, გავაპრიალე შეძლებისდაგვარად ყველაფერი, თუმცა გამოგიტყდებით გვიანი საღამო იყო და ცოტა ”ვისაჩკავე”, შეიძლებოდა უკეთესად გამოსუფთავება. ![]() ესეც გაწმენდილი ჟანგიანი მილი. ![]() ნასოსი სახელური, ალუმინს მოვაშორე რკინის ჟანგი, მაგრამ კვალი მაინც ემჩნევა ![]() ესეც ნასოსის ის ადგილი სადაც ჟანგი ბუდობდა ![]() ![]() და ნასოსის გაპრიალებული მეორე საფეხურის ღერძი ![]() ესეც გაწმენდის შემდეგ დანასოსების შედეგი, ადრე თუ 2000- PSI-ზე აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა ნასოსმა ერთი მიდგომით უპრობლემოდ ამიყვანა 3200 PSI-ზე. ეგაა რომ ერთ ჯერზე დანასოსებას თავისი მინუსი აქვს - დავიღალე, თან ტაოტისა და ახალი რეზინების ჩასმის შემდეგ ნასოსი ისე თავისუფლად აღარ დატასაობს როგორც ნამუშევარ რეზინებზე. ასე რომ ძალის დატანებაც დამჭირდა და 3000-ის ზემოთ გამოგიტყდებით საკმაოდ გამიჭირდა დანასოსება (წონის გამო, მოგეხსენებათ დიდი წონით ნა მასით არ გამოვრჩევი) ![]() აქვე წარმოგიდგენთ ცინცხალ რეზინების ნაკრებს, რომელიც გამოყენბული იყო ნასოსს აღსადგენად. ![]() ეს კი დაცვეთილი და დაღეჭილი რეზინები ![]() რავი მგონი სულ ესაა, მფლობელს შეუძლია თამამად მოვიდეს და წააცუნცულოს თავისი მუშა ნასოსი, ჯანმრთელია და იმუშავებს კაიხანს. ახლა რაც შეეხება ტაოტს და რეზინებს ტაოტი ბევრი არ დახარჯულა, ან მე წავუსვი ნამეტანი ეკნომიურად, თუ მეტს ჩათვლის საჭიროდ მფლობელი თვითონ დაამატებს. სხვათაშორის ტაოტი საკმაოდ შედედებული კონსისტენცისაა და მხოლოდ ტაოტის გამოცვლა რეზინების გარეშე, უკვე იწვევს ნასოსის ცოტაოდენ მძიმედ სვლას. რაც შეეხება რეზინებს, გადაყრა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ამ ნახმარი რეზინებიდან მინიმუმ ერთი რეზინა, ანუ მესამე საფეხურის ნამუშევარი რეზინა თავისუფლად გამოდგება უკანა სარქველის რეზინად (ერთი ზომისაა ეს ორი რეზინა), რომელიც ამ ნასოსში ადრე თუ გვიან დაიბრიდება, ჩემს ნასოსში სადღაც 1 თვე აქტიური მუშაობისას დაეტყო რომ რეზინა გამოსაცვლელი იყო, არაა გამორიცხული აქაც იგივე იყოს. ძველი რეზინა კი რომელსაც მხოლოდ გარედან ჰქონდა დეფორმაცია, უპრობლემოდ იმუშავებს ზემოთა ან ქვემოთა მხრიდან კლაპანში. რჩევა მომავალი ნასისს დამშლელებისთვის, ნუ დაფრთხებით, ყველაფერი საკმაოდ იოლადაა ნასოსში მოწყობილი, ბოლო ბოლო ქაღალდზე ჩაიწერეთ რა დეტალი სად იყო. ასევე გირჩევთ ეტაპობრივად ცვალოთ რეზინები, ანუ ერთი დეტალი ამოიღეთ, მოაძრეთ ძველი რეზინები, გაწმინდეთ ძველი ტაოტისგან, აიღეთ ახალი რეზინები დაატოლეთ რომელი ედრება და შეცვალეთ. შეცვლილი დეტალი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მეორე დეტალს და ასე შემდეგ. როდესაც ყველა დეტალი გასუფთავებული და რეზინებ დაცვლილი იქნება შეუდექით ნასოსის დეტალების ტაოდით დამუშავებას და აწყობას. დამიჯერეთ არაფერი რთული არაა. ასევე კიდევ ერთი რჩევა, დრო და დრო დაშალეთ თქვენი ნასოსი და არსებული კონდენსატი ამოწმინდეთ ან უბრალოდ ჰაერზე დატოვეთ დაშლილი მდგომარეობაშუ ნასოსის დეტალები, ტაოტი დარჩება ხოლო წყალი აორთქლდება (მირუმეტეს ახლა ზაფხული მოდის და სიცხე მშვენივრად დაგეხმარებად), შემდგომ ნასოსი ააწყვეთ. თუ ამას პერიოდულად არ გააკეთებთ მაშინ გაქვთ ყველა შანსი ნასოსში დაგროვებული კონდენსატი თოფის რეზერვუარში გადაიტანოთ და უკვე თოფის რეზერვუარი დაჟანგოთ, ან კლაპნები დააჭუჭყიანოთ.
| |
| > |
|
|
ja_ja მაიტა ნასოსი! Apr 3 2010, 09:48 PM
Allstar ის მესამე საფეხური... Aug 9 2010, 01:55 PM
dole ჰაერს რო გამოუშვებ... Aug 9 2010, 02:09 PM
ja_ja dole
რაღაც სტრანნად ა... Aug 9 2010, 03:51 PM
dole რა დეტალს ეს შენს მ... Aug 9 2010, 06:27 PM
gregory სულ ვიძახი: ჩაატარ... Aug 9 2010, 06:54 PM
Power_VANO gregory
ციტატა(gregory @ 9th Aug... Aug 9 2010, 06:55 PM
dole ისე ამ მომენტში ნა... Aug 9 2010, 07:59 PM
ja_ja dole
ციტატა(DOLENJA @ 9th August... Aug 9 2010, 08:12 PM
dole ja_ja
კი ზუსტად ეგ პრო... Aug 9 2010, 08:19 PM
ja_ja dole
ნუ რა პონტია იცი, ... Aug 9 2010, 09:19 PM
dole ja_ja
ეგ პროცედურა უკ... Aug 9 2010, 09:29 PM
ja_ja dole
ციტატა(DOLENJA @ 9th August... Aug 9 2010, 09:41 PM
bazuka dole
აი შენ რაც მოუშვ... Aug 10 2010, 12:30 AM
dole bazuka
ციტატა(bazuka @ Aug 10 20... Aug 10 2010, 09:41 AM
ja_ja dole
თუ ზემოთ მოძრაობ... Aug 10 2010, 04:19 PM
dole ja_ja
ციტატა(ja_ja @ Aug 10 2010... Aug 10 2010, 04:35 PM
bazuka dole
კიმარა რა ვერ გა... Aug 10 2010, 06:16 PM
ja_ja მაშ ასე 2010 წლის შედე... Aug 12 2010, 09:24 PM
geojorjika დაგავიწყდა , კრომე ... Aug 12 2010, 09:39 PM
Power_VANO დეედა რა ოქროს ხელ... Aug 12 2010, 09:54 PM
tengo ციტატა(ja_ja @ 12th August 2010 ... Aug 13 2010, 08:32 AM
Allstar უი ეგ ჩემი ნასოსია ... Aug 13 2010, 05:18 PM
giga_st ჯაჯა მართალი ხარ დ... Aug 13 2010, 06:07 PM
ja_ja მტააკ რეზინების მო... Aug 15 2010, 03:33 PM
iorama ციტატა(ja_ja @ Aug 15 2010, 04... Aug 15 2010, 08:20 PM
gregory ja_ja
თანხას ხვალ ჩაგ... Aug 15 2010, 03:35 PM
ja_ja gregory
ციტატა(gregory @ 15th Au... Aug 15 2010, 06:08 PM
gregory ციტატა(ja_ja @ 15th August 2010 ... Aug 15 2010, 06:23 PM
ja_ja gregory
ციტატა(gregory @ 15th Au... Aug 15 2010, 06:55 PM
geojorjika ja_ja
20-მდე შემინახე რ... Aug 15 2010, 09:32 PM
bazuka რაოდენობისა და დრო... Aug 15 2010, 11:32 PM
ja_ja iorama
ციტატა(iorama @ 15th Augu... Aug 16 2010, 08:04 AM
kaka8079 ჯაჯა სად მოგაწოდო ... Aug 16 2010, 08:27 AM
ja_ja kaka8079
მოდი ხვალისთვი... Aug 16 2010, 08:32 AM
kaka8079 კაი მეგობარო რამდე... Aug 16 2010, 08:39 AM
norica_dragon მე მინდა რეზინების... Aug 16 2010, 11:11 AM
gregory ციტატა(Avto @ 16th August 2010 ... Aug 16 2010, 11:29 AM
ja_ja norica_dragon
ციტატა(Avto @ 16th... Aug 16 2010, 03:32 PM
norica_dragon ციტატა(ja_ja @ 16th August 2010 ... Aug 16 2010, 05:15 PM
giga_st გიო იყოს შენთან თუ ... Aug 16 2010, 06:36 PM
ja_ja giga_st
ციტატა(giga_st @ 16th Au... Aug 16 2010, 06:40 PM
dole ja_ja
მეც გამოგართმევ... Aug 17 2010, 01:43 PM
ja_ja dole
ციტატა(DOLENJA @ 17th Augus... Aug 17 2010, 01:58 PM
dole ja_ja
ციტატა(ja_ja @ Aug 17 2010... Aug 17 2010, 02:01 PM
ja_ja dole
ციტატა(DOLENJA @ 17th Augus... Aug 17 2010, 02:03 PM
dole ციტატა(ja_ja @ Aug 17 2010, 03... Aug 18 2010, 04:47 PM
ja_ja dole
ციტატა(DOLENJA @ 18th Augus... Aug 18 2010, 05:32 PM
dole ja_ja
როდის გეცლება შ... Aug 23 2010, 04:00 PM
ja_ja დღეს, ხვალ....
რავიცი... Aug 23 2010, 04:06 PM
dole ja_ja
ციტატა(ja_ja @ Aug 23 201... Aug 25 2010, 12:15 PM
geojorjika უი მეც მაქვს რეზიე... Aug 26 2010, 12:43 AM
ja_ja geojorjika
ციტატა(giorgi @ 26th ... Aug 26 2010, 09:17 AM
Quick ჩემ ნასოსს დავაკვი... Sep 17 2010, 12:15 PM
Power_VANO ციტატა(Quick @ 17th September 201... Sep 17 2010, 02:09 PM
giga_st ციტატა(Power_VANO @ 17th Septembe... Sep 17 2010, 02:41 PM
ja_ja Quick
ციტატა(Quick @ 17th Septem... Sep 17 2010, 03:19 PM
Quick ja_ja
Power_VANO
მადლობა პას... Sep 17 2010, 07:18 PM
gregory მოკლედ როგორც იქნა... Oct 31 2010, 06:21 PM
ja_ja gregory
ეს მოდიოდა ამდე... Nov 1 2010, 09:05 AM
gregory ja_ja
ციტატა(ja_ja @ 1st Novembe... Nov 1 2010, 09:43 AM
ja_ja gregory
მე ჩემს ნასოსზე... Nov 1 2010, 09:55 AM
kaka8079 ბიჭებო ვინმეს ხომ ... Nov 1 2010, 01:09 PM
kaka8079 ნასოსისათვის რამე ... Nov 5 2010, 10:25 PM
ja_ja kaka8079
წავა და მაღალი ... Nov 5 2010, 10:32 PM
kaka8079 ჯაჯა აი საიტი ქართ... Nov 5 2010, 10:37 PM
Power_VANO kaka8079
შენ გინდა Liqui-Moly Sil... Nov 5 2010, 11:01 PM
kaka8079 რავი ვანო სილიკონი... Nov 5 2010, 11:14 PM
Power_VANO kaka8079
წესით ეგ კერამ... Nov 5 2010, 11:25 PM
kaka8079 ოკ ხვალ გავივლი უბ... Nov 5 2010, 11:38 PM
Power_VANO წესით ძვირი არ უნდ... Nov 6 2010, 01:07 AM
kaka8079 ახლა დავრეკე ლიქვი... Nov 6 2010, 12:41 PM
gregory ციტატა(kaka8079 @ 6th November 20... Nov 6 2010, 01:26 PM
ja_ja kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 6th N... Nov 6 2010, 02:26 PM
kaka8079 ფასში როგორ გამოდი... Nov 6 2010, 03:06 PM
ochopintre გუდვილში ვნახე რარ... Nov 6 2010, 03:29 PM
kaka8079 გუდვილი დიდია აბა ... Nov 6 2010, 03:34 PM
ochopintre ციტატა(kaka8079 @ 6th November 20... Nov 6 2010, 06:16 PM
Power_VANO kaka8079
+ იგივე ლიქვიში... Nov 6 2010, 07:24 PM
kaka8079 რავი აბა გეტყვის რ... Nov 6 2010, 07:25 PM
ochopintre ციტატა(kaka8079 @ 6th November 20... Nov 6 2010, 09:59 PM
kaka8079 კაია თუ ასეა მაგას ... Nov 6 2010, 10:33 PM
Power_VANO kaka8079
ლიქვიშიც არ გე... Nov 6 2010, 10:38 PM
kaka8079 ხვალ დაურეკავ და ტ... Nov 6 2010, 10:41 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd December 2025 - 01:49 PM |
| Hosted by Pro-Service |